Home Blog Page 732

ჰასან ნასრალას სიკვდილი “ჰეზბოლამაც” დაადასტურა

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ მისი ლიდერის ჰასან ნასრალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა. ინფორმაციას BBC დაჯგუფებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) დღეს გაავრცელა ცნობა, რომ გუშინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინა.

სუმის საავადმყოფოზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ სუმის ერთ-ერთ საავადმყოფოზე რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

„დაშავებულია 11 ადამიანი, 113 პაციენტი ევაკუირებულია საავადმყოფოდან. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მიმდინარეობს ჩვენ შედეგების სალიკვიდაციო სამუსაოები, ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ხალხს მივაწოდოთ საჭირო დახმარება.

ყველამ მსოფლიოში, ვინც ამ ომზე ლაპარაკობს, ყურადღება უნდა მიაქციოს, სად ურტყამს რუსეთი.

ისინი ებრძვიან საავადმყოფოებს, სამოქალაქო ობიექტებს და ადამიანების სიცოცხლეს. მხოლოდ ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი რუსეთს აიძულოთ მშვიდობა

მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით არის ერთადერთი სწორი გზა”, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის ძალები სუმის საავადმყოფოს დრონებით თავს ორჯერ დაესხნენ. თავდაპირველად ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.

სუმის საავადმყოფოზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ სუმის ერთ-ერთ საავადმყოფოზე რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

„დაშავებულია 11 ადამიანი, 113 პაციენტი ევაკუირებულია საავადმყოფოდან. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მიმდინარეობს ჩვენ შედეგების სალიკვიდაციო სამუსაოები, ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ხალხს მივაწოდოთ საჭირო დახმარება.

ყველამ მსოფლიოში, ვინც ამ ომზე ლაპარაკობს, ყურადღება უნდა მიაქციოს, სად ურტყამს რუსეთი.

ისინი ებრძვიან საავადმყოფოებს, სამოქალაქო ობიექტებს და ადამიანების სიცოცხლეს. მხოლოდ ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი რუსეთს აიძულოთ მშვიდობა

მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით არის ერთადერთი სწორი გზა”, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის ძალები სუმის საავადმყოფოს დრონებით თავს ორჯერ დაესხნენ. თავდაპირველად ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შევახსენებთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით, 2024 წლის 7 ოქტომბრამდე-საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას სთავაზობს და შეცდომაში შეჰყავს.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით. არასწორი ინფორმაცია ვრცელდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ვადების შესახებაც. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ, საარჩევნო მიზნებისთვის, მათ შეუძლიათ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა.

აღნიშნული სუბიექტების მიერ მსგავსი სახის მომსახურების გაწევისას ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომსახურების სტატისტიკის გაზრდის მიზნით, მსგავსი სუბიექტები აგზავნიან ერთი და იგივე პირის მონაცემებს. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც რიგი მათგანი არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებს თანამემამულეთა პირად მონაცემს.

მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების და მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოვუწოდებთ და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით, 2024 წლის 7 ოქტომბრამდე. გამარტივებული ფორმით განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, ვებ-გვერდი ავტომატურად აგზავნის განცხადების რეგისტრაციის შესახებ შეტყობინებას, განმცხადებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე, განმცხადებელს დამატებით ეცნობება, იმავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც მას აძლევს საშუალებას თავად აკონტროლოს სრული პროცესი”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ნიუ იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის  Colangelo&Partners ორგანიზებით, ქალაქ ნიუ იორკში გამართულ ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას 400-მდე ღვინის პროფესიონალი, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება მოიცავდა დეგუსტაციასა და მასტერკლასს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო, მიეღოთ ინფორმაცია ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და თანამედროვე განვითარებული ინდუსტრიის შესახებ.

„მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვებს ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციას. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება“, – ნათქვამია ღვინის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება-ჯოზეფ ბორელი

არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, – ეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაა, რომელიც მან ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული იერიშის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე“, – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ისრაელი არ მოისვენებს, ვიდრე „ჰეზბოლა“ არ განადგურდება.

„და თუ განადგურების ინტერპრეტაცია იგივეა, რაც „ჰამასის“ შემთხვევაში, მაშინ ჩვენ წინ დიდი ომი გვაქვს”, – ამბობს ევროკომისარი.

ლიბანში ბოლო რამდენიმე დღეა, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. 27 სექტემბერს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის სამიზნე ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა იყო. გავრცელებული ცნობებით, ჰასან ნასრალა ცოცხალია.

ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, მინისტრის პოზიციაზე გიორგი ამილახვრის საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა.

„მადლობა მინდა, გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის.

მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის.

შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, კერძო სექტორში ბრუნდება და იქ გააგრძელებს საქმიანობას.

ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის ის კონკრეტული ნორმა ან პროცედურა, რომელიც დაარღვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას. დაასახელონ არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიჩნევენ ცესკოს გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად.
საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში განუმარტა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს. შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დაზიანება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი,  რომ არა ცესკოს რიგი წევრების კანონის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა,  ცესკოს ზოგიერთი წევრის პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის გამო 42 ქვეყანაში მყოფი 65 ათასზე მეტი ამომრჩეველი დარჩებოდა ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე. თუმცა, როგორც განცხადებიდან ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის უკანონო, მაგრამ პოლიტიკურად მოტივირებული პოზიცია უფრო მისაღებია, ვიდრე კანონის დაცვა.

მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. არჩევნები საერთო საქმეა და ჯანსაღ საარჩევნო გარემოზე ზრუნვა მასში ჩართული ყველა მხარის მოვალეობა.


რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას საზღვრები აქვს და მეზობლებს პატივი უნდა სცეს-სალომე ზურაბიშვილი

რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას საზღვრები აქვს და მათ პატივი უნდა სცეს, რომ მეზობლები ჰყავს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს, ეს არის ერთადერთი გზა, რომ რუსეთი განვითარდეს, გახდეს ნორმალური სახელმწიფო, ევროპას არ შეუძლია არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, “ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს ხსნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი“.

„ბრძოლა, რომელსაც ვახორციელებთ, რომელსაც უკრაინა იარაღით და ევროპელებისა და ამერიკელების მხარდაჭერით ახორციელებს, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურ სცენაზე ვახორციელებთ არ შეიძლება უკრაინის დამარცხებით დასრულდეს, ეს ბრძოლა არ შეიძლება საქართველოს დამარცხებით დასრულდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ეგზისტენციური, სასიცოცხლო არჩევნებია. ხვალ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ან საქართველო დაბრუნდება თავის ევროპულ გზაზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ, და დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება, და ივნისში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ტრიოში აღმოვჩნდებით, (სადაც ასევე არჩევნებია, პრაქტიკულად, იგივე დროს, როდესაც ჩვენთან), ან აღარ იქნება საქართველო და იქნება ტრაგედია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ასევე მეზობელი სომხეთისთვის, რომელიც იგივე მიმართულებით ვითარდება და რომელსაც საქართველოს ხიდი სჭირდება და ეს ტრაგედია იქნება კავკასიისთვის და ევროპის წარმომადგენლობისთვის ამ რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი მდებარეობით.

რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას საზღვრები აქვს და მათ პატივი უნდა სცეს, რომ მეზობლები ჰყავს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს, ეს არის ერთადერთი გზა, რომ რუსეთი განვითარდეს, გახდეს ნორმალური სახელმწიფო, ევროპას არ შეუძლია არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება, ეს მიუღებელია, თუ მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება გვსურს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, კერძო სექტორში ბრუნდება და იქ გააგრძელებს საქმიანობას.

„მოგეხსენებათ, 2020 წელს შემოვუერთდი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ქვეყანას, ქართულ განათლებას პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თუ მინისტრის რანგში. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი, მათთან ერთად ბევრი რამ გავიარე და ერთად ბევრ მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ, რაც მეამაყება. საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ, განათლების ბიზნესში. პრემიერ-მინისტრს და გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა, ოთხწლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა. შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო, გაუფრთხილდნენ მათ. მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წარუძღვეს არჩევნებამდე“, – განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა. მანამდე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბეს

ისრაელმა „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბა, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ბედი ამ დროისთვის უცნობია , – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სამხედროები და მედია ავრცელებენ.

ისრაელის სამხედროების თანახმად, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 27 სექტემბერს საღამოს მასობრივი ავიადარტყმები განახორციელეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მათ აღნიშნეს, რომ ავიადარტყმების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მთავარი შტაბი წარმოადგენდა.

ისრაელის მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, ავიადარტყმების სამიზნე „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა იყო, რასაც მის ბედთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობები მოყვა.

გამოცემა The Times of Israel-ის თანახმად, „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის ავიადარტყმებმა 6 შენობა გაანადგურეს.

Reuters-ის თანახმად, ლიბანის უშიშროებიდან წყაროს თანახმად, შენობა, რომელიც ავიადარტყმების სამიზნე გახდა, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურობის შეკრების ადგილს წარმოადგენდა.

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი

გა­ა­კე­თეთ ის, რაც სი­ხა­რულს მო­გა­ნი­ჭებს. შეხ­ვდით მე­გობ­რებს, წა­დით პა­ე­მან­ზე, შე­ად­გი­ნეთ გარ­თო­ბის გეგ­მა და მიჰ­ყე­ვით. კარ­გი დღეა ბავ­შვებ­თან გა­სა­ტა­რებ­ლად. კრე­ა­ტი­ულ ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ შთა­გო­ნე­ბა. საქ­მე­ე­ბი კარ­გად წავა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გარ­თო­ბა­სა და სწავ­ლას­თან.

კურო

დღეს კარ­გი დღეა სა­ყიდ­ლე­ბის­თვის. არა მხო­ლოდ პრო­დუქ­ტე­ბის, არა­მედ, დე­კო­რის­თვი­საც. იყი­დეთ სა­რე­ცხი მან­ქა­ნა ან სხვა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. რაც უფრო დი­დია შე­ნა­ძე­ნი, მით მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. მო­ა­წყვეთ პა­ტა­რა დღე­სას­წა­უ­ლი თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

ტყუ­პი

დღეს დიდი ენერ­გია გექ­ნე­ბათ, მთა­ვა­რია მისი სწო­რად და­ხარ­ჯვა შეძ­ლოთ. ზოგს გა­სარ­თო­ბად მი­ი­ზი­დავს, სხვე­ბი ძა­ლის­ხმე­ვას გა­მო­ავ­ლე­ნენ თა­ვი­ან­თი გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. კარ­გი დროა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის­თვის, რეკ­ლა­მე­ბის­თვის, დის­კუ­სი­ე­ბის და შე­თან­ხმე­ბე­ბის­თვის. მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი და ნაც­ნო­ბო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სარ­გებ­ლოც კი იქ­ნე­ბა.

კირჩხი­ბი

დღეს შე­საძ­ლოა ფი­ლო­სო­ფი­ურ გან­წყო­ბა­ზე იყოთ. შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­რდეთ, რა­ტომ ვერ შო­უ­ლობთ ფულს, რა­ტომ იღ­ლე­ბით. ფულს სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს? და ღირს თუ არა გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის? შე­საძ­ლოა, ვინ­მემ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ შე­მო­სავ­ლის გაზ­რდის გეგ­მა.

ლომი

28 სექ­ტემ­ბერს თქვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა გა­იზ­რდე­ბა. გექ­ნე­ბათ ბევ­რი ენერ­გია და სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ერ­თვე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. იყა­ვით შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი. შე­სა­ფე­რი­სი დღეა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის რეკ­ლა­მი­რე­ბის­თვის. მე­გობ­რებს შე­უძ­ლი­ათ გა­გი­წი­ონ რო­გორც მო­რა­ლუ­რი, ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მო­ხიბ­ლუ­ლი იქ­ნე­ბი­ან თქვე­ნით.

ქალ­წუ­ლი

თქვენს ერთ-ერთ მე­გო­ბარს ან კო­ლე­გას შე­უძ­ლია გა­გი­წი­ოთ დახ­მა­რე­ბა. კარ­გი დღეა სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წა­სას­ვლე­ლად, მე­გო­ბარ­თან ან პარტნი­ორ­თან ერ­თად. დღეს შე­საძ­ლოა ახ­დეს თქვე­ნი სურ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც დიდი ხა­ნია ფიქ­რობთ. დღე ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბე­ბის­თვის.

სას­წო­რი

კარ­გი დღეა სო­ცი­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, იქ­ნებ ვინ­მეს მო­უნ­დეს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე­გობ­რებს შე­უძ­ლი­ათ გა­გა­ხა­რონ სი­ახ­ლე­ე­ბით ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბით. შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ხა­რუ­ლი­თა და ოპ­ტი­მიზ­მით აგავ­სებთ.

მო­რი­ე­ლი

28 სექ­ტემ­ბერს ყვე­ლა­ზე მე­ტად სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბით იქ­ნე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვინ­მემ იპო­ვოს უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, ან მი­ი­ღოს ჯილ­დო კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის. კარ­გი დღეა მივ­ლი­ნე­ბა­ში წა­სას­ვლე­ლად და სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­სა­წე­რად.

მშვილ­დო­სა­ნი

შე­სა­ნიშ­ნა­ვი დღეა თქვე­ნი ჰო­რი­ზონ­ტის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად, ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, მოგ­ზა­უ­რო­ბის და­სა­წყე­ბად და რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბე­ბის­თვის. გა­ა­ტა­რეთ დრო პარტნი­ორ­თან ერ­თად, და­ნიშ­ნეთ პა­ე­მან­ზე, გა­ნიტ­ვირ­თეთ. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ შან­სი შეხ­ვდეს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

თხის რქა

შე­საძ­ლოა გა­ნი­ცა­დოთ ცვლი­ლე­ბე­ბი პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ზოგი გა­და­წყვეტს დაშ­ლას, ზო­გის­თვის კი კავ­ში­რი უფრო მა­ღალ დო­ნეს მი­აღ­წევს. შე­საძ­ლოა თქვენ­მა რჩე­ულ­მა გა­გა­ხა­როთ სა­ჩუქ­რით, ფუ­ლით, ან ერ­თად იყი­დოთ რა­ი­მე დიდი ან ძვი­რი. დღე ხელ­საყ­რე­ლია პა­ემ­ნე­ბი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის­თვი­საც.

მერ­წყუ­ლი

კარ­გი დღეა გარ­თო­ბის, რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბი­სა და პა­ემ­ნე­ბის­თვის. გა­ა­კე­თეთ ის, რაც გსი­ა­მოვ­ნებთ. სხვა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვონ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც თქვენ­გან რა­ღაც სჭირ­დე­ბა. კარ­გი დღეა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და თვით­გა­მო­ხატ­ვის­თვის.

თევ­ზე­ბი

ფი­ზი­კუ­რი მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა. სა­სარ­გებ­ლოა სპორ­ტი, სე­ირ­ნო­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, მა­გა­ლი­თად, სახ­ლის და­ლა­გე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­მუ­შაო იყოს და ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ იყოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი. უნდა შე­ას­რუ­ლოთ რუ­ტი­ნა. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, უბ­რა­ლო სა­უ­ბა­რიც კი მათ გან­წყო­ბას აა­მაღ­ლებს.