Home Blog Page 768

აშშ ვერ გაუძლებს ბაიდენის პრეზიდენტობის კიდევ ოთხ წელს, მოდით, ბაიდენი დავაბრუნოთ სარდაფში, ხოლო ტრამპი – თეთრ სახლში-ფლორიდის გუბერნატორი

ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ვერ გაუძლებს ბაიდენის პრეზიდენტობის კიდევ ოთხ წელს.

აღნიშნული განცხადება დესანტისმა რეპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გააკეთა და მოუწოდა რესპუბლიკელებს, მხარი დაუჭირონ პარტიას ხელისუფლების ყველა დონეზე.

„მოდით, ჯო ბაიდენი დავაბრუნოთ სარდაფში, ხოლო დონალდ ტრამპი – თეთრ სახლში. ცხოვრება უფრო ხელმისაწვდომი იყო, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახლდათ. ჩვენი საზღვარი უფრო უსაფრთხო იყო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ჩვენს ქვეყანას პატივს სცემდნენ, როდესაც დონალდ ტრამპი ჩვენი მეთაური იყო“, – განაცხადა რონ დესანტისმა.

თბილისის მერია გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტულ ღონისძიებებს იწყებს

თბილისის მერიამ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა, გლდანის (თეთრი) ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ტერიტორიის შესწავლა. აღნიშნულ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა გახდა მისი წყლით შევსება, რის გამოც, მან დაიწყო დაშრობა, რაც გლდანის მცხოვრებთათვის პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი წერილი შემოვიდა. ამიტომ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტბის შევსება/გაჯანსაღებისთვის მისი მოცულობის საჭირო ნიშნულამდე გაზრდა დაიგეგმა. იქედან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებები.

„კერძოდ, ამ ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, სამსახურმა უკვე დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობა, რომელიც უნდა დაერთდეს ზემოაღნიშნულ წყალგამტარ გვირაბზე. აღნიშნული სამუშაო მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, კახა კალაძის ინფორმაციით, ტბის შევსება ალტერნატიული მეთოდით განხორციელდება.

„გლდანის დიდი ტბა შეივსება მიმდებარე ფერდობებზე წარმოქმნილი ატმოსფერული ბუნებრივი წყლებით, რომელიც სანიაღვრე კოლექტორის მეშვებით ჩაეშვება ტბაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშნული ღონისძიებების დახმარებით, შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ გლდანის თეთრ ტბას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ივანიშვილის გამოსვლა იყო უგერგილო მცდელობა, საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით – მიხეილ დაუშვილი

სამწუხაროდ, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო. იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა – რომელი „ნაცმოძრაობა“ უნდა გაასამართლონ, კეზერაშვილთან ერთად პარტნიორობენ, რომ პენსიონერების ფული ერთად მოიპარონ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამორალურია, რომ კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდე.

“ერთდროულად ეს ყველაფერი იყო არასერიოზული და თან სამწუხარო. მახსენდება 12 წლის წინ რამხელა მოლოდინი, იმედები, ნდობა და როგორი ემოცია არსებობდა ხალხში. რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, როგორი დაცლილი იყო ყველანაირი ნდობისგან, რწმენისგან და იმისგან, რომ გჯეროდეს შენი ხელისუფლების და ადამიანის, რომელსაც ერთ დროს ძალიან ენდობოდი, რომ ის შენი კეთილდღეობისთვის და ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებდა. სამწუხაროდ, გუშინ რაც ჩვენ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო, იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა. ეს იყო უგერგილო მცდელობა იმისი, რომ საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით. ამაზე უფრო ამორალური რა არის, რომ შენი კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად აკეთებდე ყველაფერს. ამორალურია, დააშინო შენი მოქალაქეები ომით, რომ “მე თუ არ ვიქნები, ომი გექნებათ”, – აღნიშნა დაუშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მადლობაზე, რომელიც მან ჩინეთს გადაუხადა და აღნიშნა, რომ მადლობის შინაარსი მისთვის გაუგებარია.

“რაც შეეხება ჩინეთისთვის მადლობას. რისთვის გადაუხადა ეს მადლობა ან რას ელოდება მათგან და რა იყო მადლობის შინაარსი, მე ვერ გავიგე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მადლობები რისთვის იყო და რა სარგებელს მოუტანს “ქართულ ოცნებას”, ვერ გავიგე”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება, ივანიშვილის განცხადებას “ნაციონალურ მოძრაობაზე”, დაუშვილმა განმარტა, რომ “ქართული ოცნება” ტყუილზეა აწყობილი, რადგან თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი, არჩევნებს არ უნდა დაელოდონ.

“ტყუილზე არიან აწყობილი. თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი და თუ ვინმეზე სამართალია აღსასრულებელი, არჩევნებს რატომ ელოდებიან? ამდენი წელია ხელისუფლებაში არიან და რა არჩევნებს ელოდებიან? მაგაშიც გამოიხატება როგორი მატყუარები არიან, რომ გვეუბნებიან ჩვენ არჩევნებზე მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ და მერე “ნაცმოძრაობას” მივხედავთო. შე კაი დედმამიშვილო, თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი დანაშაულის ჩადენის გამო, რა არჩევნები? დღესაც ხელისუფლებაში ხარ.

რომელი “ნაცმოძრაობა” უნდა გაასამართლონ, კეზერაშვილთან ერთად პარტნიორობენ რომ პენსიონერების ფული ერთად მოიპარონ – ხელს აფარებენ. საგამოძიებო კომისია არ შეგაქმნევინებს იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ერთად არიან მაგ საქმეში”, – აღნიშნა დაუშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, მონობასა და ღირსებას, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, შესაბამისად, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.

“აგენტების კანონს” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს: საქმე დროში მოგებას ეხება”-Die Tageszeitung

„საქართველოში დავა ე.წ. „უცხოური აგენტის რუსული კანონის“ შესახებ მომდევნო რაუნდში გადადის, ამჯერად იურიდიულ სიბრტყეში: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საპარლამენტო ოპოზიციამ განაცხადა, რომ კანონის დემოკრატიულობის ირგვლივ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება გადატანილი. უკვე წინასწარ გამოცხადებულია, რომ კანონის დებულებები კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Die Tageszeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აგენტების კანონს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს: საქმე დროში მოგებას ეხება“ (ავტორი – ბარბარა ერტელი).

„საქართველოს კონსტიტუციას 78-ე მუხლი 2017 წელს დაემატა და მისი მიზანს სამხრეთ კავკასიური ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის უზრუნველყოფა წარმოადგენს: საკონსტიტუციო ორგანოებმა ყველა ღონე უნდა გამოიყენონ საქართველოს ინტეგრაციისათვის ნატოში და ევროკავშირში. აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველომ  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიიღო“’, – წერს ავტორი. იგი ესაუბრება პარლამენტის ოპოზიციურ დეპუტატს თამარ კორძაძეს, რომლის თქმით, „კარგია, რომ პრეზიდენტი ამ პროცესის ინიციატორად გამოდის. აუცილებელია, რომ კანონის ყველა დებულება საფუძვლიანად იქნას განხილული. ეს ისეთი სამართლებრივი აქტია, რომელიც ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრების უფლებას არ გვიტოვებს“.

რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაგეგმილი აქვთ იმავე სარჩელით მიმართონ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოსაც.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ (ან უფრო მოკლედ – „უცხოური აგენტობის“) შესახებ კანონმა ქართულ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია, მაგრამ მოსახლეობის საპროტესტო აქციებისა და პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს მიუხედავად, პარლამენტმა კანონი მაინც მიიღო. ამის პასუხად ევროკავშირმა, რომელიც კანონს არადემოკრატიულად თვლის, საქართველოს ფინანსური დახმარება შეუმცირა.
ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების მიერ გავრცელებულ მასალათა თანახმად, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა ბრიუსელისაგან 2019-2024 წლებში 517 მილიონი ევრო მიიღეს, რაც 11-ჯერ აღემატება იმ თანხას, რომელიც მიეწოდა სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურებს (არასამთავრობო ორგანიზაციებს) – 46,1 მილიონ ევროს.

„კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში გამიზნულია იმისათვის, რომ ის ძალაში არ შევიდეს, ამოქმედება გაჭიანურდეს და დრო იქნას მოგებული“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ევროპისკენ – ეს არის „ქართული ოცნების“ სლოგანი, რომელიც განმტკიცებულია 12-წლიანი საქმიანობით -გივი მიქანაძე

x

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ევროპისკენ – ეს არის „ქართული ოცნების“ სლოგანი, რომელიც განმტკიცებულია 12-წლიანი საქმიანობით, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ევროპისკენ – ეს არის „ქართული ოცნების“ სლოგანი, რომელიც განმტკიცებულია 12-წლიანი საქმიანობით. ეს აუცილებლად, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერით, ყველას ერთად, ჩვენს ქვეყანას მიგვიყვანს 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისკენ“, – აღნიშნა მიქანაძემ.

გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული სამოქალაქო თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 86,9%-ი მიიღო და 2012 წლის შემდეგ შეფასების 11- წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილი ადგილი დაიკავა.

ამ გრძელვადიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 12 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო სამოქალაქო თავისუფლების დაუცველობით ევროპის ყველაზე არაკეთილსაიმედო ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად. ჩვენს ქვეყანას მაშინ მსოფლიოში 97-ე პოზიცია ეკავა, 2012 წლის შემდეგ კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 41 (!) ადგილით დაწინაურდა.

ინდექსის ოფიციალური განმარტების მიხედვით : „სამოქალაქო თავისუფლება გაგებულია, როგორც ლიბერალური თავისუფლება, სადაც თავისუფლება არის ინდივიდის კუთვნილება. სამოქალაქო თავისუფლება არის სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის არარსებობა და მთავრობის მიერ კერძო თავისუფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის არარსებობა.“

2023 წლის შედეგებით საქართველო სამოქალაქო თავისუფლების რეიტინგში უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს და განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: პოლონეთს, უნგრეთს, ისრაელს, სინგაპურს, თურქეთს და ყველა მეზობელ ქვეყანას.

„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალურიმმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.

„ქალბატონმა შაჰინმა შესწორება წარადგინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში” – აშშ-ის კონგრესი

სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ქალბატონმა შაჰინმა შესწორება წარადგინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში, რომელიც 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს“, – ნათქვამია კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ჯინ შაჰინის მირ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“ იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან.

ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილა

JPG edited with https://ezgif.com/resize

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილა.

ახალი მთავრობის დანიშვნამდე ატალი და სხვა მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან, ხოლო შემდეგ გაბრიელ ატალი ახალ ეროვნულ ასამბლეაში დეპუტატის რანგში განაგრძობს მუშობას.

„იმისათვის, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს, რესპუბლიკურმა ძალებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა შექმნან ერთიანი ფრონტი იმ პროექტებისა და გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ფრანგი ხალხის ინტერესებში იქნება“, – აღნიშნულია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაბრიელ ატალმა ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიმართა, თუმცა მაკრონმა მას პოსტზე დროებით დარჩენა სთხოვა. ცნობისთვის, მაკრონის ცენტრისტულმა ბლოკმა საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.

გაბრიელ ატალი მთავრობას 9 იანვრიდან ხელძღვანელობდა. ის 34 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში.

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში

წელს ბათუმი უკვე მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ერთგული მხარდამჭერიც, კვლავაც, თიბისი კონცეპტია. ისე როგორც ყოველ ზაფხულს, თიბისი კონცეპტი მოხმარებელს, წელსაც განსაკუთრებულ საზაფხულო შეთავაზებებს უმზადებს.

იმისათვის, რომ კონცეპტ მომხმარებლის ზაფხული დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდეს, ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, თიბისი კონცეპტმა ყველა დეტალზე იზრუნა.

გამგზავრება თბილისიდან ბათუმში: 26-29 ივლისის, თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობას, შეიძინეთ ბილეთები თიბისი კონცეპტის Visa ბარათით TRE.GE-ზე და ანგარიშზე გადახდილი თანხის 15%-ს დაიბრუნებთ.

აქვე, შეგახსენებთ, რომ თიბისი კონცეპტი 26 ივლისს, ჯაზ ფესტივალის სტუმრებს, თბილისიდან ბათუმში ჯაზ მატარებლით გამოგზაურებთ. ტრადიციულად, მგზავრობის მხარდამჭერი თიბისი კონცეპტთან ერთად, Visa და საქართველოს რკინიგზაა. მგზავრობა უფასოა, დარეგისტრირდით ბმულზე.

მგზავრობა რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე: იმისათვის, რომ რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე კომფორტულად იმგზავროთ, 26-28 ივლისს, შესაძლებლობა გექნებათ, გამოიძახოთ Bolt ტაქსი და თიბისი კონცეპტის Visa ბარათით, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.

სასტუმროს შერჩევა: თვალი გადაავლეთ თიბისი კონცეპტის დასვენების კატეგორიას და შეარჩიეთ სასურველი სასტუმრო 15%-დან 30%-მდე ფასდაკლებით. სასტუმროს დაჯავნაში, თიბისი კონცეპტის ასისტენტი დაგეხმარებათ.

კაფე და რესტორანი: 23 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, თიბისი კონცეპტის Mastercard  ბარათით, შერჩეულ კაფეებსა და კვების ობიექტებში 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებას შეძლებთ.

ობიექტები მოიცავს როგორც საუზმის ობიექტებს: ლიმონი, Blu Elephant. ისე, ლანჩისა და ვახშმისთვის შესაფერის რესტორნებს: Panorama, აკროპოლი, ლევილი, UMAMI, მედეა და ბოტანიკო. დესერტისა და ყავისთვის კი შეგიძლიათ SKA-ს, Meama Collect-სა და Luca Polare-ს ეწვიოთ.

აუზი და განტვირთვა: ბათუმის ROOMS-ის ტერასას და აუზზე შესვლისას, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ. სეზონის განმავლობაში, ROOMS ბათუმი, Visa და თიბისი კონცეპტი საზაფხულო Day Party სერიებსაც გთავაზობენ, სადაც თქვენი საყვარელი არტისტები, როგორებიც არიან, Tobako Tween, Baby Leo, Kipo და Lukacho – თქვენს განწყობაზე იზრუნებენ. აღსანიშნავია, რომ Day Party-ის ბილეთის შეძენასაც, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით,  30%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.

გართობა საღამოს: ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას Iveria Beach-ზე, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით, სივრცეში შესვლის ღირებულების 30%, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ. Iveria Beach სეზონის ბოლომდე, ყოველ შაბათს სპეციალურ ღონისძიებებს, საერთაშორისო და ლოკალური ელექტრონული სცენის გამორჩეულ არტისტებთან ერთად უმასპინძლებს.

გაეცანი თიბისი კონცეპტის შეთავაზებებს დეტალურად  ბმულზე.

(R)

ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანის რამდენიმე ქალაქში მოიერიშე თვითმფრინავებით “ჰეზბოლას” ტერორისტულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, ერთ-ერთ სოფელში კი საფრთხე არტილერიის გამოყენებით გაანეიტრალეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ღამით ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 15 რაკეტა გაისროლეს, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, ნაწილი კი – ღია ადგილებში დაეშვა. თავდასხმის შედეგად დაზიანებები არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა.

გოგა ხაინდარავა პიანისტ გიორგი გიგაშვილის განცხადებას ეხმაურება

რეჟისორი გოგა ხაინდარავა სოციალურ ქსელში პიანისტ გიორგი გიგაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„არ არის ჯანსაღი დღეს ,,ქართული ოცნების” ამომრჩეველი იყო – პიანისტი გიორგი გიგაშვილი. აბა რა გიორგი! ჯანსაღია – ნიკა გვარამიას ლяკა ხოშტარიას მიშა სააკაშვილის მეგის ქარდავას კილერა მუხაძის კიკუ ვაშაძის თაღლითი ხაზარაძის შარვალჩახდილი გირჩის ამომრჩეველი იყო!“ – წერს ხაინდრავა.

ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 18 ივლისს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.