Home Blog Page 703

 მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება – პრემიერი

მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი დანაშაული ვეღარავინ ჩაიდინოს.

„მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება. რატომ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, რატომ მოაწერა ხელი ტალიავინის დასკვნას, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით მომზადდა, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პროცესი, პროცედურები, რომლებიც აუცილებლად წარიმართება. ამ დანაშაულს არ შეიძლება, რომ არ გაეცეს პასუხი, დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და დანაშაულზე საჭიროა შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, პრევენციის მიზნით. თქვენ იცით, რომ ამ ადამიანებმა არა მარტო 2008 წელს მიიყვანეს ქვეყანა ომამდე, არამედ ისინი ცდილობდნენ, რომ ასევე გასული 2 წლის მანძილზე მიეყვანათ საქართველო ომამდე, მეორე ფრონტამდე. იყო მათი პირდაპირი მოწოდებები ომთან დაკავშირებით, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, იყო მოწოდებები მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით. ანუ, ეს ადამიანები მთელი ამ 2 წლის მანძილზე ცდილობდნენ იგივეს, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას 2008 წელს. ამ უმძიმესი დანაშაულის გამოძიება, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი დანაშაული ვეღარავინ ჩაიდინოს,“- განაცხადა პრემიერმა.

საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან, რასაც ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა, ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია და ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს – პრემიერი

საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან და ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ქართული მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია და საქართველოს მთავრობა ელოდება, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან.

„მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან, სენატორთან, კონგრესმენთან, თუმცა, საუბრები რჩება ხოლმე საუბრებად. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ჩვენს კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და ამისათვის პირველ რიგში, მთავარი და აუცილებელია ის, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთი პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული ოთხი წლის მანძილზე, აღარ გავიმეორებ, რას ვგულისხმობთ ამაში, რას აკეთებდა, მაგალითად, ამერიკის ყოფილი ელჩი. ამ პრობლემების ფონზე, რაც ხელოვნურად შეიქმნა გასული ოთხი წლის განმავლობაში, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა და ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ სენატორებს, რატომ არ ხვდებოდა, მიზეზი არის ძალიან მკაფიო და აქვს კონკრეტული საფუძველი – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განუმარტა ამერიკელ კოლეგებს, თუ რატომ არ ხვდებოდა მათ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული საფუძველი.

„ბიძინა ივანიშვილმა განმარტა მიზეზები, ეს მიზეზები ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა. თუ სურთ, თავად შეუძლიათ, გამოიტანონ ეს მიზეზი. მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია, ისაუბროს ამ მიზეზზე, თუ ექნება ამის სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. მიზეზი ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ კოლეგებს. ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი – ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე – პრემიერი

აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი. ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე. ეს არის ერთადერთი როლი და ფუნქცია, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი, მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში ჩაერთო.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია და არა საქართველოსი, მის სიტყვას და განცხადებას კი ფასი არ აქვს.

„აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი. ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე. ეს არის ერთადერთი როლი და ფუნქცია. ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოსი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ კი მან თავად აღიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილს აღიარებული აქვს, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია. თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას. ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოსი, ერთი მარტივი მარიონეტი. მის სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს“,- აღნიშნა პრემიერმა.

თიბისიმ და FMO-მ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 30 მილიონი აშშ დოლარის  საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისიმ და FMO-მ 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული საგარანტიო რესურსი FMO-სა და ევროკომისიის  ერთობლივი ინოვაციური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას დაფინანსების ხელმისაწვდომობის  გაზრდის გზით.

აღნიშნული საგარანტიო რესურსი, თიბისის, როგორც MSME სეგმენტის წამყვანი პარტნიორი ბანკის, შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. 

„მოხარულები ვართ რომ FMO-სა და თიბისის სტრატეგიული პარტნიორობა მორიგი წარმატებული ტრანზაქციით გრძელდება. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და მოზიდული საგარანტიო რესურსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას, განსაკუთრებული ფოკუსით – ქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და რეგიონებზე, რომლებსაც დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე ყველაზე მეტი გამოწვევა აქვთ. ამ გზით, გავაძლიერებთ მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შევუწყობთ ქვეყნის მდგრად განვითარებას”- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„თიბისისა და FMO-ს სტრატეგიული პარტნიორობა 2008 წლიდან იღებს სათავეს. მადლიერები ვართ, რომ თიბისიმგამოთქვა სასესხო გარანტიის ფარგლებში FMO-თანთანამშრომლობის მზაობა. ვფიქრობთ, რომ თიბისის,როგორც საქართველოში უმსხვილესი ბანკის მხრიდანსაგარანტიო რესურსის დანერგვა, გაზრდის  ქვეყნის ფინანსურ ინკლუზიურობას, რაც სრულ თანხვედრაშია FMO-ს სტრატეგიასთან” – ხუან ხოსე დადა ორტიზი, FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების დირექტორი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს- news – FMO signs USD 30 mln Nasira agreement with TBC Bank Georgia – FMO

ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ – ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარიზის ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ.

„საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. აღნიშნული უდიდესი წარმატება გვინდა მივულოცოთ ქართველ ოლიმპიელებს და სრულიად საქართველოს.

ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები:

  • ლაშა ტალახაძე, 3-გზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონი;
  • ლაშა ბექაური, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;
  • გენო პეტრიაშვილი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი.

ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები:

  • ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი;
  • ილია სულამანიძე, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი;
  • გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების 2-გზის პრიზიორი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი;
  • ლაშა გურული, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების თითოეულ წევრს საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისთვის და ქართველ სპორტსმენებს მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის ყველა პრიზიორს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ

პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის ყველა პრიზიორს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ.

“საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. აღნიშნული უდიდესი წარმატება გვინდა მივულოცოთ ქართველ ოლიმპიელებს და სრულიად საქართველოს.

ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები:

– ლაშა ტალახაძე, 3-გზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონი;
– ლაშა ბექაური, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;
– გენო პეტრიაშვილი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი.

ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები:

– ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი;
– ილია სულამანიძე, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი;
– გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების 2-გზის პრიზიორი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი;
– ლაშა გურული, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების თითოეულ წევრს საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისთვის და ქართველ სპორტსმენებს მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის კარსნოიარუჟის რაიონის მაცხოვრებლების ევაკუაცია გამოცხადდა

უკრაინულ ჯართან შეტაკების მოლოდინში რუსეთის ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონიდან ხალხის ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანების ევაკუაცია „უსაფრთხო ადგილას“ მოხდება. ევაკუაციის პროცესს უხელმძღვანელებს ადგილობრივი ხელისუფლება. ის მოსახლეობას მოუწოდებს პანიკას არ აჰყვნენ და ორგანიზებულად გამოვიდნენ.

როგორც გუბერნატორმა განაცხადა, მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა საკმარისი რაოდენობა აქვთ, რათა ადამიანების ევაკუაცია შეუფერხებლად და ორგანიზებულად მოხდეს.

ცნობისთვის, ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. მას ასევე საერთო საზღვარი აქვს რუსეთის კურსკის ოლქთან, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები არიან შესულნი.

დიდგორის ველზე დღეს სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2024“ გაიმართება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2024“ გაიმართება. ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება. ადგილზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ საგამოფენო და ბავშვთა სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, კულინარიულ, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშებს. ასევე, მოეწყობა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წვრთნა და სხვადასხვა სპორტული აქტივობა.

გარდა ამისა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით ასევე, თეატრალიზებული პერფორმანსი „ჟამი იგი“ სადაც დავით აღმაშენებლის ეპოქა გაცოცხლდება.

„დიდგორობა 2024-ის“ ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან

საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოში განმარტავენ, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი, რომელზეც ამ დრომდე არ შესულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

„ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166.

საელჩო, თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა. მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხეები, სახლები და ავტომობილები და კვამლის ღრუბლებმა საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავით და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული. ცეცხლმა სოფელ ვარნავასს მიაღწია, რომელიც ათენის ჩრდილოეთით 35 კმ-ში მდებარეობს.

საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს

საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს საბერძნეთის დედაქალაქის, ათენის სიახლოვეს. ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა ათენის ცენტრამდე მიაღწია. რამდენიმე ბერძნული სოფელი და ქალაქი უკვე ევაკუირებულია.

ადგილობრივი მედია იუწყება ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანების შესახებ, რომლებიც საავადამყოფოებში იმყოფებიან. ვრცელდება ინფორმაცია, დაზიანებული შენობა-ნაგებობების თაობაზე.

ზოგიერთი ცნობით, მოსახლეობის ნაწილმა, ხანძრის მოახლოების მიუხედავად, უარი თქვა ევაკუაციაზე და ცეცხლთან გამკლავებას ეზოს წყლის რეზინის მილებით ცდილობდნენ.

სააგენტო AFP-ს ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 29 სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 110 სახანძრო ავტომანქანა, ასეულობით მეხანძრე და მრავალი მოხალისე.

რამდენიმე დღით ადრე, მეტეოროლოგები გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ ექსტრემალური გვალვისა და ძლიერი ქარის გამო, მოსალოდნელი იყო მცირე მასშტაბის ხანძარი, მაგრამ მასშტაბური ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს დღეებში შენარჩუნდება სახიფათო ვითარება.

12 აგვისტოს საბერძნეთში ტემპერატურა 39 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.

11 აგვისტოს საბერძნეთის ხელისუფლებამ ისტორიული ქალაქ მარათონის ევაკუაციის ბრძანება გასცა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა შვებულება შეწყვიტა და დედაქალაქში დაბრუნდა.

,,ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს”- “კოალიცია ცვლილებისთვის”

“კოალიცია ცვლილებისთვის” სამტრედიაში ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს და ხელისუფლების დამარცხება სამართლებრივად გაფორმდება არჩევნების შედეგებში”, შესაბამისად, “ვერანაირი თავდასხმებით თუ სხვა მცდელობებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება”.

“დღეს, სამტრედიაში მიპარვით და ლაჩრულად თავს დაესხნენ ჩვენი კოალიციის ლიდერს, ნიკა მელიას.

რაც არ უნდა ეცადოს “ქართული ოცნება”, დაუპირისპირდეს ჩვენი ხალხის ნებას და კვლავ მიიტაცოს ხელისუფლება, ჩვენი კოალიცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს და ხელისუფლების დამარცხება სამართლებრივად გაფორმდება არჩევნების შედეგებში. ვერანაირი თავდასხმებით თუ სხვა მცდელობებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება და ქართველი ხალხის ნების აღსრულება მხოლოდ დროის საკითხია – 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” დაასრულებს თავის სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ მმართველობას.

განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი თავდასხმა დროში დაემთხვა აშშ-დან ვიზიტით ჩამოსული ჩვენი პარტნიორების დელეგაციის საქართველოში სტუმრობას. ამ ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია იყო უმძიმესი განაჩენი “ქართული ოცნებისთვის”, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ივანიშვილი და ცივილიზებული სამყარო ერთმანეთთან შეუთავსებელია, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი დგას დემოკრატიულ ევროპულ საქართველოსა და რუსული სტილის ბანდიტურ-ოლიგარქიულ რეჟიმს შორის.

“ქართული ოცნება” არის დამარცხებული ძალა და 26 ოქტომბერს ჩანაცვლდება კოალიციური მმართველობით, რომელიც შექმნის თავისუფალ და სამართლიან გარემოს ყველასთვის და რამდენიმე წელიწადში შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში”, – წერია განცხადებაში.