Home Blog Page 702

„ამხანაგო ხაზარაძე! კომკავშირის მდივანი რომ იყავი, მაშინ არბევდი თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს! დღეს მოქმედებ „ცეერუ“-ში დაწერილი სცენარით! – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პარტია „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს სოციალური ქსელიდან მიმართავს.

„ამხანაგო ხაზარაძე! „კაგებე“-ში დაწერილი სცენარით! კომკავშირის მდივანი რომ იყავი, მაშინ არბევდი თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს! გენერალ როდიონოვთან ერთად! დღეს მოქმედებ „ცეერუ“-ში დაწერილი სცენარით! „ფეესბე“-ს სცენარს ლяკა გაგაცნობს! იდენტურია!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

იმედი მაქვს, სანქციები არ გვექნება – ლევან დავითაშვილი

დიდი იმედი მაქვს, არანაირი სანქციები არ გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, მათ შორის საერთაშორისო სანქციების შესრულების ნაწილში, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და პასუხისმგებლიანი წევრები ვართ, ამიტომ, გვექნება დიალოგი, რათა სტაბილური, მათ შორის საკანონმდებლო, გარემო უზრუნველვყოთ, რაც ნეგატივს თავიდან აგვარიდებს,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ინვესტორების განწყობა „საკმაოდ პოზიტიურია“ და საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო აქვს.

„ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. მიმდინარე წელს, პირველი 7 თვის განმავლობაში 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ვფიქრობთ, რომ მაღალ ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ. ნახეთ, ADB-ის პროგნოზის კორექტირება- მათ გადახედეს ზრდისკენ საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ეს მოსალოდნელიც იყო. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც თანხმდებიან, რომ საქართველოში საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა – 5.5%. ჩვენი მოლოდინია, რომ შეიძლება, უფრო მაღალიც იყოს. მაღალი ეკონომიკური ზრდა სხვა პარამეტრების სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ სახე იცვალოს უკეთესობისკენ და საქართველოში ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს. ამიტომ, პოზიტიური ეკონომიკური პროცესების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ინვესტორების განწყობებს – ინვესტორების განწყობა საკმაოდ პოზიტიურია. მიმზიდველი საინვესტიციო გარემო გვაქვს. ამაზე დიალოგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელი პანელიც საინტერესო იყო და ბევრი პოტენციური ინვესტორი იყო. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ტურიზმის სექტორში, მაგრამ ასეთი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ და გავაგრძელებთ მუშაობას. ბუნებრივია, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება გვჭირდება, რომ გარემო იყოს ისეთივე პროგნოზირებადი, როგორც ამ წლებში და ქვეყანაში გაგრძელდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაშიც დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანაა”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

,,საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა”- ზურაბ პოლოლიკაშვილი

საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას აფასებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გენერალური მდივნის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიაში.

„ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი მაღალი დონის დელეგაცია, აქ არიან მინისტრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ ტურიზმის სექტორში. ასევე მასშტაბურად წარმოდგენილია საერთაშორისო მედია. საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა, ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, ეს ნიშნავს რომ 50 ქვეყანაში საქართველოს ეხსნება არეალი, უფრო მეტი ქვეყანა ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. საქართველოში ბევრი მინისტრი პირველადაა, ისინი აპირებენ კვლავ ჩამოსვლას. ძალიან მადლობელი ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიების მაღალ დონაზე ჩატარებისთვის“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნა გამორჩეული ღონისძიებაა.

„ეს ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელიც ყოველ წელს, 27 სექტემბერს აღინიშნება როტაციით სხვადასხვა რეგიონში, წელს ევროპის ჯერი იყო, გენერალურმა ასამბლეამ შარშან საქართველოში გადაწყვიტა ჩაეტარებინა წლევანდელი ღონისძიება, თემაც წინასწარ ირჩევა და გადაწყდა ტურიზმი და მშვიდობა“, – აცხადეს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხატეები, უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი, გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვითბეკი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7297 ლარი ეღირება, ევრო – 3.0480 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6551 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7285 ლარი ღირდა, ევრო – 3.0428 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6491 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 სექტემბერს ამოქმედდება.

,,კვაზისამოქალაქო ორგანიზაციები თავს „არჩევნების დამკვირვებლად“ ასაღებენ და იჩემებენ იმის უფლებას, რომ „მიუკერძოებელი“ ვერდიქტი გამოიტანონ”- შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ქცევა, რომლებსაც არჩევნების „მიუკერძოებელ” დამკვირვებლებად მოაქვთ თავი, ჩვენი დემოკრატიისათვის პრობლემად იქცა,” -წერს სოციალურ ქსელ ,,X” – ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მოსაზრება, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, თავისთავად, არადემოკრატიულია.

მისი თქმით, არასამთავრობოებისა და მედიის კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის საკითხი მიკერძოებისა და სტერეოტიპების გარეშე უნდა განვიხილოთ.

,,ჩვენს რეგიონში, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციას ან მედიას აკრიტიკებს, მაშინვე, ავტომატურად, ანტიდემოკრატიული შევიწროების იარლიყს აწებებენ ხოლმე. თუმცა, მოსაზრება, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, თავისთავად, არადემოკრატიულია. ამგვარი რწმენა შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ ეს ორგანიზაციები და მედია ვიღაცის ინტერესებში მოქმედებენ და ის ვიღაცა ცდილობს მათ კრიტიკას ტაბუ დაადოს. ამიტომ, არასამთავრობოებისა და მედიის კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის საკითხი მიკერძოებისა და სტერეოტიპების გარეშე უნდა განვიხილოთ. სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის უნდა იდგეს. თუმცა, ის არ უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკურ ორგანიზაციას. ის, რომ არასამთავრობოს წარმომადგენელი ან ჟურნალისტი ოფიციალურად არ იყრის კენჭს არჩევნებში, სულაც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი არ არის. მათი მიჩნევა მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად არ შეიძლება. ამიტომაც, უფრო სწორი იქნება, რომ მათ პოლიტიკური აქტივისტები ვუწოდოთ და არა სამოქალაქო საზოგადოება. ზოგიერთი მათგანი პირდაპირაა დაკავშირებული ფორმალურ პოლიტიკურ პარტიებთან, ზოგჯერ პირდაპირ ამ პარტიების სახელებსაც კი ირქმევენ, როგორც, მაგალითად „დროა“ ან „ხალხისთვის“. იყო შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპული ცენტრის“ ლიდერები პირდაპირ გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტია „თავისუფლების მოედნად“. მეტიც, ცოტა ხნის წინ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად გამოაცხადა. არასამთავრობოებმა გააკრიტიკეს ეს გადაწყვეტილება და ის სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებად გამოაცხადეს. თუმცა, სულ რამდენიმე დღეში, ამ არასამთავრობოს ორი წამყვანი ფიგურა ოპოზიციის საარჩევნო პარტიული სიის წამყვან ადგილებზე ვიხილეთ,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობოები, მედია და პარტიები ერთმანეთში არიან გადახლართულნი და ქმნიან პოლიტიკურ კონგლომერატებს.

,,აშკარაა, რომ ამ არასამთავრობოებისა და მედიის დღის წესრიგი ღიად პოლიტიკურია. ისინი გამუდმებით მოუწოდებენ მთავრობის შეცვლისაკენ და, ერთ მომენტში, „ტექნიკური მთავრობის“ ფორმირებაც კი მოითხოვეს, რომელსაც, მათი თქმით, ქართული ოცნების დამხობის შემდეგ, თავადვე გაუძღვებოდნენ. სოროსის ფონდის, „საერთაშორისო გამჭვირვალების“, „ახალგაზრდა იურისტებისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ გზავნილები, ნარატივი და თემების არჩევანი სრულადაა სინქრონიზებული ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. არასამთავრობოების მსგავსად, ისეთი ტელეკომპანიები, როგორებიცაა „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ პროპაგანდისტულ პლატფორმებს უქმნიან იმავე პარტიებს, შესაბამისად „ახალს“, „ლელოსა“ და ენმ-ს. პოლიტიკური დღის წესრიგისა და მაუწყებლობის გარდა, ამ არასამთავრობოებისა და მედიის ფინანსები ხშირად პირდაპირ ემსახურება პოლიტიკურ პარტიებს: არასამთავრობოები პარტიების შეხვედრებს აორგანიზებენ, აწყობენ „დემოკრატიის ფესტივალებს“ პოლიტიკური აგიტაციისათვის, ან სულაც, პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ. მოკლედ, არასამთავრობოები, მედია და პარტიები ერთმანეთში არიან გადახლართულნი და ქმნიან პოლიტიკურ კონგლომერატებს, რომლებიც ხშირად დაკავშირებულნი არიან ჩრდილოვან ოლიგარქებთან. უფრო მეტიც, პოლიტიკური კავშირებისა და ფინანსური დახმარების გარდა, ეს არასამთავრობოები და მედია საშუალებები პირდაპირ ფინანსდებიან უცხოეთიდან, „დემოკრატიული დახმარების“ გრანტებისა და პროგრამების საშუალებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში შემოედინება. საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ კრძალავს პოლიტიკოსებისა და პარტიების უცხოეთიდან დაფინანსებას. ამ საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, ნებისმიერი პირდაპირი თუ ფარული დაფინანსება უცხოეთიდან არა მარტო არალეგიტიმური, არამედ, უბრალოდ, უკანონოა. სულ ახლახანს, ზოგიერთმა არასამთავრობომ ღიად განაცხადა, რომ აპირებენ დაარღვიონ კანონი და არ დაემორჩილნონ უცხოური გამჭვირვალებისკანონმდებლობას. ამგვარი ღია დაუმორჩილებლობა უფრო შორს მიდის, ვიდრე კანონის ფარული უგულებელყოფა და ღიად უგდებს გამოწვევას სახელმწიფოს ძალაუფლებას. ამგვარად, უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, თანასწორი საარჩევნო გარემოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გადაწონვითაა დაკავებული, რითაც მოსახლეობას ართმევს ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლებას. ახლა, როდესაც არჩევნების თარიღი გვიახლოვდება, ვითარება კიდევ უფრო გართულდა. „ქართული ოცნების“ მიერ ახლახანს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 49-დან 19 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივ საარჩევნო დამკვირვებლად დარეგისტრირდა, პირდაპირაა დაკავშირებული ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან.

ეს საჯარო კავშირები იმაში გამოიხატება, რომ ამ „დამკვირვებლების“ დამფუძნებლები, გამგეობის წევრები, მმართველები ან აღმასრულებლები, იმავდროულად, პოლიტიკური სუბიექტების წევრები არიან ან ფულს სწირავენ მათ. ბევრი მათგანი, იმავდროულად, მწვავედ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, ტირაჟირებს მმართველი პარტიისთვის დაბრალებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას, მაგრამ მალავს ოპოზიციური პარტიების მიერ ჩადენილ აშკარა დარღვევებს.

ამგვარად, ეს კვაზისამოქალაქო ორგანიზაციები, ანუ, არსებითად, პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფები, თავს „არჩევნების დამკვირვებლად“ წარმოაჩენენ და იჩემებენ იმის უფლებას, რომ „მიუკერძოებელი“ და „ნეიტრალური“ ვერდიქტი გამოიტანონ იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო პროცესმა და ხმის მიცემამ. რასაკვირველია, ისინი მიკერძოებულები და ცალმხრივები იქნებიან, რაც ცხადსა და აშკარა საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

თიბისი კონცეპტი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მხარდამჭერია

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისი არქიტექტურის ბიენალე (TAB) სახელწოდებით „შეცდომების გასწორება” 28 სექტემბერს გაიხსნება და 19 ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებას სხვადასხვა გამოფენას, ლექციას, ვორქშოფს, საინტერესო გამოცდილებას და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

არქიტექტურის ბიენალე გაერთიანებს თემატურ გამოფენებს, ვორქშოფებს, გიდის მიერ ჩატარებულ ტურებს, საჯარო ინსტალაციებს, სიმპოზიუმსა და ლექციებს. წლევანდელი გამოშვების მთავარი თემა ადამიანებსა და ბუნებრივ რესურსებს შორის ურთიერთობაა, განსაკუთრებული აქცენტით წყლის რესურსზე. ბიენალე ხაზს უსვამს არქიტექტორების, ქალაქმგეგმარებლების, პოლიტიკის შემქმნელებისა და გარემოს დამცველების როლს რთული დინამიკის ნავიგაციის პროცესში.

მეოთხე ბიენალეს გახსნას 28 სექტემბრის 18:00 საათიდან თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტთან არსებული მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია უმასპინძლებს. შენობა, რომელიც 1862 წელს აშენდა და კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს, ბიენალეს შეკრების ერთ-ერთი მთავარი ადგილი იქნება, რომელიც განსაკუთრებულად ეხმიანება წლევანდელი გამოშვების თემას.

ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში (მარჯანიშვილის 7) გაიმართება:

4 ოქტომბერი, 18:00 |  გამოფენის გახსნა  „კოლექტიური წარმოების ადგილები“. გამოფენის ორგანიზატორია IFA – საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი (ifa-Institut für Auslandsbeziehungen), ARCH+-თან თანამშრომლობით. გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

5 ოქტომბერს 14:00 | გამოფენის კურატორის, სტეფან გრუბერის ტური. 

5 ოქტომბერს 16:30 | სიმპოზიუმი „Commoning Tbilisi”. მოდერატორები: სტეფან გრუბერი და თინათინ გურგენიძე.

8 ოქტომბერი 19:00 |ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის UNstudio-ს თანადამფუძნებლის და ურბანული დაგეგმარების მთავარი სპეციალისტის კაროლაინ ბოსის ლექცია „შეკეთება“.

11 ოქტომბერი 18:00 | „მეხსიერების პოლიტიკა და ჰიდრო ნარატივები სომხეთში“. არქიტექტორი, ურბანისტი, მკვლევარი და კულტურული და სოციალური ნარატივების ლაბორატორიის (CSN Lab) წევრი, არსენ აბრაჰამიანი წარმოადგენს ორ კვლევით პროექტს — „ქეჩუთი: წყლისქვეშ მყოფი მეხსიერება“ და „გეტარი: მდინარის მეხსიერება,“ რომელიც CSN ლაბორატორიამ სომხეთში განახორციელა.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს თბილისსა და სხვა ქალაქებში არქიტექტურული და ურბანული საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას. ყოველი გამოშვება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ, ურბანული და არქიტექტურული საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს საერთო თემის გარშემო აერთიანებს. წლევანდელი ბიენალეს პლატფორმა დოკუმენტურ, კვლევით და ისტორიულ მიდგომებს დაეთმობა.

გაეცანით ბიენალეს ღონისძიებებს დეტალურად.

თიბისი ბიზნესის განათლების მორიგი სესია ბრენდის სტრატეგიას დაეთმობა

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

ბიზნეს განათლების ფარგლებში, 2, 4 და 7 ოქტომბერს 19:00 საათზე, ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი, შოთა ჩინჩალაძე გაუძღვება კურსს ბრენდის სტრატეგია და მართვის პრინციპები.

ბრენდის სტრატეგიისა და მართვის პრინციპების მასტერკლასის მიზანია ანტრეპრენერებს საკუთარი ბრენდების სწორად გააზრებასა და დიდი ნაბიჯების გადადგმის აუცილებელი ფუნდამენტის შექმნაში დაეხმაროს.

მასტერკლასი ბრენდის სტრატეგიის ფუნდამენტური განაცხადის შექმნის პროცესს მიუყვება და იმ სამი უმთავრესი ნაწილის სიღრმისეულ თეორიულ და პრაქტიკულ ანალიზს მოიცავს, რომლებზეც აუცილებელია ბრენდის შენების პირველივე დღეებიდან დაფიქრება.

შეხვედრები 2, 4 და 7 ოქტომბერს, 19:00 საათზე ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება.

დასწრების მსურველები დარეგისტრირდით:

სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

(R)

ტრამპმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ზელენსკი მას შეხვედრას სთხოვს

შშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მასთან შეხვედრას ითხოვს.

„ჩვენ უკრაინაში ყველას გვსურს დავასრულოთ ეს ომი სამართლიანი მშვიდობით. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის გარეშე ეს შეუძლებელია. ზუსტად ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ გავუგოთ ერთმანეთს და მჭიდრო კონტაქტში ვიყოთ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ შეხვედრა გთხოვეთ, მე მსურს უშუალოდ თქვენგან გავიგო თქვენი მოსაზრება“, – წერს ზელენსკი.

„თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის დიდი პატივისცემით ვეპყრობი ყველაფერს, რაც თქვენთან არის დაკავშირებული, და ასეც უნდა იყოს. მე ნიუ-იორკში პარასკევს ვიქნები, და ეს ჩვენი შეხვედრისთვის კარგი დრო იქნებოდა“, – აგრძელებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი წერილში პირადი კონტაქტების არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მითხარით, თუ ამ დროს ქალაქში იქნებით. ძალიან მინდა, რომ ჩვენი შეხვედრა შედგეს, როგორც ჩვენი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ეს ომი სამართლიანი გზით დავასრულოთ“, – დასძინა მან.

ტრამპს წერილი აშშ-ში უკრაინის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დენის სიენიკმა გადასცა.

https://truthsocial.com/@realDonaldTrump/113205635508100978/embed

„პრეზიდენტთან კითხვა მაქვს, ამდენი ხანი რას აკეთებდა?”- იაგო ხვიჩია

პრეზიდენტს ამნისტიის შესახებ კანონზე ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, როგორც კი პარლამენტიდან გაიგზავნა, მაგრამ როგორც იცით, პრეზიდენტი მაჭანკლობით იყო დაკავებული, რაც ცუდად დასრულდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ამნისტიას არ ეთანხმება და კანონს ხელი ფაქტობრივად, ძალით მოაწერა.

„პრეზიდენტთან კითხვა მაქვს, ამდენი ხანი რას აკეთებდა? როგორ შეიძლებოდა, “ლელო”-გახარიების შეხვედრების შუაში 15 წუთი ვერ ეპოვა, რომ კანონზე ხელი მოეწერა და რამდენიმე დღე ხალხი ტყუილად არ დაესვა ციხეში? – ეს რატომ იყო საჭირო, ამას ვერ მივხვდი. პრეზიდენტს კანონზე ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, როგორც კი პარლამენტიდან გაიგზავნა, მაგრამ როგორც იცით, პრეზიდენტი დაკავებული იყო მაჭანკლობით, რაც ცუდად დასრულდა. მან პატიმრების რამდენიმე დღე შეიწირა, თორემ პრეზიდენტი დიდად გადაღლილი არ ჩანდა ისე, რომ ათი წუთი კანონზე ხელის მოსაწერად არ დაეთმო, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდებოდა. კარგია, რომ თავის ხუშტურებს ბოლომდე არ მიჰყვა და ეს საკითხი არჩევნების იქით არ გადაწია. ის ამნისტიას არ ეთანხმება და კანონს ხელი ფაქტობრივად, ძალით მოაწერა”, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი დღეს მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები ელოდება, რის გამოც აღნიშნულ კანონს ხელი მოაწერა.

,,დღევანდელი დღის ტკივილი დარჩეს მარტო 27 სექტემბერს,დანარჩენი იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების და სიძლიერის თარიღები!”- კობა კობალაძე

დღეს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“დღეს არის ტკივილის და გლოვის დღე. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო იმ გმირების ოჯახის წევრებს, რომელთა სახელებიც ამ მემორიალზეა გამოსახული და მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს… იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ქვეყანა იქნება ძლიერი, თავისუფალი და ლაღი. დღევანდელი დღის ტკივილი დარჩეს მარტო 27 სექტემბერს, დანარჩენი იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების და სიძლიერის თარიღები,”-განაცხადა კობა კობალაძემ.

სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების თანამშრომლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები.

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, დღეს, 27 სექტემბერს, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი _ საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.

 ,,ქვეყანაში არანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს, ისინი პოლიტიკური პარტიის წევრები და რადიკალები არიან” – კახა კალაძე

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი?“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ცესკო-ში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს, არის დასტური იმის, რომ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს და ისინი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ.

„თავიდანვე ვთქვით, რომ არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს ქვეყანაში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი? რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა „ნაცმა“? ყველაფერი ცხადია. ეს უბრალოდ შესაფუთად სჭირდებათ. ხან არასამთავრობო ორგანიზაციას ირქმევენ, ხან – რას. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სხვა ადამიანები არიან. ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის წევრები და რადიკალები არიან, რომლებსაც სახელი და ფუნქციები სხვადასხვა აქვთ.

ეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს სხვადასხვა პარტიის სახით არის წარმოდგენილი, ამ ქვეყანას და მშვიდობას ებრძვის. მათი მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს ინტერესი სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული. რაც არ უნდა მძიმე იყოს, ომი იქნება საჭირო, თუ რასაც უბრძანებენ, ყველაფრისთვის მზად არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. ესენი არიან:

  1. „საქართველო“
  2. „გახარია საქართველოსთვის“
  3. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
  4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  5. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
  6. „მემარცხენე ალიანსი“
  7. თავისუფალი საქართველო
  8. ტრიბუნა
  9. „შეცვალე საქართველო“
  10. „ჩვენ“
  11. ქართველ ერთობა
  12. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  13. ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
  14. „გირჩი“
  15. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  16. ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!
  17. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
  18. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
  19. „ევროპელი დემოკრატები“

ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაწყებულია. პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი 6 ოქტომბერია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია ერთი საარჩევნო სუბიექტის  –  „ევროპელი დემოკრატების“ პარტიულის სია. შესაბამისად რეგისტრაციის პროცედურებს გადის 18 საარჩევნო სუბიექტი.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 27 საარჩევნო სუბიექტი. მათგან სამ პარტიას („ანა დოლიძე – ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთა პარტია“) საარჩევნო რეგისტრაცია  საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა.

აღსანიშნავია, რომ ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა მისცა. ცესკოს  დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის  ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეეძლოთ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. რის შემდეგაც ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით. აღნიშნული წესით პარტიული სია ოთხმა პარტიამ წარადგინა.

გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე დადგენილებით (დადგენილება №34/2024) განსაზღვრა კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი, რითაც ხელი შეუწყო პარტიებს დროულად მიეღოთ გადაწყვეტილებები პარტიულ სიებთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე დააზუსტა ის ვადები, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის მიერ ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენას. ცესკომ ცვლილება შეიტანა შესაბამის განკარგულებაში და დაადგინა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა ცესკოში წარდგენილ პარტიულ სიას დაერთვება თუ ის გაცემულია პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადამდე 20 კალენდარული დღის ვადაში, რითაც საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი პროცედურის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ცხადი გახადა.