პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფუნქციები ახალგაზრდული მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გადაეცემა

33
spot_img

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფუნქციები ახალგაზრდული მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გადაეცემა.

„ქართულმა ოცნებამ“ რეგლამენტში ცვლილებები დაგეგმა, რომლის მიხედვით, პარლამენტში იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი და სპორტის კომიტეტი.

ინიციატორები პარლამენტის ორ კომიტეტში დაგეგმილ ცვლილებებს აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებებით ხსნიან, რომლის ფარგლებში ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.