პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც მაჰმუდ აბასის დაცვის ერთი წევრი მოკლეს.
სად მოხდა თავდასხმა, ჯერ უცნობია.
ამასთან, დაშავდა თუ არა თავდასხმის შედეგად თავად პალესტინის პრეზიდენტი, ამ ეტაპზე უცნობია.
თურქული გამოცემა – Yeni Safak-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაჯგუფებამ – “აბუ ჯანდელის შვილები” აიღო.