Home Blog Page 8

გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი ბიზნესის დასასანქცირებლად, თვითგადარჩენის ინსტინქტით მაინც ბიზნესი სრულად უნდა გაემიჯნოს ივანიშვილს -თინა ბოკუჩავა

აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ერთი თვეა, ქუჩაში დაუღალავად დგანან და იბრძვიან ქვეყნის თავისუფლებისათვის. აშშ-მა ივანიშვილის სანქცირებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რუსულ ინტერესს და საქართველოში კლავს თავისუფლებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასანქცირებს ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გუშინ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ივანიშვილის სანქცირების შესახებ, რაც უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის დამსახურებაა და იმ ადამიანების, რომლებიც ზუსტად ერთი თვეა, დგანან რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ეს ასევე არის იმ დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის შედეგი, რასაც პოლიტიკური პარტიები დიდი ხნის განმავლობაში ვეწევით. დიდია სამოქალაქო ორგანიზაციების როლი და მადლობა მათ გაწეული შრომისთვის. გუშინ საბოლოოდ ჩამოინგრა ივანიშვილის პროპაგანდა პრეზიდენტი ტრამპის პირობებში აშშ-თან მისი რეჟიმის ურთიერთობების აღდგენის, როდესაც სწორედ რესპუბლიკელი და დონალდ ტრამპთან დაახლოებული ამერიკელი კანონმდებლების მოწოდებების ფონზე მოხდა საბოლოოდ სანქცირების გადაწყვეტილების მიღება. საგულისხმოა, რომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა გამოიყენა ე.წ. OFAC-ის სანქციების მექანიზმი, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი და არა გლობალური მაგნიტსკის აქტი, რაც ივანიშვილის რეჟიმის სხვა წევრების შემთხვევაში იქნა გამოყენებული. OFAC-ის ეს სანქციები (კონკრეტულად კი 14024 აღმასრულებელი ბრძანება) რუსეთის მავნე გავლენების ხელშეწყობას გულისხმობს და სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის განცხადებაში სწორედ ესაა ხაზგასმული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასანქცირებს ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გუშინდელი სანქციების გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ივანიშვილი ემსახურება რუსულ ინტერესებს და რუსულ სარგებელს და ისაა რუსული გავლენის აგენტი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ევრო-ატლანტიკურ მომავალს. სწორედ ესაა სანქციების საფუძველი, რომელიც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა ე.წ. OFAC-ის მექანიზმის ანუ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის გამოყენებით. დასანქცირდა ივანიშვილის აქტივები ამერიკაში. მას აეკრძალა ნებისმიერი აქტივის ლეგალურად გაყიდვა, იქნება ეს უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები თუ ფერწერული ტილოები. შავ ბაზარზე მათი გაყიდვის შემთხვევაში, კი მათი ღირებულება საბაზრო ღირებულების 10%-აც კი არ შეადგენს. ანუ ივანიშვილის ქონება სანქციების შედეგად ტოტალურად გაუფასურდა. ივანიშვილი ვერ განახორციელებს ვერცერთ ფინანსურ ტრანზაქციას ამერიკულ დოლარში. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო გადარიცხვა საქართველოდან წარმოებს ამერიკული ბანკების (ძირითადად კი სითიბანკის გავლით), რომელიც ავტომატურად დაბლოკავს ასეთ ტრანზაქციას. OFAC-ის სანქციები მოიცავს მეორად ეფექტს ანუ იურისდიქციას, რაც გულისხმობს, რომ შესაძლოა, დასანქცირდეს ნებისმიერი მესამე პირი ან ორგანიზაცია, რომელიც შევა ფინანსურ ურთიერთობაში ივანიშვილთან. თუ მაგალითად, ნებისმიერი ქართული ბანკის გამოყენებით ის გადარიცხავს ფულს, ბანკიც დგება სანქციების რისკის ქვეშ. ეროვნული ბანკის ან ნებისმიერი კომერციული ბანკის მხრიდან სასანქციო რეჟიმის დარღვევა უდიდეს დარტყმას მიაყენებს ქართულ საბანკო სისტემას, რასაც კატასტროფული შედეგები ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ივანიშვილს ასევე დაებლოკა წვდომა სინგაპურს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისაღებ ასეულობით მილიონ დოლარზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაქცია სრულ ფინანსურ იზოლაციაში.

„რამდენი ქეშიც არ უნდა შემოეპარებინა ოფშორებიდან საგანგებოდ მიღებული ოფშორების კანონის შედეგად, მას უკიდურესად გაუჭირდება ამგვარი იზოლაციის პირობებში ხანგრძლივად ოპერირება. ასევე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მისი ოჯახის წევრების დასანქცირებაზე, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლოს მათ გამოყენებით სანქციებისთვის თავის არიდება. და ბოლოს, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი ბიზნესის დასასანქცირებლად. ეს არის სწორედ ის მომენტი, როცა თუ პატრიოტული შეგრძნებები არა – თვითგადარჩენის ინსტინქტით მაინც ბიზნესი სრულად უნდა გაემიჯნოს სანქცირებულ პარიად ქცეულ ივანიშვილს. მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ზუსტად ერთი თვეა, დგას რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი დამსახურებაა. მადლობა ასევე სამოქალაქო სექტორს, რომელიც პოლიტიკური პარტიების პარალელურად, ასევე დაუღალავად მუშაობდა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე. ჩვენმა საერთო შრომამ და ძალისხმევამ შედეგი გამოიღო”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი – საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური-დიმიტრი ხუნდაძე 

დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ ჰპატიობენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქიცირება არის სამშობლოს სიყვარულისთვის პოლიტიკური დევნა.

„აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი – საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური. დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ ჰპატიობენ. სწორედ ამიტომ ზღუდავენ, მაგრამ სამშობლოს ბედით ვაჭრობა მისთვის დამახასიათებელი არ არის და ვერც ეს გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს! როგორც ჩანს „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები კარგად არ იცნობენ ქართულ გენს და საქართველოს ისტორიას, რომელსაც წარსულში ბევრად რთული პერიოდები გაუვლია და მისი ასაკი სამიათას წელს ითვლის!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი – მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად.

შეთავაზებები თიბისის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, 5 000 000 ლარის გამოყოფას გულისხმობს.

TBC x GLOVO 

თიბისი და გლოვო იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებსაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავლის წყარო. აღნიშნული ბიზნესების პროდუქციის Glovo-ზე განთავსების საკომისიო გადასახადს თიბისი სრულად დაფარავს.  მომხმარებლები კი, რომლებიც Glovo-დან მათ პროდუქციას შეიძენენ, თიბისის ბარათებზე დამატებით, 40%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობას, 27 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, თიბისის ბარათების მფლობელები შეძლებენ.

TBC x MYMARKET

თიბისი და MyMarket.ge იმ მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებიც არსებული ვითარების გამო, გაუქმებულ საშობაო მარკეტებში ვერ იღებენ მონაწილეობას. სპეციალურად მათთვის, MyMarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა და მასში ჩართვას HAPPYEUYEAR-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესები შეძლებენ.

მომხმარებლები, რომლებიც “ევროპული საახალწლო ბაზრობის” კატეგორიაში განთავსებულ  პროდუქციას MyMarket -ზე შეიძენენ, თიბისის ბარათებზე 40%-იან ქეშბექს მიიღებენ და პროდუქციის მიტანის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. შეთავაზება ძალაშია 18 იანვრის ჩათვლით.

(R)

პრემიერ-მინისტრი ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო და სილვას შეხვდა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2025 წელს  საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას.
ასევე  განიხილეს 2028 წელს  საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. ყურადღება დაეთმო ჩემპიონატის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ საქართველოს 2028 წლისთვის ექნება თანამედროვე ტიპის საწყლოსნო კომპლექსი, რომელშიც შესაძლებელი იქნება მსოფლიო და ევროპის დონის შეჯიბრებების ჩატარება, როგორც წყალბურთში, ასევე სხვადასხვა საწყლოსნო მიმართულებით.
ანტონიო და სილვამ მთავრობის მეთაურს შეხვედრისა და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება – შეიძლება, მოულოდნელად უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენონ. ეცადეთ, საჭირო ადამიანებთან კონტაქტები დაამყაროთ, რაც სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ.

კურო

შესაძლოა, სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ გამჭრიახობის წყალობით, თავს მალე დააღწევთ. მოემზადეთ ცვლილებისთვის. სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, ყველა მოვლენა აკონტროლოთ, ყველა სიახლე თუ ჭორი გაიგოთ, რადგან სწორედ ეს არის თქვენი წარმატების საიდუმლო. არახელსაყრელი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება.

ტყუპები

სამსახურში, პარტნიორებთან და კოლეგებთან საუბრებმა შეიძლება სასურველი შედეგი არ მოიტანოს. უსიამოვნო საუბრის თავიდან ასაცილებლად ჯობია, მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ. ყველაფრის მიუხედავად, გავლენიან ადამიანთან მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას შეძლებთ. ამ დღეს თქვენი დუმილი შეიძლება სიტყვებზე მრავლისმეტყველი აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს შესაძლებლობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

კირჩხიბი

სამსახურში, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა მოგემატებათ, მაგრამ გამჭრიახობის და შრომისმოყვარეობის დახმარებით ყველაფერს გაუმკლავდებით. ფინანსურ სფეროში სასიხარულო სიახლე გელით – შესაძლოა, წლის ბოლოს ფინანსური წახალისება მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ თუ თავი შეუძლოდ იგრძენით.

ლომი

კოლეგებთან პოლიტიკის ან საზოგადოებრივი ცხოვრების განხილვამ შეიძლება კამათი და უთანხმოება გამოიწვიოს, რაც ნამდვილად არ მოგეწონებათ.
შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ „კომფორტის ზონიდან“ გამოხვიდეთ და რაღაც ახალი სცადოთ. მით უმეტეს, რომ ამ დღეს ექსტრემალური ემოციებისთვის მზად ხართ!

ქალწული

მთელ დღეს სახლსა და სამსახურს შორის დროის განაწილებას მოანდომებთ – სამსახურში დაწყებული საქმეები დროულად უნდა დაასრულოთ და საოჯახო საქმეებსაც ყურადღება მიაქციოთ. ქალწულის ყველაზე წარმატებული იდეა თუ პროექტი სხვა ადამიანებს უკავშირდება. შესაძლოა, მალე რამდენიმე ძალიან საჭირო ადამიანი გაიცნოთ ან ვიღაც ისეთი მოხიბლოთ, ვინც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სასწორი

ამ დღეს ბევრ შეხვედრას გეგმავთ, მაგრამ მზად უნდა იყოთ, რომ ყველა სასიამოვნო არ იქნება. სამსახურში მენეჯმენტმა შეიძლება თქვენი მუშაობის გამო უკმაყოფილება გამოთქვას ან გაგაკრიტიკოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან მიიყვანეთ. შესაძლოა, შვილების ან საყვარელი ადამიანის ქმედების გამო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მორიელი

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ რჩევებსა და მხარდაჭერას ნუ დაელოდებით. გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ, თუმცა კონფლიქტის თავიდან აცილება მაინც შესაძლებელია. პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება თავზე ბევრი საქმე დაგატყდეთ: საყვარელი ადამიანი პრობლემები, რომელთა გადაჭრაშიც მონაწილეობა უნდა მიიღოთ, საოჯახო საქმეები, ნათესავებთან ურთიერთობა და ა.შ. ახლობლებმა შეიძლება ახალი ამბით გაგაკვირვონ. შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ – ჩვეულებრივად მოიქცეთ თუ რაღაც შეცვალოთ. ეცადეთ, სამსახურში განსაკუთრებით მეგობრული იყოთ – დალიეთ ჩაი კოლეგებთან ერთად და რამე გემრიელით გაუმასპინძლდით.

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის საკითხების მოგვარება და სამუშაო იქნება. სავარაუდოდ, ბევრი შეხვედრა, მოლაპარაკება, კონსულტაციები და გამოცდილების გაცვლა გელით. ეცადეთ სამომავლოდ არაფერი გადადოთ და დღეს დაწყებული საქმე დღესვე დაასრულოთ. ზოგ თხის რქას მოულოდნელი ხარჯები ელის, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ.

მერწყული

შესაძლოა, მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით ოჯახში კამათი იყოს – მეგობრებთან ერთად ჯობია აღნიშვნა, თუ ოჯახთან ერთად. მეგობრებმა შეიძლება იმედი გაგიცრუონ, ამიტომ ამ დღეს საქმეში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ.

თევზები

ამ დღეს მთელი ყურადღება სამუშაოზე გაქვთ გადატანილი. შესაძლოა, მენეჯმენტმა ისეთი დავალება მოგცეთ, რომ უკმაყოფილება ვერ დამალოთ. კოლეგების საუბარმა შეიძლება ემოციურ სტრესამდე მიგიყვანოთ. ზოგადად, გარშემო მყოფებში მოჭარბებული ემოციურობა იგრძნობა, ამიტომ ნებისმიერ კამათსა და დაპირისპირებას უნდა ერიდოთ და განმარტოვდეთ. როგორი მაცდურიც არ უნდა ჩანდეს, გირჩევთ, ამ დღეს ნებისმიერ შემოთავაზებას უარით უპასუხოთ.

„ძლიერი თოვა და ქარბუქი“ – ხვალიდან ამინდი იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო, მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, ჟურნალისტის დასმულ კითხავს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

„ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია. მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მუქარებით, შანტაჟით. ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება, პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-თან, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 26 ოქტომბერს მოვიპოვეთ გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ვატარებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა – ირაკლი კობახიძე

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით რეალურად არაფერი შეცვლილა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე-ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, უბრალოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს – პრემიერი

შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ოპოზიცია არის გაკოტრებული.

„ერთადერთი ვინც მათ ასულდგმულებს, ესენი არიან გარე პატრონები, თუმცა ესეც არის აბსოლუტურად სუსტი იარაღი. საბოლოო ჯამში ოპოზიციას უწევს პარლამენტის აღიარება, ჯერ „ლელომ” აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, როდესაც მათ ისარგებლეს საკუთარი კვოტით საარჩევნო ადმინისტრაციაში და ახლა ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც უარი თქვა დაფინანსებაზე, იყო გვარამიას პარტია. ყველა დანარჩენმა აღიარა არჩევნების შედეგები. ეს ნიშნავს იმას, რომ ის შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთ ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა – ენტონი ბლინკენი 

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

„შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა წაშალეს დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვეს ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება. მეტიც, მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან, მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. შედეგმა საქართველო მოწყვლადი გახადა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაციას.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების მიმართ მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას. შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იმის გამო მოხდა, რომ ის „პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩაერთო ან ჩართვა სცადა ქმედებებში ან პოლიტიკაში, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან მათი სახელით, ან მათი სარგებლისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ.”

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”.

თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.

ამ ინიციატივის ფარგლებში, 30 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა გეძლევათ, თიბისის მობაილბანკში გააზიაროთ, რას უსურვებთ საქართველოს 2025 წელს.

თიბისი მიღებულ სურვილებს შეკრებს და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით გააჟღერებს.

გადადი მობაილბანკში, გააზიარე შენი სურვილი და გააგონე ხმა საქართველოს!