Home Blog Page 944

ბანანის ტვირთში, რომელიც გერმანიაში უნდა გაეგზავნათ, 6 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს

ეკვადორში სამართალდამცავების მიერ სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა ბანანის ტვირთში დამალული 6.23 ტონა კოკაინი იპოვეს, – ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, ტვირთი გერმანიაში გასაგზავნად იყო გამიზნული და დანიშნულების ადგილამდე მისვლის შემთხვევაში მისი ღირებულება 224 მილიონი აშშ დოლარი იქნებოდა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, აღმოჩენის შემდეგ ხუთი ადამიანი დააკავეს.

კოკაინის ამანათები საექსპორტოდ განკუთვნილი ბანანის ყუთების ქვეშ იყო დამალული.

ეკვადორი მეზობელ პერუსა და კოლუმბიაში წარმოებული კოკაინის მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდა, რადგან ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებები ეკვადორის პორტებს ნარკოტიკების ევროპასა და აშშ-ში გადასაზიდად იყენებენ.

შარშან, ეკვადორის უსაფრთხოების ძალებმა 200 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს, უმეტესი ნაწილი კოკაინი იყო.

2004-2012 წლებში, ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მეტად სიცოცხლის და საკუთრების უფლება იყო დარღვეული, შესაბამისად საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ განსხვავების დანახვა ადვილია -ვლადიმერ ბოჟაძე

საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 88,6% მიიღო. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის, 38-ე ადგილზეა. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევრაზიის საუკეთესო სამეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. ამ 11 წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 13,5 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წელს საკუთრების უფლების დაცულობით ევროპაში ბოლო ადგილზე იყო, მსოფლიოში კი 93-ე პოზიცია ეკავა, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ბოჟაძის თქმით, სისხლიანი რეჟიმის მმართველობის დროს 2004-2012 წლებში, ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მეტად სიცოცხლის და საკუთრების უფლება იყო დარღვეული და დაუცველი, შესაბამისად საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ განსხვავების დანახვა ადვილია.

„სისხლიანი რეჟიმის მმართველობის დროს 2004-2012 წლებში, ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მეტად სიცოცხლის და საკუთრების უფლება იყო დარღვეული და დაუცველი. დღეს როცა დაშლილი და გაშლილი ნაცმოძრაობა ისევ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ყველა მესაკუთრეს, ბიზნესმენს უნდა შევახსენოთ, რომ პირველი სწორედ საკუთრების უფლებას დაარღვევენ და უამრავ ადამიანს ჩამოართმევენ, იძულებით აჩუქებინებენ და გადააფორმებინებენ საკუთარ ქონებას.
2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ – განსხვავების დანახვა ადვილია!
საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 88,6% მიიღო. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის, 38-ე ადგილზეა.
2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევრაზიის საუკეთესო სამეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. ამ 11 წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 13,5 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წელს საკუთრების უფლების დაცულობით ევროპაში ბოლო ადგილზე იყო, მსოფლიოში კი 93-ე პოზიცია ეკავა.
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს
#გელოდებითარჩევნებზე2024 #გელოდებითარჩევნებზე2025“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

„გილოცავთ, ხელახლა არჩევას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისადმი მათი მტკიცე არჩევანის მიმართ. მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს, 562 ხმით ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.

ტრამპზე თავდასხმამდე პოლიციამ საიდუმლო სამსახურს აცნობა, რომ წინასაარჩევნო ყრილობის ტერიტორიაზე საეჭვო პირს ეძებდა -NBC News

დონალდ ტრამპზე თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე, ადგილობრივმა პოლიციამ საიდუმლო სამსახურს აცნობა, რომ პენსილვანიაში, სადაც ტრამპს წინასაარჩევნო ყრილობა უნდა გაემართა, საეჭვო პირს ეძებდა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე მყოფ პოლიციელებს თვითმხილველებმა საფრთხის შესახებ, ცეცხლის გახსნამდე, სულ მცირე, 2 წუთით ადრე აცნობეს.

მედია სვამს შეკითხვას, თუ რატომ არ გაიყვანეს ტრამპი სცენიდან დროულად და რატომ ვერ შეძლო საიდუმლო სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება.

გასულ შაბათს პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი – მას არც მორალური უფლება აქვს და არც სამართლებრივი-იურიდიული კვალიფიკაცია ჰყოფნის – ნინო წილოსანი

თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი – მას არც მორალური უფლება აქვს და არც სამართლებრივი და იურიდიული კვალიფიკაცია ჰყოფნის, – ასეთია დეპუტატ ნინო წილოსანის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაზე.

წილოსანის განცხადებით, „ის, რომ ზურაბიშვილთან თავმოყრილი ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მიმართ მისი იგნორი მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა“.

„საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების თანახმად, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მისი იმპიჩმენტი მხოლოდ იმის გამო ვერ განხორციელდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს აღიარებს და ეს ფაქტი ერთადერთი პოზიტიურია ამ ყველაფერში.

ჩვენ კანონს სრული ლოგიკურობით, არგუმენტებით და იურიდიული და სამართლებრივი დადასტურებით დავიცავთ. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო თავის ჭრილში დაინახავს იმ მოტივაციას და ფაქტორებს, რომლის შესაბამისადაც ჩვენ ეს კანონი მივიღეთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებას და საბოლოოდ გაუქმებას მოითხოვს.

მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი  საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა   2024 წლის  მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი  საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესა  და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე, საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სრული ინფორმაცია კონკურსის პირობების  შესახებ  იხილეთ ფონდის  ვებგვერდზე.

„გლობალური ომის პარტიის“ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ის მიზანში ცუდად ისვრის, რადგან სხვა ვერაფერი წარმოვიდგინე ხელმოსაჭიდი, რას ნიშნავს და ვინ არიან -იაგო ხვიჩია

ჩემი აზრით, „გლობალური ომის პარტიას“ აცხადებდე მთავარ საფრთხედ, რომელიც მართავს ნატო-ს, ევროკავშირს და ა.შ. და მას ასი მეტრიდან მიზანში ზუსტი სროლა არ შეუძლია, ამას ამბობდე, ერთმანეთთან საწინააღმდეგოა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლო კავშირთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს.

„უნდა თქვან, ან დაძაბუნდა „გლობალური ომის პარტია“ და მიზანშიც კი ვერ ისვრის სწორად, ან ნატო-ს, ევროკავშირსა და ამერიკას მართავს. ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა იყოს სწორი. „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ის მიზანში ცუდად ისვრის, რადგან სხვა ვერაფერი წარმოვიდგინე ხელმოსაჭიდი, რას ნიშნავს და ვინ არიან. ვიცით მკვლელი, რომელიც მკვდარია და „გლობალური ომის პარტიის“ წევრია. ამის იქით უფრო მეტი უნდა გვითხრან „გლობალურ ომის პარტიაზე“, – აცხადებს ხვიჩია.

თბილისში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ე.წ. ზეემკის დასახლებაში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. უწყების ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მან ხმათა უმრავლესობის მიღება შეძლო.

მეცოლას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 562-მა დელეგატმა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი სულ 623-მა დეპუტატმა მიიღო. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტობისთვის სულ ორი კანდიდატი იბრძოდა, რობერტა მეცოლა და ესპანელი ირენ მონტერო.

შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა ამ თანამდებობაზე პირველად 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს.

ტრამპზე თავდასხმა საბოლოოდ ფარდის ჩამოხსნაა, როგორც ჩანს, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები უკვე რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ -გურამ მაჭარაშვილი

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა საბოლოოდ ფარდის ჩამოხსნაა. უცხოური ძალა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება, არენაზე უკვე გამოჩნდა მკვლელობების მცდელობებით, – ასე გამოეხმაურა  “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი  აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონად ტრამპზე თავდასხმას.

მისი თქმით, რეალურად, ესროლეს მშვიდობას, და ოჯახურ ტრადიციებს.

„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ევროპის საზოგადოების უმრავლესობამ თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობას უარი უთხრა და თან სასტიკად დაამარცხა. როგორც ჩანს, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები ამაზე ძალიან გაღიზიანდნენ და უკვე რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა. ეს უკვე საბოლოოდ ფარდის ჩამოხსნაა. უცხოური ძალა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება, არენაზე უკვე გამოჩნდა მკვლელობების მცდელობებით.კარგად ვიცით, ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად დარჩეს, ემხრობა მშვიდობას და ამბობს, რომ ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. რეალურად, ესროლეს მშვიდობას, ოჯახურ ტრადიციებს და ამას ვინ გააკეთებს? რა თქმა უნდა, ის „გლობალური ომის პარტიები“, რომელთაც სურთ, უკრაინაში ომი არ დამთავრდეს, საქართველოში დაიწყოს ომი და ასე შემდეგ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებებზე და აღნიშნა:

„მახსოვს, ეს არის ამერიკა, რომლის დამფუძნებელი მამებიც ამბობდნენ, ამერიკის ბედს ამერიკელი ხალხი წყვეტს და არა პოლიტიკოსებიო. შესაბამისად, ყველამ თავის პოლიტიკურ პროცესს მიხედოს. დაგვანებონ ჩვენი ქვეყანა და მას ჩვენ მივხედავთ. ვინ ეკითხება ამერიკის რომელიმე წარმომადგენელს, ჩვენს ქვეყანაში რომ უხეშად ერევიან, მაგალითად, საქართველოში ხალხი რომელ ტრადიციულ მიმდინარეობას აირჩევს. ასე რომ, არჩევანი გაკეთებულია მშვიდობასა და ომს შორის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ჩვენი პრეტენზიები და მოთხოვნები ევროკავშირის წევრობაზე, არის აბსოლუტურად დასაბუთებული ძალიან მაღალი დონის კვლევითი ორგანიზაციების მიერ -გიორგი ცუცქირიძე

საკუთრების უფლების ინდექსზე გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის – „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევას ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.

„ვუსწრებთ ნატო-ს და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, რაც აჩვენებს იმას, რომ ბოლო წლებში, ვგულისხმობ ბოლო 12 წელიწადს, ქვეყანამ პროგრესი განიცადა ყველა მიმართულებით. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ დღეს ვართ ძლიერი არათუ რეგიონში, თვით ევროკავშირშიც კი. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი პრეტენზიები და მოთხოვნები ევროკავშირის წევრობაზე, არის აბსოლუტურად დასაბუთებული ძალიან მაღალი დონის კვლევითი ორგანიზაციების მიერ“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.

საკუთრების უფლების ინდექსით საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა, ხოლო 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

“პუტინი მისთვის საჭირო მეგობრებს ეძებს, პოულობს და დასავლეთის პარალიჩით სარგებლობს”-The Times

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი მისთვის საჭირო მეგობრებს ეძებს, პოულობს და დასავლეთის პარალიჩით სარგებლობს“ (ავტორი – მარკ გალეოთი, პოლიტოლოგიის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

იმ დროს, როცა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ვაშინგტონის სამიტის შემდეგ სულ უფრო მეტ მიზეზებს ეძებენ იმისათვის, რომ უკრაინა ალიანსის წევრად არ მიიღონ, ჩნდება კითხვა: მართლაც ჰგონიათ თუ არა მათ, რომ რუსეთს უკრაინის ომი გამოფიტავს და მის ეკონომიკას დაანგრევს? დიახ, დასავლელ ლიდერებს ჰყავთ ისეთი ექსპერტები, რომლებიც მათ არწმუნებენ – „გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლი შეეცდება, მოკავშირეების დახმარებით, ნატოს ბლოკის წევრები დაჯაბნოს, მაგრამ დასავლეთის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკას 20-ჯერ აღემატება. მხოლოდ დროა საჭირო და რუსეთი ვერ გაუძლებს, უკან დაიხევს“.
ასეთია დასავლური სტრატეგია. მაგრამ ირონია იმაში გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინს მართლაც აქვს უკრაინის გამოფიტვის შესაძლებლობა და აი, რატომ: კრემლი ეძებს მეგობარ-მოკავშირეებს და მათ კიდეც პოულობს, მოსკოვი დასავლეთის პარალიჩს თავისი ინტერესებისათვის იყენებს.

დასავლეთის მცდელობები – როგორმე სანქციებით დაეშინებინათ რუსეთი და იზოლაციაში მოექციათ – წარუმატებლად (ან უკეთეს შემთხვევაში, ნაწილობრივი წარმატებით) დასრულდა. ამის რამდენიმე ნიშანდობლივი გამოხატულება:

პირველი – მოსკოვმა მოახერხა და მესამე ქვეყნების დახმარებით თითქმის სრულად აინაზღაურა ის დანაკლისი, რაც ომის პირველ წელს დასავლურმა სანქციებმა და ემბარგოებმა მიაყენეს.
მეორე – დასავლეთმა ვერ გაითვალისწინა და ვერ გათვალა ის მომენტი, რომ „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს თავიანთი საკუთარი ინტერესებიც აქვს: იმ დროს, როცა დიდ ბრიტანეთს ეგონა, რომ ინდოეთი (მისი ყოფილი კოლონია) დაარწმუნა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის მოცულობის შემცირებაში, უეცრად პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ჩადის, ვლადიმერ პუტინი მას ძველი მეგობარივით – ხვევნა-კოცნით – ხვდება და მასთან სავაჭრო და სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს.
მესამე – თავის მხრივ მოსკოვი წარმატებით ავითარებს პრაგმატულ თანამშრომლობას „გლობალურ სამხრეთთან“, რაშიც აშკარად იგრძნობა კრემლის უპირატესობა – ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და არაბულ სამყაროში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში…
მეოთხე – მსოფლიოს სხვა რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვათ, რუსეთი აშკარად ცდილობს უთანხმოების შეტანას ევროატლანტიკურ ერთიანობაშიც, სადაც მას მრავალწლიანი მოკავშირეები თუ არა, მხარდამჭერები მაინც ჰყავს უნგრეთისა და სლოვაკეთის სახით. ასე მაგალითად, გასულ პარასკევს მოსკოვში „დასავლეთისაგან გარიყულ და ხელჩამოურთმეველ“ ვლადიმერ პუტინს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია – პირველი ევროპელი ლიდერი კრემლში ომის დაწყებიდან ორწლინახევრის შემდეგ. ეს არის ბრიუსელის სირცხვილი.
და ბოლოს, მაშინ როცა რუსეთში (ამ ეტაპზე მაინც) პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა შეინიშნება, თვით დასავლეთში ქაოსისა და გამოფიტვის სიმპტომები ფართოვდება. ევროპაში სულ უფრო ძლიერად გაისმის ხმები (განსაკუთრებით ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის შემდეგ) – რამდენად შეიძლება უკრაინას სამხედრო დახმარება დაუსრულებლად გავუწიოთ და ხომ არ ვუბიძგოთ კიევს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისაკენ?

პლუს კიდევ ერთი მრისხანე არგუმენტი: ის, რაც ბოლო დღეებში აშშ-ში – დასავლეთის ციტადელში – ხდება, აშკარად მიანიშნებს იმას, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებას, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი მიაღწევს, რომელიც უკრაინისადმი დახმარების გაგრძელების წინააღმდეგია (ანუ ამ საკითხში ევროპის მოწინააღმდეგე), რაც კრემლს აბსოლუტურად აწყობს. დასავლეთი დღეს გაყოფილია, პოლარიზებული და ეს ტენდენცია, როგორც ჩანს, კიდევ გაგრძელდება. ვის აწყობს ეს და ვინ ისარგებლებს ამით? რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი.

წყარო: