Home Blog Page 7

ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ – ლევან მაჭავარიანი

კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი. [მერობის თითოეული კანდიდატი] განმსჭვალულია ამ თვისებებით, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატის თქმით, მისი და მისი თანაგუნდელების მოლოდინია, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს.

„ჩვენი მოლოდინი არის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებსაც და საკრებულოს არჩევნებსაც.

კრიტერიუმებიი, რომლებითაც კანდიდატების შერჩევა მოხდა ეს არის – კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი. თითოეული ეს ადამიანი განმსჭვალულია ამ თვისებებით“, – აცხადებს მაჭავარიანი.

დიდგორის ველზე დღეს სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ გაიმართება

საუკუნოვანი ტრადიცია გრძელდება – დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ გაიმართება.

11:00 საათზე დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში დაგეგმილია სადღესასწაულო პარაკლისი, რის შემდეგაც დიდგორის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა. ღონისძიება კი 12:00 საათზე დაიწყება, სადაც სიტყვით გამოვლენ საქართველოს მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრები.

ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდებათ საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები. გარდა ამისა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით, ასევე, თეატრალიზებული პერფორმანსი, სადაც დავით აღმაშენებლის ეპოქა გაცოცხლდება.

„დიდგორობა 2025-ის“ ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან.

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

შე­გიძ­ლი­ათ უსაფრ­თხოდ აი­ღოთ ახა­ლი ან უც­ნო­ბი ამო­ცა­ნე­ბი. იღ­ბა­ლი თქვენს მხა­რეს იქ­ნე­ბა და ყვე­ლა სა­კი­თხი სწრა­ფად და წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვარ­დე­ბა. პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ა­ნი­ჭეთ იმას, რაც გა­და­დე­ბუ­ლი გქონ­დათ. იყა­ვით უფრო მშვი­დად სხვე­ბის კო­მენ­ტა­რებ­სა თუ კრი­ტი­კა­ზე, ნუ გაბ­რაზ­დე­ბით.

კურო

დღე­ვან­დე­ლი დღის და­გეგ­მვი­სას და­ეყ­რდე­ნით მხო­ლოდ სა­კუ­თარ ძა­ლებს. თქვენ არ დაგ­ჭირ­დე­ბათ კო­ლე­გე­ბის ან მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა, მო­გი­წევთ საქ­მის კე­თე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად. ნუ იეჭ­ვი­ა­ნებთ, თუ ვინ­მემ უკე­თეს უკე­თეს შე­დეგს მი­აღ­წია. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს, რო­გორც მო­ტი­ვა­ცია თქვე­ნი აქ­ტი­უ­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბის­თვის.

ტყუ­პი

გახშირდება კონფლიქტები, მოგვეთხოვება კანონებისა და დადგენილი ბრძანებების დაცვა – 12-18 აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღის­თვის, უმ­ჯო­ბე­სია იმუ­შა­ოთ გუნდში, გახ­დეთ ახა­ლი მსხვი­ლი პრო­ექ­ტის წევ­რი. ეს სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა და პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში ახალ დო­ნე­ზე ას­ვლა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. არის შან­სი, რომ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მი­ი­ღებთ იმას, რის­კე­ნაც ის­წრა­ფო­დით.

კირჩხი­ბი

ვარ­სკვლა­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბულ და ნა­ყო­ფი­ერ დღეს გპირ­დე­ბი­ან. წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ ყვე­ლა ას­პექ­ტში, ამი­ტომ უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ რთულ და შრო­მა­ტე­ვად ამო­ცა­ნებს, რომ­ლე­ბიც ადრე თქვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღე­მა­ტე­ბო­და. ეცა­დეთ, 12 აგ­ვის­ტოს უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან ნაკ­ლე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დეთ, რათა გან­წყო­ბა არ გა­ი­ფუ­ჭოთ.

ლომი

ხელ­საყ­რე­ლი დღე გე­ლით. ბევ­რი რამ თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა, თუმ­ცა, თუ რამე არ გა­მო­დის, ამა­ზე არ უნდა შე­ჩერ­დეთ. ცოტა ხნით გვერ­დზე გა­და­დეთ და გა­და­დით ნაც­ნობ საქ­მე­ზე. უფ­რო­სე­ბი უთუ­ოდ შე­ამ­ჩნე­ვენ თქვენს აქ­ტი­უ­რო­ბას.

ქალ­წუ­ლი

სა­მუ­შაო ნელა წავა, მაგ­რამ შეძ­ლებთ სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წი­ოთ და კმა­ყო­ფი­ლე­ბა მი­ი­ღოთ თქვე­ნი სა­მუ­შა­ო­დან. შე­საძ­ლოა სამ­სა­ხურ­ში გვი­ა­ნო­ბამ­დე დარ­ჩე­ნამ მო­გი­წი­ოთ. სა­ღა­მოს შე­ე­ცა­დეთ და­ის­ვე­ნოთ და მო­იხ­სნათ გრძე­ლი დღის სტრე­სი.

სას­წო­რი

ფრთხი­ლად შე­არ­ჩი­ეთ კომ­პა­ნია: აქ­ტი­უ­რი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს თქვენ გვერ­დით იქ­ნე­ბი­ან, შთა­ა­გო­ნე­ბენ რა­ი­მე უჩ­ვე­უ­ლოს გა­კე­თე­ბას და და­გეხ­მა­რე­ბი­ან მიზ­ნის­კენ სვლა­ში. გა­ა­ტა­რეთ დრო საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, ისა­უბ­რეთ იმა­ზე, რაც გა­წუ­ხებთ და თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ნე­გა­ტივს იწ­ვევს.

მო­რი­ე­ლი

წარ­მა­ტე­ბა გექ­ნე­ბათ ბიზ­ნეს­ში, მაგ­რამ შე­საძ­ლოა სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­გექ­მნათ ცხოვ­რე­ბის სხვა სფე­რო­ებ­ში. ნუ გა­დატ­ვირ­თავთ სა­კუ­თარ თავს სამ­სა­ხურ­ში. სა­ღა­მოს შე­ე­ცა­დეთ და­ის­ვე­ნოთ და აღიდ­გი­ნოთ ენერ­გია.

მშვილ­დო­სა­ნი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა, იღ­ბა­ლი გწყა­ლობთ. 12 აგ­ვის­ტოს შე­გიძ­ლი­ათ და­გეგ­მოთ რთუ­ლი სა­კი­თხე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი: ენერ­გია ყვე­ლაფ­რის­თვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. თქვენს სი­ტყვებს ის­მე­ნენ, ამი­ტომ მო­ე­რი­დეთ კრი­ტი­კულ კო­მენ­ტა­რებს.

თხის რქა

კარ­გი დღეა შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო­ე­ბის მო­სა­ძებ­ნად. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ეცა­დეთ იყოთ უფრო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და ჩხუ­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნოთ. არის შან­სი მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბას შეგ­ძენთ.

მერ­წყუ­ლი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი დღე გე­ლო­დე­ბათ. რა­საც გა­ა­კე­თებთ 12 აგ­ვის­ტოს, მშვე­ნივ­რად გა­მო­ვა. უფრო ხში­რად ესა­უბ­რეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს: ეს გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს და და­გეხ­მა­რე­ბათ ყვე­ლა სა­კა­მა­თო სა­კი­თხის გარ­კვე­ვა­ში. მათი რჩე­ვე­ბი გა­მო­გად­გე­ბათ.

თევ­ზე­ბი

გა­ა­ტა­რეთ დღე აქ­ტი­უ­რად, და­ას­რუ­ლეთ რთუ­ლი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­დე­ბუ­ლი გქონ­დათ. დღეს ვარ­სკვლა­ვე­ბი თქვენს მხა­რეს არი­ან, ამი­ტომ წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში. მო­ე­რი­დეთ დიდი თან­ხის და­ხარ­ჯვას. უმ­ჯო­ბე­სია და­ზო­გოთ ფული მო­მავ­ლის­თვის.

 2023 წლის მარტის აქციების დროს დაშავებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა – თორნიკე გიგინეიშვილი

ადვოკატ თორნიკე გიგინეიშვილის ინფორმაციით, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაშავებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

ადვოკატი ამასთან დაზარალებული ოპერატორებისა და ჟურნალისტების სიას აქვეყნებს.

ადვოკატ თორნიკე გიგინეიშვილის განცხადებით, მიუხედავად გამოძიების დაწყებისა, არც ერთი ფაქტი არ გამოძიებულა, ვიდეომასალა კი 2 წლის განმავლობაში არ განხილულა.

“რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდგომ, სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი.

ეს ადამიანები არიან 2023 წლის მარტის აქციებისას (რუსული კანონის პირველად მიღების პროცესში) დაზარალებული ჟურნალისტები, რომლებზედაც იძალადა სისტემამ.

დღემდე გამოძიების მიხედვით არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. ამოღებული ვიდეო მასალის დათვალიერებაც კი არ დასრულებულა 2 წლის თავზე.

დიდი შრომა დაგვჭირდა რომ დაზარალებულის სტატუსი მაინც მიეღოთ აღნიშნულ პიროვნებებს (ნაწილს) საგამოძიებო ორგანოს მიერ.

მადლობა მედიაომბუდსმენის გუნდს კვალიფიციური და დიდი შრომის გაწევისთვის. (ილონა დიასამიძე, ჯანო ჭკადუა)

განსაკუთრებული მადლობა კი ნათია კაპანაძეს (Natia Kapanadze), რომელიც ათასობით კილომეტრის დაშორებით არის საქართველოდან, მაგრამ ყოველთვის ჩვენ გვერდით – საჭირო დროს.

19 ჟურნალისტისა და ოპერატორების სახელები და გვარები:

  1. ნიკოლოზ კოკაია
  2. მარი წაქაძე
  3. ალექსანდრე ქეშელაშვილი
  4. მამუკა მგალობლიშვილი
  5. მაია თეთრაშვილი
  6. ნიკა კოკაია
  7. მიხეილ გვაძაბია
  8. რატი მუჯირი
  9. გურამ მაისურაძე
  10. დეა მამისეიშვილი
  11. ზურაბი ჩხვირკია
  12. ნიკა საჯაია
  13. ჯამლეტ ბაკურიძე
  14. ირაკლი ბახტაძე
  15. სალომე ჩადუნელი
  16. გიორგი კვიჟინაძე
  17. დავით მანია
  18. ვახტანგ ქარელი
  19. თამარ გეგიძე”,- აღნიშნავს ადვოკატი.

დონალდ ტრამპი:  რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის – პირველ ორ წუთში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა

შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან „კონსტრუქციული“ საუბრის იმედი აქვს.

„სავარაუდოდ, პირველი ორი წუთის განმავლობაში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. ეს არის ის რასაც მე ვაკეთებ, მე შეთანხმებებს ვაღწევ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.

„გამოფრენისას, შესაძლოა ოთახიდან გამოსვლის შემდეგაც კი, მე ევროპელ ლიდერებს დავურეკავ, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მე ზელენსკისაც კარგად ვუგებ, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რასაც აკეთებს. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო, მაგრამ მე ზელენსკისთან ვისაუბრებ. შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს. დოკუმენტის ტექსტი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 8 აგვისტოს თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, აღიარონ და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

„მხარეები ადასტურებენ, რომ ყოფილი სსრკ-ის სოციალისტური რესპუბლიკების საზღვრები გახდა შესაბამისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრები და აღიარებულია, როგორც ასეთად საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მხარეები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, სომხეთი და აზერბაიჯანი ადასტურებენ, რომ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ და არ წამოაყენებენ ასეთ პრეტენზიებს მომავალშიც.

„მხარეები არ ახორციელებენ არანაირ ქმედებებს, მათ შორის დაგეგმვას, მომზადებას, წახალისებას და ისეთი ქმედებების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთიანობის დაშლისა ან დარღვევისკენ, მთლიანად ან ნაწილობრივ“, – ვკითხულობთ ტექსტში.

ამასთან, მიღწეულია შეთანხმება, რომ მხარეები თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარისგან, რომელიც მიმართული იქნება ტერიტორიული მთლიანობისა ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

ამავე მუხლში ნათქვამია, რომ „მხარეები რ დაუშვებენ მესამე მხარის მიერ თავიანთი ტერიტორიის გამოყენებას მეორე მხარის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად, რაც შეუთავსებელია გაეროს ორგანიზაციის წესდებასთან“.

ტექსტის მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი თავს შეიკავებენ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე, თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული კონკრეტული ვადა.

მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ მუშაობას საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე და ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან, რომ არ განალაგებენ საზღვრის გასწვრივ ნებისმიერი მესამე ქვეყნის სამხედრო ძალებს.

„საერთო საზღვრის დემარკაციამდე და მომდევნო დემარკაციამდე მხარეები განახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ უსაფრთხოების ღონისძიებებსა და ნდობის განმტკიცების ზომებს, მათ შორის სამხედრო სფეროში, სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ვკითხულობთ ტექსტში.

ამასთან, მხარეები პირობას დებენ, რომ „მხარეები გმობენ და იბრძოლებენ შეუწყნარებლობას, რასობრივ სიძულვილს და დისკრიმინაციას, სეპარატიზმს, ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს მათი ყველა გამოვლინებით, თითოეული თავისი იურისდიქციის ფარგლებში“.

მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას „გადაწყვიტონ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და ძალადობრივი გაუჩინარების საკითხები, მათ შორის ასეთ პირებზე ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაციის გაცვლის გზით, პირდაპირ ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით“.

ასევე ტექსტში ნათქვამია, რომ „მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმოადგენს საერთო ინტერესს, მათ შორის ეკონომიკის, სატრანზიტო-სატრანსპორტო, ეკოლოგის, ჰუმანიტარული და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“.

ამავე დეკლარაციაში სომხეთი და აზერბაიჯანი პირობას დებენ, რომ უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების სრულად იმპლემენტაციას და შექმნიან ორმხრივ კომისიას, რომელიც ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

ამასთან, მხარეები პირობას დებენ, რომ „ეს შეთანხმება არ შეზღუდავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და ხელშეკრულებებიდან, რომლებიც დაიდო თითოეული მხარის მიერ გაერო-ს ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებთან“.

ამასთან ერთად, „მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებები მათსა და ნებისმიერ მესამე მხარეს შორის არ მიაყენებს ზიანს ამ შეთანხმების მიხედვით გაწერილი ვალდებულებების შესრულებას“.

„თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში მხარეები ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და ამ შეთანხმებით. არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, მიმართოს თავის ეროვნულ კანონმდებლობის დებულებებს, როგორც ამ შეთანხმების დაუცველობის გამართლებას. მხარეები „საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ ვენის კონვენციის“ შესაბამისად თავს შეიკავებენ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების მიზნებსა და ამოცანებს, მისი ძალაში შესვლამდე“, – ნათქვამია ტექსტში.

ამ შეთანხმების ძალში შესვლიდან ერთ თვეში მხარეებმა უნდა გაიწვიონ ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი პრეტენზიები, საჩივრები, აპელაციები, დავები, რომლებიც შეტანილია ნებისმიერ სამართლებრივ ფორუმზე და რომლებიც ეხება ამ შეთანხმების ხელმოწერამდე არსებულ საკითხებს.

„ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში მხარეებმა უნდა გაიწვიონ უკან, გააუქმონ ან სხვაგვარად მოაგვარონ ნებისმიერი და ყველა სახელმწიფოთაშორისი პრეტენზია, საჩივარი, აპელაცია, საქმისწარმოება და დავა, რომელიც შეტანილია ნებისმიერ იურიდიულ ფორუმზე ამ შეთანხმების ხელმოწერამდე მხარეებს შორის არსებულ საკითხებთან დაკავშირებით და არ უნდა მოახდინონ ინიცირება ასეთ პრეტენზიებს, საჩივრებს, აპელაციებს, საქმისწარმოებისა და არ უნდა იყვნენ ჩართულნი ნებისმიერი ასეთი პრეტენზიების, საჩივრების, აპელაციებსა და საქმისწარმოებაში, რომელიც შეტანილია რომელიმე მესამე მხარის მიერ მეორე მხარის წინააღმდეგ. მხარეები არანაირი ფორმით არ განახორციელებენ, წაახალისებენ ან არ მიიღებენ მონაწილეობას ერთმანეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში დიპლომატიურ, საინფორმაციო ან სხვა სფეროებში, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას და ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს ამ მიზნით“, – ვკითხულობთ ტექსტში.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც მხარეები გაცვლიან შეტყობინებებს შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, რომლებსაც ითვალისწინებს ხელმომწერი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობა.

პოლიტიკო“ – დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. „პოლიტიკოს“ ცნობით, საგანგებო ვირტუალური სამიტი 13 აგვისტოს გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინიციატივით გაიმართება.

როგორც გამოცემა წერს, სამიტის მონაწილეები იმსჯელებენ რუსეთზე ზეწოლის გაზრდის შესაძლებლობებზე, ასევე რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების საკითხზე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

„პოლიტიკოს“ მიხედვით, მერცი და სხვა ევროპელი ლიდერები მოითხოვენ, რომ პუტინი თვადაპირვლად დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებები ან მოსკოვსა და კიევს შორის ტერიტორიის გაცვლაზე მსჯელობა ამის შემდეგ დაიწყო.

13 აგვისტოს დაგეგმილ ვირტუალურ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის ლიდერები ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები და უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი.

გეგმის თანახმად, ევროპელი ლიდერები, დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად ერთსაათიან დისკუსიას გამართავენ.

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსი მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის!

🔊გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსი მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის!

🔷 კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა  წახალისება წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის, აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარებისა და  საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

🔷 დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე : ⤵️

https://shorturl.at/kbzOU

გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა, განაჩენი ხვალ გამოცხადდება.

მანამდე ბრალდების და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვეს. პროკურორმა მთავარ მტკიცებულებებზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა, მათ შორის ბაჩიაშვილის პირად მიმოწერაზე, სადაც ის აღიარებს, რომ 6.5 მილიონიდან მისი წილი მხოლოდ მილიონ ნახევარია, შესაბამისად, დანარჩენი ინვესტორის, ანუ ბიძინა ივანიშვილის. მსჯავრდადებული ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს.

„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.

მერობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით – 63 მუნიციპალიტეტში.

პრინციპში, ხშირ შემთხვევაში, უკვე ცნობილია კანდიდატების ვინაობა, ბანერები და ბილბორდებიც არის გამოკრული, თუმცა, მინდა რომ ერთიანად წარმოგიდგინოთ 63-ვე მერობის კანდიდატი.

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა სარგებლობს გამორჩეულად მაღალი ნდობით საზოგადოებაში. ბუნებრივია ჩვენი ამოცანა არის ამ ნდობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება. ეს არის ჩვენი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების, ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების თითოეული თანამშრომლის დამსახურება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, და ამისათვის, ყველა მათგანს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული 4 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ემსახურებოდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ მოსახლეობას.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს წარსადგენი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია. ასევე, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ კანდიდატებსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

დავიწყებ კახეთით, სადაც 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კანდიდატებად მოქმედ მერებს წარვადგენთ. ესენია:

ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური

გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი

დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი

ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი

სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი

ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე – ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე – ვაჟა მაღრაძე.

ქვემო ქართლში მოქმედ მერებს წარვადგენთ 7-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:

რუსთავში: ნინო ლაცაბიძე;

გარდაბანში: დავით კარგარეთელი;

დმანისში: კობა მურადაშვილი;

წალკაში: ილია საბაძე.

მარნეულში ჩვენი კანდიდატი იქნება დაური ისმაილოვი, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტაჟი; თეთრიწყაროში წარვადგენთ თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს – მიხეილ აფციაურს; ხოლო ბოლნისში წარმატებულ იურისტს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით – ზამური ჭითანავას.

მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს – ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში.

მცხეთაში ჩვენი კანდიდატი იქნება წარმატებული არქიტექტორი და მენეჯერი – გოგი აბუაშვილი; დუშეთში წარვადგენთ დუშეთის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს – კახაბერ ჩიტაურს; ხოლო ყაზბეგში წარმატებულ ინჟინერს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილებით – კობა გელაძეს.

შიდა ქართლში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 4-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:

გორში: კონსტანტინე ბუზალაძე;

ქარელში: ზაზა გულიაშვილი;

კასპში: ვახტანგ მაისურაძე.

ხაშურში ჩვენი კანდიდატი იქნება პაატა ჩადუნელი, რომელსაც აქვს კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.

სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:

ადიგენში: გოჩა ქიმაძე

ასპინძაში: როსტომ მაგრაქველიძე

ახალქალაქში: მელქონ მაკარიანი

ნინოწმინდაში: ანივარდ მოსოიანი

ახალციხეში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია:

ქუთაისში: დავით ერემეიშვილი

საჩხერეში: ლევან ივანაშვილი

ჭიათურაში: გივი მოდებაძე

ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი

თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე

ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი

სამტრედიაში: დავით ბახტაძე

ხონში: ლადო ჯურხაძე

წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე

ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე; ხოლო ტყიბულში – დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია:

ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი

ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი

რაჭაში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ წარმატებულ მეწარმეებს: ამბროლაურში – ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში – დავით ლობჟანიძეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენია:

ფოთში: ბექა ვაჭარაძე

ხობში: დავით ბუკია

სენაკში: ვახტანგ გადელია

აბაშაში: გიგა გაბელაია

მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი

ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი – დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი – ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე – გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე – ნიკა კანკია.

გურიაში მოქმედ მერს – ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი – პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში, ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე – მინდია ჟღერია. და ბოლოს, აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:

  • ქობულეთში: ირაკლი ცეცხლაძე
  • ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე
  • შუახევში: ომარ ტაკიძე

2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია:

  • ქედაში: მამუკა თურმანიძე
  • ხულოში: ვახტანგ ბერიძე

ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი – გიორგი ცინცაძე.

ასეთია ჩვენი კანდიდატების ჩამონათვალი. დარწმუნებული ვართ, უკლებლივ ყველა კანდიდატი მოიგებს არჩევნებს შესაბამის მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა არის ცხადი – ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური და რეალისტური ამოცანა. ბუნებრივია, ჩვენი საარჩევნო შტაბი, პარტია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული, იმისათვის, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ. წარმატებებს ვუსურვებ მერობის კანდიდატებს”, – განაცხადა კობახიძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6948 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6948 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6964 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1381 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1367 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა.

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

ხშირად გვესმის, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი ცხოვრების პერსონალურ ამბავს ქმნის. ამ გზის ერთგული მეგზური, რომელიც ჩვენი მიზნებისკენ შეუპოვარი სწრაფვის პროცესში მარტო არასდროს გვტოვებს – განათლებაა. განათლება, როგორც საკუთარი თავის პოვნის, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებისა და ზოგჯერ უბრალოდ დაჯერების მთავარი ინსტრუმენტია.

თიბისიშიც ამის სჯერათ და ამიტომ, განათლებით საკუთარი ამბის შექმნაში აქტიურად ეხმარებიან ახალგაზრდებს და სწორედ ამ მიზნით დაუპარტნიორდა თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის”. გაგაცნობთ სტუდენტებიდან ერთ-ერთს, რომლის ამბავიც განათლებით იქმნება და ყოველ ჯერზე, თვითრწმენის განცდით, სრულიად ახლებურად იწერება.

ანი გოგია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია და ადამიანების იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ბავშვობიდან ზუსტად იციან საით უნდა წავიდეს მათი კარიერული ორიენტირი. მისი ისტორია გვახსენებს, რომ ხშირად, სრულიად შემთხვევით, ამბის დასაწყისში გვკარნახობს შინაგანი ხმა სწორ გზას, მისი უბრალოდ უნდა დავიჯეროთ.

„იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდანვე მიზიდავდა სამედიცინო სფერო, უშუალოდ სტომატოლოგობა სკოლის ბოლო წლებში გახდა ჩემი მიზანი. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩემთვის განათლება აღმოჩნდა მნიშვნელოვანი გზამკვლევი. ბავშვობის ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ბიოლოგიის და ქიმიის სწავლამ უფრო გამიღრმავა, ხოლო შემდეგ უნივერსიტეტმა საშუალება მომცა, მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო”.

ბუნებრივია, რომ ამბის პირველ ეტაპებზე კარიერული გზის შემდგომი ეტაპები ბუნდოვანია, მეტიც, შეიძლება სვლასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანდება, თუმცა ანის ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ განათლება ამ კარიერულ საფეხურებს ყველაზე უკეთ გვინათებს ხოლმე.

„განათლება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესიული განვითარება, ეს არის ერთგვარი ძალა, რომელიც გიბიძგებს, იყო შენი თავის უკეთესი ვერსია, იყო მეტად თავდაჯერებული, ჯიუტი და უშიშარი.”

ანისთვის განათლებაა ის, რაც ხშირად ახსენებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია და ამ გზაზე მხარდაჭერას მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს. ამიტომ, თითქოს შენი თავის დაჯერება და ფიქრი იმაზე, რომ არაფერი არსებობს, რაც არ გამოვა, განათლების მიღების აუცილებელი და განუყოფელი სულისკვეთება აღმოჩნდა. რასაც მისი სიტყვებიც ადასტურებს:

„განათლების მიღების გზაზე, ვფიქრობ, უნდა გახსოვდეს, რომ თუ გჯერა, მართლა ყველაფერი შესაძლებელია. თუ გჯერა, მომავლის იმედი მოგცემს ძალას, რომ ყველა მიზანს მიაღწიო”

ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების. თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.