Home Blog Page 772

 დონალდ ტრამპზე თავდასხმა წარმატებული რომ აღმოჩენილიყო, ამერიკა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგებოდა-სააკაშვილი

დონალდ ტრამპზე თავდასხმა ძალიან საშიში მომენტი იყო, ის წარმატებული, რომ აღმოჩენილიყო, ამერიკა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგებოდა. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ბევრმა ამერიკელმა მიმომხილველმა 2005 წელს თბილისში პრეზიდენტ ბუშზე თავდასხმის მცდელობა გაიხსენა, – ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქმე შემდეგნაირად იყო – პირველადი გეგმით ამერიკელებმა მთლიანად თავის თავზე აიღეს ღონისძიების უსაფრთხოება, მეტალის აღმომჩენი აპარატები დააყენეს, მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი მოვიდა, რომ ეს აპარატები გადაითელა და სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდა, რისთვისაც ამერიკელები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.
ამ სიტუაციაში, ხელყუმბარით მოსული ვინმე არუთინიანმა სცენასთან დაუბრკოლებლად მიაღწია, როდესაც მე და ბუში ხალხთან მაქსიმალურად ახლოს მივედით, მან ეს ყუმბარა ისროლა. საბედნიეროდ, ის არ აფეთქდა, მაგრამ სცენიდან ორიოდ მეტრში დაეცა, ბავშვის მახლობლად.
ხელყუმბარა პოლიციელმა შენიშნა, ხელში აიღო, მიწისქვეშა გადასასვლელში სწრაფად ჩაიტანა და დახმარება გამოიძახა. მსროლელი რამდენიმე დღეში ფოტოებით გამოთვალეს, დიდ დიღომში მისი დაკავების ოპერაციის დროს მან სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი მოკლა.
2012 წელს ივანიშვილის მთავრობამ განიზრახა არუთინიანის გათავისუფლება, როგორც პოლიტპატიმრის, მაგრამ ამერიკის საელჩოს მტკიცე პროტესტის შემდეგ, ის ამ სიიდან ბოლო წუთებში ამოიღეს და დღემდე საპატიმროში რჩება.
უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა ბუშმა, როცა მას მოახსენეს ამ ინციდენტის შესახებ, ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია და დიდი მადლობები გადმომცა იმ პოლიციელისთვის, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად ყუმბარა გააუვნებელყო“, – წერს სააკაშვილი.

ძალიან ამაყი ვარ – გიორგი მიქაუტაძე

ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს.

”კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ საოცარ გუნდს [საქართველოს ნაკრებს], თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“, – წერს მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. კერძოდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად გახდა 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი.

ლატვიამ ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების ქვეყანაში შესვლა აკრძალა

ლატვიამ ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების ქვეყანაში შესვლა აკრძალა. როგორც ლატვიის შემოსავლების სამსახურში განმარტეს, 16 ივლისიდან პირებს, რომლებიც გადაადგილდებიან ბელარუსის რესპუბლიკაში დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით, მსუბუქი ავტომობილებით, ლატვიისა და ბელარუსის და ლატვიის და რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად.

აკრძალვა არ გავრცელდება დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე.

განცხადებაში წერია, რომ თუ პირი, რომელიც ბელარუსში დარეგისტრირებულ ავტომობილს მართავს უარს იტყვის იმ ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნებაზე, საიდანაც ის ლატვიაში შესვლას აპირებდა, მაშინ საბაჟო სამსახურებმა შეიძლება, მიიღონ სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციის გადაწყვეტილება.

ამასთან, ბელარუსში დარეგისტრირებული ავტომობილებით ევროკავშირიდან ბელარუსში დაბრუნება დაშვებული იქნება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს მანქანები არ არის დეკლარირებული როგორც პროდუქტი და გამოყენებულია როგორც სატრანსპორტო საშუალება.

ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგზე სროლა უსაფრთხოების სფეროში ჩავარდნას ნიშნავს- აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა, ალეხანდრო მაიორკასმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგზე სროლა უსაფრთხოების სფეროში ჩავარდნას ნიშნავს.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

„როდესაც ვამბობ, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება მოხდეს, ჩვენ ვსაუბრობთ ჩავარდნაზე. ჩვენ ვაპირებთ, დამოუკიდებელი შემოწმების მეშვეობით გავაანალიზოთ, როგორ მოხდა ეს, რატომ მოხდა და მივიღოთ რეკომენდაციები და დასკვნები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარ განმეორდება“, – აღნიშნა ალეხანდრო მაიორკასმა.

„ჩვენ გავაძლიერეთ უსაფრთხოების ზომები ყოფილი პრეზიდენტისთვის, სულ მცირე, ივნისიდან. ჩვენ არ მიგვიღია რაიმე მოთხოვნა უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ“, – დასძინა მან.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.

მოსამართლემ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების საქმე შეწყვიტა

ფლორიდის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის საქმის წარმოება დახურა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BBC ავრცელებს.

ფლორიდის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, აილინ ქენონიმ, რომელიც ამ თანამდებობაზე დონალ ტრამპმა წარადგინა, განაცხადა, რომ სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, უკანონოდ იყო დანიშნული ამ თანამდებობაზე და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება, საქმე აღეძრა.

ფედერალური პროკურატურის 49-გვერდიანი ოქმის მიხედვით, ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი. მათგან 31 ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ უკანონოდ შენახვას ეხება. საიდუმლო დოკუმენტების განზრახ მითვისების გარდა, გამოკვეთილია მართლმსაჯულების შეფერხების მიზნით, დოკუმენტების გადამალვის, ფედერალური გამოძიებისთვის დოკუმენტის განზრახ არ გამჟღავნების ბრალდებებიც.

ამ ბრალდებებიდან ყველაზე მძიმე, რომელიც დაკავშირებულია დოკუმენტების დამალვასთან, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ რეფორმები დააჩქაროს

ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობის მიზნით, რეფორმები დააჩქაროს , – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.

„ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია და მის მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობის მიზნით, რეფორმები დააჩქაროს“, – წერს ხავიერ კოლომინა X-ზე.

უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა – პაპუაშვილი

უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს დღე თანაბრად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსათვის.

„სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ეს დღე თანაბრად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსათვის. უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ერთიანობის მფარველი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი გამჭვირვალობის კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამობას ასაჩივრებს.

მოპასუხე საქართველოს პარლამენტი იქნება. მმართველი გუნდი სარჩელს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ ამ კანონს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან კავშირი არ აქვს.

ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია ზურაბიშვილის და რადიკალური ოპოზიციის განცხადებები. მმართველი გუნდის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს. შესაბამისად, გამოდის, რომ ის ასევე აღიარებს საკუთარი იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს მორალური სტანდარტი, ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

ცნობილია, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობას მიიღებს სახალხო დამცველის აპარატი, მაგრამ ჯერ უცნობია, რა ფორმით.

უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერას კიდევ 9 ქვეყანასთან გეგმავს – ზელენსკი

უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს კიდევ ცხრა ქვეყანასთან აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, „დიდი შვიდეულის“ ვილნიუსის დეკლარაციას უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ სულ 32 ქვეყანა შეუერთდა.

„ეს არის 32 ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ, ან მიმდინარეობს ხელმოწერის პროცესი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებებზე. 23 ქვეყანას უკვე აქვს შესაბამისი შეთანხმებები უკრაინასთან, ეს მოიცავს ყველაფერს დაწყებული ფულიდან იარაღამდე და ჰუმანიტარული დახმარებიდან რეკონსტრუქციამდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი ინფორმაციით, ამ შეთანხმებების დაახლოებითი ღირებულება 38 მილიარდი აშშ დოლარია, რაც კარგი შედეგია.

შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტის კვირაში ხელი მოეწერა უსაფრთხოების შეთანხმებებს პოლონეთთან, ლუქსემბურგთან და რუმინეთთან. ასევე სამიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა დამატებით შეთანხმებას, „უკრაინის კომპაქტს“ – მრავალმხრივ დოკუმენტს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებებს მოიცავს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7117 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7117 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0157 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9696 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.

გამოკითხვის შედეგებით, უკრაინელების 44% რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა

უკრაინელების 44%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების დრო დადგა,გამოკითხულთა 35% -წინააღმდეგია, 21%-ს – პასუხის გაცემა უჭირს, – აღნიშნული მონაცემები „რაზუმკოვის ცენტრმა“ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის 49%-ი მშვიდად მიიღებს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციასთან ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. უკრაინის დასავლეთ ნაწილში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია და მხოლოდ 35%-ს შეადგენს. ქვეყნის აღმოსავლეთში მოლაპარაკებების დაწყება გამოკითხულთა მხოლოდ 33%-ს სურს.

კითხვაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2022 წლის ოქტომბრის ბრძანება, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, კვლევის მონაწილეთა 32%-მა დადებითად უპასუხა. 37%-ს მიაჩნია, რომ ეს დადგენილება, შესაძლოა, ძალაში დარჩეს.

ამავდროულად, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არ უნდა დაეთანხმოს ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო“ პირობებს. გამოკითხულთა 83%-მა განაცხადა, რომ არ დაეთანხმება უკრაინის ჯარების გაყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებიდან. გამოკითხულთა 77%-ი ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა საერთაშორისო სანქციის მოხსნას, გამოკითხულთა 58.5%-ი არ ეთანხმება უკრაინის კონსტიტუციაში ნეიტრალური და არაბირთვული ქვეყნის სტატუსის დამატებას. 22%-ი კი მზადაა ასეთი ნაბიჯისთვის.

უკრაინელების უმრავლესობა, 76%-ი, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის მშვიდობა მხოლოდ საკუთარი პირობებითაა დასაშვები. 47%-ს მიაჩნია, რომ პუტინი “მზადაა ვაჭრობისთვის”, რადგან ომი რუსეთის ეკონომიკას ძალიან ძვირი უჯდება.

„რაზუმკოვის ცენტრმა“ გამოკითხვა უკრაინული გამოცემის, ZN.UA-ს (“კვირის სარკე”) დაკვეთით ჩაატარა.

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიების მოტივით ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს, მას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

გენპროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სამხედრო ბაზაზე ერთად მსახურობდნენ, რა დროსაც ისინი დამეგობრდნენ.

„2023 წლის 27 დეკემბერს, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლა.

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასამართლომ მას სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.