Home Blog Page 724

გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის-მამუკა ხაზარაძე

გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – მე ცალმხრივად არ შემითავაზებია და ეს დოკუმენტში წერია, – ამის ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პარტია „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში.

როგორც ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შეიძლება გახარიამ ჩათვალა, რომ ეს ნიშნავდა მისი პოლიტიკან ჩამოშორებას, რაც ხაზარაძის თქმით, სიმართლე არ არის.

„გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი. გუშინდელ შეხვედრაზე მივხვდი, რომ მან შეიძლება ჩათვალა რომ ვიღაცას უნდა, რომ ჩემი და მისი სიაში არ ჩაწერა. მე ცალმხრივად არ შემითავაზებია და ეს დოკუმენტში წერია. შესაბამისად, შეიძლება გახარიამ ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის და ვუთხარი, რომ მზად ვარ ეს პუნქტი შევცვალოთ. გუშინვე დავუდასტურე, რომ თუ სურვილი აქვს იყოს სიაში, შესაბამისად, მეც მასთან ერთად“,- განაცხადა ხაზარაძემ.

უკრაინაში სახელმწიფო ორგანოებს „ტელეგრამით“ სარგებლობა აუკრძალეს

უკრაინამ სახელმწიფო ორგანოების, სამხედრო ფორმირებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების თანამშრომლებს „ტელეგრამის“ გამოყენება აუკრძალა.

ეს გადაწყვეტილება უკრაინის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა მიიღო. უწყებამ განმარტა, რომ სახელმწიფო მოხელეების, სამხედრო მოსამსახურეების, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის თანამშრომლების სამსახურებრივ მოწყობილობებზე ტელეგრამის აპლიკაციის მოხმარება ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არსებული საფრთხის შემცირების მიზნით შეიზღუდება.

როგორც კიბერუსაფრთხოების ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ განაცხადა, აკრძალვა სამუშაო პერსონალურ კომპიუტერებს შეეხება და ადამიანების მობილურ ტელეფონებზე არ გავრცელდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ერთი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერთი მსჯავრდებული შეიწყალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორამციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელიც სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“თბილისიმარათონი 2024”-თან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისიმარათონი 2024“-თან დაკავშირებით, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ღონისძიების მოსამზადებელ ეტაპზე, 21 სექტემბრის 23:45-დან 22 სექტემბრის 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პირველი რესპუბლიკის მოედანს, შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

„რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება კოსტავას ქუჩს, შემდეგ კი გადაადგილდება დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

რაც შეეხება თავად ღონისძიებას, „თბილისიმარათონი“ 22 სექტემბერს გაიმართება, რის გამოც, ამავე დღის 06:00-დან 11:00 საათამდე, ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე, ბაქოსა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ზაარბრუკენის მოედანსა და ხიდზე, სკუდიერის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩასა და მოედანზე, მეტეხის ხიდზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მოძრაობა ჩაიკეტება თავისუფლების მოედანზე და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც, ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.

გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან.

გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს. გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეეძლებათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასლის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი, მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე, შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.

ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო გადაადგილება ასევე, შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასლის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კრწანისის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე, აბანოს, ფირდოუსისა და ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასლის ქუჩას და მოძრაობას, კრწანისის მოედნის მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.

„თბილისიმარათონის“ მიმდინარეობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

N301, N310, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, რის შემდეგაც გულუას ქუჩის საშუალებით უკან მობრუნდებიან, გულიას მოედნიდან კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით; N310-ის მეორე ნაწილი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან მგზავრებს მოემსახურება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, უკან კოსტავას ქუჩით დაუკავშირდება გმირთა მოედანს და იმოძრავებს დადგენილი სქემით;

ავტობუსები: N362 და N368 სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით დაუკავშირდებიან ჩიტაიას ქუჩას და მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N328 და N353 ჩიტაიას მოედნიდან მგზავრებს ჩიტაიას ქუჩის გავლით, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩებით მოემსახურებიან და სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილისა და ჩიტაიას ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან ჩიტაიას მოედანს და მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით;

ავტობუსები: N306, N308, N314, N342, N352 და N358 იმოძრავებენ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, უკან კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; N316, N324, N364, N374, N380, N382, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქუჩა N11-მდე; ავტობუსები: N359 და N388 მგზავრებს მოემსახურებიან ვაკიდან სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, უკან კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსი N337 იმოძრავებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარათაშვილის ქუჩამდე და უკან;

რაც შეეხება N331-ს, ავტობუსი კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით და უკან კრწანისის ქუჩის საშუალებით დაბრუნდება; ავტობუსი N300 ჩიტაიას მოედნიდან იმოძრავებს ჩიტაიას ქუჩით სადგურის მოედნის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება გმირთა მოედანს და იმოძრავებს დადგენილი სქემით. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იმოძრავებს ანალოგიური მარშრუტით.

შეზღუდვის პერიოდში N391 ავტობუსს დადგენილი მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნის გავლით, დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, საიდანაც ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების საშუალებით, მეტროსადგურ „ავლაბრამდე“ გადაადგილდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი ბუხაიძისა და ჩიქობავას ქუჩებს, ჩიტაიას მოედანს, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებს, ასევე, თამარ მეფის გამზირსა და გმირთა მოედანს გამოიყენებს და სააკაძის მოედნიდან დაუკავშირდება გოთუას ქუჩას.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529 სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების გავლით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით; N541 მგზავრებს დიდი დიღმიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე გადაიყვანს; N472 და N534 პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ხიდიდან დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები გმირთა მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით;

N540 ბარათაშვილის ხიდიდან მოძრაობას გააგრძელებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და გმირთა მოედნიდან მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან მოუხვევს და გმირთა მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც დადგენილ მარშრუტს გამოიყენებს; N427 გიორგი გურამიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე;

მიკროავტობუსები: N462 და N528 ავლაბრის მოედნიდან გზას გააგრძელებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. უკუმიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, ხეთაგუროვის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან, ევროპის მოედანზე მოუხვევენ და ბარათაშვილის აღმართით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ; N480 ორთაჭალის ქუჩიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნამდე“ და უკან; N550 მგზავრებს გადაიყვანს ვარკეთილიდან კრწანისის მოედნამდე და უკან;

მიკროავტობუსი N536 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების მიმართულებით, დაუკავშირდება ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, ბოლო გაჩერება კი, ბარათაშვილის ქუჩაზე ექნება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც ხეთაგუროვის, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გაივლის წერეთლის გამზირს და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 21 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7277 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7277 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7236 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0441 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0010 ლარი შეადგინა.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ლელოს“ ერთ-ერთი პირობა იყო, საარჩევნო სიაში თავად გახარია არ ყოფილიყო

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ლელოს“ მხრიდან ერთ-ერთი პირობა იყო, თავად გახარია არ ყოფილიყო საარჩევნო სიაში. გახარიას თქმით, იგი ამ პუნქტს დათანხმდა.

„ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ, მაგალითად, გახარია არ უნდა იყოს სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა, ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე დავთანხმდი ამას. მე მარტო არ ვარ, მე არასოდეს არ ვამბობ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ვარ მარტო მე. ჩემ უკან უზარმაზარი გუნდია და თქვენ თუ დააკვირდებით, სხვა ბევრი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი არის ძალიან მდგრადი. დაახლოებით 10 წელი ჩვენ ერთად ვშრომობთ, ჩვენ ეს შრომა დავიწყეთ „ოცნებიდან“, მათ შორის, შემდგომ ეკონომიკის სამინისტროში ვიყავით, შემდეგ შსს, მერე უკვე მთავრობა.

დამჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და ბევრი ვერ დავარწმუნე. მე ამ ადამიანებს ვესაუბრებოდი, რომ, მეგობრებო, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ სიაში შესვლა, სადაც მე ვერ ვიქნები და ბევრმა უარი თქვა. ზოგი ადამიანი ამის წინააღმდეგი იყო. ასეთ გადაწყვეტილებებს მომზადება სჭირდება. მაშინ, როდესაც ადამიანები უკვე საბუთებს აგროვებენ, ეს პროცესი დაწყებულია, ჩვენი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებისთვის წერტილის დასმა განსაზღვრული იყო არა მხოლოდ იმ წინააღმდეგობებით, რომელიც მოლაპარაკებაში იყო, არამედ ვადებითაც. ახლა ამას მეორე მხარე რატომღაც არ ამბობს, რადგან მათ ჰგონიათ, რომ მედიის წნეხის გაზრდით კარგ შედეგებს მიაღწევენ. ვერ მიაღწევენ, შეიძლება ყველანი დავზიანდეთ“, – აღნიშნა გახარიამ პარტიის, „საქართველოსთვის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კესარია აბრამიძეს, დანით, 28 ჭრილობა აქვს მიყენებული – დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, უწყება დამატებით დეტალებს ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბ.ჯ.-მ „ოპინელის“ ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა.

ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დათანხმდა მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ. ბრალდებული, იმ მიზნით, რომ კესარია აბრამიძეს შეხვედროდა და განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ფოტოების გასაჯაროებას დათანხმდა, რის შემდეგაც კესარია აბრამიძემ ფოტოსურათები სოციალურ ქსელში ატვირთა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებული სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით დაახლოებით 19:10 საათზე კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, შევიდა იქვე მდებარე „ნიკორას“ ფირმის მაღაზიაში, შეიძინა ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 19:27 საათზე კესარია აბრამიძის ბინაში მივიდა. ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯერ ხელი დაარტყა კესარია აბრამიძეს, ხოლო შემდეგ იმავე დღეს შეძენილი დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კესარია აბრამიძე ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთში ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით, ჩქარი ნაბიჯით დატოვა, ავთანდილის ქუჩიდან ვეფხისტყაოსნის ქუჩის გავლით გავიდა მირიან მეფის და შემდეგ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ამავე ქუჩაზე მდებარე ნათესავის ბინაში მივიდა, გამოიცვალა მხოლოდ სისხლიანი მაისური და ბინა დატოვა, რის შემდგომაც ჯერ ტაქსით წავიდა დიდუბის მეტროსთან, საიდანაც მეტროთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ იმგზავრა, ხოლო შემდეგ ასევე ტაქსით სენაკისკენ გაემართა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებმა ბ.ჯ. სამტრედიისკენ მიმავალ გზაზე, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს, რის შემდგომაც ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბ.ჯ.-სთან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება – „ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი“, სადაც მან დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თიბისის მხარდაჭერით სპექტაკლი “მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი” გაიმართა

იტალიის საელჩოს ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, ორი იტალიელი გენიოსის, მიქელანჯელოსა და რაფაელის ხელოვნება თბილისში კვლავ დაბრუნდა. ხელოვნების მოყვარულები მათ შემოქმედებას, ამჯერად არა გამოფენის, არამედ თეატრალური წარმოდგენის სახით გაეცნენ.

სპექტაკლში „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ თეატრი, სახვითი ხელოვნება და მუსიკაა შერწყმული. 20 წლიანი ისტორიის მქონე ექსპერიმენტულმა თეატრალურმა დასმა „Teatri 35”, კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე, წარმოადგინა სპექტაკლი, რომელიც მიქელანჯელოს გენიალურ ქანდაკებებსა და რაფაელის ღვთაებრივ ფერწერას ეძღვნება. დასის მსახიობებმა, იტალიური რენესანსის ორი უდიდესი წარმომადგენლის ხელოვნება ჟესტების, ფერების, გამოსახულებებისა და მუსიკის მეშვეობით გააცოცხლეს.

წარმოდგენა გაიმართა ვივალდის, ბახის, ჰენდელის და ბაროკოს პერიოდის სხვა კომპოზიტორების, კორელის, მერულასა და ლოკატელის მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით. მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“, შესანიშნავმა ქართველმა თეორბისტმა გიორგი კუზანაშვილმა და ნიჭიერმა აზერბაიჯანელმა კონტრტენორმა ილჰამ ნაზაროვმა შეასრულეს.

თეატრალური წარმოდგენა „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ ერთ-ერთი ღონისძიებაა პროგრამიდან, რომელსაც იტალიის საელჩო კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2024 წლის შემოდგომაზე ატარებს.

თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია, როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიანი და თანმიმდევრული ხელშეწყობა. ამის მაგალითია სპექტაკლი „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“, რომელიც ხელოვნების ახლებურად დანახვისა და აღქმის უნიკალური შესაძლებლობაა.

(R)

 

რა გამოცდილებით დაბრუნდა თიბისის ტექ გუნდი კონფერენცია KubeCon-დან

IT ტექნოლოგიების მრავალფეროვნებიდან და ცვალებადობიდან გამომდინარე, ნებისმიერი წარმატებული კომპანია ვალდებულია ტექ გუნდები პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალებით დააკომპლექტოს. თიბისი მუდმივ განვითარებას თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებით უკვე წლებია წარმატებულად ახერხებს. თიბისის TechOps -ის მიმართულების თანამშრომლები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონფერენციაზე, KubeCon-ზე მოხვედრა ამის ნათელი მაგალითია.

ევროპის გულში, ბერლინში მიღებული გამოცდილების შემდეგ თიბისის ტექ ტალანტები, აზიაში, ჰონგ-კონგში ჩავიდნენ. KubeCon ყოველწლიური კონფერენციაა, Open Source და Cloud კომუნის გამორჩეული წარმომადგენლების, ტექნოლოგიური ლიდერებისა თუ ამბიციური დეველოპერებისთვის.

თიბისიდან KubeCon-ზე TechOps-ის მართვის განყოფილების თანამშრომლები დავით კოჩალიძე, დავით გოგრიჭიანი, საბა საყვარელიძე და ნიკოლოზ კოსტავა იმყოფებოდნენ. მათ კონფერენციაზე ისეთ სესიებსა და ვორქშოფებზე დასწრების საშუალება მიეცათ, სადაც დიდ ორგანიზაციებში ღია წყაროს პროექტებისა და ამ თემის გარშემო გაერთიანებული კონტრიბუტორებისა და კომუნის მნიშვნელობაზე დეტალურად საუბრობდნენ.

ქართველი ტექ პროფესიონალების თქმით, ჰონგ-კონგში გამართული კონფერენციის ყველაზე მნიშნველოვანი და საინტერესო ნაწილი იმ პროფესიონალებთან შეხვედრა იყო, რომლებიც ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობენ, რომელსაც თიბისიშიც აქტიურად და ყოველდღიურად იყენებენ.

“ყველა პროექტი თავისებურად შთამბეჭდავი იყო თავისი მაგალითებით და მათ თიბისიში  გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით. ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, მივიღეთ რამდენიმე კარგი რჩევა. ასევე გავეცანით სხვა ალტერნატივებსაც, რომლებიც თავისებურ ხედვასა და უპირატესობებს გვთავაზობს”. – გვიყვება დავით გოგრიჭიანი.

KubeCon-ზე დასწრების გამოცდილება თითოეული ტალანტის კარიერულ განვითარებაზე დადებითად აისახება. დავით კოჭალიძის თქმით, ეს ტექ სფეროსა და Open Source კომუნის წარმომადგენლების გაცნობის შესაძლებლობასთან ერთად, მათთან აზრების გაცვლის, ცოდნის ამაღლებისა და ახალი ტექნოლოგიური უნარების შეძენის საუკეთესო საშუალება იყო.

“მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი გამოცდილება მივიღეთ თითოეულმა წევრმა, ჩემი აზრით ყველა ტექში მომუშავე, ერთხელ მაინც უნდა დაესწროს მსგავს დიდ შეკრებებს, სადაც ტექ პროფესიონალებთან და  კომუნის სხვა წევრებთან Open Source პროგრამული უზრუნველყოფის ჭრილში საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს ან სხვისი აზრoს მოსმენას შეძლებს”. – ამბობს დავითი.

ისევ და ისევ ტექნოლოგიური სფეროს სწრაფად განვითარებადი ხასიათიდან გამომდინარე, კონკრეტული ხელსაწყოს მხოლოდ ერთი დანიშნულებით რამდენიმე წელი განახლების გარეშე გამოყენება არასწორია. თიბისის ტექ ტალანტები ფიქრობენ, რომ მსგავსი კონფერენციების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ სტაბილურობასა და ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას შორის ოქროს შუალედის პოვნაა. მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ თანამშრომლების კარიერული განვითარებისთვისაც სასარგებლოა.

“თიბისიში აქტიურად ვცდილობთ, რომ მეტი open source პროგრამული უზრუნველყოფა გამოვიყენოთ, რათა თანამედროვე ტექნოლოგიებსა თუ ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ და ამ კომუნასთან უფრო ახლოს ვიყოთ”. – გვიყვება

დღეს ყოველი კონფერენცია და ახალი კავშირი კომპანიასა და თანამშრომელს თანაბრად ზრდის, თიბისი წლებია წარმატებულად იმკვიდრებს თავს ამ მიმართულებით. შევხვდებით სხვა ტექ კონფერენციებზე.

IT ტექნოლოგიების მრავალფეროვნებიდან და ცვალებადობიდან გამომდინარე, ნებისმიერი წარმატებული კომპანია ვალდებულია ტექ გუნდები პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალებით დააკომპლექტოს. თიბისი მუდმივ განვითარებას თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებით უკვე წლებია წარმატებულად ახერხებს. თიბისის TechOps -ის მიმართულების თანამშრომლები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონფერენციაზე, KubeCon-ზე მოხვედრა ამის ნათელი მაგალითია.

ევროპის გულში, ბერლინში მიღებული გამოცდილების შემდეგ თიბისის ტექ ტალანტები, აზიაში, ჰონგ-კონგში ჩავიდნენ. KubeCon ყოველწლიური კონფერენციაა, Open Source და Cloud კომუნის გამორჩეული წარმომადგენლების, ტექნოლოგიური ლიდერებისა თუ ამბიციური დეველოპერებისთვის.

თიბისიდან KubeCon-ზე TechOps-ის მართვის განყოფილების თანამშრომლები დავით კოჩალიძე, დავით გოგრიჭიანი, საბა საყვარელიძე და ნიკოლოზ კოსტავა იმყოფებოდნენ. მათ კონფერენციაზე ისეთ სესიებსა და ვორქშოფებზე დასწრების საშუალება მიეცათ, სადაც დიდ ორგანიზაციებში ღია წყაროს პროექტებისა და ამ თემის გარშემო გაერთიანებული კონტრიბუტორებისა და კომუნის მნიშვნელობაზე დეტალურად საუბრობდნენ.

ქართველი ტექ პროფესიონალების თქმით, ჰონგ-კონგში გამართული კონფერენციის ყველაზე მნიშნველოვანი და საინტერესო ნაწილი იმ პროფესიონალებთან შეხვედრა იყო, რომლებიც ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობენ, რომელსაც თიბისიშიც აქტიურად და ყოველდღიურად იყენებენ.

“ყველა პროექტი თავისებურად შთამბეჭდავი იყო თავისი მაგალითებით და მათ თიბისიში  გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით. ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, მივიღეთ რამდენიმე კარგი რჩევა. ასევე გავეცანით სხვა ალტერნატივებსაც, რომლებიც თავისებურ ხედვასა და უპირატესობებს გვთავაზობს”. – გვიყვება დავით გოგრიჭიანი.

KubeCon-ზე დასწრების გამოცდილება თითოეული ტალანტის კარიერულ განვითარებაზე დადებითად აისახება. დავით კოჭალიძის თქმით, ეს ტექ სფეროსა და Open Source კომუნის წარმომადგენლების გაცნობის შესაძლებლობასთან ერთად, მათთან აზრების გაცვლის, ცოდნის ამაღლებისა და ახალი ტექნოლოგიური უნარების შეძენის საუკეთესო საშუალება იყო.

“მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი გამოცდილება მივიღეთ თითოეულმა წევრმა, ჩემი აზრით ყველა ტექში მომუშავე, ერთხელ მაინც უნდა დაესწროს მსგავს დიდ შეკრებებს, სადაც ტექ პროფესიონალებთან და  კომუნის სხვა წევრებთან Open Source პროგრამული უზრუნველყოფის ჭრილში საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს ან სხვისი აზრoს მოსმენას შეძლებს”. – ამბობს დავითი.

ისევ და ისევ ტექნოლოგიური სფეროს სწრაფად განვითარებადი ხასიათიდან გამომდინარე, კონკრეტული ხელსაწყოს მხოლოდ ერთი დანიშნულებით რამდენიმე წელი განახლების გარეშე გამოყენება არასწორია. თიბისის ტექ ტალანტები ფიქრობენ, რომ მსგავსი კონფერენციების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ სტაბილურობასა და ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას შორის ოქროს შუალედის პოვნაა. მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ თანამშრომლების კარიერული განვითარებისთვისაც სასარგებლოა.

“თიბისიში აქტიურად ვცდილობთ, რომ მეტი open source პროგრამული უზრუნველყოფა გამოვიყენოთ, რათა თანამედროვე ტექნოლოგიებსა თუ ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ და ამ კომუნასთან უფრო ახლოს ვიყოთ”. – გვიყვება

დღეს ყოველი კონფერენცია და ახალი კავშირი კომპანიასა და თანამშრომელს თანაბრად ზრდის, თიბისი წლებია წარმატებულად იმკვიდრებს თავს ამ მიმართულებით. შევხვდებით სხვა ტექ კონფერენციებზე.

 

(R)

 

დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა

დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა. ის დარჩო ხეჩუაშვილია. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღვარზე აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

„დარჩო ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის 2012 წლის შემდეგ უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა. გამოძიების ცნობით, მან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მანქანა ააფეთქა.

„კურიერის” ინფორმაციით, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზეზად, ამჯერადაც, მოვლენების პროვოცირება სახელდება.

2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, “ნაციონალური მოძრაობის” იმდროინდელი დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. თარგამაძე სიკვდილს გადაურჩა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი და დაზიანდა არაერთი ავტომობილი.

დანაშაულის შემდეგ, 8 წლის განმავლობაში, ინციდენტში ბრალდებული – დარჩო ხეჩუაშვილი იძებნებოდა. მან საქართველოს საზღვარი მომხდარიდან მალევე გადაკვეთა, თუმცა საზღვრის კვეთის ინფორმაცია არ არსებობდა.

აფეთქების შემდეგ, მალევე გახდა ცნობილი საქმეზე მთავარი დამნაშავის ვინაობა. სამართალდამცველებმა ასევე დააკავე დარჩო ხეჩუაშვილის ცოლის ძმა – ბორის ჩაგუნავა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია, თუმცა ის მალევე გათავისუფლდა, 6-წლიანი პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ.

რაც შეეხება სხვა გარემოებებს – ყველაფერი აშკარა ლიკვიდაციის მცდელობაზე მიანიშნებდა. თავად გივი თარგამაძე ამბობდა, რომ ის მხოლოდ მანქანის გარკვეული თავისებურებებიდან გამომდინარე გადაურჩა სიკვდილს. მოხდა ისე, რომ აფეთქების ტალღა მიმართული იყო უკანა მხარეს, და სწორედ ამიტომ, მანქანაში მჯდომი ადამიანები გადარჩნენ. თუმცა, დაშავდნენ სხვა პირები, მათ შორის – სამარშრუტო ტაქსების მძღოლები.

გამოძიებამ მალევე მოიპოვა მტკიცებულებები – ჩხრეკისას ამოღებული იყო დიდი ოდენობით იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე, იყო გარკვეული ინსტრუქციები, რომელშიც დეტალურად იყო გაწერილი, როგორ უნდა მომხდარიყო აფეთქება. ასევე, ამოიღეს დისტანციურად აფეთქებისთვის საჭირო მოწყობილობა.

მასშტაბური გამოძიების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობი იყო ხეჩუაშვილის ადგილსამყოფელი. თავად გივი თარგამაძე ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ის, შესაძლოა, აღარ ყოფილიყო ცოცხალი და მისი ლიკვიდაცია მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი დეპუტატი, რომელზეც თავდასხმა მოხდა, არ ენდობოდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას და დამოუკიდებლადაც აწარმოებდა გამოძიებას. თარგამაძე ამბობდა, რომ ის რუსული სპეცსამსახურების სამიზნე გახდა, რადგან რუსული გამოძიების მიერ ეჭვმიტანილი იყო რუსეთში, საპროტესტო აქციების ორგანიზებაში“, – ნათქვამია „კურიერის“ ინფორმაციაში.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ილონ მასკის შემოწმება დაიწყო ბაიდენისა და ჰარისის შესახებ პოსტის გამოქვეყნების გამო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის შემოწმება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „ბაიდენს და ჰარისს რატომღაც არავინ კლავს“.

ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საიდუმლო სამსახური არკვევს, ხომ არ შეიცავდა მასკის პოსტი მუქარას აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, მუქარა პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მიმართ აშშ-ში დანაშაულად ითვლება, რომელიც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება.

მასკის პოსტი ბაიდენზე და ჰარისზე X-ში აღარ იძებნება. ბიზნესმენმა ის წაშალა. მოგვიანებით მან ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: „ერთი რამ რაც ვისწავლე, არის ის, რომ, თუ მე ადამიანის ჯგუფს რამეს ვეუბნები, და ისინი იცინიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნათქვამი X-ში პოსტის სახითაც იქნება სასაცილო“.

რა პროდუქტებს აერთიანებს თიბისი ბიზნესის სხვადასხვა ნაკრები

ქართულ ბაზარზე ინოვაციური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების დამკვიდრება თიბისის მრავალწლიანი ტრადიცია და ყოველდღიური ზრუნვის საგანია.

ბანკი აქტიურად მუშაობს, რომ ნებისმიერ ბიზნესს მაქსიმალურად მოქნილი და მიზნობრივი პროდუქტი შესთავაზოს. თიბისის სტრატეგია მკაფიოა – მომხმარებლისთვის ბიზნეს საქმიანობის გამარტივება.
ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვის სერვის ექსპერტი, ნატო სიდამონიძე, ამ ფაქტს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს:
„ნებისმიერი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნეს საქმიანობის მართვა იყოს მარტივი და მოქნილი; ბიზნეს ნაკრების უპირატესობაც სწორედ ის არის, რომ მომხმარებელმა ცალ-ცალკე აღარ შეიძინოს პროდუქტები, არამედ კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე აირჩიოს სასურველი ნაკრები, სადაც მოქცეულია ყველა საბანკო ინსტრუმენტი, რაც მას სჭირდება.
თიბისი ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს 4 ტიპის ნაკრებს – ისინი აერთიანებენ იმ პროდუქტებს, რომლებსაც ბიზნესები ყოველდღიურად იყენებენ. ეს ნაკრებები ბიზნესის ზომის მიხედვითაა დაყოფილი.
დამწყებ სტარტაპ ბიზნესებს თიბისი 5 ლარიან სტარტაპ ნაკრებს სთავაზობს, რომელშიც თავმოყრილია ყველა ძირითადი საბანკო პროდუქტი, რაც მათ სჭირდებათ საქმიანობისთვის, ნაკრები აერთიანებს საბანკო ანგარიშს, უფასო ინტერნეტ და მობაილ ბანკს, SMS სერვისს, შეღავათს პოს ტერმინალის ყოველთვიურ საკომისიო გადახდაზე, ვიზა ბარათს, დიჯიპას აპლიკაციას, 5 კომუნალურის გადახდას საკომისიოს გარეშე, შეღავათს თიბისის ელ-კომერციის ყოველთვიურ საკომისიო გადასახადზე.

თუ საუბარი გვაქვს უფრო დიდ ბიზნესზე, რომელსაც უფრო კომპლექსური საჭიროებები აქვს, მაშინ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 10, 20 ან 50 ლარიანი ნაკრები. ეს ნაკრებები ბიზნესებს სთავაზობენ განაღდების მაღალ ლიმიტებს, ბიზნეს ბარათებს, სალარე გადარიცხვებს დამატებითი საკომისიოს გარეშე, სავალუტო გადარიცხვებს შეღავათიანი საკომისიოთი და სხვა.
10 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა < 500 ლარი
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 2000 ლარი

20 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა < 1000 ლარი
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 10 000 ლარი

50 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა, მიმდინარე სავალუტო ანგარიში
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა ფიქს. 1 ლარი
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 15 000 ლარი

თიბისის ბიზნეს ნაკრებები უკვე სამი წელია, რაც არსებობს და მუდმივად ვითარდება – ემატება სხვადასხვა პირობები, რომლებიც მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარეობს. ბიზნეს ნაკრები საშუალებას აძლევს ბიზნესს ისარგებლოს საბანკო პროდუქტებითა და მომსახურებით სწრაფად და მარტივად.

(R)