Home Blog Page 796

ტყუილად ჰგონიათ “ნაცმოძრაობაში”, რომ პარლამენტარების მანდატებით გადაურჩებიან მართლმსაჯულებას – გასასამართლებელი მიიღებს დამსახურებულ სასჯელს – გია აბაშიძე

“ტყუილად ჰგონიათ “ნაცმოძრაობაში”, რომ პარლამენტარების მანდატებით გადაურჩებიან მართლმსაჯულებას – გასასამართლებელი მიიღებს დამსახურებულ სასჯელს, იმის მიუხედავად, თუ რა მორიგი ზეწოლა იქნება გარედან“ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ პოლიტიკური რადარებიდან გაქრეს ღალატის პარტია “ნაციონალური მოძრაობა”.

“ტყუილად ჰგონიათ “ნაცმოძრაობაში”, რომ პარლამენტარების მანდატებით გადაურჩებიან მართლმსაჯულებას – გასასამართლებელი მიიღებს დამსახურებულ სასჯელს იმის მიუხედავად თუ რა მორიგი ზეწოლა იქნება გარედან.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ღირსებით ევროპისკენ სვლისთვის აუცილებელია, რომ პოლიტიკური რადარებიდან გაქრეს ღალატის პარტია “ნაცმოძრაობა”, ხოლო მისმა ავაზაკმა პოლიტიკოსებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი.“ – წერს გია აბაშიძე.

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ქვეყნის მეტეოროლოგიური ბიუროს განცხადებით, დეკემბრის შემდეგ, ეს ვულკანის მეექვსე აფეთქებაა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მეტეოროლოგიური ოფისის განმარტებით, რომელსაც ვულკანების მონიტორინგი ევალება, ვულკანის ფერდობზე ბზარი 3,9 კმ-ს შეადგენდა და 40 წუთში ის 1.5 კმ-ით გაფართოვდა.

მედიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარე ვულკანი გახურებული ლავის შადრევნებს ათობით მეტრის სიმაღლეზე ისვრის, რასაც ცეცხლი და დიდი რაოდენობით ფერფლი მოჰყვება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევა მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ვულკანის მიმდებარე ტერიტორია ევაკუირებულია.

ცალსახად შემიძლიათ გითხრათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 78-ე მუხლის არც ამოღებას და არც მასში ჩასწორებას არ გულისხმობს -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას და არც ამ მუხლში ჩასწორებას არ გულისხმობს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერს ჰკითხეს, „რატომ სჭირდება მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, ჩამოთვლილ მიზეზებში მეოთხე მიზეზი არ გაქვთ დაკონკრეტებული და გაჩნდა ეჭვები, რომ შესაძლოა, კონსტიტუციის 78-ე მუხლის ამოღებას აპირებთ“,

„ამაზე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 78-ე მუხლის ამოღება არ იგულისხმება, არც შესწორება ამ მუხლში არ იგულისხმება, სხვა რამ იგულისხმება, რასაც მოგვიანებით დავაკონკრეტებთ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა მმართველობითი სისტემის შეცვლა, პრემიერმა თქვა, რომ სხვა თემებზე კომენტარს არ გააკეთებს“.

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. არის კონკრეტული საკითხი, რაზეც გვინდა, რომ წარმატებით დავასრულოთ კონსულტაციები, როგორც კი კონსულტაციები დასრულდება, მაშინვე გავაკეთებთ კონკრეტულ კომენტარს ამ თემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 დამნაშავე პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ალტერნატივა არ აქვს -ირაკლი კობახიძე

დამნაშავე პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ისეთი დამნაშავე პოლიტიკური ძალა, როგორიც მოქმედებს საქართველოში „ნაცმოძრაობის სახით“.

„მკაფიოდ ითქვა ჩვენს განცხადებაშიც, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, არის ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, უფრო სწრაფად და მარტივად გაჯანსაღდება ურთიერთობები პარტნიორებთან. ამ კუთხითაც არის საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. რაც შეეხება დამნაშავე პარტიების აკრძალვას, ეს არის მიღებული პრაქტიკა, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში. იცით, რომ ერთმანეთის მიყოლებით აიკრძალა პოლიტიკური პარტიები უკრაინასა და მოლდოვაში. შესაბამისად, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა და არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ისეთი კრიმინალური, დამნაშავე პოლიტიკური ძალა, როგორიც მოქმედებს საქართველოში „ნაცმოძრაობის სახით“. აქედან გამომდინარე, თუ სადმე შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის საქართველო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უამრავი დანაშაული ჩაიდინა.

„მინდა, შეგახსენოთ დანაშაულები, რაც მათი ხელისუფლების პირობებში იქნა ჩადენილი, ეს იყო ადამიანების პირდაპირ, ქუჩაში მკვლელობა. მათი ხელისუფლების პირობებში 100-ზე მეტი ადამიანი ქუჩაში მოკლეს; ასევე იყო ადამიანების წამება არა მარტო ციხეებში, ციხეებს გარეთაც. მარტო ციხეებში მათ სასტიკ რეჟიმს საშუალოდ, ყოველწლიურად 100-ზე მეტი ადამიანი ეწირებოდა; იყო ბიზნესის რეკეტი, რომელმაც შეიწირა ათეულობით ადამიანის კეთილდღეობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა; ტელევიზიების მიტაცება, რომელიც ხდებოდა აბსოლუტურად უხეში ფორმით. გახსოვთ, როგორ მიიტაცეს ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებელი, შემდეგ „რუსთავი ორი“, „იმედი“, სხვა ტელევიზიები. ესეც იყო მათი ერთ-ერთი დანაშაული. მთავარი დანაშაული დაკავშირებული იყო 2008 წლის ომთან, როდესაც მათ საკუთარი ავანტიურისტული ნაბიჯებით, დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი ნაბიჯებით ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორ შეიძლება, ასეთი პოლიტიკური პარტია არ გასამართლდეს და როგორ შეიძლება, ჯანსაღად განვითარდეს პოლიტიკური სისტემა იმ პირობებში, როდესაც ასეთი დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტია დღემდე იწოდება ოპოზიციად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლებას ალტერნატივა არ აქვს.

„სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის არც მშვიდობა. სწორედ ამ უსამართლობის გამო, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში ყოფნა, დღემდე ჩვენს ქვეყანას სრული მშვიდობა არ აქვს და მუდმივი არეულობის მცდელობის პირობებში ცხოვრობს. სამართლიანობა როდესაც დამკვიდრდება, აიკრძალება „ნაცმოძრაობა“ თავის სატელიტებით, იქ დამყარდება სრული მშვიდობა ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, როგორ „აპირებს „ქართული ოცნება“ დემოკრატიის იმიჯის შენარჩუნებას იმ პირობებში, როდესაც პარტიებს აკრძალვით ემუქრება“, კობახიძემ აღნიშნა:

„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და დემოკრატიის ხარისხი საქართველოში თვისებრივად, ფუნდამენტურად აღემატება დემოკრატიის ხარისხს სხვა კანდიდატ ქვეყნებში. განსაკუთრებით თუ შევადარებთ უკრაინას, მოლდოვას და ზოგიერთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სხვა ქვეყანას. თვისებრივად მაღლა ვდგავართ დემოკრატიის თვალსაზრისით. მეტიც, დემოკრატიის ხარისხის თვალსაზრისით, ევროკავშირის მრავალ ქვეყანაზე მაღლა ვდგავართ ყველა კუთხით, ყველა სფეროში, იქნება ეს არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიაპლურალიზმი თუ მრავალი სხვა ასპექტი. ჩვენთვის მთავარია, რომ  საქართველოში 2012 წელს მოხდა დემოკრატიული გარდატეხა, დამკვიდრდა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. ეს არის მთავარი მიღწევა, ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს აკლია არის ის, რომ, არ შეიძლება, ამ დემოკრატიულ სისტემაში ოპოზიცია ერქვას დანაშაულებრივ, კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას. როგორც კი ეს ხარვეზიც გამოსწორდება სისტემაში, მაშინვე შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ეწოდოს სრულად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“.

როდესაც თავს გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა -კახა კალაძე

x

„უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს იმას, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული.

„როდესაც თავს გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა. უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა. თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობის გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ რამდენჯერმე აგვირჩია იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოს ინტერესები გავატაროთ. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ნაცმოძრაობის”არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა -ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძის განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას.

„ეს არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. რა თქმა უნდა, აქამდე ყველა საპარლამენტო არჩევნები, და არა მარტო საპარლამენტო, ყველა არჩევნები, იყო ერთმანეთზე პრინციპული, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, ამ არჩევნებს აქვს ზუსტად ისეთივე დატვირთვა, როგორი დატვირთვაც ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას, საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს სწორედ მშვიდობის სასარგებლოდ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში შევძლებთ, საბოლოოდ გადავჭრათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული პრობლემა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად ყოფნის პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ვერ ვითარდება, ქვეყანა არის მუდმივი რისკის ქვეშ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციას წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, აგენტურა. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ჩვენი სისტემის თვისობრივი გაჯანსაღება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ იმით, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები. საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება საუკეთესო საფუძველი იმისათვის, რომ ეს პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და წარმატებით დასრულდეს. „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ ზოლზე ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ ზოლზე ნორმის ფარგლებშია, დასკვნა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადო.

ჩატარდა მორიგი ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც ყოველთვიური ხასიათი აქვს.

წყალს 12 სხვადასხვა ადგილიდან იღებენ და საზღვრავენ ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის, მძიმე მეტალებს.

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა – ირაკლი კობახიძე

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა. ასევე, კარგია, რომ მან პირდაპირი ფორმით, საკუთარი არალეგიტიმურობაც აღიარა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეტანილ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

„რაც შეეხება, სამართლებრივ პროცესს პარლამენტი, რა თქმა უნდა, იქნება წარმომადგენელი და ყველა პოზიცია იქნება დაცული. სამართლებრივად ძალიან მარტივად არის საქმე, გამჭვირვალობას ვერ ექნება ვერავითარი ალტერნატივა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა ვერ ექნება სარჩელს. შეუძლებელია დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივად თუ სხვა კუთხით არის ცუდი, ამას ამტკიცებს სარჩელი, შესაბამისად ასეთ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართა. სასამართლო სარჩელის განხილვას 29 ოქტომბერს დაიწყებს.

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ თბილისის დელეგატები დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები დაასახელა.

„მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ჩვენ წარვადგინეთ „ქართული ოცნების“ დელეგატები, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ დელეგატები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ დედაქალაქში, ქალაქ თბილისში.

დიდუბე-ჩუღურეთში ჩვენი დელეგატი იქნება ბატონი გიორგი ვოლსკი, რომელიც დღემდეც გახლდათ მაჟორიტარი დეპუტატი დიდუბე-ჩუღურეთის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება;

მთაწმინდა-კრწანისის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ასევე მოქმედი პარლამენტარ დავით კაჭარავა;

რაც შეეხება ვაკეს, ვაკეში „ქართული ოცნების“ დელეგატი იქნება ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მწვრთნელი;

საბურთალოს ოლქში აკაკი ალადაშვილი, რომელიც გახლავთ თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;

ნაძალადევის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ირაკლი ხელაძე, რაიონის ყოფილი გამგებელი, თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;

გლდანის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი;

ისანში ჩვენი დელეგატი გახლავთ ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი;

სამგორის ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ვარლამ ლიპარტელიანი, სახელოვანი სპორტსმენი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი;

ასეთია წარმოდგენილი შემადგენლობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე. თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ პარტიას. ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში ოცდაათ დეპუტატს. შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქსა და რეგიონს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძალები, რომლებსაც “ქართული ოცნება” საქართველოს მთავარ მტრებად ასახელებს, დღეს სრულად აკონტროლებენ ევროკავშირს -“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებამ მკაფიოდ გამოკვეთა მმართველი პარტიის პრიორიტეტები − მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება; ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. აღნიშნულ პრიორიტეტებს ვიზიარებთ, მაგრამ დეკლარირებული მიზნების შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ვხედავთ”,- ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში წერია, ძალები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს მთავარ მტრებად ასახელებს, დღეს სრულად აკონტროლებენ ევროკავშირს.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ ნახევარი სიმართლის თქმით ვერ მოხერხდება იმ ცრუ პროპაგანდისტული შედეგების განეიტრალება, რაც წლების განმავლობაში დანერგეს საქართველოში და რაშიც ნებსით თუ უნებლიეთ გარკვეულ ეტაპამდე „ქართული ოცნებაც“ მონაწილეობდა.

საზოგადოებას უნდა ვუთხრათ სრული სიმართლე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს ხალხი საკუთარი თავისა და ქვეყნის დაცვას.
იმ პირობებში, როდესაც სამწუხაროდ დღემდე ჩვენი ქვეყანა იმყოფება ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ ტყვეობაში, სახიფათო ნიშნულზე რჩება ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საფრთხე. გარე ძალების მიერ თავსმოხვეული ევროატლანტიზმის ერთგულებისა და უალტერნატივობის კონსტიტუციური დოგმა, არის ერთგვარი ნაღმი და ბორკილი, რომელიც საქართველოს ხელს უშლის, ახალ მსოფლიო წესრიგში ღირსეული ადგილი მოიპოვოს და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რომელ კავშირში გაწევრიანდეს ან არ გაწევრიანდეს.
ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვა იყო შეცდომა, რომელიც ჩვენ გარდა უკრაინასაც დააშვებინეს, რითაც ფაქტობრივად მოგვისპეს ყოველგვარი ალტერნატიული გზის მოძებნის საშუალება და მოგვაქციეს ჩარჩოში, საიდან გასვლაც მკაცრად აგვიკრძალეს.
დღევანდელ რეალობაში, ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ თავში აღნიშნული სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის − ომში ჩართვა; LGBT-პროპაგანდის მხარდაჭერა და გაერთიანების წევრობამდე, სუვერენიტეტის წინასწარ დათმობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების სასარგებლოდ. ამ მხრივ გაოცებას იწვევს თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წუხილი საქართველოს ევროკავშირიდან თითქოსდა დისტანცირების შესახებ. ამ დამოკიდებულებიდან კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ნაცვლად გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება.
სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს საქართველოსთან ურთიერთობებში რეალურ კრიტერიუმებს და არა ყბადაღებული 9 თუ 12-პუნქტიანი „რეკომენდაციები“.
შესაბამისად, წარმოუდგენლად მიგვაჩნია ქვეყნის ეროვნული მიზნების მიღწევა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი კონსტიტუციურ დოგმად რჩება და აღნიშნული თემა კვლავ რელიგიის რანგში განიხილება.
რთულად პროგნოზირებადი არ არის, რომ ევროკავშირის მხრიდან წინასაარჩევნოდ გამოყენებული იქნება მათ ხელთ არსებული ბერკეტი, რაც საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველო ასეთი უსამართლო დამოკიდებულების ადრესატი არაერთხელ გამხდარა, რამაც ჩვენი ქვეყანა დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების ზღვარზე გაატარა.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, პრაგმატული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლეთის ასეთი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი. ბრიუსელის ბიუროკრატიის უსაფუძვლო ბრალდებების პარალელურად, თითქმის ყოველ კვირას ქვეყნდება ავტორიტეტული, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სიღრმისეულ ანალიზზე დამყარებული შეფასებები, სადაც საქართველოს ყველა სფეროში წინსვლა ფიქსირდება (ეკონომიკის მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, სამართლიანობა, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და თავისუფლება, ხელისუფლების გამჭვირვალობა, მედიის თავისუფლება და ა.შ.) და ამ კუთხით საქართველო არათუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, არამედ ბევრ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსაც უსწრებს.
26 ოქტომბრის არჩევნები ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების მხრიდან დანახულია, როგორც კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოში მოიყვანონ გავლენის აგენტებით და მარიონეტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც უპირობოდ მოემსახურება მათ ინტერესებს.
ჩვენს უკანასკნელ წერილში, რომელიც აგვისტოს ომს მივუძღვენით, ვრცლად განვიხილეთ, თუ როგორ მოხდა საქართველოს ომში ჩაბმა, რა როლი მიუძღოდათ სააკაშვილის რეჟიმს და მის პატრონებს ამ ყველაფერში. ხელისუფლებაში რევოლუციური გზებით აგენტურული ქსელის მოყვანის უმძიმეს შედეგებს ასევე ვხედავთ უკრაინაში, სადაც ომები და დაუსრულებელი ტრაგედია „მაიდნის“ რევოლუციით დაიწყო. დღეს უკრაინა არც NATO-ს წევრია, არც ევროკავშირის, ამის ნაცვლად კი, თითქმის სამი წელია დამანგრეველ ომშია, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, განადგურებულია სოფლები და ქალაქები, დაკარგულია ტერიტორიები, ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, ჩამოიშალა ეკონომიკა და სამწუხაროდ ქვეყნის მომავალი ამ დრომდე ბუნდოვანია. საპირწონედ კი, ისმის ცინიკური განცხადებები, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როდის მოხდება ეს. ასეთივე ცინიზმით გაჯერებული და უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. 16 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ითქვა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი, მაგრამ დღემდე, „MAP-ზე უკეთესია“ ის მაქსიმუმი, რაც საქართველომ მიიღო. ევროკავშირმა კი, ერთხელ უკვე უარი გვითხრა კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, როდესაც ის მიენიჭა თავიანთივე რეიტინგებით ჩვენზე უკან მდგარ უკრაინასა და მოლდოვას. დღემდე, მათი რიტორიკა საქართველოსთან მიმართებით სადამსჯელო ხასიათისაა, რაც განპირობებულია არა იმით, რომ საქართველო არ ასრულებს ოფიციალურად ნაკისრ ვალდებულებებს, არამედ იმით, რომ საქართველო უპირობოდ არ ემორჩილება ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების მიერ დაწესებულ რეალურ მოთხოვნებს, რაც სუვერენიტეტის დათმობას, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას, LGBT-იდეოლოგიის რელიგიის რანგში აყვანას და ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობს.
ამიტომ ვაცხადებთ, რომ ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ თავსმოხვეულ ცრუ პროპაგანდას, თითქოს ერთადერთი ხსნა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაა; უნდა გაუქმდეს კონსტიტუციური ნონსენსი და მკაფიოდ უნდა ითქვას სიმართლე, რომ ჩვენ იქ არც არავინ გველოდება ჩვენი ტრადიციული ღირებულებებით, ქრისტიანული მორალით, ოჯახის პატივისცემით და ეროვნული იდენტობით, არამედ მათ დღევანდელ მმართველებს საქართველო მხოლოდ ინსტრუმენტად სჭირდებათ გლობალურ დაპირისპირებაში.
ძალები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს მთავარ მტრებად ასახელებს (გლობალური ომის პარტია, Deep State) დღეს სრულად აკონტროლებენ ევროკავშირს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამობაშია ისეთი ორგანიზაციისკენ სვლა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები მართავენ”,- წერია განცხადებაში.

თიბისი კაპიტალის ყოველთვიური მაკრო მიმოხილვა მთავარი ეკონომისტისგან – სავალუტო შემოდინებებისა და სენტიმენტების ერთობლიობა ისევ ნეიტრალურია

თიბისის ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკის ძლიერი ზრდა, ივნისის 7.5%-ის შემდეგ, ივლისშიც შენარჩუნდება და თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, დაახლოებით 7.3%-ით განისაზღვრება. ამ ფონზე, ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბლა რჩება. უფრო მეტიც, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა, რაც სეზონური ფაქტორების გათვალიწინებით, ნულოვანი ინფლაციის შესაბამისია. წლიური მაჩვენებელი კი 1.8%-ს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია ერთჯერადი ფაქტორების წვლილი, რომელთა გარეშეც, ინფლაციის ბოლოდროინდელი დინამიკა მეტნაკლებად 3%-იან სამიზნესთან ახლოა.

ლარის კურსს რაც შეეხება, სავალუტო შემოდინებების გარდა, ტრადიციულად, სენტიმენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მხრივ, თიბისი კაპიტალი მკითხველს, სავალუტო შემოდინებებისა და სენტიმენტების ერთობლივი ზემოქმედების უკვე რაოდენობრივ შეფასებას წარუდგენს. მაგალითად ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ტურისტული სექტორი, გათვალიწინებულია სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია და აშშ დოლარის ინდექსი სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივი ჩარჩო საკმაო სიზუსტით ასახავს აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის ისტორიულ, ფაქტობრივ დინამიკას, ხოლო სადღეისოდ არსებული შეფასების კუთხით ჩვენი ადრინდელი დასკვნები არ იცვლება და შესაბამისად, საბაზო სცენარი კვლავ დიდწილად ნეიტრალურია.

ამავდროულად, სხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს როგორც საგარეო შემოდინებების, ასევე ინფლაციის კუთხით. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელიდან ტურისტული ხარჯების კლებას თან ახლდა ისრაელიდან არარეზიდენტების სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რაც მიგრაციის გარკვეულ პოზიტიურ ეფექტთან იყო დაკავშირებული.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

(R)

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისს 3,5 წლის განმავლობაში ლაპარაკის გარდა ადმინისტრაციაში არაფერი გაუკეთებია

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისს 3,5 წლის განმავლობაში ლაპარაკის გარდა არაფერი გაუკეთებია.

ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში კამალა ჰარისის გამოსვლის პარალელურად წერდა.

„მას არაფერი გაუკეთებია 3,5 წლის განმავლობაში, ლაპარაკის გარდა და ამაღამ უკმაყოფილებას გამოთქვამს ყველაფერზე, თუმცა არაფერს აკეთებს! თავისი სიტყვა ახლავე უნდა შეწყვიტოს, წავიდეს ვაშინგტონში, დაკეტოს საზღვარი, დაუშვას ფრეკინგი პენსილვანიაში და სხვაგან, დაიწყოს იმ საქმეების კეთება, რომლებზეც წუწუნებს, რომ არ არის გაკეთებული!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, კამალა ჰარისი სუსტი და არაეფექტიანია.

„ტირანები მას დასცინიან, ის არის სუსტი და არაეფექტიანი და 3,5 წლის განმავლობაში მას არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ აძლიერებდა, ამდიდრებდა მათ (ტირანებს)”, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპმა 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმაზე და უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ადმინისტრაციას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს არ მოხდებოდა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში.

„ამხანაგი კამალა ჰარისის მმართველობის პირობებში მომავალი არ იქნება, რადგან ის ბირთვული მესამე მსოფლიო ომისკენ წაგვიძღვება! მას არასდროს სცემენ მსოფლიოს ტირანები პატივს”, -აღნიშნა რესპუბლიკელმა კანდიდატმა.

დონალდ ტრამპის თქმით, კამალა ჰარისი საშუალო კლასზე საუბრობს, თუმცა სწორედ მან გააღარიბა საშუალო კლასი, გახადა ის დაუცველი და ხელმიუწვდომელი.

„მან არ ახსენა ჩინეთი, არ ახსენა ფრეკინგი, არ ახსენა ენერგეტიკა, არსებითად არ ახსენა რუსეთი და უკრაინა, მას არ უხსენებია დღის მთავარი თემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ანადგურებს. აშშ-ში 60 მილიონი ადამიანი სიღარიბეშია მათ თვალწინ და ის მათზე არც კი საუბრობს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.