Home Blog Page 701

იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით – ჯო ბაიდენი სალომე ზურაბიშვილს 

იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ოკუპაციის 16 წლისთავზეც საუბრობს და განმარტავს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო,

მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე.

ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მინდა ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

32 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს“,- აღნიშნულია წერილში.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ინფრასტრუქტურული ობიექტები თბილისსა და ბაკურიანში შენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ეწყობა ბიათლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანი და 3 კილომეტრის სიგრძის ტრასა.

თბილისში კი, შენდება ყინულის სასახლე, რომლის უმაღლესი დონის ტექნიკური სავარჯიშო სტადიონი ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.

ორივე პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშესაწყობად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო კომისია იმუშავებს.

პირდაპირ და ღიად ვიტყვით – მთელი პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაიწყო ომი რუსეთთან – საზოგადოება „ქართული“

საზოგადოება „ქართული“ აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ვერანაირად ვერ გახდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირების მიზეზი.

მათივე თქმით, კანონი აქ არაფერ შუაშია და იგი მხოლოდ საბაბია ამ შემთხვევაში, მიზეზები კი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების აცდენაში უნდა ვეძებოთ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველამ იცის, რომ ომი რუსეთთან საქართველოს სახელმწიფოს განადგურებით დასრულდება. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ გარკვეულმა ძალებმა მიზნად დაისახეს საქართველოს გაწირვის ხარჯზე პატარა შვება მისცენ უკრაინის არმიას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.

„თავს უფლებას ვაძლევთ ქართველი საზოგადოების გულისტკივილი გულწრფელად გაგიზიაროთ. დავიწყებთ იმ ყბადაღებული „გამჭვირვალობის კანონით“. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომაა უფრო მკაცრი ამერიკული, კანადური ან ფრანგული (სხვა ქვეყნების რეგულაციებზე რომ არაფერი ვთქვათ) ანალოგიური კანონი – სიკეთე და ქართული-დემოკრატიული უკუსვლა? კანონი, რომელიც ერთადერთს – წელიწადში ერთხელ ანგარიშის დეკლარირებას ითხოვს იმ ორგანიზაციებისგან, რომელთაც უცხო ქვეყნები, მათ შორის,თქვენც აფინანსებთ. თუკი ამ კანონში დასახვეწია რაიმე (ვთქვათ, ტერმინოლოგიური) ასპექტი, მაშინ, რატომ არ მიმდინარეობს თანამშრომლობა ჩვენს ხელისუფლებასთან დახვეწის პროცესისათვის და რატომ ისჯება ქართველი ხალხი და მისი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება გამჭვირვალობის სრულიად დემოკრატიული კანონისათვის?

თუ არ გინდათ გასაჯაროება იმის, ვინ რისთვის ფინანსდება თქვენსავე სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში, ეს თავისთავად სერიოზული პრობლემაა და ამგვარი ორმაგი სტანდარტები ქართველ საზოგადოებაში დიდ უნდობლობას აჩენს. მეგობრები ასე არ იქცევიან ნამდვილად. ჩვენს ეჭვებს აღრმავებს ისიც, რომ ამგვარად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ბარიკადებზე დგანან და ახორციელებენ იმ საქმიანობას, რომელიც მათ თქვენივე კანონმდებლობითა და რეგულაციებით აქვთ აკრძალული.

გამჭვირვალობის შესახებ მართლაც უწყინარი კანონი ვერანაირად ვერ გახდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირების მიზეზი. კანონი აქ არაფერ შუაშია და იგი მხოლოდ საბაბია ამ შემთხვევაში, მიზეზები კი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების აცდენაში უნდა ვეძებოთ. პირდაპირ და ღიად ვიტყვით – ჩვენი აზრით, მთელი პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაიწყო ომი რუსეთთან და ამით გეგმები აურია თქვენი ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის ესკალაციითაა დაინტერესებული. ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ომში საქართველოს ჩართვა სასურველ კორექტივებს შეიტანს მიმდინარე საომარი მოქმედებების არასასურველ სცენარში. სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს ბოლო თვეებში განხორციელებულ წარმოუდგენელი მასშტაბის, სიხშირისა და ინტენსივობის უსამართლო თავდასხმებს ქართული სახელმწიფოსადმი, არც გამომწვევ, გარე-ჩარევებს ქვეყნის შიდა საქმეებში და არც ღია მხარდაჭერას თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიციისადმი, რომლებიც მზად არიან მეორე ფრონტის გასახსნელად. ასე მხოლოდ ჩვენ არ ვფიქრობთ, იგივე არაერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა აღნიშნა.

დარწმუნებულები ვართ, ბევრმა თქვენგანმა ზუსტად არც კი იცის, სადაა საქართველო და ზოგიერთს იგი ალბათ რუსეთისა და უკრაინის ტოლ ქვეყნად მიაჩნია. არადა, საქართველო სამხრეთ კავკასიის ერთი პატარა და უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც დღეს 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთთან რამდენიმე ომი გადავიტანეთ, რის შედეგადაც, დავკარგეთ ტერიტორიების 22% და დევნილად იქცა ჩვენი მოსახლეობის 15%. უფრო მეტიც, რუსეთის არმია დღეს ქვეყნის დედაქალაქიდან 30 კმ დგას და ნებისმიერი ჩვენი ცდა, დავუპირისპირდეთ საოკუპაციო ძალებს, დასრულდება ჩვენი სახელმწიფოს უსწრაფესი განადგურებით.

ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ გარემოებას, რომ სამხრეთ კავკასია, სადაც ქართველები ოდითგან ვცხოვრობთ, ისტორიულად იყო და დღესაც არის რეგიონული დიდი სახელმწიფოების: თურქეთის, რუსეთის და ირანის ინტერესების არეალი. მით უფრო დღეს, რეგიონში არსებული ფეთქებადსაშიში ვითარების გამო.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიცავს ნატოს ქოლგა, არც არავინაა დამხმარე ჩვენი თავის გარდა და ნუ გიკვირთ, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებამ გამორჩეული სიფრთხილე გვასწავლა და არ გვინდა დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შესაწირი პაიკი აღმოვჩნდეთ.

ბუნებრივია, თქვენ არ ხართ ვალდებულები, შორეული საქართველოს პრობლემებში ერკვეოდეთ, მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, თქვენმა შესაბამისმა ინსტიტუტებმა და ექსპერტებმა კარგად იციან ჩვენს მიერ აღწერილი რეალობა. მაშინ რა გამოდის? – ყველამ იცის, რომ ომი რუსეთთან საქართველოს სახელმწიფოს განადგურებით დასრულდება და მაინც გვიბიძგებენ აქეთკენ? არ გვინდა ვიფიქროთ, რომ გარკვეულმა ძალებმა მიზნად დაისახეს საქართველოს გაწირვის ხარჯზე პატარა შვება მისცენ უკრაინის არმიას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია“, – წერია განცხადებაში.

თიბისი კონცეპტი ტრადიციულად წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მხარდამჭერია

31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე, წინანდლის მამული რიგით მეექვსე კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს.

თქვენ გელით განსაკუთრებული მუსიკალური დღესასწაული კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შესრულებით:

ერიკა გრიმალდი, ბრუს ლიუ, მიხაილ პლეტნევი, ჯოშუა ბელი,  ჯერემი დენკი,  სტივენ ისერლისი, მარტინ ფროსტი, ბორის გილტბურგი,  კრისტოფ ბარატი, ჟულიენ კანტანი, ლიზა ბათიაშვილი, ალექსანდრე კანტოროვი და სხვები.

სრული პროგრამა: https://tsinandalifestival.ge/what-is-on/

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები* და ბილეთები 15%-იანი ფასდაკლებით.

*ნაკრებში შედის ოთახის ჯავშანი ერთი ღამით, საუზმე ორ სტუმარზე და საღამოს და მომდევნო დილის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები.

ნაკრების შესაძენად გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს, *2777

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/show/19237/tsinandlis-festivali-2024

ნაკრებებზე და ბილეთებზე გავრცელდება 15%-მდე ფასდაკლება.

შეთავაზება ვრცელდება თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათზე.

R

ამინდის განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:

9-12 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 10-12 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 10-12 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, + 25 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსეთის ლიპეცკის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ლიპეცკის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ლიპეცკის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა.

მისი თქმით, ოლქის ოთხი დასახლებული პუნქტიდან – კოპცევი ხუტორა, ფიოდოროვკა, იაკოვლევკა და ტინკოვა – ადამიანები ევაკუაცია მიმდინარეობს.

ოლქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. გუბერნატორის ბრძანებით, გაუქმებულია ყველა გასართობი და სპორტული ღონისძიება. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის მხრიდან დაფინანსება შეუწყდა და სრულიად მიტოვებულია – ლევან ბეჟაშვილი

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის მხრიდან დაფინანსება შეუწყდა და სრულიად მიტოვებულია.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, „ყველას კარგად ახსოვს, რომ რუსეთის ფედერაცია იყო ლუგარის ლაბორატორიის მთავარი მოწინააღმდეგე, რომელიც ათას მანიპულირებად ჭორს ავრცელებდა“.

„ლუგარის ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იყო. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, კოვიდის პანდემიის დროს ამ დაწესებულებამ, რა როლი შეასრულა ჯანდაცვის მიმართულებით. ის, რომ „ქართული ოცნება“ დღეს დაფინანსებას წყვეტს, ეს არის რუსული პოლიტიკის გამოვლინება, რუსული ნარატივი ყველას კარგად ახსოვს, თუ ვინ იყო ლუგარის ლაბორატორიის მთავარი მოწინააღმდეგე, ეს იყო რუსეთის ფედერაცია, რომელიც ათას მანიპულირებად ჭორებს ავრცელებდა ლუგართან დაკავშირებით. ამიტომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს ინსტიტუტი მიტოვებულია, მაგრამ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი შეიცვლება და საქართველო თავის განვითარების გზას დაუბრუნდება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხელი შეუშალოს ქვეყნის გადასვლას რუსული სტილის ავტორიტარიზმზე? – The New Yorker

აშშ-ის ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ (The New Yorker) 6 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „იმედისა და უიმედობის ზაფხული თბილისში: ქართველები ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადებიან – შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხელი შეუშალოს ქვეყნის გადასვლას რუსული სტილის ავტორიტარიზმზე?“ (ავტორი – ნადია ბერდი).

გთავაზობთ ვრცელი სტატიის მიმოხილვას.

პუბლიკაცია იწყება თბილისური პოლიტიკურად ცხელი ზაფხულის აღწერით, რომელიც ორიოდე თვის წინ გამართულმა საპროტესტო აქციებმა განაპირობა. როგორც ავტორი წერს, მისთვის თბილისი ძალზე ნაცნობი ქალაქია, სადაც იგი სამი წელი ცხოვრობდა და ამიტომ ბევრი მეგობარი ჰყავს. როცა გაიგო ანტისამთავრობო გამოსვლების ამბავი „უცხოური აგენტების კანონის“ მიღების გამო, იგი დაგვიანებით, მაგრამ მილანიდან (იტალია) საქართველოსაკენ მაინც გამოემგზავრა, როგორმე რაიმეთი რომ დახმარებოდა მეგობრებს. „თბილისში ცხოვრების დაბალი დონეა, თუმცა მე ყოველდღე ვხედავ მთაზე წარმომართულ მინისა და ფოლადისაგან აგებულ სასახლეს, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მან თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. მანვე ჩამოაყალიბა პოპულისტური სოციალ-კონსერვატიული პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს 2012 წლიდან მართავს“, – აღნიშნავს ავტორი.

ნადია ბერდი საკმაოდ ვრცლად საუბრობს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის შესახებ“, რომელიც, მისი აზრით, ანტიდემოკრატიულია, მიმართულია ქართული სამოქალაქო საზოგადოების – არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური მასმედიის წინააღმდეგ, იმეორებს რუსეთის მიერ მიღებული მსგავსი კანონის დებულებებს. დასავლეთმა ქართული კანონის მიღება გააკრიტიკა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რუსეთმა კი, თუ მხედველობაში მივიღებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მარია ზახაროვას განცხადებას, პრინციპში, მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას.

პუბლიკაციის ავტორი უმეტესად ესაუბრება ქართულ პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს – მაგალითად, ნინო კუპატაძეს (მენეჯმენტის კონსულტანტს), ელენე ხოშტარიას (პარტია დროას“ ლიდერს) და სხვებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ „ევროპული გზის“ ღალატისა და რუსული ორბიტისკენ გადახრის გამო. ესაუბრება აგრეთვე ახალგაზრდებს – მაგალითად, ფოტორეპორტიორ ლუკა ღვინიაშვილს, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და ამიტომ ის პოლიციამ დააკავა.

სტატიაში ავტორის მიერ პოზიტიურად არის მოხსენიებული მიხეილ სააკაშვილი, „რომელმაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე აიძულა ქვეყნის მეთაურის პოსტიდან წასულიყო. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, მან მემკვიდრეობით მიიღო კორუმპირებული საქართველო, რომელიც განავითარა, აღმოფხვრა კორუფცია, განამტკიცა დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები, განსაკუთრებით პოლიცია, ქვეყანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებს დაუახლოვა.. ნატოში ინტეგრაცია მიხეილ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის სავიზიტო ბარათი იყო. იგი სწრაფად გახდა დასავლეთის ფავორიტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა (თბილისში დთეს ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა არსებობს)…

თუმცა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა მზარდი ავტორიტარიზმითა [და დემოკრატიული ნორმების დარღვევით] აღინიშნა. მისი პრეზიდენტობა დაემთხვა საქართველოსათვის კატასტროფულ მოვლენას – 2008 წლის აგვისტოს ომს რუსეთთან, რომელიც საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციით დასრულდა. მიხეილ სააკაშვილის მტავრობამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთოპბა გაწყვიტა, რომელიც დღემდე არ აღდგენილა. 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის პარტიან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნები წააგო, გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“. სხვათა შორის, ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ ქვეყნის დაშორება დასავლეთისაგან სწორედ იმ წლიდან დაიწყო.

„ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველი იმით მიიზიდა, რომ ის ერთადერთი პარტია იყო, რომელიც გარანტირებდა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ დაუბრუნებლობას ხელისუფლებაში. მოგვიანებით ექს-პრეზიდენტი მცირე ხანს უკრაინაში საქმიანობდა, მაგრამ საქართველოში როცა დაბრუნდა, იგი საპყრობილეში აღმოჩნდა. პროკურატურამ მას ბრალად დასდო თანამდებობრივი მდგომარეობის ბორიტად გამოყენება. „თბილისის ქუჩებში მრავლადაა სარეკლამო ფარები ექს-პრეზიდენტისა და მის თანამზრახველთა გამოსახულებით და წარწერით „არა ნაცებს!“, – აღნიშნავს ავტორი, რომელიც ქართული ანალიტიკური ცენტრის – პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს კორნელი კაკაჩიას ესაუბრება: „საქართველო ამჟამად მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფოს მიტაცების პერიოდში იმყოფება. ქართული ოცნება, ისევე როგორც წინა მმართველმა პარტიებმა, ხელისუფლების მონოპოლიზება მოახდინა და არცევნების დროს ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „ქართული ოცნებას“ მაინცდამაინც დიდი რუსვილი არ გამოუჩენია, რომ დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს მიერთებოდა. ამით ღვივდებოდა მითქმა-მოთქმა და ეჭვები, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც  მოსკოვთან კავშირებს ინარჩუნებს. რუსეთთან დამოკიდებულება ერთ-ერთი ის „წითელი ხაზია“, რომელსაც, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აზრით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არ გადააბიჯოს. „მაგრამ საზოგადოება, რომელიც წლობით იყო პრინციპულად პროევროპული, ამჯერად უკვე იცვლება“, – ამბობს გიგა ბოკერია, ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი.

ენდობიან თუ არა ახალგაზრდები (თაობა Z) ქართული პარტიების ლიდერებს? „ისინი არ ენდობიან ყველას, ვინც ამბობს: „მე ვიქნები საერთო ლიდერი“, „მე გავაერთიანებ ყველას’ და ა.შ. ასეთი მესია იყო მიხეილ სააკაშვილი. ასეთივე მესიაა ბიძინა ივანიშვილი“, – ამბობს ამერიკელ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში ანა თავაძე, რომელიც კვირ-ფემინისტური მულტიმედიური პლატფორმის  GrlzWave-ს მენეჯერად მუშაობს.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგ მმართველმა პარტიამ ქვეყნის მეთაურის უფლებამოსილების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრს გადასცა და პრეზიდენტს ფაქტიურად ცერემონიალური სტატუსი დაუტოვა. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებაში 2018 წელს მმარტველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელსეწყობით მოვიდა, მას ბიძინა ივანიშვილმა ნდობა გამოუცხადა. თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ოპოზიცია აკრიტიკებდა, მაგრამ როცა მან, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კრიტიკა დაიწყო, იგი ოპოზიციისათვის უკვე დადებით პიროვნებად გადაიქცა. პრეზიდენტი ხშირად დადიოდა დასავლეთში, ხვდებოდა ევროპელ ლიდერებს და საქართველოს მთავრობას უარყოფითად მოიხსენიებდა. რა თქმა უნდა, მმართველი პარტიიისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა პრეზიდენტის გადახრა ოპოზიციისაკენ და მისთვის იმპიჩმენტის მოწყობას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. სალომე ზურაბიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას და მას ვეტოც დაადო, მაგრამ პარლამენტმა ვეტო გადალახა. ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას სამოქმედო გეგმა შესთავაზა – ე.წ. „ქართული ქარტია, რომელშიც პრიორიტეტი ენიჭება პროდასავლური კურსის გატარებას.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები შეთახმდნენ, რომ უარს იტყვიან იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციაზე, მათ შორისაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (Transparency International Georgia), რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება. ავტორი ესაუბრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს – 46 წლის ეკა გიგაურს: „ეს ჩვენი ღირსების საკითხია. მზად ვართ ჯარიმებისათვის კანონის დარღვევის გამო. ჩვენ არ გვსურს ვინმემ გვიწოდოს აგენტები და ჯაშუშები. ჩვენ საქართველოს პატრიოტები ვართ“, – ამბობს ეკა გიგაური.

კიდევ ერთი ორგანიზაცია – ინგლისურენოვანი ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო OC Media-ც არ აპირებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მოთხოვნების შესრულებას, მაგრამ მისი ხელმძღვანელი მარიამ ნიკურაძე შეშფოთებულია, ვაითუ ოქტომბრის არჩევნებამდე იურიდიული სტატუსის გარეშე დარჩეს და არჩევნებში დამკვირვებლის აკრედიტაცია ვერ მიიღოს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავი, რომლებიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული, იმაში გამოიხატება, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში მარგინალები არ გახდნენ. „ჩვენ გვჭირდება უპირატესი უმრავლესობის მოპოვება“, – ამბობს გიგა ბოკერია სტატიის ავტორთან საუბარში. არის იმის იმედი, რომ ახალგაზრდები ფართოდ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ისინი ხმას პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მისცემენ. მაგრამ ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის, შეძლებს თუ არა ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიმართ მოსახლეობის მიერ გამოხატული უკმაყოფილების თავის სასარგებლოდ გამოყენებას და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას. საქარტველოს საგარეოპოლიტიკური ტრაექტორია გარე ფაქტორებზეც არის დამოკიდებული: თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ამ ფაქტსაც შეუძლია გავლენის მოხდენა. „დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისათვის სასურველი არ არის. ჩვენებს ეშინიათ, რომ დონალდ ტრამპის ბუნებიდან გამომდინარე, ვაითუ მან გარიგება დადოს [რუსეთთან] და რაღაც მომენტში საქართველო, მოლდოვა და უკრაინა „ავტობუსის ქვეშ მოაყოლოს“ – ბედის ანაბარად მიატოვოს.

ლუკა ღვინიაშვილს, რომელიც საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ დააკავა, სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა – „წვრილმანი ხულიგნობისათვის“. იგი ამჟამად „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან უარყოფითად არის განწყობილი. „ახალგაზრდები ოპოზიციისაკენ მიდიან, ჩვენ სხვა არჩევანი უკვე აღარ გვაქვს“, – ამბობს იგი „ნიუ-იორკერის“ ჟურნალისტთან საუბარში.

წყარო

————–

 “ჟამია და დრო იმისა, რომ უკვე ვისწავლოთ ერთად ყოფნა, ერთად დგომა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს შენება!..” – კობა კობალაძე

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და სამშობლოსათვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის.

” კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს, თითოეული ჩვენი გმირის ოჯახის წევრებს და თითოეულ ჩვენგანს და, ალბათ, ჟამია და დრო იმისა, რომ უკვე ვისწავლოთ ერთად ყოფნა, ერთად დგომა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს შენება. ის, რომ ეს ქვეყანა განწირულია იმისთვის, რომ თავისუფალი იყოს, ეს ფაქტია; ის, რომ ჩვენ, მაცხოვრებლები ამ სამშობლოში_ ერთი სამშობლოს, ერთი ცის და ერთი მზის ქვეშ დავდივართ, ესეც ფაქტია და ის, რომ განწირულები ვართ ერთად თანაცხოვრებისთვის, ესეც ფაქტია. აქედან გამომდინარე, უნდა გზა ვიპოვოთ ერთმანეთისკენ სვლის, რომ არაკეთილმოსურნეებს, ერთხელ და სამუდამოდ, გამოეცალოთ ხელიდან ის ფაქტორი, რომ შეუძლიათ ჩვენით მანიპულირება,”-განაცხადა კობა კობალაძემ.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე.

ისნის რაიონში საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ღონისძიებას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ- მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ალეკო ონიანის ოჯახის წევრებთან და გმირის თანამებრძოლებთან ერთად დაესწრნენ.

უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე (ალეკო) ონიანი დაიბადა 1981 წლის 9 მარტს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, რუსულ მოტომსროლელ ბატალიონთან უთანასწორო ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან, სადაც ქართული შენაერთი მოწინააღმდეგის ალყაში მოექცა. ალეკო ონიანმა მძიმედ დაჭრილი მისი ნათლული, კაპრალი რომან ზოიძე, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, არ მიატოვა; ტყვედ აყვანის საშიშროებისთანავე, ხელყუმბარით თავი აიფეთქა, მტერს არ ჩაბარდა და მისი ცოცხალი ძალაც დააზიანა.

ალექსანდრე ონიანს, (სიკვდილის შემდეგ) 2009 წელს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, ხოლო 2021 წელს, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

საქართველოს ეროვნული გმირი, ალექსანდრე ონიანი, დაკრძალულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის სასაფლაოზე.

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ფიქრობთ, რომ ამ დღეს ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ ცდებით – დაბრკოლება შეიძლება ზუსტად მაშინ წარმოიშვას, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელით, ასე რომ ნუ მოდუნდებით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ისეთ წვრილმანებზე იკამათებთ, რასაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით.

კურო

კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. სასურველი შედეგის მისაღწევად მოულოდნელ, მაგრამ ძალიან ეფექტიან გზას იპოვით. შესაძლოა, ძველ ნაცნობებს შეხვდეთ და ფინჯან ყავასთან წარსული გაიხსენოთ. დღის მთელი მეორე ნახევარი ხელსაყრელია სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. იდეების ნაკლებობა არ უჩივით. გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დახმარებას შემოგთავაზებთ.

ტყუპები

ამ დღეს სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ – ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. დიდი ხნის წინ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ძალიან გამოგადგებათ. ცდილობთ, თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ასიამოვნოთ და მათგანაც საპასუხო ყურადღებას იღებთ. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო საჩუქრები და რომანტიკული სიურპრიზები.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება ძველ ნაცნობებს ან კოლეგებს შეხვდეთ, რომლებსაც თქვენთვის კარგი სიახლე ან საინტერესო შეთავაზება ექნებათ. დღის პირველი ნახევარი მოულოდნელ შემოსავალს გპირდებათ. საღამოს საშუალება გექნებათ, დიდი ხნის წინ დაგეგმილი საქმე განახორციელოთ. გირჩევთ, ეჭვებისგან გათავისუფლდეთ და იმოქმედოთ. საღამოს რომანტიკული სიურპრიზები გელით.

ლომი

შეეცადეთ, მოთმინება და მეგობრული დამოკიდებულება გამოიჩინოთ მათთანაც კი, ვინც თქვენს პროვოცირებას და წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობს. ამ დღეს კარგი ურთიერთობის თუნდაც ფორმალურად შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამას მალე მიხვდებით. თავი შეიკავეთ რჩევა-დარიგებებისგან, როცა ამას არავინ გთხოვთ. დროა, რთული პრობლემების გადაჭრის ახალი გზა მოიფიქროთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

ქალწული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი, სასიამოვნო დღეა. სირთულეების არ გეშინიათ და ახალ საქმეებს ენთუზიაზმით ეკიდებით. თქვენი ძალისხმევის შედეგები ხშირად მოსალოდნელზე უკეთესია.
ადამიანები, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს ადრე არ აფასებდნენ, ახლა მზად არიან, აზრი შეიცვალონ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი მოკავშირეები გაიჩინოთ.

სასწორი

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. გარშემო მყოფებს მოსწონხართ. ისეთებსაც კი, რომლებიც ყველას მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. მიმდინარე საქმეებში მოსალოდნელია შეფერხება, მაგრამ ამის გამო არ უნდა ინერვიულოთ – ადრე თუ გვიან, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. გამოცდილება გეხმარებათ, რომ გაურკვეველ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

მორიელი

პიროვნული ხიბლი და მეგობრული დამოკიდებულება დაგეხმარებათ, მიზანს სწრაფად და მარტივად მიაღწიოთ. შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც დროულად უნდა განიხილოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას. ეცადეთ საკუთარი პირობა შეასრულოთ, თორემ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს გაანაწყენებთ.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე მეორე. ეს ფაქტორი სერიოზული პრობლემების გადაჭრის დროს უნდა გაითვალისწინოთ. რაც უფრო მეტი დრო გადის, გარშემო მყოფებთან, მათ შორის, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო რთულდება, მაგრამ თქვენ იპოვით საშუალებას, რომ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. საღამო სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ.

თხის რქა

დღის დასაწყისი ხელსაყრელია, ამიტომ სამომავლოდ არაფერი გადადოთ. სწორედ დილით იქნება წარმატების მიღწევის შანსები განსაკუთრებით მაღალი. ეს დრო ასევე შესაფერისია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმართვისა და მოკავშირეების მოძებნისთვის. შუადღის შემდეგ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მცირდება. მოსალოდნელია მცირე სირთულეები, რომლებიც ძალიან გაგაღიზიანებთ.

მერწყული

რთული და დაძაბული დღეა. გარშემო მყოფებთან დაპირისპირება გარდაუვალია, რადგან ემოციების მართვა გიჭირთ და წონასწორობას ადვილად კარგავთ. სირთულეებს ყველაზე ადვილად ის გაუმკლავდება, ვისაც საიმედო მეგობრები ჰყავს. ფინანსურ საქმეებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ დახარჯავთ ფულს იმაზე, რის გარეშეც მშვენივრად შეგიძლიათ გაძლოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და ინტუიცია გიკარნახებთ, ვის შეიძლება დაეყრდნოთ და ვის არა. საბუთების მომზადების და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას მოსალოდნელია პრობლემები და მათ დასაძლევად მოთმინების და შეუპოვრობის გამოჩენა მოგიწევთ.

 2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა- იუსტიციის სამინისტრო

2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ:

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ;

რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, პასუხისმგებელია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევაზე;

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.

2022 წლის ბოლოს ჰააგის პროკურორმა დაასრულა აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ქართული მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე;

2022 წელს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერები გამოსცა ცხინვალის რეგიონის სამი „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და გამოიკვეთა აწ გარდაცვლილი რუსი გენერლის პასუხისმგებლობა.

2024 წლის 9 აპრილს საქართველომ მოიპოვა კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე;

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი განგრძობითად ახორციელებს უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც მასობრივად არღვევს საქართველოს მოსახლეობის უფლებებს“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულებას, იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავების აღსრულების მიზნით საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან.