Home Blog Page 815

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა და მომდევნო წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://des.gov.ge/Ge/HuntingSeason

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნადირობის სეზონის განმავლობაში, უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით,  კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცრებს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან უნდა იქონიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 7 დღის შემდეგ დოკუმენტები აისახება დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზებში. ასევე, ნადირობისას, მონადირემ თან უნდა იქონიოს შსს-ის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობა აკრძალულია ყველა სხვა იარაღიდან, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.

ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.

უკანონო ნადირობაზე ჯარიმა, მონადირებული ობიექტის სახეობისა და ნადირობის კონკრეტული წესის დარღვევის მიხედვით, 150-დან  3000 ლარამდე მერყეობს. უმრავლეს შემთხვევაში, კანონი მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან მოწყობილობის კონფისკაციასაც ითვალისწინებს. რიგ შემთხვევებში კი, სამართალდამრღვევს, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება 1, 2 ან 3 წლით ჩამოერთმევა.

“ნაცმოძრაობა” გვაკრიტიკებს, საარჩევნო სიაში სპორტსმენები ჰყავთო, 2016 წელს „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე იყო რომან გოცირიძე, 2020 წელს გუბაზ სანიკიძე და 2024 წელს გიგი წერეთელი”- რატი იონათამიშვილი

„ნაცმოძრაობა“ გვაკრიტიკებს, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სიაში სპორტსმენები ჰყავსო. მათი სიები რომ გავიხსენოთ: „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე 2016 წელს იყო – რომან გოცირიძე; 2020 წელს – გუბაზ სანიკიძე და 2024 წელს – გიგი წერეთელი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა დაწერა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სიაში საკუთარ პროფესიაში წარმატებული, გამორჩეული და დაფასებული ლიდერები არიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალებს კი განსაკუთრებულად სძულთ წარმატებული და პატრიოტი ადამიანები.

„ნაცმოძრაობა“ გვაკრიტიკებს, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სიაში სპორტსმენები ჰყავსო. მათი სიები რომ გავიხსენოთ: „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე 2016 წელს იყო – რომან გოცირიძე; 2020 წელს – გუბაზ სანიკიძე და 2024 წელს – გიგი წერეთელი. და ესენი სხვაზე ამბობენ რამეს? სინამდვილეში, ჩვენ სიაში საკუთარ პროფესიაში წარმატებული, გამორჩეული და დაფასებული ლიდერები გვყავს, ვინც ხალხში გულწრფელი სიყვარულითა და შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობენ, ხოლო „ნაცმოძრაობას“ და რადიკალებს განსაკუთრებულად სძულთ წარმატებული და პატრიოტი ადამიანები. ამიტომ არის რადიკალური ოპოზიცია „სიძულვილის და ღალატის პროექტი“, რომელსაც 26 ოქტომბერს საბოლოოდ დაამარცხებს ქართველი საზოგადოება“, – დაწერა რატი იონათამიშვილმა.

https://www.facebook.com/rati.ionatamishvili/posts/10234818182945295?ref=embed_post

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს გარეგნობას, კარგი იქნება, იზრუნოთ გარდერობის განახლებაზე.

კურო

ელოდეთ სასიამოვნო ნაცნობობას, ახალ გატაცებას, შეეცადეთ, ლამაზად წარმოაჩინოთ როგორც საკუთარი თავი, ასევე თქვენი გრძნობებიც გახსნილად გამოხატოთ.

ტყუპები

შეგიძლიათ, თამამად გამოხატოთ თქვენი ემოციები. საუკეთესო დღეა გართობისთვის.

კირჩხიბი

პირად საკითხებში მოსალოდნელია გაუგებრობები, რომელიც შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით განვითარდეს. პრობლემებს მოაგვარებთ გულახდილი საუბრით.

ლომი

ურთიერთობები უფრო მეტად მკაფიო ხდება, შესაძლოა, აქამდე ფარული კავშირები სამზეოს გამოიტანოთ. საღამოს მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი, თუ მეწყვილე არ გყავთ, სახლში მარტო ყოფნისთვის ამ აქტიურ პერიოდს ნუ დაკარგავთ.

ქალწული

შესაძლოა, გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი, თქვენ მოგიწევთ თქვენი მოთმინებითა და შეუპოვრობით საკუთარი სიმართლის დამტკიცება. ნუ იქნებით მომაბეზრებელი, მაგრამ თქვენი პოზიციები აუცილებლად დაიცავით.

სასწორი

გამოიჩინეთ ყურადღება, რადგან თქვენი დაუფიქრებელი ქმედებებით არ დააფრთხოთ ადამიანი, რომელიც მომავალში შესაძლოა თქვენს მეწყვილედ იქცეს.

მორიელი

არის ალბათობა, ეჭვი შეიტანონ თქვენს გულწრფელობაში. შესაძლოა, ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ. იყავით გულწრფელი და ლაღი, ხანდახან, ეს აუცილებელია.

მშვილდოსანი

ენდეთ ინტუიციას, ნუ აჰყვებით მითქმა-მოთქმას, პირად საკითხებში არ არის საჭირო ყველა „კეთილის მსურველის“ რეკომენდაციების გათვალისწინება.

თხის რქა

ახლა შფოთის დრო არ არის, ეცადეთ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომა. ყველაფერს მოაგვარებთ მოთმინებითა და გულახდილობით.

მერწყული

შესაძლოა, აჰყვეთ უსაფუძვლო ეჭვებს და ამით გაირთულოთ ცხოვრება, ან თქვენზე იეჭვიანონ. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოქმნილი კრიზისული სიტუაცია, მალე, სასიკეთოდ შეიცვლება.

თევზები

ენერგეტიკულად ძლიერი და თავდაჯერებული ხართ, გაბედულად იმოქმედეთ და ეჭვს ნუ შეიტანთ საკუთარ ძალებში.

 საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ – ირაკლი ქადაგიშვილი

საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი იქნება და ქვეყნისთვის უკეთესის შეთავაზება შეეძლება.

„ ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი და უკეთესი შემთავაზებელი იქნება. დავაკვირდეთ ამ ოპოზიციას, ქვეყნის ჯანჯღარის გარდა, თუ რამე შემოუთავაზებია ხალხისთვის ან ამ ქვეყნისთვის. დაუსრულებელია სია იმ საბოტაჟისა და მტრობისა, რაც მათ ქვეყნის წინააღმდეგ გასწიეს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რთულია აუხსნა უამრავი წამებით მოკლული ადამიანების ოჯახებს, რატომ მოიხადა რამდენიმე ნაციონალების ჯალათმა ფორმალური სასჯელი – გიორგი გამსახურდია

ძალიან კარგია, როდესაც მმართველმა პარტიამ, ჩადენილი დანაშაულების გამო, ე.წ „პოლიტიკური პარტიის“ ნაციონალური მოძრაობის დასჯის პირობა საჯაროდ რომ დადო. კოჰაბიტაციამ ამ ხალხთან ვნახეთ რაც მოგვიტანა, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, სააკაშვილის, რურუას და ადეიშვილის შექმნილი დანაშაულებრივი სინდიკატი, თავისი აქტორებიანად ბოლომდე უნდა დაისაჯოს, რომლებიც უამრავ სიბინძურეს სხვადასხვა ძალისა და ასევე კრიმინალების დაკვეთით, ხელისუფლებაში ყოფნისას, ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებდნენ.

„ძალიან კარგია, როდესაც მმართველმა პარტიამ, ჩადენილი დანაშაულების გამო, ე.წ „პოლიტიკური პარტიის” ნაციონალური მოძრაობის დასჯის პირობა საჯაროდ რომ დადო. კოჰაბიტაციამ ამ ხალხთან ვნახეთ რაც მოგვიტანა, ღორების და მარგალიტების არ იყოს. ურთულესია პაატა ქარდავას ოჯახს აუხსნა, რომ ვიღაც გარეწარმა რომა შამათავამ (მეგობრობდა პაატასთან, პურიც ჰქონდა მის სახლში ბევრჯერ გატეხილი), თავისნაირ ნაძირალებთან ერთად, ყველანაირი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, რატომ ჩამოჰკიდა ბეტონის ფილა პაატას ფეხზე და შუბლგახვრეტილი წყალში ჩაძირა. ასევე რთულია აუხსნა შავაძის, ცინდელიანის, თეთრაძის და უამრავი წამებით მოკლული ადამიანების ოჯახებს, რატომ მოიხადა რამდენიმე ნაციონალების ჯალათმა ფორმალური სასჯელი და სისტემა დაუსჯელი დარჩა (მერწმუნეთ, შამათავა და ქარდავა მხოლოდ ჭანჭიკებია მაგ სისტემაში). სააკაშვილის, რურუას და ადეიშვილის შექმნილი დანაშაულებრივი სინდიკატი, თავისი აქტორებიანად ბოლომდე უნდა დაისაჯოს. რომლებიც ამ და სხვა უამრავ სიბინძურეებს სხვადასხვა ძალების და ასევე კრიმინალების დაკვეთით, ხელისუფლებაში ყოფნისას, ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებდნენ.

P.S.ასევე ყოფილი პოლიციელების მკვლელობები და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები (მათი წარსულში სამსახურებრივი მოვალეობების უმწიკვლო შესრულების გამო), რომლებსაც კრიმინალური სამყაროს დაკვეთით ასრულებდნენ.”- წერს გიორგი გამსახურდია.

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოში იმყოფება 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, დანიის სამეფოში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, პირველი შეხვედრა დანიის ვეტერანთა ცენტრის დირექტორთან, პოლკოვნიკ კიმ სიმონსენთან გამართა.

შეხვედრაზე, კობა კობალაძემ მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და ის პროექტები გააცნო, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ახორციელებს, ასევე ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და მათი გამოცდილების გაზიარება.

„მასპინძელმა მხარემ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა და დანიის ვეტერანთა ცენტრის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა, ფსიქო-სოციალური და განათლების მიმართულებით არსებული პროექტები გააცნო. ასევე, გაუზიარა ინფორმაცია დანიაში არსებულ ვეტერანთა კატეგორიებისა და შესაბამისი სტატუსის მინიჭების წინაპირობების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დანიის ვეტერანთა ცენტრი დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ცენტრში რეგისტრირებულია 65 000-მდე ვეტერანი. განსაკუთრებით, განვითარებულია კვლევითი და ფსიქო-სარეაბილიტაციო მიმართულება. მასპინძელმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის პროექტებზე, მათ შორის პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მართვისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას, თავისი გამოცდილება გაუზიარა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ერთობლივი ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებაზეც ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს, ამ მიმართულებით ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, საერთაშორისო მიმართულებით მეგობარი ქვეყნების, ანალოგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს ვეტერანებისთვის, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დანერგვა და განხორციელება.

ამ კუთხით, დანიის სამეფოში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება მნიშვნელოვანია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დანიის ვეტერანთა ცენტრის შტაბის უფროსი, სარდალი იანიკ ანდერსენი, ვ. სანიკიძის სახელობის, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭანტურიძე.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დანიის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეცრაზმმა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე კოლონიაში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გაათავისუფლა

JPG edited with https://ezgif.com/resize

სპეცრაზმმა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე კოლონიაში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„ვოლგოგრადის ოლქში, რუსეთის ეროვნული გვარდიის სპეცრაზმის სნაიპერებმა ოთხი პატიმარი გაანეიტრალეს, რომლებმაც ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს“, – განაცხადეს „როსგვარდიაში“.

მანამდე პატიმრებმა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე კოლონიაში ბუნტი მოაწყვეს და პენიტენციური დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მძევლად აიყვანეს.

ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლულია, ხოლო რამდენიმე კი დაჭრილი.

74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგონას გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ 74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელი პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანია.

ცნობისთვის, მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მინის ქარხნის დასახლების მიმდებარედ, ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთში, სუროვიკინოს კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, არის მსხვერპლი

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, მძევლების აყვანა მოხდა დისციპლინური კომისიის სხდომაზე. წინასწარი მონაცემებით, ტერორისტებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთში აკრძალული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია, „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წევრები არიან, კოლონიის სულ მცირე სამი თანამშრომელი მოკლეს, კიდევ რამდენიმე დაჭრეს და მძევლად აიყვანეს.

„ტელეგრამ“ არხების ცნობით, პატიმრები კოლონიის ტერიტორიაზე ვერტმფრენის დაშვებას და ვერტმფრენის ბორტზე 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი ვერტმფრენს დაედევნებიან, მძევლების მოკვლით იმუქრებიან.

ამავდროულად, პირები, რომლებსაც მძევლები ჰყავთ აყვანილი, აცხადებენ, რომ მათ შეძლეს კოლონიაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობა და მისი აფეთქებით იმუქრებიან.

შევეცდები, სამგორელების ხმა ვიყო და მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა მათი ხმა საკანონმდებლო ორგანომდე მივიტანო -ვარლამ ლიპარტელიანი

ჩემთან ძალიან ახლოს არის მმართველი გუნდის ფასეულობები, შევეცდები, სამგორელების ხმა ვიყო საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ სამგორის ოლქში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა სარწმუნოებისა და ადათ-წესების დასაცავად.

„შევეცდები, ამ გამოწვევას გავართვა თავი. ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. უალტერნატივოა ის მშვიდობა, რაც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება. შევეცდები, სამგორის რაიონელების ხმა ვიყო და მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა მათი ხმა საკანონმდებლო ორგანომდე მივიტანო. სპორტი გვასწავლის ბრძოლის ჟინს, გამარჯვებისკენ სწრაფვას და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მთელი ცხოვრება სპორტში ვიყავი. ძალიან ახლოს არის ჩემთან ის ფასეულობები, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მიერ არის ხაზგასმული. აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა, რათა დავიცვათ ადათ-წესები, ჩვენი ტრადიცია, სარწმუნოება და ა.შ. რეალურად, ეს ყველაფერი დღეს დასაცავია, რადგან უამრავი ძალისგან ხდება ამ ყველაფრის შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია. ვფიქრობ, რომ ყველას ჩართულობა საჭიროა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სპორტსმენი იქნება თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, ნებისმიერი ადამიანი უნდა გაერთიანდეს ამ სულისკვეთების გარშემო.

ჩემი პირველი ნაბიჯებია პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ნერვიულობაც ახლავს, მაგრამ მგონია, რომ თავს გავართმევ. სპორტი გვაძლევს საშუალებას, ძალასა და ენერგიას, რომ ყველა დაბრკოლებას, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ დღეს თბილისის დელეგატები დაასახელა.

 საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ -ირაკლი ქადაგიშვილი

საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი იქნება და ქვეყნისთვის უკეთესის შეთავაზება შეეძლება.

„საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება იმისთვის გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ. ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი და უკეთესი შემთავაზებელი იქნება. დავაკვირდეთ ამ ოპოზიციას, ქვეყნის ჯანჯღარის გარდა, თუ რამე შემოუთავაზებია ხალხისთვის ან ამ ქვეყნისთვის. დაუსრულებელია სია იმ საბოტაჟისა და მტრობისა, რაც მათ ქვეყნის წინააღმდეგ გასწიეს. „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა, რომ ამ პოლიტიკურ აქტორებს ზნე ეცვალათ, თუმცა მათ ზნე არ იცვალეს, 2008 წლამდე და 2008 წელს რა უბედურებაც ატრიალეს, ზუსტად იმავე უბედურების დატრიალების სურვილი აქვთ. დღევანდელ დღეს ყველას ეძლევა შანსი, მაგრამ როცა ყოველ ჯერზე შანსს ქვეყნის დასაზიანებლად იყენებ, პასუხისმგებლობის საკითხი დგება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6977 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6977 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7099 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0122 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0004 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0192 ლარი შეადგინა