Home Blog Page 9

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე-პრემიერი

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, რა თქმა უნდა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლატფორმა გამოვიყენეთ ამ თემაზე სასაუბროდ. ჩვენ მივმართეთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზს მიღმა და ჩვენი მთავარი მოწოდება არის ის, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ერთიან, მშვიდობიან, განვითარებულ საქართველოში და ეს გზავნილი კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა გავიმეოროთ. ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერმა.

სამი დღის წინ გამოაგზავნეს ჯო ბაიდენის მიღებაზე მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია, ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ-ირაკლი კობახიძე

სამი დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში, ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება.

„განსაკუთრებულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. არასერიოზულია, სამი დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა. ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე-ირაკლი კობახიძე

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დგას უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე და მთავრობა მოწოდებულია, ქვეყანა ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მართოს.

  „ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება. ვიყურებით რა მომავალში და, ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ვემსახურებით აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გზით კი, ჩვენ ავამაღლებთ ადამიანის ღირსებას არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა მომავალი თაობის საკეთილდღეოდ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში: საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ -ირაკლი კობახიძე

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება თანმიმდევრულად და დაუღალავად შრომობს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით.

„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

 საქართველო გთავაზობთ ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტს, რომლითაც უზრუნველყოფილია პროდუქციისა და მომსახურების დროული და ეფექტიანი ტრანსპორტირება -პრემიერი

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური
ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდი ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ქვეყნის ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

„ზღვაზე გასასვლელის, ასევე ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს წამყვან მოთამაშეს რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში. ჩვენ ვართ არა მხოლოდ პროდუქციის გაცვლის, არამედ ელექტროენერგიის ტრანზიტის ცენტრი და ბევრად მეტიც. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ჩვენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გზით, რომელიც მალე დაიწყება.

პოლიტიკურ რუკას თუკი შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ საქართველო გვთავაზობს ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტს, რომლითაც უზრუნველყოფილია პროდუქციისა და მომსახურების დროული და ეფექტიანი ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანმიმართულება სანდო სატრანზიტო დერეფნის როლის შენარჩუნების და გაფართოების თვალსაზრისით გვაძლევს საშუალებას, მხარში დავუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე რეაგირებაში. მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის და გამძლე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით საქართველოს შეუძლია პროგნოზირებადობის ხარისხის ამაღლება აღმოსვლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის მხრივ, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველო იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა, ამის გათვალისწინებით, ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით -ირაკლი კობახიძე

ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მიიღო რიგი რთული გადაწყვეტილებები და არ შეუშინდა გამოწვევებს.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლა.

ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით. მივიღეთ რიგი რთული გადაწყვეტილებები და არასდროს შევუშინებივართ გამოწვევებს. ჩვენ არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა – ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს – სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 საქართველოს მთავრობა უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოშია -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის, უკლებლივ ყველასთვის და ამ პირობებში დიდად სამწუხაროა უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი რომ გავხდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – „ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა, ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.

„გვესმის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება ამჟამად უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ხელი შევუწყვეთ, შევუერთდით, მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ასევე, საქართველოს მთავრობა, ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში-ირაკლი კობახიძე

როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – „ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაერო-ს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში“.

კობახიძის თქმით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის მქონე ქვეყნად იქცა ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში.

„მახარებს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და მადლობას ვუხდი სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან დროული დებატების წამოწყებისთვის. 1946 წლის გაერო-ს პირველ სესიაზე დამფუძნებლები მსოფლიოს დაჰპირდნენ გაერთიანებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას. ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში მსოფლიოს მასშტაბით, რითაც სულადობრივად, ერთ-ერთ ყველაზე დიდი წვლილის შემტან ქვეყნად იქცა საქართველო ნატო-ს მისიებში, ერაყსა და ავღანეთში. 32-მა მამაცმა ქართველმა ჯარისკაცმა გაიღო საბოლოო მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით სხვა დაშავდა თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას -ირაკლი კობახიძე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან თითქმის რვა ათეული წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – „ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, კონფლიქტებით სავსე სამყაროში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამუდმებით იმყოფება გამოწვევების წინაშე, რაც მზარდ რისკებს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.

„მშვიდობა და უსაფრთხოება ადამიანის უფლებებთან და განვითარებასთან ერთად გაეროს საქმიანობის მთავარი ქვაკუთხედია. საერთაშორისო სამართლის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა არის მშვიდობიანი, აყვავებული და სამართლიანი სამყაროს საფუძველი, ხოლო ეფექტური მიზნისთვის უფრო შესაფერისი გლობალური ინსტიტუტები, რომელთა ბირთვი გაეროა, გადამწყვეტ როლს თამაშობს გლობალურად სტაბილურობის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და განვითარებისთვის. დღევანდელი შეხვედრა უნდა გვთავაზობდეს უკეთესი მომავლის დაპირებას, რაც ასე საჭიროა ამჟამინდელ მშფოთვარე სამყაროში. ძვირფასო კოლეგებო, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა, გავუსვა მშვიდობის ფორმულის ინიციატივის მნიშვნელობას და მის მხარდაჭერას. და ბოლოს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხოლოდ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ ჩვენი დაპირების შესრულებას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას. დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს კრიტიკული საჭიროება იმისა, რომ მოხდეს საერთაშორისო პრინციპებისადმი უფრო ძლიერი ერთგულების, ეფექტური მულტირატელარიზმისა და ანგარიშვალდებულების დემონსტრირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კად­ში ჩა­ძირ­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მო­უს­მი­ნეთ მხო­ლოდ იმ ფაქ­ტებს, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას ან ინ­ტე­რე­სის სფე­როს. სა­ღა­მოს შე­საძ­ლე­ბე­ლია ახ­ლობ­ლებ­თან ჩხუ­ბი ან უთან­ხმო­ე­ბა. იყა­ვით მომთმე­ნი.

კურო

დღის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი და­უთ­მეთ ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნულ საქ­მე­ებს. ლან­ჩის შემ­დეგ ემო­ცი­უ­რი ფონი გა­იზ­რდე­ბა და კო­ლე­გებ­თან ან ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ჭირ­დეთ. გა­და­დეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ან დის­კუ­სი­ე­ბი: ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ კომ­პრო­მისს მი­აღ­წი­ოთ.

ტყუ­პი

იღ­ბლი­ა­ნი დამ­თხვე­ვე­ბი ან წარ­მა­ტე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მომ­ხდარ სა­კი­თხებ­ში მა­ინც იმოქ­მე­დებს თქვენ­ზე. გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და და­მახ­სოვ­რე­ბა; კა­მათ­სა და დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს გაქვთ, დღის წეს­რიგ­ში დარ­ჩე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

კირჩხი­ბი

გირ­ჩევთ, მშვი­დად აკე­თოთ თქვე­ნი საქ­მე და შე­ამ­ცი­როთ კო­მუ­ნი­კა­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­რი­დეთ სკან­და­ლებ­სა და ჩხუბს, რო­გორც კო­ლე­გებ­თან, ასე­ვე საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან. ზო­გი­ერ­თი შე­თან­ხმე­ბა და შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა გა­უქ­მდეს. გა­მო­ი­ჩი­ნეთ თავ­შე­კა­ვე­ბა, რათა არ მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია.

ლომი

კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სი­მარ­ტი­ვე და კარ­გი გან­წყო­ბა დი­ლი­დან დაგ­მუხ­ტავთ. ისარ­გებ­ლეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბით და შე­ე­ცა­დეთ შე­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბა. სა­ღა­მოს მო­გი­წევთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა ახ­ლო­ბელ­თან ან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გამ­გზავ­რე­ბა.

ქალ­წუ­ლი

ჩა­მო­წე­რეთ ყვე­ლა ის სა­ინ­ტე­რე­სო იდეა და აზრი, რო­მე­ლიც ამ დი­ლით მო­გი­ვი­დათ თავ­ში. უმ­ჯო­ბე­სია დღის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი და­გეგ­მოთ. სა­ღა­მოს ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა იკ­ლებს: მო­გი­წევთ და­ძა­ბუ­ლი და სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა.

სას­წო­რი

შე­ას­რუ­ლეთ ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­მუ­შაო დი­ლით. სა­ღა­მოს შე­იძ­ლე­ბა იყოს ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი, სამ­სა­ხურ­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ან რთუ­ლი სა­უ­ბა­რი კონ­კუ­რენ­ტებ­თან, რაც გან­წყო­ბას გა­გი­ფუ­ჭებთ. შე­ე­ცა­დეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე და მშვი­დად უპა­სუ­ხოთ პრობ­ლე­მებს. ხვალ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

მო­რი­ე­ლი

დღეს ბევ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა და და­ძა­ბულ კა­მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­გი­წევთ. გა­გი­ჭირ­დე­ბათ უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე­ვე, ნუ ენ­დო­ბით სხვებს, ყვე­ლა საქ­მე თა­ვად შე­ას­რუ­ლეთ.

მშვილ­დო­სა­ნი

თუ უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი გი­წევთ, ეცა­დეთ ეს სა­კი­თხე­ბი დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­აგ­ვა­როთ. სა­ღა­მოს გა­გი­ჭირ­დე­ბათ სა­ერ­თო ენის პოვ­ნა და ურ­თი­ერ­თსაყ­ვე­დუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან კა­მათ­ში არ გა­იხ­სე­ნოთ ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

თხის რქა

და­გეგ­მეთ მარ­ტი­ვი და სა­სი­ა­მოვ­ნო სა­მუ­შაო დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. სა­ღა­მოს მო­გი­წევთ კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის, რთუ­ლი და უსი­ა­მოვ­ნო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი.

მერ­წყუ­ლი

სა­სარ­გებ­ლოა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ჩარ­თვა, რო­მე­ლიც სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ებს მო­გა­ნი­ჭებთ. ასე­ვე შე­სა­ფე­რი­სი დღეა ბავ­შვებ­თან ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის. სა­ღა­მოს რთუ­ლი და უსი­ა­მოვ­ნო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მო­გი­წევთ.

თევ­ზე­ბი

არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, უმ­ჯო­ბე­სია მო­ი­ძი­ოთ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია და კვლავ გა­ე­სა­უბ­როთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მშვი­დად უნდა დაძ­ლი­ოთ. შე­ე­ცა­დეთ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ სტრე­სი ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

თეა წულუკიანი ხვალიდან კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

xr:d:DAF76762yyw:2,j:1093666535652572850,t:24020511

„ქართული ოცნების“ საარჩევნო საარჩევნო სიაში დასახელების გამო, თეა წულუკიანი ხვალიდან კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ მან რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაემშვიდობა.

„არ მახსენდება, თუ მახსენდება, ერთი ან ორი შემთხვევა, როდესაც საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი, არაადეკვატური და უადგილო, მაგრამ დღეს, ამ სცენაზე ვარ, რადგან უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო პარლამენტში და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა „მოხულიგნოს“, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა, ვნახავთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის მეექვსე ნომრად წარადგინა. საარჩევნო სიის პირველი ოცეული პარტიამ 10 სექტემბერს დაასახელა.

რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის შემთხვევაში – ვლადიმერ პუტინი

რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის, თუ მტერი შექმნის კრიტიკულ საფრთხეს ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ასევე გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

პუტინის განცხადებით, ბირთვული ტრიადა რჩება რუსეთის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან გარანტად და მსოფლიოში სტრატეგიული პარიტეტისა და ძალთა ბალანსის შენარჩუნების ინსტრუმენტად.

„აუცილებელია სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტის დებულებების მორგება არსებულ რეალობასთან. ჩატარდა რუსეთის მიდგომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ბირთვული ძალების შესაძლო გამოყენების და მათი შესაძლო კორექტირების შესახებ. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული სამხედრო და პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავითვალისწინოთ ეს, მათ შორის, არის რუსეთისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის სამხედრო საფრთხეებისა და რისკების ახალი წყაროების გაჩენა. ნათლად არის აღწერილი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადასვლის პირობები. ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას უკვე მაშინ, როდესაც მივიღებთ სანდო ინფორმაციას საჰაერო კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასობრივი გაშვებისა და ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ვგულისხმობ სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თვითმფრინავებს, ფრთოსან რაკეტებს, უპილოტო თვითმფრინავებს, ჰიპერბგერით და სხვა თვითმფრინავებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.