Home Blog Page 794

ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ჩვენი ოპოზიციის და მათი ენჯეოების რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის – შალვა პაპუაშვილი

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ჩვენი ოპოზიციის და მათი ენჯეოების რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, “უცხოეთიდან მართული ამ ხალხის” ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ჩვენი ქვეყნის “დაბეჩავებას, შიდა არეულობას, ეკონომიკის ჩამოშლას და ცეცხლის ალში საქართველოს გახვევას ნიშნავს”.

,,დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ჩვენი ოპოზიციის და მათი ენჯეოების რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის.

უცხოეთიდან მართული ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ჩვენი ქვეყნის დაბეჩავებას, შიდა არეულობას, ეკონომიკის ჩამოშლას და ცეცხლის ალში საქართველოს გახვევას ნიშნავს.

ყველგან და ყოველთვის გახსოვდეს საქართველო!” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

მხოლოდ ღმერთმა შეუშალა ხელი იმას, რომ წარმოუდგენელი რამ მომხდარიყო – ჩვენ არ შევშინდებით, მტკიცენი დავრჩებით უკეთურების წინაშე – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს „ფიქრებისა და ლოცვებისთვის“ მადლობას უხდის.

“მხოლოდ ღმერთმა შეუშალა ხელი იმას, რომ წარმოუდგენელი რამ მომდარიყო. ჩვენ არ შევშინდებით, არამედ მტკიცენი დავრჩებით რწმენაში და ქედმოუდრეკელნი უკეთურების წინაშე”, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმითმ ახლა ერთიანობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

“მე ნამდვილად მიყვარს ჩვენი ქვეყანა და მიყვარხართ თქვენ ყველანი და მოუთმენლად ველი ჩვენს დიდ ერთან საუბარს ამ კვირაში ვისკონსინიდან“, – აცხადებს ტრამპი.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

მადლობა ღმერთს, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ჯანმრთელადაა – მშვიდობას ვუსურვებ მთელ მსოფლიოს – ირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

ღარიბაშვილი მშვიდობას უსურვებს ამერიკას, ამერიკელ ხალხს და მთელ მსოფლიოს.

„ღრმად შეშფოთებული ვარ ამერიკის 45-ე პრეზიდენტზე, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმით. მადლობა ღმერთს, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ჯანმრთელადაა. მშვიდობას ვუსურვებ ამერიკას და ამერიკელ ხალხს, მთელ მსოფლიოს!“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრეზიდენტს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან – მორიგ ჯერზე მოხდა უცხოური აგენტების ლუსტრაცია – ირაკლი ზარქუა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, საერთო ქართულ ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და ბუნებრივია, ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს გაასაჩივრებდა.

ზარქუას თქმით, ამ კანონის მიღებით, მორიგ ჯერზე მოხდა „უცხოური აგენტების ლუსტრაცია“.

„როდესაც ამ კანონს ვაინიცირებდით, ზუსტად ვიცოდით, რომ უცხოური გავლენის აგენტურა ამ კანონს შემდეგ გაასაჩივრებდა. როგორც მოლოდინი გვქონდა, პირველი არის პრეზიდენტი, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული კონსტიტუციის დარღვევაში და ეს დადასტურებულია. მას არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, საერთო ქართულ ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და ბუნებრივია, ის გაასაჩივრებდა, ამას ველოდებოდით. შემდეგ უკვე ლომჯარია-გიგაურები რომ გაასაჩივრებდნენ, ჩვენ ხომ ვიცოდით. როგორც კანონის განხილვის დროს ყველას ვეპატიჟებოდით, იქნებ ერთი არგუმენტი მაინც წარმოადგინეთო, კაციშვილი არ შემოდიოდა. ახლაც, მობრძანდნენ ჩვენ არგუმენტებს წარვადგენთ, რატომ უწყობს ხელს ქართული კანონის მიღება სუვერენიტეტის განმტკიცებას, თავისუფლებას და რატომ არის ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებში. ამას მარტივად დავამტკიცებთ, მაგრამ მათი ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოხდა. მადლობა ამ კანონს, მორიგ ჯერზე მოხდა ამ უცხოური აგენტების ლუსტრაცია“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში ამზადებს სარჩელს, რაც ე.წ. აგენტების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას შეეხება. პრეზიდენტის გარდა, სარჩელს სამოქალაქო სექტორიც ამზადებს.

ორი თვე გადის, რაც გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა, არც ერთ დონორს არ დაუგმია ეს – „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი

უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა, ირაკლი დათუნაშვილმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა- ამის შესახებ წერს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“.

როგორც გვერდის, „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული დღემდე არც ერთ დონორს არ დაუგმია ეს მოწოდება. მეტიც, სავარაუდოდ, ის დღემდე უცხოური გრანტიდან იღებს ხელფასს.

აქვე ნათქვამია, რომ ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა.

„უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა, ირაკლი დათუნაშვილმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა.
დღემდე არც ერთ დონორს არ დაუგმია ეს მოწოდება. მეტიც, სავარაუდოდ, ის დღემდე უცხოური გრანტიდან იღებს ხელფასს. ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა“, – წერს Facebook-გვერდი „სინამდვილეში“.

სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას – კახა კალაძე

გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა – საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„თავდასხმას შეეწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას!

ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს კი ვუსურვებთ მშვიდობას და საკუთარი არჩევანის მშვიდ, სამართლიან გარემოში გაკეთებას!“, – წერს კალაძე.

წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს – მადლობა სამართალდამცველებს სწრაფი რეაგირებისთვის – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა მის მიერ დაარსებულ პლატფორმაზე – Truth Social-ზე, სადაც სამართალდამცავებსა და საიდუმლო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მოკლულის ოჯახს და ასევე, მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. როცა ზუზუნის და სროლის ხმა გავიგონე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რომ და მაშინვე ვიგრძენი ტყვია კანში. დიდი სისხლდენა იყო, ამიტომ მივხვდი, რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!”, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

ღრმად შოკირებული ვარ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით – პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს – პრეზიდენტი

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ

ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.

დონალდ ტრამპი კარგად არის და სამართალდამცავების მადლიერია – “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტი

დონალდ ტრამპი კარგად არის და სამართალდამცავების მადლიერია, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის (RNC) ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ის მოუთმენლად ელის, რომ შემოგიერთდეთ მილუოკიში. ის გააგრძელებს თავისი ხედვის – “გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი” – გაზიარებას“, – ნათქვამია ტრამპის საარჩევნო კამპანიისა და რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის განცხადებაში.

ამასთან, მანამდე, დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა მის მიერ დაარსებულ პლატფორმაზე – Truth Social-ზე, სადაც სამართალდამცავებსა და საიდუმლო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მოკლულის ოჯახს და ასევე, მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. როცა ზუზუნის და სროლის ხმა გავიგონე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რომ და მაშინვე ვიგრძენი ტყვია კანში. დიდი სისხლდენა იყო, ამიტომ მივხვდი, რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!”- წერს ტრამპი.

საგანგაშოა დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით – მამუკა მდინარაძე

x

გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო – დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება.

„პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას! პ. ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…“ – წერს მდინარაძე.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.

შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით – ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს – ირაკლი კობახიძე

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მისი და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის, სიცოცხლე იმსხვერპლა – შალვა პაპუაშვილი

ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის, სიცოცხლე იმსხვერპლა , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა.

პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და სოლიდარობას გამოვთქვამ მისი ოჯახის მიმართ.

ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ!”, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.