Home Blog Page 8

პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ

პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ. ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქტივისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვიდეოდან ირკვევა, რომ პროკურატურის თანამშრომლები აქტივისტის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ.

ამასთან, ჩხრეკა მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

პროკურატურის თანამშრომლები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც შევიდნენ

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ.

სახლის ჩხრეკამდე პროკურატურის თანამშრომლებმა ალეკო ცქიტიშვილი ჯერ სახლთან შეაჩერეს და პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი ჩამოართვეს, რომელიც დალუქეს.

პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ჩხრეკის პროცედურა სასამართლო განჩინების საფუძველზე ტარდება.

პირადი ჩხრეკის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ახლა მისი საცხოვრებელი სახლი უნდა შეემოწმებინათ.

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს.

როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, „ჩხრეკაზე მივიდნენ“ სხვა ფონდების დამფუძნებლებთანაც.

„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ,“ – წერს ჟორჟოლიანი.

მეხანძრე-მაშველებმა „ბორჯომის ვაგზლის“ ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან ხანძრის დროს პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს

მეხანძრე-მაშველებმა ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს, – განუცხადა თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს.
„112“-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო „ბორჯომის ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველების ჯგუფების მიერ დროულად მოხდა რეაგირება. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. ხანძრის ქრობაში 30 სამაშველო მანქანაა ჩართული. ასევე პირადი შემადგენლობა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
მეხანძრე-მაშველებმა ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს.
ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს რაც შეეხება, ამას სჭირდება შესაბამისი მოკვლევა“, – აღნიშნა ლევან მუსელიანმა.
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვიდად ადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და შეეცადეთ, შეუმჩნეველი დარჩეთ. ნუ იაქტიურებთ, ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, პირიქით, მოიკრიბეთ ძალები და მოემზადეთ სიახლეებისთვის.

კურო

იყავით ფრთხილად, ნუ გათქვამთ და  ნურავის გაანდობთ სხვის საიდუმლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენივე დაუდევრობით, ინტრიგების ქსელში აღმოჩნდეთ.

ტყუპები

იყავით ყურადღებით და შეეცადეთ, ამოიცნოთ სამყაროს მინიშნებები, გაიაზრეთ სიზმრები და იქნებ საჭირო პასუხებს მიაგნოთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, სწორად მოქმედებისათვის.

კირჩხიბი

ეს არის აღმოჩენების, აღმაფრენისა და მეტად მნიშვნელოვანი მზადების პერიოდი. დატკბით ცხოვრებით და მოემზადეთ ახალი გამოწვევებისთვის.

ლომი

24 საათი დღე-ღამეში არაა საკმარისი იმისათვის, რომ საქმეებიც მოასწროთ და ცოტაოდენი დასვენებაც. გონებამახვილობა და სისწრაფე, აი, რა გჭირდებათ.

ქალწული

ნურავის დაადანაშაულებთ, მოთმინებით აღიჭურვეთ და გონივრულად დაალაგეთ მნიშვნელოვანი საქმეები, გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი და წინდახედულად იმოქმედეთ. დასვენება არ დაგავიწყდეთ.

სასწორი

გელით დაუგეგმავი შეხვედრები და უარი არ თქვათ. ზომიერი ტაქტიკით, სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.

მორიელი

უდარდელად ჩაივლის დღევანდელი დღე. სიმშვიდეა შინ და გარეთ. შესაძლოა, ცოტა გაკვირვებულიც კი დარჩეთ  ოჯახური იდილიით.

მშვილდოსანი

შესაძლოა, სასიყვარულო საქმეებში პრობლემებმა იჩინოს თავი, აღიჭურვეთ მოთმინებით და უფრო გულისხმიერი იყავით. დაელოდეთ უკეთეს მომენტს და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას.

თხის რქა

არის ალბათობა, შთამბეჭდავად გამოავლინოთ თქვენი ხასიათის ორიგინალური თვისებები, არასტანდარტული აზროვნება და სათანადო შექებაც დაიმსახუროთ. ახლა თქვენი ფრაზაა, – ცხოვრება მშვენიერია.

მერწყული

გათავისუფლდით ყოველგვარი უსარგებლოსგან, დაამყარეთ წესრიგი თქვენს გარშემო, მოიშორეთ აბეზარი ფიქრები, მოიშორეთ ყოველი ძველმანი და უსარგებლო რამ თქვენი სივრციდან, თქვენი გონებიდან, თქვენი პირადი თუ საერთოდაც ცხოვრებიდან.

თევზები

ბავშვივით გალაღდით და მსუბუქი ნაბიჯებით მიჰყევით ყოველდღიურობას, ახლა თქვენი დროა, თუმცა, გარშემო ისეთი სიმშვიდეა, რომ შეიძლება, რაიმე საინტერესო მოიგონოთ ირგვლივ მყოფთა გასახალისებლად.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

„29-30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი.

უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

  ქ. თბილისში 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1 მაისს კი შედარებით დათბება.  დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.  ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილიდან ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.  კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილიდან ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.  აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება”. 

,,უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის”- მამუკა მდინარაძე

უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის, პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ “ქართული ოცნება” მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას – ჩვენი ოპონენტები დამარცხებისათვის არიან განწირულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მისი პარტიის განცხადებული მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგება და დამაჯერებელი გამარჯვება, ხოლო “აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ”.

“ერთ-ერთი საინტერესო საკითხი არის თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები. მომდევნო დღეებში ნამდვილად არა, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისათვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები როგორც მერის, ასევე, საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას და პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ რიგით მე-10 არჩევნებში “ქართული ოცნება” მოიპოვებს მე-10 დამაჯერებელ გამარჯვებას.

ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენი ოპონენტები (ოპონენტებად თუ იწოდებიან) არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი დამარცხებისათვის არიან განწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,აგენტი არ შეიძლება საკუთარ სამშობლოს ემსახურებოდეს, ის ემსახურება იმას, ვინც ფულს უხდის”- მამუკა მდინარაძე

 აგენტი არ შეიძლება საკუთარ სამშობლოს ემსახურებოდეს, ის ემსახურება იმას, ვინც ფულს უხდის, ვინც “დაავერბოვკა” და დავალებებს აძლევთ. დღეს, ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი, რომელიც დიდად არ აწუხებდა ამ ხალხს, ვიდრე უკრაინის ომი არ დაიწყო და რუსეთი არ შეიჭრა უკრაინაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის სტატიაზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც ჩხიკვაძე ბრიუსელს ზომების მიღებას სთხოვს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სანამ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა, მანამდე ჩხიკვაძის მსგავსი ადამიანებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მდგომი საოკუპაციო ჯარები და ომში დაღუპული გმირები პრობლემა არ იყო. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ის, რასაც ვანო ჩხიკვაძე და მთლიანად, აგენტურა აკეთებს, საკუთარი ქვეყნის ღალატია. “მანამდე არ აწუხებდათ და ზოგი რუსი ბანი იყო, ზოგი რუსეთში დადიოდა და კონცერტებს ატარებდა, ზოგი კულტურული ღონისძიებების ჩატარებას სთხოვდა რუსებს – საქართველოს დაღუპული გმირი მათთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ, უკრაინაში დაიწყო თუ არა ომი, მერე გახდა საშინელება რუსეთი, ისე, რომ მისი ხსენებაც არ შეიძლებოდა და ეკონომიკაში ტურიზმის იმ რგოლის მონაწილეობაზე, ტურისტის ჩამოსვლაზე ყოფილიყო ლაპარაკი, რომელიც ეკონომიკას ასტიმულირებდა, ეს იყო ღალატი, მაგრამ მანამდე თვითონ ეპატიჟებოდნენ. ასეთი ჩხიკვაძეები – აგენტურა, გაბრაზდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და ქართველი გმირები რომ დაგვიხოცა და აწამა აქ, მაშინ მათთვის არ იყო პრობლემა. ამას ორმაგი სტანდარტი რომ დავარქვა, ესეც რბილ შეფასებად მიმაჩნია, ამიტომ ეს არის მოღალატეობა საკუთარი ქვეყნის, რასაც ეს ხალხი სჩადის ამ მოქმედებით.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი ზურაბიშვილი იყო გამაცენტრალიზირებელი იმ ინსტრუქციების, რა ინსტრუქციებიც ქვეყნის გარედან რადიკალური ოპოზიციისთვის მოდიოდა

ქალბატონი [სალომე] ზურაბიშვილი იყო გამაცენტრალიზირებელი იმ ინსტრუქციების, რა ინსტრუქციებიც ქვეყნის გარედან რადიკალური ოპოზიციისთვის მოდიოდა, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილზე ფსონი იყო დადებული, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. 

„ქალბატონი [სალომე] ზურაბიშვილი იყო გამაცენტრალიზირებელი იმ ინსტრუქციების, რა ინსტრუქციებიც მოდიოდა ქვეყნის გარედან რადიკალური ოპოზიციისთვის. ის უბრალოდ ამ ყველაფერს აცენტრალიზირებდა. მასზე ფსონი იყო დადებული. ამ ქალბატონთან დაკავშირებით იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სისხლიან რეჟიმთან კავშირი ჰქონდა და ა.შ. შესაბამისად, სწორედ ამიტომ აირჩიეს მისი ფიგურა და არ აურჩევიათ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობიდან“ გარე დამკვეთებს ფიგურა, ვინაიდან დანარჩენები ყველანი ასოცირდებიან სისხლიან რეჟიმთან, ან ბიზნესის რეკეტთან, ან ქვეყნის ღალატთან და ა.შ. მაგრამ ეს ფსონი აღმოჩნდა წარუმატებელი.

ახლა ქალბატონ ზურაბიშვილს რა სიტყვებით მოიხსენიებენ, კარგად ხედავთ. ახალი ინსტრუქცია ან წამოსული არ არის, ან პირდაპირ წამოსულია, რომ დრო მოვიდა, „ჩავრეცხოთ“, უკაცრავად ამ სიტყვებისთვის, ქალბატონზე ვსაუბრობ. ახლა შეიძლება იფიქრონ რაღაც ახალი ლიდერის გამოჩენაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არსებული პოლიტიკური ველიდან, „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ უნდა იყოს. ელოდებიან ამ ინსტრუქციებს. სანამ ეს ინსტრუქციები წამოსული არ არის, ქაოსია და ერთმანეთის დაჭმაზე არიან გადასულები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

„ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. პრეზიდენტი ასევე, შეხვდება ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან.

მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

,,საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რეგიონში უსაფრთხოებისთვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ”- გია ვოლსკი

საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რეგიონში უსაფრთხოებისთვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი შეაფასა.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის განვითარება ხელისუფლების საგანგებო ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

„ზოგადად, მნიშვნელობა აქვს იმ სიმბოლიზმს, რომელიც ამ ვიზიტს თან ახლავს. ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩავიდა ბაქოში, ჩამოვიდა ერევანში, დელეგაციასთან ერთად გარკვეულ საკითზებზე საუბარია, მათ შორის საგანგებოდ მნიშვნელოვანია იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ რეგიონში უსაფრთხოებისათვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემების მოგვარებით, ურთიერთობების მოგვარებით.

ვფიქრობ, ერთი მხარეც და მეორე მხარეც გამოხატავს ამ დამოკიდებულებას, იგივე დამოკიდებულებას რომელიც სულ ახლახანს თბილისში ყოფნის დროს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.

საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა სიმბოლოს წარმოადგენს ჩვენი ამ დამოკიდებულების. სამეზობლოში ურთიერთობების განვითარება, მით უმეტეს სტრატეგიულ პარტნიორთან, არის ჩვენი საგანგებო ინტერესის სფერო“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში  ყაველაშვილს სომხეთის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს შეხვდება.

გერმანული სამოგზაურო გამოცემა Travelbook-ის გამოკითხვაში თბილისი ევროპის 14 ულამაზეს დედაქალაქს შორის მოხვდა

გერმანული სამოგზაურო გამოცემა Travelbook-ის გამოკითხვაში თბილისი ევროპის 14 ულამაზეს დედაქალაქს შორის მოხვდა.

Travelbook-მა სოციალურ ქსელებში: Facebook და Instagram 200 ათასზე მეტ გამომწერს შეკითხვით მიმართა, ევროპის 47 დედაქალაქიდან სად ისურვებდა მოგზაურობას და რომელია ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქი.

Travelbook-ის გამოკითხვის მონაწილეებმა შემდეგი დედაქალაქები აირჩიეს: თბილისი, რომი, ვენა, ლისაბონი, პარიზი, პრაღა, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ლონდონი, ამსტერდამი, ტალინი, ვალეტა, მადრიდი და ათენი.