Home Blog Page 703

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სავარაუდოდ ვიღაცას გამბედაობა არ ეყო, ეთქვა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ კონგრესმენებთან შეხვედრაზე მის საკითხზე საუბრის შესაძლებლობა არ იყო -რაქვიაშვილი

ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილმა ტყუილი თქვა, ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს, რომ ასე უთხრეს, ვინც მის ინფორმირებას აკეთებს, ის ხალხი, ვინც კონგრესმენთან და სენატორთან შეხვედრაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, სავარაუდოდ, ვერ ეტყვის მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი საკითხი არ იყო აქტუალური იმ მომენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის არასწორი ინფორმირება მოხდა.

„ნათლად ჩანს, რომ ლიდერსა და დანარჩენ პარტიას შორის დარღვეულია კომუნიკაცია, რაც ცუდად აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებებზე. თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა საბოლოოდ ეს ყველაფერი. იერარქიულ სისტემებში, რიგით თანამშრომელს ძალიან უჭირს თავის ხელმძღვანელს სიმართლე უთხრას, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილსაც ატყუებენ „ქართული ოცნების“ რიგითი წარმომადგენლები, იგივე ხდება „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილს უთხრას, ცდებითო. ამიტომ, ვიღაცას შეიძლება, გამბედაობა არ ეყო, რომ ეთქვა, არ იყო შესაძლებლობა თქვენ საკითხზე გველაპარაკაო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინისა და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „მიხარია, რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია: „ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“.

Fitch-მა უკრაინის სუვერენული რეიტინგი შეზღუდულ დეფოლტამდე შეამცირა

სამშაბათს სააგენტო Fitch-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი “C” დონიდან შეზღუდულ დეფოლტამდე“ შეამცირა – ამის შესახებ უცხოური გამოცემა Reuters წერს.

მიზეზად კი სააგენტო 2026 წლის ევროობლიგაციების გადახდის საშეღავათო პერიოდის გასვლას ასახელებს.

ომის შედეგად განადგურებულმა ქვეყანამ საკუთარ ობლიგაციებზე დეფოლტი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ნებას რთავს საგარეო ვალის გადახდების შეჩერებას 1 ოქტომბრამდე.

ამავე თვის დასაწყისში, უკრაინამ 20 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთაშორისო ობლიგაციების რესტრუქტურიზაციაზე ობლიგაციების მფლობელების თანხმობის მოპოვების პროცესი დაიწყო.

Fitch-მა შეინარჩუნა უკრაინის ადგილობრივი ვალუტის (LC) ვალის რეიტინგი “CCC-ზე”, რადგან ის მოელის, რომ LC ვალი გარე კომერციულ კრედიტორებთან რესტრუქტურიზაციის შეთანხმებიდან გამოირიცხება.

 რა ნდობა უნდა ჰქონდეს ქართველ ხალხს ჰელსინკის კომისიისადმი, ერთ დღეს შეიძლება ისიც თქვან, საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებსო-ირაკლი ქადაგიშვილი

ქოლცენტრების წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის მრავალი საგამოძიებო ქმედება არსებობს, მათ შორის გერმანიის პროკურატურასთან ერთად, ამ დროს, როდესაც ასეთ კომენტარს აკეთებ, რა ნდობა რჩება ქართველ ხალხს ასეთი განცხადების გამკეთებლის მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.

„ისმის კითხვა, აბა საქართველო რას აკეთებს გადატვირთვისთვისო. კომენტარიც ძნელი სათქმელია, როდესაც ამ საკითხზე „ბიბისის“ საგამოძიებო ფილმს ვხედავთ. მაგრამ ყველაზე მთავარი, არსებობს საქართველოს პროკურატურის მრავალი საგამოძიებო ქმედება ქოლცენტრების წინააღმდეგ, მათ შორის გერმანიის პროკურატურასთან ერთად წარმოებული გამოძიებები, სადაც კეზერაშვილის და ძმათა მათი საქმიანობა იკვეთება. ამ დროს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, უბრალოდ მითხარით, რა ნდობა რჩება ქართველი ხალხის თვალში ასეთი განცხადების გამკეთებლის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ვიღაცამ თუ სიცხადე არ შეიტანა იმ წრეში, სადაც ასეთი განცხადებები კეთდება, შეიძლება ერთ დღეს თქვან, რომ საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს.

„ეს ხომ პირდაპირ თვალში ნაცრის შეყრაც აღარ არის, ეს ლოგიკა, საბოლოო ჯამში, იქამდე მიდის, თუ ვიღაცამ სიცხადე არ შეიტანა იმ წრეში, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გვითხრან, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს საქართველოო. ბოლო განცხადებამ ყველანაირი განცხადება დასაშვები გახადა. საზოგადოება ხომ უყურებს ამას და გაოცება, ცოტა ხანში, ადამიანებში ამერიკის მიმართ სულ სხვა აღქმაში გადაიზრდება, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ, მაგრამ არ შემიძლია პირი ავუკრა იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებებს ავრცელებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.

სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა „დაბრენდა“ – რატი იონათამიშვილი

სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა „დაბრენდა“, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.

იონათამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს.

„სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა „დაბრენდა“, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო.

ეს ადამიანი არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს“, – წერს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.

„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსები ახალ პარტიას აფუძნებენ

„ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსები ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტიის სახელწოდება იქნება „ფედერალისტები“. პარტიის პრეზენტაცია, ხვალ, 19:00 საათზე გაიმართება.

როგორც ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, პარტიის ყრილობა სექტემბერში ჩატარდება და სწორედ ამ პერიოდში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რა ფორმით მიიღებს ახალი პარტია არჩევნებში მონაწილეობას.

Toyota-ს მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება თიბისი დაზღვევისგან

ტოიოტას მფლობელები, რომლებიც მანქანას თიბისი დაზღვევაში დააზღვევენ, სპეციალური პირობით ისარგებლებენ:

  • სადაზღვევო შემთხვევისას მანქანის შეკეთება მოხდება ტოიოტა ცენტრი თეგეტაში ან ტოიოტა ცენტრი ბათუმში
  • ზეთის შეცვლა საჩუქრად
  • 12 უფასო რეცხვა ტოიოტას ცენტრში

გარდა ამისა, დაზღვეულს შეუძლია ისარგებლობს საგზაო დახმარების სერვისით და ულიმიტო რეცხვით ნახევარ ფასად, პროვაიდერ სამრეცხაოებში.

აღნიშნული შეთავაზებით ავტომობილის დაზღვევა შეუძლია ტოიოტას ყველა მფლობელს, ვისი ავტომობილიც 2015 წლიდან არის გამოშვებული.

თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან უცვლელად იკავებს №1 ადგილს ავტოდაზღვევის ბაზრის წილით. გამორჩეული მომხმარებლების კმაყოფილებით, მარტივი, ციფრული მომსახურების სქემითა და ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით.

ავტოდაზღვევის შესაძენად დაგვიკავშირდით 032 2 422 222  ან ეწვიეთ ბმულს.

(R)

შსს-მ “გლოვოს” კურიერის დაჭრის საქმეზე ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, კურიერთან შელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა. კურიერს ბრალდებული ადანაშაულებდა, რომ შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე ძებნაში იყო.

პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაიწყო, რაც 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა

გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანული მედიის ცნობით, ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქებებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, იენს რომელმა ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის, ვლადიმერ ს.-ს დაკავების ორდერი გასცა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ყვინთვის ინსტრუქტორია, რომელიც ბოლო დრომდე პოლონეთში ცხოვრობდა. უცნობია, დაბრუნდა თუ არა ის უკრაინაში.

გამოძიება ვარაუდობს, რომ აფეთქებაში უკრაინის კიდევ ორი მოქალაქე მონაწილეობდა, სავარაუდოდ, ისინიც მყვინთავები არიან, რომლებმაც მილსადენებზე ასაფეთქებლები მოათავსეს.

გერმანელი ჟურნალისტები ეჭვმიტანილ ვლადიმერ ს.-ს დაუკავშირდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდების შესახებ პირველად გაიგო და გაზსადენის აფეთქებაში მონაწილეობა უარყო.

ტყუილი სააკაშვილის ცხოვრების წესია – ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა: „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ” -ირაკლი ქადაგიშვილი

ზოგადად, ტყუილი სააკაშვილის ცხოვრების წესია – „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“. ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა, რომ „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, „სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.”

„ზოგადად ტყუილი მისი ცხოვრების წესია. აქედან გამომდინარე „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო”. ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა, რომ „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ“ და საერთოდ ყველა ფეხის ნაბიჯზე როგორც კი მიკროფონთან ან კომუნიკაციის რაიმე საშუალება მიეცემა ხოლმე, მაშინვე ტყუილების კორიანტელს აყენებს. ის რომ იტყუება, ეს მისი სტილი და ხელწერაა და ამაში გასაკვირი არაფერია. სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.

„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სექსუალური გამოძალვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სექსუალური გამოძალვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სექსუალური გამოძალვის ფაქტზე, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრებმა, საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგომ, სოციალური ქსელით 45 წლის თურქეთის მოქალაქე მამაკაცი გაიცნო. ისინი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და სასიყვარულო, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული თურქეთის მოქალაქე, დაზარალებულს ფარულად, მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა, ასევე, მისი ტელეფონიდან ფარულად გადაიწერა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა გოგომ თურქეთის მოქალაქესთან ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა, ბრალდებულმა ფარულად მოპოვებული კადრებით შანტაჟი დაიწყო და გოგოს მასთან ურთიერთობის აღდგენა მოსთხოვა. დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, შურისძიების მიზნით დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფარულად გადაღებული ვიდეო სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით, ქალის ოჯახის წევრებთან და ნაცნობებთან გაავრცელა. გარდა ამისა, თურქეთის მოქალაქემ დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების სახელით “Instagram”, “Facebook” ყალბი გვერდები შექმნა, სადაც 2022, 2023 და 2024 წლებში, დაზარალებული ქალის ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალას საჯაროდ სისტემატურად ათავსებდა. ასევე, უცნობ პირებს დაზარალებულის სახელით წერდა და მის საკონტაქტო ინფორმაციას აწვდიდა, უგზავნიდა ინტიმურ ფაილებს, რის შედეგადაც მას უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი მამაკაცები.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, კონფიდენციალურობის სრული დაცვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ჩხრეკა ჩატარდა დანაშაულში მხილებული თურქეთის მოქალაქის სასტუმროს ნომერში, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა, მათ შორის, მის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა იმ სოციალური ქსელის მისამართები, რომელთა გამოყენებითაც დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალის გავრცელება ხდებოდა, რის შემდეგაც ბრალდებული დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.

საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე.

დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში. ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/oDUTR

მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა, რომელიც მოქმედია 3 წლის ვადით.

დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში. ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/meBqd

საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს.

✔️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
✔️ეროვნული მართვის მოწმობა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=896339699191622&set=a.341117238047207&type=3&ref=embed_post

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევის სამხედრო საწარმოს თანამშრომლებს 290 ათასი დოლარის მითვისებაში სდებს ბრალს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის ერთ-ერთი სამხედრო საწარმოს თანამშრომლებს 12 მილიონი გრივნის, ანუ 290 ათასი დოლარის მითვისების ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

ინფორმაციის თანახმად, საწარმოს თანამშრომლებმა მიითვისეს თანხა, რომელიც ტანკებისთვის დინამიკური დაცვის შექმნაზე უნდა დახარჯულიყო.

2022 წელს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კიევის მანქანათმშენებელ ქარხანასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ტანკებისთვის დინამიკური დაცვა უნდა შემუშავებულიყო. საწარმოს თანამშრომლებმა კონტრაქტში მითითებული თანხები ხელოვნურად გაზარდეს და ფულის ნაწილი მიითვისეს.