Home Blog Page 794

“უკრაინამ გამარჯვებისაკენ მიმავალი გზა იპოვა”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 23 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია ამერიკული კვლევითი ცენტრის „რენდ კორპორეიშენის” (Rand Corporation) მეცნიერ-თანამშრომლის მაიკლ ბონერტის სტატია სათაურით: “უკრაინამ გამარჯვებისაკენ მიმავალი გზა იპოვა“, რომელშიც ავტორი რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივაზე მსჯელობს და მტკიცე რწმენას გამოხატავს – უკრაინა გაიმარჯვებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ეჭვი არ შეგეპაროთ: უკრაინის არმიის ამასწინანდელ ოპერაციას რუსეთის კურსკის ოლქში პოტენციურად შეუძლია რუსეთის ჯარების რაოდენობის გაზრდა – უპირველესად კი დონბასიდან. დღეს თუ არა ხვალ, მოსკოვი იძულებული გახდება. შესაბამისად, კრემლი დონბასში შეტევით ოპერაციებს შეასუსტებს. უკრაინელთა „კურსკის ნახტომი“ რუსეთის არმიას წარმატების შესაძლებლობას უსპობს – მიმდინარე წლის ბოლომდე მაინც.

ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთმა ზაფხულის პირველ ორ თვეში მთელი თავისი რესურსები დონბასში კონტრშეტევას მოახმარა. კრემლმა მეტ-ნაკლებად იცოდა, თუ რა საფრთხე ელოდებოდა კურსკის ოლქს, მაგრამ წინასწარგანზრახულად მთავარ პრიორიტეტად პოკროვსკის მიმართულება ამოირჩია. მაგრამ რად გინდა – უკრაინელი ჯარისკაცები პირდაპირ „ფქვავდნენ“ რუსებს და რუსულ ტექნიკას. თუ შევადარებთ ჯარში გაწვეული მოქალაქეებისა და რუსული მრეწველობის მიერ გამოშვებულ სამხედრო ტექნიკის რაოდენობას ბრძოლის ველზე დაღუპულებისა და აფეთქებული ტექნიკის რაოდენობასთან, ციფრები თითქმის ერთი და იგივეა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსკოვს, რეზერვები, პრაქტიკულად აღარ დარჩა. კრემლს მოუწევს დამატებითი მობილიზაციის გამოცხადება, თუმცა თავს არიდებს.

მოსკოვი არჩევანის წინაშე დგას: ალბათ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თვე მაინც დაჭირდება ჯარის დანაკლისის შესავსებად, როგორც ჯარისკაცების, ასევე სამხედრო ტექნიკის სახით. კრემლს ორ ფრონტზე ბრძოლა უწევს – დონბასში და კურსკში. უკრაინის არმიის ქვედანაყოფების უპირატესობა კურსკის ოლქში იმით გამოიხატება, რომ ისინი იქ საკუთარ ტერიტორიას არ იცავენ და შეუძლიათ უფრო თავისუფლად იმოქმედონ თავდაცვის ზღუდეებისათვის ოპტიმალური ადგილმდებარეობის შესარჩევად. შესაბამისად, რუსების მოქმედება კურსკის ოლქის ტერიტორიის გასათავისუფლებლად ძვირადღირებული იქნება – პრინციპით „ვინც უტევს, ის მეტ დანაკარგს განიცდის“.

უკრაინის შეჭრამ ცვლილებები შეიტანა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ოპერაციებშიც: გავიხსენოთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი, კურსკის ოლქში მდებარე აეროდრომების მეშვეობით დაუსჯელად ყრიდა უკრაინის ქალაქებზე და ფრონტის ხაზზე „მფრინავ ბომბებს“, ახლა კი კრემლს ამის შესაძლებლობა წაერთვა – რუსულ ავიაციას უფრო შორი მანძილიდან მოუწევთ ბომბების ჩამოყრა, რაც სიზუსტეს აქვეითებს. უკვე შეიმჩნევა ყოველდღიური დაბომბვების სიხშირის შემცირება.

მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის სახმელეთო და საჰაერო ძალები ისე არიან „გაჭიმული“ ფრონტის მთელ ხაზზე (კურსკის ოლქის ჩათვლით), როგორც არასოდეს არ ყოფილან მთელი ომის განმავლობაში. ახლოვდება შემოდგომა – წვიმების პერიოდი, რაც რუსების შემტევ ოპერაციებს დააყოვნებს. და თუ დასავლეთი კიდევ უფრო გაამკაცრებს სანქციებს და უკრაინას მეტ შორი მოქმედების იარაღს მიაწვდის ზურგში მდებარე საწყობების, ბაზებისა და ქარხნების გასანადგურებლად, მაშინ ასეთი ზომები უკრაინას შესაძლებლობას მისცემს 2025 წლის გაზაფხულამდე თავისი არმია აღადგინოს და უკეთ მოამზადოს.

დასავლეთის დახმარება უნდა იყოს რეგულარული, დროული და საკმარისი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია კიევს ფიქრი თავისი ტერიტორიების რეალურ დაბრუნებაზე 2025 წლის დასასრულისათვის.
უკრაინა გამარჯვებისაკენ მიმავალ სწორ გზაზე დგას. კიევის მოკავშირეებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვან. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს კონფლიქტი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უკრაინის ძალის პოზიციიდან.

მოაზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა -ვოლოდიმირ ზელენსკი

ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე მიულოცა.

„დღეს, ჩვენ 33-ე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიდეომიმართვა სუმის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩაწერა და აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციის დაწყებით მსოფლიო გააოცა.

„33 წლის წინ უკრაინა მსოფლიოს რუკებზე ხელახლა დაიბადა და დღეს, უკრაინა მსოფლიოს გულებს იპყრობს. გამბედაობას შთააგონებს და მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეთ პუტინის. იგი მსოფლიოს საკუთარი უკრაინული მსოფლმხედველობის გარშემო აერთიანებს: 21-ე საუკუნეში ტერორისტებმა ჰააგაში უნდა განისვენონ და არა ვალდაიში. არავინ იტყვის მსოფლიოში: „სად არის უკრაინა?“ რადგან ახლა ყველა კონტინენტზე ამბობენ: „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“. ეს ჩვენს დამოუკიდებლობას ძალას მატებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა უკრაინელსა და უცხოელს, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობას იცავს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის რუსეთი პასუხს აგებს.

პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია 16 ადამიანი

პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია 16 ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პოლიციის შენობასთან მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 პოლიციელი. დაღუპულია ორი ბავშვი, რომლებიც აფეთქების დროს პოლიციის შენობასთან გადაადგილდებოდნენ.

პოლიციის თანამშრომლების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის შენობასთან მდგარ მოტოციკლეტზე იყო მიმაგრებული.

შემთხვევას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მსაზღვრელს -მერაბ ტურავა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა სასამართლოს სახელით თანამოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა, საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მსაზღვრელს.

მისივე თქმით,  საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს  ქვეყნის განვითარების მსაზღვრელს.

„29 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელმაც დასაბამი დაუდო თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას. კონსტიტუციის მიღებას, ერთი მხრივ, წინ უძღოდა მტკიცე ერთიანობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის მიმართ, რაც 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა, ხოლო შემდეგ, უმძიმესი სახელმწიფოებრივი კრიზისი და სოციალური ძნელბედობა. ძირითადი კანონის შემუშავების იმდროინდელი ქრონიკა ცხადყოფს ეროვნული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. სწორედ ამ ფონზე იქნა მიღებული კონსტიტუცია, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ორიენტირი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას დაუკავშირა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა. ის იდეოლოგიური მსოფლმხედველობა, რაც უკავშირდება თავისუფლებისადმი მუდმივ სწრაფვასა და ევროპული სამართლებრივი ტრადიციების დამკვიდრებას, სწორედ 1918- 1921 წლების საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცდილებიდან მოგვდგამს, რომელიც, ამავდროულად, შთაგონების წყაროა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების გზაზე.

საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მსაზღვრელს. კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდაციის პროცესში თითოეული ინდივიდის როლი მნიშვნელოვანია. მჯერა, საქართველოს განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება კონსტიტუციით გაცხადებული ღირებულებების შუქზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები დაასახელა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები დაასახელა.

„26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ტარდება აჭარის ავტონომიური უმაღლესის საბჭოს არჩევნები, შესაბამისად, დღეს მსურს, წარმოგიდგინოთ დელეგატები „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან როგორც წამყვან პოზიციებზე უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით, ასევე ისინი გაუძღვებიან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას.

ბათუმიდან ჩვენი დელეგატი იქნება რამაზ ჯინჭარაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელება უკავშირდება როგორც ბათუმში, ისე აჭარაში;

ქობულეთიდან ჩვენი დელეგატი იქნება ცოტნე ანანიძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ხელვაჩაურში დელეგატი იქნება მინდია დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელმაც კარგად იცის ხელვაჩაურის საჭიროებები და არსებული გამოწვევები;

ქედაში ჩვენი დელეგატი იქნება მამუკა თურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. მანამდე ის გახლდათ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

შუახევში დელეგატი იქნება ფრიდონ ფუტკარაძე, მოქმედი მაჟორიტარი და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში;

ხულოში დელეგატი იქნება ვახტანგ ბერიძე, მოქმედი მერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ხულოს წინაშე არსებული გამოწვევები და ის ნამდვილად გახლავთ ამ მუნიციპალიტეტის ძალიან დიდი საყრდენი.

ძირითადი კრიტერიუმები, რის გამოც შეირჩა ეს ხალხი და რაც გახლდათ წარდგენის საფუძველი, არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ქვეყნისა და ხალხის სიყვარული. დარწმუნებული ვარ მათ წარმატებაში. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებული საარჩევნო კამპანია ვუსურვო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მინდა, გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, რომლითაც ის უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით, მინდა, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა, გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

https://www.facebook.com/watch/?v=7862905270498509&t=0

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა და მომდევნო წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://des.gov.ge/Ge/HuntingSeason

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნადირობის სეზონის განმავლობაში, უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით,  კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცრებს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან უნდა იქონიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 7 დღის შემდეგ დოკუმენტები აისახება დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზებში. ასევე, ნადირობისას, მონადირემ თან უნდა იქონიოს შსს-ის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობა აკრძალულია ყველა სხვა იარაღიდან, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.

ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.

უკანონო ნადირობაზე ჯარიმა, მონადირებული ობიექტის სახეობისა და ნადირობის კონკრეტული წესის დარღვევის მიხედვით, 150-დან  3000 ლარამდე მერყეობს. უმრავლეს შემთხვევაში, კანონი მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან მოწყობილობის კონფისკაციასაც ითვალისწინებს. რიგ შემთხვევებში კი, სამართალდამრღვევს, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება 1, 2 ან 3 წლით ჩამოერთმევა.

“ნაცმოძრაობა” გვაკრიტიკებს, საარჩევნო სიაში სპორტსმენები ჰყავთო, 2016 წელს „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე იყო რომან გოცირიძე, 2020 წელს გუბაზ სანიკიძე და 2024 წელს გიგი წერეთელი”- რატი იონათამიშვილი

„ნაცმოძრაობა“ გვაკრიტიკებს, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სიაში სპორტსმენები ჰყავსო. მათი სიები რომ გავიხსენოთ: „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე 2016 წელს იყო – რომან გოცირიძე; 2020 წელს – გუბაზ სანიკიძე და 2024 წელს – გიგი წერეთელი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა დაწერა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სიაში საკუთარ პროფესიაში წარმატებული, გამორჩეული და დაფასებული ლიდერები არიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალებს კი განსაკუთრებულად სძულთ წარმატებული და პატრიოტი ადამიანები.

„ნაცმოძრაობა“ გვაკრიტიკებს, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სიაში სპორტსმენები ჰყავსო. მათი სიები რომ გავიხსენოთ: „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე 2016 წელს იყო – რომან გოცირიძე; 2020 წელს – გუბაზ სანიკიძე და 2024 წელს – გიგი წერეთელი. და ესენი სხვაზე ამბობენ რამეს? სინამდვილეში, ჩვენ სიაში საკუთარ პროფესიაში წარმატებული, გამორჩეული და დაფასებული ლიდერები გვყავს, ვინც ხალხში გულწრფელი სიყვარულითა და შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობენ, ხოლო „ნაცმოძრაობას“ და რადიკალებს განსაკუთრებულად სძულთ წარმატებული და პატრიოტი ადამიანები. ამიტომ არის რადიკალური ოპოზიცია „სიძულვილის და ღალატის პროექტი“, რომელსაც 26 ოქტომბერს საბოლოოდ დაამარცხებს ქართველი საზოგადოება“, – დაწერა რატი იონათამიშვილმა.

https://www.facebook.com/rati.ionatamishvili/posts/10234818182945295?ref=embed_post

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს გარეგნობას, კარგი იქნება, იზრუნოთ გარდერობის განახლებაზე.

კურო

ელოდეთ სასიამოვნო ნაცნობობას, ახალ გატაცებას, შეეცადეთ, ლამაზად წარმოაჩინოთ როგორც საკუთარი თავი, ასევე თქვენი გრძნობებიც გახსნილად გამოხატოთ.

ტყუპები

შეგიძლიათ, თამამად გამოხატოთ თქვენი ემოციები. საუკეთესო დღეა გართობისთვის.

კირჩხიბი

პირად საკითხებში მოსალოდნელია გაუგებრობები, რომელიც შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით განვითარდეს. პრობლემებს მოაგვარებთ გულახდილი საუბრით.

ლომი

ურთიერთობები უფრო მეტად მკაფიო ხდება, შესაძლოა, აქამდე ფარული კავშირები სამზეოს გამოიტანოთ. საღამოს მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი, თუ მეწყვილე არ გყავთ, სახლში მარტო ყოფნისთვის ამ აქტიურ პერიოდს ნუ დაკარგავთ.

ქალწული

შესაძლოა, გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი, თქვენ მოგიწევთ თქვენი მოთმინებითა და შეუპოვრობით საკუთარი სიმართლის დამტკიცება. ნუ იქნებით მომაბეზრებელი, მაგრამ თქვენი პოზიციები აუცილებლად დაიცავით.

სასწორი

გამოიჩინეთ ყურადღება, რადგან თქვენი დაუფიქრებელი ქმედებებით არ დააფრთხოთ ადამიანი, რომელიც მომავალში შესაძლოა თქვენს მეწყვილედ იქცეს.

მორიელი

არის ალბათობა, ეჭვი შეიტანონ თქვენს გულწრფელობაში. შესაძლოა, ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ. იყავით გულწრფელი და ლაღი, ხანდახან, ეს აუცილებელია.

მშვილდოსანი

ენდეთ ინტუიციას, ნუ აჰყვებით მითქმა-მოთქმას, პირად საკითხებში არ არის საჭირო ყველა „კეთილის მსურველის“ რეკომენდაციების გათვალისწინება.

თხის რქა

ახლა შფოთის დრო არ არის, ეცადეთ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომა. ყველაფერს მოაგვარებთ მოთმინებითა და გულახდილობით.

მერწყული

შესაძლოა, აჰყვეთ უსაფუძვლო ეჭვებს და ამით გაირთულოთ ცხოვრება, ან თქვენზე იეჭვიანონ. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოქმნილი კრიზისული სიტუაცია, მალე, სასიკეთოდ შეიცვლება.

თევზები

ენერგეტიკულად ძლიერი და თავდაჯერებული ხართ, გაბედულად იმოქმედეთ და ეჭვს ნუ შეიტანთ საკუთარ ძალებში.

 საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ – ირაკლი ქადაგიშვილი

საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი იქნება და ქვეყნისთვის უკეთესის შეთავაზება შეეძლება.

„ ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი და უკეთესი შემთავაზებელი იქნება. დავაკვირდეთ ამ ოპოზიციას, ქვეყნის ჯანჯღარის გარდა, თუ რამე შემოუთავაზებია ხალხისთვის ან ამ ქვეყნისთვის. დაუსრულებელია სია იმ საბოტაჟისა და მტრობისა, რაც მათ ქვეყნის წინააღმდეგ გასწიეს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რთულია აუხსნა უამრავი წამებით მოკლული ადამიანების ოჯახებს, რატომ მოიხადა რამდენიმე ნაციონალების ჯალათმა ფორმალური სასჯელი – გიორგი გამსახურდია

ძალიან კარგია, როდესაც მმართველმა პარტიამ, ჩადენილი დანაშაულების გამო, ე.წ „პოლიტიკური პარტიის“ ნაციონალური მოძრაობის დასჯის პირობა საჯაროდ რომ დადო. კოჰაბიტაციამ ამ ხალხთან ვნახეთ რაც მოგვიტანა, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, სააკაშვილის, რურუას და ადეიშვილის შექმნილი დანაშაულებრივი სინდიკატი, თავისი აქტორებიანად ბოლომდე უნდა დაისაჯოს, რომლებიც უამრავ სიბინძურეს სხვადასხვა ძალისა და ასევე კრიმინალების დაკვეთით, ხელისუფლებაში ყოფნისას, ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებდნენ.

„ძალიან კარგია, როდესაც მმართველმა პარტიამ, ჩადენილი დანაშაულების გამო, ე.წ „პოლიტიკური პარტიის” ნაციონალური მოძრაობის დასჯის პირობა საჯაროდ რომ დადო. კოჰაბიტაციამ ამ ხალხთან ვნახეთ რაც მოგვიტანა, ღორების და მარგალიტების არ იყოს. ურთულესია პაატა ქარდავას ოჯახს აუხსნა, რომ ვიღაც გარეწარმა რომა შამათავამ (მეგობრობდა პაატასთან, პურიც ჰქონდა მის სახლში ბევრჯერ გატეხილი), თავისნაირ ნაძირალებთან ერთად, ყველანაირი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, რატომ ჩამოჰკიდა ბეტონის ფილა პაატას ფეხზე და შუბლგახვრეტილი წყალში ჩაძირა. ასევე რთულია აუხსნა შავაძის, ცინდელიანის, თეთრაძის და უამრავი წამებით მოკლული ადამიანების ოჯახებს, რატომ მოიხადა რამდენიმე ნაციონალების ჯალათმა ფორმალური სასჯელი და სისტემა დაუსჯელი დარჩა (მერწმუნეთ, შამათავა და ქარდავა მხოლოდ ჭანჭიკებია მაგ სისტემაში). სააკაშვილის, რურუას და ადეიშვილის შექმნილი დანაშაულებრივი სინდიკატი, თავისი აქტორებიანად ბოლომდე უნდა დაისაჯოს. რომლებიც ამ და სხვა უამრავ სიბინძურეებს სხვადასხვა ძალების და ასევე კრიმინალების დაკვეთით, ხელისუფლებაში ყოფნისას, ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებდნენ.

P.S.ასევე ყოფილი პოლიციელების მკვლელობები და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები (მათი წარსულში სამსახურებრივი მოვალეობების უმწიკვლო შესრულების გამო), რომლებსაც კრიმინალური სამყაროს დაკვეთით ასრულებდნენ.”- წერს გიორგი გამსახურდია.

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოში იმყოფება 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, დანიის სამეფოში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, პირველი შეხვედრა დანიის ვეტერანთა ცენტრის დირექტორთან, პოლკოვნიკ კიმ სიმონსენთან გამართა.

შეხვედრაზე, კობა კობალაძემ მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და ის პროექტები გააცნო, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ახორციელებს, ასევე ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და მათი გამოცდილების გაზიარება.

„მასპინძელმა მხარემ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა და დანიის ვეტერანთა ცენტრის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა, ფსიქო-სოციალური და განათლების მიმართულებით არსებული პროექტები გააცნო. ასევე, გაუზიარა ინფორმაცია დანიაში არსებულ ვეტერანთა კატეგორიებისა და შესაბამისი სტატუსის მინიჭების წინაპირობების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დანიის ვეტერანთა ცენტრი დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ცენტრში რეგისტრირებულია 65 000-მდე ვეტერანი. განსაკუთრებით, განვითარებულია კვლევითი და ფსიქო-სარეაბილიტაციო მიმართულება. მასპინძელმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის პროექტებზე, მათ შორის პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მართვისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას, თავისი გამოცდილება გაუზიარა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ერთობლივი ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებაზეც ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს, ამ მიმართულებით ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, საერთაშორისო მიმართულებით მეგობარი ქვეყნების, ანალოგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს ვეტერანებისთვის, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დანერგვა და განხორციელება.

ამ კუთხით, დანიის სამეფოში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება მნიშვნელოვანია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დანიის ვეტერანთა ცენტრის შტაბის უფროსი, სარდალი იანიკ ანდერსენი, ვ. სანიკიძის სახელობის, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭანტურიძე.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დანიის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.