Home Blog Page 71

,,ისინი ქმნიან პარალელურ სამყაროს, პარალელურ ილუზიას, რომელი პარალელური სამყაროც დღეს განსაკუთრებით ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იყო”- მამუკა მდინარაძე რადიკალებზე

ისინი ქმნიან პარალელურ სამყაროს, პარალელურ ილუზიას, რომელი პარალელური სამყაროც დღეს განსაკუთრებით ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იყო, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აბსოლუტურად სხვა რამ ხდებოდა 3 ათასზე მეტ უბანზე და რამდენიმე ერთეულ უბანზე ხდებოდა აბსოლუტური ქაოსი.

„ანუ მათ, ყველაზე ძალიან რომ მოგინდეს პირის მოწმენდა, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე მათთვის, უნდა თქვა ალბათ, რომ აბა რა უნდა ქნან, მაშინ, როდესაც 30 და 35 პროცენტს გვიწერდნენ, რა უნდა თქვან ახლა, მინიმუმ 20%-ს ვიტყუებოდითო? ამაზე ხომ ვლაპარაკობდით, დღესაც ხომ ვთქვი ბრიფინგზე, გუშინაც სტატუსი დავწერე, შეგიძლიათ იხილოთ ჩემი გუშინდელი სტატუსი.

გარდა ამისა, ისინი ქმნიან პარალელურ სამყაროს, პარალელურ ილუზიას, რომელი პარალელური სამყაროც დღეს განსაკუთრებით ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იყო. აბსოლუტურად სხვა რამ ხდებოდა 3 ათას, რა ვიცი, 95 უბანზე და რამდენიმე ერთეულ უბანზე ხდებოდა აბსოლუტური ქაოსი.

წარმოიდგინეთ, იმდენად, რამდენადაც, რომ მათი ზონდერბრიგადები მიდიოდნენ ზუსტად იქ, სადაც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ჟურნალისტები, მაინცდამაინც იქ ტყდებოდა ჩხუბი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

2 201 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, ბარიერგადალახულ ოთხ ოპოზიციურ სუბიექტს შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერობს

2 201 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის ყველაზე მაღალი შედეგი აქვს „კოალიცია ცვლილებისთვის“ 11.208 %-ით, მას მოსდევს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9.836 % აქვს.

რაც შეეხება „ძლიერ საქართველოს“, წინასწარი შედეგების მიხედვით მას ამომრჩეველთა 9.033 %-მა დაუჭირა მხარი, შემდეგ ადგილზე კი „გახარია- საქართველოსთვისაა“ – 8.233 %-ით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 137 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.97% მიიღო.

,,საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა, ეგზიტპოლების „ომი“ მიმდინარეობს, არ მოვიწყენთ”- ალექსეი გონჩარენკო

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა, ეგზიტპოლების „ომი“ მიმდინარეობს, არ მოვიწყენთ, – ამის შესახებ უკრაინის რადას წევრი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა, მონაცემები მალე გამოქვეყნდება, თუმცა ბიულეტენების ხელის დათვლა მაინც გახდება საჭირო.

„საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. ეგზიტპოლების „ომი“ მიმდინარეობს, ორი ოპოზიციური და ერთი პროსახელისუფლებო ეგზიტპოლი იყო. პროსახელისუფლებო ეგზიტპოლი მთავრობას 56% უწერს, ოპოზიციის – 41% და 42%; ხოლო 48-51% ოთხ ოპოზიციურ პარტიას და ბლოკს. სხვაობა ფუნდამენტურია. სხვათა შორის, უბანზე ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ვნახე. საზღვარგარეთ ხმის მიცემა გრძელდება. რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მისცემს ხმას, დაახლოებით 2%. ოპოზიცია იქ ნამდვილად გაიმარჯვებს. ვინაიდან ხმის მიცემა აქ ელექტრონული მანქანების გამოყენებით ჩატარდა, მონაცემები მალე გამოქვეყნდება, მაგრამ მერე მაინც მოგვიწევს ბიულეტენების ხელით დათვლა. არ მოვიწყენთ“, – დაწერა ალექსეი გონჩარენკომ.

ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით „ქართულმა ოცნებამ“ მყარი უმრავლესობა მოიპოვა – მამუკა მდინარაძე

ცესკოს საიტზე გამოქვეყნდა მონაცემები – „ქართულმა ოცნებამ“, მოიპოვა მყარი უმრავლესობა, – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ევროპულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალზე და „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. მადლობა ყველას და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, რომელმაც საშუალება მოგვცა რომ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცესკო-ში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს

2 137 უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 137 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის 11.197 %-ით, მესამე ადგილზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9,797 % აქვს.

რაც შეეხება „ძლიერ საქართველოს“ , წინასწარი შედეგების მიხედვით მას ამომრჩეველთა 9,056 %-მა დაუჭირა მხარი.

შემდეგ ადგილზე კი „გახარია- საქართველოსთვისაა“ 8.264 %-ით.

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ეს არ არის საბოლოო შედეგი, რადგან 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება.

„ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060412. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია.ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვიანიდან ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საქართველოში არჩევნები ყველა შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, დაცული იყო ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები, ყველაფერი წესების შესაბამისი იყო -დამკვირვებელი ფანი ლაიკო

საქართველოში არჩევნები ყველა შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, დაცული იყო ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები, ყველაფერი წესების შესაბამისი იყო, – ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წარმომადგენელმა, ფანი ლაიკომ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს ხმის მიცემა დაბრკოლებების გარეშე შეეძლოთ, არ ყოფილა ძალადობა.

„ვიმყოფებოდით ხუთ საარჩევნო უბანზე, მათ შორის ორში თბილისში და სამში რეგიონებში. დღეს ვნახეთ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამომრჩევლებს დაბრკოლებები არ ჰქონიათ. ყველა მოქალაქის შეეძლო ხმა მარტივად მიეცა. ძალადობა არ გვინახავს, ყველაფერი იყო ჩატარებული შესანიშნავად. ცესკო-ს თანამშრომლებმა პროფესიონალურად იმუშავეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები აკმაყოფილებდა ყველა შესაბამის კრიტერიუმს და დაცული იყო ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები. ყველაფერი იყო წესების შესაბამისად“, – განაცხადა ფანი ლაიკომ.

,,ერთი რამ იცოდეთ, „ქართული ოცნების“ გუნდი არ დააკლებს მცდელობას, საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველა მიმართულებით”- ბიძინა ივანიშვილი

გუნდი, ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. დავიწყებთ პრემიერ-მინისტრით, სანთლით საძებნი კაცია; თუ გინდათ სანდოობა, განათლება, კულტურა – ყველაფერი აქვს. გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდში არ იქნება სიცრუე და ღალატი, მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და ხაზი გაუსვა იმას, რომ მმართველი გუნდი აუცილებლად ჩადგება ქართველი ხალხის სამსახურში და მათ ინტერესებს გაატარებს.

„ვუყურებ და მიხარია, ბევრს ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს. ერთი რამ იცოდეთ, „ქართული ოცნების“ გუნდი არ დააკლებს მცდელობას, საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველა მიმართულებით. არ იქნება სიცრუე, ღალატი და მამაძაღლობა, ამას გპირდებით ნამდვილად. პოლიტიკას მამაძაღლობა ახლავს სამწუხაროდ და ეს სიტყვაც უნდა გამოვიყენოთ. ვხედავ ირაკლი ქარსელაძეს, როგორი მინისტრები, როგორი შედეგები გვაქვს. შეხვედრა მქონდა დღეს უცხოელ წარმომადგენლებთან, ვინც აკვირდებიან, გაოცებულები არიან, გაოცებული არიან ჩვენი შედეგებით, რაც მივიღეთ ბოლო წლებში და როგორი პროგნოზიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ეს ჩვენ რამდენჯერმე გამოვაცხადეთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან – ეს ის ხალხია, ვინც თქვენს სამსახურში ჩადგება და თქვენს ინტერესებს გაატარებს. მე აღარ ვისაუბრებ მათზე, ვინც ცდილობს საქართველო ვიღაცის დაკვეთებზე წაიყვანოს, გილოცავთ, გილოცავთ და ყველაფერს გავაკეთებთ როგორც დაგპირდით“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

,,საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა”- მამუკა ხაზარაძე

გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! – ხალხის ნება გამოხატულია, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები.

მისივე თქმით, დამკვირვებლებმა ახლა საქართველოს მოქალაქეების ხმები უბნებზე უნდა დაიცვან.

„გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. კიდევ ერთი, დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა სტაგნაციის პერიოდი დაამთავრეს. საქართველოში ახალი პერიოდი, ცხოვრება იწყება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ, ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია მუშაობას იწყებს.

რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, ამას წერტილი ქართულმა საზოგადოებამ დაუსვა. ყველას გილოცავთ!“, – განაცხად ხაზარაძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა – ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ – 8,2 %.

ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს – მამუკა მდინარაძე

ქართველმა ხალხმა დაამტკიცა ერთი მთავარი რამ, რომ ქართველებს ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს – ტრადიციად უნდა ვაქციოთ, რომ საქართველოში გარდა ეროვნული ხელისუფლებისა, ვერასდროს ვერავინ გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში მოწყობილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ კომისიის წევრებს მოუწოდა ბოლომდე მიადევნონ თვალი საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

„გილოცავთ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ, თქვენ აქ ვინც ხართ. ქართველმა ხალხმა დაამტკიცა ერთი მთავარი რამ, რომ ქართველებს ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს. ამიტომ ჩვენს ამაყ საქართველოს გაუმარჯოს! ყველას დიდი მადლობა, მინდა დავიწყო ამომრჩევლით, საქართველოს თითოეული მოქალაქით, ვინც დღეს გამოვიდა მართლა ქუდზე კაცი და დადო ეს შედეგი. ერთ ამბავს გაგიმხელთ, წეღან ვითვლიდით, როგორც კი გამოცხადდა შედეგები, კალკულატორი ამოვიღეთ, 100 მანდატი გვექნება თუ არაო. ჯერ დეტალებზეა ბევრი რამ დამოკიდებული, ჩვენი საარჩევნო კომისიის წევრებს, ჩვენს აქტივს მოვუწოდებ, რომ კარგად დავთვალოთ, ბოლომდე იქ ვიყოთ, მონაცემები კი არ შევინარჩუნოთ, შეიძლება მეტი იყოს და ამაღლდეს ეს მონაცემები. ტალახაძე ამბობდა, ხომ არ ავწიოო ზემოთ და შეიძლება აიწიოს მონაცემებმა. ყველას უღრმესი მადლობა და მადლობა ჩვენს პარტიულ ოჯახს, დაწყებული ბატონი ბიძინადან. გულწრფელი მადლობა იმისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ თითოეული ჯარისკაცი ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით აკეთებს. „ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს! დღეს დაიწერა ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი, სადაც ქართველებმა ვთქვით, რომ ტრადიციად უნდა ვაქციოთ, რომ საქართველოში გარდა ეროვნული ხელისუფლებისა ვერასდროს ვერავინ გაიმარჯვებს. ამიტომ ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ იდენტობას, ყველაფერს ქართულს გაუმარჯოს.“- განაცხადა მდინარაძემ.

ხალხის ნება უნდა აღსრულდეს, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს”- ნიკა მელია

ხალხის ნება უნდა აღსრულდეს, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს, ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობა, კოალიციური ცხოვრება გარდაუვალია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. ძალიან ბევრი ათასი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ურნებთან და ხმა მისცა არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ ცვლილებას. დღევანდელმა დღემ დაადასტურა, დაარწმუნა ყველა, რომ ქართველ ხალხს და ჩვენ გვაქვს ის, რაც ვერასდროს ექნება ოლიგარქს – ეს არის სიმართლე, რწმენა, ღირსება, ეს არის სიმრავლე. გვიხარია, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, ესეიგი რაღაც სწორად გაგვიკეთებია და მადლობა ამომრჩეველს ამისთვის, მაგრამ, არანაკლებ მიხარია, ოთხივე პოლიტიკურმა ჯგუფმა რომ გადალახა ბარიერი.“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ხალხის ნება უნდა აღსრულდეს.

„ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს, ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობა, კოალიციური ცხოვრება გარდაუვალია“,- განაცხადა ნიკა მელიამა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს;  კოალიცია ცვლილებისთვის 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“  8%.

უმოკლეს დროში დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე – თინა ბოკუჩავა

მოხდა სწორედ ის, რასაც ვპროგნოზირებდით მრავალი თვის მანძილზე და მთელი დღის განმავლობაში. მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა, ძალადობისა, გაიმარჯვა ევროპამ. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნებამ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამარცხდა, რაც ეგზიტპოლებში გამოჩნდა.

„ივანიშვილის დრო დასრულდა და ეს ჩვენ ვნახეთ იმ ეგზიტპოლებში, რომელიც გამოქვეყნდა. ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს;  კოალიცია ცვლილებისთვის 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“  8%.