პაპუაშვილი – საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური, სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა

20
spot_img

საქართველოსა და თურქმენეთის საერთო ინტერესების განხორციელებას, რასაც ჰქვია ეკონომიკური, სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. ამ ჩარჩოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან, დუნიაგოზელ გულმანოვასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, კომიტეტებს შორის მეგობრობის ჯგუფის ფორმატში და სექტორული ურთიერთობები განვითარდეს.

„გვქონდა შეხვედრა თურქმენეთში პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, პირადად გამეცნო ქალბატონი თავმჯდომარე. ვისაუბრეთ მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობების შესახებ. შარშან საქართველო-თურქმენეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ქართული დელეგაცია იმყოფებოდა აშხაბადში და მე ოფიციალური ვიზიტით მოვიწვიე პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.