Home Blog Page 899

ჩვენთვის წაგება ნიშნავს ქვეყნის დაკარგვას, ვიღაც ამბობს: რა არის უფრო მნიშვნელოვანი – ტერიტორია თუ ხალხი? – ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია რუსებს ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი – ტერიტორია თუ ხალხი?” როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ (რუსებს) ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აგრესორთან კონფლიქტის გაყინვა ომიდან კარგი გამოსავალი არ არის.

„ვინ გითხრა რომ უფრო შორს არ წავლენ? ვინ თქვა, რომ გაყინული კონფლიქტი იმუშავებს? ის უკვე გაყინული იყო. ვინ თქვა, რომ პუტინს არ სურს ჩვენი განადგურება? Მას სურს ეს. მას უბრალოდ სურს, რომ საბჭოთა კავშირი კვლავ დაბრუნდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ – მეუფე შიო

უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ – მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რწმენასთან ერთად სიმდაბლე და ღვთის წინაშე საკუთარი თავის უღირსების შეგრძნება აუცილებელი პირობაა, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინოს და თხოვნა შეგვისრულოს.

„ ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეოთხე კვირა დღეს, როდესაც იკითხება სახარებიდან ეპიზოდი უფალი იესო ქრისტეს მიერ ასისთავის მსახურის განკურნების შესახებ.

ქალაქ კაპერნაუმში იესო ქრისტესთან მიდის ასისთავი და სთხოვს მისი მძიმედ ავადმყოფი მსახურის განკურნებას. შეგახსენებთ, რომ იმხანად რომის იმპერიაში ყველა ქალაქში იდგა საჯარისო დანაყოფი; რადგან კაპერნაუმი პატარა ქალაქი იყო, სავარაუდოდ, იქ მხოლოდ ერთი ასეული იდგა, რომლის მეთაურის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება იმ ქალაქში, ფაქტობრივად, ქალაქის მმართველი იყო. და აი, უფალი მას მიუგებს: „მე მოვალ და განვკურნავ მას“ (მთ. 8,7). ე.ი. იესო ქრისტე მაშინვე უსრულებს თხოვნას, რადგან მან დაინახა, რომ მის წინაშე დგას სრულიად განსაკუთრებული ადამიანი, რაც გამოჩნდება კიდეც მისი შემდეგი სიტყვებიდან: „უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეშ შემოხვიდე, არამედ, მხოლოდ სიტყვა თქვი და ჩემი მსახური განიკურნება, ვინაიდან, მეც კაცი ვარ ძალაუფლების ქვეშ მყოფი და მყავს ხელქვეით მეომრები და მსახურები. ვეტყვი ამას: „წადი“ და მიდის, სხვას: „მოდი“ და მოდის და ჩემს მონას ვეტყვი: „გააკეთე ეს“ და აკეთებს“ (მთ. 8, 8-9). უფალმა ეს სიტყვები რომ გაიგო, გაუკვირდა და უთხრა მათ, ვინც მას მისდევდა: „მთელს ისრაელში ვერ ვნახე მე ასეთი სარწმუნოება“ (მთ. 8,10).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა გაკვეთილი შეგვიძლია, გამოვიტანოთ დღევანდელი სახარებიდან. ისეთი რა განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა ამ ასისთავს, რომ სათნო ეყო უფალს და მან მაშინვე შეუსრულა მისი თხოვნა?

პირველ რიგში, ეს არის რწმენა; ასისთავს სწამდა, რომ უფალი ყოვლისშემძლეა, ის კი არ ორჭოფობს, შეძლებს თუ არა, უშველოს ჩემს მსახურსო, არამედ დარწმუნებულია, რომ იესო ქრისტე მას განკურნავს. ასეთი რწმენის გამო, უფალიც, რა თქმა უნდა, ეხმარება მას და დიდ სასწაულს მოახდენს.

შემდეგი თვისება ასისთავისა, ეს არის დიდი სიმდაბლე. იგი ამბობს, რომ ღირსი არა ვარ, ჩემს სახლშიც კი მიგიღო შენო. მაშასადამე, რწმენასთან ერთად სიმდაბლე და ღვთის წინაშე საკუთარი თავის უღირსების შეგრძნება ყოფილა აუცილებელი პირობა, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინოს და თხოვნა შეგვისრულოს.

უფალი იესო ქრისტე ხაზს უსვამს მის ამ თვისებას, როცა ამბობს, რომ მთელ ისრაელში ვერ ვნახე ასეთი რწმენაო. როგორი ,,ასეთი რწმენა”? – დიდი რწმენა, შეერთებული ამ სიმდაბლესთან.

და ბოლოს, ჩვენ ვხედავთ ამ ასისთავში დიდ სიყვარულს. როგორც გითხარით, იგი მმართველი იყო იმ ქალაქისა და თავისუფლად შეეძლო, სხვა ვინმე მიეგზავნა ქრისტესთან სათხოვნელად, მაგრამ პირადად მიდის მასთან. აქედან ჩანს, თუ როგორ უყვარდა მას თავისი მსახური და, ზოგადად, როგორი მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი იყო ის.

ამიტომ დღეს, როდესაც მოვისმინეთ ეს სახარება, უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ, ვინაიდან, თუ გვინდა, უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და შეგვისრულოს თხოვნები, ეს სამი თვისება აუცილებლად უნდა ვიქონიოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. შეგვეწიოს უფალი, რომ ვისწავლოთ ასეთი რწმენა, ვისწავლოთ ასეთი სიმდაბლე და სიყვარული. მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი; რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

ნათელი ხდება, რომ ჯონსონის და უკრაინის ხელისუფლების კისერზეა მილიონობით დახოცილის სიცოცხლე! – ედიშერ გვენეტაძე

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის სახელისუფლებო ხროვის წარმომადგენლის არახამიას განცხადება! რომ არა ინგლისის პრემიერ ჯონსონის კატეგორიული მოთხოვნა ომის გაგრძელების შესახებ. ჩვენ ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ომი დასრულებული გვქონდა სტამბულში გამართული მოლაპარაკებებითო! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ის აცხადებს, ნათელი ხდება, რომ ბორის ჯონსონის და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა კისერზეა უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლე. მისივე თქმით, ანალოგიური სცენარის განხორციელებას აპირებდა გლობალური ომის პარტია საქართველოში.

„ყველას ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის სახელისუფლებო ხროვის წარმომადგენლის არახამიას განცხადება!
რომ არა ინგლისის პრემიერ ჯონსონის კატეგორიული მოთხოვნა ომის გაგრძელების შესახებ. ჩვენ ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ომი დასრულებული გვქონდა სტამბულში გამართული მოლაპარაკებებითო!
ახლა ნათელი ხდება, რომ ამ ჯონსონის და უკრაინის სახელისუფლებო ხროვის კისერზეა უკრაინაში დახოცილი მილიონობით ბავშვის, ქალის, მოხუცის, შშმ და სამოქალაქო პირის სიცოცხლე!
ეს არის რეალური სახე გარედან მართული უკრაინის სახელისუფლებო ხროვის, რომლის სათავეში დგას ზელენსკი!
იმ ზელენსკის, რომელსაც იყო დრო გმირად წარმოგვიდგენდნენ და მასზე წიგნებს წერდნენ და თარგმნიდნენ აქაური შარლატანები!
გლობალური ომის პარტიის წევრებს
ზუსტად ანალოგიური სცენარის განხორციელება სურდათ საქართველოში!
ამიტომაც შემოაგზავნეს სააკაშვილი!
ამიტომაც მოითხოვდნენ თბილისის აეროპორტიდან ჩარტერული რეისებით მოხალისეების გაგზავნას!
ამიტომაც გაჰყვიროდნენ საქართველოდან ხვრელები გადის რუსეთშიო!
ამიტომაც ხაოდნენ საქართველოს ცის გავლით იბომბება უკრაინაო!
ამიტომაც ბღაოდნენ თსუ თუ სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი და წერდნენ უტარებს “არა რუსულ კანონსო”!
ამიტომაც წიოდნენ ლომჯარია-გიგაურის შანტრაბა – „გვრეკე თავში ძია ვალოდია. გვრეკეო“!
იმიტომაც იყვნენ და არიან აჟიტირებულნი: თინიკოები, ცისკარიშვილი, ბუღაძეები, გვარამიები, მელიები, პატიკოები, ჭიჭიკოები….
ახლა მაინც მიხვდით ზოგიერთები, თუ რა საშინელებას გადაარჩინა ქვეყანა საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ!“ – წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

იემენზე თავდასხმების სახიფათო შედეგებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ისრაელსა და აშშ-ს ეკისრებათ – ირანის საგარეო უწყება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის პორტ ჰოდეიდაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, ღაზას სექტორში ჩადენილი დანაშაულებისა და იემენზე თავდასხმების სახიფათო და არაპროგნოზირებად შედეგებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ისრაელსა და მის მხარდამჭერ შეერთებულ შტატებს ეკისრებათ.

ცნობისთვის, ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყა, მათ შორის საწვავის საწყობებს, ენერგეტიკულ ობიექტებს და სხვა ობიექტებს ჰოდეიდას პორტში, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 87 – დაშავდა. აღნიშნულ იერიშამდე ერთი დღით ადრე „ჰუსიტებმა“ თელ-ავივზე დრონით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ისრაელის ერთი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, 19 ივლისს, საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.

რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები – საინტერესო პლატფორმას შევთავაზებთ საზოგადოებას – გრიგოლ გეგელია

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გეგელია არ აკონკრეტებს დეპუტატების ვინაობას, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიას კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან აქვს.

„რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ისევე, როგორც პოლიტიკური აქტორები“, -განაცხადა გეგელიამ.

მისი განმარტებით, ძალიან მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ ვინ შეუერთდება პოლიტიკურ პლატფორმას.

„ჩვენ კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან გვაქვს. ძალიან მალე საზოგადოება კონკრეტულად ნახავს, რა პოლიტიკურ ენერგიას მიიღებს ჩვენი ახალი პლატფორმა. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, ვაგრძელებთ გაშლას და ძალიან საინტერესო პლატფორმას შევთავაზებთ საზოგადოებას ძალიან მალე“, – განაცხადა გეგელიამ.

ჰუმანური აქტი ყოველთვის ჰუმანური აქტია და თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნოდაა კარგი, მაშინ თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა – ირაკლი ქადაგიშვილი ამნისტიაზე

ჩვენი მზიანი გახლავთ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე განვითარებული ევროპული ქვეყნების რაოდენობას გაუტოლდეს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა

„ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვაც, რათა ამ ჰუმანურ აქტით არ მოხდეს კრიმინალური ვითარების მართვის ხელიდან გაშვება, ამიტომ ყოველთვის ხდება ამ ოქროს შუალედის არჩევა. ჰუმანური აქტი ყოველთვის ჰუმანური აქტია და თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნოდაა კარგი, მაშინ თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა. სინამდვილეში მათ უნდათ სპეკულაცია, ყველაფერში ცუდი დაინახონ და გარკვეულწილად იმოქმედონ იმ პატიმრებზე და მათ ოჯახის წევრებზე, რომელთაც არ ეხებათ ამნისტია“, -აღნიშნა ქადაგიშვილმა.

არ არსებობს ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება – ნუ შეცდებით – ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰუსიტების“ პორტზე თავდასხმაზე

იემენში, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად პორტზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს ჩვენი მტრისთვის, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი ყველანაირად და ყველა ფრონტზე დაიცავს თავს და ყველა, ვინც მას ზიანს აყნებს, მძიმე ფასს გადაიხდის.

„მე მაქვს მესიჯი ისრაელის მტრებისთვის – ნუ შეცდებით ჩვენზე“, – თქვა ნეთანიაჰუმ სატელევიზიო განცხადებაში და დასძინა:

„ჩვენ დავიცავთ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე. ვინც ჩვენ ზიანს გვაყენებს, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის აგრესიისთვის. პორტი, რომელსაც ჩვენ თავს დაესხით, არ არის უდანაშაულო პორტი. ის გამოიყენებოდა, როგორც შესასვლელი პუნქტი ირანის მიერ „ჰუსიტებისთვის“ მიწოდებული სასიკვდილო იარაღისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყა, მათ შორის საწვავის საწყობებს, ენერგეტიკულ ობიექტებს და სხვა ობიექტებს ჰოდეიდას პორტში, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 87 – დაშავდა. აღნიშნულ იერიშამდე ერთი დღით ადრე „ჰუსიტებმა“ თელ-ავივზე დრონით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ისრაელის ერთი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

პუტინის რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის – უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ბალტიის ქვეყნები – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გერმანიაში Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისა და მისი ბალტიისპირელი პარტნიორების დასაცავად.

„პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში. უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები ამისგან, მათ შორის, შეკავების საშუალებების გაძლიერებით“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი სხვაგვარი საქციელი იქნება „არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ გულუბრყვილო ქმედება ცივსისხლიანი კრემლის წინაშე“.

ანალენა ბრბოკის თქმით, ბერლინს მოსკოვთან განსხვავებული ურთიერთობა სურს, მაგრამ პუტინის რუსეთი ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის. ბოლო წლებში კრემლმა გაანადგურა შეიარაღებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და გაანადგურა პან-ევროპული მშვიდობის არქიტექტურა.

„ამით მოსკოვი ჩვენს შეშინებას, ზეწოლას და ჩვენი საზოგადოების გაყოფას ცდილობს“, – დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გერმანიაში 2026 წლიდან პერიოდულად განთავსდება. ამ ნაბიჯის საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთს „საკმარისი პოტენციალი აქვს ამ რაკეტების შესაჩერებლად“.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გერმანიაში Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისა და მისი ბალტიისპირელი პარტნიორების დასაცავად.

„პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში. უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები ამისგან, მათ შორის, შეკავების საშუალებების გაძლიერებით“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი სხვაგვარი საქციელი იქნება „არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ გულუბრყვილო ქმედება ცივსისხლიანი კრემლის წინაშე“.

ანალენა ბრბოკის თქმით, ბერლინს მოსკოვთან განსხვავებული ურთიერთობა სურს, მაგრამ პუტინის რუსეთი ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის. ბოლო წლებში კრემლმა გაანადგურა შეიარაღებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და გაანადგურა პან-ევროპული მშვიდობის არქიტექტურა.

„ამით მოსკოვი ჩვენს შეშინებას, ზეწოლას და ჩვენი საზოგადოების გაყოფას ცდილობს“, – დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გერმანიაში 2026 წლიდან პერიოდულად განთავსდება. ამ ნაბიჯის საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთს „საკმარისი პოტენციალი აქვს ამ რაკეტების შესაჩერებლად“.

საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა – ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი, თუკი ის არ გადაწყვეტს, გაატაროს ღირებულებები, რომლებსაც ყველა ვიზიარებთ – ლატვიის პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, – ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განუცხადა.

კერძოდ, რიკენვიჩსმა უპასუხა კითხვას, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, წინა წლებისგან განსხვავებით, აღარ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თუნდაც დემოკრატიული თუ თავდაცვის რეფორმების გატარების შემდეგ, როგორც ეს ადრე, არაერთ კომუნიკეში იყო განმარტებული, რას ნიშნავს ეს?

რინკევიჩსის თქმით, საქართველომ გადაწყვიტა, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა რინკევიჩსმა.

მისივე თქმით, ნატოს წევრობა არაა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. ეს კრიტერიუმებს ეფუძნება.

„არსებობს შესანიშნავი დოკუმენტი, ნატოს გაფართოების შესახებ 1995 წლის კვლევა, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა პატივისცემის, ჯარზე სამოქალაქო კონტროლის და სხვა საკითხებს ეფუძნება.

თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს არჩევანია, ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანი. მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი.

მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.

ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ“, – დასძინა მან.

ლატვიის პრეზიდენტის თქმით, „ჩვენ არ შევეგუებით საერთო ღირებულებებიდან და შეთანხმებული პოლიტიკიდან გადახვევას.“

„ ეს მართლაც საქართველოს არჩევანია. ქართველი ხალხის ნაცვლად, ჩვენი გადასაწყვეტი არაა, მათ როგორი ქვეყნის აშენება სურთ. პირადად მე სრულად ვცემ პატივს ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ქართველი ხალხი მოახლოებულ არჩევნებზე გააკეთებს. ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს სხვადასხვა პარტიის შეთავაზებას.

მე არ მინდა საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ სადაც ლატვიას ხმის უფლება აქვს – ნატოში იქნება ეს თუ ევროკავშირში, ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა: თუკი ქვეყანა არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, არ აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ თავიდან შეაფასონ (გადააფასონ) მათი თანამშრომლობა, მათი დახმარების პროგრამები.

ჩვენ მოგვისმენია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით გარკვეულ გამოწვევებზე საუბრობდნენ. თუკი ისინი ფიქრობენ, რომ ევროინტეგრაციის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევა არის გზა, რომლითაც ისინი საკუთარ უსაფრთხოებას გააუმჯობესებენ, მაშინ ესაა მათი ახსნა საზოგადოებისთვის. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა, თუკი საქართველო მზადაა გააგრძელოს იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ.

მაგრამ ის, უსაფრთხოების კუთხით რა შედეგები მოჰყვება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ამაზე პასუხის გაცემას საქართველოს მთავრობას მივანდობდი“, – დასძინა რინკევიჩსმა.

მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გასულ კვირას მან დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მიიღო.

“მე ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე“, – აღნიშნა ტრამპმა მიჩიგანში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.

ტრამპის თქმით, „დემოკრატები“ მას დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებენ. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მზადაა, თეთრი სახლი დაიბრუნოს.

”ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ, არა? და ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ“, – მიმართა ტრამპმა გრანდ-რეფიდსში შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს.

აღსანიშნავია, რომ ეს მხარდამჭერებთან დონალდ ტრამპის პირველი წინასაარჩევნო შეხვედრა იყო მის მიერ დასახელებულ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯეი დი ვენსთან ერთად და ასევე პირველი მას შემდეგ, რაც მას პენსილვანიაში გამართულ შეხვედრაზე ესროლეს.

რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 39 “შაჰიდიდან” 35 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 39 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 35 ჩამოაგდეს. ასევე, რუსეთმა უკრაინას 3 ბალისტიკური რაკეტით “ისკანდერ-მ”-ით და 2 Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია. აქტიური კონტრზომების წყალობით, მტრის მართვადმა საჰაერო რაკეტებმა Kh-59/69 სამიზნეებამდე ვერ მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა სუმის, პოლტავას, კიევის, ჩერნიგოვის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, მიკოლაევის, ოდესისა და ჩერკასის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.