Home Blog Page 705

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) მიერ, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

როგორ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, კიდევ ერთხელ რწმუნდებიან, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შეიკავეს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან.

„კიდევ ერთხელ ვეხმაურებით ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) მიერ, ჩვენი განცხადების პასუხად გავრცელებულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს, ივანიშვილის ოჯახმა, თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს, რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად ვამხილეთ.

ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა. OCCRP წერს, რომ მათი სტატია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა. რუსეთში არსებული ქონების ფლობა, რასაც ეს ორგანიზაცია “ახლად აღმოჩენილ სკანდალად” გასაღებას ცდილობდა, პირველად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.

ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს “საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე”, უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა.

გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანიზაციას ჰქონდა მცდელობა, ოფშორების ქართული კანონის თემა შემოეტანა დღის წესრიგში, მაგრამ ამ საკითხში ჩაყოლას არანაირი აზრი არ აქვს. კანონი რომ გამართული, სამართლებრივად დახვეწილი და საქართველოსათვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ეს საზოგადოებას კარგად მოხსენება. ხოლო მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შევიკავეთ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან. იმედს ვიტოვებთ, სხვა დროს მსგავსი შინაარსის სტატიები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ახალი სეზონის წარმდგენია

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ ახალ სეზონს იწყებს.

თეატრი „სახელოსნო 42“ ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით – კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ 14 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, შეიძინონ თეატრის  ბილეთები.

გაეცანით სექტემბრის სეზონის აფიშას:

19 სექტემბერი, ხუთშაბათი – 1921-1924

R

საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულში დასახელდა

საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულში დასახელდა.

„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პოლიტიკური რეჟიმის ინდექსი 2023 გამოაქვეყნა. ინტერაქტიული ანგარიში ეფუძნება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მასშტაბურ გამოკვლევას, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს.

პოლიტიკური რეჟიმის ინდექსი ქვეყნებს ყოფს 4 კატეგორიად : 1 ლიბერალური დემოკრატიები, ელექტორალური დემოკრატიები, ელექტორალური ავტოკრატიები, და დახურული ავტოკრატიები.

ანგარიშის მიხედვით საქართველოს ევროპის იმ 20 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც „ელექტორალური დემოკრატიაა“. ეს ქვეყნებია: საქართველო, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა, რუმინეთი, სლოვაკეთი და ა.შ.

ამასთან, საქართველომ ლიბერალური დემოკრატიის დონით გაასწრო ყველა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 6 სახელმწიფოს: პოლონეთს, უნგრეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს.
საქართველო 2012 წლის შემდეგ ლიბერალური დემოკრატიის შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში 11-ე ადგილზეა.

პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით მძიმე შეფასება მიიღო უკრაინამ, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი ჩამოერთვა და მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი „ელექტორალურ ავტოკრატიად“ შეფასდა. საქართველოს ანალოგიური შეფასება ბოლო 20 წლის მანძილზე 2008-2009 წლებში უფიქსირდება, ზედიზედ იმ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა „ელექტორალური ავტოკრატიის“ სტატუსით არის შეფასებული.

„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.

მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.

პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.

Political regime, 2023

https://ourworldindata.org/grapher/political-regime?time=latest&country=ARG~AUS~BWA~CHN~GEO

საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ – GORBI

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 59.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%
კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე – ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ 5.8%
კოალიცია „ახალი“/„გირჩი – მეტი თავისუფლება“/„დროა“ 5.5%
„საქართველოსთვის“ 4.8%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია 3%
„ევროპული საქართველო“ 2.2%
„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ 2.1%
სხვა 4.2%

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი – 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება.

სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, შემთხვევების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

ფიზიკური – 212;

ფსიქოლოგიური – 187;

სექსუალური – 79;

უგულებელყოფა – 140;

იძულება – 8;

ეკონომიკური ძალადობა – 5;

ადრეული ქორწინება – 112;

შრომითი ექსპლუატაცია – 0;

ბულინგი/კიბერბულინგი – 12;

სხვა – 202.

საქართველო – ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაიყიდვა დღეს დაიწყება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმით TKT.GE-ზე დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი.

7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა

მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან”, – წერია 14 აგვისტოს ბრძანებში, რომელსაც პრემიერ – მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად მამუკა ჯანგულაშვილი 2021 წლის მაისში დაინიშნა.

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა ყვე­ლაფ­რის და­სას­რუ­ლებ­ლად, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­ში ხელს გიშ­ლით. და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი, მო­ი­შო­რეთ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ან კავ­ში­რე­ბი. დღეს ამის გა­კე­თე­ბა გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ. ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი კარგ ფი­ნან­სურ შე­მო­სა­ვალ­სა და სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას მო­გი­ტანთ.

კურო

ზო­გი­ერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ან და­უმ­თავ­რე­ბე­ლი სა­კი­თხი მუდ­მი­ვად შე­გახ­სე­ნებთ თავს. ეცა­დეთ და­ას­რუ­ლეთ ისი­ნი, რომ ყუ­რა­დღე­ბა აღარ გა­გი­ფან­ტოთ. მა­შინ­ვე თავს უფრო თა­ვი­სუფ­ლად იგ­რძნობთ და შეძ­ლებთ ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბას. კარ­გი დღეა თქვე­ნი პერ­სპექ­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

ტყუ­პი

მო­ემ­ზა­დეთ იმის­თვის, რომ გეგ­მე­ბი უნდა შე­იც­ვა­ლოს. გა­რე­მო­ე­ბე­ბი დღეს სწრა­ფად იც­ვლე­ბა, ამი­ტომ გჭირ­დე­ბათ ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად მოქ­ცე­ვა და თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ებ­თან ადაპ­ტი­რე­ბა. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის: საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სრუ­ლი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა გაქვთ.

კირჩხი­ბი

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი ორა­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი და იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი. დღეს შე­გიძ­ლი­ათ და­არ­წმუ­ნოთ ნე­ბის­მი­ე­რი და და­ამ­ტკი­ცოთ, რომ მარ­თა­ლი ხართ კა­მათ­ში. გა­და­დეთ შო­პინ­გი, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ზედ­მე­ტი ხარ­ჯე­ბი. კო­ლე­გე­ბის მხარ­და­ჭე­რა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვთ.

ლომი

დღე და­ძა­ბუ­ლი და ნერ­ვუ­ლია. ბევ­რი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა, როცა თავ­შე­კა­ვე­ბა და სიმ­შვი­დე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ. ეცა­დეთ არ გაბ­რაზ­დეთ სხვებ­ზე, თუ რა­ღაც არ მი­დის თქვე­ნი გეგ­მის მი­ხედ­ვით. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იდე­ე­ბი მოგ­დით თავ­ში: ეცა­დეთ და­ი­მახ­სოვ­როთ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ.

ქალ­წუ­ლი

რაც უფრო სო­ცი­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბით მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მით უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა. ესა­უბ­რეთ კო­ლე­გებს, მე­გობ­რებს და უც­ნო­ბებს. ვი­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, ვი­ღაც კი აუ­ცი­ლე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გი­ზი­ა­რებთ და კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. არ შე­გე­შინ­დეთ რთუ­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა.

სას­წო­რი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა, შე­საძ­ლოა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­იხ­სნას. თქვენს ახ­ლო­ბელს სჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა: გა­მო­ნა­ხეთ დრო და მხა­რი და­უ­ჭი­რეთ მას. მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. დღეს შე­გიძ­ლი­ათ იპო­ვოთ ახა­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და მე­გობ­რე­ბი.

მო­რი­ე­ლი

შე­იძ­ლე­ბა შე­გექ­მნათ სირ­თუ­ლე­ე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ზო­გი­ერთ სა­კი­თხზე კომ­პრო­მისს ვერ პო­უ­ლობთ და თქვენს წყვილ­ში მუდ­მი­ვად ხდე­ბა ჩხუ­ბი. ეცა­დეთ დღეს ნაკ­ლე­ბი კონ­ტაქ­ტი გქონ­დეთ, ემო­ცი­ე­ბი ცო­ტა­თი გაგ­რილ­დეს. შე­საძ­ლე­ბე­ლია 15 აგ­ვის­ტოს სი­ზარ­მა­ცის შე­ტე­ვებ­თან ბრძო­ლამ მო­გი­წი­ოთ.

მშვილ­დო­სა­ნი

მცი­რე შე­მაშ­ფო­თე­ბელ­მა უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ფუ­ჭოთ გან­წყო­ბა დი­ლით. შე­ე­ცა­დეთ მო­აგ­ვა­როთ ისი­ნი, რო­გორც კი წარ­მო­იქ­მნე­ბა და არ გა­და­დოთ ისი­ნი ხვა­ლის­თვის. მო­ე­რი­დეთ კრი­ტი­კას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­უ­ა­რეს­დეს.

თხის რქა

მო­ემ­ზა­დეთ სი­ურპრი­ზე­ბის. თუმ­ცა, ვარ­სკვლა­ვე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი არ იქ­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო; ზო­გი­ერთს შე­უძ­ლია თქვე­ნი გან­წყო­ბა გა­ა­ფუ­ჭოს. შე­ე­ცა­დეთ გა­ა­კონ­ტრო­ლოთ სა­კუ­თა­რი თავი, არ გაბ­რაზ­დეთ და არ იჩხუ­ბოთ სხვებ­თან. გა­და­დეთ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს ვერ შე­ას­რუ­ლებთ.

მერ­წყუ­ლი

დღე რთუ­ლი და ემო­ცი­უ­რად და­ძა­ბუ­ლია. უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და არ გა­მო­ავ­ლი­ნოთ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­სა და მე­გობ­რებ­ზე. 15 აგ­ვის­ტოს უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მარ­ტივ საქ­მეს, არ გა­და­დოთ სხვა დღის­თვის. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ დე­ტა­ლებს.

თევ­ზე­ბი

ვარ­სკვლა­ვე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს იყოთ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. უმ­ჯო­ბე­სია რუ­ტი­ნუ­ლი სა­მუ­შაო სახ­ლში ან ოფის­ში შე­ას­რუ­ლოთ და თქვე­ნი უშუ­ა­ლო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გა­ა­კე­თოთ. მო­უ­ყე­ვით სხვებს თქვე­ნი იდე­ე­ბის შე­სა­ხებ, გა­უ­ზი­ა­რეთ თქვე­ნი გეგ­მე­ბი.

ჯანმომ მაიმუნის ჩუტყვავილა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ჩუტყვავილა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო სამშაბათს აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა.

მაიმუნის ჩუტყვავილა შეიძლება გავრცელდეს ახლო კონტაქტით. ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმის, ის იშვიათ შემთხვევებშია ფატალური. ის იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ჩირქოვან დაზიანებებს სხეულზე.

„ნათელია, რომ კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქებების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

კურსკის ოლქში დაახლოებით 12 000 უკრაინელი სამხედრო შევიდა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, აპტი ალაუდინოვმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში დაახლოებით 12 000 უკრაინელი სამხედრო შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვიცით, რომ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შემოსულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, დაახლოებით 12 ათასი ჯარისკაცია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ზოგიერთი ბატალიონისა და ბრიგადის დარჩენილი ნაწილები, რომლებიც გადაჭიმულნი იყვნენ ფრონტის ხაზზე“, – აღნიშნა აპტი ალაუდინოვმა.

„ქართული ოცნება“ 59.3%, „ნაციონალური მოძრაობა“ 13.1% – GORBI კვლევას აქვეყნებს

GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” – 59.3%

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” /”სტრატეგია აღმაშენებელი” – 13.1%

კოალიცია “ლელო”/”ანა დოლიძე – ხალხისთვის”/”თავისუფლების მოედანი” – 5.8%

კოალიცია “ახალი”/”გირჩი – მეტი თავისუფლება”/”დროა” – 5.5%

“საქართველოსთვის” – 4.8%

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა” და “ალტ ინფოს” კოალიცია – 3%

“ევროპული საქართველო” – 2.2%

“ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” –  2.1%

სხვა – 4.2%

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს “ქართული ოცნება”, ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი – 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

,,უკრაინას კურსკის ოლქში ფინური იარაღის გამოყენება შეუძლია”- ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია კურსკის ოლქში ფინური იარაღის გამოყენება.

„ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს იმაზე, თუ რა იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და რა გზით. ამოსავალი წერტილი ისაა, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავისი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ფინეთის სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ უკრაინელ სამხედროებს უფლება აქვთ კურსკის ოლქის სიღრმეში შევიდნენ, რადგან რუსეთი რეგულარულად ბომბავს კიევს და უკრაინის დიდი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.