Home Blog Page 779

გამჭვირვალობის დანერგვის გამო კრიტიკა მივიღეთ, რუსეთისკენ შეტრიალდა ქვეყანაო, ესპანეთზეც იტყვიან რუსეთისკენ შეტრიალდაო? დადასტურდა ჩვენი სიმართლე -არჩილ თალაკვაძე

ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაინახავს, რომ „ქართული ოცნება“ იყო მართალი და არანაირი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული გამჭვირვალობაში არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ესპანეთის მაგალითზე საუბრისას განაცხადა.

„რაც უფრო მეტი დრო გავა, ყველა კიდევ უფრო დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო. დემოკრატიას ინფორმირებული მოქალაქეები ქმნიან და დემოკრატიას ინფორმირებული საზოგადოება სჭირდება. ჩვენ შემოვიტანეთ და დავნერგეთ გამჭვირვალობის რეესტრი, რომელიც ევროკავშირის 15 ქვეყანას აქვს. ესპანეთია მომდევნო, ვინც გამჭვირვალობის რეესტრს ქმნის. პრაქტიკულად, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა იგივე არგუმენტები დაასახელა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თავის საზოგადოებას წარუდგინა. გამჭვირვალობა ისეთი ფუნდამენტური პრინციპია, რომლის გვერდის ავლაც მხოლოდ კითხვებს აჩენს, ვიღაცას ხომ არ სურს რაიმეს დაფარვა და დამალვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ კანონის მიღების გამო გააკრიტიკა და ისიც თქვა, რომ რუსეთისკენ შეტრიალდა.

„გამჭვირვალობა დავნერგეთ და ამის გამო კრიტიკა მივიღეთ – რუსეთისკენ შეატრიალეს ქვეყანაო, ამასაც კი გვაბრალებდნენ. ახლა არცერთი არ ჩანს. რა თქმა უნდა, ესპანეთზე როგორ გაბედავენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი პატრონები ხმის ამოღებას? ესპანეთზეც ხომ არ იტყვიან, რუსეთისკენ შეტრიალდაო, დადასტურდა ჩვენი სიმართლე. რაც უფრო მეტი დრო გავა, ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო უკეთ დაინახავს, რომ „ქართული ოცნება“ იყო მართალი და არანაირი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული გამჭვირვალობაში არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს. პედრო სანჩესი გამოვიდა ინიციატივით, მედიას მოსთხოვონ ყველა აქციონერის იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენენ სარედაქციო პოლიტიკაზე, აგრეთვე თანხებზე, რომლებსაც ისინი იღებენ საჯაროდ დაფინანსებულ რეკლამებში და მესამე ქვეყნებიდან, ასევე აუდიტორიის შესახებ გამჭვირვალე მონაცემები.

,,სახეზეა პოლიტიკური ელიტების კრიზისი”- შალვა პაპუაშვილი

სახეზეა პოლიტიკური ელიტების კრიზისი, ვიმედოვნებ, საქართველოს მისამართით გამაოგნებელი რიტორიკა მალე დასრულდება და მსოფლიო დღის წესრიგი რაციონალურ ჩარჩოებში დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, თვალს ადევნებს რა ხდება ევროპარლამენტში, ასევე აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიას, რადიკალიზაციის ზოგად ტენდენციებს მთელი ევროპის მასშტაბით.

„საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრს ეძლევა პრივილეგია, იდგეს საარჩევნო ურნასთან. საპარლამენტო ტრადიცია და კოლეგიალური ეთიკაა, რომ ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ დეპუტატები ურნის მცველს ხელს ართმევენ. ამჯერად ეს პატივი ლე პენის პარტიის 22 წლის დეპუტატს ერგო. მოწინააღმდეგე ფლანგის წარმომადგენლებმა მას ხელი არ ჩამოართვეს.

ამ სცენასთან ერთად, ვუყურებ გუშინ ევროპარლამენტში მომხდარ აყალმაყალს, აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის პერიპეტიებს, საფრანგეთის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო რიტორიკას და რადიკალიზაციის ზოგად ტენდენციებს მთელი ევროპის მასშტაბით და მახსენდება უცხოელი პოლიტიკოსების, ბიუროკრატების და დიპლომატების მიერ ქართული „პოლარიზაციის“ და „მკაცრი რიტორიკის“ კრიტიკის ტონი, რომელიც თავს არასრულფასოვან, შეუმდგარ საზოგადოებად გვაგრძნობინებს. მსუბუქად რომ ვთქვათ, ბიბლიური ანდაზისა არ იყოს, კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდა, სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევდაო. უფრო ღრმად თუ განვსჯით, სახეზეა პოლიტიკური ელიტების კრიზისი, რაც ძალზე სამწუხარო მოვლენაა. იმედს ვიტოვებ, საქართველოს მისამართით, მათ შორის ამ კრიზისით განპირობებული გამაოგნებელი რიტორიკა მალე დასრულდება და მსოფლიო დღის წესრიგი რაციონალურ ჩარჩოებში დაბრუნდება“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სომხეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

სომხეთის ქალაქ ეღვარდთან AN-2 ტიპის სამხედრო სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი.

ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

„გიდასტურებთ, რომ ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც სასწავლო იყო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპული მფრინავების ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თანამებრძოლებს“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არამ თოროსიანმა.

ინციდენტი დილით მოხდა. შეტყობინება თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ პოლიციაში ადგილობრივი მოსახლეობისგან შევიდა.

ამნისტიის კანონი არ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, როცა ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს -მდინარაძე

ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, როცა ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რიგგარეშე სესიაზე „ამნისტიის შესახებ კანონის განხილვაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიღაცები ამნისტიის კანონით ხელის მოთბობას ცდილობენ.

„სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ ამ ქალაქში არსებობს ხალხი, რომელთაც გადაწყვიტეს ხელის მოთბობა ამნისტიის საკითხებთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ნახევრად სკანდალური, ძალიან უცნაური, ბრალდების შემცველი ინფორმაციები იყოს, მაგრამ ეს ასეა და ბევრმა იცის, რომ ასეა. შესაბამისად, ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, როცა ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს“,- აღნიშნა მდინარაძემ.

მან ასევე გაუსვა ხაზი იმას, რომ ამნისტიის კანონი არ გახდება პოლიტიკური თუ სხვა სახის ვაჭრობის საგანი.

„ასევე, მინდა „გირჩის“ წარმომადგენლებს მივმართო, ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ თქვენ შეგვევაჭრებით ამ თემასთან დაკავშირებით, რაღაც პოლიტიკური ვაჭრობა გაიმართება და რაღაც მუხლებს ჩაგვაწერინებთ ამაში. ეს ამბავი ციხეშიც ვრცელდება. თქვენი ბრალი შეიძლება ეს არ არის, მაგრამ შეიძლება ვიღაცები საუბრობენ კიდევაც ამას და ყველას ვაფრთხილებ, რომ ასე ნუ ისაუბრებენ. თქვენ რომ არგუმენტები მოგაქვთ შეიძლება ამან რამე დააზიანოს, თუნდაც დაზარალებულზე რომ ვლაპარაკობთ. მაგალითად, თუ ავტოავარიებზეა საუბარი შეიძლება რაღაც საკითხები ჩავამატოთ კიდეც, ოღონდ აუცილებლად დაზარალებულის თანხმობით. მაგრამ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება რაიმე პოლიტიკური ვაჭრობს საგანი და სხვა სახის მითუმეტეს. თუკი ვინმეს უნდა, რომ რომელიმე მუხლს არ შეეხოს, მაშინ უნდა გაავრცელოს, რომ ამ მუხლზე შეიძლება ვიღაცამ ივაჭროს პოლიტიკურად ან სხვაგვარად. მათ შორის, ყველას ვაფრთხილებ, რომ თუ ვინმე ვინმეს აქეზებს, რომ შენ დაიწყე შიმშილობა და ამასაც შეეხება ამნისტია, ეს ასე არ მოხდება. თუკი რამე მუხლს ცვლილება შეიძლება შეეხოს ერთადერთი საფუძველი შეიძლება იყოს მყარი არგუმენტები სამართლებრივი, მორალური და ა.შ.“,- განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა

კანონმდებლებმა, რიგგარეშე სესიაზე, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს და დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღეს.

ჰუმანური აქტი უმრავლესობის ინიციატივაა. ის 300-მდე მუხლს შეეხება, მაგრამ არ გავრცელდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე.

დეპუტატები დოკუმენტს მესამე, საბოლოო მოსმენით, მას საშემოდგომო სესიის დროს მიიღებენ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 2024 წლისსაპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლომისიას იწყებს

ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ის გამართვამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს სტენდი დაათვალიერა და გაეცნო მოსამზადებელ სამუშოებს.

20-21 ივლისს  საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე,  “მასტერკლასის თეატრში”  ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ.  Show Kitchen მოეწყობა.

ფესტივალში ქართველი შეფები და სომელიეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ  მონაწილეებს. ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ფესტივალის მონაწილეებს ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს გააცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მოაწყობს.

The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

ჩვენ ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელს მსოფლიოში, მათ კი დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ-დონალდ ტრამპი

J

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს იყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დედამიწა ომში გახვია.

„თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო მათ დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ. შეხედეთ ისრაელზე თავდასხმას, შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, ქალაქები უბრალოდ განადგურებულია“, – აღნიშნა მან.

ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ის აშშ-ის უახლეს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იყო, რომელსაც არ დაუწყია ომი. „ჩემს დროს ომი არ ყოფილა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გარდა. მე ის დავამარცხე“, – თქვა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ მას ომის შეწყვეტა ტელეფონის ზარით შეეძლო.

კუბილიუს! ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალეობა მოითხოვა, სად არის შენი პოზიცია?- ზარქუა

კუბილიუს! ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალეობა მოითხოვა, სად არის შენი პოზიცია? – რასა, რაისა? ხომ არიან ისინი ევროპარლამენტში? ხმა ამოიღეთ! – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიის გამჭვირვალობის კანონს აინიცირებს”.

მან, ასევე, ევროპარლამენტარ კუბილიუსს ლიეტუვის რუსეთთან ვაჭრობასთან დაკავშირებით მიმართა.

„კუბილიუს! ევროპარლამენტში არის დღეს? სად არის შენი პოზიცია? ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალეობა მოითხოვა. ამათთვის ხომ გამჭვირვალობა რუსულია. ფოტიგა? არა, ფოტიგა გააგდეს, აღარ არის ევროპარლამენტში. კიდევ ვინ არის? რასა, რაისა? ხომ არიან ისინი ევროპარლამენტში? ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა. ეგ როგორ? კუბილიუს! შენი ქვეყანა, ლიეტუვა პირველ ადგილას გავიდა რუსეთთან ვაჭრობაში. ჩვენ გვეუბნებოდი სანქცია რატომ არ დაუწესეთო. მაინტერესებს, აბა, რას შვრები მანდ? დაგმე შენი მთავრობა? ლიეტუვას ბიზნეს წრეებს მოუწოდე, რომ ეს ასე არ გააკეთონ? ა, ჩუმად ხარ?” – განაცხადა ზარქუამ.

მედიის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა “დემოკრატიული რეგენერაციის” გეგმა წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, გააუმჯობესებს მედიის გამჭვირვალობას და მეტ ნათელს მოჰფენს მედიის დაფინანსებას.

მსოფლიოს მასშტაბით IT სისტემების მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდა – BBC 

მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ბანკები, მედიასაშუალებები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სიდნეის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია, ფრენები შეწყვიტა United Airlines-მაც.

ბერლინის აეროპორტის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეფერხებები აქვთ.

პრობლემა დაფიქსირდა ესპანეთში ყველა აეროპორტში.

„ჩვენ ვმუშაობთ მის მოგვარებაზე რაც შეიძლება მალე. ამასობაში ოპერაციები მექანიკური სისტემებით გრძელდება”, – აცხადებენ ესპანეთის აეროპორტების ოპერატორ კომპანიაში.

გაერთიანებულ სამეფოში სარკინიგზო კომპანიები აცხადებენ, რომ „ფართო IT პრობლემებს განიცდიან“.

გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხებებს განიცდის ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის პლატფორმაც.

ამასთან, Sky News-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის ინფორმაციით, პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.

ასხის მთაზე მკვლელობა მოხდა – დაკავებულია ერთი პირი

ხონში, ასხის მთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი მოკლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს, რომელიც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ თ.ფ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრამპზე თავდამსხმელს ტელეფონში ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სხვა ოფიციალური პირების ფოტოები ჰქონდა-“ასოშიეთიდ პრესი”

მეთიუ კრუქსს, რომელმაც ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპს ესროლა, მობილურ ტელეფონში 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სხვა ოფიციალური პირების, მათ შორის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდისა და FBI-ს დირექტორის, კრის რეის ფოტოები ჰქონდა, – ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ წერს.

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ 20 წლის კრუქსი ინტერნეტში ეძებდა დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის თარიღებს, ისევე როგორც ტრამპის გამოჩენის თარიღს.

ამასთან, მათივე თქმით, გამოძიებას ჯერჯერობით მოტივის დადგენის კუთხით წინსვლა არ აქვს.

„ასოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ მსროლელი ასევე ეძებდა ინფორმაციას დეპრესიული აშლილობის შესახებ, მაგრამ გამომძიებლებს ჯერ არ დაუდგენიათ, ჰქონდა თუ არა მეთიუ კრუქსს აშლილობა.

ამასთან, როგორც მედია წერს, კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის მოძალადე და ექსპერტები ამბობენ, რომ მოძალადე ადამიანების უმეტესობას არ აქვს ფსიქიკური დაავადებები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კრუქსი ტრამპის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შენიშნეს, რომელიც მიიწევდა მიტინგზე დიდი ზურგჩანთით და ათვალიერებდა სცენის უკან მდებარე სახურავებს, თუმცა პოლიციამ საეჭვო პირი ხალხში დაკარგა.

,,ჩვენი მიზანია პატიმრების რაოდენობა იქამდე დავწიოთ, რომ ნაკლები ადამიანი დაბრუნდეს ციხეში” – ანრი ოხანაშვილი

ჩვენი მიზანია პატიმრების რაოდენობა იმ ნიშნულამდე დავწიოთ, რომ ეს იყოს საერთო ევროპულ სტანდარტში – პირობას ვაძლევთ ყველას, რომ ვერცერთი ვეტო და დესტრუქციული ნაბიჯი ვერ შეაფერხებს საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პატიმრის რესოციალიზაცია, რათა ის საზოგადოებას საზოგადოების ჯანსაღ წევრად დაუბრუნდეს.

„ჩვენი ამოცანაა [ამნისტიის პროექტის] ისეთი მოდელის შექმნა და კანონისთვის ისეთი ფორმის მიცემა, რომელიც იქნება დაბალანსებული. ეს ხელისუფლება არ უყურებს პატიმარს როგორც ობიექტს, ამ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პატიმრის რესოციალიზაცია, რათა ის საზოგადოებას ჯანსაღ წევრად დაუბრუნდეს, მეტი მართლშეგნებით, მეტი მონდომებით, დანაშაულისკენ რომ აღარ გაიხედოს. ჩვენი მიზანია პატიმრების რაოდენობა იმ ნიშნულამდე დავწიოთ, რომ ეს იყოს საერთო ევროპულ სტანდარტში. თუმცა მთავარი საზრუნავი აქ არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული შემდგომ და ნაკლები ადამიანი წავიდეს ციხეში, ვინაიდან საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება ისეთი უფლებების შეზღუდვას უკავშირდება, რომლის აღდგენასაც შემდგომ დრო სჭირდება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასურველია და უკეთესია, რომ ნაკლები პატიმარი გვყავდეს. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ასევე, სასპეკულაციო სივრცე რომ არ დავტოვოთ, შესაძლოა, ახლა მივიღოთ ამნისტიის პროექტი და ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებისთანავე მეორე ეტაპი განხორციელდეს. თუ ერთი პროექტის ფარგლებში უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში, ახალი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხომ არ გავაკეთოთ ნაწილი, ნაწილი ახლა. შეიძლება ამ ყველაფერზე ფიქრი და მუშაობა, თუ უფრო ფართო მუხლების დაფარვა გვსურს. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, არაფერია გამორიცხული, ამ რისკსაც ვითვალისწინებთ და ვიმოქმედებთ კანონმდებლობის სრული დაცვით. როგორც აქამდე ვერ შეაფერხა ვეტოებით საპარლამენტო ცხოვრება, ამ შემთხვევაშიც, პირობას ვაძლევთ ყველას, რომ ვერცერთი ვეტო და დესტრუქციული ნაბიჯი ვერ შეაფერხებს საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობას, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება.

სააკაშვილსაც აქვს გამოყენებული ვეტო „ამნისტიის კანონზე“. შესაბამისად, ზურაბიშვილისგან, რომელიც სააკაშვილის გზას ადგას მთელი რიგი მიმართულებებით, გამორიცხული არაფერია. არავითარი ფასი ვეტოს არ აქვს, არც მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, რომ შემდგომ ვინმემ იმით მოიწონოს თავი, რომ რაღაცას ვეტო დაადოს. არავითარი ფასი და ძალა ამას არ ექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.