Home Blog Page 70

+17 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

28 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

🌦 ქ. თბილისში 27 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +17 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28 ოქტომბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27 ოქტომბერს  ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 27 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ცესკომ მონაცემები განაახლა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ დროისთვის 3018 (97,011%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” ხმათა 54,24% აქვს (1 087 801 ხმა).

რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები, ჯამში, 37.33%-ს შეადგენს:

“კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა” – 10.81% (216 691 ხმა);

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10.07% (201 937 ხმა);

“ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” – 8.72% (174 921 ხმა);

“გახარია საქართველოსთვის” – 7.73% (154 916 ხმა).  

საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით (5489 ხმა) „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობა“, რომელმაც ხმების 20.839% (3934 ხმა) მიიღო.

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შედეგია 17.735% (3348 ხმა).

„ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 14.053% (2653 ხმა) აქვს მიღებული.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ხმების 8.449% (1595 ხმა) მოიპოვა.

ცნობისთვის, საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.

არჩევნები მოპარულია, ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება, ეს არ მოხდება, ეს არ არის რუსეთი და ვენესუელა, ეს საქართველოა -ნიკა გვარამია

არჩევნები არის მოპარული. ხელისუფლების უზურპაცია მოხდა ამ ქვეყანაში. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი.

„ნამდვილად არ გვიფიქრია ჩვენ კოალიციას იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. არჩევნები არის მოპარული. ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება. „ქართული ოცნება“ არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე „ქართული ოცნება“ აგებს პასუხს იმ წესით, რომელსაც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა, მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, კოალიციის გადაწყვეტილება არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება.

„ჩვენი აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ეს არის მოპარული არჩევნები. ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება საქართველოში. ეს არ მოხდება, ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ვენესუელა, ეს საქართველოა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ – თინა ბოკუჩავა

ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამ მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ცესკო-მ შეასრულა „ქართული ოცნების“ ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოპარა ევროპული მომავალი. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამ მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვება არის ოპოზიციის მხარეს.

“დღევანდელი ისტორიული არჩევნები იყო ქართველი ხალხის გამარჯვება და რჩება ქართველი ხალხის გამარჯვებად, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც ქაჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოპარა ევროპული მომავალი.

ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციური ველზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ის გამარჯვება, რომელიც დღეს მოიპოვა ქართველმა ხალხმა, არ ეკუთვნის რომელიმე ერთეულ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ერთობლივად მისცა ნდობის მანდატი ხალხმა. ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. შევხვდით ჩვენს პროევროპელ მომავალ კოალიციურ პარტიებს და დარწმუნებული ვარ, შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“ჯერჯერობით არაფერი ეტყობა, რომ რაიმე პრობლემა იყო არჩევნებზე, ეს არჩევნების შედეგები არა მგონია ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ცესკო-ში არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ კომენტარი გაკეთდა “გირჩში” – პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ მონაცემებში ეჭვი არ შეაქვს, თუმცა თავისი პარტიის შედეგით იმედგაცრუებულები არიან.

“ბუნებრივია, რომ არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან უფრო მეტ დროს ხარჯავდნენ ჩვენთან ბრძოლაში, პოსტებს წერდნენ და აფინანსებდნენ, რომ “გირჩისთვის” არ მიეცათ ხმა, როცა ეს სიტუაცია გვქონდა და თუ იმაზე ნერვიულობ, რომ ვიღაცას 5%-ის ნაცვლად 4% ჰქონდეს, ეს არის მთავარი მიზეზი, მერე რა თქმა უნდა მთავარი შენი ოპონენტი 50%-ს გადაცდება. მემგონი ეს რაღაც განაჩენია, მათ შორის ზოგადი პოლიტიკური სიტუაციის.

ჯერჯერობით არაფერი ეტყობა იმას, რომ რაიმე პრობლემა იყო არჩევნებზე, ფაქტობრივად მშვიდად ჩატარდა, აქტივობა მაღალი იყო, თუ რამე ისეთი არ ამოვარდა ამ საათებში, ეჭვი მეპარება რამე ამოვარდეს, არც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ეს არჩევნების შედეგები არა მგონია ვინმემ ეჭვ ქვეშ დააყენოს”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საია – საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა

საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ცუდი პრაქტიკის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე – 21 საჩივარი , – ამის შესახებ საიას სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, საიამ დააფიქსირა ფიზიკური დაპირისპირების და შელაპარაკების რამდენიმე შემთხვევა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის, შესაძლოა, სახეზე იყოს არჩევნებში ნების გამოვლენის ხელშეშლა;

საია აღნიშნავს, რომ 21:00 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა.

„საია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის ფარგლებში, გაგაცნობთ 21:00 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას.

საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების შესახებ მონაცემებს, ასევე იმ ტენდენციებს, რომლებიც კენჭისყრის დღის მეორე ნახევარში საარჩევნო უბნებსა და მათ პერიმეტრებზე გამოვლინდა.

21:00 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა. მისიამ 15:00-იდან 20:00-მდე გამოავლინა ხმის ფარულობის დარღვევის, ფიზიკური ძალადობის და მუქარის, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები.

საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ცუდი პრაქტიკის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე – 21 საჩივარი.

უბნების შიგნით და უბნებიდან 100 მეტრის პერიმეტრში ისევ გაგრძელდა ამომრჩეველთა აღრიცხვა და დიდი რაოდენობით მოქალაქეთა შეკრება.

საიას დამკვირვებლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე – კომისიის წევრი, ხოლო უბნის გარეთ – უცნობი პირი თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს ფაქტზე რეაგირება.

ამასთანავე, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან შეინიშნებოდა აგრესია და მტრული გარემო მედიის წარმომადგენლების მისამართით. გამოვლინდა შეურაცხყოფის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რომლებზეც საიამ ცალკე განცხადება გაავრცელა.

საიამ, ასევე, აღრიცხა ფიზიკური დაპირისპირების და შელაპარაკების რამდენიმე შემთხვევა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის, შესაძლოა, სახეზე იყოს არჩევნებში ნების გამოვლენის ხელშეშლა; კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა; ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა; ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.

საია არჩევნების დღის საბოლოო შეჯამებას ხვალ 11:00 საათზე შესთავაზებს საზოგადოებას.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საია ქვეყნის მასშტაბით 55 მუნიციპალიტეტში, 64 საარჩევნო ოლქში და საზღვარგარეთის 15 ქვეყანაში 650-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. საია საარჩევნო მისია ფარავს 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს, რაც საერთო საარჩევნო უბნების დაახლოებით ნახევარია.

საარჩევნო უბანზე საია წარმოდგენილია როგორც სტატიკური, ისე მობილური დამკვირვებლებით. ისინი მონიტორინგს უწევენ საარჩევნო პროცესს უბნის გახსნის მომენტიდან და დარჩებიან უბნებში იმ დრომდე, სანამ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები არ შედგება. ასევე, საიას 30 ოლქის დამკვირვებელი შესაბამის ოლქებში მთელი ღამის განმავლობაში დააკვირდება სხვადასხვა უბნიდან ოლქებში დოკუმენტაციის მიღების პროცედურებს. ამასთანავე, საიას მისია შეისწავლის 3111-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებს, რაც მოიცავს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ არსებულ უბნებს.

მისიაში ჩართულია 7 რეგიონული და 1 ცენტრალური შტაბი, რომლებიც კოორდინაციას უწევენ საიას სადამკვირვებლო მისიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საიას ცენტრალურ შტაბში არჩევნების დღეს ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 577 07 05 67. ამ ნომრის გამოყენებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კონსულტაციის გავლა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. დარღვევების თაობაზე ინფორმაციის მოწოდება ასევე შესაძლებელია მეილის მეშვეობით – archevnebi@gyla.ge“, – ნათქვამია ანგარიშში.

,,ოთხივე ოპოზიციური პარტია ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული  გამარჯვების დაცვისა და მოქმედებების გეგმა”- არმაზ ახვლედიანი

ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არმაზ ახვლედიანი FACEBOOK-ზე წერს.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ოპოზიციამ ახლა გამარჯვების დაცვის გეგმა უნდა შეიმუშაოს.

„ბარიერგადალახული და რეალურად გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების დაცვისა და მომდევნო მოქმედებების გეგმა და შესაბამისი მტკიცე, ერთიანი, დროული, ეფექტური ნაბიჯებით არ დაუშვას რუსული ოცნების მიერ ძალაუფლების მიტაცება, უზრუნველყოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ევროპული პერსპექტივის გადარჩენა და შეუქცევადი წარმატება”, – წერს არმაზ ახვლედიანი.

“საქართველო, გილოცავ კიდევ ერთხელ სწორი არჩევანის გაკეთებას” -ილია დარჩიაშვილი

საქართველო, გილოცავ კიდევ ერთხელ სწორი არჩევანის გაკეთებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წერს.

მისი თქმით, არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გზას ადგას.

„საქართველო, გილოცავ კიდევ ერთხელ სწორი არჩევანის გაკეთებას! დღევანდელმა საპარლამენტო არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გზას ადგას. ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ დაიწყებს ახალ თავს და ღირსეულად, ერთიანობითა და თავდადებით ივლის წინ, რათა მიიყვანოს საქართველო ერთ-ერთ უდიდეს მიზნამდე – ევროკავშირში გაწევრიანებამდე და შექმნას უკეთესი და აყვავებული მომავალი ჩვენი ერისთვის“, – დაწერა ილია დარჩიაშვილმა.

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

იგ­რძნობთ თქვე­ნი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის ზრდას – მონ­დო­მე­ბას, გამ­ბე­და­ო­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. გა­ნახ­ლე­ბუ­ლია პი­რად მიღ­წე­ვებ­თან, თვით­გა­მო­ხატ­ვას­თან და ამ­ბი­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ში­ნა­გა­ნი კონ­ფლიქ­ტე­ბი პი­რად სურ­ვი­ლებ­სა და სხვა­თა მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს შო­რის.

კურო

ამ პე­რი­ოდ­მა შე­საძ­ლოა გა­მო­ავ­ლი­ნოს თქვე­ნი ფა­რუ­ლი ში­შე­ბი ან წა­მო­იჭ­რას წარ­სუ­ლი­დან გა­და­უჭ­რე­ლი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით გა­ა­ნა­ლი­ზოთ და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­აგ­ვა­როთ. თქვე­ნი ამო­ცა­ნაა გა­უშ­ვათ ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც გთრგუ­ნავთ: მათ შო­რის ძვე­ლი წყე­ნა და ცუდი ჩვე­ვე­ბი. გა­რე­მო­ე­ბე­ბი გი­ბიძ­გებთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ში­ნა­გა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ცხოვ­რე­ბის სუ­ლი­ერ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ სფე­რო­ებ­ში.

ტყუ­პი

მძაფ­რდე­ბა მე­გობ­რო­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის სფე­რო. შე­იძ­ლე­ბა გა­აც­ნო­ბი­ე­როთ, რომ დროა შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბი და ამ­ბი­ცი­ე­ბი, ან გა­და­ხე­დოთ თქვენს კავ­ში­რებს ადა­მი­ა­ნებ­თან. მო­ემ­ზა­დეთ, რომ ზო­გი­ერ­თი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ერ­თმა­ნეთ­თან აღარ გა­კავ­ში­რებთ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი. ეს არის დრო, რომ იპო­ვოთ ახა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბი­ან თქვე­ნი მიზ­ნე­ბის­კენ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შთა­გო­ნე­ბის მო­ზღვა­ვე­ბა სა­მუ­შაო პრო­ცე­სის­გან მოგ­წყვეტთ.

კირჩხი­ბი

ეს პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა იყოს თქვენ კა­რი­ე­რა­ში სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი: მი­ი­ღებთ აღი­ა­რე­ბას თქვე­ნი საქ­მის­თვის ან დად­გე­ბით თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შეც­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის წი­ნა­შე. სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს კონ­ფლიქ­ტე­ბი უფ­რო­სებ­თან ან კო­ლე­გებ­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო, მაგ­რამ ეს ასე­ვე არის შან­სი გა­მო­ი­ჩი­ნოთ ლი­დე­რუ­ლი უნა­რე­ბი და გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. კვი­რის გა­რე­მო­ე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­საყ­რე­ლია სა­ი­დუმ­ლო საქ­მე­ე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სი­ჩუ­მე­სა და დე­ტა­ლე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს.

ლომი

პლა­ნე­ტე­ბის ენერ­გი­ე­ბი გა­და­გიყ­ვანთ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­სა და უჩ­ვე­უ­ლო შეგ­რძნე­ბე­ბის ატ­მოს­ფე­რო­ში. ხაზ­გას­მუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და ჰო­რი­ზონ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როთ თვით­გან­ვი­თა­რე­ბის, მოგ­ზა­უ­რო­ბის ან სწავ­ლის ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა გა­და­ხე­დოთ თქვენს რწმე­ნას და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს.

ქალ­წუ­ლი

ახა­ლი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­იზ­რდე­ბა და შე­საძ­ლოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოთ თქვენს გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის შე­სა­ფე­რი­სი დრო, რომ თქვე­ნი ენერ­გია კა­რი­ე­რულ და პრო­ფე­სი­ულ სა­კი­თხებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოთ. ასე­ვე, ბევ­რი ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს ფი­ნან­სე­ბის, ვა­ლე­ბი­სა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის რე­სურ­სე­ბის სა­კი­თხებ­ზე. კვი­რა შე­სა­ფე­რი­სია თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვის­თვის და იმის გა­სა­გე­ბად, თუ სად ხართ ძა­ლი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვებ­ზე.

სას­წო­რი

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში. შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ თქვე­ნი პი­რა­დი ან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხე­ლახ­ლა შე­ფა­სე­ბა და იმის გა­გე­ბა, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს ეს პარტნი­ო­რო­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე. და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ერთ-ერთი პარტნი­ო­რი თავს უსუ­სუ­რად გრძნობს. ეს ის დროა, რო­დე­საც კონ­ფლიქ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს, მაგ­რამ ასე­ვე არის შან­სი გა­აც­ნო­ბი­ე­როთ რა გჭირ­დე­ბათ უფრო ჰარ­მო­ნი­უ­ლი და ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. ასე­ვე სა­ჭი­როა ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან, ვა­ლებ­თან გამ­კლა­ვე­ბა.

მო­რი­ე­ლი

დროა იზ­რუ­ნოთ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რუ­ტი­ნა­ზე და ყო­ველ­დღი­ურ მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე. კარ­გი დროა სა­მუ­შაო პრო­ცე­სე­ბის გა­და­ხედ­ვის­თვის, ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ან ფი­ზი­კურ და ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის­თვის. შე­იძ­ლე­ბა გა­აც­ნო­ბი­ე­როთ, რომ გა­დატ­ვირ­თუ­ლი ხართ რუ­ტი­ნით ან ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობთ, რაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ცვლი­ლე­ბებს მო­ი­თხოვს. გა­ა­სუფ­თა­ვეთ თქვე­ნი სივ­რცე და მო­ა­წეს­რი­გეთ საქ­მე­ე­ბი. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ სწო­რად გან­სა­ზღვროთ თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი.

მშვილ­დო­სა­ნი

კვი­რა ინ­სპი­რა­ცი­ას მო­გი­ტანთ შე­მოქ­მე­დე­ბითს, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თვით­გა­მო­ხატ­ვის სფე­რო­ებ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა სი­ცხა­დე მო­ი­პო­ვოთ რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან ან პი­რად პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში. ასე­ვე გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნამ­დვი­ლი გრძნო­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი სიყ­ვა­რულ­თან ან შე­მოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ასე­ვე არის დრო ღიად გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და ისი­ა­მოვ­ნოთ ცხოვ­რე­ბით. მიხ­ვდე­ბით, რომ ხართ მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში და თავს გრძნობთ თქვენს ად­გილ­ზე.

თხის რქა

პლა­ნე­ტა­რუ­ლი ას­პექ­ტე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ოჯა­ხის, სახ­ლი­სა და პი­რა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის სფე­რო­ზე. ასე­ვე, ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში შეძ­ლებთ აქ­ტი­უ­რი იყოთ, მაგ­რამ ამას სხვე­ბის­თვის შე­უმ­ჩნევ­ლად გა­ა­კე­თებთ. შე­საძ­ლოა, ოჯახ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბე­ბი გქონ­დეთ, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­თან ან სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­თან. ეს ის დროა, რო­დე­საც შე­გიძ­ლი­ათ იფიქ­როთ თქვენს ფეს­ვებ­ზე, ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და პი­რად უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს დიდი ხნის ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი, რაც სა­ში­ნაო ცხოვ­რე­ბა­ში თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­და­ხედ­ვას მო­ი­თხოვს.

მერ­წყუ­ლი

ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტე­ბი იხ­სნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სწავ­ლი­სა და სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სფე­რო­ში. ეს არის დრო, რო­დე­საც მო­გი­წევთ გა­და­ხე­დოთ თქვენს იდე­ებს, იყოთ უფრო მოქ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან მუ­შა­ო­ბა­ში და და­ამ­ყა­როთ კავ­ში­რე­ბი სხვებ­თან. შე­იძ­ლე­ბა იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე ან გამ­გზავ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. ზო­გი­ერ­თის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს დიდი ხნის ნა­ნატ­რი ვი­ზის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბას, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას ან დიდი ხნის მო­ლა­პა­რა­კე­ბის დას­რუ­ლე­ბას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რით.

თევ­ზე­ბი

წა­მოჭ­რი­ლია ფი­ნან­სებ­თან, შე­მო­სა­ვალ­თან და პი­რად ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბით შე­ამ­ცი­როთ ხარ­ჯე­ბი, იპო­ვოთ ფუ­ლის შოვ­ნის ახა­ლი გზე­ბი ან ის­წავ­ლოთ თქვე­ნი რე­სურ­სე­ბის უფრო გო­ნივ­რუ­ლად მარ­თვა. ეს ასე­ვე არის დრო, რომ ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ იმა­ზე, თუ რა არის თქვენ­თვის ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რაც მო­გა­ნი­ჭებთ უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდას. ზო­გა­დად, კვი­რა მშვი­დია, იზ­რუ­ნეთ შინ კომ­ფორ­ტის შექ­მნა­ზე.

ცესკოს განახლებული პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგები 53 პროცენტამდე გაიზარდა

ცესკოს განახლებული პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგები 53.028 პროცენტამდე გაიზარდა.

დანარჩენი ბარიერგადალახული პარტიების შედეგები კი ასე გადანაწილდა:

  • კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა – 11.185%
  • „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 9.852%
  • „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 9.011%
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 9.852%

ეს შედეგები ეყრდნობა 3111 უბნიდან დათვლილი 2239 უბნის მონაცემებს.

უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, აჭარაში „ქართული ოცნება” 56.66%-ით ლიდერობს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 251 ელექტრონული უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 242 უბნის მონაცემები. როგორც უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 317 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 317 119 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 197 814 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38%-ია.

უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნება” 934 94 ხმით, 56.66%-ით ლიდერობს, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას”- 23 591 ხმა, 14.03% აქვს, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა” – 14 320 ხმა, 8.68%, „გახარია საქართველოსთვის” -14 724 ხმა 8.92%, „ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”- 10 329 ხმა, 6.26%.

„251 ელექტრონული უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 242 უბანი. მონაცემები შემდეგნაირადაა განაწილებული: N4 „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა”- 14 320 ხმა, 8.68%, N5 „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”-23 591 ხმა, 14.03%, „ევროპელი დემოკრატები”- 872 ხმა, 0.53%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-2 274 ხმა, 1.38%, „ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”-10 329 ხმა, 6.26%, „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”- 651 ხმა, 0.39%, ,,თავისუფალი საქართველო” N20-892 ხმა, 0.54%, N21 „ტრიბუნა”-383 ხმა, 0.23%, N25 ,,გახარია საქართველოსთვის”-14 724 ხმა 8.92%, N36 ,,გირჩი”-3 468 ხმა, 2.1%, N41 „ქართული ოცნება”-934 94 ხმა, 56.66%“, – განაცხადა უსკო-ს თავმდჯომარემ.

მისივე თქმით, ეს არის ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები და 66 ტრადიციული უბნის მონაცემები ეტაპობრივად აიტვირთება უსკო-ს ვებგვერდზე.

„შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული 95% ხმას ელექტრონული საშუალებით აძლევდა, პროცესმა ძირითადად მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. 21:00 საათის მდგომარეობით, სულ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია 78 საჩივარი, ქედაში – 1, ქობულეთში – 7, შუახევში – 3, ხელვაჩაურში – 6, ხულოში – 6, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად მიეცემათ სამართლებრივი მსვლელობა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს და თითოეულ საარჩევნო ადმინისტრატორს, ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი მოდერნიზებული არჩევნები, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით იქნა ჩატარებული და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ამომრჩეველმა სიახლე მარტივად მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საინფორმაციო კამპანია, ვფიქრობთ, ეფექტიანი იყო“, – განაცხადა უსკო-ს თავმჯდომარემ.