Home Blog Page 80

მას პასუხი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან სიმართლის თქმა მოუწევს, პასუხი ამიტომ არ გასცა – გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

მას პასუხი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან სიმართლის თქმა მოუწევს, პასუხი ამიტომ არ გასცა, – ასე გამოეხმაურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მის ინტერვიუზე გაკეთებულ მოკლე შეფასებას.

როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილს პასუხი ქართველი ხალხისთვის უნდა ჰქონდეს და ამ პასუხის გაცემა ძალიან მალე მოუწევს“.

„სიმართლე არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ცვლილება და ეს ცვლილება დღეს აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დააკავებენ, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზადაა.

„არაფერს ველოდები, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ“,- აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ „დღეს ეპოქალური არჩევნებია“.

„დღეს, ყველა ქართველმა, ყველა პატრიოტმა ჩვენი შვილებისთვის საქართველოს ევროპულ არჩევანს უნდა მისცეს ხმა. ჩვენი ადგილი ევროპაშია და დღეს ამას ქართველი ხალხი ნამდვილად დაამტკიცებს“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც მან ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრა, ივანიშვილი დღეს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილს „პასუხი არ სჭირდება!“.

„თუ მისი ინტერვიუ ნახეთ, იქ უკვე ყველაფერი იკითხება!”,- აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს, ის სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ოფშორების კანონსაც შეეხო და განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ერთ ოპერაციაში სახელმწიფოს დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა.

უპრეცედენტო აქტივობაა, “ქართულ ოცნებას” არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს -ნიკა გვარამია

უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

„ამ წუთისთვის უპრეცედენტო აქტივობაა. აქტივობა შეადგენს 9.5%-მდე, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ აქტივობა იყო დაახლოებით, 10%. სხვაობა თითქმის არ არის. ოდნავ დაბალია აქტივობა დასავლეთ საქართველოში იმიტომ, რომ ძალიან წვიმს, მაგრამ ეს წვიმა ჯერ ერთი არ უნდა იყოს შემაფერხებელი გარემოება და ძალიან გთხოვთ მიდით არჩევნებზე. მაგრამ ამასთან. წვიმა გადაიღებს როგორც ამინდის პროგნოზით ვხედავთ. „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს. ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს. ხმის მიცემის დინამიკა თუ ასე გაგრძელდება, 2 200 000-ზე მეტი ამომრჩეველი მივა, რაც გარანტირებულად ნიშნავს „ქართლი ოცნების“ დამარცხებას“, – განაცხადა გვარამიამ.

უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს -ნიკა გვარამია

უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

„ამ წუთისთვის უპრეცედენტო აქტივობაა. აქტივობა შეადგენს 9.5%-მდე, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ აქტივობა იყო დაახლოებით, 10%. სხვაობა თითქმის არ არის. ოდნავ დაბალია აქტივობა დასავლეთ საქართველოში იმიტომ, რომ ძალიან წვიმს, მაგრამ ეს წვიმა ჯერ ერთი არ უნდა იყოს შემაფერხებელი გარემოება და ძალიან გთხოვთ მიდით არჩევნებზე. მაგრამ ამასთან. წვიმა გადაიღებს როგორც ამინდის პროგნოზით ვხედავთ. „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს. ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს. ხმის მიცემის დინამიკა თუ ასე გაგრძელდება, 2 200 000-ზე მეტი ამომრჩეველი მივა, რაც გარანტირებულად ნიშნავს „ქართლი ოცნების“ დამარცხებას“, – განაცხადა გვარამიამ.

10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს – ცესკო

10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

პრესსპიკერის ინფორმაციითვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი, თუმცა ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად

იოსელიანის განმარტებით, ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიების ფუნქციებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. მედიის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობისას ფოტო-ვიდეო გადაღების დადგენილი წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა, ახლდეთ თარჯიმანი, მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს – 1 წარმომადგენელი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.

ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღების და გასაჯაროების ფაქტი. როგორც მოგეხსენებათ ფარული კენჭისყრის კაბინაში იკრძალება ფოტო და ვიდეო გადაღება და შესაბამისად ვთხოვთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს ნუ წაახალისებენ აკრძალულ ქმედებას.

გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 10:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება”, – განაცხადა იოსელიანმა.

არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი – ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას – ბიძინა ივანიშვილი

არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი – ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს სამშობლოზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს, – განაცხადა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანთან, სადაც ოჯახთან ერთად ხმა მისცა.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი – ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს სამშობლოზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს სამწუხაროდ პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და ქვეყნის ნანგრევებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალებისგან, ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსების ცდილობს და ზრუნავს ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს, მეორე ნაწილი, რომელიც უცხოურ აგენტურას ემსახურება, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას. ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც სამეზობლოში მიმდინარეობს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

საარჩევნო უბნებთან რიგები მანიშნებელია, რომ ოლიგარქის 12-წლიანი მმართველობა ყველას კისერში ამოუვიდა, ამ ქვეყანაში ეს ტყუილების კასკადი უნდა დამთავრდეს – ჩვენ დღეს ვიმარჯვებთ -ხაზარაძე

[საარჩევნო უბნებთან რიგები] მანიშნებელია, რომ ოლიგარქის 12-წლიანი მმართველობა ყველას კისერში ამოუვიდა, ამ ქვეყანაში ეს ტყუილების კასკადი უნდა დამთავრდეს – ჩვენ დღეს ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქეებმა ამ ქვეყნის დაბრუნება გადაწყვიტეს“.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვენაში, იმ პერიოდის დაწყებას, როცა დაიწყება ნამდვილი რეფორმები ამ ქვეყანაში. როცა ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, ძლიერად წარმომადგენელი თავისუფალ სამყაროში და დაიწყება ნამდვილად ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში.

ჩემი მოლოდინი არის ძალიან ოპტიმისტური. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. ემიგრანტებიდან დაწყებული დამთავრებული ჟურნალისტებით, ნებისმიერი ადამიანით, ვისაც წელს პირველად მოუწევს ხმის მიცემა. ყველა ადამიანს დიდი მადლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის იმიტომ, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ ძალიან სწორ არჩევანში, რასაც ჩვენი ქვეყანა გაკეთებს. ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და რაც ყველაზე მთავარია, რეალური ალტერნატივისკენ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, საზოგადოებას ეს არ გაუჭირდება -კახა კალაძე

თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საბურთალოს მესამე უბანზე მისცა ხმა.

როგორც კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია.

„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენ ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში ისე, როგორც არასდროს სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა აღმშნებელობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგას ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ეს არიან ძალები, რომლებიც მზად არიან, იკადრონ ყველანაირი ბოროტება, სიბინძურე ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. დღეს შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად არიან წარმოდგენილი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, ნახეთ ყველა, თითოეულის წარსული, ვინ არიან, რას წარმოადგენდნენ. შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდეო ყველას, გააფერადეთ 41, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა კალაძემ.

მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, სტაბილურ განვითარებას -გენო პეტრიაშვილი

გორში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერმა, გენო პეტრიაშვილმა დააფიქსირა. მისი თქმით, ხმა მისცა მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

„მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, ღირსეულ განვითარებას, სტაბილურ განვითარებას. მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ მობრძანდნენ, მოიხადონ საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე და გააკეთონ სწორი არჩევანი მშვიდობისა და ღირსეული განვითარებისთვის“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

გორში 95 საარჩევნო უბანია გახსნილი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირისკენ, ნატოსკენ წაიყვანს – განცდა მაქვს, რომ სამშვიდობოს გავალთ -ზურაბ ჯაფარიძე

დღევანდელი დღე იქნება ისტორიული – დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირისკენ, ნატოსკენ წაიყვანს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, განცდა აქვს, რომ „სამშვიდობოს გავალთ“.

„დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, წაიყვანს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ და 5-6 წელიწადში გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. რაღაცნაირად განცდა მაქვს, რომ სამშვიდობოს გავალთ. მე მივეცი ამას ხმა და მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იგივე არჩევანს გააკეთებს,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

გამოვხატე ჩემი ნება, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას ექნება კეთილდღეობა და უკან დავტოვოთ ის რუსული ჭაობი, რომელიც გვაქვს -ანა დოლიძე

როგორ უნდა, ადგილზე უხსნიან და ეს კარგი არ არის. საარჩევნო კომისიას ცოტა მეტი უნდა ემუშავა, რათა ხალხს პროცედურები გაეგო,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე გამოხატა ნება, რომ საქართველო ძლიერი, ევროპული ქვეყანა იყოს.

„დღეს დიდი დღეა. ეს იმითაც ჩანს, რომ დილიდან საარჩევნო უბნებთან არის რიგები. მე მოვედი არჩევნებზე, მივეცი ხმა, გამოვხატე ჩემი ნება, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას ექნება კეთილდღეობა და უკან დავტოვოთ ის რუსული ჭაობი, რომელიც გვაქვს. ხშირად არის ადგილზე დაბნეულობა, მოქალაქეებმა არ იციან ხმის მიცემა როგორ უნდა და ადგილზე უხსნიან და ეს კარგი არ არის. საარჩევნო კომისიას ცოტა მეტი უნდა ემუშავა, რათა ხალხს გაეგო პროცედურები, რომ ახლებურია. რაც მთავარია, დილის 8:00 საათზე უბნებზე ბევრი ხალხია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ. ყველას მოუწოდეთ, რომ არჩევნებზე წავიდნენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც ნიშნავს ყველაზე მყარი გარანტიების შექმნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის -ირაკლი კობახიძე

სრული მობილიზაცია გვაქვს, ვმუშაობთ პარტიულად, თუმცა არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს 60 %-იან რეიტინგს, მაგრამ ეს რეიტინგი არ იძლევა მოდუნების საფუძველს, უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო იმისათვის, რომ მაქსიმალური გარანტიები შეიქმნას ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.
„ჩვენ გვაქვს მაქსიმალური მობილიზაცია, საარჩევნო შტაბებს აქვთ მაქსიმალური მობილიზაცია. მათ შორის, რეგიონულ შტაბებს ჰყავთ 100 000-ზე მეტი ადამიანი თბილისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან, სრული მობილიზაცია გვაქვს ჩვენ, ვმუშაობთ პარტიულად. არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს 60 %-იან რეიტინგს, თუმცა ეს რეიტინგი არ იძლევა მოდუნების საფუძველს, უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს იმაზე უფრო ამბიციური მიზანი, ვიდრე შეიძლება იყოს მხოლოდ უმრავლესობის მოპოვება, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმისათვის რომ მაქსიმალური გარანტიები შევქმნათ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. სწორედ, ამისთვის არის საჭირო ქუდზე კაცი. „ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს ყველაზე მყარი გარანტიების შექმნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

 მე უარი ვუთხარი იზოლაციას ამ ქვეყანაში, საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა, დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ -გიორგი ვაშაძე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, დღევანდელი დღე გადამწყვეტია, ვინაიდან საქართველოს მომავალ ათწლეულებს განსაზღვრავს.

„მე რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, ჩვენ, ყველანი ევროპისკენ სვლას ვუჭერთ მხარს. მე უარი ვუთხარი იზოლაციას ამ ქვეყანაში, საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა. მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს და თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი, რომელიც შემდგომ ათწლეულებს გადაწყვეტს. ყველას გთხოვთ, მიდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა, მაქსიმალურად გვჭირდება აქტიურობა იმისათვის, რომ ჩვენი დიდი პერსპექტივა მოვიპოვოთ. საქართველო არის ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ ძნელბედობის ჟამს იქნება ერთიანი და ყველა ერთად საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.