Home Blog Page 7

საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში 2025 – თიბისი აბაშის დოღის მხარდამჭერი გახდა

27-28 სექტემბერს, აბაშის იპოდრომი ხალხურ ცხენოსნობაში საქართველოს 2025 წლის თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და წელს პირველად, დოღის მხარდამჭერი თიბისი იქნება.

ცხენოსნობის ეროვნული სახეობები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართულ დოღს, მაყურებელი და გულშემატკივარი არასდროს აკლია. ასეა აბაშაშიც, სადაც ადგილობრივი იპოდრომი სეზონზე რამდენიმე შეჯიბრებას მასპინძლობს.

2025 წლის საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში შემდეგ კატეგორიებში ჩატარდება:

  • წმინდა სისხლის 2-წლიანი ცხენების გარბენი 1600 მეტრზე (დავით აღმაშენებლის თასი);
  • წმინდა სისხლის 3-წლიანი ცხენების გარბენი 2400 მეტრზე (დერბი 2025)
  • წმინდა სისხლის უფროსი ასაკის ცხენების სპრინტერული გარბენი 1200 მეტრზე (ჯემალ ქორჩილავას სახელობის თასი);
  • წმინდა სისხლის უფროსი ასაკის ცხენების გარბენი 2000 მეტრზე (საქართველოს თასი);
  • მარულა – 5500 მეტრზე (მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ცხენს);

შეჯიბრება, ასევე, გაიმართება ცხენბურთსა და ისინდში.

შეჯიბრების საპრიზო ფონდი 25 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 15 000 ლარი, სწორედ, თიბისიმ დააწესა. ამასთან ერთად, იპოდრომის ტერიტორიაზე თიბისი საკუთარ სივრცესაც მოაწყობს.

დოღის მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს რეგიონებში ტრადიციული, ეროვნული სახეობების პოპულარიზაციას. გვჯერა, რომ მიზანსწრაფული და მოუსვენარი ადამიანების ძალისხმევა ქმნის იმ გარემოს, სადაც ქართული კულტურა და სპორტი ინარჩუნებს ენერგიას და თანამედროვეობასაც შესაბამისად ერგება.

(R)

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში დასრულდა „თავდაცვის მოხალისის” საპილოტე კურსი

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის” ორგანიზებით ჩატარებული საპილოტე პროგრამა — „თავდაცვის მოხალისის კურსი” დასრულდა, რომელიც მოხალისეთა ორგანიზაციის” ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” მხარდაჭერით 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროგრამის ფარგლებში, მოხალისეებმა გაიარეს მრავალფეროვანი სამხედრო დისციპლინები, მათ შორის:

სამხედრო ეთიკა და სუბორდინაცია, საცეცხლე მომზადება ,საინჟინრო მომზადება,

საბრძოლო სროლის სავარჯიშოები, საინფორმაციო ოპერაციები, კავშირგაბმულობის საშუალებები, არასტანდარტული ლოჯისტიკა, სამხედრო ტოპოგრაფია, ტაქტიკური მომზადება.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, 25 მონაწილეს პირველად მიენიჭა „თავდაცვის მოხალისის” სტატუსი და გადაეცათ სერტიფიკატები.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ,საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ „თავდაცვის მოხალისის” დირექტორს მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი არაბულმა. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, მიულოცეს პროგრამის დასრულება და წარმატებები უსურვეს მომავალ მოხალისეობრივ საქმიანობაში.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, „საქართველოს გენერალთა კლუბის” აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, თავდაცვის ძალების, “თავდაცვის მოხალისის” და ორგანიზაციის “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლები.

“არასდროს ვიფიქრებდი, რომ საკუთარი ქვეყნიდან ღამე ქურდივით გაპარვა მომიწევდა”- დმიტრო კულება

epa09902172 Ukrainian Foreign Minister Dmytro Kuleba addresses media during a joint news conference that followed the meeting with his Romanian counterpart in Bucharest, Romania, 22 April 2022. Kuleba is on a one-day official visit to Romania. EPA-EFE/ROBERT GHEMENT

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მას სამშობლოს დატოვება „ღამე ქურდივით“ მოუწია.

„არასდროს ვიფიქრებდი, რომ საკუთარი ქვეყნიდან ღამე ქურდივით გაპარვა მომიწევდა“, – განაცხადა კულებამ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, კულება ახლა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში იმყოფება, ხოლო შემდეგ სამხრეთ კორეაში კონფერენცია World Knowledge Forum-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

როგორც მედია წერს, კულებას კონფერენციაში მონაწილეობა არის ქვეყნიდან წასვლის ფორმალური მიზეზი. კულებას გამგზავრება უკრაინის მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას დაემთხვა, რომლის თანახმადაც ყოფილ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

„ეს დადგენილება არ უკავშირდება იმას, რომ საომარი მდგომარეობა ჯარში გაწვევის ასაკის მქონე 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს. უკრაინაში ყოფილი დიპლომატები ვალდებულნი არ არიან ჯარში იმსახურონ. საქმე ისაა, რომ ზელენსკის და მის გარემოცვას არ სურს, რომ ჩვენ საზღვარგარეთ დავდიოდეთ და ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც მათი აზრით მთავრობის ხაზს, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს. მე დავთვალე და ჩვენ, ვისზეც ეს ზომა ვრცელდება, დაახლოებით 20 ადამიანი ვართ. არ მგონია, რომ დევნის მანიით ვარ შეპყრობილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დადგენილება იმაზეა გათვლილი, რომ მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი შეგვზღუდონ“, – აღნიშნა კულებამ.

უკრაინის ყოფილი პირველი დიპლომატის თქმით, უკრაინის მთავრობის „გარკვეულ წრეებში“ ითვლება, რომ საზღვარგარეთ წასვლით ადამიანი ავტომატურად ხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების აგენტი. კულება აცხადებს, რომ მასზე ჯავრი იყარეს, რადგან ის ზელენსკის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობის შეზღუდვის გამო აკრიტიკებდა.

რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?

სექტემბერი თითქოს ყველასთვის რაღაც ახლის დასაწყისია. ახალი გამოცდილებების, შესაძლებლობების, გაბედული ნაბიჯების და, რაც მთავარია, ახალი ამბების, რომლებიც ახალ სასწავლო წელთან ერთად განათლებით იქმნება.

თიბისის გუნდმა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები შექმნა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ის ახალგაზრდები გააერთიანა, რომლებსაც სურთ – განათლებით საკუთარი ამბავი პირველად ან სრულიად ახლებურად შექმნან.

თიბისი ტექსკოლა, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის პროგრამა, IT აკადემია და თიბისი კამპუსი – თიბისის საგანმანათლებლო პროგრამების ის ჩამონათვალია, რომელიც ახალი თაობისთვის და არამარტო, განათლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

თიბისი ტექსკოლა

თიბისი ტექსკოლა სწორედ იმ 9-12 კლასის მოსწავლეებისთვისაა შექმნილი ვინც ტექნოლოგიების მუდმივად ცვალებად სფეროს ცნობისმოყვარედ ადევნებენ თვალს. აქ დაგხვდებათ ციფრული სამყარო, სადაც დარგის წამყვანი პროფესიონალებისგან შეისწავლით ისეთ ინოვაციურ მიდგომებს, რომლებსაც მარტივად ვერ დაგუგლავ. ანუ, ისწავლით ყველაფერს, რაც ტექნოლოგიების ეკოსისტემაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისას თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ტექსკოლის კურსებზე რეგისტრაციები სულ მალე დაიწყება, თვალი ადევნეთ თიბისის ვებგვერდს.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI)

ციფრულ სამყაროში კიდევ უფრო ბევრი და მაღალი მწვერვალების დასაპყრობად, თიბისის მხარდაჭერით და GAIA-ს ორგანიზებით ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსიც შეიქმნა, სადაც 7 თვის განმავლობაში ქვეყნის წამყვანი AI ინჟინრები ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში გაუძღვებიან და საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მოამზადებენ. მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში საქართველომ პირველივე ცდაზე გამარჯვება მოიპოვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ამბის, რომელსაც განათლებით ქმნის თიბისი. ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც რეალიზდნენ.

IT აკადემია

თიბისიში სჯერათ, რომ ტექნოლოგიების სიყვარულს ასაკი არ აქვს და რომ მხოლოდ სკოლის მოსწავლეები არ არიან ისინი, ვინც ციფრულ სამყაროს დაუსრულებლად იკვლევენ. ამიტომ, თიბისიში 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის IT აკადემია შექმნეს, რომელმაც 2019 წლიდან 1000-მდე მონაწილეს გაუკვალა გზა ტექნოლოგიების სამყაროში, მათგან 300-მდე კურსდამთავრებული კი თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებშია დასაქმებული. შესაძლოა სრულიად სხვა სფეროში მუშაობდეთ ან ახლა იწყებდეთ კარიერული გზის ძიებას, მაგრამ თუ ციფრული სამყაროთი ინტერესდებით, IT აკადემია საუკეთესო დასაწყისია. პროფესიონალი მენტორების ხელმძღვანელობით იმუშავებთ რეალურ პროექტებზე და განათლებით შექმნით ისეთ ამბავს, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი გეგონათ.

 თიბისი კამპუსი

თუ ტექნოლოგიების გარდა ბიზნეს მიმართულებებიც გაინტერესებთ, უნივერსიტეტისგან სრულიად განსხვავებულ სივრცეში – თიბისი კამპუსი გელოდებათ. აქ 18–24 წლის სტუდენტები, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლებით დღეს ყველაზე მოთხოვნად დისციპლინებს დაეუფლებით. ანუ, თუ გაინტერესებთ თანამედროვე ბიზნეს მიმართულებები, გსურთ ამ დარგის წარმატებული პროფესიონალების გაცნობა, მათი გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური პროექტების დამოუკიდებლად შექმნა, თიბისი კამპუსში ამისთვის საჭირო მხიარულ და საინტერესო გარემოს დაგახვედრებთ.

განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისის ყველა ჩამოთვლილ პროგრამასა და კურსს სრულად აფინანსებს და მონაწილეებისთვის სწავლა უფასოა.

თუ შენც გჯერა, რომ განათლება შეუძლებელს შეგაძლებინებს და სექტემბერი შენი ამ ამბის საუკეთესო დასაწყისია, არ გამოგრჩეს სასურველ პროგრამაზე რეგისტრაცია.

 (R)

საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის – ჯამში 18 მოქალაქე.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიულად მიუღებელია, საარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს-კახა კალაძე

“რუსთაველის გამზირზე რომ ადამიანები დგანან და აპროტესტებენ, გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ მათთან და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ?”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, ევროკავშირის ელჩი აღნიშნულ ფაქტს შეაფასებენ.

“ეს იყო ძალიან მძიმე და მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც არ იყო პირველი შემთხვევა. ეს არის ჩვენი შტაბი. როგორც იცით, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. აქ ხალხი მუშაობს. ჩვენ არავის ვუვარდებით, თავს არავის ვესხმით.

მე იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის ელჩი დაგვდევს პატივს და გააკეთებს შეფასებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი გივარდებოდეს, ხელს გიშლიდეს მუშაობაში და გაყენებდეს შეურაცხყოფას. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად დაძაბულობა შემოიტანონ, რადგან არსებული 30 აკაცუკი და მათი ყვირილი, ხავილი არავის აინტერესებს. ამ დაჯგუფებაში არიან მოძალადეები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო შტაბთან მივარდნა და გინება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ყოველდღიურობად იქცა.

“ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა შტაბთან მოვარდნა, გინება, შეურაცხყოფის მოყენება. მე გეკითხებით, რა უნდოდათ ამ ადამიანებს შტაბთან თუ შტაბი მივიდა მათთან? რუსთაველის გამზირზე დგანან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ, აქციებს მართავენ. თქვენ გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ რუსთაველზე და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ? შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია, რომ სარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

საქართველომ საფინანსო ინსტიტუტისგან (ADB) პირველად მიიღო სუვერენული საგარეო სესხი ლარში

პროფესიული განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების („თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის – ქვეპროგრამა 2“) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მხრიდან განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი სუვერენული სესხის ჩამორიცხვა – 68.2 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

გასათვალისწინებელია, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში, რაც, კიდევ ერთხელ, უსვამს ხაზს ADB-ის და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, არა მხოლოდ, საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, არამედ ასევე, სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისა და საჯარო ფინანსების მდგრადი მართვის მიმართულებით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სესხის ეროვნულ ვალუტაში აღება თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია, სახელმწიფო ვალში უცხოური და ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პროპორციული განაწილების მიღწევა, რაც აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ვალის მართვის მდგრადობას.

შინაარსობრივად, პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის, ინკლუზიურობის გაზრდისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებაში.

9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე

თიბისი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად მრავალფეროვანი შეთავაზებებით გამოირჩევა. მორიგი მასშტაბური შეთავაზება მომხმარებლებს დღეს, 9 სექტემბერს, გალერია თბილისის შერჩეულ ობიექტებში დაგხვდებათ, სადაც თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 40%, ჯამში მაქსიმუმ 400 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

ტრადიციულად, მრავალფეროვანია შერჩეული ობიექტების ჩამონათვალიც:

Bene Shoes, Trussardi, Elena Miro, Furla, Va bene, DKNY, Pinko, Patrizia Pepe, Superdry, Women secret, XS Toys, Carter’s, Calzedonia, Espacho, Jysk, Loccitane, Miniso, Yves Rocher, Monnalisa, ქალთა ბედნიერება, Roberto Bravo, Roman, Top Sport, M.A.C Cosmetics, Mova Jewelry , No One, Lutecia (40%-ის ნაცვლად, 30% დაგიბრუნდებათ), Lion Of Porches, Original Marines, Mayoral, Pepe Jeans London, Marco Polo, Hackett

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ობიექტში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. შეთავაზება მოქმედებს, როგორც ძველ, ისე ახალ თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე.

გამონაკლისია მხოლოდ Lutecia, სადაც გალერია თბილისის ფილიალში, 9 სექტემბერს, 40%-ის ნაცვლად, 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.

გამონაკლისებს და შეთავაზების დეტალურ პირობებს, გთხოვთ, გაეცანით ბმულზე.

(R)

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

რო­დე­საც სხვე­ბის მხრი­დან აგ­რე­სი­ას წა­ა­წყდე­ბით, ნუ იჩ­ქა­რებთ იმა­ვე პა­სუ­ხის გა­ცე­მას, რათა შე­დე­გად წარ­მო­შო­ბი­ლი კონ­ფლიქ­ტი სე­რი­ო­ზულ ეტაპ­ზე არ გა­და­ვი­დეს, უმ­ჯო­ბე­სია უგუ­ლე­ბელ­ყოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მტრო­ბა.

კურო

 
 
 
თუ გჭირ­დე­ბათ ვინ­მეს დარ­წმუ­ნე­ბა, რომ მარ­თა­ლი ხართ ან თქვე­ნი მსგავ­სი აზ­როვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ზიდ­ვა, ისარ­გებ­ლეთ ხელ­საყ­რე­ლი დრო­ით – დღეს თქვენ ისე­თი მჭევ­რმე­ტყვე­ლი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბით, რო­გორც არას­დროს.

ტყუ­პი

 

არ უნდა მო­უს­მი­ნოთ მათ, ვინც გირ­ჩევთ თქვე­ნი პრინ­ცი­პე­ბის შეც­ვლას – რო­გორც პრო­ფე­სი­ა­ში, ასე­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, მათი მი­ზა­ნია თქვე­ნი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და მათი ინ­ტე­რე­სე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეგო­ის­ტუ­რია.

კირჩხი­ბი

დღის მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში გარ­დამ­ტეხ მო­მენ­ტად იქ­ცეს, მთა­ვა­რია, სწო­რი და შორს მი­მა­ვა­ლი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა შეძ­ლოთ. იყა­ვით ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი.

ლომი

თუ ხვდე­ბით, რომ არ შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მიღ­წე­ვა, თავი უნდა და­ა­ნე­ბოთ და სა­სურ­ველ დროს და­ე­ლო­დოთ. თქვენ გარ­შე­მო მყოფ ადა­მი­ა­ნებ­საც არ მო­ე­წო­ნე­ბათ თქვე­ნი ტაქ­ტი­კა, ამი­ტომ მო­ე­რი­დეთ ასეთ ქმე­დე­ბებს.

ქალ­წუ­ლი

არ უნდა შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე მხო­ლოდ იმის გამო, რომ სხვებს ასი­ა­მოვ­ნოთ, მა­ში­ნაც კი, თუ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და პა­ტივ­ცე­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­გარ­წმუ­ნე­ბენ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში – ნე­ბის­მი­ერ ფა­სად და­იც­ვათ თქვე­ნი პო­ზი­ცია.

სას­წო­რი

სა­ნამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს გა­დად­გამთ – რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ასე­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, შე­ე­ცა­დეთ თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი მი­ნი­მუმ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯით წინ გათ­ვა­ლოთ: თქვენ მზად უნდა იყოთ მოვ­ლე­ნე­ბის ფარ­თო სპექტრის­თვის.

მო­რი­ე­ლი

შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ადა­მი­ა­ნებ­თან მათ­თვის სი­კე­თის გა­კე­თე­ბით: ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე, ჩვენ მიდ­რე­კილ­ნი ვართ ვენ­დოთ არა სი­ტყვებს, თუნ­დაც ისი­ნი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, არა­მედ ქმე­დე­ბებს, თუნ­დაც ისი­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ჟღერ­დეს.

მშვილ­დო­სა­ნი

იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ დაბ­ნე­უ­ლო­ბა, წი­ნას­წარ შე­ად­გი­ნეთ დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის და აი­ძუ­ლეთ თავი, რომ მიჰ­ყვეთ მას მა­ნამ, სა­ნამ მის ყვე­ლა პუნ­ქტს არ შე­ას­რუ­ლებთ.

თხის რქა

უმ­ჯო­ბე­სია გა­და­დოთ დღეს და­გეგ­მი­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ე­მა­ნი – ერთი შე­ხედ­ვით უვ­ნე­ბელ თე­მა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო კა­მა­თიც კი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ო­ზულ ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­დოს, სა­ი­და­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვა რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

მერ­წყუ­ლი

თქვე­ნი გან­წყო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ფუჭ­დეს რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­ში წა­კი­თხუ­ლი ამ­ბე­ბის გამო, ასე­ვე სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უბ­რე­ბით – გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თან, ვი­საც არა­მე­გობ­რუ­ლი გან­წყო­ბა აქვს თქვენ მი­მართ. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, კო­მუ­ნი­კა­ცია მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოთ, რო­გორც პირ­ველ, ასე­ვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში.

თევ­ზე­ბი

დღეს თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვე იქ­ნე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. ამი­ტომ უნდა მო­უს­მი­ნოთ და ენ­დოთ პი­რად ინ­ტუ­ი­ცი­ას. თქვე­ნი ინ­ტუ­ი­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მი­ი­ღოთ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

,,4 ოქტომბერი შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს”- პაატა ზაქარეიშვილი

სამწუხაროდ თუ რამე ცუდი შეიძლება მოიფიქროს ქართველმა პოლიტიკოსმა, ამ ცუდს როგორც წესი, ფიქრობს ხოლმე და შემდეგ ახორციელებს. ცუდი კი არის ის, რომ ერთმანეთის ჯინაზე ერთი ფრონტის ხალხი ერთმანეთს ებრძვის, – განაცხადა „გახარია საქართველოსთვის” და „ლელო- ძლიერი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, პაატა ზაქარეიშვილმა, გადაცემაში „პირდაპირი ეთერი“.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აქციის დღედ 4 ოქტომბერი შეგნებულად ჩაუსვეს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, რამდენადაც „ნაცმოძრაობას“, ერთადერთი რაც დარჩენია, საქმის გაფუჭებაა, ვინაიდან მათ იციან, რომ “ქართულ ოცნებას” ვერ დაამარცხებენ.

„რატომ მაინცდამაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას ვინც არჩევნებში მონაწილეობს. იმიტომ რომ კოლექტიურმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” კარგად იცის რომ “ქართულ ოცნებას” უკვე ვეღარ დაამარცხებენ, არჩევნებში არ მონაწილეობენ. ყველა ვადამ ჩაიარა რაც არ უნდა ნანობდნენ – არ ნანობდნენ. ამიტომ ერთადერთი რაც შეუძლიათ გააკეთონ ეს არის გააფუჭონ საქმე. არის ასეთი გამოთქმა ზოგადი “ არ ავნო. თუ რამის გაკეთება არ შეგიძლია, ნუ გააფუჭებ”, ანუ ისე ნუ მოიქცევი, რომ მერე ვინც მოვა შენი გაფუჭებული გამოასწროს და მერე რაღაცა გააკეთოს”,- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

“რუსი და უკრაინელი ექსპერტების აზრი: რა მოხდება ომის მსვლელობაში? ორივე მხარის სტრატეგიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ჯერ შორს არის”-The Washington Post

ამერიკული გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 6 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის, პოლიტიკური მიმომხილველის დევიდ იგნატიუსის სტატია სათაურით: „რუსი და უკრაინელი ექსპერტების აზრი: რა მოხდება ომის მსვლელობაში? ორივე მხარის სტრატეგიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ჯერ შორს არის“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა, ალბათ, ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ არც რუსეთი არ იქნება გამარჯვებული. უკრაინის დამცველებისათვის ასეთი სიტუაცია კი უკვე გამარჯვებას ნიშნავს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო ინიციატივები, ცარიელი მუქარებითა და ბუნდოვანი ულტიმატუმებით, პრაქტიკულად ჩაიშალა. დარჩა მხოლოდ ბრძოლის ველი, სადაც კიევი და მოსკოვი სისხლისღვრას აგრძელებენ ერთმანეთის ძალების სრულ გამოფიტვამდე.
მოდით, ვიფიქროთ – რა გველოდება, სამხედრო თვალსაზრისით, ევროპის ტერიტორიაზე ბოლო 80 წლის განმავლობაში მიმდინარე უდიდესი კონფლიქტის შედეგად?

ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში მე ორივე მხარის წამყვან სამხედრო ექსპერტებს და არმიის წარმომადგენლებს ვესაუბრე. ჩემდა გასაკვირად, მოვისმინე საკმაოდ ვრცელი თვალსაზრისები მოვლენათა განვითარების ყოველი სცენარის გათვალისწინებით. საბოლოო ჯამში, მივედით დასკვნამდე, რომ რომელიმე მოწინააღმდეგის გადამწყვეტი შეტევისა და გარღვევის გარეშე, სიკვდილისა და ნგრევის გარდა, ჩვენ წინ სხვა არაფერს არ უნდა ველოდოთ.

ასეთ რეალობაში რომ იცხოვროს, უკრაინა ზედმეტი ხმაურის გარეშე იღებს ახალ დოქტრინას, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი (2019-2020 წლებში) „სტრატეგიულ ნეიტრალიზაციას“ უწოდებს. როგორც მან განაცხადა ჩემთან Zoom-საუბრის დროს, უკრაინას მოუწევს რუსეთის შეიარაღებული ძალების პარალიზება მიწაზე და ჰაერში – ისე, როგორც ეს შავ ზღვაზე მოხდა, რუსეთის სამხედრო ფლოტის გაუვნებლობით. ასეთ სიტუაციაში კრემლის არმიას უსასრულოდ ბრძოლა შეუძლია, მაგრამ ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს.

ამას წინათ, 30 აგვისტოს, შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი იმას, თუ როგორ ხედავს რუსული მხარე უახლოეს მომავალში საომარი მოქმედებების პერსპექტივას: წავიკითხე ის ფართო ანგარიში, რომელიც რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა წარადგინა უმაღლესი სარდლობის თათბირზე – „საგაზაფხულო-საზაფხულო პერიოდის შედეგების შესაჯამებლად და სამომავლო ამოცანების დასაზუსტებლად“.

„დღეს სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის ჯარებს ეკუთვნით“, – აცხადებს გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი თავისი სარდლების წინაშე. მან გენერლებს მიულოცა „ბუფერული ზონების“ წარმატებით ჩამოყალიბება ამ ზაფხულს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისპირა ტერიტორიაზე, ხარკოვისა და სუმის ოლქებში და ასევე პოზიტიურად შეაფასა რუსეთის არმიის წინსვლა დასავლეთისაკენ, უკრაინის დნიპროს (დნეპროპეტროვსკის) ოლქში. გენშტაბის უფროსმა სარდლებს მოუწოდა „გააგრძელონ შემტევითი ოპერაციები ყველა მიმართულებით“.

თუმცა, თუ დავუკვირდებით, ვალერი გერასიმოვის ნაქებ „საგაზაფხულო-საზაფხულო შეტევას“ მაინცდამაინც დიდი შედეგები არ მოუტანია: რუსეთი დღემდე ვერ აკონტროლებს უკრაინის იმ ოთხი ოლქის – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის – ტერიტორიას, რომელთა მიმართ პრეტენზიას ჯერ კიდევ ომის დასაწყისში აცხადებდა და რომლებიც წინასწარ მიერთებულად გამოაცხადა. როგორც გერასიმოვის აგვისტოს ანგარიშიდან ჩანს, ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რუსეთი დონეცკის ოლქის (ანუ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“) მხოლოდ 79%-ს აკონტროლებს, ზაპოროჟიეს ოლქის 74%-ს, ხერსონის – 76%-ს და ლუგანსკის (ანუ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“) – 99,7%-ს.

მოსკოვის მოკრძალებული წარმატებები კოლოსალური დანაკარგების შედეგად იქნა მიღწეული: ამერიკელი ჩინოვნიკების შეფასებით, დაიღუპა და დაიჭრა მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი. სხვა შეფასების თანახმად, კრემლის დანაკარგები ისეთია, რომ ერთ დაღუპულ უკრაინელზე ხუთი დაღუპული რუსი მოდის. ზოგიერთი ბრძოლის დროს რუსებისათვის პროპორცია უფრო უარესია – ერთ უკრაინელზე 12 რუსი.

ვალერი გერასიმოვმა, რა თქმა უნდა, იცის, თუ საიდან და როგორი საფრთხე ელოდება რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან – ეს არის კიევის სარაკეტო და დრონული შეტევები რუსეთის სიღრმეში განლაგებულ სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე. რასაკვირველია, რუსეთი ვალში არ რჩება და უკრაინას მასირებულად უტევს რაკეტებით და დრონებით, ბომბავს იმ ქარხნებს, რომლებიც ამზადებენ ან არემონტებენ სამხედრო ტექნიკას, დრონებს, რაკეტებს და ნავთობისაგან ბენზინს და დიზელის საწვავს ხდიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ „ტელეგრამ-არხზე“, რომელიც ვალერი გერასიმოვის გამოსვლას აშუქებდა, სამომავლო ოპერაციებზე არაფერი ნათქვამი არ არის, მაგრამ იმ რუკის მიხედვით, რომელიც გენერლის ზურგს უკან ეკიდა და რომელზეც რუსეთის საზღვარი იყო გავლებული, შეიძლება დავასკვნათ, რომ კრემლის მიზანია სამომავლოდ მიიერთოს (დაიპყროს) ოდესის ოლქი მთლიანად, ანუ ტერიტორიები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირიდან აღმოსავლეთით.

როგორ შეაჩერებს უკრაინა რუსეთის არმიის ნელ, მაგრამ გარდაუვალ შეტევას? ანდრეი ზაგოროდნიუკმა ჩემთან საუბარში ასეთი სტრატეგია ჩამოაყალიბა: „მიზანი უნდა იყოს გამოხატული არა იმაში, რომ რუსეთი მთლიანად განადგურდეს… არამედ იმაში, რომ კრემლს სისტემატურად წაერთვას მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. გამარჯვება, დღევანდელი გაგებით, არის წარმატების მიღწევის უნარი მუდმივი სამხედრო ზეწოლის მეშვეობით“. ამის მაგალითია უკრაინის წარმატება რუსეთის ძლიერი შავი ზღვის ფლოტის ნეიტრალიზებაში, დრონებისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად. როგორც ზაგოროდნიუკი ამბობს, კიევს შეუძლია იგივე გააკეთოს ხმელეთზეც: გააფართოოს მოწინააღმდეგის ჯარების „განადგურების ზონა“ ფრონტის ხაზის მიღმა – დღევანდელი 20 კილომეტრის ნაცვლად, 130-160 კილომეტრამდე. სწორედ ამ მიზნით დაიწყო უკრაინამ საშუალო რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტების წარმოება იმ ქარხნებში, რომლის განადგურებასაც რუსეთი ცდილობს.

ყოფილი მინისტრის თქმით, „სტრატეგიული ნეიტრალიზაციის“ ყველაზე რთული ნაწილია ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა. რა თქმა უნდა, უკრაინა დროს უქმად არ კარგავს: კიევი ურტყამს რუსეთის აეროდრომებს და სარგებლობს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, პლანირებადი (მართვადი) ავიაბომბების გასანადგურებლად. ასევე „გერან-2“-ის ტიპის დრონების წინააღმდეგ კიევმა შექმნა ანტიდრონები… მაგრამ დღეისათვის ყველაზე საიმედო დაცვას წარმოადგენს ამერიკული „პეტრიოტის“ რაკეტები. სამწუხაროდ, „პეტრიოტები“ ძალიან ძვირია და თანაც დეფიციტს წარმოადგენს. ამიტომ უკრაინამ მეტი უნდა გააკეთოს ალტერნატიული პროექტების შემუშავების საკითხში.

უკრაინა იძულებულია „გმირულად გადაიტანოს „სტრატეგიული პესიმიზმი“. კიევმა კარგად იცის, რომ „კავალერია მას ვერ დაეხმარება“. დონალდ ტრამპს არ შეუძლია სისხლისღვრის არც 24 საათში შეწყვეტა, არც ერთ წელიწადში და არც არასდროს. ევროპა, ცხადია, გარკვეულ სიცარიელებს ავსებს, რომლებიც ვაშინგტონის გაუბედაობის შედეგად შეიქმნა, მაგრამ აშკარაა, რომ ბრიუსელს არავითარი „უსაფრთხოების გარანტიებით“ უზრუნველყოფა არ შეუძლია, სანამ ომის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. ზავი კი როდის დაიდება, არავინ უწყის, მშვიდობას დიდი ხნის ლოდინი ჭირდება.

„თუ ვლადიმერ პუტინს ვერავინ გადაარწმუნებს, – ამბობს ანდრეი ზაგოროდნიუკი, – ჩვენ მხოლოდ ის გვრჩება, რომ მისი ნებისმიერ ინიციატივას დავბლოკოთ. ჩვენი მთავარი სტრატეგია ახლა რუსეთის შეტევების შეკავება კი არ უნდა იყოს, არამედ მათი სამომავლო გამოვლენის შესაძლებლობათა მოსპობა. ამ სიტუაციაში არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი“. ამასთან, ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ უკრაინა, ალბათ, ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ არც რუსეთი არ იქნება გამარჯვებული. უკრაინის დამცველებისათვის ასეთი სიტუაცია კი უკვე გამარჯვებას ნიშნავს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

9 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში შეიზღუდება

ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და გზების გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, 9 სექტემბრის 06:00 საათიდან 14:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის N76-დან  (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია)  წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. 

შეზღუდვის პერიოდში,  ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით, ხოლო წყნეთის გზატკეცილისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.

ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N309, N351 და N358 ავტობუსები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში შეზღუდული მარშრუტით მოძრაობდნენ, ამჯერად იმოძრავებენ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე.

14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სრულად აღდგება, როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ყველა მიმართულებით.