Home Blog Page 8

რუსეთთან რომ ვაჭრობ, გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას -ირაკლი კობახიძე

არიან ადამიანები, რომლებიც იწუნებენ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, მარტივად ჩავეკითხებით ამ ხალხს –  შენ რომ ვაჭრობ რუსეთთან, რომ გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და იგივე სანქციების დაწესებას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ როგორია მისი შეფასება, როდესაც კომპანიების ნაწილი, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ, დიდ მოგებას იღებენ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ესეც არის იგივე ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ისინი საჯარო დისკუსიას გაურბიან.

„არიან ადამიანები, რომლებიც იწუნებენ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, მათ შორის, ალბათ მომხრე არიან, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთის ფედერაციას, ყოველ შემთხვევაში განცხადებების დონეზე. მარტივად ჩავეკითხებით ამ ხალხს –  შენ რომ ვაჭრობ რუსეთთან, გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და იგივე სანქციების დაწესებას. ან მეორე კითხვა – ევროპარლამენტი რომ გამოვიდა და მოითხოვა ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესება, გამოვიდა ვინმე და გააკეთა კრიტიკული განცხადება? ხომ აწყობთ, გააგრძელონ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ამაში ჩვენ ვერ გავკიცხავთ მათ, პირიქით, ჩვენ თვითონ ვართ მომხრე იმისა, რომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან შევინარჩუნოთ, მაგრამ შენ რომ ხარ ბიზნესმენი და რომ სარგებლობ ამ ყველაფრით და გაქვს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკურ შემოსავალს იღებ რუსეთთან ვაჭრობით, რატომ არ გამოხვედი და რატომ არ გააკრიტიკე ევროპარლამენტი იმისათვის, რომ სრულიად არაადეკვატური მოთხოვნა წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას. თუ შენ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თუ გრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უნდა დაიცვა ყველგან შენი სახელმწიფოს და შენი ქვეყნის ინტერესები, რატომ არ გამოხვედი და არ გააკრიტიკე ევროპარლამენტის აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა, ან სხვა ევროპელი პოლიტიკოსების აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა. ამ კითხვებზე არ აქვთ პასუხი, ამიტომ ვერ ჯდებიან ვერც  ერთ დისკუსიის ფორმატში, რომ არცერთ კითხვაზე მათ არ აქვთ პასუხი. ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, რაც არ უნდა დაისვას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში -ირაკლი კობახიძე

როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწვეული იყო შეუზღუდავად ყველა ბიზნესმენი, მათ შორის ისინიც, ვინც „შეუერთდა გაუგებარ განცხადებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით“.

„ზოგადად, არ შეიძლება, ბიზნესი ასე ღრმად შედიოდეს პოლიტიკაში. როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში. ეს არის პრინციპები, რომელიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს. თუმცა, როდესაც იწერება მაიდნის სცენარები, იქ ეს პრინციპებიც აღარ მოქმედებს, რადგან ნებისმიერი სისტემა უნდა ჩამოშალოს, ეს არის ჩვენი არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთ ამოცანა, რომ მოიშალოს ყველა პრინციპი სახელმწიფოში, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ვინ როგორი კმაყოფილი დარჩა, ამაზე სჯობს, თავად ბიზნესმენებმა ისაუბრონ. ისინი იყვნენ შეხვედრის მეორე მხარე. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვქონდა საშუალება, მოსაზრებები გაგვეცვალა, ასევე დაისვა კითხვები, რომლებსაც ვუპასუხეთ. მათ შორის იყო კრიტიკული კითხვები კონკრეტულად ამ ბიზნესმენების მხრიდან. ეს დისკუსია თავისთავად საინტერესო იყო. ყველამ მოისმინა კითხვა-პასუხი და მგონია, რომ ამ ბიზნესმენების უდიდეს უმრავლესობას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, რაც შეიძლება, ადამიანს აწუხებდეს, როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ზოგადად სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. ყველას დავპირდი, რომ აუცილებლად უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა, მშვიდობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი მოკლევადიანი რყევები ყოველთვის აისახება ბიზნესსა და ლარის კურსზე, თუმცა ყოველ ჯერზე ძალიან მალე ხდებოდა როგორც კურსის, ისე ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება.

„ახლაც ასეა. როგორც კი ეს ძალადობრივი რესურსი გამოეცალა ოპოზიციას, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი. რა თქმა უნდა, აქ ეროვნული ბანკის როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეკონომიკური პროცესებიც თანდათან სულ უფრო მეტად სტაბილურდება. იანვრიდან ველოდებით, რომ სრული მასშტაბით აღდგება ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც გვქონდა მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, ამიტომ ამ კუთხით ბიზნესს არაფერი ემუქრება. ამ შეხვედრის შემდეგ იყო შეთავაზება ჩვენი მხრიდან, რომ იმ ბიზნესმენებთან, რომლებსაც ჰქონდათ კრიტიკული შეხედულებები, დამატებით ღია ეთერის ფორმატში, საჯაროდ გაგვემართა დისკუსია. ბიზნესთან შეთავაზება როცა იყო, მათაც გვთხოვეს, სახელებით არ დაგვეკონკრეტებინა, მაგრამ ხალხი ალბათ მიხვდება ვისზეც არის საუბარი, მათაც უარი განაცხადეს საჯარო დისკუსიაზე. თუ ფიქრობ, რომ მართალი ხარ, რატომ არ მოდიხარ ამ დისკუსიაზე? მათაც შეეშინდათ ამ დისკუსიის და უარი თქვეს პირდაპირ ეთერში დაჯდომაზე. ჯანსაღი დისკუსია იყო ის, რაც მათ შევთავაზეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ოთხი პოლიტიკური პარტიის სათავეშია, მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა არა რიგგარეშე, არამედ რიგიანი არჩევნები, მომდევნო არჩევნების თარიღია 2028 წლის 28 ოქტომბერი -ირაკლი კობახიძე

ცნობილია მომდევნო არჩევნების თარიღი, სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ ოთხ წელიწადში, ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ძლიერება გამოხატულია ხალხის რაოდენობით, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ფუჭია.

„ქუჩის პროტესტს აქვს სხვადასხვა დატვირთვა – როდესაც ქუჩაში გამოდის რეალურად 100 ათასი, 200 ათასი და 500 ათასი კაცი და როცა გამოდის 1000 კაცი, რაც დღეს მოხდა. 1000 კაციც არ იყო შეკრებილი დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას აქვს მნიშვნელობა. ოპოზიცია არის, თუ არ არის ძლიერად, ეს გამოხატულია პირველ რიგში ხალხის რაოდენობით. რესურსი აქვთ ნული. აქედან გამომდინარე, მათი საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე არის ფუჭი, როგორც იყო ოთხი წლის წინ. ოთხი წლის წინ ისინი იმუქრებოდნენ, ჰპირდებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები. ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ახლა სათავეში უდგას ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა არა რიგგარეშე, არამედ რიგიანი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ასეთივე მორიგი სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ ცნობილია უკვე მომდევნო არჩევნების თარიღი, ოთხ წელიწადში იქნება არჩევნები.

ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მანამდე, დაახლოებით 10 თვეში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საბოლოო ჯამში ისეთ რამეს გაუკეთებენ საკუთარ თავს, რომ იქაც სრულ ფიასკოს განიცდიან, რაც კარგია. ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, ეს კარგია, არა მარტო სუბიექტურად, არამედ ქვეყნისთვის არის კარგი, რომ სუსტდება ეს რადიკალური ოპოზიცია.  რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ საკრებულოებში მომავალ წელს, მით უკეთესი. რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მით უკეთესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი -ირაკლი კობახიძე 

28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ.

„წლის ბოლომდე ველოდით ასეთი ტიპის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ ცოტა გვიან იყო დაგეგმილი ამ პროცესების დაწყება. ამას უკავშირებდნენ 16 დეკემბერს, როცა ევროკომისიას, მინისტრთა საბჭოს ევროკავშირში უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების არგახსნასთან დაკავშირებით. ეს უნდა გამხდარიყო საბაბი იმისთვის, რომ მათ დაეწყოთ საპროტესტო აქციები და გადასულიყვნენ ძალადობაზე. შესაბამისად, 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი. მათ ჰქონდათ წინასწარ უზრუნველყოფილი ძალადობისთვის ყველანაირი მასალები. გავასაჯაროვეთ სტატისტიკა, პიროტექნიკასთან დაკავშირებით. პირველიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავდა. ისინი ემზადებოდნენ ასეთი ტიპის აგრესიისთვის, ძალადობისთვის. 28 ნოემბრის განცხადებამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესები.

პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ. როგორც კი წააგეს არჩევნები, მაშინვე დაიწყეს საპროტესტო აქციები. მათ დაგეგმილი ჰქონდათ, რომ გაეგრძელებინათ უწყვეტად ეს პროტესტი. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ წელიწადში ერთხელ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა. წლევანდელი წელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდათ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ დიდი რესურსი მათ არ აქვთ“, – განაცხადა პრემიერმა.

„ნაცმოძრაობამ” „ლელომ” და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, ისე მიდის საქმე, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში -ირაკლი კობახიძე

 
დღეს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ” „ლელომ” და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, მათ რაიმე შედეგის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება.
 
„როგორც არჩევნებში მოგებას, ისე ქუჩაში წარმატებას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას, ხედავთ, რომ ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. დღეს მათ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე. სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ” „ლელომ” და გახარიას პარტიამ, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები. ასეთი ნაბიჯები მომავალში გადაიდგმება და ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში”, – განაცხადა პრემიერმა.

ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები, როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას -პრემიერი

როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები.
“ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები დღეს, გვარამიას პარტიის გარდა სამივემ და გარდა ამისა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, დამატებით 2-მა პარტიამ, ვისაც ეკუთვნოდა დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები.
 როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს-ცესკო

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.

სალომე ზურაბიშვილმა  წარადგინა იურისტების ჯგუფი, რომლებიც მისი თქმით, აქციაზე დაკავებულ პირებს სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევენ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა იურისტთა ჯგუფი, რომელსაც ეკა ბესელიას მიერ დაფუძნებული „მართლმსაჯულების სახლი“ გაუწევს კოორდინაციას.

როგორც ზურაბიშვილმა ჯგუფის წარდგენისას განაცხადა, ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი დაიცავენ მოქალაქეებს და მისცემენ მათ სამართლებრივ რჩევებს. ზურაბიშვილის თქმით, იმუშავებს ცხელი ხაზიც.

„ეს ჯგუფი არის ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი, რომლებიც შეიკრიბნენ, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები. ამისთვის მგონი ცხელი ხაზიც იქნება, თუ არის უკვე და შემდეგ მათ გაუწიონ ყველა ის დახმარება, რაც სჭირდებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის ძალიან დიდი, მე ვიტყოდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს, რაც ხდება. ეს არის ის, რაც ქმნის საზოგადოებას. ჩვენ თვალწინ სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული თავისუფალი საზოგადოება. მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, არამედ ეს არის ჩვენი იმედის წყარო, რადგან ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერასოდეს ვერც ერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება, ვერ მოუგებს. შემართებული ადამიანებით ჩამოყალიბებული საზოგადოება ეს არის ის, რაც ყოველთვის ყველაფერზე გაიმარჯვებს.

მინდა, ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ ეს ჩვენგან მართლაც დიდ მადლიერებას იწვევს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან, კიდევ უფრო დაცული იყვნენ.  გვინდა, ისინი რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ ციხიდან. მე ამაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან, რადგან სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება. ვიდრე ეს არ მომხდარა, მანამდე თქვენი საქმეა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ბრიფინგზე იმყოფებოდა „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი ეკა ბესელიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ჯგუფს კოორდინაციას გაუწევს.

გიორგი ისაკაძე – „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმის მთავარი როლის შემსრულებელი -News Hub

ბიზნესის „თავისუფლების სადარაჯოზე“ მყოფი გიორგი ისაკაძე, სულ რამდენიმე წლის წინ ბიზნესის რეკეტსა და გაკოტრებაში თავად მონაწილეობდა, – წერს საინფორმაციო სააგენტო News Hub. 

სააგენტოს ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილის მიერ დაგეგმილი „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი სწორედ ისაკაძეა.

„ბანკი ქართუსთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნის და მისი ხელოვნური გაკოტრების მიზნით, საქართველოს იმჟამინდელმა იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა დაგეგმა და თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების და კერძო პირების მონაწილეობით შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრები თვალთმაქცური გარიგებებით ახდენდნენ „ბანკი ქართუა“ საბანკო სესხების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების გადამალვას – გასხვისებას. ადეიშვილს საჯარო მოხელეების ჩართულობით და კერძო სამართლის სუბიექტების მონაწილეობით და თანხმობით, „ბანკი ქართუს“ მოვალე კერძო სამართლის სუბიექტებისათვის უნდა შეექმნა გამოგონილი საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა თითქოსდა წარმოშობის დრო გაუსწრებდა ბანკის იპოთეკის/გირავნობის რეგისტრაციის თარიღს. ამის საფუძველზე მოხდებოდა საწარმოთა იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების აუქციონზე გატანა და აუქციონის ხელოვნურად მართვის გზით, ქონების პირდაპირ ნატურით სახელმწიფოზე გადაცემა, შემდგომ კი პირდაპირი მიყიდვის წესით ქონება უნდა დაბრუნებოდა იმ საზოგადოებებს, რომლებსაც „ბანკი ქართუს“ კრედიტორი ორგანიზაციები პირდაპირ ან ირიბად ფლობდნენ.

გეგმის თანახმად ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება განხორციელდებოდა საზოგადოებების ხელმძღვანელთა შეხედულებისამებრ – საგადასახადო შეთანხმებით შემცირების ან გაკოტრების რეჟიმში გადასვლის გზით. ზურაბ ადეიშვილმა აღნიშნული განზრახვა გაანდო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს ჯამბულ ებანოიძეს, რომელმაც შესაბამის თანამშრომლებს მისცა დავალება ეწარმოებინათ მოლაპარაკება ადეიშვილის მიერ გადაცემულ სიაში დაფიქსირებული საზოგადოებების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებთან ბანკის სასარგებლოდ გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცური გარიგებით სახელმწიფო საკუთრებაში დროებით მიქცევის მიზნით. ადეიშვილმა იძულებითი აუქციონების ჩატარების ორგანიზება დაავალა აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსს ნიკა მელიას. დავალების თანახმად აუქციონები ისე უნდა ჩაეტარებინა, რომ ბანკის სასარგებლოდ დატვირთული ქონება ყველა შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეულიყო. გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებული ჯგუფის მიერ შეირჩა სააქციო საზოგადოება „ბანკ ქართუს“ მოვალე ცალკეული იურიდიული პირები, რომელთა წარმომადგენლებიც წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით აზუსტებდნენ საგადასახადო დეკლარაციებს, შეჰქონდათ მათში ყალბი მონაცემები და აღიარებდნენ სახელმწიფოს წინაშე არარსებულ ვალებს. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა ედებოდა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას და აღსრულების გზით ექცეოდა სახელმწიფო საკუთრებაში.

ამის შემდგომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძე უზრუნველყოფდა ქონების წინასწარი შეთანხმებული ფასით პირდაპირი წესით მიყიდვას იგივე მოვალე საზოგადოებების ინტერესების სფეროში არსებულ ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის. დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებული ჯგუფის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ ორგანიზაციას წარმოადგენდა სააქციო საზოგადოება „ბანკ ქართუს“ მოვალე შპს „ლოგოსი“ და აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებული ამხანაგობა „თეთრი სახლი“. სწორედ შპს „ლოგოსის“ დამფუძნებელი და ამხანაგობა „თეთრი სახლის“ თავმჯდომარე იყო იმ პერიოდში გიორგი ისაკაძე. გიორგი ისაკაძის თანხმობითა და დახმარებით, შპს „ლოგოსის“ 2007 წლის თებერვალ-ივლისის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს „ლოგოისს“ წარმოეშვა 4 510 634.98 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება, ხოლო ამხანაგობა „თეთრი სახლის“ 2007 წლის იანვარ-დეკემბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ამხანაგობა „თეთრი სახლის“ წარმოეშვა 7 297 984.16 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას, რის შემდეგაც საგადასახადო სამსახურმა სააღსრულებო ბიუროს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების მიზნით.

ქონების ნაწილის შესყიდვაზე მონაწილეობის სურვილი არავის დაუფიქსირებია, ხოლო ნაწილზე ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა „ბანკ ქართუს “ წარმომადგენელმა, ასევე უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია „ჯეიმსთოუნპროპერთიმ“, რომელმაც ფორმალურად კონკურენცია გაუწია „ბანკ ქართუს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. მელიამ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. მითითება შესრულდა აღმასრულებლის მიერ და ქონება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა „ბანკი ქართუსთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხების და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები. ამის შემდგომ, გეგმის განხორციელება განაგრძო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგაძემ.

მისი დავალებით 2012 წლის მაისში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონებების 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ამხანაგობა „თეთრი სახლის“ წევრებზე, რომლებმაც შეიძინეს ქონება. თვალთმაქცური გარიგებების თანმიმდევრულად შპს „ლოგოსმა“ ასევე შეწყვიტა „ბანკი ქართუს“ სესხის გადახდა. აღნიშნულ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის გამო, 2022 წელს საქმეზე გამოიტანეს დადგენილება გიორგი ისაკაძის ბრალდების შესახებ. ისაკაძემ დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც შესთავაზეს სისხლისსამართლებრივი სასჯელისა და ნასამართლობისაგან განრიდება. 2022 წლის 10 მარტს გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულ გიორგი ისაკაძის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

წარსულში სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული გიორგი ისაკაძე ბიზნესის ტერორს კვლავ აგრძელებს. შეგახენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მისი ინიციატივით შეიქმნა პლატფორმაც, სადაც ხელახალი არჩევნების მოთხოვნის მიზნით მან კომპანიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. სწორედ ეს უკანასკნელი შეაფასა დღეს შალვა პაპუაშვილმა, სადაც მან ისაკაძეს ბიზნესის რეკეტის სახე უწოდა განაცხადა, რომ ის კომპანიები, რომლებიც ისაკაძის მხარდამჭერთა რიგებში არ გაერთიანდნენ „დასახვრეტთა სიაში“ მოხვდნენ, ” – წერია News Hub-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა, „ქართული ოცნების“ ბიუჯეტს დაუჭირა მხარი – ეს ადამიანები აღარ წარმოადგენენ “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას -“ნაციონალური მოძრაობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა ბიუჯეტს მხარი დაუჭირა, შესაბამისად, აღნიშნული პირები აღარ წარმოადგენენ „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“.

პარტიის განცხადების თანახმად, არსებულ ვითარებაში, ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხრიდან რაიონებში „რეჟიმის შედგენილი ბიუჯეტების მხარდაჭერა, კოლაბორაციის ტოლფასია“, რაზეც „თვალის დახუჭვა ხალხის ბრძოლის ღალატია“.

„ივანიშვილის რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი ცდილობს მიტაცებული ხელისუფლება შეინარჩუნოს ნებისმიერ ფასად. ქართველი ხალხი დედაქალაქსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში რეჟიმის დასამარცხებლად შეუპოვრად იბრძვის. ამ ბრძოლაში, რეჟიმი მის ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და საშუალებას იყენებს, მათ შორის, იმ ფინანსურ რესურსს, რომელსაც ქართული ბიზნესისა და ხალხის ჯიბიდან იღებს გადასახადების სახით.

ეს ფული არის ხალხის, მაგრამ მას რეჟიმი მისი ბერკეტების შესანარჩუნებლად, მათ შორის სადამსჯელო კრიმინალური რაზმების დაფინანსებისათვის და მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი მეთოდებით დასარბევად იყენებს.

ამ ვითარებაში, ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხრიდან რაიონებში რეჟიმის შედგენილი ბიუჯეტების მხარდაჭერა, კოლაბორაციის ტოლფასია, რაზეც თვალის დახუჭვა ჩვენი ხალხის ბრძოლის ღალატია.

ამგვარი ფაქტი მით უფრო მიუღებელია პუტინის რეჟიმთან 2012 წლიდან შეურიგებლად მებრძოლი ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ და სრულიად მოულოდნელად, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა, ინდივიდუალურ რეჟიმში, ფრაქციის თავმჯდომარის და პარტიის პოზიციის საპირისპიროდ, ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ საკრებულოს ბიუჯეტს დაუჭირა მხარი. აღნიშნულის გამო, წესდების შესაბამისი გადაწყვეტილებით, ეს ადამიანები აღარ წარმოადგენენ “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას”“, – წერია განცხადებაში.

  ადამიანი იყო შვედეთის პრემიერ-მინისტრი და რუსი იმპერატორივით აზროვნებს-რატი იონათამიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე

ადამიანი იყო შვედეთის პრემიერ-მინისტრი და აზროვნებს, და მეტყველებს რუსი იმპერატორივით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ხელმოცარული განცხადება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „დღის ქრონიკაში“ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებას.

„სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გვახსოვს, რომ ასევე შვედი პოლიტიკოსი დიდი წუხილით საუბრობდა, რომ საქართველოში „მაიდნის“ პერსპექტივა არ არისო და უნდა გააღრმაოთ პოლარიზაცია თქვენს ქვეყანაშიო. ახლა ეს ბატონი გამოვიდა და ამბობს, რომ თურმე საქართველოს სუვერენიტეტი საერთოდ არ უნდა გააჩნდესო და სხვები უნდა უნიშნავდნენ პრეზიდენტებს, პარლამენტს და ასე შემდეგ. ძალიან მარტივია ეტყობა, როდესაც შენ ცხოვრობ შვედეთში და სხვას მოუწოდებ ქვეყანაში, რომ ჰქონდეს ომი, სისხლისღვრა, განუკითხაობა, ქაოსი და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ასეთი ვითომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები და სინამდვილეში ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, რომ გამოდიან და მათ აქ თუნდაც რაღაც მცირე ჯგუფების სახით მხარდამჭერები უჩნდებიან ხოლმე, ეს ძალიან შემაშფოთებელია, რასაკვირველია, ვინაიდან ამით ვხვდებით, რომ ვისაც ასეთი განცხადებები მოსწონს რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ რომელიმე უცხოურმა ორგანიზაციამ უნდა დანიშნოს საქართველოში პრეზიდენტი, მთავრობა და ასე შემდეგ, და ეს მერე ვიღაცას მოსწონს ის, რა თქმა უნდა, ამით გვეუბნება, რომ მას სინამდვილეში არ მოსწონს დამოუკიდებლობა, არ მოსწონს სუვერენიტეტი, არ მოსწონს ის, რომ საქართველოს სახელმწიფო შეიძლება იყოს შემდგარი სახელმწიფო და მას უბრალოდ მონური ფსიქოლოგია გააჩნია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის მსგავსი განცხადებები მიუღებელი უნდა იყოს, მიუხედავად მისი განწყობისა ხელისუფლების მიმართ.

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. „ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ მიაჩნიათ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, – დაწერა ბილდტმა.

 “ქართული ოცნება” ჩაგრავს პატრიოტიზმისთვის პროფესიონალებს და ათავისუფლებს მათ სამსახურებიდან, ამის თვალსაჩინო მაგალითია გიგა სოფრომაძე-მამუკა ხაზარაძე

“ქართული ოცნება” ჩაგრავს პატრიოტიზმისთვის პროფესიონალებს და ათავისუფლებს მათ სამსახურებიდან. ამის თვალსაჩინო მაგალითია გიგა სოფრომაძე, რომელიც 8 წელი ემსახურებოდა შშმ პირთა პროგრამების აღსრულებას თბილისის მერიაში და დღეს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს მას თბილისის მერი დაკავებული პოზიციიდან , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“როგორც ჩანს კახა კალაძემ მერიაში სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო და ცდილობს ასე შეაშინოს განსხვავებული აზრის მქონე, თავისუფალი ადამიანები!

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, განსაკუთრებული საჭიროებების პირთა საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი გუნდის საქმიანობაში.

სოლიდარობას ვუცხადებთ გიგა სოფრომაძეს, ვთავაზობ მას, რომ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა და მუშაობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებებისთვის.

გიგა სოფრომაძე და მისი ოჯახი არ დარჩება შემოსავლის გარეშე, არც წინასაახალწლოდ და არც შემდგომში. ამას ჩვენ სპეციალური ფონდით უზრუნველვყოფთ!“, – წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, გიგა სოფრომაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„8 – წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო… არ ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი, მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს… რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?! თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების “ღირსებაზე” იყოს”, – დაწერა სოფრომაძემ.