Home Blog Page 8

წითელი პარასკევი – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე

დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე – წითელი პარასკევია. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

ამ დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული.

ამ დღეს მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღევანდელ დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე ტარდება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება სადგამი, “საფლავი”. სასულიერო პირები კი მსახურების დროს საკურთხევლიდან გამოაბრძანებენ გარდამოხსნას, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.

ტაძარში ერთხელ შემოტარების შემდეგ გარდამოხსნას სადგამზე დააბრძანებენ. შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, როგორც სიმბოლო აღდგომამდე მაცხოვარის სამი დღე საფლავში ყოფნისა.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეცაა. მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი – მხოლოდ პურსა და წყალს.

ამასთან, მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ, უფლის მოწაფეები საქადაგებლად სხვადასხვა ადგილას გაემგზავრნენ, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. არსებობს გადმოცემა, რომ საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად შეუშვეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: “ქრისტე აღდგა”. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: “როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო”. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

გარდა ამისა, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები -დონალდ ტრამპი

რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, მის მიერ წარსულში გაკეთებულ კომენტარზე, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებდა უკრაინაში მიმდინარე ომში. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ აკისრებს ზელენსკის პასუხისმგებლობას.

„როგორც იცით, რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები. ამაში შეიძლება, დაადანაშაულოთ ის კაცი, რომელიც ამ სავარძელში იჯდა. ბაიდენს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის არ ვადანაშაულებ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მან საუკეთესო სამუშაო შეასრულა. მე არ ვარ დიდი გულშემატკივარი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი -შალვა პაპუაშვილი

საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად, საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.

„საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. რომელი საგამოძიებო კომისია უშველის ამ ადამიანს. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი, ღირებულებითი სხვაობა ხომ ჩანს?! რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ეს არის იმის თქმა, რომ როგორც ჩანს, არ მივაჩნივართ ხალხად, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან კარგად იციან, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათი იდეოლოგებისთვის ფულის მიცემა რა რეაქციებს გამოიწვევს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

თუ ამერიკელები გვეტყვიან – ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს -სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, არცერთ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი არ გამოუთქვამს ანაკლიის პორტთან მიმართებით, თუმცა თუ გამოთქვამენ, ხელისუფლების პასუხი დადებითი იქნება. თუმცა, სოზარ სუბარის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნისთვის ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლა უფრო მომგებიანი იქნება, რადგან ტვირთი, რომელმაც ანაკლიის პორტში უნდა გაიაროს ჩინურია.

„როდესაც ჩვენი ოპოზიცია ხმაურობს, მაგალითად – ჩინური კომპანია შემოვიდეს თუ არა ანაკლიაში, პასუხი არის მარტივი – ჯერ ერთი ამერიკელებს არანაირი ინტერესი არ გამოუვლენიათ ამ პორტის მიმართ, არცერთ ამერიკულ კომპანიას არ უთქვამს – ჩვენ ჩავდებთ ფულს ამ პორტის მშენებლობაშიო. თუ ჩადებენ იმ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, თანხმობას ვეტყვი, რადგან პოლიტიკურად მნიშვნელოვანია მათი შემოსვლა, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინური კომპანიის შემოსვლა უფრო მომგებიანია, რადგან ამ პორტის გავლით ჩინეთის ტვირთების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. ანაკლიის პორტში 49%-იანი წილის ფლობა გაზრდის ჩინელი ინვესტორების ინტერესს, რომ თავისი ტვირთი აქ გაატარონ და არა სადმე სხვაგან.

რაც შეეხება ამერიკულ კომპანიებს, მათ ამდენი ხანი არ გამოავლინეს ინტერესი და არა მგონია, რომ ახლა გამოავლინონ. შესაბამისად, საკითხი ასე კი არ დგას, ამერიკელი ინვესტორი ჯობა თუ ჩინელი, არამედ საკითხი დგას შემდეგნაირად: როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები გვეტყვიან – ჩვენ არ შემოვდივართ, არ გვაინტერესებს ეს პორტი, მაგრამ ჩინელები არ შემოუშვათ, რადგან მათთან სავაჭრო ომი გვაქვსო. პირადად ჩემი პასუხი ასეთ შემოთავაზებაზე არის – არავითარ შემთხვევაში! ეს პორტი სჭირდება საქართველოს. რადგან სამაგიეროდ რას ვიღებთ? – არაფერს! შესაბამისად, ეს არის არა შემოთავაზება, არამედ ჩვენთვის საზიანო და მიუღებელი ულტიმატუმი, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი უნდა ვთქვათ.

სხვა საქმეა, თუ ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის არშემოშვების სანაცვლოდ ჩვენ გვექნება რაიმე სხვა შემოთავაზება, რომელიც შეიძლება უფრო უკეთესი და მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, შეიძლება ვისაუბროთ ამაზე. არ მინდა ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ „ვივაჭროთ“ იქნებოდა უფრო სწორი ფორმულირება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებათა დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ქვეყანაში შესვლას აუკრძალავდა წამების სისტემის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, ზურაბ ადეიშვილს-შალვა პაპუაშვილი

გერმანიის ელჩის განცხადების ფონზე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესტაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, სადაც ფიშერი ამბობს: „არ გვსურს, ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ“.

„თუკი ვინმეს გამოეპარა, აქ არის ზურაბ ადეიშვილის მიერ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი ის დანაშაულები, რომლებზეც უკვე დადგა საბოლოო განაჩენი:

კობა დავითაშვილის გატაცების და დასახიჩრების საქმე – 6 წელი; ციხეებში წამების საქმე – 4 წელი და 6 თვე; ღვინის კომპანია „აკურას“ წართმევის საქმე – 1 წელი და 6 თვე; „ტვ იბერიის“ წართმევის საქმე – 1 წელი და 6 თვე; ბანკი „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმე – 5 წელი და 3 თვე (ალბათ გარკვეული ირონიაცაა იმაში, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევ ამ ბოლო დანაშაულში თავისი მონაწილეობა აღიარებული აქვს გიორგი ისაკაძეს, იმ გამოცემის დამფუძნებელს, რომელთან ინტერვიუშიც ელჩმა ეს განაცხადა).

https://www.facebook.com/shpapuashvili/posts/1289877593144005?ref=embed_post

საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლად ფუნქციონირებას -მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ეხმაურება. ამის შესახებ ცაჰკნა სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.

„გუშინ საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები მოითხოვს, რომ დონორებმა სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი პროექტების დასაფინანსებლად მთავრობის თანხმობა მიიღონ.

ეს საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლად ფუნქციონირებას და საქართველოს ევროპას კიდევ უფრო მეტად აშორებს“, – წერს მარგუს ცაჰკნა.

საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას-მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე დღეს შედგა პირველი შეხვედრა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი, რომელსაც მასპინძლობს თბილისი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული სამმხრივი ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, რომ განხილული იყოს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

„საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, რაც კარგი შესაძლებლობაა, რომ განვიხილოთ საკითხები, რომლებიც შეეხება ჩვენს რეგიონს. საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან, აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში. ეს პირველად ხდება. ჩვენ შევძელით, რომ სამუშაო ფორმატში გვემსჯელა რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იმედი მაქვს, რომ კვლავ გაგრძელდება მუშაობა სამივე ქვეყანას შორის აღნიშნულ ფორმატში და შევძლებთ მომავალში სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო მსჯელობას და მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გოგა ხაინდრავა ლიეტუვის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს

ქართველი კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, რომელიც ლიეტუვის მიერ დასანქცირებულთა შორისაა, ლიეტუვის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს.

კერძოდ, გოგა ხაინდრავა მიმართავს ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმინიტეს, საგარეო საქმეთა მინისტრ კიასტუსის ბუდრის და საქართველოში ლიეტუვის ელჩს, დარიუს ვიტკაუსკასს.

როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, მსგავს სამარცხვინო გადაწყვეტილებებს XX-ე საუკუნეში ბოლშევიკური და ნაცისტური რეჟიმები იღებდნენ.

„თანამედროვე ევროპული პორნოლიბერალიზმის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ლიეტუვის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ადამიანს იმ საბაბით, რომ ის არის მშობელი. თქვენ დაასანქცირეთ საქართველოს მოქალაქე გიორგი კობახიძე მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მამა. მსგავს სამარცხვინო გადაწყვეტილებებს XX-ე საუკუნეში ბოლშევიკური და ნაცისტური რეჟიმები იღებდნენ. თუმცა თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ლიეტუვის იდეოლოგების, ევროკავშირის დეპუტატების, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის თანამებრძოლების − ამხ. იუნკევიჩიანეს და ამხ. კუბილიუსის როლს ЗА ПЕРЕСТРОЙКУ-ს მოძრაობის პროცესში, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მიზნით, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი ადამიანების ხვედრი გასაკვირად ლმობიერია. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა იქნება, რათა პორნოლიბერალური, ფაშისტური იდეოლოგიისთვის მიუღებელ საქართველოს მოქალაქე მამაკაცებს, აეკრძალოთ შვილების გაჩენის პროცესში მონაწილეობა. რაც შეეხება თქვენი მონა-მორჩილის სანქცირების ფაქტს, თქვენი მხრიდან ეს არის სახელმწიფო თაღლითობის კლასიკური ნიმუში. თქვენ ისე მიგაღებინეს ეს გადაწყვეტილება, რომ არც კი ჩაგახედეს იმ ადამიანის დოსიეში, ვისი დასანქცირებაც გიბრძანეს. რას წარმოადგენს დღეს თქვენი „ევროპული“ მორალი და „სამართალი“, ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენში გაეცნობით, რომელიც აუცილებლად დადგება. ამას გპირდებით თქვენც და ევროპულ საზოგადოებასაც.

P.S.: ყურადღება! თუ თქვენ დააპირებთ ჩემი მშობელი მამის დასანქცირებასაც, ჩემი გაჩენისათვის, აუცილებლად შესაბამის ბრძანებაში მიუთითეთ: სანქცირებულია − ПОСМЕРТНО! ვინაიდან ჩემი მამა აწ გარდაცვლილია. P.P.S.: თუ აღმოაჩენთ, რომ პუტინის რუსეთთან ღვინით ვაჭრობის პროცესში, თქვენი მარაგები იწურება და მოსალოდნელია შეფერხება, მზად ვართ, ჩვენი ოჯახის „ხაინდრავას მარანი“-ს კოლექციიდან მოგაწოდოთ ქართული ღვინის საუკეთესო ნიმუშები. ლიეტუველი ხალხისადმი ტრადიციული პატივისცემით. პორნოლიბერალური სანქციების ქვეშ მყოფი ქართველი კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა“, – ნათქვამია გოგა ხაინდრავას ღია წერილში.

ლიეტუვამ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეების სრული სია 15 აპრილს გამოაქვეყნა. აღნიშნული პირები ლიეტუვამ სხვადასხვა დროს დაასანქცირა.

სანქცირებულ პირებს შორის არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე, კახა კალაძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, დიტო სამხარაძე, გრიგოლ ლილუაშვილი. სანქციები ასევე შეეხო შემდეგ პირებს: მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, შალვა ბედოიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, გოგა ხაინდრავას, შალვა თადუმაძეს, ირაკლი ქარსელაძეს, კახი ბექაურს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, ირაკლი რუხაძეს, ლევან მურუსიძეს, ვიქტორ ჯაფარიძეს, ლაშა ჯოხაძეს.

 ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად ფინანსდება რუსეთიდან, არ შეიძლება აკეთებდეს ანტირუსულ საქმეს -ნინო წილოსანი

ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად ფინანსდება რუსეთიდან, არ შეიძლება აკეთებდეს ანტირუსულ საქმეს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან აპრილში 250 ათას დოლარამდე ჩაერიცხა.

წილოსანის თქმით, მაშინ, როდესაც ხოშტარია ფაქტობრივად რუსულ ფულზე ზის, მას ჰყოფნის თავხედობა, რომ ვინმეს რუსი ან პრორუსი უწოდოს.

„ელენე ხოშტარიას რომ გაეზარდა დაფინანსება, რა თქმა უნდა, ალბათ არავის გვიკვირს, რადგან ის ზუსტადაც რომ ოკუპანტის საქმეს აკეთებს. ამ ქვეყანას უთხრის ძირს და ფაქტობრივად მუდმივი რევოლუციური პროცესების რეჟიმში ჰყავს. ელენე ხოშტარიას როდესაც ეკეტება სხვადასხვა დაფინანსების წყაროები, რომელიც ჩვენთვის აქამდე ცნობილი იყო, მას რჩება მუდმივი დაფინანსების წყარო რუსეთიდან და, რა თქმა უნდა, საკითხავიც აღარ არის ალბათ, რისთვის ჯილდოვდება ეს ადამიანი ყოველთვიურად და განსაკუთრებით გაზრდილი ჰონორარით. მისი აქტივობა ალბათ ყველასთვის ცნობილია და შესაძლოა ეს პირდაპირ პროპორციული იყოს იმასთან, რასაც ის აკეთებს აქ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მორალურ მხარეზეც აღარ ვსაუბრობ, როდესაც ის იკვებება რუსეთიდან და ფაქტობრივად რუსულ ფულზე ზის. ამის შემდგომ ყოფნის თავხედობა, რომ ვინმეს უწოდებს რუსს ან პრორუსს. თავისთავად, აქ უკვე მისი აღარც როგორც პოლიტიკოსის, არამედ უბრალოდ როგორც ადამიანის მორალიც ცნობილია, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ყოველ ჯერზე სათანადო შეფასება უნდა მიეცეს. ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად ფინანსდება რუსეთიდან, არ შეიძლება აკეთებდეს ანტირუსულ საქმეს. თან ვიცით მათივე წარმოდგენით როგორი ქვეყანა არის რუსეთი და როდესაც რუსეთი მას გარკვეულწილად არ ასანქცირებს, თუ არ უწყვეტს ამ დაფინანსებას, რა თქმა უნდა, ისმის კითხვა, რისთვის უხდის ამ ფინანსურ მადლობას რუსეთი ელენე ხოშტარიას“, – აღნიშნა წილოსანმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7503 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7503 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7523 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1249 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.

ცესკომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდებს უმასპინძლა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პირადად შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში მან არჩევნების ისტორიაზე, საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიების დანერგვასა და მის უპირატესობებზე, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისზე დეტალურად ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში ვრცელდება და ამასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიასა და რეაგირებაზე.

„დღევანდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებთან გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე და მოხარული ვარ, რომ მაღალი იყო ინტერესი სტუდენტების მხრიდან. დეტალურად განვიხილეთ, როგორც გასული წლის არჩევნები, ასევე ის ტექნოლოგიური მიღწევები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას გააჩნია და გვქონდა საინტერესო მიმოხილვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ცნობიერების ამაღლების ჭრილში, ისევე როგორც საინფორმაციო კამპანიების ნაწილში გვექნება ხშირი შეხვედრები ახალგაზრდებთან, რათა ერთის მხრივ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ამით გავზარდოთ მათი მოტივაცია სხვადასხვა საარჩევნო პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით.“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობასთან  დაკავშირებით სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ იოვაძემ მიაწოდა. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამუშაო სივრცეებიც დაათვალიერეს, უწყების მუშაობის სპეციფიკა მათ ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა გააცნო.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებზე და საარჩევნო პროცესებისადმი ინტერესის გაღვივებას.

„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაასრულა

“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნის შედეგად, ემისიის საპროცენტო განაკვეთი 8.0%-ით განისაზღვრა, რაც “თეგეტას” დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის, ყველაზე დაბალი განაკვეთია. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, ობლიგაციების ძირი თანხა კი 2027 წლის აპრილში დაიფარება.

ამ ემისიით, კომპანიამ 2024 წლის აპრილში გამოცხადებული ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ემისიები 4 ტრანშად განხორციელდა და ჯამში 10 მილიონი ევრო და 20 მილიონი დოლარი შეადგინა.

 „მოხარული ვართ, რომ „თეგეტას“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ჯამში დაახლოებით 310 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდები აქვს გამოშვებული. ეს ჩვენი რიგით მე-9 ერთობლივი განთავსებაა, რომლითაც წარმატებით დავასრულეთ მულტისავალუტო პროგრამა. აღნიშნული მასშტაბური პროგრამა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ბიზნესებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და განვითარებაში ვეხმარებით. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალმა 2024 წელს ჯამში 620 მლნ ლარზე მეტი მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, ჯამში კი 16 ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა, რამაც (IFI ობლიგაციების გამოკლებით) ბაზრის 60% შეადგინა“ – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„თიბისი კაპიტალთან  პარტნიორობით კიდევ ერთი ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დავასრულეთ. აღნიშნული ტრანზაქცია განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ჩვენთვის — შევძელით დოლარში ნომინირებული ობლიგაციების პირობების გაუმჯობესება და ფასიანი ქაღალდების განთავსება არსებულზე დაბალ, 8%-იანი საპროცენტო განაკვეთით, რაც კომპანიის მიმართ ინვესტორთა მზარდი ნდობის ნათელი დადასტურებაა. ამასთანავე ახალი განთავსება აძლიერებს კომპანიის ლიკვიდობასა და ფინანსურ მოქნილობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას განვაგრძოთ სტრატეგიული ინვესტიცია და ეფექტურად ვმართოთ კაპიტალი.“ – მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თეგეტა უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს მსუბუქი, სატვირთო, სამშენებლო, კომერციული, სამგზავრო და ინდუსტრიული ტრანსპორტის მიმართულებით. კომპანია 1995 წელს დაარსდა და დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 28 სერვის ცენტრი აქვს. . თეგეტა 300-მდე მსოფლიო ბრენდის პარტნიორია, როგორებიცაა: Porsche, Lamborghini, Bentley, Toyota, Mazda, Volvo, Man, JCB, Bridgestone, Michelin, Pirelli, Shell, Petronas და სხვა.