აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოსთან, რომელშიც პენსილვანიის შტატის საარჩევნო კომისიის წევრის მიერ ტრამპის მხარდამჭერის საარჩევნო ბიულეტენის განადგურება ჩანს, რუსეთია დაკავშირებული.
აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებში 24 ოქტომბერს გამოჩნდა და ის მილიონობით ადამიანმა ნახა. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ხევს ფერადკანიანი ადამიანი ტრამპის მხარდამჭერ ბიულეტენებს, ხოლო მისი მეტოქის კამალა ჰარისის ბიულეტენებს ხელუხლებლად ტოვებს.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის სამმართველოს, ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება ყალბ ვიდეოს. მანამდე პენსილვანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვიდეო დადგმულია.
განცხადებაში წერია, რომ ეს ვიდეო „რუსი აქტორების“ მიერ არის შექმნილი და ისინი ასევე მონაწილეობდნენ მის გავრცელებაში, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინათ აშშ-ს არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა და დაეთესათ შუღლი ამერიკელებს შორის.
მანამდე, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აშშ-ს საარჩევნო პროცესში რუსეთი ერევა. ამ ჩარევის მთავარ მიზნად სახელდება არა არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა, არამედ მათი შედეგებისადმი უნდობლობის გაღვივება და აშშ-ის მოქალაქეებს შორის განხეთქილების შეტანა.
ანალიტიკოსები ვიდეოს გამოჩენას აკავშირებენ რუსულ ორგანიზაციასთან სახელწოდებით „შტორმი-1516“ ან CopyCop. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ორგანიზაციები შედიოდნენ „ტროლების ფაბრიკაში“, რომელიც თავის დროზე შექმნა ახლა უკვე გარდაცვლილმა ევგენი პრიგოჟინმა. პრიგოჟინი და მისი სტრუქტურების რამდენიმე თანამშრომელი აშშ-ში ოფიციალურად დაადანაშაულეს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში. ოფიციალურად რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ნებისმიერ ჩარევას.
ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს რუსეთისთვის ამზადებენ, რაც არ გამოვა.
„სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები… არასდროს!“- განაცხადა ხაზარაძემ.
„არჩევნების შედეგები თავისთავად მეტყველებს: ადამიანებს ესმით ქართველი ხალხისთვის ქართველი ერის ინტერესების შესაბამისი დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა და ეჭვგარეშეა, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდილოელ მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან, აკმაყოფილებს ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა ლებედევმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, ვინც სხვა რამეს ამტკიცებს ან შეგნებულად ამახინჯებს რეალურ სურათს, ან შორსაა რეალობისგან.
„კმაყოფილების გარეშე ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან და რომ ახლა ეწინააღმდეგებიან რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს – არ შეიძლება არ ახარებდეთ, რადგან ეს თავად ქართველი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს“, – აღნიშნა დსთ-ს გენერალურმა მდივანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა მოხდება, თუ საქართველოს პრეზიდენტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს.
როგორც კობახიძემ განაცხადა, კონსტიტუციით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს, თუმცა თუ პრეზიდენტი სხდომას არ მოიწვევს, პარლამენტი ვადის ბოლოს, მე-10 დღეს თავად შეიკრიბება.
„სამართლებრივად 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული პირველი სხდომის გამართვისთვის. მე-10 დღეს პარლამენტი თავისით შეიკრიბება და გაიმართება სხდომა. აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი არ აქვს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით რომც დაარღვიოს. პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია აქვს. შეუძლია აქაც, კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას. განსაზღვრულია კონსტიტუციით, რომ არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში აუცილებლად უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, შესაბამისად, ჩვენ თუ თეორიულად დავუშვებთ ასეთ უხეშ დარღვევას, ბოლო, მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი. ამას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო“,- განაცხადა კობახიძემ.
ჩვენ ველით ურთიერთობების გადატვირთვას და ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება. განსაკუთრებით ინტენსიურად დაიწყება ეს პროცესი მომავალი წლიდან, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე ეს შეიძლება იყოს პირველადი პროგნოზით მოაზრებული. მაქსიმუმ მომავალი წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ -სთან. თქვენ იცით, რომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახლავთ ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ უკიდურესად არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს დღეს და ვფიქრობთ, რომ მალევე გამოჩნდება პირველივე ნიშნები ამ მიმართულებით და უკვე მომავალი წლის პირველივე თვეებიდან ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, აშშ-სთვის და ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული. ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს მოგიყვანთ. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 000-მდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება ტექნოლოგიების გამოყენებით და არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენებისას ძალიან კარგ შედეგად ითვლება თუ საარჩევნო პროცესის დროს აპარატების 1 პროცენტი გამოვიდა მწყობრიდან, ჩვენ შემთხვევაში კი ამ რიცხვმა დაახლოებით 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი შედეგია.
აღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ “pro v&v”-მ, რომელსაც აშშ-ში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს და წარმოადგენს საარჩევნო ლაბორატორიას, არამედ ის თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიების იმპლემენტაციას ახორციელებენ.
სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მათ ოფიციალურად გადმოგვცეს პირველი და მეორე ეტაპის რევიზიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს აპარატების გამართულ მუშაობას. დოკუმენტი ითარგმნება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის მყისიერად გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს.
აღნიშნული დოკუმენტი პასუხს სცემს ყველა კითხვას, მათ შორის იმ მანიპულაციურად წამოჭრილ საკითხს, თითქოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო დუბლირების ფაქტები. ეს ბრალდება იმთავითვე უსაფუძვლოა რამდენიმე ფაქტორის გამო. პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა სიები და ის საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს აქვთ სიების საჯარო ვერსიის ადმინისტრაციიდან გამოთხოვის და შემოწმების შესაძლებლობა და გამოითხოვენ კიდეც და სხვა არა ერთი მტკიცებულება. დღეს ხსენებულმა ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული კითხვები, არის უსაფუძვლო და დაადასტურა, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები პასუხობს როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს.
აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც განხორციელდა არჩევნების მოდერნიზების პროცესი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს არჩევნების მოდერნიზებას. მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, ესტონეთში, ბელგიაში და ა.შ.
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და იმ უწყებებს, რომლებიც არჩევნების ორგანიზების პროცესში ჩვენთან თანამშრომლობდნენ.
საარჩევნო ტექნოლოგიებთან ადვილად ადაპტირდა ამომრჩეველიც, რაც ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანია, რომელიც არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დავიწყეთ ეფექტიანი იყო. აქტიურობისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს.
რაც შეეხება შედეგებს. ამ დროისთვის დათვლილია 3 100 უბნის შედეგი, რაც შეადგენს საარჩევნო უბნების 99,646 %-ზე მეტს და შესაბამისი ოქმები ატვირთულია ვებგვერდზე – results.cec.gov.ge. ველოდები 9 უბნის შედეგების (ოქმების) გადმოგზავნას უცხოეთიდან.
წინასწარი შედეგების მიხედვით ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:
ძალიან მალე შედგება ეს შეხვედრა. ასე იყო შეთანხმება და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა გაიმართება , – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, შედგება თუ არა დაანონსებული შეხვედრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ს ელჩს შორის, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შესაბამისად, ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება.
ძალიან მალე შედგება ეს შეხვედრა. ასე იყო შეთანხმება და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა გაიმართება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, შედგება თუ არა დაანონსებული შეხვედრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ს ელჩს შორის, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შესაბამისად, ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება.
დასავლეთის გეგმა ოპოზიციის მხარდაჭერით საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ჩაიშალა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
„შესაძლოა, საქართველოში არეულობა მაინც იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის გეგმა – საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, მარტივად რომ ვთქვათ, დაიმსხვრა. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მიიღო ხმების 54%-ზე მეტი, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა.დასავლეთის გეგმა იყო საქართველოს გადაქცევა თავის ნახევრად კოლონიად და ქვეყანას ევროპული ერების მრავალგენდერულ ოჯახთან შეერთებას ჰპირდებოდა. თუმცა, რატომღაც ამან ვერ მიიზიდა ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა“, – აღნიშნა პუშკოვმა.
მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ დაარწმუნა თანამოქალაქეები ევროპული ღირებულებების მომხიბვლელობაში.
„ახლა კი, არჩევნების შემდეგ, რომელმაც კვლავ მოუტანა გამარჯვება „ქართულ ოცნებას“, ჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება თავად ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ქართველი ხალხის განწყობებს?!“ – აღნიშნა პუშკოვმა.
დასავლეთის გეგმა ოპოზიციის მხარდაჭერით საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ჩაიშალა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
„შესაძლოა, საქართველოში არეულობა მაინც იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის გეგმა – საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, მარტივად რომ ვთქვათ, დაიმსხვრა. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მიიღო ხმების 54%-ზე მეტი, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა.დასავლეთის გეგმა იყო საქართველოს გადაქცევა თავის ნახევრად კოლონიად და ქვეყანას ევროპული ერების მრავალგენდერულ ოჯახთან შეერთებას ჰპირდებოდა. თუმცა, რატომღაც ამან ვერ მიიზიდა ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა“, – აღნიშნა პუშკოვმა.
მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ დაარწმუნა თანამოქალაქეები ევროპული ღირებულებების მომხიბვლელობაში.
„ახლა კი, არჩევნების შემდეგ, რომელმაც კვლავ მოუტანა გამარჯვება „ქართულ ოცნებას“, ჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება თავად ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ქართველი ხალხის განწყობებს?!“ – აღნიშნა პუშკოვმა.
ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს – თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის მტკიცებით, განსხვავებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავის ამომრჩეველს არასოდეს ატყუებენ.
„რაც შეეხება ოპოზიციას, მცირე მონაცემები მინდა გაგაცნოთ, წინა არჩევნებზე, რადიკალურმა ოპოზიციამ 845 000 -ზე მეტი ხმა მიიღო, ახლა მხოლოდ 770 000 ხმა მიიღო. გარდა იმასა, რომ ჩვენი რეიტინგი და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ შემცირდა. ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. კერძოდ, ქართველი ხალხი ხედავს საით ექაჩებოდა ამ 4 წლის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას, შედეგიც არის სახეზე. ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას. მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი. ისინი კიდევ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ამ არჩევნებს იგებდნენ, თუმცა ახალი კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს ჩახედონ და აღიარონ, რომ ატყუებდნენ მათ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ არასდროს ამომრჩეველს არ ვატყუებთ, ჩვენ ვამბობდით, თუ როგორი დამაჯერებელი იქნებოდა, ჩვენი გამარჯვება და შედეგიც სახეზეა.
მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ შემთხვევაშიც, მთელი რიგი „ენჯეოები“ პოლიტიკურ, რადიკალურ პარტიებთან ერთად დაუპირისპირდნენ კიდევ ერთხელ 4 წელიწადში უკვე მესამედ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად, უსუსური მცდელობა. ეს არის იმედდაკარგული პოლიტიკოსები, სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „არჩევნების დღემ თვისებრივად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა“.
ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს. ჩვეულებრივად შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაიწყებს პარლამენტი მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო-ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს“.
„ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს, სხვათა შორის, უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო-ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს. ამას მარტივი მიზეზი აქვს- იმდენად შთამბეჭდავი და აშკარაა გამარჯვება, მათ შორის, იმდენად უსუსურია ყოველგვარი მცდელობა, ისაუბრონ არჩევნების მანიპულაციაზე ელექტრონული არჩევნების და უპრეცედენტო წინასაარჩევნო გარემოს პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა მათ მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული“,-განაცხადა კობახიძემ.