Home Blog Page 8

შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით გამოძიება კიდევ ერთი მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს

შინაგან საქმეთა სამინისტომ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით გამოძიება კიდევ ერთი მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე-სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯადი ქმედებაა“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 სექტემბერს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6921 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6925 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1575 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.

საზოგადოებას დაპირისპირების ის ფორმა არ უნდა ახასიათებდეს, რაც „ოლეთა“ სექტას სჩვევია -გია ვოლსკი

ჩვენს საზოგადოებას არ უნდა ახასიათებდეს პიროვნული დაპირისპირების ეს ფორმა და დონე, რომელიც ამ „ოლეთა“ სექტას სჩვევია – ქალებს თავიანთი ფუნქცია აქვთ, განსაკუთრებით პატარა გოგონებმა ისეთი გინება უნდა შესთავაზონ პროცესს, რომლებიც წინა პლანზე მდგომ ბიჭებს წაახალისებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მსგავს პროცესებში „გაუცნობიერებელი ახალგაზრდები მონაწილეობენ“.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია ძალების გაერთიანება – მათ შორის, გამოვიდნენ ევროპული ქვეყნის ელჩები და თქვან, რომ არ მიესალმებიან, რომელი მხარეც გინდა ის გააკრიტიკონ, მაგრამ სამართლიანები უნდა იყვნენ. სამართლიანობას თუ მივყვებით, ვფიქრობ, ეს შემოტევა დაგეგმილი, იდეა უცვლელია და ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ამაში მონაწილეობს, შეცდომაშია შეყვანილი. არის ჯგუფი, რომელიც ამას გეგმავს, ახორციელებს და იმ მიზნის მიღწევა სურს, რაზეც არაერთხელ გვითქვამს. სამწუხაროა, რომ ამაში ეს გაუცნობიერებელი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ – გოგოები თუ ბიჭები. თუმცა გოგოების მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი მხრიდან დედის გინება განსაკუთრებული სტრატეგიული ამოცანაა და სცენარის ნაწილია, რომ საქართველოში ეს მდგომარეობაა – პატარა გოგონებიც იგინებიან ასე მწარედ და მძიმედ. კიდევ არის ელემენტები, რომელიც ამ „ოლეთა“ სექტას ახასიათებს.

არც მე და არც კახას [კალაძეს] არ დაგვინახავს ქალები, რომლებიც მოკრივის ფუნქციას ასრულებენ. ქალებს თავიანთი ფუნქცია აქვთ. ქალებმა, განსაკუთრებით პატარა გოგოებმა ისეთი გინება უნდა შესთავაზონ პროცესს, რომლებიც წინა პლანზე მდგომ ბიჭებს წაახალისებს – ეს ყველაფერი გეგმა და სცენარია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ თუ ვინმე მოძალადეა – არის “ოლეთა ჯგუფი და სექტა.”

„მოძალადეებს ეძახით ადამიანებს, ვინც დგას და თავს ესხმიან. რაც არ უნდა ვიდეო მაჩვენოთ, არ არის დამარწმუნებელი. ასე რომ მიუვარდებით ადამიანს, გინებას დაუწყებ, ეტყვი რომ რუსი ხარ, მოღალატე ხარ, „კაგებეს” აგენტი ხარ და იმან პასუხი გაგცა, თქვენთვის ეს არის [ძალადობა]. ეგ სიმღერა მგონი თქვენ და მაგათ ყველას ერთად გეკუთვნით, თავისი შინაარსიც და 10-ჯერ მეტიც. როცა ადამიანის წყობიდან გამოყვანას, სროლას, გინებას სპეციალურად აორგანიზებ, იქიდან პასუხი იქნება. თქვენი მიზანია ისიც რომ მეკითხებით და გინდათ, რომ წყობილებიდან გამომიყვანოთ, მაგრამ ვერ მიაღწევთ. თუ ვინმე მოძალადეა – ხართ თქვენ, თქვენი გუნდი, „ოლეთა“ ჯგუფი და სექტა, ტერორისტული აქციების მომწყობი – ფიზიკური იქნება ეს თუ მორალურ-ფსიქოლოგიური, დიდი განსხვავება არ აქვს. არც ფიზიკურისგან იკავებთ თავს, პირიქით ახალგაზრდებს მოუწოდებთ, რომ სისხლი დაღვარონ, ტერორისტები ხართ შინაარსით და აზრით, ეს არის ტერორიზმი – თქვენ ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებთ იმ მიზნის მისაღწევად, რაც გაგაჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით,  9 ოქტომბერს, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა – „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“  გაიმართება და მასში მონაწილეობას  ქართული ბიზნესები მიიღებენ, სხვადასხვა სექტორიდან.

ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას 4000-ზე მეტი სტუმარი და 50-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც უზბეკეთიდან, ისე – სხვადასხვა ქვეყნიდან.

პირველ დღეს გაიმართება კონფერენცია – ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილე კომპანიები, ისე – უზბეკეთის ბიზნესსექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები. ბიზნესგამოფენაზე 50- მდე ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც გამოფენის პარალელურად, თავიანთ ბიზნესს უზბეკ მომხმარებელს სცენიდან გააცნობენ.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, მისი თავისებურებები, გამოწვევები და შესაძლებლობები. კონფერენციაზე მონაწილეები პირადად შეხვდებიან სხვადასხვა ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელს  თუ ინვესტორს და  გამართავენ B2B შეხვედრებს.

კონფერენციის პირველი ნაწილი იმ ქართული ბიზნესების წარმომადგენლებს დაეთმობათ, რომლებმაც უზბეკეთის ბაზარზე უკვე წარმატებით დაიმკვიდრეს თავი. სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ უზბეკეთის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით. გამომსვლელებს შორის იქნება ნუკრი თეთრაშვილი, თიბისი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი.

კონფერენციის მეორე ნაწილში უზბეკეთის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის – ეკონომიკის, ინვესტიციების სამინისტროს, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები. სპიკერები აუდიტორიას უზბეკეთის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს გააცნობენ, მათ შორის, კომპანიების რეგისტრაციის და საქმიანობის წამოწყების პროცედურებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია იმ საკონტაქტო პირების შესახებ, რომლებიც ბიზნესებს აღნიშნული პროცესების ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებიან.

ბიზნესგამოფენაზე დასასწრებად, ასევე,  ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: გამოფენა | Sales Association

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

R

გახარიამ შეცდომა უწოდა ბოიკოტში ყოფნას, ამიტომ ლოგიკური დასკვნაა, რომ ეს დოკუმენტბრუნვა იმისთვისაა, რომ ფიზიკურად დაიკავონ პარლამენტარის ადგილი – დავით მათიკაშვილი 

თუ პარლამენტში შემოსვლას არ აპირებდნენ, რა აზრი ჰქონდა ასეთი დოკუმენტის წარმოდგენას – თუმცა გადაჭრით და 100%-ით ამას ვერ ვიტყვით, დაველოდოთ 15 ოქტომბერს სესიის განახლებას, სადაც გაცხადდება რას აპირებენ ეს პირები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 8 წევრმა ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის.

მისი თქმით, პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რვა პირისგან წერილი მიიღო, სადაც საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელ საქმიანობას წყვეტენ.

„საგაზაფხულო სესია იმით დასრულდა, რომ ე.წ გახარიების პარტიის 12 წევრს უფლებამოსილება შეუწყდა იმის გათვალისწინებით, რომ აცდენდნენ სხდომებს და უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ. ამ პარტიის მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილების საკითხი ლოგიკურად დგება დღის წესრიგში, რადგან სია არ ჩაუხსნიათ ცესკოში. ცესკომ მოგვმართა შემდგომი 12 წევრისთვის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა ჯერ კომიტეტზე და შემდეგ სესიამ ცნო უფლებამოსილება. ამ ეტაპზე ჩვენ ამ 12 პირისგან რვა პირის წერილი მივიღეთ, სადაც საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელ საქმიანობას წყვეტენ. ანუ, სავსებით ლოგიკური დასკვნაა, რომ ისინი პარლამენტში ფიზიკურად შემოსვლისთვის ემზადებიან. ასევე ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერმა გახარიამ შეცდომა უწოდა პოლიტიკურ ბოიკოტში ყოფნას და პარლამენტში შემოსვლას, ამიტომ სავსებით ლოგიკური დასკვნაა, რომ ეს დოკუმენტბრუნვა იმისთვის არის, რომ მათ ფიზიკურად დაიკავონ პარლამენტის წევრის ადგილი და გამოიყენონ საპარლამენტო რესურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ წერილობით მომართვას არანაირი აზრი არ აქვს. თუ პარლამენტში შემოსვლას არ აპირებდნენ, რა აზრი ჰქონდა ასეთი დოკუმენტის წარმოდგენას – ლოგიკურად ასეა. თუმცა გადაჭრით და 100%-ით ამას ვერ ვიტყვით, დაველოდოთ სესიის განახლებას, 15 ოქტომბერს, სადაც გაცხადდება რას აპირებენ ეს პირები. ამ პარტიისგან არც ტყუილი გვიკვირს, არც ნათქვამის გადათქმა და არც ღალატი და გაქცევა”, – განმარტა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „იმედის“ ინფორმაციით, პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის. როგორც „იმედი“ აღნიშნავს, გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. იმედის ცნობით, ისინი შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით კი, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს.

საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში 2025 – თიბისი აბაშის დოღის მხარდამჭერი გახდა

27-28 სექტემბერს, აბაშის იპოდრომი ხალხურ ცხენოსნობაში საქართველოს 2025 წლის თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და წელს პირველად, დოღის მხარდამჭერი თიბისი იქნება.

ცხენოსნობის ეროვნული სახეობები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართულ დოღს, მაყურებელი და გულშემატკივარი არასდროს აკლია. ასეა აბაშაშიც, სადაც ადგილობრივი იპოდრომი სეზონზე რამდენიმე შეჯიბრებას მასპინძლობს.

2025 წლის საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში შემდეგ კატეგორიებში ჩატარდება:

  • წმინდა სისხლის 2-წლიანი ცხენების გარბენი 1600 მეტრზე (დავით აღმაშენებლის თასი);
  • წმინდა სისხლის 3-წლიანი ცხენების გარბენი 2400 მეტრზე (დერბი 2025)
  • წმინდა სისხლის უფროსი ასაკის ცხენების სპრინტერული გარბენი 1200 მეტრზე (ჯემალ ქორჩილავას სახელობის თასი);
  • წმინდა სისხლის უფროსი ასაკის ცხენების გარბენი 2000 მეტრზე (საქართველოს თასი);
  • მარულა – 5500 მეტრზე (მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ცხენს);

შეჯიბრება, ასევე, გაიმართება ცხენბურთსა და ისინდში.

შეჯიბრების საპრიზო ფონდი 25 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 15 000 ლარი, სწორედ, თიბისიმ დააწესა. ამასთან ერთად, იპოდრომის ტერიტორიაზე თიბისი საკუთარ სივრცესაც მოაწყობს.

დოღის მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს რეგიონებში ტრადიციული, ეროვნული სახეობების პოპულარიზაციას. გვჯერა, რომ მიზანსწრაფული და მოუსვენარი ადამიანების ძალისხმევა ქმნის იმ გარემოს, სადაც ქართული კულტურა და სპორტი ინარჩუნებს ენერგიას და თანამედროვეობასაც შესაბამისად ერგება.

(R)

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში დასრულდა „თავდაცვის მოხალისის” საპილოტე კურსი

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის” ორგანიზებით ჩატარებული საპილოტე პროგრამა — „თავდაცვის მოხალისის კურსი” დასრულდა, რომელიც მოხალისეთა ორგანიზაციის” ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” მხარდაჭერით 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროგრამის ფარგლებში, მოხალისეებმა გაიარეს მრავალფეროვანი სამხედრო დისციპლინები, მათ შორის:

სამხედრო ეთიკა და სუბორდინაცია, საცეცხლე მომზადება ,საინჟინრო მომზადება,

საბრძოლო სროლის სავარჯიშოები, საინფორმაციო ოპერაციები, კავშირგაბმულობის საშუალებები, არასტანდარტული ლოჯისტიკა, სამხედრო ტოპოგრაფია, ტაქტიკური მომზადება.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, 25 მონაწილეს პირველად მიენიჭა „თავდაცვის მოხალისის” სტატუსი და გადაეცათ სერტიფიკატები.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ,საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ „თავდაცვის მოხალისის” დირექტორს მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი არაბულმა. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, მიულოცეს პროგრამის დასრულება და წარმატებები უსურვეს მომავალ მოხალისეობრივ საქმიანობაში.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, „საქართველოს გენერალთა კლუბის” აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, თავდაცვის ძალების, “თავდაცვის მოხალისის” და ორგანიზაციის “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლები.

“არასდროს ვიფიქრებდი, რომ საკუთარი ქვეყნიდან ღამე ქურდივით გაპარვა მომიწევდა”- დმიტრო კულება

epa09902172 Ukrainian Foreign Minister Dmytro Kuleba addresses media during a joint news conference that followed the meeting with his Romanian counterpart in Bucharest, Romania, 22 April 2022. Kuleba is on a one-day official visit to Romania. EPA-EFE/ROBERT GHEMENT

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მას სამშობლოს დატოვება „ღამე ქურდივით“ მოუწია.

„არასდროს ვიფიქრებდი, რომ საკუთარი ქვეყნიდან ღამე ქურდივით გაპარვა მომიწევდა“, – განაცხადა კულებამ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, კულება ახლა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში იმყოფება, ხოლო შემდეგ სამხრეთ კორეაში კონფერენცია World Knowledge Forum-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

როგორც მედია წერს, კულებას კონფერენციაში მონაწილეობა არის ქვეყნიდან წასვლის ფორმალური მიზეზი. კულებას გამგზავრება უკრაინის მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას დაემთხვა, რომლის თანახმადაც ყოფილ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

„ეს დადგენილება არ უკავშირდება იმას, რომ საომარი მდგომარეობა ჯარში გაწვევის ასაკის მქონე 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს. უკრაინაში ყოფილი დიპლომატები ვალდებულნი არ არიან ჯარში იმსახურონ. საქმე ისაა, რომ ზელენსკის და მის გარემოცვას არ სურს, რომ ჩვენ საზღვარგარეთ დავდიოდეთ და ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც მათი აზრით მთავრობის ხაზს, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს. მე დავთვალე და ჩვენ, ვისზეც ეს ზომა ვრცელდება, დაახლოებით 20 ადამიანი ვართ. არ მგონია, რომ დევნის მანიით ვარ შეპყრობილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დადგენილება იმაზეა გათვლილი, რომ მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი შეგვზღუდონ“, – აღნიშნა კულებამ.

უკრაინის ყოფილი პირველი დიპლომატის თქმით, უკრაინის მთავრობის „გარკვეულ წრეებში“ ითვლება, რომ საზღვარგარეთ წასვლით ადამიანი ავტომატურად ხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების აგენტი. კულება აცხადებს, რომ მასზე ჯავრი იყარეს, რადგან ის ზელენსკის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობის შეზღუდვის გამო აკრიტიკებდა.

რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?

სექტემბერი თითქოს ყველასთვის რაღაც ახლის დასაწყისია. ახალი გამოცდილებების, შესაძლებლობების, გაბედული ნაბიჯების და, რაც მთავარია, ახალი ამბების, რომლებიც ახალ სასწავლო წელთან ერთად განათლებით იქმნება.

თიბისის გუნდმა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები შექმნა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ის ახალგაზრდები გააერთიანა, რომლებსაც სურთ – განათლებით საკუთარი ამბავი პირველად ან სრულიად ახლებურად შექმნან.

თიბისი ტექსკოლა, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის პროგრამა, IT აკადემია და თიბისი კამპუსი – თიბისის საგანმანათლებლო პროგრამების ის ჩამონათვალია, რომელიც ახალი თაობისთვის და არამარტო, განათლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

თიბისი ტექსკოლა

თიბისი ტექსკოლა სწორედ იმ 9-12 კლასის მოსწავლეებისთვისაა შექმნილი ვინც ტექნოლოგიების მუდმივად ცვალებად სფეროს ცნობისმოყვარედ ადევნებენ თვალს. აქ დაგხვდებათ ციფრული სამყარო, სადაც დარგის წამყვანი პროფესიონალებისგან შეისწავლით ისეთ ინოვაციურ მიდგომებს, რომლებსაც მარტივად ვერ დაგუგლავ. ანუ, ისწავლით ყველაფერს, რაც ტექნოლოგიების ეკოსისტემაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისას თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ტექსკოლის კურსებზე რეგისტრაციები სულ მალე დაიწყება, თვალი ადევნეთ თიბისის ვებგვერდს.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI)

ციფრულ სამყაროში კიდევ უფრო ბევრი და მაღალი მწვერვალების დასაპყრობად, თიბისის მხარდაჭერით და GAIA-ს ორგანიზებით ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსიც შეიქმნა, სადაც 7 თვის განმავლობაში ქვეყნის წამყვანი AI ინჟინრები ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში გაუძღვებიან და საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მოამზადებენ. მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში საქართველომ პირველივე ცდაზე გამარჯვება მოიპოვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ამბის, რომელსაც განათლებით ქმნის თიბისი. ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც რეალიზდნენ.

IT აკადემია

თიბისიში სჯერათ, რომ ტექნოლოგიების სიყვარულს ასაკი არ აქვს და რომ მხოლოდ სკოლის მოსწავლეები არ არიან ისინი, ვინც ციფრულ სამყაროს დაუსრულებლად იკვლევენ. ამიტომ, თიბისიში 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის IT აკადემია შექმნეს, რომელმაც 2019 წლიდან 1000-მდე მონაწილეს გაუკვალა გზა ტექნოლოგიების სამყაროში, მათგან 300-მდე კურსდამთავრებული კი თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებშია დასაქმებული. შესაძლოა სრულიად სხვა სფეროში მუშაობდეთ ან ახლა იწყებდეთ კარიერული გზის ძიებას, მაგრამ თუ ციფრული სამყაროთი ინტერესდებით, IT აკადემია საუკეთესო დასაწყისია. პროფესიონალი მენტორების ხელმძღვანელობით იმუშავებთ რეალურ პროექტებზე და განათლებით შექმნით ისეთ ამბავს, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი გეგონათ.

 თიბისი კამპუსი

თუ ტექნოლოგიების გარდა ბიზნეს მიმართულებებიც გაინტერესებთ, უნივერსიტეტისგან სრულიად განსხვავებულ სივრცეში – თიბისი კამპუსი გელოდებათ. აქ 18–24 წლის სტუდენტები, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლებით დღეს ყველაზე მოთხოვნად დისციპლინებს დაეუფლებით. ანუ, თუ გაინტერესებთ თანამედროვე ბიზნეს მიმართულებები, გსურთ ამ დარგის წარმატებული პროფესიონალების გაცნობა, მათი გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური პროექტების დამოუკიდებლად შექმნა, თიბისი კამპუსში ამისთვის საჭირო მხიარულ და საინტერესო გარემოს დაგახვედრებთ.

განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისის ყველა ჩამოთვლილ პროგრამასა და კურსს სრულად აფინანსებს და მონაწილეებისთვის სწავლა უფასოა.

თუ შენც გჯერა, რომ განათლება შეუძლებელს შეგაძლებინებს და სექტემბერი შენი ამ ამბის საუკეთესო დასაწყისია, არ გამოგრჩეს სასურველ პროგრამაზე რეგისტრაცია.

 (R)

საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის – ჯამში 18 მოქალაქე.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიულად მიუღებელია, საარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს-კახა კალაძე

“რუსთაველის გამზირზე რომ ადამიანები დგანან და აპროტესტებენ, გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ მათთან და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ?”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, ევროკავშირის ელჩი აღნიშნულ ფაქტს შეაფასებენ.

“ეს იყო ძალიან მძიმე და მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც არ იყო პირველი შემთხვევა. ეს არის ჩვენი შტაბი. როგორც იცით, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. აქ ხალხი მუშაობს. ჩვენ არავის ვუვარდებით, თავს არავის ვესხმით.

მე იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის ელჩი დაგვდევს პატივს და გააკეთებს შეფასებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი გივარდებოდეს, ხელს გიშლიდეს მუშაობაში და გაყენებდეს შეურაცხყოფას. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად დაძაბულობა შემოიტანონ, რადგან არსებული 30 აკაცუკი და მათი ყვირილი, ხავილი არავის აინტერესებს. ამ დაჯგუფებაში არიან მოძალადეები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო შტაბთან მივარდნა და გინება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ყოველდღიურობად იქცა.

“ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა შტაბთან მოვარდნა, გინება, შეურაცხყოფის მოყენება. მე გეკითხებით, რა უნდოდათ ამ ადამიანებს შტაბთან თუ შტაბი მივიდა მათთან? რუსთაველის გამზირზე დგანან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ, აქციებს მართავენ. თქვენ გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ რუსთაველზე და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ? შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია, რომ სარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

საქართველომ საფინანსო ინსტიტუტისგან (ADB) პირველად მიიღო სუვერენული საგარეო სესხი ლარში

პროფესიული განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების („თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის – ქვეპროგრამა 2“) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მხრიდან განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი სუვერენული სესხის ჩამორიცხვა – 68.2 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

გასათვალისწინებელია, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში, რაც, კიდევ ერთხელ, უსვამს ხაზს ADB-ის და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, არა მხოლოდ, საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, არამედ ასევე, სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისა და საჯარო ფინანსების მდგრადი მართვის მიმართულებით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სესხის ეროვნულ ვალუტაში აღება თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია, სახელმწიფო ვალში უცხოური და ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პროპორციული განაწილების მიღწევა, რაც აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ვალის მართვის მდგრადობას.

შინაარსობრივად, პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის, ინკლუზიურობის გაზრდისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებაში.