პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდის ინიციატივას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

104
spot_img

პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდის ინიციატივას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ინიციატივის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარეა.

როგორც პაპუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის შესაბამისობაში მოყვანა 2013 წლის შემდეგ არ მომხდარა.

ინიციირებული ცვლილებების თანახმად, მომავალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატის ხელფასი 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება.