Home Blog Page 90

60% არის „ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა და ახლა მთავარია, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე – არჩილ თალაკვაძე

მმართველ გუნდში „გორბის“ ბოლო კვლევის შედეგებს აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აქტივობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„60% არის რეალური მხარდაჭერა და ახლა მთავარია, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე და ნახევარი საათი დაუთმოს თავისი ქვეყნის მომავალს. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია აიღოს მშვიდობიან, განვითარებულ ევროპულ მომავალზე პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს მოქალაქეებთან ერთად“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. გამოიკითხა 1704 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია. პოლიტიკური პარტიების პოზიციას უკვე ხვალ გაგაცნობთ.

“რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეწყვეტა შეიძლება ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 23 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეწყვეტა შეიძლება ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას“ (ავტორი – ფაბრის დეპრეზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას და სავაჭრო გემებზე თავდასხმებს, ამ ნაბიჯმა შეიძლება ხელი შეუწყოს მოლაპარაკების დაწყებას და ომის დასრულებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს. „როცა საკითხი ეხება ენერგეტიკისა და ნაოსნობის უსაფრთხოებას, ამ მიმართულებით მიღწეული პოზიტიური შედეგები იმის სიგნალი იქნებოდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მზად არის ომის შესაწყვეტად“, – ხაზი გაუსვა ქვეყნის მეთაურმა.
უკრაინა მკაცრი ზამთრისათვის ემზადება და ამიტომ მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს კი ქვეყნის ენერგოობიექტების ნახევარი – ჰიდრო- და თბოელექტროსადგურები – რუსული სარაკეტო დარტყმებით თითქმის განადგურებულია (ზოგიერთი რემონტდება, მაგრამ მათ რუსები კვლავ ბომბავენ და მწყობრიდან გამოჰყავთ). ამჟამად უკრაინა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია თავის ატომურ ელექტროსადგურებზე და ელექტროენერგიის იმპორტზე ევროპის ქვეყნებიდან, მაგრამ რა იქნება მაშინ, როცა მკაცრი ზამთარი დადგება და ევროპას ელექტროენერგია თვითონ დაჭირდება?

თუ მოსკოვი და კიევი შეთანხმდებიან საჰაერო დარტყმების შეწყვეტაზე ერთმანეთის ენერგოობიექტების მიმართ (უკრაინაც ხშირად ბომბავს თავისი დრონებით რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ნავთობბაზებს), მაშინ შეიძლება ომის დეესკალაცია განხორციელდეს.

„პირველი [სამშვიდობო] სამიტის დროს ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება მიღებული იქნეს შეთანხმება ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შევწყვეტთ რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას, თავის მხრივ, რუსებიც აღარ დაესხმებიან ჩვენსას. შეიძლება თუ არა ამ დაპირებამ ომის ცხელი ფაზის დასრულებამდე მიგვიყვანოს? მე ვფიქრობ, რომ დიახ, შეიძლება“, – ხაზი გაუსვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

[რას ნიშნავს უკრაინის მეთაურის ასეთი განცხადება?] ბოლო თვეების განმავლობაში ნათელი გახდა, რომ უკრაინის არმიის სარდლობა ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის – რუსეთის ჯარები ნელა, მაგრამ შეუჩერებლად წინ მიიწევენ 1000-კილომეტრიან ფრონტზე. კიევის არმიას სიტუაცია ვერ გამოუსწორა რუსეთის კურსკის ოლქში მოულოდნელმა შეჭრამაც…

ბრძოლის ველზე დიდმა დანაკარგებმა და ცივი ზამთრის პერსპექტივამ ვოლოდიმირ ზელენსკი აიძულა გაეაქტიურებინა თავისი ძალისხმევა „გამარჯვების გეგმისადმი“ დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერისა მისაღებად – იმ გეგმისა, რომელიც უკრაინის ნატოში წევრობასა და და უსაფრთხოების დამატებითი უზრუნველყოფას ითვალისწინებს (რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში).

უკრაინის ლიდერი ასევე განიცდის მზარდ ზეწოლას, რომ ომის მოლაპარაკების გზით დასრულების გზები იპოვოს – იმის გათვალისწინებით, რასაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს – თუ იგი 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს და თეთრ სახლში დაბრუნდება, ომს პრეზიდენტად არჩევის პირველსავე დღიდან დაასრულებს.

რუსეთის მზადყოფნა მოლაპარაკებაზე, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დაამატა, რომ იგი ელოდება ვაშინგტონის უფრო აქტიურ პოზიტიურ რეაქციას არჩევნების შემდეგ: „არა იმიტომ, რომ ამერიკას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, არამედ იმიტომ, რომ ახლა ამერიკელთა მთელი ყურადღება არჩევნებზეა გადატანილი და მე ვფიქრობ, რომ ეს გარემოება ნებისმიერი მკვეთრი განცხადების გაკეთებას ართულებს. არცერთ პარტიულ კანდიდატს არ სურს დამატებითი რისკი“.

უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს უარყო რაიმე გარიგების დადების შესაძლებლობა დასავლეთის ქვეყნებთან ფორმულით „ტერიტორია მშვიდობის ნაცვლად“, რომლის თანახმად, უკრაინა ნატოს წევრი გახდება, თუ კიევი ოფიციალურად იტყვის უარს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე.

„რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ამ საკითხის ირგვლივ ნამდვილად ფიქრობს., თუმცა ისინი ამას პირდაპირ მე კი არ მატყობინებენ, არამედ მასმედიის მეშვეობით… ყველა დისკუსიის დროს ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფას, რომელთაგან ყველაზე ძლიერად ნატოს წევრობა მიგვაჩნია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მიერ მოთხოვნილი „შეკავების ზომების პაკეტი“ იმის კომპენსაციას წარმოადგენს, რაც უკრაინამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგა – იგულისხმება ბირთვული არსენალი. 1990-იან წლებში რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, ბირთვულ იარაღზე კიევის უარის თქმის სანაცვლოდ, მოსკოვი უზრუნველყოფდა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიისა და საზღვრების დაცვას. მაგრამ ვლადიმერ პუტინმა ამ დოკუმენტის იგნორირება მოახდინა და 2014 წელს ბრძანება გასცა უკრაინის შემადგენლობაში არსებული ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის თაობაზე, ხოლო 2022 წლის თებერვლის ბოლოს, პუტინისავე ბრძანებით, რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობა დაარღვია და ქვეყანაში შეიჭრა.

„ჩვენ ბირთვული იარაღი მივეცით და სანაცვლოდ არაფერი არ მიგვიღია, გარდა სრულმასშტაბიანი ომისა და უდიდესი მსხვერპლისა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, – ახლა ჩვენ არც ბირთვული იარაღი არ გვაქვს და არც ნატოს წევრი არ ვართ.. და არც მიგვიღებენ ომის დამთავრებამდე. აი, რატომ მინდა, რომ ჩვენ რუსეთის შეკავების ზომების პაკეტი გვქონდეს“.

უკრაინას დაგეგმილი აქვს მეორე სამშვიდობო სამიტის ჩატარება რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით, რომ ომის დასრულების შესაძლებლობის განხილვა მოხდეს, მაგრამ, როგორც კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მოსკოვი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ არ მოდუნდებით და აქტიურად იმუშავებთ, ეს დღე წარმატებული იქნება. ეცადეთ, ყველა სიტუაციაში დადებითი მხარეები ეძებოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. არსებობს შანსი, რომ ამ დღეს პერსპექტიული შეთავაზება მიიღოთ, ამიტომ სახლში ნუ ჩაიკეტებით. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

კურო

ამ დღეს მნიშვნელოვანია, საკუთარი პოზიციების დაცვა შეძლოთ და სხვების რჩევებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. რთულ ვითარებაში ინტუიცია დაგეხმარებათ და ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენზე ზეწოლას და თქვენით მანიპულირებას ეცდება. დღის მეორე ნახევარში საქმეში სიმტკიცე, ადამიანებთან ურთიერთობაში კი თავაზიანობა უნდა გამოიჩიოთ.

ტყუპები

ამ დღეს მნიშვნელოვან საკითხზე პასუხისმგებლობის აღება და ახლობელი ადამიანების დახმარება მოგიწევთ. ნუ აჩქარდებით – ახლა კარიერულ წინსვლაზე ფიქრისთვის არახელსაყრელი დროა. თუ რაღაც ახალი და უცნობი საქმის კეთება გადაწყვიტეთ, ყოველი ნაბიჯი ფრთხილად უნდა გათვალოთ. თანამშრომლობის უჩვეულო შეთავაზება საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოს უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ.

კირჩხიბი

რთული და მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთული დღეა, რომელიც უჩვეულო შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემები გაჩენისთანავე მოაგვაროთ და სამომავლოდ არაფერი გადადოთ. კოლეგებთან ურთიერთობაში შესაძლებელია უსიამოვნებები, ამიტომ ეცადეთ, მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ. არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ.

ლომი

ამ დღის პირველი ნახევარი სტრესული და ემოციურად რთული იქნება. უამრავი პრობლემის გადაჭრა და დამატებითი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. ადამიანებზე ხელსაყრელი შთაბეჭდილების მოხდენას ადვილად ახერხებთ და არც თანამოაზრეების პოვნა გიჭირთ, მაგრამ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და პირად ცხოვრებაზე არაფერი უამბოთ.

ქალწული

რთული დღეა, როცა კარგად ნაცნობი და ადვილი საქმეების დასრულებაც კი გიჭირთ. ეცადეთ, არ ინერვიულოთ და მომხდარში დადებითი მხარეც დაინახოთ. გირჩევთ, კოლეგებისგან მიღებულ ინფორმაციას არ ენდოთ და ყველა ფაქტი საგულდაგულოდ გადაამოწმოთ. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რამე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.

სასწორი

დილას მუშაობის დაწყება გაგიჭირდებათ, ამიტომ დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო და მარტივი საქმეები უნდა დაგეგმოთ. სადილის შემდეგ თქვენი შრომისუნარიანობა შესამჩნევად გაიზრდება და საშუალება გექნებათ, თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები გამოავლინოთ. გამორიცხული არ არის, რომ თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მან შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

მორიელი

ბოლო დროს დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შოპინგი სამომავლოდ გადადოთ და ხარჯები შეზღუდოთ. არ არის გამორიცხული, რომ სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ ამ და სხვა საქმეებსაც თავს მშვენივრად გაართმევთ.

მშვილდოსანი

წესები დაიცავით, საზღვრებს არ გასცდეთ და საკუთარი ვალდებულებები შეასრულეთ – ეს დაგეხმარებათ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და დავალება წარმატებით შეასრულოთ. ეცადეთ, მხიარული და ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ, რათა კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. ამ დღეს ოჯახში სასიამოვნო მოვლენები გელით. ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

თხის რქა

ნაკლები იაქტიურეთ და თქვენი იდეები და რჩევები თქვენთვის შეინახეთ. საკუთარმა ინიციატივამ შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ ან უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდოთ. შეეცადეთ, ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოთ და პირქუში ფიქრებისგან გათავისუფლდეთ. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს.

მერწყული

ეს დღე რომ ნაყოფიერი გამოვიდეს, მკაფიოდ გამოკვეთილი პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა გჭირდებათ. წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ რჩევებსა და მხარდაჭერას ნუ დაელოდებით. ცუდი დროა ახალი საქმის დაწყებისთვის. უმჯობესია, უკვე დაწყებული პროექტები და მცირე რუტინული ამოცანები დაასრულოთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ კრიტიკულ შენიშვნებს.

თევზები

ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვით და რეალობას თვალი გაუსწორეთ. ფრთხილად იმუშავეთ და ეცადეთ, ყველა რისკი და მოსალოდნელი შედეგი გამოთვალოთ. გარშემომყოფებს თქვენი ცხოვრების წესი მოსწონთ, ბევრი დახმარებას და მხარდაჭერას გთავაზობთ, ზოგს კი თქვენი უკეთ გაცნობა სურს. შესაძლოა, ამ დღეს საინტერესო იდეა მოისმინოთ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.

,,რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე” -ირაკლი კობახიძე 

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები „ქართული ოცნების” შეკრებასთან შედარებით. პრემიერის განცხადებით,  ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე.

„ძალიან შთამბეჭდავი აქცია იყო ყველა თვალსაზრისით, ძალიან ძლიერი მუხტი იყო ამ შეკრებაზე. ეს იყო აშკარა განაცხადი, რომ ჩვენ ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ამ არჩევნებზე. ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ოპოზიციას აქვს შესაბამისი მწირი რეიტინგი. ეს ყველაფერი იძლევა იმაზე საუბრის შესაძლებლობას, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღესაც თვალნათლივ გამოჩნდა ის უდიდესი უპირატესობა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას”, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან მიმართებით. რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება დაანონსებული, და საბოლოო ჯამში, რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით. ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო ოპოზიციის შეკრებაზე, ვერც ერთი პოლიტიკოსის სცენაზე აყვანა ვერ გაბედეს. როცა შენ თვითონაც იცი, რამდენად მძიმეა შენი რეპუტაცია საზოგადოების თვალში, ზოგადად, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველშიც კი ვერ გადიხარ, აქ რა შედეგზე უნდა გქონდეს პრეტენზია. მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. დღეს შეკრებაზე გამოჩნდა, თუ სად დგას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა – რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დგას სწორედ მშვიდობის მხარეს, ღირსებით ევროპისკენ სვლის მხარეს, კეთილდღეობის მიღწევის მხარეს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და არა ის, რასაც გვთავაზობს ოპოზიცია ამ აბსოლუტურად დრომოჭმული სახეებით”, – განაცხადა პრემიერმა.

,,შეშფოთება გამოვხატეთ საქართველოში საარჩევნო პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს” – ჯეიკ სალივანი

საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანს ჟურნალისტმა ჰკითხა – „როგორია თქვენი ხედვა სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის ინტერესთან დაკავშირებით, კერძოდ, ააშენოს პორტი შავ ზღვაზე, ასევე, ამავე კონტექსტში, რას ფიქრობთ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, სამ დღეში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია, წინასაარჩევნო პერიოდი კი, მძიმე ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე წარიმართა“.

„ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავაც შეშფოთებულები ვართ. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. მე არ ვფიქრობ,  რომ საქართველოში ვინმეს საკუთარი ქვეყნის ინტერესების სხვის ინტერესებში ჩადება სურდეს, მათ შორის ჩინეთისაში“, – აღნიშნა სალივანმა.

,,უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა” – ჰელსინკის კომისია

უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

„მაისში, შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარების ნიშნად ჰელსინკის კომისიამ MEGOBARI Act წარადგინა, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.

მაშინ როდესაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საბოლოო კენჭისყრას ელის, უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევების მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან ასე ხშირად ვისმენთ” – პრემიერი

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისში, “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

“ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან ასე ხშირად ვისმენთ, ევროპას არ უხდება ქრისტიანული დოგმების უარყოფა, ევროპას არ უხდება ლგბტ-პროპაგანდა, ევროპას არ უხდება გაუმჭვირვალობა და სხვისი სუვერენიტეტის უპატივცემულობა. 2030 წლისთვის ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით მხოლოდ ღირსებით, ქრისტიანობის, ეკლესიისა და მორალის პატივისცემით, დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით. მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ – ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და ამისთვის მას კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.

ჩვენ ვივლით ასევე მხოლოდ მშვიდობით ევროპისკენ. მშვიდობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება და არც ევროინტეგრაცია. გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გავუძელით უმძიმეს ზეწოლასა და შანტაჟს და უდიდესი რისკების მიუხედავად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ. ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ჩვენ საქართველოს შევუნარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ახლაც, სწორედ „ქართული ოცნებაა“ იმის ერთადერთი გარანტი, რომ ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით.

ჩვენ ასევე ვივლით მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობენ საზოგადოებას ჩაუნერგონ არასწორი აზრი, რომ საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რაც ევროკავშირში მიგვიღებენ. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა – საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 ,,ვირჩევთ არა ომს, არამედ მშვიდობას, არა მონობას, არამედ თავისუფლებას, არა სიღარიბეს, არამედ კეთილდღეობას, არა ბუნდოვან, არამედ თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს!”-ბიძინა ივანიშვილი

ყველაფერი დღესავით ნათელია – 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გადამწყვეტი დღე,  –  განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მას მტკიცედ სჯერა მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვების და საქართველოს უკეთესი მომავლის.

„თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს.

მე კი გარწმუნებთ, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს დავალაგებთ, ყველა ქარტეხილს ღირსეულად გადავლახავთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება!

ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება მშვიდობით და სიცოცხლით სავსე, რადგან „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი!“ –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

,,გაძლევთ პირობას, მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს”- ბიძინა ივანიშვილი

პირადად გაძლევთ პირობას, მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ!-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, კეთილდღეობას და თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს.

„ჩვენ კი ვირჩევთ არა ომს, არამედ მშვიდობას, არა მონობას, არამედ თავისუფლებას, არა სიღარიბეს, არამედ კეთილდღეობას, არა ბუნდოვან, არამედ თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს!

ჩვენ ვივლით მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით ევროპისკენ!

შევძლოთ ერთად დადგომა და ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და გაბრწყინებულ საქართველოში!“ –  მიმართა ივანიშვილმა თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

,,თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩაგაბაროთ და ფაქტების დონეზე კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის წინსვლა, რაც 2012 წლის შემდეგ გვაქვს, შეფასება კი 26 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან თქვენთვის მომინდვია” – ბიძინა ივანიშვილი

დღეს, ჩვენი საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩაგაბაროთ და ფაქტების დონეზე კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის წინსვლა, რაც 2012 წლის შემდეგ გვაქვს. შეფასება კი 26 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან თქვენთვის მომინდვია, – განუცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს მოსახლეობის 30 პროცენტი, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, 2023 წლისთვის კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის სამჯერაა შემცირებული.

„2012 წელს, საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო, 2024 წელს – 90 მილიარდ ლარს შეადგენს; 2012 წელს, საქართველოს ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს თითქმის 28 მილიარდი ლარია; 2012 წელს უმუშევრობა 26.7% იყო, 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი განახევრებულია; 2012 წელს საშუალო ხელფასი 712 ლარი იყო, 2024 წელს კი 2000 ლარს გადააჭარბა; 2012 წელს, პენსია შეადგენდა 125 ლარს. 2024 წელს პენსია დაახლოებით 3-ჯერ არის გაზრდილი, მომავალი წლისთვის კი, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება რომ ჩვენს საყვარელ პენსიონერებს, ყოველთვიურად, 350 და 450 ლარი ჰქონდეთ.

2012 წელს ჩვენი მოსახლეობის 30%, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, 2023 წლისთვის კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის სამჯერაა შემცირებული.

2012 წლის ბოლოს, ფიზიკური პირების მიერ ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შეადგენდა 846 მილიონი ლარს, დღეის მდგომარეობით მონაცემი თითქმის 13-ჯერ გაიზარდა და 10 მილიარდ 700 მილიონი ლარია.

2012 წლის ბოლოს, ფიზიკური პირების მიერ, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შეადგენდა 3 მილიარდ 26 მლნ ლარს, დღეის მდგომარეობით მონაცემი 6-ჯერ არის გაზრდილი და 18 მილიარდ 780 მილიონ ლარს შეადგენს. ასეთი პროგრესი არა მხოლოდ ადამიანთა შემოსავლის ზრდას ადასტურებს, არამედ ნათელი მაგალითია, თუ რა დონეზე გაიზარდა სანდოობა სახელმწიფოს და „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ.

2012 წლამდე, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის პრობლემა გაღატაკებას ან პრაქტიკულად, დაღუპვას ნიშნავდა, „ქართული ოცნების“ საამაყო – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან მოყოლებული კი, ბიუჯეტიდან, საქართველოს 3 მილიონ 300 ათას მოქალაქეს ვუმკურნალეთ!

2012 წელთან შედარებით, არნახული ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით – მთელი საქართველოს მასშტაბით, შენდება უმაღლესი სტანდარტის, 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალები! მოხდა რკინიგზის მოდერნიზაცია და მისი გამტარუნარიანობის ზრდა; გაიზარდა და იზრდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთა ნაკადი; იწყება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ანაკლიის პორტის მშენებლობა!

2012 წელს, ტურიზმის შემოსავალი 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი იყო; 2024 წელს კი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს;

2012 წელთან შედარებით, არნახულად გაიზარდა დაფინანსება სოფლის მეურნეობის მიმართულებით; 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გლეხები და ფერმერები თავისუფლად სარგებლობენ სპეციალურად მათზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით; შედეგად, რეალობიდან, როდესაც ღვინის სამშობლოში კახელი გლეხი ვაზს ჩეხავდა, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ვენახების ფართობი მთელ საქართველოში 70%-ით არის გაზრდილი! 6-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, ღვინის ექსპორტი კი 65 მილიონი დოლარიდან – 259 მილიონი დოლარი გახდა; 2012 წელს ჩვენი მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 350 მილიონ ლარს მიაღწია;

2012 წლის შემდეგ, აშენდა: 63 ჰიდრო ელექტრო სადგური, 2 თბო ელექტრო სადგური და 1 ქარის ელექტრო სადგური; არსებული გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა!

2012 წელთან შედარებით, 4 ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება; თვისობრივად გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და რაც მთავარია, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება.
2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა; „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტ ქართველებს!-ბიძინა ივანიშვილი-ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა თბილისში, დასკვნით საარჩევნო შეხვედრაზე:

„მოგესალმებით ჩემო თბილისელებო! მივესალმები ჩვენი სამშობლოს გულს – ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტ ქართველებს!

უკვე საუკუნეებია, თბილისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გადაკვეთის წერტილი, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია! რაც მთავარია, თბილისი კრებს ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის შვილებს და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა. ასეთი ბედი ხვდა წილად ქალაქს, რომლის ისტორიული მნიშვნელობა, არამხოლოდ საქართველოსთვის, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ ევროპისთვისაც ძალიან დიდია!

განსხვავებულის მიღებისა და პატივისცემით განთქმულ ჩვენს დედაქალაქში ასწლეულებია ჰარმონიულად ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, გვერდიგვერდ დგას ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. ამ ქალაქში ერთმანეთის კულტურის, ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა საუკუნეებია დაუწერელ კანონადაა ქცეული.

ყოველივე ეს, ისევე, როგორც მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი ეშხი, სტუმარ-მასპინძლობა და გულისხმიერება უნიკალურ კოლორიტს სძენს ჩვენს დედაქალაქს, ასე რომ გვიყვარს ჩვენ და ასე რომ აოცებს აქ ჩამოსულ სტუმარს.

ასეთია ჩვენი თბილისი, ჩვენი ქვეყნის გული, სათუთად რომ ინახავს ჩვენს ყველა გამარჯვებას და ტკივილს.

ყველაფერთან ერთად, თბილისში ყველაზე უკეთ იგრძნობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გულისცემა და დიდწილად სწორედთბილისი განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკურ მომავალს. ასე იყო წარსულშიც და ასეა ახლაც.

კარგად მახსოვს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის პირველი დღეები, როდესაც თბილისში, სადაც ხშირად სწორედ ქუჩაში წყდებოდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები, ქუჩაში ხალხის შეკრებასა და საპროტესტო აქციის გამართვაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, რადგან 15-20 კაციც კი ვერ ბედავდა გამოსვლას.

აი, ამგვარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობის ერთიანობამ და გამბედაობამ შეგვაძლებინა, რომ 2012 წლის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მთელი საქართველოდან, ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბედი წაღმა დატრიალდა! თუმცა, სანამ კონკრეტულ მონაცემებზე, ციფრებსა და საერთაშორისო რეიტინგებზე ვისაუბრებთ, ვახსენოთ ისიც, რაც შესაძლოა, ახალმა თაობამ არ იცოდეს, ან აფიქრებინონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია:

2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი. ტერორი, ძალადობა, მკვლელობა, წამება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ბიზნესის რეკეტი,ქვეყნის ყოველდღიურობა იყო.

მიტაცებული სახელმწიფო, ბოლომდე ჩამკვდარი პოლიტიკური პროცესი, ოპონენტების დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება; წამების ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემა, ციხე, როგორც ჯოჯოხეთი; მონოპოლიზებული და პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებული მედია, პრეზიდენტს, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის წაშლილი ზღვარი. ასეთი კატასტროფული რეალობა სუფევდა საქართველოში წლების განმავლობაში, თუმცა, უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა გაცილებით, გაცილებით უარესიც გააკეთა – საკუთარი ხალხისა და ისტორიის წინაშე უპატიებელი ღალატი ჩაიდინა და 2008 წელს ქვეყანას ომის ტრაგედია დაატეხა თავს! სულ რამდენიმე დღეში, საქართველომ დაკარგა ასობით გმირი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამატებით, ტერიტორია – ასზე მეტი სოფელი და დასახლებული პუნქტი, ათეულ ათასობით ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ამას დაემატა ისიც, რომ პრაქტიკულად საომარი მოქმედებების პარალელურად, ჯერ წაგებული ომი აზეიმეს მოსახლეობას, შემდეგ კი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, საომარი მოქმედებების დაწყება აღიარეს! ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ბოროტებისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სჩადიოდა, თუმცა, მათი რეჟიმის შესაფასებლად, ესეც კმარა.

2012 წლის 1-ელ ოქტომბრის, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობით, თავისუფლება დავიბრუნეთ და საფუძველი ჩავუყარეთ სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი… შესაბამისად, ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში.

და მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“, მრავალი თვალსაზრისით, უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, პრაქტიკულად, შეუძლებელი შევძელით და პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით.

დღეს, ჩვენი საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩაგაბაროთ და ფაქტების დონეზე კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის წინსვლა, რაც 2012 წლის შემდეგ გვაქვს.  შეფასება კი, 26 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან თქვენთვის მომინდვია.
2012 წელს, საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო, 2024 წელს – 90 მილიარდ ლარს შეადგენს;

2012 წელს, საქართველოს ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს თითქმის 28 მილიარდი ლარია;

2012 წელს უმუშევრობა 26.7% იყო, 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი განახევრებულია;

2012 წელს საშუალო ხელფასი 712 ლარი იყო, 2024 წელს კი 2000 ლარს გადააჭარბა;

2012 წელს, პენსია შეადგენდა 125 ლარს. 2024 წელს პენსია დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი, მომავალი წლისთვის კი, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება რომ ჩვენს საყვარელ პენსიონერებს, ყოველთვიურად, 350 და 450 ლარი ჰქონდეთ.

2012 წელს ჩვენი მოსახლეობის 30%, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, 2023 წლისთვის კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის სამჯერაა შემცირებული!

2012 წლის ბოლოს, ფიზიკური პირების მიერ ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შეადგენდა 846 მილიონ ლარს, დღეის მდგომარეობით მონაცემი თითქმის 13-ჯერ გაიზარდა და 10 მილიარდ 700 მილიონი ლარია.

2012 წლის ბოლოს, ფიზიკური პირების მიერ, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შეადგენდა 3 მილიარდ 26 მლნლარს, დღეის მდგომარეობით მონაცემი 6-ჯერ არის გაზრდილი და 18 მილიარდ 780 მილიონ ლარს შეადგენს. ასეთი პროგრესი არა მხოლოდ ადამიანთა შემოსავლის ზრდას ადასტურებს, არამედ, ნათელი მაგალითია, თუ რა დონეზე გაიზარდა სანდოობა სახელმწიფოს და „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ.

2012 წლამდე, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის პრობლემა გაღატაკებას ან პრაქტიკულად, დაღუპვას ნიშნავდა, „ქართული ოცნების“ საამაყო – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან მოყოლებული კი, ბიუჯეტიდან, საქართველოს 3 მილიონ 300 ათას მოქალაქეს ვუმკურნალეთ!

2012 წელთან შედარებით, არნახული ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით – მთელი საქართველოს მასშტაბით, შენდება უმაღლესი სტანდარტის, 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალები! მოხდა რკინიგზის მოდერნიზაცია და მისი გამტარუნარიანობის ზრდა; გაიზარდა და იზრდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთა ნაკადი; იწყება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ანაკლიის პორტის მშენებლობა!

2012 წელს, ტურიზმის შემოსავალი 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი იყო; 2024 წელს კი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს;

2012 წელთან შედარებით, არნახულად გაიზარდა დაფინანსება სოფლის მეურნეობის მიმართულებით; 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გლეხები და ფერმერები თავისუფლად სარგებლობენ სპეციალურად მათზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით; შედეგად, რეალობიდან, როდესაც ღვინის სამშობლოში კახელი გლეხი ვაზს ჩეხავდა, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ვენახების ფართობი მთელ საქართველოში 70%-ით არის გაზრდილი! 6-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, ღვინის ექსპორტი კი 65 მილიონი დოლარიდან – 259 მილიონი დოლარი გახდა; 2012 წელს ჩვენი მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 350 მილიონ ლარს მიაღწია;

2012 წლის შემდეგ, აშენდა: 63 ჰიდრო ელექტრო სადგური, 2 თბო ელექტრო სადგური და 1 ქარის ელექტრო სადგური; არსებული გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა!

2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება; თვისობრივად გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და რაც მთავარია, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება.

2012 წლამდე, საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა; „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

გარწმუნებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ამ პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე და სწორედჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდება საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები; მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოვიტან მაგალითად: „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით, საქართველო კეთილდღეობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 11-წლიანი პროგრესით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. და ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წლამდე ქვეყანას მართავდა კაცი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს მოსახლეობას კი არ ახმარდა, არამედ პირადი კეთილდღეობისთვის ხარჯავდა ხშირად.

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. და ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წლამდე, სასამართლო სისტემა არათუ დამოუკიდებელი არ იყო, არამედ, იმდროინდელი ხელისუფლების ერთ-ერთ სადამსჯელო ინსტრუმენტს წარმოადგენდა.

ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა; და ეს იმ ფონზე, რომ 2012 წლამდე ციხეებში თუ ქუჩებში მოქალაქეების წამება და მკვლელობა ჩვეულებრივ ამბად იყო ქცეული;

სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

ვეცადე, მოკლე ანგარიშის სახით გადმომეცა თქვენთვის „ქართული ოცნების“ ძირითადი მიღწევების შესახებ, ახლა კი ვნახოთ, როგორ შთამბეჭდავ პროგნოზს აკეთებს მომავალზე საქართველოსთან დაკავშირებით მსოფლიო სავალუტო ფონდი- ათწლიანი ზრდის მონაცემებისსამი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია! არ იჩქაროთ ახალ მონაცემებს მოგცემთ, კიდევ უფრო უკეთესს: ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით – საქართველო ჩაეწერება მდიდარი ქვეყნების რიგში 2030 წლისთვის.

დაბოლოს – მინდა გაგაცნოთ უახლესი მონაცემები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა: სავალუტო ფონდის შეფასებით,  საქართველო მიმდინარე 2024 წელს  ერთ სულ მოსახლეზე გასული 5 წლიანი რეალური ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე და მთავარი: ასეთ ლიდერობას, ე.ი. მეორე ადგილს მსოფლიოში, შეინარჩუნებს ზედიზედ  მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2030 წლამდე. ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის ზრდა არის უნივერსალური მაჩვენებელი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების შეფასებისათვის საერთაშორისო მასშტაბით.

წინა გამოსვლებში საუბარი გვქონდა, რომ საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით  2030 წლიდან გადააჭარბებდა ევროკავშირის 6 ქვეყანას, სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზის მიხედვით კი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ეს შედეგი წელსვე დადგება და საქართველოს 2024 წელს ექნება უფრო დიდი მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ვიდრე ევროკავშირის 6 სახელმწიფოს. ყველა რეიტინგს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც სავალუტო ფონდის უახლეს პროგნოზს როდესაც გაეცნობი, თავი პოლიტიკოსად და ფინანსისტად რომ მოგაქვს და მაინც ჯიუტად იმეორებ, თითქოს ქვეყანა ჭაობში იმყოფება – ამას არაფერი ჰქვია, თუ არა თაღლითობა. ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ სასამართლოს განაჩენს – ეს არის პოლიტიკური თაღლითობა – ხედავდე ქვეყნის წინსვლას და ჯიუტად ატყუებდე საზოგადოებას, რომ ქვეყანა თითქოს უფსკრულისკენ მიექანება;თვითონ გაარკვიეთ, რას ნიშნავს ეს. ცხადია, ამ ყველაფერს ჩვენი ხალხი კარგად ხედავს და თაღლითებს სათანადო ადგილს მიუჩენს რამდენიმე დღეში.

ამ პროგრესის და თვისობრივად გაუმჯობესებული ვითარების მიუხედავად, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, წინ მძიმე შრომა გველის, მაგრამ ნურაფრის შეგეშინდებათ! მერე რა, თუკი პატარა ქვეყანა ვართ და არც ბუნებრივი რესურსებით ვართ მდიდარი, ჩვენი სიმდიდრე ჩვენი ხალხი, ჩვენი შრომისმოყვარეობა და ის საოცარი შეუპოვრობაა, დავითს გოლიათს რომ დაამარცხებინებს.

ქართველ ხალხთან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, „ქართული ოცნება“, ერთადერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, შეძლებს, რომ ღირსეულად ატაროს საქართველო ამრთულ გზაზე, რათა დავიკავოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი განვითარებული, მდიდარი, დემოკრატიული, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიცხვში.

თუმცა, არის ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, რომელიც განსაზღვრავს და განაპირობებს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს.

მშვიდობას რა ფასი აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლოესმა წარსულმა კარგად გვასწავლა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მშვიდობის ფასი არ ესწავლება უშუალოდ თბილისს, სადაც სამი ათეული წლის წინ, ქალაქის გულში, ქართველები ერთმანეთს ტყვიას ესროდნენ! აღარაფერს ვამბობ 90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტებზე და 2008 წლის ტრაგედიაზე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაატეხა ქვეყანას თავს. და ესეც კიდევ ერთი, ფუნდამენტური მნიშვნელობის განსხვავება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პერიოდსა და 2012 წლის 1 ოქტომბერს დაბადებულ საქართველოს შორის – „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების ფონზე, საქართველოს ასე ნანატრი მშვიდობა მოუტანა!

სახელმწიფოებრივად და საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესეც რომ არა, ქვეყნის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი და ამას ის წარმატებაც მოწმობს, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში მიაღწია.

თუმცა, მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, მით უფრო დღეს, როდესაც გარე თუ შიდა მტრები გამალებით ცდილობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!

ამიტომაც, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას – დღეს, არამედ ვიცავთ სიცოცხლეს და პერსპექტივას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ – ვერასდროს შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ვიწროპარტიული ინტერესების ასპარეზად აქციოს, რათა აღარასდროს მოგვიწიოს ქვეყნის 0-დან შენება და მომავალმა თაობებმა მაინც არ განიცადონ ის ტკივილი და სიმწარე, რაც ომს და ნგრევას ახლავს თან!

რამდენჯერმე უკვე აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული – დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რომ უცხოელ, თუ ადგილობრივ არაკეთილმოსურნეთა და რადიკალთა მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ.

დღეს, ამ რთული გზის ბოლოს, როდესაც ქვეყანა თითქმის გავიყვანეთ სამშვიდობოს, ბრძოლის მთავარი ხაზი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის. უფრო მარტივად რომ გითხრათ, 26 ოქტომბერს დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას!

თუკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაშიც არა მხოლოდ მე, არამედ მთელი საქართველო, მათ შორის, ჩვენი ოპონენტებიც დარწმუნებულები არიან, არა მხოლოდ მშვიდობას შევინარჩუნებთ და ქვეყანას გადავარჩენთ, არამედ გავიმარჯვებთ, რადგან წინ განვითარების და აღმშენებლობის წლები და ევროკავშირში ინტეგრაცია გველის.

თუმცა, ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი, საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს! ამასთანავე, მთელს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებს, თუ ვის ანდობს ქვეყანას ქართველი ხალხი, რომელიც არა მხოლოდ ღირსეულ ევროპულ მომავალს, არამედ, ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს! ამას გარდა, რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ, ვრცლად განვმარტე, თუ რატომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. დღესაც, კიდევ ერთხელ, მოკლედ შეგახსენებთ:

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, კონსტიტუციის დონეზე ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს, ხოლო საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილი, მათ შორის,ყველაზე მძიმე – ომის დანაშაულის გამო, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს;

კონსტიტუციის დონეზე  გავამყარებთ არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხს;

კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებითაც, რაც კონსტიტუციის დონეზე აისახება;

არავის მივცემთ საშუალებას, რომ საჭირო დროს, საქართველოს მშვიდობიანი გზით გამთლიანებისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აღუდგეს წინ!

მოკლედ, ყველაფერი დღესავით ნათელია – 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გადამწყვეტი დღე.

თქვენი შემხედვარე, მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს!

მე კი გარწმუნებთ, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს დავალაგებთ, ყველა ქარტეხილს ღირსეულად გადავლახავთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება!

ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება მშვიდობით და სიცოცხლით სავსე, რადგან „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი!

პირადად გაძლევთ პირობას, მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ!

ჩვენ კი ვირჩევთ არა ომს, არამედ მშვიდობას, არა მონობას, არამედ თავისუფლებას, არა სიღარიბეს, არამედ კეთილდღეობას, არა ბუნდოვან, არამედ თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს!

ჩვენ ვივლით მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით ევროპისკენ!

შევძლოთ ერთად დადგომა და ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და გაბრწყინებულ საქართველოში!“

,,თბილისის ისტორიული მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც ძალიან დიდია! – ბიძინა ივანიშვილი

მოგესალმებით ჩემო თბილისელებო! მივესალმები ჩვენი სამშობლოს გულს – ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტ ქართველებს! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თბილისი, უკვე საუკუნეებია, რაც არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ, რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად დედაქალაქში იგრძნობა. მისივე თქმით, თბილისი ისტორიული მნიშვნელობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ევროპისთვისაც ძალიან დიდია.

„უკვე საუკუნეებია, თბილისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გადაკვეთის წერტილი, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია! რაც მთავარია, თბილისი კრებს ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის შვილებს და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა. ასეთი ბედი ხვდა წილად ქალაქს, რომლის ისტორიული მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ ევროპისთვისაც ძალიან დიდია!

განსხვავებულის მიღებისა და პატივისცემით განთქმულ ჩვენს დედაქალაქში ასწლეულებია ჰარმონიულად ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, გვერდიგვერდ დგას ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. ამ ქალაქში ერთმანეთის კულტურის, ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა საუკუნეებია დაუწერელ კანონადაა ქცეული.

ყოველივე ეს, ისევე, როგორც მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი ეშხი, სტუმარ-მასპინძლობა და გულისხმიერება უნიკალურ კოლორიტს სძენს ჩვენს დედაქალაქს, ასე რომ გვიყვარს ჩვენ და ასე რომ აოცებს აქ ჩამოსულ სტუმარს. ასეთია ჩვენი თბილისი, ჩვენი ქვეყნის გული, სათუთად რომ ინახავს ჩვენს ყველა გამარჯვებას და ტკივილს.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.