Home Blog Page 701

,,ერეკლე მეორის მაგინებლების ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ არის”- ბიძინა ივანიშვილი

მოგესალმებით კახელებო, გილოცავთ ალავერდობას!

მივესალმები თელავს, გურჯაანს, ახმეტას, ყვარელს, სიღნაღს, ლაგოდეხს, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს!

მივესალმები აქ მცხოვრებ თუშებსა და ხევსურებს, მივესალმები პანკისელ ქისტებს, ჩვენს აზერბაიჯანელებს: ყარაჯალელებს, იორმუღანლოელებს, კაბალელებს; მივესალმები კახეთის მიწაზე მცხოვრებ ჩვენს სომხებს.

მოგესალმებით პატარა კახის, დიდი ერეკლეს შთამომავლებს, საქართველოს უანგარო პატრიოტებს!

კახეთი, ჩვენი ქვეყნის ეს დალოცვილი კუთხე, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. ასე იყო უწინაც, ასე არის ახლაც!

საუკუნეების განმავლობაში, ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას, გმირულად იცავდით ჩვენს მიწა-წყალსა და სარწმუნოებას.  

დღეს რომ საქართველო ცოცხალია და ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, ამაში თქვენი ლომის წვლილია.

ისტორიულმა ქარტეხილებმა კახელებს მებრძოლი სული და უდრეკი ბუნება ჩამოგიყალიბათ, მაგრამ გენიალური ფიროსმანის პერსონაჟებივით ნათელ და ნამდვილ ადამიანებად დარჩით, კახური მრავალჟამიერივით ძარღვიან, ღირსეულ ქალებად და კაცებად!

„მამული, ენა, სარწმუნოება – სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?” – წერდა ჩვენი ერის მამა, ამ კუთხის შვილი, ილია ჭავჭავაძე. კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის ბრძოლას და მათ კეთილდღეობას  მიუძღვნა.  

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩვენი სამშობლო და ხალხი მსგავსი  გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა დამოუკიდებლობის პირობებშიც, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოს, ამ ქვეყნის შვილებისა და ყველაფერი ქართულის – ჩვენი ტრადიციების, ისტორიის, კულტურისა და რწმენის წინააღმდეგ არც მეტი არც ნაკლები – საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება იბრძოდა. ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ეს ყველაფერი უნდა დაეცვა, თუმცა, უცხოელ პატრონებთან ერთად, ისინი პირიქით მოქმედებდნენ – ახალი ქართველის შექმნაზე მუშაობდნენ, ვისთვისაც უცხო იქნებოდა ის ეროვნული ფასეულობები, რომელზეც იზრდებოდნენ, იზრდებიან და მადლობა ღმერთს, მომავალშიც გაიზრდებიან ამ ქვეყნის შვილები.

ამ პროცესის ნაწილი იყო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორის – ვაზისა და ქართული ღვინის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია, თანაც სად?! ღვინის სამშობლოში, სადაც ღვინო საკრალური სასმელია. სადაც კახელმა კაცმა ურთულეს ვითარებაში, გაუთავებელი ომების ქარ-ცეცხლში გამოატარა თავისი მთავარი განძი და ფასეულობა – ქართული ვაზი და ცივილიზაციას შემოუნახა ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი!

თუკი კახელი და ზოგადად, ქართველი ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება გინდა, მისი იდენტობის ამ ერთ-ერთ მთავარ ნაწილს უხეშად უნდა შეეხო. ყველაზე კარგად ეს იმ ხალხმა იცის, ვინც დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” სახეს წარმოადგენს და ქართული ღვინის წინააღმდეგ მიმართულ, შეურაცხმყოფელ კამპანიას დღესაც აგრძელებს.  

შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის შემზარავი დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა კახელი კაცი იძულებული გახადა, რომ შვილივით ნაზარდი ვაზი, ჩვენი ფესვი, ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყარო საკუთარი ხელით გაეჩეხა… აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა” მოევლინებოდა.

ღვინის სამშობლოში ამაზე უარესი თითქოს რაღა უნდა მომხდარიყო, რომ ქართველ კაცს, მითუმეტეს კახელს, ვაზის მოვლაზე აეღო ხელი, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ” გაცილებით უარესიც შეძლო – ტერორითა და სიღარიბით დაძაბუნებულ ქვეყანას ომის უბედურება დაატეხა თავს.

უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, სწორედ მათ სინდისზეა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა” პასუხისმგებელი ტრაგედიაზე, რაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ტერიტორიების დაკარგვის ფასად დაგვიჯდა!

ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი ცნობილ რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა! დღეს, არც ერთი მათგანი არ ცდილობს სამშობლოს ღალატის უარყოფას, რადგან იმდენად ნათელია მათი ნამოქმედარი, რომ უტიფრობით ცნობილი ომის პარტიის წევრები თითქოს შეეგუვნენ საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში მხილებას.

ამ დანაშაულის უგულებელყოფა და შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვება შეუძლებელია. ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გაიმართება წელში, თუ ამ ღალატს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკურად მათ უკვე გაიფორმეს ომის დაწყების დანაშაული ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ხოლო როდესაც აღარ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში, არჩევნებში გამარჯვებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცესი დაიწყება.

სწორედ ამიტომ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ”, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის” არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!

გარდა ამისა, ამ უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე: საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს ეს პოლიტიკური სარკომა საკუთარი სხეულიდან, თუ გვინდა, რომ მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე აღარ გავაგრძელოთ სიარული.

დღეს ყველა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს რადიკალური ძალა, მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური, არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები უცხო ძალის ინტერესს ატარებენ და ცდილობენ, რომ საქართველო ომის უბედურებაში გახვიონ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომი მონაგონი იქნება. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები, ადგილობრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ. ემზადებიან იმისათვის, რაც ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე!

ამის პატიება როგორ შეიძლება?! როგორ შეიძლება ამაზე საკადრისი პასუხი არ მოვთხოვოთ ხალხს, რომელთა მთავარი მიზანი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნება და საქართველოს ომის ქარ-ცეცხლში გახვევაა?!

ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ დღეს კახელ გლეხს შრომა უფასდება და მის მოსავალს რისკებისგან ვაზღვევთ, რომ ყურძნის ფასი გავზარდეთ და გასაღების მოშლილი, ტრადიციული ბაზრები აღვადგინეთ, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებაზე ვზრუნავთ და ამ მადლიან კუთხეში არცერთი გოჯი მიწა აღარ რჩება დაუმუშავებელი, რადგან ნიჭიერ, გამრჯე ხალხს საკუთარი შრომით ღირსეული შემოსავლის მიღების საშუალება მიეცათ. თავს ვიწონებთ იმით, რომ კახელი კაცი დღეს წელშია გამართული, რადგან იცის – სახელმწიფო უმაგრებს ზურგს და მისი შრომა ფასდება, მთელი რიგი შეღავათებითა და სახელმწიფო პროგრამებით კი მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.

თავს ვიწონებთ იმით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, კახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა; მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, ვაშენებთ საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალებს და აეროპორტს, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი. უძველესი ისტორიის, კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე კახეთი საოცრად მიმზიდველი გახდა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამ კუთხის ტურისტული პოტენციალი არნახულად გაიზარდა.

რთველის შემდეგ კახელები წლის მოსავალს ლოცავთ. ყოველივე ზემოთქმული, რაზეც ვისაუბრე, მათ შორის ის, რომ დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია, ის რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია, ის რომ ერთად ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული  სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი და დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, თავისუფლად ვცხოვრობთ, სწორედ ის საშვილიშვილო  მოსავალია, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ერთად ჩავუყარეთ საფუძველი. მოსავალი, რომელსაც მოვუარეთ, ვზრდიდით და მის შედეგებს, კეთილდღეობისა და მშვიდობის სახით, დღეს საკუთარ თავზე ვიმკით.

ამ ყველაფერს ჩვენი შრომით, ერთად, მივაღწიეთ და რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ!

მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, ამავდროულად კი საბოლოოდ დავასრულებთ სხვადასხვა, მათ შორის, უცხოური ძალების მიერ ჩვენი მოსახლეობისთვის ფსევდო-ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივ მცდელობებს, რაც ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული!

დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.

ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლადაც – კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი!

ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს – საქართველო მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.

26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების” გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!

დასასრულს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში – მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებით და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს კონსტიტუციაშიც ავსახოთ!

თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, რომელიმე რელიგიურ კონფესიას რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლება შეექმნას; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს,  სახელმწიფო კი თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა. საქართველოში მოქმედი კონფესიების დაცვისა და თავისუფლების გარანტი, როგორც დღემდე, შემდგომშიც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების” ხელისუფლება იქნება!

თქვენი, კახელების ხმა კოსმოსში ისმის და დარწმუნებული ვარ, ხმამაღლა გაისმება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც, სადაც ქუდზე – კაცი გამოხვალთ და უალტერნატივო არჩევანს გააკეთებთ: ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ.

კახელები პირდაპირი ხალხი ხართ, მიკიბულ-მოკიბული საუბარი არ გიყვართ, ამიტომ მეც პირდაპირ გეტყვით – 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას” უნდა დაუჭიროთ მხარი! მწამს, რომ ერეკლე მეფის მაგინებლების ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის. სწორედ ერეკლე მეფის ღირსებისთვის, მისი სახელით უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას”.

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! მრავალჟამიერ ისმოდეს ჩვენი  კეთილი, უტეხი ხმა ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოში! 

26 ოქტომბრისარჩევნებიგანიხილესგიორგიკალანდარიშვილმადაკრისალანმაცესკოშიგამართულშეხვედრაზე

კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ კრის ალანსა და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო არჩევნებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვას, ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებასა და ზოგადად ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებს.

ცესკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს იმ კონტრიბუციის გამო, რომელიც ბრიტანულმა მხარემ სხვადასხვა მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებისთვის უკვე განახორციელა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

თავის მხრივ კრის ალანი საარჩევნო გარემოს და 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩართული მხარეების როლითაც დაინტერესდა. მან გიორგი კალანდარიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ადმინისტრირების მიმართულებით.

შეხვედრა 26 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

,,26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის და ქვეყნის გადარჩენისთვის!”- ირაკლი ღარიბაშვილი

26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის! მე მჯერა, ჩვენი ხალხი ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებს და როგორც შიდა, ისე გარე მტრებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, რომ ქართველი ერის სურვილია თავისუფლება და მშვიდობა! – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თელავში განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენი სურვილია ევროპისკენ სვლა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წესებით და ჩვენი ღირსებით!“

„მოგესალმებით ჩემო კახელებო! მივესალმები ჩემს მშობლიურ მხარეს, ჩემს მშობლიურ ხალხს, მივესალმები ძალიან მაგარ ქართველებს, ნამდვილ მებრძოლ და უღალატო ხალხს. ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებსა და თანამებრძოლებს.

უკვე 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაშორეთ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული, ჩვენი ხალხის მჩაგვრელი და უცხო ძალების მსახური დამნაშავე აგენტურა. ყველა ჩვენგანს გვახსოვს და ვიცით, რომ იმ წარმოუდგენელი ბოროტების წინააღმდეგ გამარჯვება მხოლოდ თავდადებით და უკომპრომისო ბრძოლით იყო შესაძლებელი. მაგრამ რა თქმა უნდა მთავარი ფაქტორი, რამაც თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ხალხს ამ ბოროტებასთან ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვების ძალა მისცა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადების და თავგანწირვის პირადი მაგალითი გახდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩვენი ლიდერის წინამძღოლობით სამუდამოდ წარსულში დავტოვეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, ხალხის ტერორი და შიში, ქართველი ხალხის ღირსების შელახვა, სიტყვის თავისუფლებისა და მედიის ჩახშობა, მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა, პატიმრების წამება და ახალგაზრდების ქუჩაში ჩაცხრილვა, რაც მთავარია – ომი, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, რაც უპატიებელი ღალატია ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე!

მოსვლის დღიდან ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე, ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გათავისუფლდა ბიზნესი და დაცულია კერძო საკუთრება, სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებით, კორუფციის სიმცირისა და მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობით დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის მრავალ წევრ სახელმწიფოს უსწრებს, რასაც თავად ევროპული ინსტიტუტები და ავტორიტეტული ორგანიზაციები ადასტურებენ. გასული 12 წლის მანძილზე თვალსაჩინო პროგრესი და წინსვლა მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით, წარმატებით ავითვისეთ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბაზრები, გავხსენით ევროკავშირის, რუსეთის, ჩინეთის ბაზრები, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია სიღარიბისა და უმუშევრობის მკვეთრი შემცირება, ისტორიულ მინიმუმზეა ორივე მაჩვენებელი, შეიქმნა 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, სამჯერ გავზარდეთ ეკონომიკა და ბიუჯეტი, რაც მთავარია გვაქვს თავისუფლება და 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა რაც არასდროს, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა!

26 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი, უნდა გადაწყვიტოს სურს მშვიდობა და კეთილდღეობა საკუთარი შვილებისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის, თუ სურს ომი, ქაოსი და ქვეყნის განადგურება? ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სურს საკუთარი შვილების მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, რაც გარანტირებულად მოიტანს განვითარებას და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას, თქვენი შვილებისთვის ნამდვილ ევროპულ მომავალს, თუ სურს ისევ ნახოს ომი და ქაოსი, განუკითხაობა, საკუთარი შვილების და ოჯახის წევრების ომში გაგზავნა? ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე ოპოზიცია – „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ახალი პარტიები და კოალიციები პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას, ჩვენი ხალხის გაგზავნას უკრაინაში საომრად, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, რაც დაანგრევდა ქვეყნის ეკონომიკას, ითხოვდნენ მათ მიერვე ნახსენები – მეორე ფრონტის გახსნას, ანუ ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევას. დღეს ეს ბოროტება ცდილობს ხალხის მოტყუების გზით და ცრუ დაპირებებით ხელისუფლებაში დაბრუნებას, მათი მოსვლა ნიშნავს ომის დაწყებას და ქვეყნის დანგრევას. ამიტომ დღეს არჩევანი მარტივია, ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ სტაბილური განვითარებით, კეთილდღეობით, ეკონომიკური ზრდითა და 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით, მეორე მხარეს კი ჩვენ ვხედავთ “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობს” მთელი მისი სატელიტი პარტიებითა და კოალიციებით, აგენტურით, მედია საშუალებებითა და ენჯეოებით, საკუთარი ლობისტებითა და უცხოელი პატრონებით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და მზად არიან გაწირონ ჩვენი ხალხი და ქვეყანა და შეასრულონ ნებისმიერი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი დავალება. ასეთი მარტივი არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ომს შორის მართლაც არასდროს გვქონია და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ახლაც ისეთივე ბრძნულ არჩევანს გააკეთებს, როგორც ეს გააკეთა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.

26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის! მე მჯერა, ჩვენი ხალხი ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებს და როგორც შიდა, ისე გარე მტრებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, რომ ქართველი ერის სურვილია თავისუფლება და მშვიდობა! ქართველი ერის სურვილია ეროვნული იდენტობის დაცვა, ქართველი ერის სურვილია ტრადიციული, ოჯახის ღირებულებების, ქრისტიანული ცხოვრების წესების დაცვა! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენი სურვილია ევროპისკენ სვლა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წესებით და ჩვენი ღირსებით!

გაუმარჯოს კახეთს და კახელებს! გაუმარჯოს მეფე ერეკლეს! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს! ჩვენს ერთად დგომას და ჩვენს ბრძოლას გაუმარჯოს! 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი გაუტეხელი ხალხი და გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნორვეგია, უკრაინელებს ლტოლვილის სტატუსს ავტომატურად აღარ მისცემს- DW

ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა ყველა უკრაინელს ლტოლვილის სტატუსი ავტომატურად აღარ მისცეს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ამრიგად, თავშესაფრის იმ მაძიებლების განცხადებები, რომლების ლვოვის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლის, როვენისა და კარპატის ოლქებიდან არიან, ინდივიდუალური წესით განიხილება.

ნორვეგიის ხელისუფლების მტკიცებით, აღნიშნული ოლქები, რომლებიც დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს, უსაფრთხოა და ფრონტის ხაზისგან ძალიან შორსაა.

როგორც ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა ემილია ენგერ მელმა განაცხადა, მისმა ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა 5,6 მილიონი ადამიანია, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 85 ათასი უკრაინელი ლტოლვილად მიიღო.

მისი თქმით, ეს დამატებით ტვირთად აწვება საცხოვრებელ მეურნეობას, ჯანდაცვის სექტორს და რიგ ქალაქებში მდებარე სკოლებს. იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა შორის ჯარის ასაკის მამაკაცების რიცხვი ჭარბობს. ეს იმ ფონზე ხდება, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ახალი ჯარისკაცების დამატებას ცდილობს, რათა რუსულ აგრესიას გაუმკლავდეს.

 განათლების მინისტრი გაიქცა – მივმართავ პედაგოგებს, ნუ დაშინდებით! -მამუკა ხაზარაძე

განათლების მინისტრი გაიქცა, პასუხისმგებლობას გაექცა, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადადგომას.

ხაზარაძე პედაგოგებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ.

„ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებაზე და განათლების სერიოზულ რეფორმაზე დგას, თუმცა, განათლების რეფორმას ვერცერთი პედაგოგი და მასწავლებელი ვერ ჩაატარებს, რომელიც ადმინისტრაციული და პოლიტიკური წნეხის ქვეშაა. მომავალი თაობა არ შეიძლება თავისუფლების გარეშე გაზარდო. თითოეული პედაგოგი თავისუფლების მაგალითი უნდა იყოს. მინდა ყველა პედაგოგს მივმართო, ნუ დაშინდებით! ვერავინ დაგაშინებთ! გამოდით, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია! „ქართულ ოცნებას“ და „რუსულ ოცნებას“ წაგებული აქვს არჩევნები იმიტომ, რომ ისინი ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს არ ემსახურებიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ – N 9 ნებისმიერი პედაგოგის გვერდით ვიქნებით და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, რადგან ეს თავისუფალი ხალხის ქვეყანაა. რაც შეეხება „ილიაუნის“, უნივერსიტეტზე თავდასხმის გამო, სოლიდარობა მინდა პედაგოგებს, მასწავლებლებს და განსაკუთრებით სტუდენტებს გამოვუცხადო. ვერავინ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სამართალი და სიმართლე არის იმ მხარეს, სადაც არის ძლიერი საქართველო და, სადაც არის ის პერსპექტივა, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად უნდა გახდეს იმ დიდი გაერთიანების ნაწილი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია“, – განაცხადა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსაც „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ჰასან ნასრალას სიკვდილი “ჰეზბოლამაც” დაადასტურა

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ მისი ლიდერის ჰასან ნასრალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა. ინფორმაციას BBC დაჯგუფებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) დღეს გაავრცელა ცნობა, რომ გუშინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინა.

სუმის საავადმყოფოზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ სუმის ერთ-ერთ საავადმყოფოზე რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

„დაშავებულია 11 ადამიანი, 113 პაციენტი ევაკუირებულია საავადმყოფოდან. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მიმდინარეობს ჩვენ შედეგების სალიკვიდაციო სამუსაოები, ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ხალხს მივაწოდოთ საჭირო დახმარება.

ყველამ მსოფლიოში, ვინც ამ ომზე ლაპარაკობს, ყურადღება უნდა მიაქციოს, სად ურტყამს რუსეთი.

ისინი ებრძვიან საავადმყოფოებს, სამოქალაქო ობიექტებს და ადამიანების სიცოცხლეს. მხოლოდ ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი რუსეთს აიძულოთ მშვიდობა

მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით არის ერთადერთი სწორი გზა”, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის ძალები სუმის საავადმყოფოს დრონებით თავს ორჯერ დაესხნენ. თავდაპირველად ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.

სუმის საავადმყოფოზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ სუმის ერთ-ერთ საავადმყოფოზე რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

„დაშავებულია 11 ადამიანი, 113 პაციენტი ევაკუირებულია საავადმყოფოდან. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მიმდინარეობს ჩვენ შედეგების სალიკვიდაციო სამუსაოები, ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ხალხს მივაწოდოთ საჭირო დახმარება.

ყველამ მსოფლიოში, ვინც ამ ომზე ლაპარაკობს, ყურადღება უნდა მიაქციოს, სად ურტყამს რუსეთი.

ისინი ებრძვიან საავადმყოფოებს, სამოქალაქო ობიექტებს და ადამიანების სიცოცხლეს. მხოლოდ ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი რუსეთს აიძულოთ მშვიდობა

მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით არის ერთადერთი სწორი გზა”, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის ძალები სუმის საავადმყოფოს დრონებით თავს ორჯერ დაესხნენ. თავდაპირველად ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შევახსენებთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით, 2024 წლის 7 ოქტომბრამდე-საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას სთავაზობს და შეცდომაში შეჰყავს.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით. არასწორი ინფორმაცია ვრცელდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ვადების შესახებაც. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ, საარჩევნო მიზნებისთვის, მათ შეუძლიათ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა.

აღნიშნული სუბიექტების მიერ მსგავსი სახის მომსახურების გაწევისას ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომსახურების სტატისტიკის გაზრდის მიზნით, მსგავსი სუბიექტები აგზავნიან ერთი და იგივე პირის მონაცემებს. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც რიგი მათგანი არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებს თანამემამულეთა პირად მონაცემს.

მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების და მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოვუწოდებთ და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით, 2024 წლის 7 ოქტომბრამდე. გამარტივებული ფორმით განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, ვებ-გვერდი ავტომატურად აგზავნის განცხადების რეგისტრაციის შესახებ შეტყობინებას, განმცხადებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე, განმცხადებელს დამატებით ეცნობება, იმავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც მას აძლევს საშუალებას თავად აკონტროლოს სრული პროცესი”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ნიუ იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის  Colangelo&Partners ორგანიზებით, ქალაქ ნიუ იორკში გამართულ ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას 400-მდე ღვინის პროფესიონალი, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება მოიცავდა დეგუსტაციასა და მასტერკლასს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო, მიეღოთ ინფორმაცია ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და თანამედროვე განვითარებული ინდუსტრიის შესახებ.

„მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვებს ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციას. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება“, – ნათქვამია ღვინის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება-ჯოზეფ ბორელი

არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, – ეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაა, რომელიც მან ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული იერიშის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე“, – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ისრაელი არ მოისვენებს, ვიდრე „ჰეზბოლა“ არ განადგურდება.

„და თუ განადგურების ინტერპრეტაცია იგივეა, რაც „ჰამასის“ შემთხვევაში, მაშინ ჩვენ წინ დიდი ომი გვაქვს”, – ამბობს ევროკომისარი.

ლიბანში ბოლო რამდენიმე დღეა, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. 27 სექტემბერს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის სამიზნე ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა იყო. გავრცელებული ცნობებით, ჰასან ნასრალა ცოცხალია.

ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, მინისტრის პოზიციაზე გიორგი ამილახვრის საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა.

„მადლობა მინდა, გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის.

მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის.

შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, კერძო სექტორში ბრუნდება და იქ გააგრძელებს საქმიანობას.