Home Blog Page 772

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6896 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6896 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6911 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9758 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9809 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა.

100-ზე მეტმა ინფლუენსერმა და ჟურნალისტმა აჭარაზე მასალები გამოაქვეყნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს უზბეკი ჟურნალისტები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ.

მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარის ბუნება, ტურისტული ადგილები/ მიმართულებები მოინახულეს, ადგილზე დაესწრნენ ფოლკლორ შოუსა და აჭარული კერძები დააგემოვნეს.

„მიმდინარე წელს, აჭარაში ასევე იმოგზაურა ბრიტანელმა, დანიელმა, ესტონელმა, ლატვიელმა, ლიეტუველმა, იტალიელმა, ინდოელმა, ჩინელმა, ყაზახმა, თურქმა, ებრაელმა, არაბმა, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა და ინფლუენსერებმა, რომელთა მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ონლაინ სივრცეში მილიონობით წვდომა ჰქონდა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, 30-ზე მეტი მედიატურის ფარგლებში 100-მდე უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. გარდა მედიატურებისა, აჭარის რეკლამირება სხვადასხვა ფორმით 24-მდე სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს“, – ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო – ჩინეთის პირველი ორმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ პეკინში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო-ჩინეთის პირველი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მხრიდან სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე, ხოლო ჩინეთის მხრიდან – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, ტრანსპორტის სერვისების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვანგ ჰიუჩუნი.

„შეხვედრას ჩინეთის ტრანსპორტის ინოვაციების გლობალური კვლევითი ცენტრისა და საავტომობილო ტრანსპორტის ასოციაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების სექტორის განვითარების, ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.

მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები ასევე შეთანხმდნენ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი კვოტის ზრდაზე, რაც საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულებით სატრანსპორტო ოპერაციების უკეთ დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. კომისიის სხდომაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა/გადაყვანებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებებზე, მათ შორის, გამოიკვეთა არსებული გამოწვევები და შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა უფლებამოსილი პირების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ლოგისტიკური ცენტრების შექმნის შესაძლებლობები და ამ მიზნით შემდგომ თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს. კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით“,- აღნიშნულია სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.

თიბისის შეთავაზება Gemo Fest Zugdidi 2024-ზე

7 და 8 სექტემბერს ზუგდიდში გემო ფესტი გაიმართება.

ფესტივალის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონებში ახალი ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზებების განვითარება და პოპულარიზაცია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ტერიტორიაზე დახვდებათ ადგილობრივი კვების სივრცეები, გასართობი ზონები ბავშვებისთვის, მუსიკალური სივრცე და ბევრი სხვა გასართობი აქტივობები.

ფესტივალის განმავლობაში, თიბისის ბარათით* გადახდისას დაიბრუნეთ თანხის 30%, მაქსიმუმ 30 ლარი დღის მანძილზე.

*შეთავაზებაში მონაწილეობს თიბისის ნებისმიერი სადებეტო და ერთგული ბარათები (აქციაში არ მონაწილეობს თიბისის ბიზნეს ბარათი).

გაეცანით ფესტივალის პროგრამას:

 

7 სექტემბერი 

15:00 – 22:00 კვების ზონა

15:00 – 22:00 სამეწარმეო მარკეტი

15:00 – 19:00 საბავშვო ზონა („თამაშობანა“)

15:00 – 22:00 ფერმერების მარკეტი

15:00 – 22:00 გრილი

15:00 – 00:00 ბარი

19:00 – 22:00 ფეხბურთის ფან-ზონა

15:00 – 00:00 DJ

8 სექტემბერი

15:00 – 22:00 კვების ზონა

15:00 – 22:00 სამეწარმეო მარკეტი

15:00 – 19:00 საბავშვო ზონა („თამაშობანა“)

15:00 – 22:00 ფერმერების მარკეტი

15:00 – 22:00 გრილი

15:00 – 00:00 ბარი

20:00 – 21:00 კონცერტი (მგზავრები)

15:00 – 00:00 DJ

მისამართი: ზუგდიდი, ბოტანიკური ბაღი

გაიგეთ დამატებითი დეტალები აქ:

(R)

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო-საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ცესკო-ს ინფორმაციით, 3 030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. დანარჩენ 27 270 წევრს კი უფლებამოსილი ცხრა პოლიტიკური პარტია დანიშნავს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2-დან 5 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18.00 საათამდე. ასევე, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის Konkursi.cec.gov.ge საშუალებით.

პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკო-მ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში. აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს.

კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს. გამოცდები 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით ჯამურად სულ ცხრაჯერ ჩატარდა. ხუთი გამოცდა – საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის (მათ შორის, ორი გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით), ხოლო ოთხი გამოცდა – საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (მათ შორის, ორი გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით). საერთო ჯამში, სერტიფიცირებულია 34 000-მდე პირი.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტი განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას.

აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, დაინტერესებული მხარეების მხრიდან საუბნო საარჩევნო-კომისიების წევრთა შერჩევის პროცესის დისკრედიტაციის მცდელობას არ გამოვრიცხავთ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესის ისეთ მნიშვნელოვან ეტაპს, როგორიცაა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.

ბატონო მოსამართლე, თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, ვეღარ გამაჩუმებთ, ცოტა ხანი დაგრჩათ -მიხეილ სააკაშვილი

მთელ მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და, ბატონო მოსამართლე, თქვენ და თქვენს პატრონებს არ აინტერესებს. ვეღარ გამაჩუმებთ, ცოტა ხანი დაგრჩათ, ჩვენი გამარჯვება ახლოს არის, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას საქმის განმხილველ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, არჩევნებზე სახელოვნად გაიმარჯვებენ.

„თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. იცით თუ არა ჟურნალი „ეკონომისტი“? არ ვიცი, კითხულობთ თუ არა, ეს არის მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ჟურნალი. ამ ჟურნალმა მთხოვა და დავწერე იმაზე ბევრად დიდი ესე, ვიდრე ახლა გამოსვლა მქონდა. ესე იგი, „ეკონომისტს“ და მთელ მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და თქვენ, ბატონო მოსამართლე, და თქვენს პატრონებს არ აინტერესებს. „ვოლ სთრით ჯოურნალს“ აინტერესებს ჩემი აზრი და არა, ბატონო მოსამართლე, თქვენ არ გაინტერესებთ ხომ ჩემი აზრი. ვეღარ გამაჩუმებთ, ცოტა ხანი დაგრჩათ, ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მეგობრებო, გავიმარჯვებთ სახელოვნად. აბა თქვენ იცით და ყველაფერი გამოგვივა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მადლობა ანა ფოტიგას, რომელმაც განსაცდელში არ მიმატოვა -მიხეილ სააკაშვილი

მადლობა ანა ფოტიგას, რომელმაც განსაცდელში არ მიმატოვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„მინდა, მივესალმო ევროპელ პოლიტიკოსს, ანა ფოტიგას, რომელიც იმყოფება დარბაზში. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვეთ საქართველო, მათ შორის არ მიმატოვეთ მე იმ განსაცდელში, რომელშიც მამყოფებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ესწრება. სასამართლო პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს ეხება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

საქართველოს მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის გასაღრმავებლად.

ასევე, საუბარი შეეხო მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკის ფუნქციონალები და უპირატესობები

თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.

გარდა ამისა ყოველდღიურ საქმიანობაში მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტ ბანკით ან მობალბანკით განახორციელოს: გადარიცხვები (სალარე, სავალუტო, სახაზინო, ხელფასი), გადახდები (კომუნალური, ჯარიმები), ტრანზაქციების დადასტურება, კონვერტაცია, შეტყობინების გაგზავნა, მოსალოდნელი ჩარიცხვის დროს ნაშთის შემოწმება, შეტყობინების გაგზავნა ბანკში, Apple/Google pay და სხვ.

გადარიცხვები – მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად მისთვის სასურველი მიმართულებით, ბანკში მისვლის გარეშე, უფრო დაბალი ტარიფით (ფილიალთან შედარებით) გადარიცხოს თანხა. მობაილბანკსა და ინტერნეტ ბანკში პროცესის გამარტივებისთვის შექმნილია სხვადასხვა ფუნქციონალი: გადარიცხვის შაბლონები, ავტომატური გადარიცხვები, მომავლის თარიღით გადარიცხვა, დეკლარაციის შევსების მარტივი ფორმა და ა,შ.

ტრანზაქციების ისტორია – მომხმარებლებს თავიანთი კომპანიის ჭრილში შეუძლიათ ყველა ტრანზაქციის ისტორიის ნახვა და მათთან დაკავშირებული ფუნქციონალების გამოყენება, როგორებიცაა: ტრანზაქციის საბუთების ჩამოტვირთვა/ბეჭდვა,  საერთაშორისო გადარიცხვების თრექინგი, მონაცემების დასამუშავებლად საჭირო ფილტრები და სხვ.

ამონაწერების მართვა – თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში მომხმარებელს შეუძლია 5 წლის ამონაწერის მიღება სრულიად უფასოდ. კლიენტს შეუძლია რამდენიმე ანგარიშიდან ერთდროულად ამოიღოს ამონაწერი, ატვირთოს ისინი თავის საბუღალტრო პროგრამაში, ამონაწერის გვერდიდანვე ნახოს ტრანზაქციის დეტალები, ამოიღოს ქვითარი  და ა.შ.

კონვერტაცია – ინტერნეტ და მობაილბანკში მომხმარელებს კონვერტაციის უკეთესი კურსით შეუძლიათ სარგებლობა, ვიდრე ფილიალებშია, ან ბაზარზე.

მობაილბანკის უპირატესობები – მობაილბანკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, როგორც კომპანიას, ისე ბიზნეს ფიზიკურ პირს (მაგ ინდ მეწარმეს). ასევე შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მიმღებთან (შაბლონთან) გადარიცხვა და რამდენიმე მომხმარებლის დამახსოვრება/გადართვა – მაგალითად, ბუღალტერს, რომელიც 5 კომპანიას ემსახურება, შეუძლია ხუთივე დაიმახსოვროს ტელეფონში და ანგარიშებს შორის მარტივად გადართოს.

ინტერნეტ ბანკის უპირატესობები – უფრო კომფორტულია რთული ოპერაციების შესასრულებლად, როგორიცაა ხელფასების გადარიცხვა, კომპანიის KYC განახლება, ამონაწერი და ა.შ.

(R)

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ერვნული სააგენტო 2 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, 2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 1-2 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 1-2 სექტემბერს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +37გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 1-2 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 1-2 სექტემბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 1-2 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 1-2 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა-ირაკლი ქარსელაძე

ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული 21 კმ-იანი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. 33 კმ-იანი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდა, სადაც სრულად არის დაცული საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი გზისთვის არის აუცილებელი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გომისმთის რეაბილიტირებული გზის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დამუშავდა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, ერთ მეწყრულ მონაკვეთზე გრძელდება მონიტორინგი.

„ამდენად, შეიძლება ითქვას,  რომ, განახლებული გზა უკვე სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტებთან“,- აღნიშნა ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციამდე გზა ვიწრო, დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზა (კმ13-კმ32.6) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის მოსახლეობის, ისე ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ გურიის რეგიონში ახლახან დასრულდა ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც.  საერთო ჯამში კი, გურიაში არაერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 71 კმ-ზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

თუ რამე არ გა­მო­გი­ვათ პირ­ველ ჯერ­ზე, იყა­ვით და­ჟი­ნე­ბუ­ლი და მი­აღ­წი­ეთ სა­სურ­ველ შე­დეგს. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბას, უფრო მშვი­დი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი იყა­ვით. სა­ღა­მოს ვარ­ჯი­ში ან ძი­ლის წინ აქ­ტი­უ­რი სე­ირ­ნო­ბა მო­გიხ­სნით სტრესს.

კურო

თქვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ მცი­რე პრობ­ლე­მე­ბის, შე­გიძ­ლი­ათ მო­აგ­ვა­როთ ყვე­ლა­ფე­რი. ნუ მო­ე­რი­დე­ბით რთულ სა­უბ­რის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ან­თან. გჭირ­დე­ბათ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­აზ­რე­ბა და დას­რუ­ლე­ბა.

ტყუ­პი

საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ღია სა­უ­ბა­რი ხელს შე­უ­წყობს თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სა­კა­მა­თო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ძა­ლი­ან პი­რად სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რი­სა და თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. 2 სექ­ტემ­ბერს დიდი ხარ­ჯი გე­ლო­დე­ბათ.

კირჩხი­ბი

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დეთ ყვე­ლა­ფერს, თუნ­დაც მცი­რე პრობ­ლე­მებს. ამ­გვა­რად შეძ­ლებთ მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტში და გა­აძ­ლი­ე­როთ ავ­ტო­რი­ტე­ტი თქვენს კო­ლე­გებ­ში. თუ რამე გა­წუ­ხებთ, ნუ შე­ი­ნა­ხავთ ნე­გა­ტივს სა­კუ­თარ თავ­ში, ესა­უბ­რეთ მე­გობ­რებს, გან­მარ­ტეთ სა­კა­მა­თო სა­კი­თხე­ბი.

ლომი

არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ წარ­სულ­მა პრობ­ლე­მებ­მა ან გა­და­უჭ­რელ­მა სა­კი­თხებ­მა შე­გახ­სე­ნონ თავი. ეცა­დეთ და­ხუ­როთ ეს თე­მე­ბი, რომ მათ ყუ­რა­დღე­ბა აღარ გა­გი­ფან­ტონ. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­მარ­თეთ ახ­ლობ­ლებს დახ­მა­რე­ბის­თვის.

ქალ­წუ­ლი

უნდა მო­ემ­ზა­დოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ან უც­ნა­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გან­წყო­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ. და­ე­თან­ხმეთ სა­რის­კო შე­თა­ვა­ზე­ბებს, შე­ი­ძი­ნეთ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და შეხ­ვდით სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მალე გახ­დე­ბა თქვე­ნი ერ­თგუ­ლი მო­კავ­ში­რე ან ახლო მე­გო­ბა­რი.

სას­წო­რი

ვარ­სკვლა­ვე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ მო­გი­წევთ კომ­ფორ­ტის ზო­ნის და­ტო­ვე­ბა და უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის წი­ნა­შე დარ­ჩე­ნა. ზო­გი­ერ­თი რთუ­ლი ან უსი­ა­მოვ­ნო სა­კი­თხი კვლავ დაბ­რუნ­დე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბას. კარ­გი დღეა მათ სა­ბო­ლო­ოდ მო­საგ­ვა­რებ­ლად და სიმ­შვი­დის მო­სა­პო­ვებ­ლად.

მო­რი­ე­ლი

რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბას. ის სწორ რჩე­ვას მოგ­ცემთ. შე­საძ­ლოა შეხ­ვდეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს კა­რი­ე­რულ ზრდა­ზე. სა­ღა­მოს ფე­ხით გა­ი­სე­ირ­ნეთ.

მშვილ­დო­სა­ნი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად და და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როს მო­სა­ძებ­ნად. ვარ­სკვლა­ვე­ბი დღეს ფუ­ლის და­ხარ­ჯვას არ გირ­ჩე­ვენ. დღეს შეძ­ლებთ პროგ­რე­სის მიღ­წე­ვას მნიშ­ვნე­ლო­ვან და რთულ სა­კი­თხებ­ში.

თხის რქა

პა­ტი­ოს­ნე­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა დღეს წარ­მა­ტე­ბამ­დე მი­გიყ­ვანთ. არ შე­გე­შინ­დეთ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო კი­თხვე­ბის დას­მა ან სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა. იყა­ვით გა­დამ­წყვე­ტი, თა­მა­მად წა­დით თქვე­ნი მიზ­ნის­კენ, გა­მო­ი­ჩი­ნეთ გამ­ძლე­ო­ბა და შე­უ­პოვ­რო­ბა. მხარ­და­ჭე­რას გა­გი­წე­ვენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ადრე არ ენ­დო­ბო­დით.

მერ­წყუ­ლი

არის შან­სი სა­უბ­რებ­ში მო­ის­მი­ნოთ თქვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი. არ შე­გე­შინ­დეთ უსი­ა­მოვ­ნო თე­მებ­თან შე­ხე­ბა: უნდა გა­არ­კვი­ოთ რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტი და, შე­საძ­ლოა, შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზო­გი­ერთ სა­კი­თხზე. სა­ღა­მოს არ ჩა­ი­კე­ტოთ სახ­ლში, გა­ი­სე­ირ­ნეთ, წა­დით სტუმ­რად.

თევ­ზე­ბი

2 სექ­ტემ­ბერს ინ­ტუ­ი­ცია და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და მი­ი­ღოთ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ან წარ­სუ­ლის მოვ­ლე­ნა კვლავ და­უბ­რუნ­დეს თქვენს ცხოვ­რე­ბას. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, არ გა­ი­მე­ო­როთ თქვე­ნი შეც­დო­მე­ბი. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ კარ­გი გან­წყო­ბა, იფიქ­რეთ პო­ზი­ტი­უ­რად.