Home Blog Page 9

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა და ეუთო/ოდირი ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემს -არჩილ გორდულაძე

მნიშვნელოვანია, როდესაც არჩევნების შემფასებელი მთავარი ორგანიზაციის და უმაღლესი რეპუტაციის მქონე მთავარი ორგანიზაციის საპარლამენტო დელეგაცია, ხელმძღვანელის მეთაურობით, ჩამოდის საქართველოში და შეხვდება არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ისევ და ისევ იმსჯელონ რეკომენდაციის შესრულებასა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები შემდგარია და ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემს ეუთო/ოდირი.

„ჩვენც უნდა მოვუწოდოთ სხვა ადამიანებს, იქნებიან ისინი საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს, რადგან ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ლეგიტიმაცია მიანიჭოს და, ამავდროულად, აირჩიოს ხელისუფლება, ეს არის მხოლოდ ქართველი ხალხი და არა ეს განცხადებები. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება ლეგიტიმური ჩვენს ქვეყანაში. ასეთ განცხადებაზე არავის რომ არ ამოუღია ხმა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ უსამშობლო ადამიანების გაერთიანებაა შემდგარი“, – განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, მთავარი კითხვაა, რატომ აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ ვიზიტის ჩაშლის იმედი და რატომ არ უნდათ, ეს ვიზიტი შედგეს.

„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია, რადგან სხვა შემთხვევაში მათი ტყუილები გამოაშკარავდება. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს ნარატივი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ შექმნილი და ამით ცდილობენ, ისევ ქართველი ხალხი მოატყუონ, ჩაეფუშებათ, ჩამოეშლებათ და ამის შემდეგ აღარ შეეძლებათ, მუხტის გაზრდა ქუჩებში, აღარ შეეძლებათ, როგორმე გადატრიალება მოაწყონ. ზუსტად ამიტომაც არის, რომ სახე აქვთ დაკარგული, როგორც „წარმატებულ“ ნეობოლშევიკებს შეეფერებათ. როგორც „წარმატებულ“ სერგო ორჯონიკიძეს შეეფერებოდა, ზუსტად ანალოგიური შინაარსის განცხადებებით არიან წარმოდგენილი და ანალოგიური შინაარსის უსტარებს და „დანოსებს“ წერენ, რომ ჩაშალონ ეს ვიზიტი“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი „ახალი კუბილიუსია, ახალი რასაა, ახალი როთია, რადგან ეს ადამიანები ქართული საზოგადოებისთვის უკვე „გაცვდნენ“ და მათ განცხადებებს აღარავინ აქცევს ყურადღებას“.

„ახლა ახალი პირი გამოაჩინეს, რომელიც ცდილობს, ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და თავისი განცხადებებით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს, რათა როგორმე ჩვენი ქვეყნის ქუჩებში გაიზარდოს მუხტი. ეს წარუმატებელი იქნება, რომ როგორმე გადაიზარდოს გადატრიალების მცდელობაში“, – განაცხადა გორდულაძემ.

ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.

ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებზე კვლავ მანიპულაციური და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება -ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, „უწყების დისკრედიტაციის მიზნით დაინტერესებული მხარეები აღნიშნული საკითხით მანიპულირებენ და საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში“.

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურების ყოველწლიურად მინიმუმ 10%-იანი ზრდის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაციაშიც ხელფასების ზრდა როგორც ცენტრალურ, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება, თუმცა ამის მიუხედავად მედიის ნაწილი და დაინტერესებული მხარეები ინფორმაციით მანიპულირებენ და საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში. კერძოდ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა 2017 წლის ხელფასი 2025 წლის ხელფასს შეადარა და საზოგადოებას ისე მიაწოდა ინფორმაცია თითქოს ზრდა არა ეტაპობრივად, არამედ ერთჯერადად, წელს განხორციელდა და ზრდის პროცენტიც 10%-ზე ბევრად დიდი იყო. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.

ამ საერთო სახელფასო პოლიტიკის ნაწილში არის გაზრდილი სარგო 10%-ის ფარგლებში როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, ასევე ყველა პარტიული თუ არაპარტიული წევრებისთვის, რაც ასევე სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი, თითქოს ხელფასის ზრდა პერსონალურად რომელიმე ხელმძღვანელი პირის გარკვეული დამსახურებების გამო განხორციელდა. დაინტერესებული მხარეები ასევე მანიპულაციურად უკავშირებენ ერთმანეთს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს და ხელფასების ზრდას. თითქოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე თანამშრომლების გათავისუფლების შედეგად წარმოშობილი ფინანსები დაედო წყაროდ სარგოების ზრდას, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საერთო სახელფასო პოლიტიკის ჭრილში 10 %-იანი ზრდის საკითხი, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე შესაბამის უწყებებში წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადში იყო გათვალისწინებული და ცესკო-ს სამართლებრივი აქტით დამტკიცებული, რაც იმთავითვე ხაზს უსვამს ზემოთ მითითებული ბრალდების აბსურდულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ხელფასებთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულაცია ხდება მიზანმიმართულად, რაც ჩვენი ვარაუდით საზოგადოებაში უწყების მიმართ ნეგატიური განწყობების გასაძლიერებლად ვრცელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, პატივი სცენ საზოგადოებას და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ მათი სისწორე, რათა უზრუნველყონ ვერიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

კობა კობალაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამძიმარს უცხადებს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახს

კობა კობალაძე და  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამძიმარს უცხადებს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის გამო.

 “სრულიად საქართველო შეძრა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარმა ენით აუწერელმა ტრაგედიამ,რომლის დროსაც, ხანძარმა, 5 არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძნელია,სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი,რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის. ყველანი ვგლოვობთ ბავშვების ოჯახთან ერთად.მთელს საქართველოს გვიმძიმს სანუგეშო სიტყვების პოვნა. 
 მინდა,პირადად ჩემი,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების სახელით, გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს! გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი”-აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

ილია მეორე ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ბ-ნ ვიტალი ჭოლარიას და ქ-ნ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს:

დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.

ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.

აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

უამინდობის გამო აშშ-ის დედაქალაქსა და რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ვაშინგტონში ძლიერი თოვლისა და ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კენტუკის, ვირჯინიის, კანზასის, არკანზასისა და მისურის შტატებშიც. საგანგებო მდგომარეობა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

უამინდობის გამო აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში 3000-ზე მეტი ფრენა გადაიდო, 1700-ზე მეტი კი გაუქმდა.

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

დღე შე­სა­ფე­რი­სია საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და ამის­თვის შორს წას­ვლა არ გჭირ­დე­ბათ – სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, გყავ­დეთ ხან­ში­შე­სუ­ლი მე­ზო­ბე­ლი ან დიდი ოჯა­ხი, რო­მელ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

კურო

შე­საძ­ლე­ბე­ლია და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც რომ შეს­თა­ვა­ზოთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი იდე­ე­ბი უფ­რო­სებს: დღეს ისი­ნი არა მხო­ლოდ მო­გის­მე­ნენ, არა­მედ და­ა­ფა­სე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ამ­ბობთ, მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რა­დაც.

ტყუ­პი

არ უნდა და­ა­წყოთ შუ­რის­ძი­ე­ბის გეგ­მე­ბი იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც არ მო­გე­პყროთ სა­უ­კე­თე­სოდ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ არც თქვენ და­ა­კე­ლით, ასე რომ ბა­რი­ბარ­ში ხართ.

კირჩხი­ბი

დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მოხ­ვი­დეთ თქვე­ნი “ნი­ჟა­რი­დან” და აქ­ტი­უ­რად და­უ­კავ­შირ­დეთ სხვებს; მხო­ლოდ ამ გზით შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ლა­ხოთ თქვე­ნი გა­უ­ბე­და­ო­ბა და სი­მორ­ცხვე და დაძ­ლი­ოთ სირ­თუ­ლე­ე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში.

ლომი

ვინ­მეს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა ყო­ველ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტა­ბუა და დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით: წყევ­ლამ, თქვე­ნი აზ­რით, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლიც რომ იყოს, შე­საძ­ლოა მი­ზანს მი­აღ­წი­ოს, მაგ­რამ შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად და­გიბ­რუნ­დე­ბათ.

ქალ­წუ­ლი

ყვე­ლა­ზე გა­ბე­დულ მიზ­ნებ­საც კი სწრა­ფად მი­აღ­წევთ, ამი­ტომ მოკ­რძა­ლე­ბა არ არის სა­ჭი­რო, გა­აქ­ტი­ურ­დით და მო­ი­თხო­ვეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად.

სას­წო­რი

ყო­ველ­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მო­ექ­ცეთ ადა­მი­ა­ნებს ისე, რო­გორც თქვენ გინ­დათ რომ მო­გექ­ცნენ, მაგ­რამ დღეს ეს წესი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვებს, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­კე­თე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ.

მო­რი­ე­ლი

სა­ნამ ვინ­მეს რა­მეს დაჰ­პირ­დე­ბით, კარ­გად და­ფიქ­რდით, გა­ა­მარ­თლებთ თუ არა იმ იმედს, რო­მელ­საც უგუ­ნუ­რად აძ­ლევთ სხვას, თუ ოდ­ნა­ვი ეჭვი მა­ინც გაქვთ, უნდა გა­ჩუმ­დეთ.

მშვილ­დო­სა­ნი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­გი­ჭირ­დე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ დღეს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ისა­უბ­როთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ჩუმ­დეთ, თო­რემ ნათ­ქვამ სი­ტყვებს მალე ინა­ნებთ.

თხის რქა

დღეს უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ ნაც­ნო­ბებ­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოთ; მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც პირ­და­პირ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი – და, შე­საძ­ლოა, პი­რა­დი – მო­მა­ვა­ლი.

მერ­წყუ­ლი

ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ახა­ლი სა­მუ­შა­ოს პოვ­ნას, წარ­მა­ტე­ბას გპირ­დე­ბათ: შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­აგ­ზავ­ნოთ თქვე­ნი რე­ზი­უ­მე და წახ­ვი­დეთ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ გა­ა­ხა­როთ პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი.

თევ­ზე­ბი

იშ­ვი­ა­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის დღეა, რო­გორ­ღაც მო­ა­ხერ­ხებთ იმ­დე­ნი საქ­მის გა­კე­თე­ბას, რა­საც ჩვე­უ­ლებ­რივ რამ­დე­ნი­მე დღე სჭირ­დე­ბა.

მესტია-ზუგდიდის გზაზე მომხდარი ყაჩაღობის ახალი დეტალები – სავარაუდოდ, მოკლულია ერთი ადამიანი

ყაჩაღობა მესტია-ზუგდიდის გზაზე – პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად.  თავდასხმა მესტიის მუნიციპალიტეტის  სოფელ ნაკრასთან  მოხდა.  

უცნობმა პირებმა ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა სცადეს და კაცს მანქანიდან გადმოსვლას სთხოვდნენ, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს და კაცი დაჭრეს. “მთავარისთვის” ქალის მიერ მიცემული ჩვენების დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ის ამბობს, მისი ქმარი თავდამსხმელებმა უგონო მდგომარეობით და დიდი ალბათობით უკვე გარდაცვლილი, მანქანით წაიყვანეს, რითაც დანაშაულის დაფარვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, ეს მანქანა ნაპოვნია და მასში სისხლის კვალიც აღინიშნება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები – 2 პირი – ქალმა ამოიცნო და სამართალდამცველებმა უკვე იციან მათი ვინაობა. ნაკრაში ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო. 

წყარო: https://mtavari.tv/

,,სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიზეში მისი პარტიის რიგით მერვე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ავტომაგისტრალის 17 პროექტი სხვადასხვა რაიონებში გრძელდება. ჩვენი სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას“, – დასძინა მან.

ერდოღანის თქმით, პროექტის შედეგად, ერთმანეთს დაუკავშირდება ქალაქები ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი სარკინიგზო ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

„ტრანსპორტის მინისტრი აქ არის, ამას ვამბობ, როდესაც მას თვალებში ვუყურებ“, – დასძინა ერდოღანმა.

ამასთან, ერდოღანის თქმით, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბით და სხვა დამაკავშირებელი გზებით, ქვეყნის პროვინციები აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონთან და სხვა ქვეყნებთან დაკავშირდება.

მესტიის გზაზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრაში ყაჩაღობა მოხდა. დაზარალებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი ამ დრომდე საავტომობილო გზაზე რჩება, სადაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობისა) და 236-ე (იარაღის უკანონო ტარების) მუხლებით დაიწყო.

,,მისასალმებელია, რომ წელიწადი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტით იწყება”- გივი მიქანაძე

მმართველ გუნდში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს.

“დელეგაციის ჩამოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეუთო-ს მხრიდან გამოხატულ პოზიციას, რომ შედგეს ახლად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან, პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები, რითაც ეუთო ცალსახად გამოხატავს მზაობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოსთან.

ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ეუთო-ს მხრიდან საქართველოს როლს, მის მნიშვნელობას და მისასალმებელია, რომ წელიწადი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტით იწყება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს. ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

რა მიმართულებითაა აკრძალული გადაადგილება – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა) – კობის და სტეფანწმინდა – ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2 ზვავდამცავი გვირაბის გავლით, ხოლო აღნიშნული გვირაბის შემოვლით გზაზე მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

,,ქართული კოშმარის არაღიარების ორპარტიული აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად”- ჯო უილსონი

ქართული კოშმარის არაღიარების ორპარტიული აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად!, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა.

„ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. აშშ არ აღიარებს ივანიშვილის პრო CCP-სა [ჩინეთის კომუნისტური პარტია] და პროირანულ რეჟიმს!”, – წერს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი და შესაბამის დოკუმენტს ურთავს.