Home Blog Page 765

ზელენსკიმ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა -ვიტალი კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უახლოეს თვეებში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რამაც, შეიძლება, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს,- უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კლიჩკომ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვიტალი კლიჩკოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მომავალი რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება.

„მომავალი თვეები ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ძალიან რთული იქნება. გააგრძელებს ომს ახალი სიკვდილით და ნგრევით თუ განიხილავს ტერიტორიულ კომპრომისს პუტინთან? და ამ შემთხვევაში რა ზეწოლა იქნება აშშ-იდან, თუ ტრამპი გაიმარჯვებს? ან როგორ ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რასაც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლე ემსხვერპლა? რა ნაბიჯიც უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე. კოშმარი იქნება, თუ კიდევ ორი ​​წელი მოგვიწევს ბრძოლა“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
კლიჩკო ამბობს, რომ ზელენსკის, სავარაუდოდ, რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს, რადგან ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევას სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე.

„ზელენსკის, ალბათ, მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს, არა მგონია, მან შეძლოს ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე. მისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, დაახლოებით ისე, როგორც ისრაელში, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ მოხდა“, – აღნიშნა კლიჩკომ.
ამასთან, ვიტალი კლიჩკო დარწმუნებული არ არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის დათმოს მის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზადაა, დათმოს მის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება“, – განაცხადა კლიჩკომ და დასძინა, რომ „ზელენსკიმ ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინა თავის კაბინეტში. შედეგად, კი პარლამენტმა დაკარგა შესაბამისი როლი“.
ჟურნალისტის კითხვაზე ეშინიათ თუ არა დონალდ ტრამპის, კლიჩკო ამბობს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მასთან მუშაობა მოუწევთ.

„ჩვენ მოგვიწევს მასთან მუშაობა, თუ ის გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – აცხადებს კლიჩკო.

დროა ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი – ალექს სოროსი

ჯორჯ სოროსის ვაჟი, ალექს სოროსი ყველას მოუწოდებს აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის გარშემო გაერთიანებისკენ.

სოროსი X-ზე ჰარისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ იგი საუკეთესო და ყველაზე კვალიფიციური კანდიდატია.

„დროა ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. ის არის საუკეთესო და ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც ჩვენ გვყავს. გაუმარჯოს ამერიკულ ოცნებას!“ – წერს სოროსი.

ბაიდენი მორჩა – სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება -მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება.

„ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წარდგენას „დემოკრატების“ კანდიდატად წარდგენას.

„ქართული ოცნების“ უხერხემლო პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას ნიშნავს, რუსული ცრუ პროპაგანდაა – ბადრი ჯაფარიძე

„ქართული ოცნების“ უხერხემლო პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა ნიშნავს შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლას ისეთი ანტიდემოკრატიული რეჟიმების მიმართ როგორიც “ქართული ოცნებაა,” ეს არის რუსული ცრუ პროპაგანდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საპრეზიდენტო რბოლაში, რესპუბლიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს თუ დემოკრატების კანდიდატი შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უცვლელი დარჩება.

„ჯო ბაიდენის განცხადებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის საკუთარ კანდიდატურას მოხსნის და მხარს დაუჭერს კამალა ჰარისის კანდიდატურას. მთავარი არის ერთი რამ, მიუხედავად იმისა, რესპუბლიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს თუ დემოკრატების კანდიდატი საპრეზიდენტო რბოლაში, შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დარჩება უცვლელი. შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით.

“ქართული ოცნების” უხერხემლო პროპაგანდა, რომელიც ემსახურება ადამიანების შეცდომაში შეყვანას თითქოს, რესპუბლიკელების კანდიდატის დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა ნიშნავს შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლას ისეთი ანტიდემოკრატიული რეჟიმების მიმართ როგორიც არის “ქართული ოცნება” ეს არის რუსული ცრუ პროპაგანდა.

შეერთებული შტატების დამოკიდებულება ასევე უცვლელი იქნება რუსეთის მიმართ იმიტომ, რომ რუსეთში არის კორუმპირებული, ავტოკრატიული რეჟიმი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ “მეგობარი აქტი”, რომელიც ახლა განიხილება კონგრესში, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ დაინიცირდა და ეს აქტი გულისხმობს “ქართული ოცნების” წამყვანი პირების მიმართ მკაცრ ფინანსურ და სხვა ტიპის სანქციებს. შეერთებული შტატები ყოველთვის იქნება ძალიან კატეგორიული ანტიდემოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით“, – წერს ჯაფარიძე.

კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის -დონალდ ტრამპი

კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მედიის ცნობით, აღნიშნული კომენტარი ტრამპმა „სიენენის“ ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა.

ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება“, –აღნიშნავს ჯო ბაიდენი გამოქვეყნებულ წერილში.

ამასთან, ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.

ჩემთვის პატივია პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერა და ჩემი მიზანია, გავიმარჯვო -კამილა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ აპირებს, კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„ჩემთვის პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ჩემი მიზანია, გავიმარჯვო. არჩევნებამდე 107 დღე გვაქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ჰარისმა.

ჰარისმა ჯო ბაიდენს არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა, და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. მისი შესანიშნავი მიღწევები შეუდარებელია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში და აღემატება მრავალი პრეზიდენტის მიღწევებს, რომლებიც მსახურობდნენ ორი ვადით. ამ თავდაუზოგავი და პატრიოტული აქტით, პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში: ამერიკელ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ყველაფერზე მაღლა აყენებს. გასული წლის განმავლობაში, მე ვიმოგზაურე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვესაუბრე ამერიკელებს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შესახებ და ეს არის ის, რასაც გავაგრძელებ მომდევნო დღეებსა და კვირებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი“, – განაცხადა ჰარისმა.

ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურა მოხსნა და მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.

უკრაინაში ომის ცხელი ეტაპი, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს-ზელენსკი

უკრაინაში ომის ცხელი ეტაპი, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ამზადებს საპასუხო გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულება არ ნიშნავს ყველა ტერიტორიის ძალის გამოყენებით დაბრუნებას და ამას, შესაძლოა, დიპლომატიის ძალამ შეუწყოს ხელი, მაგრამ უკრაინა ბრძოლის ველზე მაინც ძლიერი უნდა იყოს.

ამასთან, ზელენსკიმ არ გამორიცხა უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც ოფიციალურად გამოეთიშა საარჩევნო რბოლას, მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

„მე გადავწყვიტე არ მივიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატურა და მთელი ჩემი ენერგია მოვახმარო პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ჩემი [საპრეზიდენტო] ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. 2020 წელს ჩემი პირველი გადაწყვეტილება, როგორც პარტიის [საპრეზიდენტო] კანდიდატის, იყო ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. დღეს მსურს ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვაცხადო, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის [საპრეზიდენტო] კანდიდატი წელს. „დემოკრატებო“, დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

https://www.facebook.com/joebiden/posts/pfbid02q4ewVxj2dNS7h6FDAeFodtwCfbbeBq5wfAcRedRkYfsKZpszri3irTSs2SoTWAnel?ref=embed_post

ჯო ბაიდენმა აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა -ენტონი ბლინკენი

ჯო ბაიდენმა აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„იყო და რჩება ჩემი ცხოვრების სიამაყედ, რომ ვიმუშაო პრეზიდენტ ბაიდენთან ბოლო 22 წლის განმავლობაში. მან აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ამ რეკორდის გაგრძელებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“, – წერს ბლინკენი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 ივლისს ქუთაისში +34 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ღრუბლიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. რაჭაშიც წვიმს. ამბროლაურში დღეს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +30 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმს. დღისით +32 იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმს. დღე +18 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +19, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

იწვიმებს გურჯაანშიც, სადაც დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიური ამინდია სიღნაღში, სადაც დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +33 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

,,ბაიდენის გარშემო ყველამ, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ იცოდა, რომ არ შეეძლო პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის. და არც არასდროს ყოფილა [შესაფერისი]. მან პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ სიცრუითა და „ფეიკ ნიუსებით“ მიიღო. მის გარშემო მყოფმა ყველა ადამიანმა, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ, იცოდა, რომ მას არ შეეძლო პრეზიდენტი ყოფილიყო. ახლა კი ნახეთ, რა გაუკეთა მან ჩვენს ქვეყანას, როდესაც მილიონობით ადამიანი შემოდის ჩვენს საზღვარზე, სრულიად შეუმოწმებლად. ჩვენ ძალიან დავზარალდებით მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზიანს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ნურაფერს დაგეგმავთ, რადგან უყურადღებობისა და გაუფრთხილებლობის გამო გეგმების განხორციელებას ვერ შეძლებთ. ეცადეთ, პასუხისმგებლობა აიღოთ ყველაფერზე, რასაც აკეთებთ. მალე დარწმუნდებით, რომ მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი პრობლემები გამოიწვიოს. იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ, შეიძლება სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ.

კურო

ნუ მოგერიდებათ, რომ მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ყველას დაანახოთ. შეიძლება მნიშვნელოვანმა პერსონამ შეგნიშნოთ და პროფესიის შეცვლა შემოგთავაზოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა ოჯახის წევრებს და გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. შესაძლოა, ასეთი ცვლილება თქვენი პროფესიული ზრდისთვის შესანიშნავი არჩევანი გახდეს.

ტყუპები

სტრესი, რომელსაც ამ ბოლო დროს განიცდით, შეიძლება ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე იზრუნოთ. გამოყავით დრო დასვენებისთვის. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც უსარგებლო საუბრით ყურადღებას გიფანტავენ და საქმეს გწყვეტენ. იზრუნეთ სულიერ სიმშვიდეზე, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვა ადამიანების დაპირისპირებაში არ ჩაერიოთ და ზოგადად, კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდოთ. ხშირად ცდილობთ, სხვა ადამიანების პრობლემები მოაგვაროთ. სიკეთე მოსაწონია, მაგრამ ამით თქვენი ნერვული სისტემა და მთელი სხეული ზარალდება. იზრუნეთ იმაზე, რომ მეტი დაისვენოთ და ეცადეთ, ურთიერთობა მხოლოდ დადებითად განწყობილ, ხალისიან ადამიანებთან გქონდეთ.

ლომი

კონკურენტებისთვის პოზიციების დათმობა და დამარცხების აღიარება გიჭირთ, თუმცა შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ამის გაკეთება მოგიწევთ. ამით რამდენიმე პრობლემას ერთდროულად გადაჭრით და სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას შეძლებთ. ახალი კონტაქტები და სოციალური წრის გაფართოება სამომავლო გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

თუ საკუთარ ცხოვრებაში ბევრი რამ არ მოგწონთ, იქნებ დროა, ცვლილებებზე იფიქროთ? ცხოვრება ერთხელ გვეძლევა და მან მხოლოდ სიხარული და კმაყოფილება უნდა მოგვიტანოს. შესაძლოა, ვიღაცისთვის საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარების და პრობლემების განხილვის სურვილი გაგიჩნდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება, იმედგაცრუება მოგიტანოთ.

სასწორი

საკუთარი შეცდომების გაცნობიერების რთული პერიოდია, თუმცა მომავალში მას ღიმილით და მადლიერებით გაიხსენებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადეთ, გულწრფელობა გამოიჩინოთ და პრობლემებზე ღიად ისაუბროთ. ქრონიკული დაავადებების გამწვავება რომ თავიდან აიცილოთ, პრევენციულ ღონისძიებებს მიმართეთ.

მორიელი

ამ დღეს ინტუიცია გიკარნახებთ, ამა თუ იმ ვითარებაში რა უნდა გააკეთოთ. იმის მიუხედავად, რამდენი წლის ხართ, გირჩევთ დაფიქრდეთ, როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ. იქნებ ჯობს, უზრუნველი სიბერისთვის ზრუნვა ახლავე დაიწყოთ? საღამოს იძულებული იქნებით, თავდაპირველი გეგმები შეცვალოთ ან დამატებითი პასუხისმგებლობა აიღოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ. გახსოვდეთ, რომ სიზმარში წყაროს ან მდინარის ნახვა იმაზე მეტყველებს, რომ მალე შემოსავალს მიიღებთ. დღის მეორე ნახევრიდან ვარსკვლავები ყველაზე ამბიციური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან. ბევრი საქმის დასრულება მოგიწევთ, რაც შეიძლება დამღლელი იყოს, თუმცა, საღამოს შეგიძლიათ, საკუთარ თავს საჩუქარი მიუძღვნათ და სასიამოვნოდ დაისვენოთ.

თხის რქა

სასოწარკვეთამ და უიმედობამ შეგიპყროთ? ეჭვები განდევნეთ! მალე მიხვდებით, რომ თქვენი ცხოვრება საინტერესო მოვლენებით სავსეა. ვარსკვლავები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში მხოლოდ დადებითი მოვლენები გელით. ეს დღეს საყვარელ საქმეს და ადამიანებს დაუთმეთ და მალე მიხვდებით, რომ ცხოვრება უზომოდ მშვენიერია. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების მიმართ უფრო მიმტევებელი იყოთ.

მერწყული

თუ მოინდომებთ, ვარსკვლავების მხარდაჭერით ნებისმიერ ამოცანას ადვილად განახორციელებთ. ინტუიციას არ ენდოთ – ამ დღეს ის საუკეთესო მრჩეველი არ არის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას საღი აზრით და ლოგიკით უნდა იხელმძღვანელოთ. თუ ხვდებით, რომ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ ნათესავებს ან მეგობრებს მიმართოთ.

თევზები

ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები და სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება ძალიან დამღლელი იყოს, ამიტომ ეცადეთ, საღამოს განმარტოვდეთ და ძალები აღიდგინოთ. ეჭვი და უნდობლობა თქვენი კეთილდღეობისთვის აუცილებელი კონტაქტების დამყარებაში ხელს შეგიშლით. ახალი საქმე თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და ობიექტურობას მოითხოვს.