Home Blog Page 7

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას

კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია  და  მისი თავმჯდომარე,  – ზაალ კასრელიშვილი, საქართველოს მოსახლეობას მიმართავენ, რასაც, „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მაქვს პატივი, მოგმართოთ და გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა ქვეყანაში და პირად ცხობრებაში.

საარჩევნო მართონი იწყება და უკვე მერამდენედ, 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ერთი და იგივე ტექსტები, ერთი და იგივე თემები გვესმის დაპირისპირებული მხარეებიდან, უყურებთ ერთი და იგივე სახეებსა და პარტიებს, რომელთა დაპირებებეს აღსრულება არ უწერია, რადგან მათი უმარავლესობის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა ანუ კომფორტში და პრივილეგირებულ მდგომარეობაში დარჩენაა. დიახ დარჩენა, არ მოგესმათ ისინი იყვნენ, არიან და უნდათ რომ დარჩნენ. შეიძლება რამდენიმე სახელი და გვარი შეიცვალოს მათივე ახლობლებით და შინაურებით.

ცივილიზებულ გარეგნობას ამოფარებული თანამედროვე ფეოდალები (კლანები) ნებისმიერი ფორმით ცდილობენ დაიცვან თავისი ქონება და ინტერსები.

საქართველოს მოსახლეობა 32 წელია იმ მანკიერ წრეშია სადაც არ არის ჯანმრთელი კონკურენცია და სერიოზული არჩევანის საშუალება, ადამიანები ვერ ახერხებენ შესაძლებლობების რეალიზაციას რადგან თავის გადარჩენისთვის იბრძვიან. ამიტომ მათ უჭირს ეკონომიკურედ და ორმოში არიან ფსოქოლოგიურად.

ახალი ცხოვრება წარსულის ანალიზით და სინანულით იწყება. ესეა მედიცინაშიც, ჯერ სწორი დიაგნოზი უნდა დასვა, მერე დაავადების გამომწვევი მიზეზები გაანალიზო და მერე მთელი ორგანიზმის გამოსაჯანმთელებელი კომპლექსური მკურნალობა დაიწყო და არა მარტო რომელიმე ორგანოს ლოკალური მკურნალობა.

საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მოსახლეობა გაჭირვებული და უსამართლობით შეწუხებული და დაჩაგრული რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის დასუსტებული. ეს არის დიაგნოზი ანუ შედეგი, რომელიც დადგა სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელთა შეგნებულმა დაფარვამ ამ სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

1991 წლის 31 მარტს საყოვლთაო არვევნებით და რეფერენდუმით, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დაცვით საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა იმ გეოგრაფიულ საზღვრენში რომელშიც ის იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ეს იყო პირველი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ეკონომიკური რეფორმები სრულფასოვანი სახელმწიფოს ანუ თვითკმარი ქვეყნის მშენებლობის გზაზე სადაც მოსახლეობის მოთხოვნილებების მინიმუმ 70%-ს აკმაყოფილებს სახელმწიფო. ამ პროცესს შემდეგ ავტომატურად მოსდევს სურვილი და მოთხოვნა ინტეგრაციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცოდა რომ , საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბალტიის პირეთის რესპუბლოკების გარდა პოსტსაბჭოური ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროდ მოიაზრებოდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ამიტომ                    რუსეთმა არ დაუშვა დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების და წარმატების  პერსპექტივა და თავისი ქართველი აგენტების ხელით, (როგორც 1921 წელს) დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელსაც დემოკრატიის უკმარისობის ფონი შეუქმნა შემოქმედებითმა ინტელიგენციამ და საქართველოში და საერთაშორისო საზოგადოებაში შეიქმნა აზრი შეიარაღებული დაპირისპირების გარდაუალ აუცილებლობაზე. ამას მოჰყვა სამხედრო გადატრიალება რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით (ისნის მოტომსროლელი დივიზიიდან და დიდუბის სამრედრო ნაწილებიდან) და საქართველოში უკვე მეორედ რუსეთის, ქართველმა შეიარაღებულმა აგენტებმა რუსეთის არმიის ნაწილენთან ერთად დაამხო კანონიერი ხელისუფლება.          

პირველად მან ეს გააკეთა 1921 წელს.

მოკლედ: სამხედრო გადატრიალება იყო პირველი დანაშაული საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინაშე ასევე საბედისწრო შეცდომა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი მომავლი წინაშე. მეორე დანაშაული და შეცდომა ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს როცა გადატრიალების შემდეგ დაიწყეს განსცვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების დახვრეტები ქალაქის ქუჩებში, რაიონებში, სოფლების გადაწვა და სამაგალითო სადამსჯელო ოპერაციები რეგიონებში.

ციხეებში გამოკეტეს ეროვნული ცნობიერების მქონე ლიდერები და მოკლეს კანონიერი პრეზიდენტი. ეროვნული ცნობიერების პატრიოტი ადამიანებისათვის ჩაიკეტა საარსებო სივრცე და პერპექტივა პოლიტიკაში, მედიაში და ბიზნესშიც კი. მესამე დანაშაული ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა ჩვენი ხალხის წინაშე იყო მათი ანაბრებიდან, წლების მანძილზე შრომითა და წვალებით დაგროვილი თანხების წართმევა და მიტაცება, რითიც მოსახლეობა შეგნებულად გააღატაკეს. მეოთხე დანაშაული იყო როვა გაძარცვულ ქვეყანაში და გაღატაკებულ ხალხში ჩაატარეს ე.წ. პრივატიზაცია რის შემდეგ ყველა ის სიკეთე რაც დამსახურებულად ეკუთვნოდა ხალხს დაუმსახურებლად ჩაიგდეს ხელში რევანშისტმა კომუნისტებმა, კომკავშირელებმა, კგბ-ემ, წითელმა დირექტორებმა და კრიმინალებმა.

ამ პროცესის შედეგ  შეიქმნა დაპირისპირებული კარტელები და ყოფილმა ,,თანამოაზრეებმა” დაიწყეს ერთმანეთის მორალური და ფიზიკური განადგურება. ამ ტიპის შიდა დაპირისპირების და არეულობის ფონზე მეხუთე დანაშაული ქვეყნისა და ერის წინაშე იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე აგორებულ პროვოკაციულ ომში ჩათრევა თუ შეგნებული ჩაყოლა, მაშინ როცა ფრონტის ზურგი, სამეგრელო რამდენიმეჯერ იყო დარბეული, გაძარცვული და მტრულად განწყობილი. მეექვსე შეცდომა იყო ქართული წინააღმეგობის მოძრაობის ჩახშობა რუსეთის საზთვაო ფლოტის (ბალტინის ფლოტის). მეშვეობით, რომელიც ოფიციალურად შემოიყვანა მაშინდელმა ე.წ. მთავრობამ თავის გადასარჩენად, რადგან მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მათ მხარს არ უჭერდა. 

აფხაზეთის დაკარგვის შედეგ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, მეომრები, რევანშისტები, სპეც-სამსახურები, კომკავშირელები და კრიმინალები კონკრეტული ინტერესების გარშემო დაჯგუფდნენ, კარტელები გამსხვილდნენ და კლანურ-კორპორაციული მართველობა დაიწყეს. ,,ზედმეტი” ხალხი თავისი წრეებიდანაც მოიშორეს, და მფარველობის სანაცვლოდ წილი დატოვეს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რითაც მოკლეს ჯანმრთელი კონკურეცია ანუ ქვეყნის ნორმალური განვითარების პერსპექრივა. შემდეგ თავისი წესებით ჩატარებული არჩევნებით ხელისუფლება ოფიციალურად ჩაიგდეს ხელში მთაბრობაც თვითონ გახდნენ და დანარჩენი საქართველო სიღატაკისათვის გაწირეს. ამას მოჰყვა შემდეგი მეშვიდე დანაშაული ცხინვალის და კოდორის დაკარგვა. (ამ თემაზე ვისაუბრებთ 2004-2012 წლების პერიოდის განხილვის დროს).

არც მანამდე და არც მერე კლანურ- კორპორაციული მართველობა არავის შეუცვლია უფრო თანამედროვე მეთოდებით, ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.   არსებული სისტემა ფორმით თავის ინტერესებს მოარგეს, შიანაარსით კი იგივე დატოვეს.      

ხალხო, შეგახსენებთ რომ, ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულებები ხდებოდა მაშინ, როცა ჩენი ქვეყანა დამოუკიდებლობის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგავდა და ახლად ფეხადგმული ბავშვივით განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა ჭირდებოდა .

საარჩევნო მარათონი ნელ-ნელა კდევ უფრო უფრო მეტი შოუებით იქნება წარმოდგენილი მედია სივრცეში. არჩევნები ჩვენი კონკრეტული შანსია უკეთესი პერსპექტივისაკენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება ამიტომ სანამ ვინმეს ხმას მივცემთ რაიმე დაპირებების გამო, ჯერ ვიკითხოთ ვის რა უკეთებია ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ წარულში ან თავის სპეციალობაში რა დონის პროფესიონალია. არ დაგვავიწყდეს რომ, იმდენჯერ მოგვატყუებენ რამდენჯერაც თავს მოვიტყუებთ და თუ მოგბეზრდათ დამამცირებელი სიღარიბე, ყოველი თეთრის ეკონომია ,,შავი” დღისათვის გადადებული და ამავე დროს ერთი და იგივე ხალხის, მათი შვილების და პარტიების სიხარბე და უმადურება კარგად დავფიქრდეთ ჩვენი თუ უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ვაკეთებთ არჩევანს.    

უიმედო მოლოდინს რომელიც არ მთავრდება სხვანაირად უბედურება ჰქვია და ამ განსაცდელს ერთად უნდა დავაღწიოთ თავი ღირსეულად. გარე პატრონების ნებას არ უნდა ავყვეთ მათი ინტერესების გასატარებლად, ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ ერთმანეთს დავეხმაროთ და ერთად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან რათა წარსულის შეცდომები აღარ გავიმეოროთ და კიდევ უფრო მეტი პრობლემები არ შეუქმნათ მომავალ თაობებს. 

მეტი კონკრეტიკისათვის დავამატებ, რომ სამართლიანობის აღსადგენად 1992-2025 წლების პერიოდი უნდა გაიყოს სამ პერიოდად, ეს მიმართვა პირველი პერიოდია და მოიცავს 1992-2003 წლების პერიოდს. ამის შემდეგ უნდა გამოვიძიოთ 2004-2012 წლების მმართველობა და შემდეგ 2012 დან ვიდრე დღემდე პერიოდის მოვლენები.

გამოუალი მდგომარეობა არ არსებოს და ჩვენ წინასაარჩევნო კომპანიის დროს პერიოდულად გაგიზიარებთ ჩვენს ხედვას ჩვენი ქვეყნის განვითარების და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე როგორც საქართველოში ისე მთელ რეგიონში”, – ნათქვამია მიმართვაში.

ცესკო პარტიებს მიმართავს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული პროცედურები დროულად განახორციელონ

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს – ოქტომბრის პირველ შაბათს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობით, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს:

  • საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;
  • ხოლო თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით. პარტიას განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

ამასთან შეგახსენებთ რომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38[1] მუხლის შესაბამისად, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში უნდა წარმოადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა.

თუ პოლიტიკური გაერთიანება არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას და არ მომართავს ცესკოს განცხადებით რიგითი ნომრის მოთხოვნის შესახებ, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროებისა ან კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51″, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი რასაც აკეთებს, არაფრით განსხვავდება რუსეთისგან -პეტრე პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი რასაც აკეთებს, არაფრით განსხვავდება რუსეთისგან, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, „თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოროშენკოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ავტორიტარულ ინსტინქტებს ავლენს და პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას ცდილობს.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ზელენსკი ცდილობს პოლიტიკური ლანდშაფტიდან ნებისმიერი კონკურენტის მოშორებას და უკრაინის რკინის ხელით მართვას.

„რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ ბიოლოგიურ, ქიმიურ დონეზე ვერ მიტანს და, სიმართლე გითხრათ, ზელენსკი არც მე მომწონს, მაგრამ ომის დროს არასდროს გამიკეთებია მის მიმართ მტრული ქმედება. და ის ფიქრობს, რომ უფლება აქვს, პარლამენტის სხდომაზე არ შემიშვას? თქვენ უბრალოდ არღვევთ კონსტიტუციას. და ამას აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ აქვს რუსეთისგან“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ფაქტების დონეზეა გაშიფრული, დიდი ბრიტანეთის ელჩს რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული, როგორ ერევა შიდა საქმეებში, რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული -ლევან მაჭავარიანი

ფაქტების დონეზეა გაშიფრული, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული, როგორ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევრობიუროკრატებს უსამართლო რეაქციები აქვთ.

„მსგავსი რიტორიკა მას შემდეგ გვესმის, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რადგან ომში მონაწილეობისთვის ვერ გამოგვიყენეს. სწორედ ამიტომ აქვთ უსამართლო რეაქციები ევრობიუროკრატებს. ახლა იგივე ხდება დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ფაქტების დონეზეა გაშიფრული, რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს. ვხედავთ, როგორ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული. ჰაერზე როცა გვესაუბრებიან და ბრალდებები ჰაერიდან მოაქვთ, ჩვენ პირდაპირ ფაქტებით ვასაბუთებთ იმას, რის გამოც მათ ვაკრიტიკებთ. ჩვენ შორის სწორედ ეს არის განსხვავება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მინდა, გიორგი გახარია მკაცრად გავაფრთხილო, მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად -თეა წულუკიანი

მინდა, გიორგი გახარიას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო, მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს ამა თუ იმ ფორმით სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე გიორგი გახარიას ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება კომისიას გაუჭირდა და ეს გააკეთა მისი მხრიდან მრავალდღიანი ვედრების შემდეგ.

„16:00 საათზე, წესით, ბატონი გიორგი გახარია უნდა ჩაგვერთოს, ვინაიდან ასეთი იყო მისი მრავალდღიანი ვედრებადა და ჩვენ ის დავაკმაყოფილეთ. ბატონმა გახარიამ თავისი პარტიის გვერდზე გამოაქვეყნა „ქარდი“ და თქვა, გამორთვებს არ ვართო. ძალიან გაგვიჭირდა მისი ჩართვის შესახებ თხოვნის დაკმაყოფილება. არ მინდა, ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, მას მართლაც აქვს განზრახული ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს. მინდა, მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო, განსაკუთრებით მის გარემოცვას, რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამ თმენის ვალდებულებას აქვს ლიმიტი. მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს ამა თუ იმ ფორმით სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა, კომპეტენტური პირები კი მისცემენ კვალიფიციკაციას და შეაფასებენ. იმედი მაქვს, 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს გაიმართება, სადაც პროექტის წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

პროექტის ფინალური ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.  დაჯილდოების ცერემონიამდე, მთავარი სცენა საინტერესო თემატიკის ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიას და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სესიას დაეთმობა. საღამოს მთავარი თემა იქნება – „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.

ღონისძიების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც პროექტისთვის შერჩეული სპეციალური ჟიური,  5 ნომინაციაში, 15 გამარჯვებულ ბიზნესს გამოავლენს.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, მათი წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. 

წელს, პროექტის  მთავარი პარტნიორია- Visa. მხარდამჭერები –  აჭარა ჯგუფი და Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში

2 ივლისს ქუთაისში დღისით +25 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმს სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ჭიათურაში, სადაც დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც წვიმს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +23 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმს. დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება თელავში, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზეა. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ნალექს და მსუბუქ ქარს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს უამრავი საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდება, რაც მოვლენების განვითარების სხვადასხვა გზას გააჩენს. გირჩევთ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ, რათა წესიერების ზღვარს არ გადახვიდეთ. სასურველია, ეს დღე სახლში გაატაროთ და საღამოს პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ. მოერიდეთ ცხიმიან კერძებს – ახლა თქვენს ორგანიზმს ადვილად მოსანელებელი საკვები სჭირდება.

კურო

ეს დღე ხელსაყრელია ფიზიკური აქტივობებისთვის, ადამიანებთან ურთიერთობისთვის, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. ამ დღეს მიხვდებით, რომ თქვენი გულწრფელობა და დიდსულოვნება ზოგჯერ ურთიერთობებში ხელს გიშლით. ხანგრძლივი შრომა და მიზანსწრაფულობა, ბოლოს და ბოლოს, წარმატებას მოგიტანთ. წარსულის წარუმატებელი სცენარის გამეორება განწყობას გაგიფუჭებთ. ეცადეთ, საღამო აქტიურად და მხიარულად გაატაროთ.

ტყუპები

ვარსკვლავების მხარდაჭერას ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობთ. გამოიყენეთ ეს შანსი რთული ამოცანების გადასაჭრელად. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

კირჩხიბი

შესანიშნავი დროა უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად. გაუფრთხილდით ფულს და ძვირფასეულობას, რადგან შეიძლება ვიღაცამ მათი მოპარვა სცადოს. შესანიშნავი დღეა ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად. აუცილებელი არ არის, რომ ყველა რჩევა გაითვალისწინოთ ან, მით უმეტეს, მიჰყვეთ — მოტყუების რისკი მაღალია. ეცადეთ, ყურადღება პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილოთ და მეორეხარისხოვან დავალებებზე დრო არ დაკარგოთ.

ლომი

ოჯახური ბიუჯეტის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო შესაძლებელია ოჯახური კონფლიქტები გაღრმავდეს. თუ შინაგან სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ბევრ პრობლემას აირიდებთ. მოერიდეთ სარისკო ფინანსურ გარიგებებს და აზარტულ თამაშებს.

ქალწული

ეს დღე მოულოდნელი ამბებით სავსეა, ამიტომ აქტიურად იმოქმედეთ და ყველა სიტუაციაში მოქნილობა გამოიჩინეთ. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ, რათა შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოტოვოთ. კარგი იქნება თუკი ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გექნებათ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

სასწორი

პროფესიულ სფეროში მზად ხართ რთული ამოცანების გადასაჭრელად. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა, რომელიც მღელვარებით აგავსებთ და დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. პირად ცხოვრებას მეტი ყურადღება მიაქციეთ – უახლოეს ხანებში ოჯახის ერთ-ერთ წევრს თქვენი დახმარება დასჭირდება. ქალაქგარეთ გამგზავრება და ნათესავებთან შეხვედრა განტვირთვაში დაგეხმარებათ და სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

მორიელი

ამ დღის საუკეთესო ტაქტიკა სპონტანური მოქმედებაა — ამ გზით საუკეთესო შედეგების მიღწევას შეძლებთ. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს პარტნიორს ცუდი განწყობა აქვს, მიზეზით დაინტერესდით და დაეხმარეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 2 ივლისის საღამო სახლის მყუდრო გარემოში გაატაროთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის იღბლიანი დღეა. შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ბოლო დროის ყველაზე დიდი ოცნების ასრულება შეძლოთ. გირჩევთ, ადრე გაღვიძება ჩვევად გაიხადოთ, რადგან დილის საათები თქვენთვის ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებულია. გახსოვდეთ, თქვენი უნარები და სიძლიერე სწორედ ამ დროს იღვიძებს.

თხის რქა

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში ზედმეტად ნუ გაჯიუტდებით — უმჯობესია, მშვიდი და მოქნილი სტრატეგია შეარჩიოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები დიდი ხანია გაწუხებთ, მათ მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ. გამონახეთ დრო ფიზიკური აქტივობისთვის: ფეხით იარეთ ან სპორტით დაკავდით.

მერწყული

ამ დღეს შესაძლოა მცირე სირთულეების დაძლევა მოგიწიოთ, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით და იპოვით თანამოაზრეებს, რომლებიც სწორ გზას გიჩვენებენ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. მეგობრები საინტერესო საღამოს შემოგთავაზებენ, რაც სამუშაო დღის მშვენიერი დასასრული იქნება.

თევზები

ამ დღეს იღბალი თევზების მხარესაა! შესანიშნავი დროა, რომ ბედი სცადოთ — საქმემ, რომელიც უიმედო გეგონათ, შეიძლება დიდი შემოსავალი მოგიტანოთ. დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და თქვენთვის შესაფერისი, დაბალანსებული დიეტა დაიწყოთ.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს-არსენიო დომინგესი

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს, – ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, არსენიო დომინგესმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ეკონომიკის მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბათუმში მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

„საქართველოს კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში, რადგან 20 000-მდე მეზღვაურია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განფენილი საქართველოდან. ეს არის ქვეყანა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი თაობის შემოსვლას საზღვაო დარგსა და პროფესიაში, ამ სფეროში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, მათ შორის, გადამზადებისა და სერტიფიცირების კუთხით, სწორედ ამიტომ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს,  რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მეზღვაურების ყოფა და დავაკმაყოფილოთ მათი საჭიროებები“, – აღნიშნა დომინგესმა.

მისასალმებელ სიტყვაში დომინგესმა ხაზი გაუსვა საქართველოს  მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან. მისი შეფასებით, მეზღვაურის დღის ღონისძიებაზე უმაღლესი დონის წარმომადგენლობის, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დასწრება იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება საზღვაო ისტორიისა და მისი მომავლის ერთგულია.

„საქართველოში ჩვენი დელეგაციის ძალიან  წარმატებული ვიზიტი  შედგა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ქვეყანაში ვიმყოფები და აღვნიშნავ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს ახალ ტექნოლოგიებში და მივესალმები ასეთ ურთიერთობას ჩვენს ორგანიზაციასთან. ქართველი მეზღვაურები ყოველდღე გვიდასტურებენ, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალები არიან, მე პირველად ვარ საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ჩემი ბოლო ვიზიტი“ – განაცხადა არსენიო დომინგესმა.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში არსენიო დომინგესმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან,  ალექსი ახვლედიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს გამორჩეული მეზღვაურებისა და საზღვაო სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიალში.

“ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია”-მარიამ ქვრივიშვილი

ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო და რამდენიმე კერძო პროფესიული სასწავლებელი, სადაც მეზღვაურის პროფესიას ყოველწლიურად 2 000-მდე სტუდენტი ეუფლება. ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და წინსვლა, კარიერული ზრდა და ქართული დროშის ქვეშ სიამაყით ცურვა უსურვა.

„საქართველო განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტს გადის, როდესაც სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ინტერესად გამოცხადებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. საქართველო წარმოადგენს შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლს, ამ დერეფნის საკვანძო ელემენტი კი საზღვაო პორტები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალები არიან. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მეზღვაურთა სახელმწიფო რეესტრში 20 000-მდე მეზღვაურია დარეგისტრირებული. საქართველოს საკმარისი გამოცდილება და ტრადიცია გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენს ნავსადგურებს, ნაოსნობასა და საზღვაო საქმეს საკუთარი ძალისხმევით გავუძღვეთ, საკუთარ საჭიროებებს ჩვენვე მოვემსახუროთ და გამოცდილება საერთაშორისო ნაოსნობაშიც მივიღოთ“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მათ შორის საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტებზე.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ოთხ ნავსადგურს უახლოეს მომავალში მეხუთე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეემატება, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ექნება საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში და მთლიანად ქვეყნის ტრანზიტულ-ლოგისტიკურ პოტენციალს გააძლიერებს.

„რაც მთავარია, თითოეულ მოქმედ, თუ მომავალ მეზღვაურს უნდა ახსოვდეს, რომ მათი საქმე, დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში უნდა გავუზიაროთ ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება და ჩვენი სამშვიდობო თანმიმდევრული პოლიტიკა აუცილებლად გამოიღებს შედეგს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, არსენიო დომინგესმა და სხვა სტუმრებმა სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან.

ღონისძიების ფარგლებში ტრადიციულად მეზღვაურის ფიცის დადების, ღვაწლმოსილი მეზღვაურების და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ამასთან, ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ მეზღვაურებს და მათ საპატივსაცემოდ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

პარლამენტმა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, კანონპროექტით განისაზღვრება არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების წესი.

„კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების, ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შესაძლებლობა ექნება, შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი, ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში თუ მფლობელობაში რაიონული ან საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება, გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება, ან გადამალვა, ამ შემთხვევაში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება ექნება, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, სხვა კერძო საკუთრების, მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს ამის თაობაზე მოსამართლეს.

ასევე, უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიცირება, ზედაპირული შემოწმება, დათვალიერება და აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა პრევენციული თუ იძულების ღონისძიებები მიიღოს.

ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია – ირაკლი კობახიძე

ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოისვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.

„დღეს ჩვენ მეზღვაურის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღის აღნიშვნით ჩვენ პატივს მივაგებთ მეზღვაურთა თავდაუზოგავ შრომას და მათ უნიკალურ წვლილს საერთაშორისო ნაოსნობაში, მსოფლიო ეკონომიკასა და საზოგადოების განვითარებაში. დღეს ასევე ვიხსენებთ ყველა იმ მეზღვაურს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე საზღვაო საქმეს მიუძღვნეს. მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის საზღვაო ისტორიის საამაყო ნაწილია.

თითოეული ქართველი მეზღვაური ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირისა და მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ. ეს არის ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და სანდოობის აღიარება საერთაშორისო დონეზე.

ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ წუთებშიც ათასობით ქართველი მეზღვაური საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. ამის დასტურია საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციასთან მიერთება, რომელიც თებერვლიდან შევიდა ძალაში და მეზღვაურთა უფლებების მთავარ გარანტიას წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.