Home Blog Page 8

ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს-Reuters

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სროლის შედეგად ამერიკაში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოკლულები ქალი და მამაკაცი არიან. მათ უცნობმა ადამიანებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. აღსანიშნავია, რომ მკვლელობის ადგილთან ახლოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და პროკურატურის განყოფილებები მდებარეობს.

ვაშინგტონის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის განცხადებით, ერთ-ერთი სავარაუდო ბოროტმოქმედი დაკავებულია. დაკავებისას ის ყვიროდა „თავისუფლება პალესტინას, თავისუფლება პალესტინას“.

მომხდარი დაადასტურა აშშ-ში ისრაელის საელჩოს წარმომადგენელმა, ტალ ჰაიმ კოენმა. მისი თქმით, საელჩოს ორი თანამშრომელი იმ დროს მოკლეს, როცა ისინი მუზეუმში ერთ-ერთ ღონისძიებას ესწრებოდნენ.

შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ და კოლუმბიის ოლქის პროკურორმა, ჯენინ პირომ. მომხდარს გამოეხმაურნენ FBI-ის დირექტორი, კეშ პატელი, შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 მაისს საქართველოში ამინდი საქართველოში ამინდი სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით იქნება განპირობებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თუმცა უმეტესად უნალექოდ. დასავლეთ საქართველოში ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

ჰაერის ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +22 – მზიანი

სოხუმი +22 – მზიანი

ზუგდიდი +26- მზიანი

მესტია +16 – მზიანი

ფოთი +24 – მზიანი

ბათუმი +22 – მზიანი

ოზურგეთი +26 – მზიანი

ქუთაისი +28 – მზიანი

ამბროლაური +24 – მზიანი

ახალციხე +23 – მზიანი

ბორჯომი +20 – მზიანი

ბაკურიანი +17 – მზიანი

გორი +23 – მზიანი

ცხინვალი +21 – მზიანი

სტეფანწმინდა +13 – უმეტესად მზიანი

გუდაური +9 – უმეტესად მზიანი

თელავი +21 – უმეტესად მზიანი

რუსთავი +25 – – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +24 – მზიანი

22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს ნიკოლოზობას აღნიშნავს.  ამ დღს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას შვილი დიდხანს არ ჰყავდათ. ისინი მდიდრები იყვნენ და გაჭირვებულებისთვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ღმერთმა მათ ვაჟი – მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი უბოძა. სასწაულთმოქმედების უნარი  ნიკოლოზმა პატარაობიდანვე გამოამჟღავნა.

325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამასთან დაკავშირებით, ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.

წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი, კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. შეიძლება ჭორებისა და ცილისწამების მსხვერპლი გახდეთ. სხვის სიტყვებზე დაყრდნობით ნურავის განსჯით, თორემ შეიძლება შეცდეთ. გულწრფელობა და ბუნებრიობა დაგეხმარებათ, რომ გარშემო მყოფების კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ოჯახში შესაძლოა მცირე გაუგებრობა წარმოიშვას, მაგრამ ამას ადვილად დაძლევთ.

კურო

ეჭვები და დაბნეულობა მუშაობაში ხელს გიშლით. დღის პირველ ნახევარში კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ, თუმცა დღის მეორე ნახევარში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. სწორად მოქმედების შემთხვევაში კოლეგების მხარდაჭერას დაიმსახურებთ, ხელმძღვანელობა კი თქვენს ძალისხმევას შეამჩნევს. ეცადეთ სამსახურში თქვენი პროფესიული და ადამიანური თვისებები წარმოაჩინოთ — თქვენი წარმატება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.

ტყუპები

იდეალური დღეა მოულოდნელი და დაუგეგმავი გადაწყვეტილების მიღებისთვის იქნება ეს საქმიანობის შეცვლა, მივლინება თუ მოგზაურობა. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ თქვენი ნიჭი, უნარები და გამოცდილება სრულად გამოავლინოთ. გარშემო მყოფებს თქვენი ჭკუა და მომხიბვლელობა მაგნიტივით იზიდავს. ხელიდან არ გაუშვათ საქმიანი კონტაქტების დადების შესაძლებლობა. დღის მეორე ნახევარში ერიდეთ ალკოჰოლს და სახსრებზე დატვირთვას.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება ყველაფერი ჩვეულებრივისგან განსხვავებულად წარიმართოს, რაც დაბნეულობას გამოიწვევს. გირჩევთ, საკუთარ მიზნებს გადახედოთ — შესაძლოა, მათი ნაწილი საერთოდ არ გჭირდებათ და დროსა და ენერგიას ფუჭად ხარჯავთ. ეცადეთ, გარშემო მყოფთა ყურადღება არ მიიქციოთ – ეს, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. სამსახურში და პირად ცხოვრებაშიც გარკვეული იმედგაცრუება გელით, თუმცა პრობლემების გადაჭრაში სანდო ადამიანები დაგეხმარებიან. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

ლომი

ამ დღეს ენდეთ საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას — მათი წყალობით ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში საქმეში — სიმტკიცე, ადამიანებთან ურთიერთობაში კი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

ქალწული

ამ დღეს რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ძლიერი დაღლილობა. რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ პოზიციებს ნუ დათმობთ, ნურც სხვისი დახმარების იმედი გექნებათ — ამ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ თქვენ შეძლებთ.

სასწორი

ვარსკვლავები ფინანსური მოგების შანსს გპირდებიან. მზად ხართ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ და ძველი შეცდომები გამოასწოროთ. შექმნილი ვითარება მოთმინებას მოითხოვს, მით უმეტეს, მიზნის მიღწევა ადვილი არ იქნება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გამოცდილ ადამიანებს უნდა მოუსმინოთ. შეეცადეთ, არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენს წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.

მორიელი

ბევრი მორიელისთვის ეს დღე პატიებას და შერიგებას უკავშირდება. ფინანსური საკითხები დროებით უკანა პლანზე გადაინაცვლებს. შესაძლოა, საკუთარ თავში ისეთი რამ აღმოაჩინოთ, რაც მომავალში მნიშვნელოვანი განვითარების ბიძგს მოგცემთ. გამორიცხული არ არის, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო საქმე შემოგთავაზონ.

მშვილდოსანი

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ის მიაღწევს, ვინც შრომისა და კომპრომისისთვის მზად არის. შედეგი მოლოდინზე გაცილებით უკეთესი იქნება. გარისკვის არ შეგეშინდეთ, მით უმეტეს, რომ ექსპერიმენტებისთვის შესანიშნავი დღეა. სხვების მოწონებაზე ნუ იქნებით დამოკიდებული — გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოთ. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

თხის რქა

ამ დღეს ბევრ თხის რქას სამუშაოსთან დაკავშირებული ცვლილებები ელის. ისინი შესაძლოა უმნიშვნელო იყოს, მაგრამ მცირე დისკომფორტს მაინც გამოიწვევს. ეცადეთ, ამაში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პერსპექტივა დაინახოთ. დილას ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

მერწყული

დიდი ხნის წინ, საგულდაგულოდ შედგენილი გეგმის შესრულებას საფრთხე ემუქრება და სამწუხაროდ, სიტუაციაზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებთ. დრო თითქოს თქვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს, თუმცა ეცადეთ ამ ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედოთ — რაზედაც გავლენას ვერ ახდენთ, უმჯობესია, უბრალოდ დაივიწყოთ. მოგვიანებით მდგომარეობის გაკონტროლებას შეძლებთ.

თევზები

თითქოს დიდ ცვლილებებზე არაფერი მიანიშნებს, მაგრამ თევზების უმეტესობას მათი მოლოდინი აქვს. შინაგანი შფოთვის მიუხედავად, დღე მშვიდად ჩაივლის, ყველა საკითხის დროულად მოგვარებას და გეგმების შედგენას შეძლებთ. თუ ახალი შთაბეჭდილებების ან ცხოვრებისეული ცვლილებების მიღება გსურთ, ჯერ ყველაფერი კარგად გაიაზრეთ. მთავარი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება სასურველი რეალობად აღიქვათ და ამის გამო მალე ინანოთ კიდეც.

ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ აშშ-ის მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას-მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, ეს პროცედურა უკვე დაწყებულია და იმედი აქვს, საქართველოს მალე ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი აშშ-ში.

“ნებისმიერ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში საელჩოს და ელჩს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საელჩოებისა და ელჩების საქმიანობა, როდესაც საუბარი ეხება საქართველოს ინტერესების დაცვას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როდესაც ჩვენ აშშ-ის ინტერესებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აშშ-ის საელჩო დაიცავს ამერიკის ინტერესებს საქართველოში და, რა თქმა უნდა, ჩვენი საელჩო აშშ-ში არის იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები აშშ-ში და არამხოლოდ – ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ჩვენ საელჩოები გვაქვს.

ეს არის პროცესი, რომელსაც აქვს თავისი ეტაპები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს – ჩვენ არ დაგვიმალავს, ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ აშშ-ის მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის მიღებას და დამტკიცებას და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ საქართველოს ინტერესებს ჰყავდეს ღირსეული წარმომადგენელი აშშ-ში და იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს -მაკა ბოჭორიშვილი

ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არა მხოლოდ მოსმენის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ღამის კურიერი“, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე საქართველოს შესახებ გაცემულ პასუხთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ჯო უილსონის მიერ დასმული იყო სრულიად დეზინფორმაციული კითხვა და როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული.

„პირველ რიგში ალბათ ვიდრე რუბიოს პასუხზე ვისაუბრებდეთ უნდა აღვნიშნოთ კითხვა, რომელიც გაჟღერდა კონგრესში და როგორ იყო ეს კითხვა ფორმულირებული და დასმული, კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯო უილსონმა, რომელიც სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული, ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული, ის აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ალბათ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის მოსმენაზე. მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა არჩევნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას, სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში? დღეს სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტები, იდეოლოგიურად რომ შევხედოთ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან და ამ ფონზე რა თქმა უნდა როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ გირაოს გადაიხდის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის. ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს.

გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეეფარდა. სასამართლომ ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება, აშშ ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს, საჭიროა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება -მარკო რუბიო

J

პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება, აშშ ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს, საჭიროა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჯერ ცივი ომის შემდეგომ პერიოდში შევედით, მსოფლიო წესრიგი სწრაფად შეიცვალა, შემდეგ ახალი ეპოქა დაიწყო 12 თუ 14 წლის წინ და ჩვენ შევედით თითქმის თანაბარი კონკურენციის ეპოქაში, როდესაც აშშ-ს თითქმის თანაბარი კონკურენტი და მოწინააღმდეგე გაუჩნდა ჩინეთის სახით. და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ამას. ჩვენი საგარეო პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს ამაზე და ახალი სამყაროს რეალობაზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს ისეთი სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც გაატარებს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას.

აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვა საჭიროებს ჩვენგან იმის უზრუნველყოფას, რომ შევძლოთ, თითოეულ დოლარს, რომელსაც ვხარჯავთ და თითოეული ქმედებას, რომელსაც ვახორციელებთ, ჰქონდეს გაზომვადი შედეგი, რომელიც სარგებელს მოუტანს ამერიკელ ხალხს. ამან ან ჩვენი ქვეყანა უნდა გახადოს უფრო უსაფრთხო, ან გააძლიეროს, ან კეთილდღეობა შემატოს. ამ სამიდან რომელიმე ერთი მაინც უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში კი – სამივე. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში არის მნიშვნელოვანი საკითხები და მათი გამომწვევი მიზეზები. პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება. ამერიკა ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს. საჭიროა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენ კვლავინდებურად უმსხვილესი დონორები ვართ საგარეო დახმარების კუთხით. დღევანდელი ბიუჯეტითაც კი, ცვლილებებით, რომლებიც განვახორციელეთ, მაინც უფრო დიდ წვლილს შევიტანთ უცხოურ დახმარებაში, ვიდრე მომდევნო 10 ქვეყანა ერთად აღებული. მეორე ადგილზე არა ჩინეთი, არამედ გერმანიაა და ის გაცილებით უკანაა, ვიდრე ჩვენ“, – განაცხადა რუბიომ.

საქართველოს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს-გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, საქართველოსთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ვოლსკის განმარტებით, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის ინტერესების მოკავშირე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიაშიც.

“2012 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ნაბიჯი საქართველოს არ გადაუდგამს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მყარ პოზიციაზე, როდესაც საქმე ეხებოდა საერთო ინტერესს, გეგმას და იმ პერიოდშიც კი, როდესაც აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება უპირისპირდებოდა საქართველოს, იმ პერიოდშიც კი ჩვენ ვიყავით საკმაოდ მყარ პოზიციაზე, რომელიც არასოდეს არ შეგვიცვლია. არასოდეს, არც ერთი ქვეყნისათვის, არც ოკუპანტი რუსეთისათვის, არც ჩინეთისათვის, მით უმეტეს, არც ირანისათვის არ მიგვიცია საშუალება, რომ ჩარეულიყვნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ ვაპირებთ იგივე პოზიციაზე დგომას და კიდევ ერთხელ იმის გამეორებას, რომ საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის ინტერესების მოკავშირე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიაშიც”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოზე პირველი განცხადება გააკეთა და ახალი ადმინისტრაციის პოზიციაზე ისაუბრა. ტრამპის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, საქართველოს ხელისუფლებას ანტიამერიკული მთავრობა უწოდა.

კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მარკო რუბიომ ამერიკის მიზნებსა და ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა და კითხვაზე პასუხად თავად დასვა კითხვა: “არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.” სახელმწიფო მდივანი არ აკონკრეტებს რას გეგმავს ვაშინგტონი, თუმცა ადასტურებს, რომ საკითხი აქტიურად განიხილება.

საქართველოს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს-გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, საქართველოსთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ვოლსკის განმარტებით, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის ინტერესების მოკავშირე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიაშიც.

“2012 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ნაბიჯი საქართველოს არ გადაუდგამს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მყარ პოზიციაზე, როდესაც საქმე ეხებოდა საერთო ინტერესს, გეგმას და იმ პერიოდშიც კი, როდესაც აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება უპირისპირდებოდა საქართველოს, იმ პერიოდშიც კი ჩვენ ვიყავით საკმაოდ მყარ პოზიციაზე, რომელიც არასოდეს არ შეგვიცვლია. არასოდეს, არც ერთი ქვეყნისათვის, არც ოკუპანტი რუსეთისათვის, არც ჩინეთისათვის, მით უმეტეს, არც ირანისათვის არ მიგვიცია საშუალება, რომ ჩარეულიყვნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ ვაპირებთ იგივე პოზიციაზე დგომას და კიდევ ერთხელ იმის გამეორებას, რომ საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის ინტერესების მოკავშირე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიაშიც”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოზე პირველი განცხადება გააკეთა და ახალი ადმინისტრაციის პოზიციაზე ისაუბრა. ტრამპის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, საქართველოს ხელისუფლებას ანტიამერიკული მთავრობა უწოდა.

კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მარკო რუბიომ ამერიკის მიზნებსა და ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა და კითხვაზე პასუხად თავად დასვა კითხვა: “არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.” სახელმწიფო მდივანი არ აკონკრეტებს რას გეგმავს ვაშინგტონი, თუმცა ადასტურებს, რომ საკითხი აქტიურად განიხილება.

გედი ფოფხაძე ის ადამიანი არ არის, ვინც ასეთ განცხადებას მხოლოდ თავისი სახელით აკეთებს – კოლექტიური “ნაცმოძრაობა” “მაიდნის” თბილისში გამეორების მომხრეა -გია ვოლსკი

გედი ფოფხაძე ის ადამიანი არ არის, ვინც ასეთ განცხადებას მხოლოდ თავისი სახელით აკეთებს, მისი ფიგურა, როგორც პოლიტიკოსის, ცალკე განსახილველი თემაა და ალბათ მისი ფენომენი სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მყარი მოსაზრება არსებობს, რასაც 26 მაისისთვის ახმოვანებენ.

„ეს მოსაზრება გუშინ არ გაჩნდა. 2021 წლიდან მოყოლებული ეს თემა მუდმივად ტრიალებს და კონკრეტულ ქმედებებში არაერთხელ იყო გადაზრდილი. დავინახეთ, რომ მათმა რადიკალიზმმა ჯერ შედეგი ვერ მოიტანა და ახლა 26 მაისზე აქვთ ყურადღება გადატანილი. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „მაიდნის“ თბილისში გამეორების მომხრეა. თბილისში ამიტომ იყვნენ ჩამოსულები ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ამას ღაღადებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ინსტრუქცია. ხაბეიშვილმა რადიკალიზმზე საუბარი გუშინ ხომ არ დაიწყო? ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში „მაიდანის“ მოწყობას ცდილობს. ეს სცენარი სისხლისღვრას და შეტაკებას უკავშირდება. ვინაიდან 26 ახლოვდება, ფიქრობენ, რომ ბნელი ძალების კონსოლიდაცია მოახდინონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციონერმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის და პიკეტირების მომხრეა – „სხვას ვერ მოვუწოდებთ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ ვისაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.

მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს, კონკრეტულად რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ საკითხი განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჯო უილსონი დაინტერესდა, რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით.

„მადლიერი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცე პოზიციისთვის საქართველოში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ. მათ გააყალბეს არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს. მათ კრიმინალიზაცია მოახდინეს ამერიკასთან ასოცირების შესახებ. მათ გააძევეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წიაღისეულის ხელმისაწვდომობა შუა დერეფანში, მიჰყიდეს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. მათ არაერთხელ შეურაცხყვეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. ამის გათვალისწინებით, ძალიან მადლიერი ვარ, რომ რონდელის ფონდთან ერთად, გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც მიუთითებს კონტროლზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ საქართველოში და მსურს, ეს წარმოვადგინო ჩანაწერისთვის. გარდა ამისა, 200 დღის განმავლობაში, თავისუფლების მოყვარული ქართველები გმირულად გამოდიან ქუჩაში, ეხვევიან ამერიკულ დროშებში და ატარებენ პრეზიდენტ ტრამპის პოსტერებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხალხის სახელით რეალური ფასი დააკისროს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“?“, – მიმართა ჯო უილსონმა რუბიოს.

მარკო რუბიომ პასუხად აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზანია ეროვნული ინტერესები.

„როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი, დავუბრუნდები იმას, რაც ვთქვი ჩემს შესავალ განცხადებაში, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომ ჩვენ შევხედავთ ამას და ვიტყვით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი ანტიამერიკული მთავრობის არსებობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში და თუ არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია, ჩვენ ვეძებთ ვარიანტებს და დამატებით შესაძლებლობებს. დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს კონკრეტულად იმის შესახებ, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს შესანიშნავი მაგალითია იმის, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ჩვენს ადგილობრივ ოფისებს, რომ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნება ყველაზე ეფექტური, რომელზეც მთავრობა, ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მეტად რეაგირებს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.