Home Blog Page 9

ირაკლი კობახიძე: ვინც მივიდა აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ

ვინც მივიდა ოთხ საათზე აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ. როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ ყველამ იცოდა, რომ 4 ოქტომბრის 16:00 საათისთვის დაანონსებული აქცია ხელისუფლების დამხობის აქცია იყო.

„ვინმეს რამე ხომ არ მოგვეჩვენა? ანუ ვინც მივიდა ოთხ საათზე აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ. როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. რა თქმა უნდა, მათი საქციელიც სამარცხვინოა – ბურჭულაძის და ორგანიზატორების, მაგრამ მათზე ბევრად უფრო სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ გაემიჯნნენ ბურჭულაძეს. ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ დამხობის აქციაზე მივიდნენ, დაიწყო ბურჭულაძემ დამხობა, ჩაუვარდა და ამის მერე გაემიჯნნენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ბურჭულაძის მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დარჩა და ბურჭულაძეს მცირე ნაწილი გაჰყვა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იყო ტაქტიკური ნაბიჯები და ამ ტაქტიკური ნაბიჯების მიხედვით მიიღეს შესაბამისი ნაბიჯები.

„ანუ ტაქტიკურად იყო გადანაწილებული მათი რესურსი, მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ ძალოვანი სტრუქტურები მოქმედებდნენ ეფექტიანად, მაშინვე დაიწყეს გამიჯვნა მთლიანად დამხობის აქციისგან, როცა საკუთარი ფეხით, თვითონ მივიდნენ დამხობის აქციაზე, ეს არავის მოგვჩვენებია. ოთხ საათზე ვინც მივიდა თავისუფლების მოედანზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე. დამხობა როგორ არის მშვიდობიანი პროტესტი?”, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, რატომ არ გაჰყვნენ აქციის მონაწილეები პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჰქონდათ მონახაზი, რომლის მიხედვითაც ერთი ნაწილი უნდა წასულიყო ათონელის ქუჩაზე, უნდა შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და შემდეგ სხვა ჯგუფებს სხვა მიმართულებით უნდა ემოქმედათ.

„მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ პირველივე მცდელობა ჩავარდათ, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ ბატონ ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ესეც აჩვენებს „ნაცის“ სახეს”, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

მიხაელ როთი, რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ, ანა ფოტიგა – როგორ ახალისებდნენ ხელისუფლების დამხობას უცხოელი აქტორები

რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პარტნიორები და ანტიქართული განცხადებებით გამორჩეული პოლიტიკოსები, 4 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში ახალისებდნენ საქართველოში ხელისუფლების დამხობის პროცესს.

მიხაელ როთი, რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ, ანა ფოტიგა, მარკო მიჰკელსონი, ნატალი ლუაზო, ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვა უცხოელი აქტორები, რადიკალური ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას, რომლის მიზანიც, თავად აქციის ორგანიზატორების განცხადებითვე, ხელისუფლების დამხობა იყო, სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ეხმიანებოდნენ და აქციას ღიად უჭერდნენ მხარს.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ გამოაქვეყნა ძალადობრივი პროტესტის ფოტოებისგან შემდგარი ბანერი წარწერით: “ყველას მზერა თბილისისკენაა მიმართული”, მანამდე კი, იუკნევიჩიენე წერდა: “საქართველოს სჭირდება ჩვენი ყურადღება და მხარდაჭერა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია იმართება ევროპული საქართველოსთვის”.

რადიკალურ ოპოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმაც, რომლის განცხადებით, დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია.

“ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა, რომლებიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდითაა.” – აღნიშნავს სანდუ X-ზე.

ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ კი, ოპოზიციონერ აქტივისტ ანა გვარიშვილის მიერ გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით დაწერა: “რაღაც ხდება თბილისში. ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა წარსულისა და მომავლის წართმევა. მათთან ერთად ვარ.”

კიდევ ერთი უცხოელი აქტორი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონიც მხარდაჭერას უცხადებს რადიკალებს და წერს: “ქართველი ხალხი არასოდეს დანებდება. გაუმარჯოს თავისუფალ, ევროპულ საქართველოს!”

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ მიხაელ როთმა, საქართველოს მთავრობის მეთაურს “ეგრეთ წოდებული” უწოდა, ხოლო, მოძალადეების წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საპოლიციო ღონისძიებებს – სირცხვილი.

“საქართველოს მთავრობის ე.წ. მეთაური, სულ რაღაც ორი დღის წინ ცდილობდა ევროპელი ლიდერების წინაშე მნიშვნელოვან ფიგურად გამოჩენილიყო. დღეს კი მისი რეჟიმი ცრემლმდენი გაზითა და ძალადობით ომს უცხადებს საკუთარ ხალხს. რა სირცხვილია. ევროპავ, დაუდექი საქართველოს ხალხს მხარში.” – დაწერა როთმა X-ზე.

ყოფილმა ევროპარლამენტარმა, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა პარტნიორმა, ანა ფოტიგამ კი დაწერა: “ადგილობრივი არჩევნები საქართველოში. მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“, რომელიც დომინირებულია პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, შაბათის არჩევნები კიდევ ერთი ტესტია იმ თვალსაზრისით, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას ქვეყნის მართვის შენარჩუნება.

მთავარმა ოპოზიციურმა ძალებმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობით, არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდეს ამომრჩეველს.

ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეპრესიების ფონზე, 60-ზე მეტი პოლიტიკური ლიდერის დაკავების შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ განწყობილნი არიან გააგრძელონ საპროტესტო გამოსვლები.

თბილისში პროტესტი დაიწყო, მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მუქარანარევი და ისტერიული განცხადებებისა, რომელმაც დემონსტრანტებს მიუთითა, რომ შესაძლო შედეგი ხანგრძლივი პატიმრობა იქნება. მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა საპოლიციო ძალები და წყლის ჭავლი.”

ხელისუფლების დამხობის მოთხოვნით მიმდინარე აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ლიეტუვის პარლამენტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლაურინას კაშჩუნასმა, რომელმაც X-ზე დაწერა: “სამშობლოს კავშირი – ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატები” დღეს ქართველებს უდგანან გვერდში – სანამ რუსული გავლენისგან არ გათავისუფლდებით და ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი არ იქნებით”.

კაშჩუნასის განცხადება ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჟიგიმანტას პავილიონისმაც გააზიარა და დაწერა: “ჩვენ დღეს ყველანი ქართველები ვართ!”

ხელისუფლების დამხობის მიზნით გამართულ აქციას მხარი დაუჭირა ბელორუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა, პაველ ლატუშკამ, რომელმაც X-ზე დაწერა: “ქართველები იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის – ღირსეული, ევროპული მომავლისთვის, რომელსაც მათ ძალით ართმევენ.

ჩემი სრული მხარდაჭერა თქვენთანაა, ისევე როგორც, დარწმუნებული ვარ, ასობით ათასი ბელარუსი ადამიანის. გამარჯვება გმართებთ და გაიმარჯვებთ კიდეც.”

გერმანელი აქტივისტი, იურგენ ნაუდიტი, რომელიც ასევე აქტიურად უჭერს მხარს რადიკალებს, “დროას” წარმომადგენლის, მარიკა მიქიაშვილის პოსტს აზიარებს და წერს: “ეს არის რევოლუციური ნაპერწკალი – საქართველო ცხელდება. ეს შეიძლება გახდეს “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისის დასასრული, თუ მასები მტკიცედ იდგებიან. თვალი ადევნეთ მოვლენებს; თქვენ ქმნით ისტორიას.”

რუსეთმა ლვოვზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი ლვოვი რაკეტებითა და დრონებით დაბომბა. ინფორმაციას ქალაქის მერი ანდრეი სადოვი ავრცელებს.

მისი თქმით, ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, ისმოდა აფეთქებების ხმა.

როგორც ლვოვის მერი აცხადებს, დაბომბვის გამო ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

სადოვის განცხადებით, დაბომბვის შედეგად ინდუსტრიულ პარკს Sparrow-ს ცეცხლი გაუჩნდა. „წინასწარი მონაცემებით, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ დასტურდება. ეს სამოქალაქო ობიექტია ყოველგვარი სამხედრო მდგენელის გარეშე“, – აღნიშნა სადოვიმ.

ირაკლი კობახიძე – დაკვეთილ ოპერაციებში მონაწილეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს დამხობის შესაძლებლობას მისცემენ

სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ყველგან დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს. ვინც მონაწილეობს უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილ ოპერაციებში, ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ვინც სცადა ხელი აღემართა სახელმწიფოზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს.

„ვინც სცადა ხელი აღემართა, ჩვენს სახელმწიფოზე უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა. გუშინდელი დამხობის აქცია იყო სპეცსამსახურების მიერ დაორგანიზებული ე.წ. 300-დღიანი პროტესტის გაგრძელება, პირდაპირი, ლოგიკური კავშირია 150-კაციან პროტესტებსა და გუშინდელ დამხობის აქციას შორის. აქედანაც მინდა, გამოიტანოთ დასკვნები, როგორი იქნება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა უცხოური აგენტების მიმართ და უცხოური სპეცსამსახურების აგენტების მიმართ. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო ნებისმიერი მოძალადის მიმართ. სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ყველგან დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს. ვინც მონაწილეობს უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილ ოპერაციებში, ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეყვარებულ ვერძებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დადებითი ცვლილებები ელით. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, პერსპექტიული პროექტი სასურველი შედეგით დაასრულოთ და ახლობლებისთვის დროის გამოყოფასაც შეძლებთ.
ეცადეთ, პროფესიულ მოვალეობებსა და სიყვარულთან დაკავშირებულ საქმეებს შორის გონივრული ბალანსი შეინარჩუნოთ.
ფინანსურ საკითხებზე უთანხმოებამ შეიძლება ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ყველა მსხვილი შენაძენი წინასწარ შეათანხმოთ.
დღეს ეცადეთ, ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ და ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.

კურო

სიყვარულში შეიძლება გაუგებრობები წარმოიშვას. თუ საყვარელი ადამიანის ქცევაში რამე არ მოგწონთ, ბრალდებების წამოყენებას ნუ იჩქარებთ. უმჯობესია გულწრფელად ისაუბროთ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოთ.
ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ და დაგროვილი საკითხების განსახილველად დრო გამონახოთ.
თუ ხელფასი ან სამუშაო პირობები არ გაკმაყოფილებთ, სამსახურის შეცვლისთვის ხელსაყრელი დროა.
უახლოეს დღეებში მსხვილი შენაძენი, ახალი ნივთი ან მნიშვნელოვანი შემოსავალი გელით.
საღამოს საათებში ეცადეთ, კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ.

ტყუპები

თქვენი ემპათია და თანაგრძნობის უნარი საყოველთაო აღფრთოვანებას იმსახურებს.
სასურველია, რომ ეს დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო გარემოში დაისვენოთ.
შესაძლოა, კოლეგის ავადმყოფობის გამო დამატებითი მოვალეობების შესრულება მოგიწიოთ. საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმედის მომცემი შედეგით დასრულდება, რაც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

კირჩხიბი

შესანიშნავი დღეა ოდესღაც გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენისა და შერიგებისთვის. მთავარია, რომ სწორი სიტყვები მოძებნოთ!
მოსალოდნელია, რომ ამ დღეს ოჯახს წევრის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან შეგუება მოგიწიოთ.
პლანეტები გირჩევენ, აქტიურად იმოქმედოთ და ახალ პროექტების დაწყებაზე დათანხმდეთ, თუნდაც თავიდან უიმედოდ მოგეჩვენოთ.
სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისას საკუთარ ინტუიციას ენდეთ.
მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. გირჩევთ მენიუში ცხელი კერძები ჩართოთ.

ლომი

პირადი ურთიერთობები მოულოდნელად დაიძაბება. სავარაუდოდ უთანხმოების მიზეზი თქვენი დატვირთული გრაფიკია. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, თორემ მარტო დარჩებით!
შესაძლოა, თქვენი უნარების გამოვლენა სხვადასხვა სფეროში წარმატებით შეძლოთ. გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენი ბიზნესპარტნიორი გახდება. შესაფერისი დროა გარიგებებისა და კონტრაქტების გაფორმებისთვის, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან.
თქვენი განწყობა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მოიშორეთ ცუდი ფიქრები და იფიქრეთ იმ კარგ მოვლენებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

ქალწული

ამ დღეს მარტოხელა ქალწული შეიძლება ცხოვრების თანამგზავრს შეხვდეს. თუმცა, ამისთვის სულ მცირე სახლიდან გასვლაა საჭირო.
ეცადეთ, მომდევნო ვირის განმავლობაში ყველა მიმდინარე საქმე დაასრულოთ, რადგან მალე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ამოცანები გელით.
მზად იყავით მოულოდნელი ხარჯებისთვის — დანაზოგი სტრესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
გირჩევთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ – ისინი უსაზღვრო არ არის.

სასწორი

ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზები და იმედის მომცემი შეხვედრები გელით. ეს დღე სულიერი გარდაქმნისა და ეჭვების დაძლევის ნიშნით ჩაივლის.
მოსალოდნელია პარტნიორთან შეთანხმება და შეწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა.
მსხვილი შენაძენები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები ჯობია გარკვეული დროით გადადოთ. გარემოებები კარიერულ წინსვლასა და ფინანსური კეთილდღეობის ზრდას ხელს უწყობს, თუმცა, ჯანმრთელობამ შეიძლება უხერხულ დროს გიღალატოთ, ამიტომ არ გადადოთ ოჯახის ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი.

მორიელი

საქმე, რომელსაც საკუთარი ძალებით თავს ვერ ართმევთ, ჯობია სამომავლოდ გადადოთ.
სრულიად შესაძლებელია, რომ მოულოდნელმა ინფორმაციამ ან გარემოებების სასიამოვნო დამთხვევამ მოვლენები თქვენს სასარგებლოდ შემოატრიალოს.
საეჭვო პროექტში მონაწილეობას ნუ დათანხმდებით, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ.
დღის მეორე ნახევარში იუპიტერის მფარველობა გელით, რაც ძალასა და ენერგიას შემატებთ. ეცადეთ, ეს შანსი გონივრულად გამოიყენოთ.

მშვილდოსანი

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იპოვით ძალას, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობების შექმნაში დაგეხმარებათ. დაოჯახებულ მშვილდოსნებს ცოტა ხანი განმარტოება სჭირდებათ – ეს თქვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება. შეიძლება თავში ახალი იდეა ან პროექტი მოგივიდეთ, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ არ უნდა გადადოთ. სატურნისა და იუპიტერის მეზობლობა ფინანსურ დანაკარგებზე მიუთითებს. სავარაუდოდ, ეს ტექნიკის შეძენას, სასწრაფო რემონტს ან ვალების დაბრუნებას უკავშირდება.
ეცადეთ საჭეს არ მიუჯდეთ, რადგან გზაზე ინციდენტში ალბათობა არსებობს.

თხის რქა

რთული დღეა. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. დღეს შეიძლება ნეგატიური განწყობის სხვაზე გადატანა სცადოთ – ეცადეთ დაპირისპირება სკანდალამდე არ მიიყვანოთ.
კარიერული წარმატებები თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. მცირე ფინანსური პრობლემები მოსალოდნელია, მაგრამ ნუ ინერვიულებთ — ეს დროებითი სირთულეებია! უბრალოდ, ეცადეთ, ხარჯები მინიმუმამდე შეამციროთ.
საზოგადოებრივ შეკრებებზე წასვლისგან და, მით უმეტეს გვიანობამდე დარჩენისგან თავი შეიკავეთ — ამჟამად თქვენი ენერგია შემცირებულია და სწრაფად დაიღლებით.

მერწყული

ამ დღეს ნათესავებთან შეხვედრა გელით, რამაც შეიძლება უახლოეს ხანებში უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. საუკეთესო დროა რომანტიკული დასვენებისთვის. ეს ურთიერთობებს გააღრმავებს და ოჯახურ წყვილებს უფრო დააახლოებს.
თქვენი არაორდინარული აზროვნება და გამოკვეთილი ხასიათი ზოგჯერ ირგვლივმყოფების უკმაყოფილებას იწვევს. საქმის შედეგი და შემოსავლები პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს პირად ძალისხმევასა და ფიზიკურ შრომაზე, ასევე მატერიალური რესურსების მართვის უნარზე.
ამჟამად თქვენი იმუნიტეტი შესუსტებულია, ამიტომ ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ.

თევზები

ამ დღეს მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს შეხედულებებს იზიარებს და საკუთარ აზრებს მისგან ამაოდ მალავდით.
გირჩევთ, სხვის საქმეებს ნუ ჩაეძიებით, უკეთესია, ყურადღება საკუთარ პასუხისმგებლობებზე გადაიტანოთ. ფინანსური სირთულეები თანდათან მეორე პლანზე გადავა. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველი ვალები გაისტუმროთ და კრედიტები დაფაროთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ, რადგან ფიზიკური დატვირთვა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო დღის აქტივობამ 40.93% შეადგინა -ცესკო

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ინციდენტები და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ყველა შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ოპერატიული რეაგირება კანონის შესაბამისად.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 1 438 116, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.93% პროცენტს შეადგენს.

„ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. საარჩევნო კომისიის წევრები ამ დროისთვის კვლავ აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები უმოკლეს ვადებში იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის.

როგორც იცით შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში იგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს.

ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსულია 24 საჩივარი.  საჩივრები ძირითადად შეეხება:  ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია  ცესკოს ოფიციალურ Facebook-სა  და Youtube-ზე განხორციელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის დროულად მიწოდებას. დილის 06:45 წუთიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. კონტაქტ-ჰაბის თანამშრომლებმა ამ დრომდე უპასუხეს  1000-ზე მეტ ზარს და 300-მდე შეტყობინებას.

მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის,  ასევე მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას“,-განაცხადა პრესსპიკერმა.

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

საარჩევნო  ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც  შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები  ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტიურად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.

პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით, შეუფერხებლად, მარტივად გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა.

აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია საერთაშორისო ვენდორ კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც წარმატებით გრძელდება არჩევნების მოდერნიზების პროცესი.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ კომპანია „Pro V&V”-ს, რომელმაც უკვე მეორედ, პროფესიულ დონეზე განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი და არ დატოვა კითხვები არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

მადლობას ვუხდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს, მედიას, რომლებიც  აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. თქვენმა ჩართულობამ, დაკვირვებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო მოქალაქეების ინფორმირებას, პროცესის გაშუქებასა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.  

და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, როგორც საუბნო ასევე საოლქო დონეზე, რომლებმაც შეძლეს კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მათი თავდადება, მოთმინება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო ის საიმედო საფუძველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი დღის წარმატება.

ყველა მონაწილე მხარის მიერ ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურაა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს საშუალებას, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებს საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის არჩევნები კომპლექსური პროცესია. ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში გამოყენებული იყო სამი ბიულეტენი, ხოლო მოდერნიზებულ უბნებზე კი გამოყენებული იყო სამ სვეტად დაყოფილი ერთი ბიულეტენი. ტრადიციულ უბნებზე ხელით დათვლის შედეგები ასევე განთავსდება ვებგვერდზე, მანამდე კი წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს.

წარმოგიდგენთ პროპორციულ შედეგებს დედაქალაქის შემთხვევაში – 584 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 573 საარჩევნო უბნის შედეგი.

თბილისი პროპორციული

პარტიის ნომერიპარტიის დასახელებაშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1„მამული, ენა, სარწმუნოება“30201.019
3„კონსერვატორები საქართველოსთვის“128114.321
5„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“17200.58
7„თავისუფალი საქართველო“  26470.893
8„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“31511.063
9ძლიერი საქართველო-ლელო  2980710.054
11„საქართველო“  9430.318
12მწვანეთა პარტია  19060.643
14„სახალხო ხელისუფლება“  7610.257
25„გახარია საქართველოსთვის“  94833.199
36გირჩი  222307.498
41ქართული ოცნება20798570.155

თბილისი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1თეიმურაზ ბოკელავაძე „მამული, ენა, სარწმუნოება“22430.763
3ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები საქართველოსთვის“121104.121
7კახა კუკავა „თავისუფალი საქართველო“43131.468
8ოთარ ჭითანავა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“25940.883
9ირაკლი კუპრაძე ძლიერი საქართველო-ლელო3661212.459
11გიორგი ლილუაშვილი „საქართველო“12990.442
12გიორგი გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია22890.779
36იაგო ხვიჩია გირჩი221227.528
41კახა კალაძე ქართული ოცნება21028071.557

რუსთავი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
25თამარ კეკენაძე „გახარია საქართველოსთვის“27178.067
41ნინო ლაცაბიძე ქართული ოცნება3096291.933

ქუთაისი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
11გიორგი ამაღლობელი „საქართველო“26866.293
25პაატა ზაქარეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“34448.07
41დავითი ერემეიშვილი ქართული ოცნება3654985.637

ფოთი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
41ბექა ვაჭარაძე ქართული ოცნება13474100

ბათუმი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1თამარ მიქელაძე „მამული, ენა, სარწმუნოება“12322.354
5ზვიად კვირიკაძე „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“22354.271
25გოჩა გუგუნავა „გახარია საქართველოსთვის“544410.402
41გიორგი ცინცაძე ქართული ოცნება4215680.55
42კახაბერ ცისკარიძე დამოუკიდებელი12682.423

გიორგი კალანდარიშვილი – არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა

არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.

“საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.

პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით, შეუფერხებლად, მარტივად გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა.

აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია საერთაშორისო ვენდორ კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც წარმატებით გრძელდება არჩევნების მოდერნიზების პროცესი.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ კომპანია „Pro V&V”-ს, რომელმაც უკვე მეორედ, პროფესიულ დონეზე განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი და არ დატოვა კითხვები არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

მადლობას ვუხდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს, მედიას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. თქვენმა ჩართულობამ, დაკვირვებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო მოქალაქეების ინფორმირებას, პროცესის გაშუქებასა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, როგორც საუბნო ასევე საოლქო დონეზე, რომლებმაც შეძლეს კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მათი თავდადება, მოთმინება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო საიმედო საფუძველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი დღის წარმატება.

ყველა მონაწილე მხარის მიერ ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურაა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს საშუალებას, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებს საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის,” – განაცხადა კალანდარიშვილმა.

თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო

თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, აქციის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენების შესახებ. მთელი დღის განმავლობაში პროტესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებაც, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებებს.

აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა
ძალადობის ფაქტები.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული.

დაშავებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. მათ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მიერ ჩატარდება საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, ყველა იმ პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.

კიდევ ერთხელ, უმკაცრესად მოგიწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ღონისძიებას!“,- განაცხადა დარახველიძემ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარდება საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, ყველა იმ პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს.

„თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას,

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, აქციის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენების შესახებ. მთელი დღის განმავლობაში პროტესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებაც, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.
მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებებს. 

აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები. 

საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან  განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების,  მათ შორის  ძალადობრივი ჯგუფების  მიერ სამართალდამცველების მისამართით  ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად,  ამ ეტაპზე არსებული  მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს  14 თანამშრომელია დაშავებული.  დაშავებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის  დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. მათ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  სამართალდამცველების მიერ ჩატარდება საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, ყველა იმ პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.კიდევ ერთხელ, უმკაცრესად მოგიწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ღონისძიებას!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ჩვენთვის სასარგებლო იყო ამ არჩევნების დაკვირვება – საკმაოდ დიდი იყო აქტივობა, მოქალაქეებმა გამოხატეს სურვილი, ყოფილიყვნენ ჩართულნი საარჩევნო პროცესში – საერთაშორისო დამკვირვებელი

“ვიხილეთ, რომ საარჩევნო პროცედურა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონია დემოკრატიული ჩარჩოსი და იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს დემოკრატიული ჩარჩო”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პროცესის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე საზოგადოების აქტივობას მაღალი იყო და მოქალაქეებმა გამოხატეს სურვილი, რომ ყოფილიყვნენ ჩართულნი საარჩევნო პროცესში.

“მადლობას გამოვხატავ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდით საარჩევნო პროცესს. წარსულშიც დავკვირვებივართ სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებს.

ვფიქრობ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვაკვირდებით ამ არჩევნებს, არამედ ვიზიარებთ და ვსწავლობთ ერთმანეთის გამოცდილებას.

ჩვენთვის სასარგებლო იყო ამ არჩევნების დაკვირვება. ვიხილეთ, რომ საარჩევნო პროცედურა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონია დემოკრატიული ჩარჩოსი და იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს დემოკრატიული ჩარჩო.

ჩვენ დავინახეთ, რომ ქართველი ხალხმა აჩვენა ვალდებულება დემოკრატიული პრინციპებისადმი. საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო აქტივობა და მათ გამოხატეს სურვილი, რომ ყოფილიყვნენ ჩართულნი საარჩევნო პროცესში და სწორედ ეს უზრუნველყოფს მათი ქვეყნის მომავალს.

იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს ახლა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მათ პოლიტიკურ ნებას”, – განაცხადა ერთ-ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

კახა კალაძე: გილოცავთ ყველას ამ შესანიშნავ გამარჯვებას – გპირდებით ამ პატივისცემასა და სიყვარულს ძალიან კარგი საქმეებით დავაბრუნებ

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” მორიგ გამარჯვებას ზეიმობს, რაც ქართველი ამომრჩევლის დამსახურებაა.

„გილოცავთ ყველას ამ შესანიშნავ გამარჯვებას. ვულოცავ სრულიად საქართველოს! კიდევ ერთი პასუხი ღირსეული ქართველების იმ უსამშობლო აგენტების წარმომადგენლების მიმართ – მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევები და პოლიტიკური ინტერესებია. ყველა ვხვდებით, რომ შემთხვევითი არ არის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს მარტივი არ არის. უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა მოვისმინეთ, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით, ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო – ვამაყობ, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. მინდა, მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანაში რომ სუფევს მშვიდობა, მისი გამჭრიახობის, მტკიცე ხასიათის, დამოკიდებულებისა და იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით ვახორციელებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მაჭავარიანს. განსაკუთრებული მადლობა კი კახა კალაძემ ქართველ ამომრჩეველს გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ჩვენი სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობას, რომ ვართ ერთად, ვართ ერთი დიდი ოჯახი. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. მადლობა ასევე მინდა, გადავუხადო თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მაჭავარიანს. განსაკუთრებული მადლობა კი თქვენ, ჩემს თანამებრძოლებს, ჩვენს მხარდამჭერებს. ზუსტად თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება. ხვალიდან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, ქალაქი განავითაროს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”, რაც არჩევნების შედეგებზეც აისახა.

„ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც რეალური ხედვა ჰქონდა მთელი კამპანიის განმავლობაში და რომელიც კონკრეტულ პროექტებზე, გასაკეთებელ საქმეებსა და გამოწვევებზე საუბრობდა. არ მოგვრიდებია გვესაუბრა, თუ რა პრობლემებია დედაქალაქში. ზუსტად ვიცით, რა სჭირდება თბილისს, რა უნდა გაკეთდეს და როგორი უნდა იყოს ის ოთხი წლის შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვერდში დაგვიდექით, მხარი დაგვიჭირეთ. გპირდებით, როგორც დედაქალაქის მერი, რომ ამ პატივისცემასა და სიყვარულს ძალიან კარგი საქმეებით დავაბრუნებ. წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ქვეყანას. თბილისს და ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს! ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი”, – განაცხადა თბილისის მერმა.