Home Blog Page 8

“ფარას” დოკუმენტი გვეუბნება იმას, რომ როდესაც ჯო უილსონი ჩვენ ღირებულებებზე გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა -შალვა პაპუაშვილი

გავიდა დრო, „ფარამ“ ყველაფერს გასცა პასუხი. ამიტომ, არ უნდა ევროკავშირის საელჩოს, რომ ჩვენთან იყოს გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ არ უნდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, რომ გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, „ფარას“ დოკუმენტის თანახამად ირკვევა ის, რომ „ჯო უილსონი ღირებულებებზე როცა გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა“.

„„ფარას“ დოკუმენტი გვეუბნება იმას, რომ როდესაც ჯო უილსონი ჩვენ ღირებულებებზე გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა. ასე რომ, ეს გავიგეთ, საბოლოო ჯამში. მთელი ირონია იმაშია, ამას ხომ ვამბობდით, რომ გავა დრო და „ფარა“ ყველაფერს გასცემს პასუხს. გავიდა დრო, „ფარამ“ ყველაფერს გასცა პასუხი. ამიტომ, არ უნდა ევროკავშირის საელჩოს, რომ ჩვენთან იყოს გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ არ უნდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, რომ გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი. სხვათა შორის, ევროკავშირშიც, განსხვავებით აშშ-სგან, ეს სისტემა არ არის აწყობილი. იქაც გაუმჭვირვალეა, თორემ შეგახსენებთ, რომ „ფარადან“ გავიგეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას და ამ ყველა უბედურებას, იყო ამერიკელი ლობისტების არათუ კონსულტაცია, დაწერილი იყო. მათი ტექსტი იყო. მათ დაწერეს და ევროპარლამენტს მიაღებინეს ამერიკელმა ლობისტებმა. აქ ახლა რა ფული ტრიალებს, ამას ხანდახან ვიგებთ ხოლმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინაში ომის დროს გამართული საპროტესტო აქცია პირველად იმართება ზელენსკის წინააღმდეგ-The New York Times

ათასობით ადამიანი შეიკრიბა კიევის ქუჩებში სამშაბათს საღამოს, რათა გააპროტესტებინათ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის ნაბიჯები ანტიკორუფციული ინსტიტუტების შესასუსტებლად – ეს იყო ქვეყნის პირველი მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაცია ომის სამწელიწადნახევრის განმავლობაში, – წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.

პროტესტი პრეზიდენტის ოფისთან კიევის ცენტრში, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ასევე ჯარისკაცები, ეროვნულ ერთიანობაში ამ დრომდე ყველაზე მნიშვნელოვანი ბზარია.

„ჩემი მეუღლე სანგრებშია და ისინი ამისთვის არ იბრძვიან“, – განაცხადა 31 წლის კატერინა ამელინამ.

დემონსტრაცია გაიმართა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც უკრაინის პარლამენტმა, რომელსაც ზელენსკის პარტია აკონტროლებს, მიიღო ზომა, რომელიც ორ ანტიკორუფციულ სააგენტოს დამოუკიდებლობას ართმევს.

კანონი უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს, ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს ანტიკორუფციულ სააგენტოებზე.

„ეს ძალიან სევდიანი მომენტია, რადგან ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დროში უკან ვბრუნდებით, როდესაც ჩვენ იგივე დისკუსია გვქონდა“, – განაცხადა მუსტაფა ნაიემმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა.

აქტივისტები და ანალიტიკოსები აღნიშნულ კანონმდებლობას განიხილავენ, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე, მთავრობის კრიტიკოსებსა და სამთავრობო ზედამხედველობის ჯგუფებზე ფართომასშტაბური ზეწოლის ნაწილს, რაც საფრთხეს უქმნის რთულად მოპოვებულ დემოკრატიულ პროგრესს.

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 

თავდაჯერებული ხართ ისე, როგორც არასდროს. დღევანდელი დღე საშუალებას გაძლევთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. მხარი დაუჭირეთ ადამიანს, ვინც ყოველთვის თქვენ გვერდით არის. საღამოს მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება, მაგრამ დიდ შესყიდვებს ჯობია მოერიდოთ.

კურო

ამ დღეს თქვენი ნებისმიერი მოქმედება ყურადღების ცენტრში ხვდება და ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გაკისრებთ. ეცადეთ, საკუთარ ქმედებებში თანმიმდევრული იყოთ. თუ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას დიდი ხანია აჭიანურებთ, დროა, პირველი ნაბიჯი გადადგათ და იდეალურ პირობებს აღარ დაელოდოთ. ოცნებების დრო დასრულდა, ახლა პრაქტიკულ საკითხებს და დაგროვილ პრობლემებს უნდა გაუმკლავდეთ.

ტყუპები

თქვენსგარშემო მეტისმეტად ბევრი ხმა, აზრი და შთაბეჭდილებაა. შეჩერდით! დღევანდელი დღე, ლაპარაკის ნაცვლად, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებას მოითხოვს. მოსალოდნელია სიახლე, რომელიც ახლობელ ადამიანზე შთაბეჭდილების შეცვლას გაიძულებთ. ნუ იჩქარებთ გარიგებების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მოგებიანია. ეცადეთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევისგან, რომელიც პრობლემებს გიქმნით.

კირჩხიბი

შესაძლოა, ახლობელი ადამიანის საქციელმა იმედი გაგიცრუოთ, თუმცა სანამ მომხდარის მიზეზებს არ გაარკვევთ, დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ. პროფესიულ ამოცანებს კოლეგების დახმარებით სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით და თქვენი ინიციატივა უფროსების მოწონებას დაიმსახურებს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ნაცნობობა, საინტერესო ღონისძიებები და გართობა გელით.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, აქტივობა შეამციროთ და საკუთარი პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ. მარტოობაში გატარებული დრო დასვენებასა და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება გარშემო მყოფების ქცევამ გაგაღიზიანოთ, თუმცა ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ – დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვა შეიძლება სანანებლად გექცეთ. წარსულში დატოვეთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით – ვარსკვლავების მხარდაჭერა რთული ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

სასწორი

მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ, მთელი ყურადღება საყოფაცხოვრებო საკითხებზე გადაიტანოთ. დროა წესრიგი არა მარტო კარადაში, არამედ გრძნობებშიც დაამყაროთ. ეს დღე გაძლევთ შანსს, რომ საკუთარი ცხოვრება შეცვალოთ. თუნდაც ჯერ არ იცოდეთ როგორ — მთავარია აღიაროთ, რომ „ძველებურად“ აღარ გამოვა.

მორიელი

ნუ ეცდებით, საკუთარი პასუხისმგებლობა კოლეგებს გადააბაროთ. ამით ხელმძღვანელობის საყვედურსაც დაიმსახურებთ და ახალ მტრებსაც გაიჩენთ. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბრისთვის დრო გამონახოთ და მტკივნეულ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიოთ. თუ საკუთარ შიშს თვალს გაუსწორებთ, ეს თავისუფლების გასაღები გახდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს სამყარო თითქოს მინიშნებებს გაძლევთ და გამოსავალს გაჩვენებთ. ნუ იჩქარებთ, რომ მოქმედება დაიწყოთ – ჯერჯერობით, უბრალოდ, დააკვირდით. ეს ის დღეა, როცა შემთხვევითი შეხვედრა შეიძლება ახალი გზის დასაწყისი გახდეს. ეცადეთ, თქვენი დიპლომატიური ნიჭი მოლაპარაკების დასაწყებად გამოიყენოთ და საჭირო ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ.

თხის რქა

ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ძლიერი, არამედ მოქნილიც იყოთ. გეგმა გაქვთ, მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ გეგმების შეცვლას გვაიძულებს. მიიღეთ ცვლილება როგორც მინიშნება და არა როგორც მარცხი. თუ საკუთარ ფიქრებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

მერწყული

შინაგანი გარდატეხის ზღვარზე ხართ – ძველი შეხედულებები ირღვევა, მაგრამ ახალი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ახლა დუმილის და დაკვირვების დროა. პასუხების გაცემა არ იჩქაროთ – ახლა კითხვებია უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ – იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ მას, ბევრი რამ არის დამოკიდებული.

თევზები

ამ დღეს ინტუიცია უჩვეულოდ გამძაფრებულია — სხვებზე მეტს ხედავთ, მაგრამ ყველაფრის თქმა არ შეგიძლიათ. თუ საკუთარ ფიქრებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი იპოვოთ. საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.

61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო, რომელშია უფლებები მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში – ელჩმა თქვა, სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო შეწყდესო, რაც დეზინფორმაციაა, 00:00 საათი დადგა და “ფაეტონი იქცევა გოგრად”, ასეთი რაღაცები არ ხდება – შალვა პაპუაშვილი

არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, კანონები შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ამის მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა და “რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში”.

,,შეგახსენებთ, სულ ბოლო იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც გაფართოების კომისარი, ქალბატონი კოსი ესწრებოდა. ეს დასკვნა, თუ რეზოლუცია შედგენილი იყო რასა იუკნევიჩიენეს მიერ და ქალბატონი კომისარის შექების და კომპლიმენტების ფონზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც დღემდე ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია. სადაც წერია, რომ ისინი არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს. ამ პირობებში ვართ დღეს და ნახეთ ახლა ბოლო ე.წ. წერილი. ვინაიდან გადაწყვეტილებები არ მიიღება ამ შეხვედრებზე, გადაწყვიტეს, ახლა წერილი მოეწერათ, რადგან გადაწყვეტილება არ იყო.

ეს პროცედურა რომ ავხსნათ, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ვიზის გარეშე მიმოსვლის შესაძლებლობა, ყოველწლიურად ევროკავშირი ყველა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით აქვეყნებს გარკვეულ ანგარიშს, აკმაყოფილებს თუ არა უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო პირობებს. როგორც წესი, ეს პირობები ეხება მიგრაციის საკითხებს, რომ საფრთხე არ შეიქმნას ჩვენი ქვეყნის გავლით ევროკავშირში მოუწესრიგებელი მიგრაციის და სხვადასხვა საკითხებს სახელმწიფო სტრუქტურების და ა.შ. საქართველო წლიდან წლამდე მიყვება და ახლაც ეს პროცესი ჩვეულებრივად მიდის. საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს, ჩვეულებრივად კომუნიკაციაში არიან ევროპულ სტრუქტურებთან, რათა კიდევ ერთხელ განუახლონ ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ. თუ შევხედავთ, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ, სულ ახლახან ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობა და მათ შორის, ხედავს შედეგებს ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოდან უკანონო მიგრანტების გაძევება უფრო გამარტივდა, ეს ევროკავშირის მოლოდინიც და მოთხოვნაც იყო, ამას ჩვენ ვასრულებთ. არის სხვა მიმართულებები – ანტიკორუფციული მიმართულება, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენს საშინაო დავალებებს უვიზო მიმოსვლისთვის ჩვეულებრივად ვასრულებთ და ეს პროცესი ასეც მიდიოდა. მაგრამ უცებ აღმოჩნდა რაღაც პოლიტიკური მოთხოვნები, უფრო სწორედ, აღმოჩნდა, რომ არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უკონტექსტოდ. უცებ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას არ მოსწონს ოჯახური ღირებულებები, ქართული გაგება ოჯახური ღირებულებებისა. ვიღაცას არ მოსწონს გამჭვირვალობა. ვიღაცას შეიძლება, კიდევ ბევრი სხვა რამ არ მოეწონოს, მაგრამ ამის მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა, ვინაიდან არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლასთან ამას არ აქვს. 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა. ჩახედეთ სიას ამ ქვეყნებისა და მოქალაქეებმა თავად დაასკვნან, რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში გადაცემა „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

ამასთან პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე, მისი თქმით , ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აბსოლუტური დეზინფორმაციაა.

,,ქრონოლოგიურად რომ შევხედოთ, იყო წერილი, შემდეგ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი. სხვათა შორის, წერილში არ წერია არანაირი თარიღი, ზეპირად ითქვა. გამოვიდა ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. არანაირი 31, 00:00 საათი დადგა და ახლა ფაეტონი იქცევა გოგრად – ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება. ეს ერთი. მეორე – ეს თემა შემოაგდეს, რომლითაც, ფაქტობრივად, მისცეს საკვები ოპოზიციას. ოპოზიცია დარჩენილია ყოველგვარი იდეის გარეშე და აჰა, ადექით ახლა და იპარაზიტეთ ამ თემაზე, რომ რაიმენაირად იქნებ ააღელვოთ საზოგადოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში გადაცემაში.

არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იყოს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იყოს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში არის ხელისუფლების შეცვლა.

როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის საკითხის უვიზო მიმოსვლასთან მიბმა არის თვითნებობა, რადგან ამას უვიზო მიმოსვლასთან კავშირი არ აქვს.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის თემის შემოტანით საკვები მისცეს ოპოზიციას, რომელიც ყოველგვარი იდეის გარეშეა დარჩენილი.

„ზოგადად, საინტერესოა, თუ მივადევნებთ თვალს ქრონოლოგიას, რასთან გვაქვს საქმე და ეს ქრონოლოგია არ იწყება დღეს. ეს ქრონოლოგია დაიწყო შარშან, როდესაც ჩვენ ვნახეთ გარე ჩარევები საქართველოს არჩევნებში და ვნახეთ, მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის მხრიდან პირდაპირი, უხეში ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ეს არის ფაქტი, რომელიც ინტერნეტშია, შეგვიძლია, მისი განცხადებები ვნახოთ. ის პირდაპირ ჩაერია არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. და ისინი, რომლებმაც ის ჩარიეს ამ არჩევნებში, ამ არჩევნებში დამარცხდნენ და მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ გარკვეულწილად ვენდეტას ქართველი ხალხის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ამაზე პირდაპირ და მიამიტურად გულწრფელად თქვა რასა იუკნევიჩიენემ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირთან არსებული პრობლემები, ეს არის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ბრალი. მან კოლექტიური ბრალი დააკისრა 1 120 000 ადამიანს და ამიტომაც ვთქვი, რომ ეს არის წმინდა ფაშისტური განცხადება, რომელსაც დღემდე არცერთი ევროპულო სტრუქტურა არ გამიჯვნია. ვინაიდან ვერ შეცვალეს ხელისუფლება შარშან, 26 ოქტომბერს ზოგიერთმა ძალებმა, მცდელობაა, რომ არადემოკრატიული გზით, ძალით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.

და ამის ნაწილი არის სხვადასხვა სახის დარტყმები, რომლებიც საქართველოზე მოდის. შეგახსენებთ, სულ ბოლო იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც გაფართოების კომისარი, ქალბატონი კოსი ესწრებოდა. ეს დასკვნა, თუ რეზოლუცია შედგენილი იყო რასა იუკნევიჩიენეს მიერ და ქალბატონი კომისრის შექების და კომპლიმენტების ფონზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც დღემდე ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია. სადაც წერია, რომ ისინი არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს. ამ პირობებში ვართ დღეს და ნახეთ ახლა ბოლო ე.წ. წერილი. ვინაიდან გადაწყვეტილებები არ მიიღება ამ შეხვედრებზე, გადაწყვიტეს, ახლა წერილი მოეწერათ, ვინაიდან გადაწყვეტილება არ იყო. ეს პროცედურა რომ ავხსნათ, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ვიზის გარეშე მიმოსვლის შესაძლებლობა, ყოველწლიურად ევროკავშირი ყველა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით გარკვეულ ანგარიშს აქვეყნებს, აკმაყოფილებს თუ არა უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო პირობებს. როგორც წესი, ეს პირობები ეხება მიგრაციის საკითხებს, რომ საფრთხე არ შეიქმნას ჩვენი ქვეყნის გავლით ევროკავშირში მოუწესრიგებელი მიგრაციის და სხვადასხვა საკითხებს სახელმწიფო სტრუქტურების და ა.შ.

საქართველო წლიდან წლამდე მიყვება და ახლაც ეს პროცესი ჩვეულებრივად მიდის. საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს, ჩვეულებრივად კომუნიკაციაში არიან ევროპულ სტრუქტურებთან, რათა კიდევ ერთხელ განუახლონ ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ. ისე თუ შევხედავთ, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ, სულ ახლახან ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობა და მათ შორის ხედავს შედეგებს ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოდან უკანონო მიგრანტების გაძევება უფრო გამარტივდა, ეს ევროკავშირის მოლოდინიც და მოთხოვნაც იყო და ამას ჩვენ ვასრულებთ. არის სხვა მიმართულებები – ანტიკორუფციული მიმართულება, სადაც ჩვენ ჩვენს საშინაო დავალებებს, ასე ვთქვათ, უვიზო მიმოსვლისთვის ჩვეულებრივად ვასრულებთ და ეს პროცესი ასეც მიდიოდა. მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რაღაც პოლიტიკური მოთხოვნები, უფრო სწორედ, აღმოჩნდა, რომ არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში არის ხელისუფლების შეცვლა და ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უკონტექსტოდ.

უცებ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას არ მოსწონს ოჯახური ღირებულებები, ქართული გაგება ოჯახური ღირებულებებისა. ვიღაცას არ მოსწონს გამჭვირვალობა. ვიღაცას შეიძლება, კიდევ ბევრი სხვა რამ არ მოეწონოს, მაგრამ ამისი მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა, ვინაიდან არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლასთან ამას არ აქვს. 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა. ჩახედეთ სიას ამ ქვეყნებისა და მოქალაქეებმა თავად დაასკვნან, რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზნე უნდა გახდეს

J

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზნე უნდა გახდეს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა მოახდინეს მანიპულირება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე.

როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ ვინ უნდა იყოს იუსტიციის დეპარტამენტის სამიზნე, ტრამპმა ობამაზე მიუთითა.

„რაც წავიკითხე, და მეც იგივე წავიკითხე, რაც თქვენ, ეს იქნებოდა პრეზიდენტი ობამა. მან დაიწყო ეს ყველაფერი. [მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო] ბაიდენი მასთან ერთად იყო, [FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს] კომი იყო იქ და [DNI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს] კლეპერი, მთელი ჯგუფი იყო იქ. [CIA-ის ყოფილი დირექტორი ჯონ] ბრენანი. ისინი ყველა ერთ ოთახში იყვნენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„თუ ამ დოკუმენტებს გადახედავთ, იქ ის უტყუარად არის მხილებული და ეს იყო პრეზიდენტი ობამა. ეს არ ყოფილა ბევრი ადამიანი, თუმცა ისინიც იყვნენ. მაგრამ ბანდის მეთაური იყო პრეზიდენტი ობამა, ბარაკ ჰუსეინ ობამა, გსმენიათ მის შესახებ? ის დამნაშავეა, ეს კითხვას არ ექვემდებარება. ეს იყო ღალატი“, – განაცხადა მან.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ მიიღო ეროვნული დაზვერვის დირექტორისგან, ტულსი გაბარდისგან სისხლის სამართლის საქმეზე გადაცემული მასალები.

საქმე ეხება გაბარდის სენსაციურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა „გააყალბეს და გააპოლიტიზეს დაზვერვის ინფორმაცია“ იმ ნარატივის შესაქმნელად, თითქოს რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

ბანდის მეთაური ობამა იყო – ის დამნაშავეა, ეს იყო ღალატი, მათ სცადეს არჩევნების მოპარვა – ტრამპი

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდა, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იმის გამო, რომ მან 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შეფასება შეუკვეთა.

„ეს იქნებოდა პრეზიდენტი ობამა, მან დაიწყო ეს. [ჯო] ბაიდენიც იქ იყო მასთან ერთად, [ჯეიმს] კომიც იქ იყო, [ჯეიმს] კლაპერიც – მთელი ჯგუფი იქ იყო და [ჯონ] ბრენანიც“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ბანდის მეთაური პრეზიდენტი ობამა იყო. ის დამნაშავეა. ეს იყო ღალატი. მათ სცადეს არჩევნების მოპარვა“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, „ის, რასაც ობამა ხელმძღვანელობდა, იყო გადატრიალების მოწყობის მცდელობა“.

უკრაინის პარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურის დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია დაიწყო – უკრაინული მედია

JPG resized with https://ezgif.com/resize

უკრაინის პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტ, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება – ამჟამად ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტის კენჭისყრამდე, რადას დეპუტატებმა ტრიბუნა დაბლოკეს. როგორც დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განმარტა, ეს „ერთადერთი თეორიული საშუალებაა კანონპროექტის მიღების შესაჩერებლად“.

მანამდე, უკრაინის პარლამენტის სამართალდამცავი საქმიანობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულნი გახდებიან. ამჟამად ეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებია.

აღნიშნულ უწყებებში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად გაანადგურებს მათ დამოუკიდებლობას.

მანამდე ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს მიმართ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების გამო.

აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გადის

აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გადის, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გასვლის შესახებ გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის დირექტორს, ოდრი აზულეს აცნობა.

„იუნესკოს საქმიანობაში მონაწილეობის გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში არ შედის. იუნესკო განხეთქილების გამომწვევი სოციალური და კულტურული იდეების პოპულარიზაციის მიზნით მუშაობს, ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე, საერთაშორისო განვითარების გლობალისტურ და იდეოლოგიურ პროგრამაზე, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკას, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობას ოფიციალურად 2026 წლის 31 დეკემბერს დატოვებს.

5 ოქტომბრიდან რა იქნება, ჯერ გაუგებარია – ახლა ამოცანა არის: ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება, 4 ოქტომბერს ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა – ზურაბ ჯაფარიძე

ახლა ამოცანა არის: ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება, 4 ოქტომბერს ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

ზურაბ ჯაფარიძე კიდევ ერთხელ განმარტავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ პოზიციას.

“მსჯელობას იმაზე, სწორია თუ არა ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, აზრი აღარ აქვს. ყველა არგუმენტი ნათქვამი/დაწერილი მაქვს – უდიდესი შეცდომაა!

მაგრამ რაცაა, ეგაა. სანამ ქუჩაში ვართ, სანამ არ გავტყდით, სანამ წინააღმდეგობა არსებობს, სანამ საღამოს რუსთაველზე ხალხი დგას, ასეთ შეცდომებს მოვინელებთ.

მაგრამ რაღაც სიმართლეები უნდა ითქვას ახლავე:

ვერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები ვერ იქნება. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთობის შემთხვევაში. ერთობა არ არის და ასე არც იკვრება.

ვერანაირი ერთობა ვერ იქნება. სტრატეგიაში ავცდით ერთმანეთს.

ჩვენთვის ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც იმ ვითომ არჩევნებს დანიშნავს და წულუკიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ე.წ კომისიაზე გვიბარებს ერთი ნაგავია. ორივე არავინაა. ორივე კლოუნია.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გამოჩნდეს, რომ ამ ცირკში ხალხი არ იღებს მონაწილეობას და მანდ ვცდებით ფუნდამენტურად.

ვერანაირი 3,000 ცხელი წერტილი ვერ იქნება. კი ჟღერს პოეტურად, მაგრამ მხოლოდ ჟღერს და ასეც დარჩება. ეს იცის ყველამ.

ვერანაირი ბრძოლა გამარჯვებისთვის ვერ იქნება. არც ერთი გონიერი არსება არ დაიჯერებს, რომ ოპოზიციის მესამედი, არჩევნებზე, სადაც გამოცხადება ტრადიციულზე დაბალია, მოუგებს რეჟიმს, რომელიც თვითონ წერს რიცხვებს, მაშინ როცა 13 წელია ეს ვერ შეძლო ოპოზიციამ ერთიანად.

ვერანაირი თბილისის მოგება ვერ იქნება. ასეთი რეჟიმები ძალაუფლების კონსოლიდაციის იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ახლა არიან, არჩევნებით ძალაუფლებას არ თმობენ, არც დედაქალაქებში (არსად).

არანაირი “რეგიონებში გავალთ, ხალხს შევხვდებით” არ იქნება. რაც იქნება, იქნება მედიასპექტაკლები.

და ა.შ

რა იქნება რეალურად?

– აი, რასაც ახლა ვუყურებთ ეგ იქნება, დაემატება მეტი რეპორტაჟი, როგორ დადიან პოლიტიკოსები ქუჩაში და როგორ ხვდებიან პარტაქტივს რეგიონებში.

ასევე დაემატება საარჩევნო სატელევიზიო კლიპები და ქუჩის ბანერები. მეტი არაფერი არ იქნება.

– იქნება რაღაც უბადრუკი საკრებულოს ადგილები;

– ძალიან მაღალი ალბათობით, მაგ პარტიებისთვის იქნება იმაზე ნაკლები ხმები, ვიდრე 26 ოქტომბერს აიღეს (ნომინალში) ;

– იქნება მეტი უნდობლობა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის;

– იქნება ქოცების პროპაგანდა, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რადგან ამ პარლამენტის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში ჩაერთო.

– იქნება პრობლემები გარეთ კომუნიკაციაში, რადგან შარშან ოქტომბრის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როცა მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციები გაიყო ოპო ფლანგზე.

– 4-ში ღამითვე დაიწყება რუსული რეჟიმის პროპაგანდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია გააფარჩაკეს და დადებენ თავიანთ რიცხვებს.

– მონაწილე პარტიების მხრიდან იქნება სპეკულაცია, რომ “აი, ერთად რომ მიგვეღო მონაწილეობა, დავლეწავდით კრამიტებს”

ეს ყველაფერი იქნება.

აი, 5 ოქტომბრიდან რა იქნება, ეგ ჯერ გაუგებარია.

მაგრამ დასაკიდებელია.

ახლა ამოცანა არის:

ზაფხულშიპროტესტისშენარჩუნება

4-ში ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა”, – წერს ჯაფარიძე.

გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვლადიმერ ჩაჩიბაიას გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია მივიდა.

ჩაჩიბაიას პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, – აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე. გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.

რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7106 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7106 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1725 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1565 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0160 ლარი შეადგინა.