Home Blog Page 9

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

დღე შე­სა­ფე­რი­სია საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და ამის­თვის შორს წას­ვლა არ გჭირ­დე­ბათ – სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, გყავ­დეთ ხან­ში­შე­სუ­ლი მე­ზო­ბე­ლი ან დიდი ოჯა­ხი, რო­მელ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

კურო

შე­საძ­ლე­ბე­ლია და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც რომ შეს­თა­ვა­ზოთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი იდე­ე­ბი უფ­რო­სებს: დღეს ისი­ნი არა მხო­ლოდ მო­გის­მე­ნენ, არა­მედ და­ა­ფა­სე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ამ­ბობთ, მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რა­დაც.

ტყუ­პი

არ უნდა და­ა­წყოთ შუ­რის­ძი­ე­ბის გეგ­მე­ბი იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც არ მო­გე­პყროთ სა­უ­კე­თე­სოდ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ არც თქვენ და­ა­კე­ლით, ასე რომ ბა­რი­ბარ­ში ხართ.

კირჩხი­ბი

დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მოხ­ვი­დეთ თქვე­ნი “ნი­ჟა­რი­დან” და აქ­ტი­უ­რად და­უ­კავ­შირ­დეთ სხვებს; მხო­ლოდ ამ გზით შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ლა­ხოთ თქვე­ნი გა­უ­ბე­და­ო­ბა და სი­მორ­ცხვე და დაძ­ლი­ოთ სირ­თუ­ლე­ე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში.

ლომი

ვინ­მეს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა ყო­ველ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტა­ბუა და დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით: წყევ­ლამ, თქვე­ნი აზ­რით, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლიც რომ იყოს, შე­საძ­ლოა მი­ზანს მი­აღ­წი­ოს, მაგ­რამ შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად და­გიბ­რუნ­დე­ბათ.

ქალ­წუ­ლი

ყვე­ლა­ზე გა­ბე­დულ მიზ­ნებ­საც კი სწრა­ფად მი­აღ­წევთ, ამი­ტომ მოკ­რძა­ლე­ბა არ არის სა­ჭი­რო, გა­აქ­ტი­ურ­დით და მო­ი­თხო­ვეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად.

სას­წო­რი

ყო­ველ­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მო­ექ­ცეთ ადა­მი­ა­ნებს ისე, რო­გორც თქვენ გინ­დათ რომ მო­გექ­ცნენ, მაგ­რამ დღეს ეს წესი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვებს, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­კე­თე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ.

მო­რი­ე­ლი

სა­ნამ ვინ­მეს რა­მეს დაჰ­პირ­დე­ბით, კარ­გად და­ფიქ­რდით, გა­ა­მარ­თლებთ თუ არა იმ იმედს, რო­მელ­საც უგუ­ნუ­რად აძ­ლევთ სხვას, თუ ოდ­ნა­ვი ეჭვი მა­ინც გაქვთ, უნდა გა­ჩუმ­დეთ.

მშვილ­დო­სა­ნი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­გი­ჭირ­დე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ დღეს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ისა­უბ­როთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ჩუმ­დეთ, თო­რემ ნათ­ქვამ სი­ტყვებს მალე ინა­ნებთ.

თხის რქა

დღეს უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ ნაც­ნო­ბებ­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოთ; მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც პირ­და­პირ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი – და, შე­საძ­ლოა, პი­რა­დი – მო­მა­ვა­ლი.

მერ­წყუ­ლი

ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ახა­ლი სა­მუ­შა­ოს პოვ­ნას, წარ­მა­ტე­ბას გპირ­დე­ბათ: შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­აგ­ზავ­ნოთ თქვე­ნი რე­ზი­უ­მე და წახ­ვი­დეთ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ გა­ა­ხა­როთ პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი.

თევ­ზე­ბი

იშ­ვი­ა­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის დღეა, რო­გორ­ღაც მო­ა­ხერ­ხებთ იმ­დე­ნი საქ­მის გა­კე­თე­ბას, რა­საც ჩვე­უ­ლებ­რივ რამ­დე­ნი­მე დღე სჭირ­დე­ბა.

მესტია-ზუგდიდის გზაზე მომხდარი ყაჩაღობის ახალი დეტალები – სავარაუდოდ, მოკლულია ერთი ადამიანი

ყაჩაღობა მესტია-ზუგდიდის გზაზე – პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად.  თავდასხმა მესტიის მუნიციპალიტეტის  სოფელ ნაკრასთან  მოხდა.  

უცნობმა პირებმა ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა სცადეს და კაცს მანქანიდან გადმოსვლას სთხოვდნენ, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს და კაცი დაჭრეს. “მთავარისთვის” ქალის მიერ მიცემული ჩვენების დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ის ამბობს, მისი ქმარი თავდამსხმელებმა უგონო მდგომარეობით და დიდი ალბათობით უკვე გარდაცვლილი, მანქანით წაიყვანეს, რითაც დანაშაულის დაფარვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, ეს მანქანა ნაპოვნია და მასში სისხლის კვალიც აღინიშნება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები – 2 პირი – ქალმა ამოიცნო და სამართალდამცველებმა უკვე იციან მათი ვინაობა. ნაკრაში ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო. 

წყარო: https://mtavari.tv/

,,სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიზეში მისი პარტიის რიგით მერვე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ავტომაგისტრალის 17 პროექტი სხვადასხვა რაიონებში გრძელდება. ჩვენი სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას“, – დასძინა მან.

ერდოღანის თქმით, პროექტის შედეგად, ერთმანეთს დაუკავშირდება ქალაქები ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი სარკინიგზო ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

„ტრანსპორტის მინისტრი აქ არის, ამას ვამბობ, როდესაც მას თვალებში ვუყურებ“, – დასძინა ერდოღანმა.

ამასთან, ერდოღანის თქმით, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბით და სხვა დამაკავშირებელი გზებით, ქვეყნის პროვინციები აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონთან და სხვა ქვეყნებთან დაკავშირდება.

მესტიის გზაზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრაში ყაჩაღობა მოხდა. დაზარალებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი ამ დრომდე საავტომობილო გზაზე რჩება, სადაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობისა) და 236-ე (იარაღის უკანონო ტარების) მუხლებით დაიწყო.

,,მისასალმებელია, რომ წელიწადი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტით იწყება”- გივი მიქანაძე

მმართველ გუნდში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს.

“დელეგაციის ჩამოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეუთო-ს მხრიდან გამოხატულ პოზიციას, რომ შედგეს ახლად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან, პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები, რითაც ეუთო ცალსახად გამოხატავს მზაობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოსთან.

ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ეუთო-ს მხრიდან საქართველოს როლს, მის მნიშვნელობას და მისასალმებელია, რომ წელიწადი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტით იწყება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს. ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

რა მიმართულებითაა აკრძალული გადაადგილება – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა) – კობის და სტეფანწმინდა – ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2 ზვავდამცავი გვირაბის გავლით, ხოლო აღნიშნული გვირაბის შემოვლით გზაზე მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

,,ქართული კოშმარის არაღიარების ორპარტიული აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად”- ჯო უილსონი

ქართული კოშმარის არაღიარების ორპარტიული აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად!, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა.

„ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. აშშ არ აღიარებს ივანიშვილის პრო CCP-სა [ჩინეთის კომუნისტური პარტია] და პროირანულ რეჟიმს!”, – წერს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი და შესაბამის დოკუმენტს ურთავს.

 ,,გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს”- ირაკლი კობახიძე 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას უსამძიმრებს.

„წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში. 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს.

ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს.

,,ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა”- ომბუდსმენი 

საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანის დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და მათ ახლობლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამია, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს.

„სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს – ივანიშვილის რეჟიმის ხელში არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენონ – გიორგი გახარია პია კაუმას

„გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს.

„გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან კითხვებს სამართლიანობისა და ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის უწყვეტ ბრძოლაზე მისი პოტენციური ზეგავლენის გამო“, – აღნიშნულია წერილში.

გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის ხელში, არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის იარაღად გამოიყენონ“.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს, რათა უზრუნველყოთ ის შეესაბამებოდეს დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ერთგულება დიალოგის ხელშეწყობისადმი დაფასებულია, მიმაჩნია, რომ თქვენმა ვიზიტმა და ჩვენმა შეხვედრამ ამ კონკრეტულ მომენტში, შესაძლოა, ბოლომდე ვერ მიაღწიოს დანიშნულ მიზანს“, – აღნიშნულია წერილში.

მე მინდა, უცხოეთში ევროპული ცივილიზაციის დღევანდელ წარმომადგენლებს ვთხოვო, ნუ მოიქცევიან ისე, როგორც რუსეთის იმპერია მოიქცეოდა – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის თქმით, საქართველოში უცხოური გავლენა უნდა შემცირდეს, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობამ მშვიდობა აირჩია. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და განაცხადა, რომ აუცილებელია შერიგება და არჩევნების აღიარება.

„მე მინდა, უცხოეთში ამ ევროპული ცივილიზაციის დღევანდელ წარმომადგენლებს ვთხოვო, რომ ნუ მოიქცევიან ისე, როგორც რუსის იმპერია მოიქცეოდა, 150 კაცი ავირჩიეთ, კეთილი უნდა ინებონ და გაახსენდეთ რისთვის ავირჩიეთ და ერთობით, ერთად აკეთონ კეთილი საქმე. დიდი შერიგება უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა შევრიგდეთა“, – განაცხადა მეუფემ.