Home Blog Page 721

დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებაში, „ქოცმა“ თუ გააყალბა, რასაც ვფიქრობ, გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის -ნადიმ ხმალაძე

„ქოცმა“ თუ გააყალბა და დაიწერა რაიმე ციფრი ხმების დაუთვლელად, რასაც ვფიქრობ, გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმა, დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის რელსებზე, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნადიმ ხმალაძე აღნიშნულ პოსტზე გამოხმაურებისკენ მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც, მისივე განმარტებით, მზად არიან ბრძოლისთვის.

„1000 პროცენტით დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებაში. თუ გააყალბა ქოცმა და დაიწერა რაიმე ციფრი ხმების დაუთვლელად, რასაც ვფიქრობ, რომ გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმა და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის რელსებზე, ვაჩვენოთ ქართული წარმოშობის რუსებს ჩვენი ძალა, ქართული ღირსება და თავმოყვარეობა. დავიბრუნოთ საქართველო, რომელიც ვფიქრობ, წაგვართვა რამდენიმე ქვეყნის და სამშობლოს მოღალატემ, ფულის მონა და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულმა წინა საუკუნეებში ჩარჩენილმა ფეოდალის მსგავსმა არსებებმა.

დაალაიქეთ და დააკომენტარეთ იმ ხალხმა, ვინც ამისთვის ხართ მზად. წინასწარ მადლობა ყველას“, – წერს ნადიმ ხმალაძე.

https://www.facebook.com/N.D.khmala/posts/8272375669465164?ref=embed_post

თქვენ როგორც “მართმადიანი” და როგორც ამ ქვეყნის არა შვილი ირჩევთ ომს, მაგრამ ასე არ გამოვა, აღსრულება არ უწერია თქვენს არც ერთ მზაკვრულ გეგმას -ლევან ნიკოლეიშვილი 

გასკდა გულზე, სალომე ზურაბიშვილი, ეს რა ბანერი დაუმზადებია „ქართულ ოცნებას“, ეს რა უბედურებას გვთავაზობს აირჩიეთ ომი თუ მშვიდობაო?! სალომე ბოროტი ან ბოღმიანი (ვფიქრობ, ჩვენ ისტორიაში ასეთი სახელით უნდა შევიდეს!) ძალიან გაბრაზებულია, მშვიდობაც და სამების საკათედრო ტაძარიც ხომ „კგბ” ნარატივიაო, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ არა ევროპულია, ეს ხომ სამარცხვინოაო…, – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ-პოსტს „ქართული ოცნების“ ბანერებთან დაკავშირებით.

ნიკოლეიშვილი პრეზიდენტს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მის მზაკვრულ გეგმას აღსრულება არ უწერია და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მინიმუმ საქართველოდან გაძევება ემუქრება.

„გასკდა გულზე, სალომე ზურაბიშვილი, ეს რა ბანერი დაუმზადებია „ქართულ ოცნებას“, ეს რა უბედურებას გვთავაზობს აირჩიეთ ომი თუ მშვიდობაო?! სალომე ბოროტი ან ბოღმიანი (ვფიქრობ, ჩვენ ისტორიაში ასეთი სახელით უნდა შევიდეს!) ძალიან გაბრაზებულია, მშვიდობაც და სამების საკათედრო ტაძარიც ხომ „კგბ“ ნარატივიაო, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ არა ევროპულია, ეს ხომ სამარცხვინოაო…

Excusez-moi Madame, თქვენ როგორც „მართმადიანი“ და როგორც ამ ქვეყნის არა შვილი ირჩევთ ომს, მაგრამ არ გამოვა, ასევე არ გამოვა და აღსრულება არ უწერია თქვენს არც ერთ მზაკვრულ გეგმას, თქვენ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კი მინიმუმ აქედან გაძევება გემუქრებათ, ილოცეთ, თუ რაიმე სახის ლოცვა იცით, რომ თქვენი აგენტურული საქმიანობა საქართველოში მხოლოდ ამით დასრულდეს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, აშშ-ი მომდევნო თვეებში უკრაინას თითქმის რვა მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

„დღეს მე ვაცხადებ უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების მკვეთრ გაზრდას და დამატებით ზომებს, რომლებიც უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმარება“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

კერძოდ, ბაიდენმა დაავალა თავდაცვის სამინისტროს, სრულად გამოუყოს კიევს ის სახსრები, რომლებიც მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე იყო გაწერილი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.

ამასთან, ბაიდენის განკარგულებით, შეიარაღების შემცირების შესახებ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში, 5,5 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, რათა „ეს უფლებამოსილება უვადო იყოს, და ვაშინგტონმა შეძლოს, სრულად გამოიყენოს სახსრები, რომლებიც კონგრესმა გამოყო უკრაინის დასახმარებლად, აშშ-ის შეიარაღების შესამცირებლად და შემდგომ ამერიკის მარაგის შესავსებად.

„ასევე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 2,4 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, უპილოტო საავიაციო სისტემებით და „ჰაერი-მიწა“ კლასის საბრძოლო მასალით, ასევე გააძლიერებს უკრაინის სამხედრო სამრეწველო ბაზას და დაეხმარება უკრაინას ტექნიკური მომსახურებისა და მხარდაჭერის საჭიროებებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას გადაეცემა ფრთოსანი საავიაციო ბომბები (Joint Standoff Weapon), ხოლო საჰაერო თავდაცვითი პოტენციალის გასაზრდელად აშშ უკრიანას დამატებითი გადასცემს პეტრიოტის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს.

„უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით, მე დავავალე თავდაცვის სამინისტროს, შეაკეთოს და უკრაინას მიაწოდოს პერტოიტის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დამატებითი ბატარეა, ასევე მიაწოდოს უკრაინას დამატებით პეტრიოტის რაკეტები“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის, ასევე ფინანსთა დეპარტამენტმა და საიდუმლო სამსახურმა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მიიღეს ზომები კრიპტოვალუტის გლობალური ქსელის გასანადგურებლად, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის სანქციებისგან თავის არიდებას და ფულის გათეთრებას.

ბაიდენმა ასევე დაავალა პენტაგონს, გააფართოოს უკრაინელი მფრინავების წვრთნა ეფ-16-ის ტიპის ავია გამანადგურებლების მართვაში. მომავალ წელს მომზადებას გაივლის კიდევ 18 უკრაინელი მფრინავი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოქტომბერში გერმანიაში „რამშტაინის ფორმატში“ ლიდერების სამიტი მოიწვია.

საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში -უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი

მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი. ღონისძიების მონაწილე უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებულ პოლიტიკას აფასებს.

„27 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა ტურიზმისთვის. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თაოსნობით ტარდება ეს ღონისძიება. ჩვენ უამრავ პროექტს ვახორციელებთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად. ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება მშვენიერია. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ასეთი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს ერთად კრებს, რაც თავისთავად გამოცდილებებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლის კარგი შესაძლებლობაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, საოცარი ღონისძიების ორგანიზებისთვის“, – განაცხადა უზბეკეთის ტურიზმის მინისტრმა.

27 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან.

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ქართული ოცნების” დღის წესრიგი მიმართულია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისკენ -მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენი გუნდი იმ ადამიანებისგან შედგება, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ხელისუფლების პოლიტიკის გატარებაში, ახალ სახეებს ვხედავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიისთვის, რომ გუნდს ახალი ენერგია შესძინოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი მიმართულია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისკენ.

„დღის წესრიგი მიმართულია ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მეტი დაცვისკენ, სოციალური გარანტიებისკენ გაუმჯობესებისკენ და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობების შექმნისკენ. ეს ის დღის წესრიგია, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ეს ის ხალხია, ვინც ამ დღის წესრიგს განახორციელებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 ძიძიგურისა და მარგველაშვილის დამატება, არ მგონია, რაიმე ელექტორალურ ღირებულებას ატარებდეს, ეს პარტიები თვითონ უნდა წარმოადგენდნენ რამეს პოლიტიკურად -ჰერმან საბო

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პარტიები ვის დაიმატებენ ან მოიკლებენ, რადგან არანაირ იდეოლოგიურ ღირებულებას არ იმატებენ, რაღაც სახეების ერთობაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ „ლელოს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა, გარდა ამისა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სიის ერთ-ერთი წევრი ზვიად ძიძიგურია.

როგორც ჰერმან საბო აცხადებს, პარტიები ადამიანებს იმის მიხედვით იმატებენ, რამდენად ცნობს მათ ხალხი, და არა იმით, ეთანხმება თუ არა გიორგი მარგველაშვილი იდეოლოგიურად „ლელოს“ ან ზვიად ძიძიგური  – ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

„არანაირ იდეოლოგიურ ღირებულებას არ ამატებენ, უბრალოდ რაღაც სახეების ერთობაა. უმეტესობა, ვისაც იმატებენ, არის შერჩეული ერთადერთი კრიტერიუმით – რამდენად ცნობენ ადამიანები. და არა იმით, მარგველაშვილი იდეოლოგიურად ეთანხმება თუ არა „ლელოს“ ან ძიძიგური ყოფილ პრემიერს. არც ახალი სახეები არიან დიდად, თუმცა არა, სიმართლე უნდა ითქვას, ერთადერთ ახალ სახედ თუ ვინმე შეიძლება მოინათლოს, ალბათ ბატონი მარგველაშვილია. ის იმდენად უღიმღამო პრეზიდენტი იყო, რომ დიდად არავის ახსოვს, რომ პოლიტიკაში იყო ჩართული. არ მგონია, ძიძიგურის და მარგველაშვილის წინ წამოწევა და დამატება, რაიმე ელექტორალურ ღირებულებას ატარებდეს. ეს ხალხი თვითონ უნდა წარმოადგენდნენ რამეს პოლიტიკურად და თავისი ელექტორატი უნდა ჰყავდეთ, რომ ვინმეს რამე ხმები დაუმატონ. ვინმე ბებოს შეიძლება ნანახი ჰყავდეს ტელევიზორში და სიაში რომ დაინახავს, იტყვის, ნაცნობი ხალხია, მაგრამ ამის გამო ხმა როგორ უნდა მოიმატო, არ მესმის. ხმა შეიძლება, მოიმატო იმის ჩვენებით, თუ რა გინდა, როგორი უკეთესი საქართველო წარმოგიდგენია, რას შეცვლი, რით ხარ უკეთესი“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ქვეყნის შიგნიდან პარტნიორებს ეხვეწებიან, რაიმე დამაკნინებელი მოქმედებები იყოს, მათ შორის საუბარი იყო პრემიერის გამოსვლის, შეხვედრების ჩახსნაზე, თუმცა მხოლოდ მიწვევის გაუქმება მოახერხეს-მამუკა მდინარაძე

ქვეყნის შიგნიდან პარტნიორებს ეხვეწებიან, იქნებ რაიმე დამაკნინებელი მოქმედებები იყოს, მათ შორის ლაპარაკი იყო პრემიერის გამოსვლის და შეხვედრების ჩახსნაზე, თუმცა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძისთვის მიწვევა გააუქმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.

„ბაიდენის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, წინასწარვე გვქონდა ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, ამას არ ვასაჯაროებდით. ახლა თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ არა მხოლოდ ამაზე მიმდინარეობდა მუშაობა, არამედ, ქვეყნის შიგნიდან, პირდაპირი გაგებით, ეხვეწებიან, იქნებ დამაკნინებელი მოქმედებები იყოს პარტნიორების მხრიდან. მათ შორის, საუბარი იყო და ინფორმაცია არსებობდა იმის შესახებ, რომ შეშვება-არშეშვების საკითხზეც რაღაც დაბრკოლება მაინც ყოფილიყო, რათა შემდეგ ჟურნალისტებს აქ რაღაც ეთქვათ. მათ შორის ლაპარაკი იყო გამოსვლის ჩახსნაზეც და იმ შეხვედრების, რაც შედგა. ვერცერთი მოხერხდა და მოახერხეს ერთადერთი – ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯერ გაუგზავნა მოწვევა და შემდეგ გააუქმა. ან რას იწვევდნენ, ვინ ეხვეწებოდათ, ან შემდეგ რაღას აუქმებდნენ? დაპატიჟება-არდაპატიჟებისთვის რომ მაშველი რგოლი გადმოუგდონ ოპოზიციას, რათა შემდეგ ამით ისპეკულირონ და თქვან, აი, იზოლაციაში მყოფი საქართველო, პრემიერი, რაღაც უნიჭო თეატრალური წარმოდგენები დადგან?

არც მოწვევა უკვირს ვინმეს, არც არმოწვევა. სხვათა შორის, ზუსტად ვიცით, გაგრძელდება ეს, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები. დასანქცირებისა არ იყოს, რა შეიცვალა პირველ და მეორე დასანქცირებებს შორის? ახალი აქციები იყო და რომელიმე პოლიციელმა ვინმეს რამე დაუშავა? პოლიციელმა თუ რამე დააშავა, მერე გაიგეს? შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მოახლოვდა არჩევნები. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ „ფორმულას“, „მთავარს“, „ტვ პირველს“ მზა პროდუქტი გექნებათ პიარისათვის, რათა ნეგატიური კამპანია აწარმოონ. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით რესურსი არა აქვთ, სოფლებშიც კი ვერ შედიან, ამომრჩეველს ვერ ელაპარაკებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა

ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა. აღნიშნულის შესახებ კოალიციის მიერ საარჩევნო სიის წარდგენისას გახდა ცნობილი.

გიორგი უშიკიშვილი „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სიის მე-15 ნორმად დასახელდა.

„ძლიერი საქართველოს“ სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო სია შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

მამუკა ხაზარაძე

ანა დოლიძე

ბადრი ჯაფარიძე

ანა ნაცვლიშვილი

ლევან ცუცქირიძე

ირაკლი კუპრაძე

ქეთევან თურაზაშვილი

საბა ბუაძე

სალომე სამადაშვილი

დავით რაქვიაშვილი

თამარ ლალიაშვილი

გრიგოლ გეგელია

ლევან სამუშია

ფიქრია ჩიხრაძე

გიორგი უშიკიშვილი

ვახტანგ სურგულაძე

ლანა გალდავა

მაკა ნუცუბიძე

მედეა მეტრეველი

ალექსანდრე ელისაშვილი

ბაკურ კვაშილავა

აგილ მუსტაფაევი

ირაკლი ქობალია

ირაკლი ბუცინაშვილი

გიორგი რეხვიაშვილი – იურისტი

ოთო ფარულავა – სამოქალაქო აქტივისტი

„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სიაში არ არიან დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი.

საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს – არ გამოვრიცხავთ, 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს – მამუკა მდინარაძე

საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე საუბრისას განუცხადა.

მდინარაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საქართველოს ღირსების მხარეს იქნება“.

„წინა პერიოდისგან განსხვავებით, მაგალითად, 2020 წელს 150 კაციანი სია გვქონდა, ახლა 170-იანი გადავწყვიტეთ, უფრო მეტი იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი თავიდანვე გადის. ჩვენ ობიექტური მოლოდინი გვაქვს არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების.

არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. ეს შეიძლება ზედმეტად მოეჩვენოს ვიღაცას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ ოპოზიციიდან ბარიერს ვერ გადალახავს და ჩვენ რაც არის რეიტინგები, იმას მივიღებთ, საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ამიტომ, ვრცელი სია მოვიტანეთ. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ობიექტური გადაწყვეტილება იქნება საქართველოს ღირსების მხარეს და იმის მხარეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში. ამიერიდან ყველა უნდა შეეგუოს, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა და არა სხვა ვინმემ ქვეყნის გარეთ. 26 ოქტომბერი იქნება ის დღე, როცა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ის პრინციპი დაასახელა, რა პრინციპითაც სია დაკომპლექტდა.

„ოცეული“ წარვადგინეთ, ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში მოდიან დელეგატები ანბანური მაჩვენებლის მიხედვით, რომ იქ განსხვავება არ ყოფილიყო. როგორ უნდა გაგვერჩია ბათუმის წარმომადგენელი თელავის წარმომადგენლისგან. 50-მდე დაკომპლექტდა. წინასწარი შეთანხმებით ცნობილი იყო „ხალხის ძალის“ 5 დარჩენილი დეპუტატი, რომელიც არ არის „ოცეულში“ და 30 დელეგატში. ამის შემდეგ 56-დან იწყება ყველა ის დეპუტატი, რომელიც რჩება უმრავლესობაში. ქალბატონი ირმაც, რიმაც, ბატონი ირაკლი ზარქუაც და ა.შ. ეს სია არის 93-მდე. 93-დან ყველა არის ახალი სახე, მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვისაა საკმარისი შემდეგი ოცეული. როგორც საზოგადოებას დავპირდით, ასევე ძალიან შთამბეჭდავი სიაა ის ოცეული, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის რაოდენობამდეა და მას შემდეგაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, მთელი საარჩევნო სია აგებულია გარკვეულ პრინციპებზე.

„ძალიან მიხარია, ისეთი ხალხი მოხვდა ამ სიაში. დარწმუნებული ვარ, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან და პირველ, მეორე სხდომაზე პარლამენტში შემოვლენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია 170 დეპუტატობის კანდიდატით არის წარმოდგენილი და მას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში.

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა. სია ცესკოში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაარეგისტრირა.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ სია 170 წევრიანია. 93 წევრის შემდეგ ყველა ახალი სახეა.

  1. ბიძინა ივანიშვილი
  2. ირაკლი კობახიძე
  3. ირაკლი ღარიბაშვილი
  4. შალვა პაპუაშვილი
  5. მამუკა მდინარაძე
  6. თეა წულუკიანი
  7. ლაშა ტალახაძე
  8. ვახტანგი თურნავა
  9. მაკა ბოჭორიშვილი
  10. გენო პეტრიაშვილი
  11. სოზარ სუბარი
  12. მარიამ ქვრივიშვილი
  13. ანრი ოხანაშვილი
  14. ნიკოლოზ სამხარაძე
  15. ეკა ჭიჭინაძე
  16. შოთა ბერეკაშვილი
  17. ლევან მახაშვილი
  18. მიხეილ ყაველაშვილი
  19. გიორგი გაბუნია
  20. ლიკა შარტავა
  21. აკაკი ალადაშვილი
  22. არჩილ ბერიძე
  23. ანზორ ბოლქვაძე
  24. ვლადიმერ ბოჟაძე
  25. ზაურ დარგალი
  26. ზაალ დუგლაძე
  27. ნიკა ელისაშვილი
  28. გოჩა ენუქიძე
  29. გიორგი ვოლსკი
  30. ილია ინჯია
  31. დავით კაჭარავა
  32. პაატა კვიჟინაძე
  33. დათო კოდუა
  34. ვარლამ ლიპარტელიანი
  35. ზაზა ლომინაძე
  36. სამველ მანუკიან
  37. ანტონ ობოლაშვილი
  38. ზურაბ რურუა
  39. დავით სონღულაშვილი
  40. ირაკლი ქადაგიშვილი
  41. ზვიადი შალამბერიძე
  42. ირაკლი შატაკიშვილი
  43. დავითი შერაზადიშვილი
  44. ვასილ ჩიგოგიძე
  45. გივი ჭიჭინაძე
  46. გიორგი ჭყონია
  47. გიორგი ხახუბია
  48. ირაკლი ხელაძე
  49. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
  50. დიმიტრი ხუნდაძე
  51. გურამ მაჭარაშვილი
  52. ირაკლი ბერაია
  53. ეკა სეფაშვილი
  54. ზაალ მიქელაძე
  55. ვიქტორ ჯაფარიძე
  56. გიორგი კახიანი
  57. მაია ბითაძე
  58. ვიქტორ სანიკიძე
  59. მარიამ ლაშხი
  60. დიმიტრი სამხარაძე
  61. ნინო წილოსანი
  62. რატი იონათამიშვილი
  63. დავითი მათიკაშვილი
  64. ვლადიმერ კახაძე
  65. ირაკლი მეზურნიშვილი
  66. სავალან მირზოევი
  67. რამინა ბერაძე
  68. სუმბატ კიურეღიან
  69. ალექსანდრე ტაბატაძე
  70. ალუდა ღუდუშაური
  71. ირმა ზავრადაშვილი
  72. ირაკლი ზარქუა
  73. გივი მიქანაძე
  74. გიორგი სოსიაშვილი
  75. ნოდარ ტურძელაძე
  76. ბეჟან წაქაძე
  77. ალექსანდრე დალაქიშვილი
  78. ისკო დასენი
  79. ედიშერ თოლორაია
  80. გოდერძი ჩანქსელიანი
  81. გია ბენაშვილი
  82. შოთა ხაბარელი
  83. გელა სამხარაული
  84. გიორგი ჩაკვეტაძე
  85. თენგიზ შარმანაშვილი
  86. ირაკლი კირცხალია
  87. გიორგი ბარვენაშვილი
  88. გენრიეტა წიწავა
  89. იმედა ნიკურაძე
  90. ლევან მაჭავარიანი
  91. არჩილ გორდულაძე
  92. სალომე ქურასბედიანი
  93. სალომე ჯინჯოლავა
  94. თორნიკე ბერეკაშვილი
  95. თორნიკე ჭეიშვილი
  96. პაატა სალია
  97. გიორგი გუგუჩია
  98. ირაკლი ჭეიშვილი
  99. შალვა გოგოლაძე
  100. გრიგოლ აბესაძე
  101. იოსებ ჯორბენაძე
  102. დავით დოლიძე
  103. თორნიკე ფაღავა
  104. ზურაბი ქადაგიძე
  105. ქეთევან ხუროძე
  106. ქრისტინე კობახიძე
  107. ჯუმბერი იზორია
  108. ლევან არველაძე
  109. ნიკოლოზ კახეთელიძე
  110. ზურაბ იაშვილი
  111. ომარი ჯიხვაშვილი
  112. ნიკა სამხარაძე
  113. საბა კბილაშვილი
  114. გიორგი ღამბაშიძე
  115. გურამ ნიკოლაშვილი
  116. ნინო ვარდოსანიძე
  117. ალექსანდრე ზაგაშვილი
  118. ბენედიქტე გეგეჭკორი
  119. გურამი ოქროპირიძე
  120. ირაკლი გელაშვილი
  121. ზაქარია წიკლაური
  122. ალექსანდრე მუკათარიძე
  123. ანა კაკაბაძე
  124. მარიამ ზაქარიაშვილი
  125. ანა კილაძე
  126. ბექა მენთეშაშვილი
  127. მარიამ კოკაია
  128. გიორგი პაპიძე
  129. ნინო უსენაშვილი
  130. ოთარი ქადარია
  131. ვაჟა კოკაია
  132. თამარ გაბაიძე
  133. ნიკა კვერნაძე
  134. ირაკლი კალანდარიშვილი
  135. გიორგი დემეტრაშვილი
  136. ელიზბარ კობახიძე
  137. გურამი კიკნაველიძე
  138. გიგა გელაშვილი
  139. იაკობ გაზდელიანი
  140. გიორგი კოკაია
  141. გვანცა ნარიმანიშვილი
  142. გოგა თოლორდავა
  143. გიორგი შუბითიძე
  144. ზაალი კვინჩია
  145. ანი გვაზავა
  146. სერგი პეტრიაშვილი
  147. ანა ჩხარტიშვილი
  148. კარლო წილოსანი
  149. ლაშა გურგენიძე
  150. ვლადიმერი ხურცია
  151. თამაზი ფართლაძე
  152. დავით მიქაბერიძე
  153. როინი კაჭარავა
  154. ზურაბი ქავთარია
  155. გიორგი მჭედლიძე
  156. სოსო ინაძე
  157. თამაზ დანელია
  158. ტარიელ მამისაშვილი
  159. შოთა ბერუაშვილი
  160. დავით მუშკუდიანი
  161. თეიმურაზ თევდორაძე
  162. ალექსანდრე მეტრეველი
  163. ვალერიან პაპუაშვილი
  164. ალექსანდრე ბაბუნაშვილი
  165. ჯაბა აბულაძე
  166. ლაშა გაზდელიანი
  167. მარიამი ლუკავა
  168. გიორგი მაჭარაშვილი
  169. კობა კვირიკაშვილი
  170. დავითი ლეშკაშელი

„ტურიზმი და მშვიდობა“ ძალიან დიდი მოვლენაა, აქ არიან 40 ქვეყნის წარმომადგენლები და მინისტრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან – ზურაბ პოლოლიკაშვილი

„ტურიზმი და მშვიდობა“ – საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღონისძიება პირველად იმართება.

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი.

„მსოფლიო ტურიზმის დღეს ყოველ 27 სექტემბერს ვზეიმობთ. ძალიან მიხარია, რომ ეს ღონისძიება წელს საქართველოში ტარდება. ყოველწლიურად ეს ღონისძიება სხვადასხვა რეგიონში ტარდება, წელს ევროპის ჯერი იყო. აქედან გამომდინარე, გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩატარებულიყო საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მოვლენაა, აქ არიან 40 ქვეყნის წარმომადგენლები და მინისტრები, რომლებიც ესწრებიან ამ ღონისძიებას. როგორც წესი, ასე პომპეზურად ეს ღონისძიება არ აღინიშნებოდა და ძალიან მოხარული ვარ, რომ სტუმრები ჩამობრძანდნენ და გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის პოტენციალს. ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი გვყავს კერძო სექტორიდან და ვფიქრობ, ეს დღეები ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი დაინტერესება იყოს საქართველოს და ქართული ტურიზმის მიმართ. პრესის ბევრი წარმომადგენელია, ვფიქრობ, საერთაშორისო გაშუქება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ტურისტების ჩამოსვლას საქართველოში“, – აცხადებს ზურამ პოლოლიკაშვილი.

როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს, ტურიზმის დღის თემატიკა გენერალურმა ასამბლეამ შეარჩია.

„საერთოდ თემა ყოველწლიურად მტკიცდება გენერალური ასამბლეის მიერ. წელს შერჩეული იყო „ტურიზმი და მშვიდობა“ და ვფიქრობ, ძალიან აქტუალურია დღევანდელ დღეს ეს თემა. ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი ხვალინდელი დღის იქნება, მშვიდობა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი რეგიონისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ტურიზმისთვის. ტურიზმი და მშვიდობა განუყოფელი ნაწილია და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი აქ ხდება“, – აცხადებს ზურაბ პოლიკაშვილი.

„მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში 27 სექტემბერს გაიმართება სადისკუსიო განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დაბერებული ევროპელები: გადაიტანს თუ არა ევროპა ლიდერობის კრიზისს? – Al Jazeera

კატარის ტელეარხის „ალ ჯაზირას“ (Al Jazeera) არაბულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დაბერებული ევროპელები: გადაიტანს თუ არა ევროპა ლიდერობის კრიზისს? რატომ უჭერს მოსახლეობა მხარს ულტრამემარჯვენეებს“ (ავტორი –  ჰალიბ აზაბი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო წლებში ევროპა უკიდურესად მემარჯვენე პარტიების აღზევების მოწმე გახდა, განსაკუთრებით 2024 წელს. ამას ადასტურებს პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ გამარჯვება რეგიონულ არჩევნებში: ტიურინგიაში ალტერნატივამ“ მიღებული ხმების რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო საქსონიაში – მეორე.

ევროპაში ულტრამემარჯვენეთა პოპულარობის ფენომენი ყურადღებით განხილვას საჭიროებს.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც მკვლევარები არასაკმარის ყურადღებას აქცევენ, არის ის, რომ ლიბერალიზმი, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, გარკვეულ ხაფანგში მოექცა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მსხვილი ევროპული პარტიები „ქედმაღლობის ვირუსით დაინფიცირდნენ“ და რეალობას მოწყდნენ – სინამდვილეს არასწორად აღიქვამდნენ. სწორედ ამ ფაქტორმა მიიყვანა ისინი თავიანთი იდეოლოგიისა და პოლიტიკური დისკურსის ჩამოყალიბების კრახამდე – ვერ შეძლეს მოსახლეობის ფართო მასების დარწმუნება.

ასეთმა სიტუაციამ ბევრი არაკომპეტენტური პოლიტიკოსი გააჩინა: ემანუელ მაკრონს ბევრად უფრო ნაკლები უნარი აქვს ქვეყნის მართვისათვის, ვიდრე, მაგალითად, ფრანსუა მიტერანს, ვალერი ჟისკარ დ’ესტენს ან თუნდაც ჟაკ შირაკს ჰქონდა. საფრანგეთში პრეზიდენტობის პრესტიჟი ბევრად ადრე დაეცა, ვიდრე პოლიტიკურ არენაზე მარინ ლე პენი გამოვიდოდა, რომლის შედეგად ქვეყანა უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისების ეპიცენტრში მოექცა.

შესაბამისად, ევროპაში ლიდერების კრიზისი გაჩნდა. სწორედ ამ გარემოებამ მისცა ბიძგი ჰენრი კისინჯერს დაწერა წიგნი „ლიდერობა: ექვსი გამოკვლევა მსოფლიო სტრატეგიის სფეროში“, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური ლიდერის დანიშნულებაზე, როგორი უნდა იყოს მისი მუშაობის დინამიკა, რომელიც საკმაოდ ხშირად მისსავე პოლიტიკურ ხედვებს და ტალანტს ეფუძნება. უკიდურესი მემარჯვენეების რიტორიკა ევროპაში სულ უფრო ხისტი ხდება  და, შესაბამისად, სულ უფრო მეტ ტერიტორიებს იკავებს.

ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ და ინფლაციამ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ბუნებრივი შედეგი გახდა, ევროპის ქვეყნებში – გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, უნგრეთში და ავსტრიაში – ჩატარებულ ადგილობრივ და ევროპარლამენტის არჩევნებში საქმე ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამდე მიიყვანა. ასე რომ, 2024 წელი შეიძლება ევროპელი ულტრამემარჯვნეების ზეობის წლად ჩავთვალოთ.

თუ სიტუაციას ყურადღებით დავაკვირდებით, უკიდურესი მემარჯვენეების აღზევება უფრო დასავლეთ ევროპაში ხდება, ვიდრე აღმოსავლეთში, მაგრამ სწორედ აღმოსავლეთი ევროპა  აძლევს ბიძგს დასავლელ მემარჯვენეთა ხელისუფლებაში მოსვლას: დასავლელები ვერ აცნობიერებდნენ იმას, რომ კომუნიზმის გაქრობის შედეგად დარჩენილ ინტელექტუალურ ვაკუუმს შევსება ჭირდებოდა. სამაგიეროდ, ვაკუუმი იდეალური გარემო გახდა უნგრელი მემარჯვენეებისთვის: უნგრეთმა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, რაც კარგად გამოიყენეს დღევანდელმა პოპულისტურმა პოლიტიკურმა ძალებმა. ნოსტალგია „დიდი უნგრეთზე“ დღემდე შეიმჩნევა.

როგორ შეიძლება ამ მხრივ სიტუაცია შეფასდეს „მდიდარ და მაძღარ“ ჩრდილოეთ ევროპაში? განხილვისათვის ავიღოთ შვედეთის მაგალითი. საერთოდ, სკანდინავიის ქვეყნები ზოგადად ცნობილნი არიან თავიანთი შემწყნარებლობითა და ტოლერანტობით, თუმცა, ამის მიუხედავად, შვედეთში საკმაოდ დიდი ხანია არსებობს „წინააღმდეგობის ჩრდილოური მოძრაობა“ – ტრანსნაციონალური ნეინაცისტური ორგანიზაცია, რომელსაც თავისი ფილიალები ფინეთში და ნორვეგიაშიც აქვს, მას მხარს უჭერენ დანიელი და ისლანდიელი ნეონაცისტებიც.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპამ ნაციზმი და ნაცისტები აკრძალა, მაგრამ გაჩნდნენ ნეონაცისტები სხვადასხვა ფორმით, რომლებიც თავდაპირველად ფარულად, ღრმა „იატაკქვეშ“ მოქმედებდნენ, შემდეგ თანდათან თავიანთი იდეები სააშკარაოზე გამოიტანეს. ნაციზმისაგან განსხვავებით, იტალიაში ფაშიზმი არ აკრძალულა (არადა, სწორედ იტალიაა ფაშიზმის სამშობლო, ცნობილი დუჩეს  – ბენიტო მუსლონის – ხელმძღვანელობით).

დღეს იტალიური ფაშიზმის მოქმედება საკმაოდ საგრძნობია – ფაშიზმზე და რასიზმზე ბევრი პოლიტიკური პარტია და დაჯგუფებაა ორიენტირებული. მათგან ყველაზე გავლენიანები არიან:

„ახალი ძალა“ – ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია, რომლის ლოზუნგია „იტალიელები უპირველეს ყოვლისა“. პარტია ესწრაფვის და სტიმულირებს ძირძველი იტალიელების რაოდენობის ზრდას, კათოლიკური ეკლესიის როლის აღდგენა-გაძლიერებას, გამოდის ერთქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, მოითხოვს მიგრანტების დეპორტაციას.

„ბოლო თაობა“ – რადიკალური ორგანიზაცია, რომელიც მიგრანტებს ემუქრება. 2021 წელს პოლიციამ „თაობის“ წევრთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩაატარა და უამრავ იარაღს და სააგიტაციო მასალებს მიაკვლია, რომლებიც მიგრანტთა მიმართ ძალადობის მოწოდებას გამოხატავდნენ.

„ჩრდილოეთის ლიგა“ – პოლიტიკური პარტია, რომელიც იტალიის მდიდარ ჩრდილოეთს დამოუკიდებლობისაკენ მოუწოდებს ღარიბი სამხრეთისაგან. ქვეყნის ხელისუფლებაში ჯორჯა მელონისა და მისი პარტიის „იტალიელი ძმების“ მოსვლა 2022 წელს ევროპაში უკიდურესი მემარჯვენეების აღზევების სიმბოლოდ იქცა. ისინი იტალიას იმიტომ მართავენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში 400 ადგილიდან 237 მიიღეს.

ევროპაში უკიდურესი მემარჯვენეების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები შემდეგში გამოიხატება:

ა) აკვიატებული ანტიმიგრანტულობა. დემოგრაფიული პრობლემების კვალობაზე, რომ ევროპელები თანდათან ბერდებიან და ეს სამუშაო ძალის უკმარისობას იწვევს მნიშვნელოვან საკვანძო დარგებში, მემარჯვენეებმა გააცნობიერეს, რომ ევროპა  თავის ტრადიციებს სცილდება და სულ სხვა კონტინენტი ხდება. ეს რეალობა „კვებავს“ ევროპულ რასიზმს და „თეთრი რასის“ უპირატესობის იდეას, შესაბამისად, მიგრანტთა გაძევება პოპულისტურ მოთხოვნად იქცა. მაგრამ წარმოიქმნა დილემაც, რომელზედაც ევროპას ჯერ პასუხი არ გაუცია: შეუძლია თუ არა კონტინენტს მიგრანტების გარეშე ცხოვრება?

ბ) ბრძოლა ჰომოსექსუალიზმთან. ულტრამემარჯვენეების აზრით, ჰომოსექსუალიზმი ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას, ხელს უშლის მოსახლეობის ტრადიციულ მატებას. შესაბამისად, მემარჯვენეები პოპულარულები არიან პატარა ევროპული ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობაში, რომლებიც რელიგიური კონსერვატიულობით გამოირჩევიან და ჰომოსექსუალიზმს მძიმე ცოდვად თვლიან.

გ) ეკლესიის როლის აღდგენა-განმტკიცება. იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესია ხშირად ნაციონალიზმის, რელიგიური შეუწყნარებლობისა და ფანატიზმის წყაროს წარმოადგენს, გასაგებია, რომ ულტრამემარჯვენეები ეკლესიის როლის გაფართოებას დიდ ყურადღებას აქცევენ.

დ) პოლიტიკური პოპულიზმი და ავტორიტარიზმი. ევროპამ დაკარგა ტრადიციული იდეოლოგია. ზედმეტი თავისუფლება და დემოკრატიულობა საზოგადოებას ზიანს აყენებს, სესაბამისად, აუცილებელია ხელისუფლების გამკაცრება და ძალადობის მაქსიმალური გამოყენება.

ე) „შემობრუნება შიგნით, ანუ მეტი ყურადღება საკუთარ თავს“. იგულისხმება ევროკავშირის უარყოფა, თუნდაც მისი დროებითი არსებობის სახით. გამოიხატება მოწოდებით უკიდურესი ნაციონალიზმის გამოვლინებისათვის. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლაში (ანუ ბრეკსიტში) დამოუკიდებლობის პარტიის მოწოდებებემა და პროპაგანდამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გერმანიაში ბოლო არჩევნების შემდეგ სასაზღვრო კონტროლი გაძლიერდა.

წყარო