Home Blog Page 714

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად

ოპოზიციის უუნარობა რაც უფრო ნათელი ხდება, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე. უცხოელების განცხადებების ინტენსივობა და შერჩეული დრო ქმნის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის უცხოეთიდან ჩარევა მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე ზეგავლენისა და არჩევნების შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობა.

„წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ფაზაში შესვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას. საზოგადოებისთვის უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის ცალყბად და უნიათოდ წარმოებული საარჩევნო კამპანია დაცლილია იდეებისგანაც კი, გეგმებზე რომ არაფერი ვთქვათ.

ოპოზიციის კამპანია აგებულია მხოლოდ დაპირისპირებაზე, ნეგატივზე და ზიზღის ენაზე, რაც უკვე არაერთხელ გახდა მათი საარჩევნო მარცხის მიზეზი ბოლო 12 წლის განმავლობაში.

რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე. უცხოელების განცხადებების და ქმედებების ინტენსივობა და შერჩეული დრო ქმნის იმის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე ამ პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა, რაც ასეც ხდება.

პირდაპირი მნიშვნელობით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან არ იყოს რამე განცხადება, ინტერვიუ, სატელევიზიო ჩართვა, სტატია ან ვიზიტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციის დღის წესრიგს, და ეს ინფორმაცია შემდეგ ინაცვლებს ოპოზიციის კუთვნილ მედიაში. შედეგად, წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული მედია დაკავებულია უცხოეთიდან მომდინარე მოსაზრებების ტირაჟირებით, რაც საარჩევნო გარემოს არათანაბარს ხდის და მის დემოკრატიულობაზე და სამართლიანობაზე მხოლოდ ნეგატიურად ზემოქმედებს.

ამგვარი მასშტაბური ჩარევა საარჩევნო პროცესში აჩენს კითხვებს, ხომ არ არის უცხოეთიდან ჩარევა მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე ზეგავლენის და არჩევნების შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობა? სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი არჩევნებში ჩარევა ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს.

„ჩაურევლობის პრინციპი“ არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით. აღნიშნული პრინციპი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობას და მათ უფლებას – წარმართონ თავიანთი საქმეები გარე ჩარევის გარეშე.

აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია გაეროს არაერთი დეკლარაციით, რომელთა მიხედვითაც „არცერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არ აქვს უფლება ჩაერიოს, პირდაპირ ან ირიბად, რაიმე მიზეზით, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შიდა თუ გარე საქმეებში.“

ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა, თუნდაც ისინი პარტნიორები იყვნენ. ამგვარი ჩარევა გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე, იმისთვის რომ ხალხს მიეცეს თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს აქვს, მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით დასავლეთის წარმომადგენლებმა, ამ ღირებულებების მიმართ ერთგულება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაადასტურონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად.

„მინდა, წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ეტაპზე, საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოვუწოდო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რათა საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება, გარედან ჩაურევლად, საკუთარი შეხედულებით, რწმენითა და მოსაზრებით მისცეს ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის და არ დაექვემდებაროს გარედან თავსმოხვეულ არჩევანს.

უცხოური პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს წინაპირობად. დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, არჩევანი გააკეთოს არამართლზომიერი ზეგავლენისაგან თავისუფალ გარემოში, რადგან ქვეყნის მომავალი მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, დაანებონ ქვეყნის დაზიანებას და იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს -ილია დარჩიაშვილი

მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, დაანებონ ქვეყნის დაზიანებას და იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით,ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ საქართველი იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

“შეგახსენებთ ჩვენი ოპონენტების ძალიან თავგამოდებულ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, არ ყოფილიყო ევროკავშირის ასოცირებული წევრი, არ ჰქონოდა ის სარგებელი, რომელიც უშუალოდ განკუთვნილია ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ამას შევეჩვიეთ, სამწუხაროდ, ის ხალხი  პირდაპირ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ასხამს წყალს მათი გაწეული ძალისხმევა. ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ვინმე ამას უნებლიედ აკეთებს, ეს არის მიზანმიმართული, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯები. ამას ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენს ქვეყანას, იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელიც არის ძალიან ღირებული თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი და განუზომლად დიდი ძალისხმევა გაწია იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო კანდიდატი ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ემოგზაურათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საქართველოს ჰქონოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან.  ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ჩვენ საქართველოს აუცილებლად გავხდით ევროკავშირის ღირსეულ, სრულფასოვან წევრად და ჩვენს ოპონენტებს ამ მიმართულებით არაფერი გამოუვათ.  მინდა მოვუწოდო, რომ დაანებონ ქვეყნის დაზიანებას თავი, დაანებონ იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს”, – აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო, ქვეყანას დააკლდა არა მხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ ღირსეული ადამიანი -ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და მთარგმნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. დიდია გივი შაჰნაზარის წვლილი ქართული ლიტერატურის გამდიდრების საქმეში. მან ჩვენს საზოგადოებას დაუტოვა ქართულ ენაზე ნათარგმნი საიათნოვას ლექსები, სომხური, აფხაზური და ოსური პოეზიის ნამუშევრები. ქვეყანას დააკლდა არა მხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ კეთილშობილი და ღირსეული ადამიანი. გულითადად ვუსამძიმრებთ გივი შაჰნაზარის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ჩვენს საზოგადოებას ამ დიდი დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

პოეტი, მთარგმნელი გივი შაჰნაზარი 23 სექტემბერს გარდაიცვალა.

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, დაინტერესებული მხარეები ამ საკითხით მანიპულირებენ და ამომრჩეველი შეჰყავთ შეცდომაში. კეთდება განცხადებები, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონმდებლობას, რაიმე სახის დანაშაულს ჩადის. სამწუხაროა, რომ ცესკოს მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიაში  ჩართულია პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რომლის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში არაერთხელ განუმარტეს ის რეგულაციები და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხს არეგულირებს.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ინსტიტუციის დამოუკიდებლობის დაცვაში მხარდაჭერის ნაცვლად, თვითონ ახდენენ მის დისკრედიტაციას და საზოგადოებას უჩენენ აღქმას, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია კანონს არღვევს და უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე. მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ კანონმდებლობის მოთხოვნები, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. აღნიშნული პროცედურის განხორციელებამდე სულ 2 დღე რჩება და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შექმნიან არასწორ აღქმებს და კანონთან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენებით ნუ დააზიანებენ როგორც ინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს.

მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით – მამუკა ხაზარაძე

მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით – დღეს რაც უნდა გავაკეთოთ, არის არჩევნების ძალიან დიდი უპირატესობით მოგება, რაც მოხდება 26 ოქტომბერს,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით.

როგორც ხაზარაძემ განმარტა, „ქართული ქარტიის“ მიზანია, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად “რუსული ოცნების” ხელისუფლებიდან გასტუმრება.

„მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტის მიმართ. იცით, რომ ჩვენ ქარტიას შევუერთდით მაშინ, როგორც კი ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. მთავარი ქარტიაში არის ის, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად “რუსული ოცნების” ხელისუფლებიდან გასტუმრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა – არჩევნების მოგება და ყველა რუსული კანონის გაუქმება. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ამ ქვეყანას რაც აკლია, ეს არის პროფესიონალები. რომ გადაავლოთ თვალი „ქართული ოცნების“ მინისტრებს მიხვდებით, სრული ქაოსია. ელემენტარული განათლება არ აქვთ, თუ როგორ უნდა მართონ, მაგალითად, ჯანდაცვა ან ეკონომიკა. ამიტომ ვართ ამ დღეში. მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით. დღეს რაც უნდა გავაკეთოთ, არის არჩევნების ძალიან დიდი უპირატესობით მოგება, რაც მოხდება 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არიან ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლონ, რომელიც პროდასავლურია.

„ძლიერი საქართველო” შეთანხმდა ყველა პირობაზე და მზად ვიყავით ხელს მოწერაზე. რატომ ჩაიშალა, დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მზად ვართ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც არის პროდასავლური, ვითანამშრომლოთ, რათა რუსული ხელისუფლება ამ ქვეყანას ჩამოვაშოროთ. ნომერ პირველი ამოცანაა, ლუსტრაციის კანონი იყოს მიღებული, რათა ადამიანები, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, ვერასდროს მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული „პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში“.

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად საქართველოს ძალიან მაღალი რანგის დელეგაციები, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორის წამყვანი ლიდერები ეწვევიან – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა – 27 სექტემბერს თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გლობალური ტურიზმის ყურადღების ცენტრში იქნება.

„ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ძალიან მაღალი რანგის დელეგაციები ჩამოვლენ, 25 მინისტრი სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვანი ლიდერები ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში, ისევე როგორც მედიის წარმომადგენლები. ფაქტობრივად, სამი დღის განმავლობაში საქართველო მოექცევა როგორც საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის, ისე მედიის ყურადღების ცენტრში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამი სადისკუსიო პანელი, სადაც განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და ტრენდები, მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები.

როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ამ მასშტაბის წარმომადგენლობითი ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას საერთაშორისო არენაზე.

მსოფლიო ტურიზმის დღის 2024 წელს საქართველოში ჩატარებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ 2023 წლის გაზაფხულზე ერთხმად დაუჭირა მხარი. მსოფლიო ტურიზმის დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

არც ელექტროენერგიის და არც ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი არაა – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს მომავალში არც ელექტროენერგიის და არც ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი არაა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში არსებული ტარიფი შენარჩუნდება.

„კომისიამ გასული წლის ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფი დაადგინა, 3 თეთრით შეამცირა. უახლოეს პერიოდში შემცირებული ტარიფის შენარჩუნება მოხდება. ამდენად, ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი არ არის. ჩვენ ბუნებრივი გაზის სექტორშიც გრძელვადიანი ტარიფი დავადგინეთ, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ბუნებრივი გაზის ნაწილშიც ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი არაა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ „კვირის“ პრესკლუბში.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება არის ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომლის მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს – ეკა გიგაური

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და არ გვგონია, რომ აქ რაიმე პრობლემაა. როგორც ჩანს, პირიქით, ეს არის პრობლემა ხელისუფლების, რადგანაც არ მოსწონთ, რომ ასეთი კამპანია მიმდინარეობს, – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ უნდა იქნენ ცნობილნი და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.

როგორც გიგაურმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, ფინანსური დოკუმენტების მიწოდების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ მიუღიათ.

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რომლის მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და არ გვგონია, რომ აქ რაიმე პრობლემაა. როგორც ჩანს, პირიქით, ეს არის პრობლემა საქართველოს ხელისუფლების, რადგანაც არ მოსწონთ რომ ასეთი კამპანია მიმდინარეობს. რაც შეეხება ფინანსურ დოკუმენტების მიწოდებას, ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური მოთხოვნა, შევხედავთ რას მოგვთხოვენ და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა გიგაურმა.

ინფორმაციისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები.

ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან – ანტიკორუფციული ბიურო

ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

“ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები: სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია ცნობილ იქნენ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ ასევე კამპანია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს. ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას. აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია საშუალებები.მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს. ამისთვის გამოყენებულია როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ- ტექნიკური რესურსები, პრეზენტაციები, მოსახლეობასთან შეხვედრა რეგიონებში, კონცერტები, ვიდეორგოლების დამზადება-გავრცელება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯთან, რომელიც შეადგენს 100 000 ლარზე მეტს. აღნიშნული რესურსი ხმარდება მოსახლეობაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ჩამოყალიბებას და წინასაარჩევნოდ მათი აზრის ფორმირებას.

როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის, ასევე სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გაცხადებული პოლიტიკური მიზნის არსებობა დასტურდება არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მხრიდან უშუალოდ მისი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის დაფიქსირებაში, არამედ ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაში.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.ანტიკორუფციულ ბიუროში მიმდინარეობს მონიტორინგი ყველა იმ სუბიექტის მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართულნი არიან წინასაარჩევნოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში და ამისთვის იყენებენ სხვადასხვა მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსებს. მონიტორინგის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

გადახდების მარტივი და მრავალფუნქციური საერთაშორისო პლატფორმა

Flitt-ი თიბისი ჯგუფის წევრი ფინტექ კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს ონლაინგადახდების საერთაშორისო პლატფორმას სთავაზობს. მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ის გადახდების მართვის მარტივ და უსაფრთხო სერვისს უზრუნველყოფს. Flitt-ი გამოირჩევა გადახდების მიღების მრავალფეროვანი მეთოდებით, რომლებიც ერთ პლატფორმაზეა გაერთიანებული. ბიზნესებს სასურველი გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ცალ-ცალკე აღარ სჭირდებათ – ერთი გამარტივებული ინტეგრაციით, ავტომატურად აქვთ წვდომა პლატფორმაზე არსებულ გადახდის ყველა მეთოდზე.

მიუხედავად იმისა, რომ თიბისის ონლაინგადახდების სერვისი დღემდე მნიშვნელოვან წილს ფლობს ბაზარზე, ელკომერციის განვითარების ტემპიდან გამომდინარე, გუნდმა მისი დამოუკიდებლად განვითარების საჭიროება დაინახა და ონლაინგადახდების პლატფორმა შეიძინა. უპირატესობაა ისიც, რომ ადგილობრივ გუნდს მაღალკვალიფიციური საერთაშორისო სპეციალისტები შემოუერთდა.

პლატფორმას საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება აქვს. Flitt-ი ფლობს ისეთი მნიშვნელოვან პროდუქტებსა და ფუნქციონალს, რაც აქამდე, ბიზნესებისთვის რთულად ან საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი.

  • მერჩანტებს სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინგადახდების მენეჯმენტი პლატფორმის ერთი ინტეგრაციით შეუძლიათ, რაც მათ სტრატეგიული ბაზრების ათვისებას უმარტივებს. 
  • ასევე ერთი მარტივი ინტეგრაციით ხდება გადახდების თანამედროვე მეთოდების გააქტიურება: Apple Pay, Google Pay, ბარათის მონაცემებით გადახდა და სხვა.
  • მერჩანტს შეუძლია გადახდის გვერდი საკუთარ ვებგვერდზე თავისივე დიზაინით ჩააშენოს, ან გადამისამართების საშუალებით გამოიყენოს Flitt-ის გადახდის გვერდი.
  • ინტეგრაციის რთული პროცესის გასამარტივებლად, დეველოპერებს სთავაზობს მარტივად ინტეგრირებად API-ს და მზა SDK ნაკრებებს, ასევე ინტეგრაციის ინსტრუქციის ონლაინპორტალს და 24/7-ზე ონლაინ ტექნიკურ მხარდაჭერას.
  • ბიზნესებს თავად შეუძლიათ გადახდებისა და ანგარიშსწორების პროცესის ციფრულად მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.
  • Flitt-ი უზრუნველყოფს გარანტირებულ უსაფრთხოებას PCI DSS პირველი ხარისხის სტანდარტით, რაც გულისხმობს იმის, რომ  მომხმარებელთა სენსიტიური ინფორმაცია მაქსიმალურად დაცულია;
  • ონლაინგადახდები შემოწმებას Anti-Fraud-ის შიდა სისტემაში გადიან, რაც ბიზნესს თაღლითური ტრანზაქციების რისკებს უმცირებს. სისტემის გამართული მუშაობა კი უზრუნველყოფს გადახდების უწყვეტობას, ზრდის  Сonversion Rate-ს და ამცირებს ოპერაციულ ხარვეზებს;
  • Flitt-ი ინტეგრირებულია პოპულარულ და მოქნილ ონლაინ პლატფორმებთან: Shopify, WIX, WooCommerce, CS cart და ა.შ.

აღნიშნული ფუნქციონალები Flitt-ს აძლევს შესაძლებლობას იყოს ონლაინგადახდების ლიდერი პლატფორმა რეგიონში. პირველ ეტაპზე Flitt-ის სერვისებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიღებული გადახდების მართვა საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებზე რეგისტრირებულ ბიზნესებს შეუძლიათ, მომავალში კი მისი არეალის გაფართოება იგეგმება.

R

თიბისის მობაილბანკი ბაზარზე საუკეთესოა  

ავტორიტეტული გამოცემების EUROMONEY -ის და Global Business and Finance Magazine -ის მიხედვით თიბისი საქართველოში საუკეთესო მობაილბანკს სთავაზობს თავის მომხმარებელს.  

კატეგორიაში “საუკეთესო ციფრული ბანკი საქართველოში“,  2024 წელს EUROMONEY - მა და Global business and finance magazine - მა გამარჯვებულად თიბისის მობაილბანკი დაასახელეს.  

თიბისიმ გაიმარჯვა Global Business and Finance Magazine -ის კიდევ ორ კატეგორიაში, ესენია:  

  1. ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი საქართველოში  
  2. საუკეთესო ციფრული ბანკის ბრენდი საქართველოში   

თიბისის გუნდი მუდმივად სთავაზობს ინოვაციებსა და სიახლეებს თავის მომხმარებელს. წელს მობაილბანკში დანერგილი სიახლეებიდან რამდენიმეს გამოვყოფთ:  

  • ერთგული ქულების გადაცვლა ლარებში  

ახლა უკვე შეგიძლიათ პირდაპირ მობაილბანკიდან გადაცვალოთ ერთგული ქულები ლარებში და სურვილისამებრ  დახარჯოთ.  

  • განაწილების  განახლებული ვადა 

აქამდე თუ მხოლოდ 6 თვეზე შეგეძლოთ თანხის განაწილება – ახლა უკვე 6-დან 36 თვემდეც კი შეიძლება თანხის განაწილება.   

  • სიახლე საინვესტიციო პლატფორმაზე  

უკვე შესაძლებელია ფავორიტი აქციების სია გააკეთოთ და მარტივად ადევნოთ თვალი რჩეულ კომპანიებს;   

ასევე, მობაილბანკიდან შეგიძლიათ წაიკითხოთ ანალიტიკოსების შეფასება პოპულარულ აქციებზე.    

  • თიბისის ნაკრების გამოწერა 

თუ გსურთ, ნაკრების ფარგლებში კიდევ ერთი ბარათის დამატება – ახლა პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლიათ დაამატოთ ბარათი და ფილიალში მისვლაც არ მოგიწევთ. 

  • ავტო კომფორტი 

ავტო კომფორტის ფუნქციონალის ფარგლებში, შეგიძლიათ მანქანის დამატება და ჯარიმის გადახდა  ქვითრის ნომრის გარეშე. მობაილბანკი გადახდის თარიღის მოახლოებასაც შეგატყობინებთ, თავიდან აგაცილებთ საურავის გადახდას დაგვიანებულ ჯარიმებზე.  

 მომენტალური გადარიცხვები 

თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ანგარიშზე მომენტალურად შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა და ეს  პროცესი მომხმარებელთან უკუკავშირის საფუძველზე კიდევ უფრო გავამარტივეთ.  

თიბისის გუნდი განაგრძობს მომხმარებელზე ზრუნვას, მათთან უკუკავშირის საფუძველზე კი ციფრულ ბანკში მუდმივად ინერგება სიახლეები.ანაახლეთ აპლიკაცია AppStore/PlayStore-დან და გამოიყენეთ ყველა ეს ახალი ფუნქციონალი. 

  

საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც – მაია ბუწაშვილი 

საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. ზოგ შემთხვევაში დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება, თუმცა მათ სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დროულად დაწყებული სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს, თუმცა ხველის „შეჩერება“ მედიკამენტებით შეუძლებელია.

“საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. ზოგ შემთხვევაში დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება, თუმცა მათ სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული.

ყივანახველას გამომწვევია ბაქტერია Bordetella pertussis, რომელიც გადაედება წვეთების გზით. გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ხდება. ბაქტერია გამოყოფს ტოქსინს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებას და შეშუპებას.

სიმპტომები იწყება კონტაქტიდან 5-10 დღის შემდეგ, თუმცა ინკუბაციური პერიოდი ზოგჯერ 3 კვირამდეც გრძელდება. თავიდან იწყება „გრიპისმაგვარი“ სიმპტომებით (ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი, სუბფებრილური ტემპერატურა, ზომიერი ხველა), თუმცა შემდეგ რჩება მხოლოდ ხველა, რომელიც თანდათან ძალიან ინტენსიური ხდება და შეტევითი ეპიზოდები ახასიათებს. ხველა კვირების ან თვეების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ხველას ზოგჯერ ახლავს ღებინება, ძლიერი სისუსტე. შეიძლება იმდენად ინტენსიური იყოს, რომ აღწერილია ნეკნების მოტეხილობის შემთხვევებიც. იშვიათად შეიძლება პნევმონიით გართულდეს. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, განსაკუთრებით ასთმის მქონეებში.

ჩვილ ბავშვებში დაავადება შეიძლება ხველის გარეშეც, მხოლოდ სუნთქვის გაძნელებით და ციანოზით (კანის მოლურჯო ფერი) მიმდინარეობდეს. წლამდე ბავშვებში ხშირია გართულებები, როგორიცაა, აპნეა, პნევმონია, კრუნჩხვა, ენცეფალოპათია. ამ ასაკში ყივანახველის ლეტალობის მაჩვენებელია 1%.

დიაგნოსტიკა ხდება სისხლში ანტისხეულების განსაზღვრით ან ნახველის გამოკვლევით.

დროულად დაწყებული სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს, თუმცა ხველის „შეჩერება“ მედიკამენტებით შეუძლებელია. ანტიბიოტიკოთერაპია ასევე ამცირებს ინფიცირებული პირის მიერ ბაქტერიის გარემოში გავრცელებას“,- წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.