პარლამენტმა მეცნიერებათა აკადემიისა და სოფლის მეურნეობის აკადემიის რეორგანიზაციის თაობაზე რომან გოცირიძის პროექტი „ჩააგდო“

16
spot_img

პარლამენტმა მეცნიერებათა აკადემიისა და სოფლის მეურნეობის აკადემიის რეორგანიზაციის თაობაზე ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის პროექტი „ჩააგდო“.

გოცირიძის საკანონმდებლო შეთავაზებას 10-მა დეპუტატმა დაიჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ პარლამენტის 23-მა წევრმა მისცა და კენჭისყრის ამ შედეგით, “ჩავარდა“.

რომან გოცირიძის შეფასებით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კანონით დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს აკადემიის დაფინანსების არსებული მოდელის ცვლილება შესთავაზა, რაც “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.