Home Blog Page 769

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა და ქარია მოსალოდნელი. 20-22 ივლისის მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

21-22 ივლისს კი ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს.

თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

ირაკლი კობახიძე IRI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაკა ბოჭორიშვილთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გივი მიქანაძესთან ერთად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.

20 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შემდგარ მისიასთან შეხვედრის მთავარი თემა იყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამ მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისიები.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.

შეხვედრა IRI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი.ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხართ და შე­გიძ­ლი­ათ და­გეგ­მოთ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ან უსი­ა­მოვ­ნო საქ­მე­ე­ბი დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის. რაც არ უნდა გა­და­წყვი­ტოთ დღეს, ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბა. ვარ­სკვლა­ვე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ნაც­ნო­ბო­ბას და შეხ­ვედ­რებს გპირ­დე­ბი­ან. შე­ე­ცა­დეთ და­ამ­ყა­როთ ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან და ის­წავ­ლოთ რა­ი­მე ახა­ლი.

კურო

დიდი შან­სია, რომ თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს. მო­ერ­გეთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­წყო­ბას, შე­ე­ცა­დეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოთ მათ ცხოვ­რე­ბა­ში. სა­სარ­გებ­ლოა თქვე­ნი იდე­ე­ბის ან გეგ­მე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თან გა­ზი­ა­რე­ბა და რა­ი­მე სა­ერ­თო მი­ზე­ზის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. შე­ი­ნარ­ჩუ­ნე პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა.

ტყუ­პი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი დღეა. გექ­ნე­ბათ ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, შთა­გო­ნე­ბა შექ­მნათ რა­ი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი. თქვე­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის წყა­ლო­ბით სხვე­ბი მეტ ყუ­რა­დღე­ბას მო­გაქ­ცე­ვენ და თქვენს რჩე­ვებს მო­ის­მე­ნენ. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის.

კირჩხი­ბი

მო­გინ­დე­ბათ რა­ი­მე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის შე­ძე­ნა. ფრთხი­ლად იყა­ვით ყიდ­ვი­სას: ყალ­ბის არ შე­მო­გა­ჩე­ჩონ ან მო­ტყუ­ე­ბის მსხვერ­პლი არ გახ­დეთ. 20 ივ­ლისს უნდა ეცა­დოთ უფრო მე­ტად იყოთ მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, მო­ე­რი­დოთ მარ­ტო­ო­ბას და პე­სი­მის­ტურ აზ­რებს.

ლომი

ბოლო დღე­ე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა წარ­სულს ჩა­ბარ­და და ვარ­სკვლა­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბულ და მშვიდ პე­რი­ოდს პირ­დე­ბი­ან. დღეს გე­ლით სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც უნდა და­ე­თან­ხმოთ. იყა­ვით და­ჟი­ნე­ბუ­ლი სა­კა­მა­თო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში და მი­აღ­წი­ეთ თქვენს მი­ზანს.

ქალ­წუ­ლი

რაც უფრო მეტს და­უ­კავ­შირ­დე­ბით და გა­იც­ნობთ დღეს, მით მე­ტია სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბის მი­ღე­ბის შან­სი. თქვენ წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­სნას ახა­ლი მომ­გე­ბი­ა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. თქვე­ნი მხი­ა­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და იუ­მო­რის გრძნო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი კამ­პა­ნი­ის ცენ­ტრში მო­გაქ­ცევთ. ნუ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ ზე­წო­ლას თქვენს ოპო­ნენ­ტებ­ზე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მათი მო­საზ­რე­ბე­ბი.

სას­წო­რი

დაგ­რო­ვი­ლი დაღ­ლი­ლო­ბა თავს შე­გახ­სე­ნებთ. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, 20 ივ­ლისს ყვე­ლა სა­მუ­შაო სა­კი­თხი შე­ა­ჩე­როთ და დღე მშვი­დად და მო­დუ­რად გა­ა­ტა­როთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია სირ­თუ­ლე­ე­ბი ახლო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც კი, კა­მა­თი წარ­მო­ი­შო­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად. მარ­ტო­ო­ბა ხელს შე­უ­წყობს სიმ­შვი­დის აღ­დგე­ნას.

მო­რი­ე­ლი

ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია 20 ივ­ლისს ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბის­გან შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ უფრო ხში­რად კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უბ­რის და­წყე­ბა. ასე­ვე მი­ი­ღებთ ნა­თელ ემო­ცი­ებს, ვი­ღაც შთა­გა­გო­ნებთ ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბას. სა­ღა­მოს მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი.

მშვილ­დო­სა­ნი

გა­ა­ტა­რეთ დღე აქ­ტი­უ­რად, და­უ­კავ­შირ­დით და შეხ­ვდით მეტს, ეწ­ვი­ეთ სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლებ­სა და კომ­პა­ნი­ებს. თუმ­ცა, არ უნდა და­ი­ჯე­რო ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც გე­უბ­ნე­ბი­ან. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ შეც­დო­მა­ში შე­გიყ­ვა­ნოთ. დღეს სა­სარ­გებ­ლოა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, ნივ­თე­ბის გა­და­წყო­ბა და ინ­ტე­რი­ე­რის­თვის ახა­ლი ნივ­თე­ბის ყიდ­ვა.

თხის რქა

შე­ე­ცა­დეთ ისი­ა­მოვ­ნოთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, ის­წავ­ლოთ რა­ი­მე ახა­ლი და და­ამ­ყა­როთ სა­სარ­გებ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბი. დღე არ არის შე­სა­ფე­რი­სი შო­პინ­გის­თვის. არ მო­გი­ტანს კმა­ყო­ფი­ლე­ბას. ჯო­ბია და­ზო­გოთ ფული და ჩარ­თოთ და­ზოგ­ვის რე­ჟი­მი. და­ე­თან­ხმეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს, რომ­ლებ­საც დღეს მი­ი­ღებთ.

მერ­წყუ­ლი

გა­ა­ტა­რეთ ეს დღე ისე, რო­გორც დიდი ხა­ნია ოც­ნე­ბობ­დით. შე­გიძ­ლი­ათ უფრო დიდ­ხანს დარ­ჩეთ სა­წოლ­ში, ან დი­ლით ადრე გახ­ვი­დეთ ბუ­ნე­ბა­ში. და­უთ­მეთ დრო იმას, რაც გიყ­ვართ. იფიქ­რეთ იმა­ზე, თუ რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ თქვე­ნი ჰო­ბი­დან და გა­და­იყ­ვა­ნეთ ის შემ­დეგ ეტაპ­ზე. კო­მუ­ნი­კა­ცია სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა.

თევ­ზე­ბი

მო­უს­მი­ნეთ სა­უბ­რებს, გა­ი­ცა­ნით ახა­ლი ხალ­ხი. შე­საძ­ლოა, 20 ივ­ლისს გა­გი­ჭირ­დეთ აზ­რე­ბის მკა­ფი­ოდ გა­მო­ხატ­ვა, მაგ­რამ მი­ი­ღებთ სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას და მო­ის­მენთ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ას. მო­უს­მი­ნეთ თქვენს ში­ნა­გან ხმას, ეძე­ბეთ სა­კუ­თარ თავ­ში პა­სუ­ხე­ბი იმა­ზე, რაც გა­წუ­ხებთ.

„საქართველოს რკინიგზა“ აგვისტოს თვეში თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

„საქართველოს რკინიგზა“ 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით და 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე 1 აგვისტოდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმი-თბილისის ღამის სამგზავრო მატარებელი.

მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი, 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, 06:30 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით – 14:20 საათზე.

ამასთან, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი, 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გავა 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით – 17:20 საათზე.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით
საქართველოს რკინიგზის სალაროებში
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – ჯო ბაიდენი

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია. ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ამერიკელი ჟურნალისტ, ევან გერშკოვიჩისადმი 16 წლით პატიმრობის მისჯას.

“დღეს, ევან გერშკოვიჩმა რუსულ ციხეში 16 წლის განაჩენი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მეტიც, რუსეთის მთავრობამ ის სამიზნეში ამოიღო, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია. ბევრს ვიბრძვით ევანის გათავისუფლებისთვის და ამას გავაგრძელებთ.

როგორც დიდი ხნის წინ ვთქვი და გაერომ დაადასტურა, კითხვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ევანს უკანონო პატიმრობაში ამყოფებს. ჟურნალიზმი დანაშაული არ არის. გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით, ყველასთან დაპირისპირებას, ვინც პრესაზე თავდასხმას ან სამიზნეში ჟურნალისტების ამოღებას ცდილობს. დამატებით, ჩემი ადმინისტრაციის პირველივე დღიდან, უფრო მაღალი პრიორიტეტი არ მქონია, ვიდრე ევანის, პოლ უილენის და ყველა ამერიკელის გათავისუფლება და უსაფრთხო დაბრუნება, ვინც საზღვარგარეთ უკანონოდ დააკავეს და ტყვეობაში ამყოფებენ. ევანმა თავის გასაჭირს აღსანიშნავი სიძლიერით გაუძლო. მის სახლში დაბრუნების ჩვენს მცდელობებს არ შევწყვეტთ. ჯილი და მე ევანისთვის და მისი ოჯახისთვის ვლოცულობთ,” – განაცხად ბაიდენმა.

პროკურატურამ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღრმად მწამს, რომ მომავალი ნათელია – მაია ბითაძე

ღრმად მწამს, რომ მომავალი ნათელია და ამ ნათელ მომავალს ეტაპობრივად, მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური სტაბილურობისა, უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განვითარების პარალელურად „ქართული ოცნება“ შექმნის და გააძლიერებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის რიტორიკა, რომელიც გვესმის ზოგიერთი უცხოელისგან ჩაჯდება იმ დიპლომატიურ და იმ სწორ ფორმატში, რა ფორმატშიც ჩვენ ამას ვაკვირდებოდით წლების განმავლობაში, სწორედ იმ გზაზე, რომელიც სხვათა შორის, „ქართულმა ოცნებამ“, შევახსენებ ჩვენ ოპონენტებს, მოიტანა 2014 წლიდან დაწყებული რატიფიცირებით, დასრულებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ბითაძის თქმით, საქართველომ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრივი ინტერესები, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ზოგიერთი უცხოელი, რომელსაც არ გაუვლია ის, რაც გაიარა ჩვენმა ერმა.

„მე მჯერა, რომ რამდენიმე თვეში პროცესები აბსოლუტურად შეიცვლება, იმისიც აბსოლუტურად მჯერა, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც აქვს თვითგადარჩენის ძალიან დიდი უნარი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მეხსიერება – რა ხდებოდა 90-იან წლებში, რა ხდებოდა 2008 წელს, როგორი დაცვის ქოლგა გვაქვს ჩვენ, გვფარავს თუ არა ევროკავშირის ეკონომიკური დაცვის ფარი ან უსაფრთხოების ნატოს ქოლგა, ეს რაც ჩვენ არაფერი არა გვაქვს, ამ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები დავიცვათ, მიუხედავად იმისა, თუ რას გვეტყვის ზოგიერთი უცხოელი, რომელსაც არ გაუვლია ის, რაც გაიარა ჩვენმა ერმა“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

სახალხო დამცველი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით და მსჯავრდებულების შიმშილობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას.

„2024 წლის 19 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკომიტეტო განხილვაში სახალხო დამცველის აპარატიც მონაწილეობდა. სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას. ამასთან იმედს ვიტოვებთ, რომ დაზღვეული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკებიც.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია ეს არის ჰუმანური პოლიტიკური აქტი და სახალხო დამცველი, თავისი მანდატის გათვალისწინებით, ვერ მისცემს პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ რა დანაშაულებისთვის ან რა ფარგლებში უნდა შეეხოს ამნისტია მსჯავრდებულ პირებს. მეორე მხრივ კი, პრინციპების დონეზე, სახალხო დამცველის აპარატმა თავისი ხედვა საქართველოს პარლამენტს სამი კონკრეტული მიმართულებით შესთავაზა. კერძოდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა:

ამნისტიის აქტის განხილვის პროცესში მსჯელობა გაიმართოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის გონივრული ვადა და განხილულ იქნას მათ მიმართ ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებითაც, რომ აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულებს 2012 წელს მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტი მხოლოდ ფორმალურად შეეხოთ, პრაქტიკაში კი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამავდროულად, შესაძლებელია შემუშავდეს დამატებითი პირობები, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანი და გონივრული პრინციპით შეძლებს დაადგინოს იმ პირთა წრე, რომელსაც შეიძლება შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით;

სახალხო დამცველი სთავაზობს პარლამენტს, რომ მეტად ლოიალური მიდგომა გაატაროს იმ პატიმრების მიმართ, რომელთაც ეხებათ ამნისტია, თუმცა დამატებით, ქრონიკული ან/და განუკურნებელი დაავადებები აქვთ;

განსაკუთრებული სიფრთხილე იქნას გამოჩენილი ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესში. კერძოდ, აუცილებელია მსხვერპლთა თანხმობების მიღების პროცესში დაცული იყოს მათი ინტერესები და უსაფრთხოება; და მათ შეძლონ თავისუფალი ნების გამოვლენა, ყოველგვარი იძულებისა და კანონსაწინააღმდეგო გავლენების გარეშე. მათ შორის, შესაძლებელია ამ პროცესში რელევანტური უწყებების ჩართულობა ან სასამართლოს წინაშე დაზარალებულთან გასაუბრება, რათა ერთი მხრივ, მოსამართლე დარწმუნდეს მსხვერპლის პოზიციაში და მეორე მხრივ, სასამართლომ შეძლოს დამცავი ორდერის ადეკვატური პირობების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს დაზარალებულის ეფექტიან დაცვას.

სახალხო დამცველი მზად არის დამატებითი სამუშაო შეხვედრა გამართოს კანონპროექტის ინიციატორებთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. ამასთან, მიესალმება პარლამენტის მიერ ამ მიმართულებით გაცხადებულ ნებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო დღეების მანძილზე საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამნისტიის აქტთან დაკავშირებით არსებული ვითარების მიმართ. შესაბამისად, აპარატში პენიტენციური დაწესებულებებიდან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2024 წლის 17 და 18 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულები N2, N3, N5, N6, N8 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.

„ვიზიტების შედეგად აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დაწესებულებებში ამნისტიის კანონის მოქმედების ფარგლების გაფართოების თხოვნით 8 მსჯავრდებული შიმშილობდა. 14 უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი შიმშილობდა აგრეთვე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებსაც ვიზიტის დროისთვის შიმშილობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც გააგრძელებენ პატიმრებთან შეხვედრებს“ , – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილიაა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის.

„ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ვფიქრობ, ძალიან კარგი მექანიზმია, იმისთვის, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც მიისწრაფვიან ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად, მათთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრონ. მორიგი შეხვედრა, სამიტის შეკრება გაერთიანებულ სამეფოში იყო ძალიან წარმატებული. მადლობა გაერთიანებული სამეფოს ახალ მთავრობას კარგი მასპინძლობისთვის, იმ შესაძლებლობისთვის, რომლებიც ქვეყნებს მიეცათ, მათ შორის საქართველოს. ჩვენ ძალიან დიდი ხანი, ვსაუბრობდით, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მიიღო სტატუსი, არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის.
შესაბამისად, დღეს ყველა ხვდება, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ერთი მხრივ, შეუქცევადად გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია და მეორე მხრივ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა იყოს ეფექტური მაკავშირებელი ფუნქციით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ.
საქართველოს ჰქონდა კონკრეტული ინიციატივები ენერგეტიკის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები მოხვდა ამ დოკუმენტში. საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება კონკრეტული როლი ამ მიმართულებით. ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო ყოველთვის შეასრულებს ძალიან ღირებულ როლს და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება ხილვადი”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა – დეტალები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა და პიტერ სიიარტომ შეხვედრები გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგას ევროკავშირის თავმჯდომარეობა მიულოცა, მან მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მხრიდან საქართველოსა და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდამჭერისთვის.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არსებული გეოპოლიტიკურ გარემოში ალტერნატიული მარშრუტების უზრუნველსაყოფად.

„მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის განმტკიცების მიზნით, სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რისთვისაც კარგ საფუძველს იძლევა ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

დადებითი შეფასება მიეცა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის არსებულ ინტენსივობას.

უსაფრთხოების არსებული გამოწვევებზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრებმა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ილია დარჩიაშვილის შეფასებით, შეთანხმება ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცესკოს თავმჯდომარე და მოადგილე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და არაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო.

გიორგი კალანდარიშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ასევე გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტის შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით მოემსახურება. აღნიშნულ კომპანიას 36 ქვეყანაში არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება აქვს.

ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიას დეტალურად გააცნო საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებიც. მისი თქმით, 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია „Pro V&V“-მ განახორციელა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში იყო.

შეხვედრაზე ისაუბრეს დეზინფორმაციაზე როგორც გლობალურ გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ამ კუთხით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომა და პრაქტიკა გააცნო, რითაც უწყება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.

შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა აქტუალურ საარჩევნო საკითხები განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყებას, ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე დაიწყო. IRI-ის 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.