Home Blog Page 70

სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და ვერ ვაღიარებო, სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ არ შემოვლენ პარლამენტში-მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო, სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ არ შემოვლენ პარლამენტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არშემოსვლასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას არ ჩქარობენ.

„სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო (მარტო ლავროვი შემიძლია, ვაღიაროო). სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა, ვნახოთ, არ ჩქარობენ“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.

ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში -შარლ მიშელი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვაპირებ საქართველოს საკითხი ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შევიტანოთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებაშია აღნიშნული.

„აღვნიშნავთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა გაირკვეს და აღმოიფხვრას“, – აცხადებს მიშელი.

მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას, გამოავლინოს მტკიცე ერთგულება ევროკავშირსკენ მიმავალ ქვეყნის გზაზე.

„ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, გამოავლინოს თავისი მტკიცე ერთგულება ევროკავშირსკენ ქვეყნის გზაზე, ასევე ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შარლ მიშელის განმარტებით, ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობა

პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას ხვალ, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ

გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, – ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.

“უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა – ყველანი ერთად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.

29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 არ შევალთო პარლამენტში, ნუ შემოვლენ, მოვუწოდებ არცერთი არ შემოვიდეს, სამუშაო გარემო მაინც იქნება -მამუკა მდინარაძე

არ შევალთო პარლამენტშიო, ნუ შემოვლენ, მათ მოვუწოდებ, ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს. სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცული, რა საბოტაჟსაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებენ, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრების განცხადებებს.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმუშავებს სამშობლოსთვის და არ დაუშვებს, რომ აგენტურამ ამ ქვეყნის საბოტაჟი განახორციელოს.

„ვურჩევ, საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა „პუფები“ არ გახდნენ და თავისი სიტყვები უკან არ და ვერ წაიღონ. ჩახსნან სიები, რაც უნდათ, ის გააკეთონ. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი სამშობლოსთვის და არ დავუშვებთ, აგენტურამ ამ ქვეყნის საბოტაჟი განახორციელოს. ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში, ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს -მიხეილ სააკაშვილი

არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში, ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რა თქმა უნდა, არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში! ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს.

ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ ვართ ხალხი, ვინც არ შეეგუება უსამართლობას. დრო ძალიან ცოტაა!“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტში.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და რუსული ჩარევის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას.

„მე შეშფოთებული ვარ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებების გამო. ასევე, შეშფოთებული ვარ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, გავლენა მოეხდინა არჩევნებზე. შესაბამისად, მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ ეს დადგინდება, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ. ჩვენი MEGOBARI აქტი მიზნად ისახავს დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და ქართველ ხალხის თავისუფლებისა და გაძლიერებული სუვერენიტეტისკენ სწრაფვის მხარდაჭერას. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“, – ნათქვამია უილსონის განცხადებაში.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს, – ამის შესახებ კოალიციის საარჩევნო პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ განაცხადა.

მალაშხიას თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ არ აპირებს ქართველი ხალხისთვის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას.

„ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე დღეს უარს ვამბობ ჩემს საპარლამენტო მანდატზე“, – აღნიშნა მალაშხიამ.

შესაბამის განცხადებას ხელს აწერენ: ნანა მალაშხია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგიზ თევზაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი კაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორის ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფო გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი.

სრულად ვუჭერთ მხარს ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ პოლარიზაცია -გერმანიის საგარეო უწყება

გერმანია სრულად უჭერს მხარს ეუთო/ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას საქართველოში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ ცნობების გამო, რომლებიც უნდა მოგვარდეს და აღმოიფხვრას. გერმანია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მომდევნო მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და პოლარიზაცია. არჩევნების შედეგების დამუშავება და მთავრობის ფორმირება ასევე აისახება ევროპულ გზაზე საქართველოს მომავალ პროგრესზე“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეუთო/ოდირმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება დღეს გამოაქვეყნა. პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა. როგორც ალიზარდმა აღნიშნა, „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან“.

 მე არ ვარ დამწუხრებული, მე ვარ შეშფოთებული -ალექსეი გონჩარენკო

როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, მე ვუყურებდი, რა ხდებოდა ქალაქგარეთ, არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ამას ვუწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ჩემი პერსონალური პოზიცია ასეთია, – ამის შესახებ უკრაინის რადას წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.

გონჩარენკოს თქმით, „არჩევნები იყო ნაყიდი“.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ შედეგებს საარჩევნო უბნებიდან, სადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 94% აიღო, მე მხოლოდ ერთი კითხვა მებადება – 194% რატომ არა? ეს არის რაღაც ძალიან უცნაური, გამოიყურება როგორც ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება და არა როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყანა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მკაფიოდ თქვა, რომ მან დაინახა ამომრჩევლების დაშინება, ძალიან დაძაბული გარემო განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ამომრჩევლებისთვის იყო ძალიან რთული ნების თავისუფლად გამოხატვა. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ძალიან შემაშფოთებელი. პრესკონფერენციაზე დაისვა კარგი შეკითხვა – იყო თუ არა ეს არჩევნები მოპარული. ჩემი პირადი პასუხია, ეს არჩევნები იყო ნაყიდი. ეს არის ჩემი პირადი პასუხი იმის მიხედვით, რაც ვიხილე საკუთარი თვალით, განსაკუთრებით რეგიონებში.

ამასთან, გონჩარენკოს კითხვა დაუსვეს თავის განცხადებაზე, სადაც „ქართველებს ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებას ურჩევდა“.

„მინდა, გითხრათ, აქ ვარ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, არ ვაკეთებ რაიმე პოლიტიკურ განცხადებას. ჩვენ აქ ვართ, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე გითხარით თქვენ ჩემი პირადი პოზიცია. სამწუხაროდ, მე არ ვარ შეშფოთებული, მე ვარ დამწუხრებული, რადგან არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ამ არჩევნებს ვუწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩემი, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლის მოსაზრება. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მე მიყვარს საქართველო, მინდა, ვიხილო საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად და არ მინდა, რომ საქართველო რუსული გავლენის ქვეშ ვიხილო. როდესაც საქართველოში შემოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მე საერთაშორისო დამკვირვებელი ვარ, საპასპორტო კონტროლის დროს გარკვეული დრო დამაყოვნეს, ყოველგვარი მკაფიო მიზეზების გარეშე. ამის შემდეგ კი, ერთ-ერთ პროსახელისუფლებო მედიაში ვნახე, რომ ჩემს ციტირებას ახდენდნენ. მე აქ არ ვარ რამეზე გავლენის მოსახდენად პოლიტიკური მხრიდან, მაგრამ მინდა, რომ ქართველი ხალხმა წარმატებას მიაღწიოს ევროპული კეთილდღეობის მქონე ქვეყნის შენებაში“, – განაცხადა გონჩარენკომ.

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს -ნიკა მელია

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც მელია აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამხელა მხარდაჭერა და შიგნით ამხელა კონსოლიდაცია არასდროს ყოფილა. ნიკა მელიას თქმით, ახლა ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.

„მხოლოდ ოპტიმიზმი ან სასწაულის იმედი თუ იქნებოდა, გუშინ ივანიშვილს ეთქვა, გილოცავთ წავედიო…

გვქონდა ოპტიმიზმი, თუმცა რაციონალურად ვიცოდით – ან იტყოდა, 48% ავიღეო ან 60%-იო. რეალურად, ეს ორი ვერსია არსებობდა, ორი ტყუილი, რომელსაც მოვისმენდით და პატარა იმედი, ავტოკრატიული რეჟიმის, დემოკრატიული არჩევნებით დასრულების.

ვიცით, რეალური შედეგი ოპოზიციის, ვიცით ხალხის არჩევანი და გარდა ამისა, ვიცით, რომ ჩვენმა ქმედებამ, შრომამ ამ თვეების განმავლობაში, მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობამ, პოლიტიკური პარტიების მიერ აღებულმა პასუხისმგებლობამ და განხორციელებულმა ქმედებებმა, შეთანხმებამ პრინციპებზე და პრინციპულ საკითხებზე პრეზიდენტის და მის მიერ ინიცირებული ქარტიის გარშემო კონსოლიდაციამ, გაგვაერთიანა განსხვავებული ხალხი, რომლებიც ვთანხმდებით მომავალზე და ამ მომავალს არ დავთმობთ.

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს.

მესმის, ზოგს აქვს დეჟავუ, ასე ხომ უკვე იყო, მაგრამ არა, ასე არ ყოფილა, ამხელა მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ამხელა კონსოლიდაცია შიგნით, არასდროს ყოფილა. 5% და 6%, 8%, 10% არ გაუყალბებიათ ახლა – წინა არჩევნებისგან განსხვავებით; ზოგადად მხოლოდ არჩევნებზეც არაა, ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარეს ამჯერად და არა პარლამენტის მანდატები, გვითხრეს, ბელარუსი ვიყოთო – არ იქნება ეს ქვეყანა ბელარუსი და არ გაჭრის აქ რუსული მეთოდები – ვართ ბრძოლაში, ვრჩებით ბრძოლაში და გვაქვს ერთმანეთის და თანამებრძოლების იმედი;

ბევრი ალბათ დაიღალა, მძიმე და შრომატევადი დღეები იყო, თუმცა ბრძოლის ეტაპი იყო, ახლა კი ახალი იწყება, ასეთი ბრძოლაა ეს და მხოლოდ დაუღალავ, პრინციპულ ბრძოლას მოაქვს გამარჯვება.

მომავალი ჩვენია, მომავალი თქვენია!“, – წერს ნიკა მელია.