Home Blog Page 9

არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იყოს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იყოს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში არის ხელისუფლების შეცვლა.

როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის საკითხის უვიზო მიმოსვლასთან მიბმა არის თვითნებობა, რადგან ამას უვიზო მიმოსვლასთან კავშირი არ აქვს.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის თემის შემოტანით საკვები მისცეს ოპოზიციას, რომელიც ყოველგვარი იდეის გარეშეა დარჩენილი.

„ზოგადად, საინტერესოა, თუ მივადევნებთ თვალს ქრონოლოგიას, რასთან გვაქვს საქმე და ეს ქრონოლოგია არ იწყება დღეს. ეს ქრონოლოგია დაიწყო შარშან, როდესაც ჩვენ ვნახეთ გარე ჩარევები საქართველოს არჩევნებში და ვნახეთ, მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის მხრიდან პირდაპირი, უხეში ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ეს არის ფაქტი, რომელიც ინტერნეტშია, შეგვიძლია, მისი განცხადებები ვნახოთ. ის პირდაპირ ჩაერია არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. და ისინი, რომლებმაც ის ჩარიეს ამ არჩევნებში, ამ არჩევნებში დამარცხდნენ და მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ გარკვეულწილად ვენდეტას ქართველი ხალხის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ამაზე პირდაპირ და მიამიტურად გულწრფელად თქვა რასა იუკნევიჩიენემ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირთან არსებული პრობლემები, ეს არის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ბრალი. მან კოლექტიური ბრალი დააკისრა 1 120 000 ადამიანს და ამიტომაც ვთქვი, რომ ეს არის წმინდა ფაშისტური განცხადება, რომელსაც დღემდე არცერთი ევროპულო სტრუქტურა არ გამიჯვნია. ვინაიდან ვერ შეცვალეს ხელისუფლება შარშან, 26 ოქტომბერს ზოგიერთმა ძალებმა, მცდელობაა, რომ არადემოკრატიული გზით, ძალით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.

და ამის ნაწილი არის სხვადასხვა სახის დარტყმები, რომლებიც საქართველოზე მოდის. შეგახსენებთ, სულ ბოლო იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც გაფართოების კომისარი, ქალბატონი კოსი ესწრებოდა. ეს დასკვნა, თუ რეზოლუცია შედგენილი იყო რასა იუკნევიჩიენეს მიერ და ქალბატონი კომისრის შექების და კომპლიმენტების ფონზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც დღემდე ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია. სადაც წერია, რომ ისინი არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს. ამ პირობებში ვართ დღეს და ნახეთ ახლა ბოლო ე.წ. წერილი. ვინაიდან გადაწყვეტილებები არ მიიღება ამ შეხვედრებზე, გადაწყვიტეს, ახლა წერილი მოეწერათ, ვინაიდან გადაწყვეტილება არ იყო. ეს პროცედურა რომ ავხსნათ, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ვიზის გარეშე მიმოსვლის შესაძლებლობა, ყოველწლიურად ევროკავშირი ყველა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით გარკვეულ ანგარიშს აქვეყნებს, აკმაყოფილებს თუ არა უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო პირობებს. როგორც წესი, ეს პირობები ეხება მიგრაციის საკითხებს, რომ საფრთხე არ შეიქმნას ჩვენი ქვეყნის გავლით ევროკავშირში მოუწესრიგებელი მიგრაციის და სხვადასხვა საკითხებს სახელმწიფო სტრუქტურების და ა.შ.

საქართველო წლიდან წლამდე მიყვება და ახლაც ეს პროცესი ჩვეულებრივად მიდის. საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს, ჩვეულებრივად კომუნიკაციაში არიან ევროპულ სტრუქტურებთან, რათა კიდევ ერთხელ განუახლონ ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ. ისე თუ შევხედავთ, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ, სულ ახლახან ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობა და მათ შორის ხედავს შედეგებს ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოდან უკანონო მიგრანტების გაძევება უფრო გამარტივდა, ეს ევროკავშირის მოლოდინიც და მოთხოვნაც იყო და ამას ჩვენ ვასრულებთ. არის სხვა მიმართულებები – ანტიკორუფციული მიმართულება, სადაც ჩვენ ჩვენს საშინაო დავალებებს, ასე ვთქვათ, უვიზო მიმოსვლისთვის ჩვეულებრივად ვასრულებთ და ეს პროცესი ასეც მიდიოდა. მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რაღაც პოლიტიკური მოთხოვნები, უფრო სწორედ, აღმოჩნდა, რომ არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში არის ხელისუფლების შეცვლა და ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უკონტექსტოდ.

უცებ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას არ მოსწონს ოჯახური ღირებულებები, ქართული გაგება ოჯახური ღირებულებებისა. ვიღაცას არ მოსწონს გამჭვირვალობა. ვიღაცას შეიძლება, კიდევ ბევრი სხვა რამ არ მოეწონოს, მაგრამ ამისი მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა, ვინაიდან არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლასთან ამას არ აქვს. 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა. ჩახედეთ სიას ამ ქვეყნებისა და მოქალაქეებმა თავად დაასკვნან, რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზნე უნდა გახდეს

J

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზნე უნდა გახდეს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა მოახდინეს მანიპულირება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე.

როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ ვინ უნდა იყოს იუსტიციის დეპარტამენტის სამიზნე, ტრამპმა ობამაზე მიუთითა.

„რაც წავიკითხე, და მეც იგივე წავიკითხე, რაც თქვენ, ეს იქნებოდა პრეზიდენტი ობამა. მან დაიწყო ეს ყველაფერი. [მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო] ბაიდენი მასთან ერთად იყო, [FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს] კომი იყო იქ და [DNI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს] კლეპერი, მთელი ჯგუფი იყო იქ. [CIA-ის ყოფილი დირექტორი ჯონ] ბრენანი. ისინი ყველა ერთ ოთახში იყვნენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„თუ ამ დოკუმენტებს გადახედავთ, იქ ის უტყუარად არის მხილებული და ეს იყო პრეზიდენტი ობამა. ეს არ ყოფილა ბევრი ადამიანი, თუმცა ისინიც იყვნენ. მაგრამ ბანდის მეთაური იყო პრეზიდენტი ობამა, ბარაკ ჰუსეინ ობამა, გსმენიათ მის შესახებ? ის დამნაშავეა, ეს კითხვას არ ექვემდებარება. ეს იყო ღალატი“, – განაცხადა მან.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ მიიღო ეროვნული დაზვერვის დირექტორისგან, ტულსი გაბარდისგან სისხლის სამართლის საქმეზე გადაცემული მასალები.

საქმე ეხება გაბარდის სენსაციურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა „გააყალბეს და გააპოლიტიზეს დაზვერვის ინფორმაცია“ იმ ნარატივის შესაქმნელად, თითქოს რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

ბანდის მეთაური ობამა იყო – ის დამნაშავეა, ეს იყო ღალატი, მათ სცადეს არჩევნების მოპარვა – ტრამპი

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდა, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იმის გამო, რომ მან 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შეფასება შეუკვეთა.

„ეს იქნებოდა პრეზიდენტი ობამა, მან დაიწყო ეს. [ჯო] ბაიდენიც იქ იყო მასთან ერთად, [ჯეიმს] კომიც იქ იყო, [ჯეიმს] კლაპერიც – მთელი ჯგუფი იქ იყო და [ჯონ] ბრენანიც“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ბანდის მეთაური პრეზიდენტი ობამა იყო. ის დამნაშავეა. ეს იყო ღალატი. მათ სცადეს არჩევნების მოპარვა“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, „ის, რასაც ობამა ხელმძღვანელობდა, იყო გადატრიალების მოწყობის მცდელობა“.

უკრაინის პარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურის დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია დაიწყო – უკრაინული მედია

JPG resized with https://ezgif.com/resize

უკრაინის პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტ, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება – ამჟამად ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტის კენჭისყრამდე, რადას დეპუტატებმა ტრიბუნა დაბლოკეს. როგორც დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განმარტა, ეს „ერთადერთი თეორიული საშუალებაა კანონპროექტის მიღების შესაჩერებლად“.

მანამდე, უკრაინის პარლამენტის სამართალდამცავი საქმიანობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულნი გახდებიან. ამჟამად ეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებია.

აღნიშნულ უწყებებში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად გაანადგურებს მათ დამოუკიდებლობას.

მანამდე ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს მიმართ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების გამო.

აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გადის

აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გადის, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გასვლის შესახებ გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის დირექტორს, ოდრი აზულეს აცნობა.

„იუნესკოს საქმიანობაში მონაწილეობის გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში არ შედის. იუნესკო განხეთქილების გამომწვევი სოციალური და კულტურული იდეების პოპულარიზაციის მიზნით მუშაობს, ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე, საერთაშორისო განვითარების გლობალისტურ და იდეოლოგიურ პროგრამაზე, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკას, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობას ოფიციალურად 2026 წლის 31 დეკემბერს დატოვებს.

5 ოქტომბრიდან რა იქნება, ჯერ გაუგებარია – ახლა ამოცანა არის: ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება, 4 ოქტომბერს ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა – ზურაბ ჯაფარიძე

ახლა ამოცანა არის: ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება, 4 ოქტომბერს ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

ზურაბ ჯაფარიძე კიდევ ერთხელ განმარტავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ პოზიციას.

“მსჯელობას იმაზე, სწორია თუ არა ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, აზრი აღარ აქვს. ყველა არგუმენტი ნათქვამი/დაწერილი მაქვს – უდიდესი შეცდომაა!

მაგრამ რაცაა, ეგაა. სანამ ქუჩაში ვართ, სანამ არ გავტყდით, სანამ წინააღმდეგობა არსებობს, სანამ საღამოს რუსთაველზე ხალხი დგას, ასეთ შეცდომებს მოვინელებთ.

მაგრამ რაღაც სიმართლეები უნდა ითქვას ახლავე:

ვერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები ვერ იქნება. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთობის შემთხვევაში. ერთობა არ არის და ასე არც იკვრება.

ვერანაირი ერთობა ვერ იქნება. სტრატეგიაში ავცდით ერთმანეთს.

ჩვენთვის ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც იმ ვითომ არჩევნებს დანიშნავს და წულუკიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ე.წ კომისიაზე გვიბარებს ერთი ნაგავია. ორივე არავინაა. ორივე კლოუნია.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გამოჩნდეს, რომ ამ ცირკში ხალხი არ იღებს მონაწილეობას და მანდ ვცდებით ფუნდამენტურად.

ვერანაირი 3,000 ცხელი წერტილი ვერ იქნება. კი ჟღერს პოეტურად, მაგრამ მხოლოდ ჟღერს და ასეც დარჩება. ეს იცის ყველამ.

ვერანაირი ბრძოლა გამარჯვებისთვის ვერ იქნება. არც ერთი გონიერი არსება არ დაიჯერებს, რომ ოპოზიციის მესამედი, არჩევნებზე, სადაც გამოცხადება ტრადიციულზე დაბალია, მოუგებს რეჟიმს, რომელიც თვითონ წერს რიცხვებს, მაშინ როცა 13 წელია ეს ვერ შეძლო ოპოზიციამ ერთიანად.

ვერანაირი თბილისის მოგება ვერ იქნება. ასეთი რეჟიმები ძალაუფლების კონსოლიდაციის იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ახლა არიან, არჩევნებით ძალაუფლებას არ თმობენ, არც დედაქალაქებში (არსად).

არანაირი “რეგიონებში გავალთ, ხალხს შევხვდებით” არ იქნება. რაც იქნება, იქნება მედიასპექტაკლები.

და ა.შ

რა იქნება რეალურად?

– აი, რასაც ახლა ვუყურებთ ეგ იქნება, დაემატება მეტი რეპორტაჟი, როგორ დადიან პოლიტიკოსები ქუჩაში და როგორ ხვდებიან პარტაქტივს რეგიონებში.

ასევე დაემატება საარჩევნო სატელევიზიო კლიპები და ქუჩის ბანერები. მეტი არაფერი არ იქნება.

– იქნება რაღაც უბადრუკი საკრებულოს ადგილები;

– ძალიან მაღალი ალბათობით, მაგ პარტიებისთვის იქნება იმაზე ნაკლები ხმები, ვიდრე 26 ოქტომბერს აიღეს (ნომინალში) ;

– იქნება მეტი უნდობლობა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის;

– იქნება ქოცების პროპაგანდა, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რადგან ამ პარლამენტის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში ჩაერთო.

– იქნება პრობლემები გარეთ კომუნიკაციაში, რადგან შარშან ოქტომბრის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როცა მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციები გაიყო ოპო ფლანგზე.

– 4-ში ღამითვე დაიწყება რუსული რეჟიმის პროპაგანდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია გააფარჩაკეს და დადებენ თავიანთ რიცხვებს.

– მონაწილე პარტიების მხრიდან იქნება სპეკულაცია, რომ “აი, ერთად რომ მიგვეღო მონაწილეობა, დავლეწავდით კრამიტებს”

ეს ყველაფერი იქნება.

აი, 5 ოქტომბრიდან რა იქნება, ეგ ჯერ გაუგებარია.

მაგრამ დასაკიდებელია.

ახლა ამოცანა არის:

ზაფხულშიპროტესტისშენარჩუნება

4-ში ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა”, – წერს ჯაფარიძე.

გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვლადიმერ ჩაჩიბაიას გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია მივიდა.

ჩაჩიბაიას პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, – აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე. გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.

რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7106 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7106 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1725 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1565 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0160 ლარი შეადგინა.

აშშ UNESCO-დან გადის

ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან (UNESCO ) გავა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტში გააჟღერეს.

დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის თქმით, UNESCO-სთან თანამშრომლობის გაგრძელება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში არ შედის.

„UNESCO ცდილობს ხელი შეუწყოს დამყოფ სოციალურ და კულტურულ მიზნებს და ზედმეტ ყურადღებას აქცევს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს – საერთაშორისო განვითარების გლობალისტურ, იდეოლოგიურ დღის წესრიგს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპს საგარეო პოლიტიკაში – ამერიკა უპირველეს ყოვლისა. UNESCO-ს გადაწყვეტილება, „პალესტინის სახელმწიფო“ წევრ ქვეყნად აღიაროს, ძალზედ პრობლემურია, ეწინააღმდეგება აშშ-ის პოლიტიკას და ორგანიზაციაში ანტიისრაელური რიტორიკის გავრცელებას შეუწყო ხელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დავით გამრეკელის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ნაცვლად, ახალი 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება

თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქ. I შესახვევის N 6-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 19 ოჯახი.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბკ ქონსთრაქშენი“ ასრულებს და ღირებულება 6 470 558 ლარია.

ამ ეტაპზე,მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა;ლითონისა და რკინა-ბეტონის კოლონების მონტაჟი; ლიფტის შახტისა და კიბის უჯრედის ყალიბება.

სამუშაოები ხორციელდება საინჟინრო-ტექნიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით.

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 2023 წლის 8 აგვისტოდან დაიწყო და 2026 წლის 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

პროექტის მიზანია მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.

„დინამო არენაზე“ დაგეგმილი ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება 

23 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი მსოფლიო პოპვარსკვლავის  ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო,  „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, 23 ივლისის 07:00 საათიდან 24 ივლისის 01:00 საათამდე, სრულად აიკრძალება საავტომობილო მოძრაობა აკაკი წერეთლის გამზირზე, მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე ქუთაისის ქუჩის კვეთიდან – შოთა იამანიძის ქუჩის კვეთამდე.

ასევე, ავტომობილები აკაკი წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ფოთის და ბათუმის ქუჩებზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

მოძრაობა სრულად შეიზღუდება: ვლადიმერ მაიაკოვსკის,  გიორგი ცაბაძის,  შოთა იამანიძის,  არჩილ ქურდიანის და სლავა მეტრეველის ქუჩებზე. 

გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება – თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით, გორის და ბათუმის ქუჩებიდან  აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებითაც.

ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება გადაადგილება: დავით აღმაშენებლის გამზირზე (გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთიდან – თამარ მეფის ქუჩამდე მონაკვეთში), მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თამარ მეფის გამზირის კვეთიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ფოთის ქუჩაზე- ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე. გარდა ამისა, ფიფიების,  ბათუმის და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოძრაობა აკაკი  წერეთლის გამზირის მიმართულებით და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით.

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის ქუჩისკენ, ხოლო, მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით. აკაკი წერეთლის გამზირიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით. შემდეგ,  ქუთაისის ქუჩიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე მოხვედრა მარჯვნივ მოხვევით იქნება შესაძლებელი და  ასევე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმართულებით.

თამარ მეფის გამზირიდან აკაკი წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების გავლით. ხოლო, აკაკი წერეთელის გამზირიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311 არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.

მიკროავტობუსები: N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაც: N541 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით; N551 მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს. აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებისას წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება.

მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

გარდა ამისა, მგზავრთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით, „დინამო არენას“მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტები: N381, N315, N320, N311, N327, N308, N306,N384, N386  და მეტრო მგზავრებს  გახანგრძლივებული დროით – 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.

აჭარაში, შვილის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული შ.ი. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ი. ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.