Home Blog Page 8

 როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა, საიდან ფინანსდები, ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე-მამუკა ხაზარაძე

ამ ძალიან მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში ამ თემაში შეყოლას არ ვაპირებ, მაგრამ უნდა ითქვას…პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი „ქოცური“ ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა „ოცნების“ „მესიჯბოქსში“ და სცენარში მონაწილეობა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ახლა გეტყვით ჩვენს პოზიციას – ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ.

პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს.

P.S. როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა „ოცნების“ „მესიჯბოქსით“ საუბრობ, დაე, ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს.

ან, ვის აწყობს ახლა „ოცნების“ მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!“,- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა -ირაკლი კობახიძე

ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის და შესაბამისი პოლიტიკური რესურსის განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

„ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა. გამოწვევა არის ნომერ პირველი და შესაბამისად, ამოცანაც არის ნომერ პირველი. ლიბერალურ ფაშიზმს აქვს კონკრეტული ინსტრუმენტები და ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ინსტრუმენტებს. როგორც ამერიკას აქვს თავისი დიფ სთეითი, რომელიც ანგრევდა მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს, ეს დონალდ ტრამპის სიტყვებიც არის, მან თქვა პირდაპირ, რომ თუ ამერიკა არ დაანგრევს დიფ სთეითს, დიფ სთეითი დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ოთხი წლის განმავლობაში დიფ სთეითი და ეს არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები ანგრევდა აშშ-ს და არა მარტო აშშ-ს. ნახეთ, რა დამართა მსოფლიოს დიფ სთეითის გავლენებმა. სრული დარღვევა სიმშვიდის და მშვიდობის, მსოფლიო მასშტაბით. ჩვენს გარშემო განსაკუთრებით – უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, სირია. უბედურება ხდება ყველგან, ჩვენს გარშემო. არაერთი ომი გადახდა არაერთ ქვეყანას ამ წლების განმავლობაში. ეკონომიკური პრობლემები. ევროკავშირში არის უმძიმესი ტენდენციები ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მოიტანა არაფორმალურმა გავლენებმა და ე.წ დიფ სთეითმა. ჩვენ გვაქვს პატარა დიფ სთეითი საქართველოში და ჩვენთვისაც სწორედ ასეთივე პრინციპული ეროვნული ამოცანაა დიფ სთეითთან დაპირისპირება. ვგულისხმობ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელსაც აქვს თავისი ინსტრუმენტები ჩვენს ქვეყანაში. ანალიზი გვაქვს გაკეთებული. გამჭვირვალობის შესახებ კანონის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ფინანსური წყაროები გაგვეხადა გამჭვირვალე ამ არაფორმალური გავლენებისთვის და რევოლუციების გამუდმებული მცდელობისთვის. არის კონკრეტული ინსტრუმენტები და ამას უნდა დავუპირისპირდეთ. არის რესურსი, რომ ოთხი წლის თავზე განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენ დიფ სთეითი უნდა მოვშალოთ, რასაც განასახიერებს ის ძალები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში” მოიაზრება, სხვადასხვა განშტოებებით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა. ამისათვის ლიბერალური ფაშიზმის განეიტრალება და შესაბამისი პოლიტიკური რესურსის განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ქვეყანა უნდა დამშვიდდეს, ეს არის ჩვენი ეროვნული გამოწვევა და ეროვნული ამოცანა. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება სხვა ამოცანების შესრულებასთან ერთად, როგორის არის დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ეკონომიკური განვითარება და ა.შ.”, – განაცხადა პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ სასახლის არდატოვება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულს, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არა მარტო მისთვის, არამედ ნებისმიერისთვის, ვინც ამაში იქნება ჩართული -ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილის მიერ სასახლის არდატოვება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არა მარტო თავად სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამაში იქნება ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეიძლება, პატრონებისთვის თავი გაწიროს სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ მას მოუწევს გაწიროს პირობითად 100 კაცი, რომელიც მასთან ერთად გამაგრდება ათონელის რეზიდენციაში.

„მგონია, რომ გონივრულ, პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარი მიზეზი, რატომაც ასე მგონია არის ის, რომ სასახლის არდატოვება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არა მარტო თავად სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამაში იქნება ჩართული. შეიძლება, პატრონებისთვის თავი გაწიროს სალომე ზურაბიშვილმა და ხშირად მარტივად წირავენ ხოლმე საკუთარ აგენტებს ეს პატრონები, მაგრამ მას მოუწევს გაწიროს პირობითად 100 კაცი, რომელიც მასთან ერთად გამაგრდება ათონელის რეზიდენციაში. თუ დაავალეს, ყველაფერი შეიძლება, გააკეთოს. ერთადერთი ვერსია, როცა მე ვუშვებ ამის გაკეთებას სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, არის ის, რომ მას ძალიან ხისტად ავალებენ რეზიდენციაში დარჩენას, სხვა შემთხვევაში თავი გასწიროს ციხისთვის, თან მრავალწლიანი პატიმრობისთვის 72 წლის ქალმა, ან გაწიროს 100-150 ადამიანი მრავალწლიანი პატიმრობისთვის, ეს არ მგონია, მაინცდამაინც რეალური. დავალების პირობებშიც კი მგონია, რომ წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სირცხვილია, რასაც ვისმენთ, რომ სისტემური ძალადობა და მშვიდობიანი პროტესტი იყო, ასეთი სამარცხვინო ტყუილი დასავლური სივრციდან, ძალიან მძიმედ აისახება დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციაზე -ირაკლი კობახიძე

სირცხვილია, რასაც ჩვენ ვისმენთ – ერთი, რომ სისტემური ძალადობა იყო, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო ტყუილი და მეორე ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი იყო, ესეც არის სამარცხვინო ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, გამოძიება წარიმართება ყველა ფაქტთან დაკავშორებით.

„თავიდანვე დაიწყო გამოძიება. იყო დაახლოებით 500-კაციანი ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფება, რომელიც ძალიან უხეში ფორმით მოქმედებდა და ყველანაირ მასალებს იყენებდა ამისთვის, უმძიმესი შეურაცხყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ა.შ. ჩვენი მთავარი ამოცანა რა იყო, ერთი, რომ მძიმე განვითარება არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს და მთავარი იყო, პირველ რიგში, მსხვერპლის თავიდან აცილება. მადლობა ღმერთს, ეს ძალიან ეწყინა „მაკკეინის ინსტიტუტს”, მაგრამ სწორედ ასე წარიმართა პროცესები. ჩვენ ასეთი მძიმე შედეგი ავიცილეთ თავიდან და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება, თითოეული პოლიციელის და ხელმძღვანელობის დამსახურება.

მეორე იყო, თუნდაც ისეთი შედეგის თავიდან აცილება, რაც ცალკეული ადამიანის ჯანმრთელობას დაატყობდა კვალს. თქვენ გახსოვთ, როგორ დასრულდა, მაგალითად  საქართველოში 2011 წლის შეკრების დარბევა, ოთხი კაცი მოკლეს პირდაპირ მშვიდობიან შეკრებაზე. ასევე მინდა, შეგახსენოთ გახარიას გმირობა 2019 წელს, როდესაც 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. ასეთი იყო კონკრეტული ადამიანების, მერაბიშვილის, გახარიას პასუხი გარკვეულ აქციებზე, მიტინგებზე, მეორე შემთხვევაში იყო ძალადობრივი. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მსხვერპლი აგვეცილებინა თავიდან და არა მარტო მსხვერპლი, არამედ ასეთი მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე აგვეცილებინა თავიდან. ეს მთავარი ამოცანა არის შესრულებული და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება. რაც შეეხება ცალკეულ გადაცდომებს, მათ შორის, მძიმე ინცინდენტებს, რაც ძალიან უსიამოვნო იყო, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, ეს გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ როდესაც ერთ მხარეს გმობ, ასეთ ინცინდეტებს და ძალადობრივ ქმედებებს, ჯერ უნდა დაიწყო ინიციატორებით და უნდა დაგმო შესაბამისი ადამიანების ძალადობა. ორივე მიმართულებით ხომ სირცხვილია, რასაც ჩვენ ვისმენთ.

ერთი, რომ სისტემური ძალადობა იყო, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო ტყუილი, რასაც ამბობენ და მეორე ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი იყო, ესეც არის სამარცხვინო ტყუილი. ასეთ სამარცხვინო ტყუილს რომ ისმენენ ჩვენი მოქალაქეები დასავლური სივრციდან, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ აისახება დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციაზე. კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ, თვითონ ევროკავშირისვე კვლევით, ბოლო 6 თვეში, ამ აქციებამდე და ამ აქციების მერეც იქნებოდა ეს ტენდენცია, 6%-ით არის დაკლებული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ქართულ საზოგადოებაში. ასეთ სამარცხვინო განცხადებებს რომ ისმენენ ჩვენი თანამოქალაქეები, ეს აკნინებს ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას საზოგადოების თვალში. რატომ აკეთებენ ამას მე არ ვიცი, უფრო სწორად, ვიცი რატომაც აკეთებენ, მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა, უნდოდათ ამ ქვეყნის უბედურებაში გახვევა, ამას ვერ მიაღწიეს, საუბარი მაქვს კონკრეტულ ბიუროკრატებზე, ჩინოვნიკებზე, პოლიტიკოსებზე, რომლებიც კონკრეტულ გავლენას მიყვებიან. ვერ მოახერხეს ეს და ახლა სამარცხვინო განცხადებებით ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას და ქვეყანას. წარუმატებელია მათი ეს მცდელობები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები უკრაინული „მაიდნის“ დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც, ამ კოორდინირებული ქმედების მიზანია ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა-ირაკლი კობახიძე

როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები „მაიდნის“ დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც. ეს არის კოორდინირებული მოქმედება, რისი მიზანიც არის ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურად გავრცელება ქვეყანაში, ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლიბერალური ფაშიზმი ისეთივე ხელოვნურად დალაგებულია გარედან, როგორიც 100 წლის წინ იყო ბოლშევიზმი.

„რატომ იყო ქართველი ბოლშევიკი ზუსტად ისეთი, როგორიც იყო რუსი, ყაზახი ან ნებისმიერი რესპუბლიკის ბოლშევიკი. არ განსხვავდებოდა ქართველი ბოლშევიკი რუსი, ბელარუსი, ყაზახი, უკრაინელი თუ ნებისმიერი სხვა რესპუბლიკის წარმომადგენელი ბოლშევიკისგან. იდენტურები იყვნენ, იმიტომ, რომ ერთიანი დალაგებული იდეოლოგია იყო. როგორც შემოვიდა გარედან ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა ბოლშევიზმი და გაიდგა ფესვები, ასე ხდება დღესაც. გარე დაფინანსება გარე გავლენები, „დიფ სთეითის“ გავლენები და ასე ხდება ხელოვნურად ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება საქართველოში. ხშირად მომყავს ხოლმე სლოვაკეთის მაგალითი. ჩართეთ რობერტ ფიცოს 10-წუთიანი ვიდეო, რა მექანიზმებითაც მუშაობს სლოვაკეთში ლიბერალური ფაშიზმი, ზუსტად იგივე მექანიზმები მოქმედებს საქართველოშიც. ეს არის ქართლი კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინაში „ხელოვნური ემოციების გამოწვევის შედეგად“ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„რა მოუტანა ამ ყველაფერმა უკრაინას? მაიდნამდე, 2013 წელს, უკრაინა იყო სახელმწიფო სუვერენიტეტით, ტერიტორიული მთლიანობით, ეკონომიკა ვითარდებოდა, თითქმის 200 მილიარდი იყო უკრაინის ეკონომიკა. სტანდარტული ტემპითაც რომ გაგრძელებულიყო განვითარება, მინიმუმ 400 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო დღეს უკრაინის ეკონომიკა, შეიძლება ნახევარ ტრიოლიონსაც მიეღწია. დღეს უკრაინას დაკარგული აქვს ტერიტორიების 20%, ასეთ მძიმე ვითარებაში მთლიანობაში მორღვეულია სუვერენიტეტი, აქვს უმძიმესი ვითარება ეკონომიკის კუთხით, 400 მილიარდს ვინ ჩივის, 200-ზე ბევრად უფრო ნაკლებია დღეს ეკონომიკა. წარმოიდგინეთ, 2013 წლის შემდეგ ნომინალური ეკონომიკა არათუ ვერ გაიზარდა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მათ შორის ენერგეტიკული თვალსაზრისით მთლიანად დაკარგა დამოუკიდებლობა, 20% არის ოკუპირებული და 100 ათასობით ადამიანი დაღუპულია, რაზეც პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობდა. ეს არის, რასაც იწვევს ხოლმე გარედან ხელოვნურად დალაგებული ემოციები. როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები მაიდნის დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც. ეს არის კოორდინირებული მოქმედება, რისი მიზანიც არის ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურად გავრცელება ქვეყანაში, მერე მიზანია ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა, აგენტურის დასმა და ამ აგენტურის დასმის შედეგები რაც არის სხვა ქვეყნებში, ვნახეთ. არ არის პრაქტიკულად შემთხვევა, რომ ასეთ მოვლენების შემდეგ მყისიერად ომში არ გახვეულიყო ქვეყანა“, – აღნიშნა პრემიერმა.

 ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს -ნიკა გვარამია

ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო – აი, ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“,- წერს ნიკა გვარამია.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორიშორებული ცნებებია, გულწრფელად ეშინიათ საჯარო დისკუსიის, რასაც ერთადერთი მიზეზი აქვს, მათ იციან, სად არის სიმართლე -პრემიერი

დისკუსიას გაურბიან, ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, მათ იციან, სად არის სიმართლე და ამიტომ ეშინიათ ასეთი დისკუსიის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სუბიექტსა და ადამიანს დისკუსია არაერთხელ შესთავაზა და ეს შეთავაზება ძალაში რჩება.

„ახალგაზრდებზე გავაკეთე აქცენტი. შემდეგ გამოვიდა მაგალითად შოთა არველაძე, მან გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ხელისუფლება არ ესაუბრებოდა საზოგადოებას. მას მივმართე, წამოეყვანა 10-12 კაცი, ვის კომპეტენციაშიც ან გულწრფელობაშიც იყო დარწმუნებული და აქაც ნახეთ გარიდება საჯარო დისკუსიისგან. ისევე ეშინიათ მათ დისკუსიის, როგორც ფილმებში ეშმაკს რომ ჯვარს აჩვენებენ და ისტერიკას უპირისპირებს, ასეთი რაღაც ემართებათ. რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორიშორებული ცნებებია. გულწრფელად ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს. მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ვინც არის რადიკალური ოპოზიციის თუნდაც რიგითი მხარდამჭერი, თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის ის, რომ არ არის მართალი და რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. სხვა მიზეზი და ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს გაქცევას შეთავაზებიდან საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ საჯარო დისკუსიას, ისინი გაურბიან. 2012 წლამდე იყო პირიქით, ხალხი ითხოვდა დალაპარაკებას ხელისუფლებისგან და ხელისუფლება იყო ჩაკეტილი. ჩვენ ვითხოვთ, ახლაც ვიმეორებ იგივე შეთავაზებას. 10-12 კაცი შეიკრიბოს, ვისაც აქვს პრეტენზია გულწრფელობაზე და ვისაც აქვს ინტერესი, რომ მიიღოს კითხვებზე პასუხი, მოვიდნენ, პირდაპირი ეთერის ფორმატში და გავმართოთ დისკუსია. დარწმუნებული ვარ, იგივე გაგრძელდება, რაც აქამდე იყო. გაურბიან დისკუსიას. ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, მათ იციან, სად არის სიმართლე და ამიტომ ეშინიათ ასეთი დისკუსიის“,- განაცხადა პრემიერმა.

 ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი -ირაკლი კობახიძე

ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში გარკვევით იყო საუბარი, რომ დღის წესრიგში არ დგება ერთადერთი საკითხი, მოლაპარაკებების გახსნა, რასაც შანტაჟის საფუძვლად იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ.

„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება 28 ნოემბერს, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ კონკრეტულად ერთადერთ საკითხს – ეს არის მოლაპარაკების გახსნა, რასაც ამდენი ხანია, იყენებენ შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ. ერთადერთი რამ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, კვარტალში ერთხელ რომ იკრიბება ევროპული საბჭო, კვარტალში ერთხელ შანტაჟისთვის არ დაიტოვონ ეს საკითხი და არ უთხრან ქართველ ხალხს, რომ არ გიხსნი მოლაპარაკებებს, ეს იყო ერთადერთი, რისი დაშვებაც ჩვენ არ გვინდოდა. დანარჩენი ყველაფრისთვის ვარ მზად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იგივე განცხადებაში, რაც გაკეთდა 28 ნოემბერს, პირველივე აბზაცში იყო ხაზგასმით ნათქვამი, რომ ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს უალტერნატივო არჩევანი, ევროპული ღირებულებები არის უალტერნატივო და ეს ყველაფერი ლაიტმოტივად გასდევდა მთელ წერილს.

„ადამიანს თუ გააზრება უნდოდა ამ ყველაფრის, ძალიან მარტივად იკითხებოდა, შავით თეთრზე ეწერა. შენ რომ ხარ ბიზნესმენი, შენ არ ხარ ნებისმიერი რიგითი მოქალაქე და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, რომ წერილს გაეცნო თავიდან ბოლომდე. პირველივე აბზაცში წერია, რომ არა თუ არ ვაჩერებთ ევროინტეგრაციას, არამედ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონკრეტულად 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 90 პროცენტზე მეტს შევასრულებ, როგორც ასოცირების, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების. ეს რომ გიდევს წინ და ამ ტყუილს იჯერებ, რომელიც მოიგონა ჯერ „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ და შემდეგ ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა, აქ კეთილსინდისიერების პრობლემას ვხედავ მე, ან არის გულგრილობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. შენ თუ გამოდიხარ მერე პოლიტიკური განცხადებით, რომ ხარ ბიზნესმენი ან ნებისმიერი სხვა, თუ შენ ამ პასუხისმგებლობას იღებ, რომ გამოხვიდე პოლიტიკური განცხადებით, კეთილი ხომ უნდა ინებო და ეს განცხადება ხომ უნდა წაიკითხო, რის საპასუხოდაც საუბრობ. იქ შავით თეთრზე ეწერა ყველაფერი, ისინი მაინც გამოდიან და იმეორებენ იმ ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ და რაც გაიმეორე ევროკავშირის ელჩმა. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ეს არის არაკეთილსინდისიერება. მათ იციან ყველაფერი, ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ არ შეგვიჩერებია, ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი, ერთადერთი რაც ითქვა ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ მოლაპარაკებები გახსნის საკითხს ჩვენი მხრიდან. მარტო ეს იყო ნათქვამი, ეს იციან ძალიან კარგად, მაგრამ იმეორებენ იგივე ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ თავის დროზე და რაც სამწუხაროდ, ცალკეულმა დიპლომატებმა ევროკავშირიდან გაიმეორეს. ეს არის ძალიან სამწუხარო, ამის მთავარი მიზეზი არის რა – ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიკერძოება, გადაყოლილი არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ვერ ელევიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბიზნესმენს როგორ შეიძლება, უნდოდეს „ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო მათი მთავარი ხელწერა.

„დღესაც რასაც აკეთებენ, ზეწოლა ბიზნესზე, ე.წ. ბულინგი, მცდელობა, რომ ჩაითრიონ პოლიტიკაში, ზუსტად იგივეა, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე, იგივე ფორმით ვეღარ აკეთებენ, ვეღარ ართმევენ ქონებას ადამიანებს, ვეღარ ართმევენ ფულს ადამიანებს, მაგრამ ამ ფორმით ცდილობენ ძალადობას ბიზნესზე. ბიზნესმენი რომ ხარ და დაბრუნება რომ გინდა იმ პოლიტიკური ძალების, ჩემთვის ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ისინი ელოდებიან პოლიტიკური ცვლილებებიდან გამორჩენას, სხვა ახსნა მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ასეც და ისეც, ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველო ენდობა პარტნიორებს, მე თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს 29 დეკემბერს და შემდგომშიც, ახალ არჩევნებამდე-სალომე ზურაბიშვილი

საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს, მე თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს 29 დეკემბერს და შემდგომშიც, ახალ არჩევნებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსლეში წერს.

„საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს! 29-ში და შემდგომშიც – ახალ არჩევნებამდე“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

https://x.com/Zourabichvili_S/status/1872339652667126220

 საქართველოს ოცნებაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანება, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს -ჯიმ რიში

ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს ოცნებაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანება, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. ტაშს ვუკრავ ხალხის შეუპოვრობასა და უფრო ნათელი მომავლისადმი ერთგულებას, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლის გადატანაც მოუწიათ”,- წერს

ჯიმ რიში.

https://x.com/SenateForeign/status/1872322781209366996

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს გარკვეული შფოთვა და გაურკვევლობა ახლავს, მაგრამ მუშაობის პროცესში ეს განცდა თანდათან გაქრება. მნიშვნელოვანია თქვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რასაც ზოგჯერ ყურადღებას არ აქცევთ. შინაგანი ჰარმონია კონცენტრირებასა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, მიღებული წინადადებები ყურადღებით შეისწავლოთ და ფიქრისთვის დრო ითხოვოთ.

კურო

ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, განსაკუთებით მით უფრო, თუ ხშირად უმიზეზოდ კამათობთ. თანდაყოლილი ტაქტი და დიპლომატიური უნარები დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. გირჩევთ, ცხოვრების წესში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ და კვების რაციონის დაბალანსებასა და რეგულარული ვარჯიშის დაწყებაზე იზრუნოთ.

ტყუპი

სამუშაო ადგილზე ახალი გამოწვევები გელით. ცდუნებები ყურადღებას გიფანტავთ: კოლეგებთან ერთად ყავის დალევა, სოციალური აქტივობები ან ახალი ჭორები გაიძულებთ, საქმეს მოწყდეთ და ყურადღება სხვაგან გადაიტანოთ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენაა. შესაძლოა, მარტოხელა ტყუპი საინტერესო ადამიანს შეხვდეს და თავდავიწყებით შეუყვარდეს.

კირჩხიბი

მოვლენებით დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, უსიამოვნო შეხვედრები და საუბრები გელით, რომლებსაც სიამოვნებით აიცილებდით თავიდან. გარშემომყოფები ძველ შეცდომებს გახსენებენ, რაც არც ისე სასიამოვნოა. ეცადეთ, წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მოგვიანებით შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

ლომი

სამსახურში პასუხისმგებლობას არ გაურბიხართ და ლიდერის უნარებს ავლენთ. საკუთარი თავის ელეგანტურად წარმოჩენის უნარი ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. ამ დღეს თქვენს მომხიბვლელობას ვერავინ უძლებს. ეცადეთ, ამით ისარგებლოთ და კოლეგებს – დახმარება, მენეჯმენტს კი დასვენება სთხოვოთ. დაიმახსოვრეთ, რომ შეუსვენებლად მუშაობამ შეიძლება სტრესი და ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

ქალწული

სამსახურში გარკვეული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებით, რაც გაიძულებთ, კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. ხელსაყრელი დღეა განვლილი ცხოვრების შეფასებისა და მედიტაციისთვის. შესაძლოა, განმარტოება და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა მოგინდეთ, მაგრამ მოზღვავებული საქმეები ამის საშუალებას არ გაძლევთ. ეცადეთ, სურვილი რეალობას შეუფარდოთ. საღამოს შეგიძლიათ იოგით ისიამოვნოთ, რაც შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.

სასწორი

მუშაობის დროს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ სწორად არჩეული სტრატეგია დავალებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ზოგი სასწორისთვის დადებითი ცხოვრებისეული ცვლილებები დაიწყება – სავარაუდოდ, ისინი ოჯახურ ან სასიყვარულო ცხოვრებას ეხება. მარტოხელა სასწორს საინტერესო შეხვედრა ელის, ამიტომ უნდა ეცადოს, სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.

მორიელი

ძველი უთანხმოების მოგვარებას და სიმართლის გარკვევას ცდილობთ. მშვენიერი იდეაა, მაგრამ საუბრის შემდეგ ვიღაცას რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რისთვისაც მზად არ ხართ. თქვენი ცნობისმოყვარეობა იზრდება, ამიტომ ცდილობთ, მეტი ინფორმაცია მოიძიოთ. დაფიქრდით, იქნებ ოჯახს ან ახლობელ ადამიანს თქვენი ყურადღება აკლია. თუ ასეა, ეცადეთ, ეს დეფიციტი შეუვსოთ. მეგობრულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა მოგეჩვენოთ.

მშვილდოსანი

კოლეგების დახმარება უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. ოპტიმიზმი და შრომისმოყვარეობა თქვენ წინაშე მოულოდნელ შესაძლებლობებს გააჩენს. მთავარია, თქვენთვის უცნობ საქმეს არ შეეჭიდოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევთ.

თხის რქა

პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებაშიც გახასიათებთ. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ სხვისთვის მიცემული პირობა შეასრულოთ და ურთიერთობა სიყვარულით იყოს სავსე. ამ დღეს სამუშაო მეორეხარისხოვანი გახდება. ეცადეთ, ადამიანებს თქვენთვის მიყენებული წყენა აპატიოთ და უსამართლობა დაივიწყოთ.

მერწყული

ამ დღეს სურვილებსა და რეალურად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ – უნდა დასჯერდეთ იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობთ ან სასურველის ძებნა გააგრძელოთ და იმედი გქონდეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ამ დღეს უარი თქვით ხმაურიან წვეულებაზე და საღამო ოჯახთან ერთად, მშვიდ ატმოსფეროში გაატარეთ.

თევზები

ეს დღე ნაყოფიერი იქნება, თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის დროს გამონახავთ. თუ პირად ან საქმიან ურთიერთობებში რაღაც არ მოგწონთ, ნუ ეცდებით, გარშემო მყოფებს საკუთარი აზრი მოახვიოთ, ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს. კარგი დროა მოგზაურობის დასაგეგმად. თანამოაზრეებთან შეხვედრა სიამოვნებას მოგიტანთ.

რუსეთთან რომ ვაჭრობ, გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას -ირაკლი კობახიძე

არიან ადამიანები, რომლებიც იწუნებენ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, მარტივად ჩავეკითხებით ამ ხალხს –  შენ რომ ვაჭრობ რუსეთთან, რომ გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და იგივე სანქციების დაწესებას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ როგორია მისი შეფასება, როდესაც კომპანიების ნაწილი, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ, დიდ მოგებას იღებენ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ესეც არის იგივე ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ისინი საჯარო დისკუსიას გაურბიან.

„არიან ადამიანები, რომლებიც იწუნებენ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, მათ შორის, ალბათ მომხრე არიან, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთის ფედერაციას, ყოველ შემთხვევაში განცხადებების დონეზე. მარტივად ჩავეკითხებით ამ ხალხს –  შენ რომ ვაჭრობ რუსეთთან, გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და იგივე სანქციების დაწესებას. ან მეორე კითხვა – ევროპარლამენტი რომ გამოვიდა და მოითხოვა ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესება, გამოვიდა ვინმე და გააკეთა კრიტიკული განცხადება? ხომ აწყობთ, გააგრძელონ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ამაში ჩვენ ვერ გავკიცხავთ მათ, პირიქით, ჩვენ თვითონ ვართ მომხრე იმისა, რომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან შევინარჩუნოთ, მაგრამ შენ რომ ხარ ბიზნესმენი და რომ სარგებლობ ამ ყველაფრით და გაქვს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკურ შემოსავალს იღებ რუსეთთან ვაჭრობით, რატომ არ გამოხვედი და რატომ არ გააკრიტიკე ევროპარლამენტი იმისათვის, რომ სრულიად არაადეკვატური მოთხოვნა წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას. თუ შენ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თუ გრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უნდა დაიცვა ყველგან შენი სახელმწიფოს და შენი ქვეყნის ინტერესები, რატომ არ გამოხვედი და არ გააკრიტიკე ევროპარლამენტის აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა, ან სხვა ევროპელი პოლიტიკოსების აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა. ამ კითხვებზე არ აქვთ პასუხი, ამიტომ ვერ ჯდებიან ვერც  ერთ დისკუსიის ფორმატში, რომ არცერთ კითხვაზე მათ არ აქვთ პასუხი. ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, რაც არ უნდა დაისვას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.