Home Blog Page 763

დააზღვიე სახლი მარტივად და სწრაფად! – თიბისი დაზღვევა

ამიერიდან, “თიბისი დაზღვევაში”  მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ, სწრაფად და მარტივად დააზღვიონ სახლი.

პოლისის ფარგლებში შენ აზღვევ: კონსტრუქციულ ელემენტებს, რემონტ, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯს.

მნიშვნელობა არ აქვს სახლში შენ ცხოვრობ, თუ გაქირავებული გაქვს – დაზღვევა ორივე შემთხვევაში აგინაზღაურებს ზარალს.

სახლის დაზღვევა თვეში 49 ლარიდან არის შესაძლებელი და აზღევევს ისეთ რისკებს, როგორიცაა:

  • ხანძარი, აფეთქება, კვამლი, ან მეხის დაცემა;
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ან ვანდალიზმი;
  • სეტყვა, წყალდიდობა, ან მიწისძვრა;
  • მილსადენების, ან ელექტროგაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლა;
  • სატრანსპორტო საშუალების შეჯახება;
  • გაქირავებული/დაგირავებული ქონების დამიქირავებელ/დამგირავებელის მიერ დაზიანება.

,,ჩვენ ვსწავლობთ მომხმარებლის საჭიროებებს და აქტიურად ვმუშაობთ, რათა მათზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი მივაწოდოთ და უფრო მეტად გავუმარტივოთ ყოველდღიურობა, სწორედ ამიტომ, “თიბისი დაზღვევაში” სახლის დაზღვევა კიდევ უფრო გამარტივდა და იმისთვის, რომ თქვენი კერძო საკუთრება დაზღვეული იყოს, საჭიროა, მარტივი პროცედურის გავლა ონლაინ. ჩვენთვის, როგორც სადაზღვევო ბაზრის ლიდერისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებელზე ზრუნვა და ხარისხიანი სადაზღვევო პროდუქტების დანერგვა“, – აცხადებენ თიბისი დაზღვევაში.

დაზღვევისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის – ბმული

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ივლისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7104 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9382 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0134 ლარი შეადგინა.

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორივე პირი, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუდაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, სახელმწიფო ბრალდება კი მათ მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს -ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ომის დასრულებას ნიშნავს.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ომის დასრულების შემდეგ მოიხსნება საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა.

„ტრამპს ვუჭერ მხარს, რადგან მგონია, რომ ის არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდება თუ არა, მეორე დღეს იტყვის, მორჩა. ეს პროცესია და მიდგომები ასე სწრაფად არ იცვლება. ვთქვით, რომ ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ომის დამთავრება ნიშნავს, რომ მეორე ფრონტის გახსნის ვალდებულება, მოთხოვნა და ბულინგი მთავრობის მიმართ მოიხსნება „გლობალური ომის პარტიის“ მიერ. რატომ აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს? – სახელმწიფო ინსტიტუციებს რომ შეუტიონ. და ეს შემთხვევითი გგონიათ? მათ ნებას არ დავყევით, არც მეორე ფრონტი გავხსენით და უარი არ ვთქვით ანაკლიის პორტის აშენებაზე, რომელიც მნიშვნელოვანი კვანძია ევროპასა და აზიას შორის. არასამთავროების მობილიზება, ეს ყველაფერი ამის გამო ხდება. ყველაფერი იმდენად გამჭვირვალე გავხადეთ, რომ უკვე პოლიტიკაში წამოვიდნენ.

მათი მხრიდან დამალვას აზრი არ აქვს, პოლიტიკაში მანამდეც იყვნენ. ამერიკაში ტრამპის მოსვლა ომის გაჩერებას ნიშნავს. ამით მოიხსნება ჩვენ მიმართ მოთხოვნა, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას. მესამე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსება შეუწყდებათ, რაც მშვიდობის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ტრამპმა სწორედ ამიტომ უნდა გაიმარჯვოს. გახსოვთ, გვარამია თავისი ეთერებიდან რას გაჰკიოდა? ტრამპის მოსვლა იყო პუტინის ხაზის გაგრძელება, დამღუპველიო, ტრამპმა წააგო და დამარცხდაო. ბოკუჩავა რას ამბობდა? ბაიდენის გამარჯვება არის მესიჯი, რომ ტრამპის მიერ გზას აცდენილი ამერიკა სწორ რელსებს დაუბრუნდებაო. სამადაშვილი რას ამბობს, ამას აზრი არ აქვს, რადგან ხაზარაძეს სამარცხვინოს ეძახდა და დღეს მასთან არის გაერთიანებული. ამათი სახეცვლილება ნახეთ? ტრამპზე თავდასხმის შემდეგ „ბოკუ“ ამერიკაში აფრინეს, 700 დოლარით ბილეთი უყიდეს და კონგრესის სხდომაზე წამოასკუპეს, დერეფანში გაასეირნეს. არ გახსოვთ, სააკაშვილი კიბის ქვეშ რომ ელოდებოდა ხოლმე ლიდერებს, კამერებით რომ გადაეღოთ? პრეზიდენტობას რომ მორჩა, ამერიკამ ვიზა არ მისცა, ახლოს არ გაიკარეს. რატომ ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ტრამპის მიმართ ამათი დამოკიდებულება არ ახსოვს? უპრინციპოები და უნამუსოები არიან, შევახსენებთ, არ გავუტარებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა გამოქვეყნებულ წერილში.

ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.

უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს

უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, მიწოდება უახლოეს ორ თვეშია მოსალოდნელი.

„ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში ჩვენ კიდევ 100 000 საბრძოლო მასალას გავგზავნით. ახლა ვეძებთ თანხებს კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალის შესაძენად, რათა ინიციატივის გაგრძელება 2025 წელსაც იყოს შესაძლებელი“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ინიციატივას 18 ქვეყანა შეუერთდა, მათგან 15-მა უკვე შეასრულა ვალდებულებები და შეიტანა წვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისი თანხა არსებობს იმისთვის, რომ 2024 წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 500 000 საბრძოლო მასალა მიაწოდონ.

ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა! -ირაკლი ზარქუა

ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! – როცა მე მორალს შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა! ღირსება არ გააჩნია! მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის და კულტურის ქვეყანას ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთო! – ეს განცხადება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მისამართით მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას აზრით, ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.

მისივე თქმით, მალე ორმაგ სტანდარტს აშშ-ც ეტყვის უარს.

“ჩვენთვის პრობლემას კრიტიკული განცხადებები არ წარმოადგენს. ჩვენ ვითხოვთ, კრიტიკა იყოს ობიექტური, სამართლიანი და კონკრეტულ არგუმენტებზე დამყარებული.

მომიწოდებ და მეუბნები, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ მივიღო, რადგან ეს კანონი არის რუსული, ეს უსამართლობაა.

როდესაც საფრანგეთის პირველი და მეორე პალატა გაცილებით მკაცრ კანონს იღებ, ამაზე შენ ხმას არ იღებ, ისევე როგორც მსგავს კანონს იღებს ესპანეთი, კანადა, თურქეთი და ხმას არ იღებენ, ეს ორმაგი სტანდარტია და მიუღებელია.

ამ ორ სტანდარტს მათ შორის ამერიკელი ხალხი ეტყვის უარს.

ცენტრალურ ევროპაში მოსახლეობამ უკვე უარი უთხრა – ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია. როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია!

მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, საკუთარმა მოსახლეობამ უარი გითხრა და რომ გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის, კულტურის ქვეყანასა და ერს ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთო… არასწორ რელსებზე ხართო…. ორი მოსმენით საკუთარი ქვეყნის პარლამენტმა მიიღო – შეიძლება მაკრონსაც უმალავენ ამ თემას?! რატომ არ დაგმე?! რატომ არის იქ გამჭვირვალობა მისაღები და ჩვენთან მიუღებელი?! შეგიძლია ახსნა? – საკუთარ ხალხს ვერ აუხსენი, როცა არჩევნები წააგე და ჩვენ რას აგვიხსნი!

უსამართლობას არ გავუტარებთ, ვინც არ უნდა იყოს და რა ლიდერიც არ უნდა იყოს.

ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, კულტურას, ჩემს მიდგომებს არასწორად შეეხება …. ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების მატარებლები და ერთ-ერთი დამფუძნებლებიც. ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას, რომელიც არის საწყისი და ყოვლის მომცველი ღირებულებები, რითაც თქვენ დღეს ამაყობთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კამალა ჰარისის განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით იყო სავსე – პესკოვი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„იყო განცხადებები, რომლებიც სავსე იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით. ორმხრივ ურთიერთობებში მისი სხვა ქმედება, არც პლუსის, არც მინუსის ნიშნით, ჯერჯერობით არ დაგვიფიქსირებია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს კრემლი ჰარისის კანდიდატურას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში.

პესკოვმა დასძინა, რომ ახლა კრემლი ასეთ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან მისი წვლილი ორმხრივ ურთიერთობებში აქამდე შესამჩნევი არ ყოფილა.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია საარჩევნო კამპანიაზე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში, ეს არ შეიძლება კრემლის დღის წესრიგის პრიორიტეტული თემა იყოს.

“ნაცმოძრაობის”მხრიდან ხმებზე ნადირობა დაწყებულია -ირაკლი ქადაგიშვილი

„ნაცმოძრაობის“ მხრიდან დაწყებულია ხმებზე ნადირობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის საკითხს პერიოდულად მიივიწყებენ ხოლმე და შემდეგ გაიხსენებენ. ახლა არჩევნები მოდის და, რა თქმა უნდა, სააკაშვილს თავისი პირადი ხმების რესურსი გააჩნია. ამ ხმების მოსაპოვებლად ეს აქტიურობა ხდება. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილს არჩევანის გაკეთება მოუწევს რომელიმე ერთ დაჯგუფებაზე. ალბათ, დიდი ალბათობით, აქცენტს გააკეთებს ძველ „ნაცმოძრაობაზე“, რომელიც 5 ნომრით გამოვა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში დაიბარეს

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი კიმბერლი ჩიტლი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში დაიბარეს. რესპუბლიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ პენსილვანიაში გამართულ ყრილობაზე უსაფრთხოების ნორმები დაირღვა.

როგორც ABC News-ი წერს, ჩიტლი აღიარებს, რომ სააგენტომ ტრამპი სათანადოდ ვერ დაიცვა და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს. ამასთან, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩიტლი თანამდებობას დატოვეს.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთმა ტყვია პოლიტიკოს ყურში მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.

ლატვიის პრეზიდენტს თუ რაიმე ადარდებს, ის აღნიშნოს, საკუთარი ქვეყანა რატომ არის რუსეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, თუ ეს დისკომფორტს არ უქმნის, მისთვის უარესი -რატი იონათამიშვილი

ლატვიის პრეზიდენტს თუ რაიმე ადარდებს, ის აღნიშნოს, საკუთარი ქვეყანა რატომ არის რუსეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცახდა, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

რატი იონათამიშვილის თქმით, ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა, მაშინ როცა ამის უფლება არ აქვს.

„გვახსოვს, როცა ეს ადამიანი საქართველოს ომში ჩართვისკენ და რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა. შესაბამისად, ამ ადამიანის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. თუ მას რაიმე ადარდებს, პირველ რიგში, ის აღნიშნოს, საკუთარი ქვეყანა რატომ არის რუსეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. თუ ეს დისკომფორტს არ უქმნის, კიდევ უარესი მისთვის. ეს ადამიანი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა, მაშინ როცა ამის უფლება არ გააჩნია. ასეთი განცხადებების კეთება გააგრძელონ, მით უკეთესია, საზოგადოება მათ კიდევ უფრო ძლიერ „არას“ ეტყვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა.

ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს აწერენ ხელს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს.

ტრაგედიაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე, კარგად ვიცით, როგორ ეპყრობოდნენ ისინი პატიმრებს -რატი ბრეგაძე

ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, კარგად არის ცნობილი, როგორი პრობლემები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პენიტენციურ სისტემაში.

„ოპოზიციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“. რა თქმა უნდა, ყველამ იხილა, რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების მიმართ. ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ყველაფერი, მათ შორის  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული. კარგად ვიცით, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრებთან, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, რა ფორმით ეპყრობოდნენ. 2012 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი სისტემური პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა. დიდი ირონიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე ან ზოგადად პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ეს არა თუ ღიმილის მომგვრელია, არამედ ტრაგედიაა. „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს პატიმრებზე, რაც მაჩვენებელია იმ პოლიტიკური უნამუსობის, რისი მატარებელიც ეს პოლიტიკური გაერთიანებაა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.